გენერალი სტენლი მაკკრისტალი მნიშვნელოვანი ფიგურაა აშშ-ს ტერორისტულ ოპერაციებში. წინსვლა და უდროოდ თანამდებობიდან წასვლა როლინს სტოუნის სკანდალური სტატიის შედეგად, 2010 წლის ერთ-ერთი განხილვადი მოვლენა იყო პოლიტუკურ კულუარებში.
იურისტ დენ გალაჰერს ბედნიერი ოჯახი აქვს. მიუხედავად ამისა ის ალექს ფორესტთან ერთად ვნებიან უიქ-ენდს ატარებს. მაგრამ ამ ჩვეულებრივ ინტრიგას, რომელსაც დენი მნიშვნელობას არ ანიჭებს, წარმოუდგენელი შედეგები მოჰყვება. სიყვარულით და საბედისწერო ლტოლვით შეპყრობილი ფორესტი, რომელსაც ფსიქოპატური გადახრებიც აქვს, დენის დევნას და შანტაჟს იწყებს...
ფილმი მოგვითხრობს მეხანძრეებზე, ადამიანებზე რომლებიც სხვა დანარჩენთაგან სიმამაცით გამოირჩევიან. ისინი დაუფიქრებლად ზრუნავენ ადამიანების გადარჩენაზე. ამისათვის ისინი ჯილდოებს არ ითხოვენ. ფილმის მოქმედება ხდება არიზონაში, ბოლო დროის ყველაზე მაშტაბური ხანძრის დროს. მეხანძრეები დაუღალავად იბრძვიან ხანძრის ლოკალიზებისათვის, მაგრამ სამწუხაროდ შინ დაბრუნებას ყველა ვერ მოახერხებს...
ადგილობრივი შერიფი დათანხმდა ჯებ სოიერისთვის, რომელიც იმალება ტყავის ნიღაბში, სამართლიან სასამართლო პროცესზე და მისთვის ადვოკატის დანიშვნაზე. მაგრამ მის განზრახვას ხელს უშლის მერი, რომელმაც აიყოლია ხალხი, რომლებიც მზად არიან ლინჩის წესით გაასამართლონ მანიაკი...
ქვრივ ქალს და მის 6 წლის ბავშვს საშინელებათა ზღაპრის გმირი, ურჩხული ბაბადუკი, გადაეკიდება. თავდაპირველად დედა-შვილის უცნაურ ქცევას გარშემო მყოფები იმით ხსნიან, რომ მათ მამაკაცური მხარდაჭერის გარეშე ცხოვრება უჭირთ, მაგრამ მალე ნამდვილი მიზეზები იკვეთება...
სან-პაულუს კორპორატიული ოფისის 80 თანამშრომელი, მოულოდნელად საშინელი სოციალური ექსპერიმენტის მონაწილე ხდება. შენობის ყველა ფანჯარა, კარები და ლუქი იკეტება და შენობა მთლიანად დალუქული აღმოჩდება, რაც უკვე საკმაოდ შემაშფოთებელია. შემდეგ ინტერკომიდან ისმის უცნობის ხმა, რომელიც თანამშრომლებს უცხადებს, რომ ყველა მათგანი – ექსპერიმენი ბელკოს მონაწილეები არიან, და დღეს მათი პირველი ამოცანა იქნება, მიმოიხედონ გარშემო, აირჩიონ სამი ადამიანი და მოკლან ისინი. ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად და ყოყმანის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში ექვსი ადამიანი მოკვდება. თუმცა ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის, რადგან ექსპერიმენტი ბელკო არ დასრულდება მაშინაც კი, როდესაც პირველი სამი თავი მოწყდება სხეულს…
ჰოვარდ ვეიკფილდი წარმატებული იურისტი, ერთგული ქმარი და ორი ქალიშვილის მზრუნველი მამაა, რომელმაც ერთ დღეს მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. ეს მოულოდნელად მოხდა, როდესაც ის საკუთარ მდიდრულ ბუდეს უახლოვდებოდა ნიუ-იორკის გარეუბანში. იგი უკან გაყვა ენოტს, რომელიც გზად შეხვდა. იგი აღმოჩნდება ავტოფარეხის სხვენში, საიდანაც მისი განათებული მისაღები ოთახი ჩანდა. მან დაინახა გაშლილი სუფრა და ოჯახის წევრები, რომლებიც მამას ელოდებოდნენ. "რა მოხდება თუ იგი შინ არ მივა?" " იტირებენ მისი შვილები?" " რამდენ ხანში იპოვის ცოლი მის შემცვლელს?" მან გადაწყვიტა საცხოვრებლად სხვენში დარჩენილიყო...
