1970-იანი წლები, ახალგაზრდა იკსას და მისი მეგობრების ძირითადი გატაცება გოროგლაჭებით სრიალია.ისინი ამ საქმეში ძალიან წარმატებულებიც არიან.თუმცა მალე მათი საშინაო სავარჯიშო ბაზა წყვეტს არსებობას.ისინი ახალ ადგილს ეძებენ სავარჯიშოდ...
ობოლი გოგონა ლიზი, ბრუკლინიდან მიემგზავრება ინგლისის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში, სადაც აღმოაჩენს საიდუმლო ბაღს, რომელიც თითქმის განადგურებულია, მაგრამ ლიზი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აღადგინოს ეს უნიკალური ადგილი და დაუბრუნოს მას ჯადოსნური თვისებები...
ბალკანეთი. მე–20 საუკუნის 90–იანი წლები. ისინი შეხდნენ და შეუყვარდათ ერთმანეთი თავდავიწყებით. შემდეგ დაიწყო ომი და მოისროლა ისინი ფრონტის ხაზის სხვადასხვა მხარეს. გოგონა აღმოჩნდა სამხედრო ტყვეთა ბანაკში და ისევ შეხვდა მას. მხოლოდ ახლა ისინი ერთმანეთის მტრები არიან...
მოქმედება მეთექვსმეტე საუკუნის ვენეციაში ხდება. ვაჭარს დიდი ვალი აქვს აღებული ებრაელი მევახშისაგან, რათა მეგობარს დაეხმაროს ახალგაზრდა ქალბატონის მოხიბვლაში...
კრიმინალური კომედიის გმირს, იდეა, მოეპარა პასპორტი მისი მსგავსი ბიჭისათვის , კარგი მოეჩვენა. ის ხომ იმალება, მას შემდეგ რაც შეცდომით დაადანაშაულეს.მაგრამ მალევე მიხვდა , რომ დიდი შეცდომა დაუშვა. პასპორტის პატრონს მასზე ადრე ეძებდა პოლიცია და იგი ძალიან საშიში პიროვნებაა. მან სასწრაფოდ უნდა მოიფიქროს, როგორ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, რათა სხვისი დანაშაულის გამო არ მოუწიოს პასუხისგება...
ისტორია ყოფილ კაპიტანზე, რომელმაც დაკარგა რვა ადამიანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის დანგრევისას და გამომცემელზე, რომელიც ეხმარება მას მოამზადოს სახოტბო სიტყვები, რაც მან უნდა წარმოთქვას...
ფილმში მოვლენები ვითარდება იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტურინში, სადაც კომისარი სალვატორე სანტამარია იძიებს ცნობილი არქიტექტორის მკვლელობის საქმეს...
ახალგაზრდა ქალი ბავშვობის ქალაქში ბრუნდება, რათა წარსულს შეურიგდეს. ტორის მედიუმის იშვიათი ნიჭი აქვს. მას წარსულის და მომავლის ცალკეული სურათების დანახვა შეუძლია. ტორი თავისი საუკეთესო მეგობარი გოგონას სასტიკი მკვლელობის კადრებს ხედავს, რომელიც შორეულ ბავშვობაში მოხდა...
იყო ორი გოგონა. ერთს მარინა ერქვა, მეორეს კი ჰოლი. გოგონები განუშორებელნი იყვნენ, ამიტომაც საერთო სახელიც მოიგონეს თავისთვის – ჰორინა. გადიოდა წლები: იცვლებოდა თმის ვარცხნილობები, მუსიკა, მოდა, ჟარგონი, კუმირები. ფილმის გმირებიც იცვლებოდნენ: ხან ჩხუბობდნენ, მერე რიგდებოდნენ, იცინოდნენ და ტიროდნენ, ეზიარებდნენ სიყვარულს და გულისტკივილს, იზრდებოდნენ და ცხოვრებაში საკუთარ დანიშნულებას ეძებდნენ...