ჯონ და ჯეინ სმიტებისთვის ქორწინება მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდა, თუმცა ცოლ-ქმარმა ჯერ არ იცის, რომ ორივე მათგანი ერთნაირ გასაიდუმლოებულ სამსახურშია: ისინი დაქირავებული მკვლელები არიან. ერთმანეთისთვის საქმიანობის დამალვა მათთვის სირთულეს არასდროს წარმოადგენდა, სანამ არ აღმოჩენდნენ, რომ ორივე მათგანის მორიგი დავალება ერთმანეთის მიზანში ამოღებაა. შეძლებენ თუ არა ისინი ამ მისიის შესრულებას?
მხატვარი ჯესი ცოლთან და ქალიშვილთან ერთად ახალ სახლში გადადის. იქ ის ბედნიერია, მაგრამ მისი ნახატები საშიში და საზარელია. ისინი ბოროტების მიერაა დახატული, რომელიც ამ სახლში ცხოვრობს და რომელიც მსხვერპლის შეწირვას ითხოვს. ბავშვები კი ეშმაკისათვის ყველაზე სასურველი საჩუქარია...
ფილმი მოგვითხრობს სამი გმირის ეპიკური სასიყვარულო ისტორიაზე, რომელიც 1922 წელს ოსმალეთის იმპერიაში ვითარდება. მსოფლიოს შუაგულში იბადება სასიყვარულო სამკუთხედი, ენერგიული ამერიკელი სამხედრო ჟურნალისტი კრისის, ლამაზი და ჭკვიანი ანას და პრესპექტიული სამედიცინო სტუდენტი მაიკლის შორის...
ფილმი დაფუძნებულია 1820 წელს მომხდარ ამბავზე. ვეშაპებზე მონადირე გემი კაშალოტის მსხევრპლი გახდება. მეზღვაურებს კი მოუწევთ, 90 დღე შუა ოკეანეში გაატარონ...
დასავლეთ ტეხასში 1980 წელს განვითარებული ისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა ვიეტნამელ ვეტერანზე, ვისი ნარკოტიკების გაყიდვის მცდელობაც მისთვის არასახარბიელად დამთავრდება. მთავარ გმირს მოუწევს ორი კილერისგან თავის გადარჩენა ფულით ავსებული ჩემოდანით, რომლებსაც ნაღდი ფულის დაბრუნება სურთ. რიო გრანდეს ახლოს მონადირე შემთხვევით წააწყდება უამრავ გვამს, ჰეროინის პარტიას და ორ მილიონ დოლარს ნაღდი ფულით. ჯობდა მას ამ ფულისთვის ხელი არ მოეკიდა....
ორსონ უელსმა 26 წლის ასაკში გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი "მოქალაქე ქეინი". ეს ნამუშევარი ყველა დროის ერთერთ სააუკეთესო ფილმად მალევე აღიარეს. ისტორია საგამომცემლო ბიზნესის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ადამიანი ძალაუფლების მოსაპოვებლად იბრძვის და ეს უარყოფითად იმოქმედებს ყველაზე მის ირგვლივ, რაც საბოლოოდ ომში გადაიზრდება...