დედის სიკვდილის შემდეგ ჰენრიჰი, ნავარის მეფე ხდება და მალე ცოლად ირთავს მარგარიტა ვალუას, რომელიც ცნობილია როგორც "დედოფალი მარგო". მათ შეუღლებას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა, შედეგად კი უნდა მომხდარიყო კატოლიკური და პროტესტანტული პარტიების შერიგება, რომლებიც სისხლიან ბრძოლას აწარმოებდნენ ერთმანეთთან. მათი ქორწილი რამოდენიმე დღე გრძელდებოდა, რაც პროტესტანტების ჟლეტით დასრულდა.ის ღამე,ბართლომეს ღამის სახელით ჩაეწერა ისტორიაში...
ფილმი ტომას ჰარდის ნაწარმოებზეა დაფუძნებული. ვიქტორიანულ ინგლისში ჯუდი ახალგაზრდაა, რომელიც ოცნებობს განათლების მიღებაზე უნივერსიტეტში. ამის ნაცვლად იგი ქვით მშენებელი გახდება და ღარიბ სოფლელ გოგონაზე დაქორწინდება.ჯუდი განაგრძობს ოცნებას და მისი მეუღლის უეცარი გამგზავრების შემდეგ ის ქრისტმინსტერში გადასახლდება, სადაც პრესტიჟული უნივერსიტეტია.აქ მას შეუყვარდება სიუ. სწორედ აქ იწყება პრობლემები, იგი კვლავ ქორწინებაშია არაბელასთან. მას და სიუს კი არანაირი შემოსავლის წყარო არ გაჩნიათ...
დიანა არბუსი ცნობილი და შეძლებული ოჯახის წარმომადგენელია. მას შეუყვარდება ლაიონელ სუინი, იდუმალებით მოცული მეზობელი, რომელსაც ის ფანჯრიდან დაინახავს. დიანა ინტერესდება ლაიონელით და მის სახლში მიდის, რათა ფოტო გადაუღოს. ლაიონელი მას მარგინალ ადამიანებს გააცნობს, რომლებსაც დიანა ფოტოებს უღებს. ლაიონელის წყალობით დიანა არბუსი თავის თავში ნიჭს აღმოაჩენს და ის XX საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ფოტოხელოვანი ხდება...
ფილმის მოქმედება მეცხრამეტე საუკუნეში ვითარდება. ფრანგი ენვერ ჟანკური ახალგაზრდა ცოლიანი მამაკაცია, რომელიც აბრეშუმის კონტრაბანდას ეწევა. ის საფრანგეთიდან იაპონიაში მიემგზავრება, რათა საიდუმლო ტვირთი წამოიღოს. იაპონიაში ჟანკური ლამაზ გოგონას გაიცნობს, რომელიც იაპონელი გავლენიანი ბიზნესმენის საყვარელია. მამაკაცს ლამაზმანისადმი ვნება შეიპყრობს. მათ შორის არსებული ენობრივი ბარიერის გამო, ისინი იძულებულები არიან წერილებით იკონტაქტონ...
კენია მაკქუინი, კორპორატიული ადვოკატი, სიყვარულს იპოვი იქ , სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდა, მაშინ როდესაც იგი ბრმა პაემანზე წავა სექსუალურ ბრაიან კელისთან...
ის გებელსის ალერსს გაექცა, მან ჰოლივუდი დაიპყრო, მაგრამ ვერ გაუძლო დიდებას და სამშობლოში დაბრუნდა. მაკარენას ახალი ცხოვრების დაწყება სურს, ფილმში მონაწილეობაზე თანხმდება სადაც დედოფალი იზაბელა პირველის როლი უნდა ითამაშოს, მაგრამ წარსული მოსვენებას არ აძლევს...
მილიონერი მამის უეცარი სიკვდილის შემდეგ ორი განებივრებული და რჩება ფულის გარეშე. ბევერლი-ჰილზიდან მათ მოუწევთ გადასვა დეიდასთან ლოს-ანჯელესის ყველაზე ღარიბ რაიონში. ძნელია მდიდარი გოგონების ჩვებების მოცილება, მაგრამ გაჭირვების დროს დები ნამდვილ სიყვარულს იპოვიან...