ჯორჯ კლუნი თამაშობს რაიან ბინგემს, მშრალ და ცინიკურ პერსონაჟს, რომელიც შემცირებებზე სპეციალიზირებული თანამშრომელია. რაიანი ჩემოდნით ხელში მოგზაურობს აქეთიქით, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ყოველდღიურად შეამციროს არასასურველი კადრები. მაშინ როდესაც რაიანი ახლოს არის მისი ცხოვრების მიზანთან - გადაფრენილი ჰქონდეს ათი მილიონი მილი, მას გარკვეული ცვლილებები ეღობება გზაზე.
ელის ლეისის არ უნდა მშობლიური ირლანდიური სოფლის დატოვება, მაგრამ მაინც მიემგზავრება ამერიკაში სამუშაოს საძებნელად. ბოლოსდაბოლოს ელისი დამკვიდრდება ბრუკლინში. ის თანდათან ინკურნება მშობლიური ირლანდიის ნოსტალგიისგან და სიამუვნებით სუნთქავს თავისუფლების ჰაერს. ამასთან ერთად ელისს შეუყვარდება საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი და თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ახალი ამბები ირლანდიიდან აიძულებს მას დაბრუნდეს სამშობლოში, სადაც დაუახლოვდება სხვა მამაკაცს. ელისი იძულებულია გააკეთოს არჩევანი ორ სიყვარულს შორის.
კომედია, სადაც ამინდის პროგნოზის ეგოცენრტრულ რეპორტიორს, ბილ მიურეის გმირს "დეჟა-ვუ" ემართება. მას ტრადიციული ზაზუნას დღის ზეიმის გასაშუქებლად პატარა ქალაქ პანქსუთაუნიში გაგზავნიან, საიდანაც მას ცოტათი უფრო მეტი რეპორტაჟის გაკეთება მოუწევს ვიდრე ეგონა. მან ერთი და იგივე რეპორტაჟი კვლავ და კვლავ უნდა იმეოროს...
ღარიბი ინდოელი ბიჭის ჯამალ მალიკის ცხოვრების ისტორია, რომელიც "ვის უნდა მილიონი დოლარის" ინდური ვერსიის კონკურსში იღებს მონაწილეობას, იგებს და თაღლითობაშია ეჭვმიტანილი...
1947 წელს ლორდი მაუნტბეტენი იღებს უკანასკნელი მეფის ნაცვალის თანამდებობას, დავალებით გადასცეს ინდოეთი კვლავ ერს და იკავებს სასახლის საუკეთესო სართულს...
"კასაბლანკა"- ყველა დროის კლასიკად აღიარებული ფილმია. ჰემფრი ბოგარტის და ინგრიდ ბერგმანის სასიყვარულო სამკუთხედი ქალაქ კასაბლანკაში, რომელიც ახალი ცხოვრებისთვის უცხოეთში გადახვეწილი ბევრი ადამიანისთვის თავშესაფრად იქცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში...
ფილმის ორი მთავარი გმირი ერთმანეთისგან განსხვავდება კანის ფერით, საზოგადოებრივი მდგომარეობათ, სექსუალური ორიენტაციით, მაგრამ ორივე მათგანი სამართლიანობას ემსახურება და მზადაა ებრძოლოს ნებისმიერ უკანონობას...
მის უმცროს დასთან კავშირის დაკარგვის შემდეგ ჯეიკობ კინგი ლოს-ანჯელესში ჩადის მის მოსაძებნად. 24 საათში იგი იპოვის ნივთმტკიცებებს , თუ როგორ ცხოვრობდა მისი და ამ დროის განმავლობაში: სექსი, ნარკოტიკები და ანგელოზების ქალაქის სხვა ნაკლოვანებები...
კურტ სლოუნის ისტორიის გაგრძელება, რომელიც მისი ძმის გამო შურისძიებას გეგმავდა. ერთი წლის შემდეგ კურტი ტაილანდში ბრუნდება, სადაც არჩევანის წინაშე დგება - დალპეს სასტიკ ციხეში თუ გავიდეს რინგზე გიგანტის წინააღმდეგ სასიკვდილო ბრძოლაში და აჩვენოს სანახაობა...
ჰეიზელი დაავადებულია სიმსივნით. მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობამ აქტივაცია დროებით შეაჩერა, მაინც მოწყენილია. ის მხარდამჭერთა ჯგუფში დადის, სადაც ავგუსტ უოტერს გაიცნობს და მომენტალურად შეუყვარდება. მალე ისინი სამოგზაუროდ წავლენ, ეს მოვლენა კი - მათ ბევრ რამეს დაანახებს...
11 წლის რაილის ქცევას განსაზღვრავს ხუთი ემოცია: სიხარული, მწუხარება, შიში, რისხვა და ზიზღი. ეს ემოციები ეხმარებიან გოგონას ყოველდიური პრობლემების მოგვარებაში. ერთხელაც, მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა და სწორედ აქ ჩნდება სხვა პრობლემები, ვინაიდან გოგონას თითოეულმა ემოციამ ცალ-ცალკე გადაწყვიტა, მისი დახმარება...
ფილმი ჯორჯ VI-ზე, ელისაბედ II-ის მამაზე მოგვითხრობს. მას შემდეგ რაც მისმა ძმამ უარი განაცხადა ტახტზე, მეფე ჯორჯი VI ხდება. მას ერთი პრობლემა აქვს: ენა ეჩლიფება და ამიტომ იგი მიდის სამკურნალოდ ლოგოპედთან. ბევრი მეცადინეობის შემდეგ მეფეს ჩვეულებრივი ხმა აქვს და ახლა მას ინგლისელები ბრძოლის ველზე მიჰყავს...
ამ ემოციური სცენებით სავსე დრამაში ასახულია მარტოხელა უბედური ადამიანების ცხოვრება კალიფორნიაში. მთავარი პერსონაჟი სიყვარულის ძიებაში მის წარსულ ტრამვას გადააწყდება...
გატაცებული მატარებელი, რომელშიც სიცოცხლისთვის საშიში, ტოქსიკური ქიმიკატებია, პენსილვანიაში სკრენტონისკენ მიემართება და მხოლოდ ორ კაცს შეუძლია ამის შეჩერება: ვეტერან ინჟინერს და ახალგაზრდა კონდუქტორს. ათასობით სიცოცხლეა იმაზე დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა, გმირები ამ მოსობრივი უბედურების თავიდან აცილებას...
ორი ილუზიონისტის იდუმალი ისტორია, რომელთაც დაძაბული მეტოქეობა ცხოვრების მანძილზე მიჰყვებათ. პირველობისთვის ხანგრძლივი ბრძოლა კი მანიით, ტყუილით და ეჭვიანობით გაჯერებული, სახიფათო და სასიკვდილო შედეგებს იწვევს...
ფილმი მოგვითხრობს ერთი გენიალური დრამერის ისტორიას, რომელსაც სიცოცხლე მისმა მასწავლებელმა გაუმწარა. თუ რა შედეგი მისცა ამ მწარე სიცოცხლემ და სისხლის ფასად მიღებულ უნარჩვევებმა იხილეთ ფილმში...
საინვესტიციო ბანკირ ჯეკ კემპბელს სულ სხვა ცხოვრება ექნებოდა კოლეჯის შეყვარებულთან ოჯახი რომ შეექმნა. ფერარის ნაცვლად მინივენით ივლიდა და ორ ხმაურიან ბავშთან ერთად ქალაქგარეთ იცხოვრებდა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად იგი ცდილობს დააფასოს მისი ცხოვრების ამ ვერსიის ყოველი წამი.