8 წლის ანტონი ატარებს თავის ვიკენდს ალკოჰოლიკ მამიკო ვოლტთან ერთად, ამასობაში მისი დედიკო ბონი და მისი ახალი ქმარი კაილი მიდიან კათოლიკურ თავშესაფარში ერთად. ვოლტი მოუხერხებელია, არ იცის როგორ უნდა გაატაროს დრო ანტონისთან, განსაკუთრებით პირველი დღეები ერთად იყო ხასიათის უბედური გამოვლინებების სერიები...
მატადორმა დიეგომ ორი გოგონა მოკლა, რადგან ხართან ბრძოლის დროს დაშავდა და არენაზე ვეღარ გამოდიოდა. მისმა თაყვანისმცემელმა ადვოკატმა, რომელსაც მკვლელობის სურვილი ახრჩობდა, ორი მამაკაცი მოკლა. მისი ოცნება დიეგოსთან ერთად სიკვდილია. მაესტროს მოსწავლე, რომელიც მამის გარეშე საშინელ დედასთან ერთად ცხოვრობს, ამ მკვლელობებს საკუთარ თავზე იღებს, მაგრამ პოლიციას მისი არ სჯერა...
ყველაფრის მცოდნე ფლინ კარსენი, რომელსაც 22 უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, სამუშაოდ ეწყობა ცნობილ ნიუ-იორკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მხოლოდ რჩეულებმა იციან, რომ მის საიდუმლო ოთახებში ინახება ძველებური არტეფაკტები და ფასდაუდებელი ძვირფასეულობა, რომელთა შორის ექსკალიბურის ხმალი, პანდორას ყუთი, ცნობილი ”მონა ლიზას” ორიგინალი და კიდევ უამრავი ექსპონატი არის...
სტეისის თავისი შეყვარებულის წარსულის გაგება უნდა. მას შესაძლებლობა ეძლევა მის ელექტრონულ წიგნაკში ჩაიხედოს და იქიდან საჭირო ინფორმაცია მიიღოს მისი ძველი მეგობარი გოგონების შესახებ...
გრეგი სკოლის დამამთავრებელი კლასის დახურვას, რაც შეიძლება შეუმჩნევლად ცდილობს. თავიდან იცილებს ყველანაირ სოციალურ აქტივობასა და უსიამოვნებას. ამავდროულად თავის ერთადერთ მეგობართან, ერლთან ერთად ყველასგან ფარულად უცნაურ ფილმებს ქმნის. მის ასოციალურობასა და მეგობრობას საფრთხე დაემუქრება, მას შემდეგ რაც დედამისი აიძულებს ლეიკემიით დაავადებული კლასელის მეგობარი გახდეს...
ჩიკაგო. მოხეტიალე ბილ დანსერი და ობოლი გოგონა ხუჭუჭა სიუ ერთად აფერისტობენ, ბილი გოგონას პატარაობიდანვე უვლიდა. ერთხელაც ბილს იღბალი გაუღიმებს. მისი უწყინარი თაღლითობის შედეგად დანსერი გოგონასთან ერთად მდიდარ სახლში გადადის...
1960 -იანი წლებში საშუალო სკოლის მეგობრები, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილოეთ ჩიკაგოსთან ახლოს , იღებენ სიამოვნებას ცხოვრებისგან სრულად... წვეულებები, შეხვედრები ახალ მეგობრებთან. ცხოვრება იცვლება ორი ბიჭისთვის, როცა ისინი ხვდებიან კარიერისტ კრიმინალებს და აღმოჩნდებიან ჩართულები კადილაკის მოპარვის საქმეში. ჩვენ ვხედავთ მათ ცხოვრებას სკოლის დრამატული დასასრულისას...
საახალწლო არდადეგებზე მშობლიურ მხარეში იკრიბება დიდი ოჯახი, რათა შეაჯამონ გასული წლის შედეგები და ერთად აღნიშნონ დღესასწაული. ისინი შესძლებენ შეაფასონ ბოლო სიახლეები, გაიხსენონ ტრადიციები, მოუსმინონ ნათესავებისგან მოულოდნელ აღიარებას, მოასწრონ წაჩხუბება, მაგრამ საბოლოოდ კარგი იუმორის გრძნობა და ცოტა საახალწლო ჯადოქრობა დაეხმარება მათ უსიამოვნების გადალახვაში...
მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობის მქონე მამა, ცოლის დაბრუნებას საკმაოდ ენერგიულ შვილებზე პასუხისმგებლობის აღებით ცდილობს. ბავშვები კი მას ამ ისედაც რთული დავალების შესრულებაში ხელს არ უწყობენ...
ჯონი, რომელიც ჯერ კიდევ განიცდის თავის ყოფილ ცოლთან დაშორებას და მის მეორედ ნიშნობას, გაიცნობს მშვენიერ ქალს, სახელად მოლის, რომელსაც მოზარდი ვაჟი ჰყავს და ის არ აპირებს ვინმესთან გაიყოს დედა...
ფილმში აღწერილია ძმები დემიენ და ენტონის ცხოვრების ისტორია. ბავშვები ხედავენ წმინდანებს და ესაუბრებიან მათ.მათი გართობა იყო ყუთიში ჯდომა,ისინი უამრავ დროს ატარებდნენ ასე...
მაია ახალგაზრდა ქალია, რომელიც არალეგალურად სამუშაოდ,მექსიკიდან ლოს-ანჯელესში უფროს დასთან მიემგზავრება. მაიას მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება და ყოველი დღე ქვეყნიდან დეპორტის შიშით თენდება...
ფილმი ორი მოზარდის ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელთაც აწუხებთ სიკვდილის საკითხი. ბიჭი ცდილობს გოგონა მოიყვანოს ჭკუაზე, მას შემდეგ, რაც მას მშობლები დაეღუპა. მათ შორის სიყვარული იღვიძებს...
ვიტფილდის ოჯახი ერთად გროვდება შობის არდადეგებების გასატარებლად, რაც დიდი ხანია არ მომხდარა, საყვარელ დედიკოსთან და მის ბოი–ფრენდთან ჯოსთან ერთად. ყოველივე მათგანს ჩამოაქვს უამრავი ბარგი. როდესაც ყველაფერი მზადაა დღესასწაულის აღსანიშნავად მოულოდნელი ოჯახური შეხვედრის საიდუმლო გაიხსნება...
პატარა ქალაქის მღვდლის ცოლს სინამდვილეში დახმარება ესაჭიროება – მისი ქორწინება დანგრევის პირასაა, ქმარი მხოლოდ სამსახურზე ფიქრობს. მაგრამ ის, რაც მან მიიღო თავის ლოცვებზე პასუხად, ნამდვილი საოცრება აღმოჩნდა. მხიარული და უდარდელი ანგელოზი სახელად დადლი ზეციდან ჩამოვიდა წყვილის შესარიგებლად. მაგრამ გადის ცოტა ხანი და დადლი გახდება მათი მთავარი პრობლემა.
1991 წლის თებერვალი. მსოფლიო თვალს ადევნებს ომს სპარსეთის ყურეში. პოლკოვნიკი სერლინგი, სატანკო ქვედანაყოფის უფროსი, საშინელ შეცდომას დაუშვებს ღამის შეტევის დროს, რის შედეგადაც დაიღუპებიან ამერიკელი სამხედროები. უფროსობა გადაწყვეტს ეს საქმე არ გაახმაუროს და გააგზავნის სერლინგს სამუშაოდ პენტაგონში. მას დაავალებენ კაპიტან კარენ უოლდენის გადამოწმებას. გამოძიების დროს ის უამრავ ფაქტს აღმოაჩენს, რომლის გამოაშკარავება აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობის ინტერესებში არ შედიოდა .
რესტორნის პატრონი ვიკი სინამდვილეში შავი სამყაროს წარმომადგენელთა მეთაურია, ზედმეტსახელად ”ცოფიანი ძაღლი”. მას სურს გააკონტროლოს მთლიანად კლუბური და სათამაშო ბიზნესი...
ფილმი მოგვითხრობს ვიქტორ ცოის შემოქმედებითი გზის დასასწყისზე. ეს არის ფილმი 80-იანი წლების ლენინგრადზე, სიყვარულზე, ძიებასა და დიდი იმედებზე - განწყობაზე, რომელიც ჩვენთან სამუდამოდ დარჩება...
ფედერიკო ფელინის მშობლიური საკურორტო ქალაქის რიმინის რომანული დიალექტიდან "ამარკორდი" ითარგმნება როგორც "ვიხსენებ". გენიალური რეჟისორი თავის მოგონებებს ეკრანზე აცოცხლებს და მაყურებლებს სთავაზობს ერთი ხელგაშლილი ქალის ისტორიას, რომელიც უარს არავის არაფერზე ეუბნებოდა და ყველა ადგილობრივი ვაჟიშვილის ოცნება იყო...
ვის არ შეხვდები მოსკოვის რესტორნებში! თქვენ ფიქრობთ - ადამიანები მოდიან აქ, რათა დატკბნენ გემრიელი საჭმელით ან არომატული ყავით, სიგარეტით? სულაც არა… ისინი მიდიან რესტორნებში, იმიტომ, რომ იქ დუღს მძვინვარე ცხოვრება!...
ერთდღიანი მივლინების დროს ნანტში გოგონა სახელად ემილი გაიცნობს კაფეში ახალგაზრდა ბიჭს გაბრიელს. რამოდენიმე ჭიქის შემდეგ საინტერესო საუბარი გაებმევათ, რომლის გაგრძელებას გადაწყვეტენ სასტუმროს ოთახში. გებრიელს ემილის კოცნა მოუნდა, ემილიც პრინციპში არაა წინააღმდეგი – რომ არა ერთი ვითარება...
ცენე, ბაბუამისი, მათი ძროხა და სკოლის მასწავლებელი - სულ ეს არის ვინც ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს... ერთ მშვენიერ დღეს ბაბუა ეუბნება ცენეს, რომ უკვე გრძნობს სიკვდილის მოახლოვებას და ამიტომ სთხოვს ანდერძის შესრულებას: წავიდეს ქალაქში გაყიდოს ძროხა, იმ ფულით იყიდოს ხატი, კიდევ რაიმე რაც უნდა და ბოლოს მოძებნოს თავისთვის ცოლი...
ოთხი უცნობი შეხვდება ახალ წელს ლონდონის ცათამბჯენის სახურავზე. თითოეული მათგანი ავიდა ერთი მიზნით - გადმოსახტომად. ისინი მოილაპარაკებენ იცოცხლონ შეყვარებულების დღემდე და გაერთონ...
ყოფილი ფოტომოდელი კიმი ბოლო ათი წლის განმავლობაში ხშირად ხვდება სარეაბილიტაციო კლინიკაში. რვა თვის მკურნალობის შემდეგ ის გადაწყვეტს ცხოვრება შეცვალოს და თავის დის - რეიჩელის ქორწილში მიდის,რათა ოჯახთან ურთიერთობა აღადგინოს და სულიერი სიმშვიდე მოიპოვოს.
მთავარი გმირი - ლუკა, ცოტათი უცნაური რკინიგზელია, რომელიც ბალკანების სხვა სამყაროსთან დამაკავშირებელ გვირაბს აშენებს. ლუკას მომღერალი ცოლი უნგრელ მუსიკოსთან ერთად გარბის, მათი შვილი კი ფეხბურთელობაზე ოცნებობს, რისი ნიჭიც მაინც და მაინც არა აქვს...
შუახნის ქალი გზაზე მანქანით მიჰქრის. უცებ მას ყურადღება ეფანტება და ვიღაცას ეჯახება. ალბათ ძაღლს ან შესაძლოა ბავშვს. ამ შემთხვევის შემდეგ ის გარშემო ყველაფრის შეგრძნებას ჰკარგავს. ერთხელაც ქმარს გამოუტყდება, რომ გზაზე ვიღაც გაიტანა...