სტიგ ლარსონის ინგლისურად ადაპტირებული შვედური რომანი, მოგვითხრობს დათხოვნილი ჟურნალისტის მაიკლ ბლომკვისტის შესახებ, რომელიც პატრიარქის ძმისწულის გაუჩინარების საქმეს იძიებს. მას პირსინგიანი და სვირინგებიანი პანკი კომპუტერების ჰაკერი - ლიზბეტ სალანდერი ეხმარება. გამოძიების პროცესში ბლომკვისტი და სალანდერი წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფციას ახდიან ფარდას...
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, უდანაშაულო მამაკაცს უსამართლოდ მიუსჯიან ციხეში 7 წლიან პატიმრობას. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, განგსტერად ქცეული მთავარი გმირი, იძულებულია უხელმძღანელოს სამხრეთ კალიფორნიულ სასტიკ ბანდას...
გერმანელი ჯარიკაცი ცდილობს გაიგოს, ჰყავს თუ არა ჰოლანდიას ჯაშუში, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში. მაგრამ გამოძიების დროს მას ახალგაზდა გერმანელი ებრაელი ლამაზმანი უყვარდება...
ლოს-ანჯელესში, 50-იანი წლების კორუმპირებულ და სასტიკ პოლიციაში, სამი დეტექტივი განსხვავებულ მეთოდებს იყენებს იმის გასარკვევად, თუ რა იმალება სადღეღამისო სასადილოში ჩადენილი მკვლელობების უკან...
შუახნის ასაკობრივ კრიზისში მყოფი ლესტერ ბერნჰემი რიგითი მოქალაქე და მამაა, რომელიც გადაწყვეტს მისი მოუწესრიგებელი ცხოვრება, საკუთარი ქალიშვილის მეგობართან ფლირტის გაბმით გამოაცოცხლოს...
ფილმი მოგვითხრობს თინეიჯერებზე - ზაკზე და ჯოშიზე, რომლებიც მთელი ცხოვრება მეგობრები არიან. ისინი კვლავ განაგრძნობდნენ მეგობრობას, რომ არა ერთი უბედური შემთხვევა, რომლის დამალვაც გადაწყვიტეს...
ახალგაზრდა კატის მომხიბვლელი , მაგრამ უცნაური რობერ დასტი უყვარდება. რაც დრო გადის ის ხვდება, რომ მათი ქორწინება უცნაური, ბნელი და შემაშფოთებელი ხდება.
სოფია, ოლიგარქი არისტიდ ლეონიდისის შვილიშვილი, დაიქირავებს დეტექტივს, რათა ბაბუამისის მკვლელობა გამოიძიოს. სოფია დარწმუნებულია, რომ ბაბუა რომელიღაც ოჯახის წევრმა მოწამლა. გამოძიების დაწყების შემდეგ დეტექტივისათვის ნათელი ხდება, რომ მოტივი ყველას ჰქონდა, თვით სოფიასაც კი...
1964 წელს დაწერილი იგივე სახელწოდების რომანის ადაპტაცია. ფილმი ჯორჯ ფელკონერის ცხოვრებიდან ერთ დღეს აღწერს. იგი კოლეჯის პროფესორია, რომელსაც ცოტა ხნის წინ საყვარელი მოუკვდა, ვისთანაც დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. ამ ტრამვამ ჯორჯი სასოწარკვეთილბაში ჩააგდო და ახლა მისი ახლო მეგობარი ჩარლისგან ნუგეშს ელის, ის კი თავად იტანჯება ცხოვრების აზრის პოვნის პროცესში...
18 წლის ასაკში ტახტზე ასვლის შემდეგ ვიქტორია გახდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალი, მოგვიანებით კი ინდოეთის იმპერატორიც. აბდული არსაიდან გამოჩნდა და საკმაოდ დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანად იქცა. მისი შურდათ, მის წინააღდეგ იყო ინგტიგებიც, მისი და დედოფლის ურთიერთობაზე კი არა მხოლოდ ინგლისში, არამედ მთელს მსოფლიოში საუბრობდნენ...
ჯონ უიკი - ყოფილი დაქირავებული მკვლელი - ცხოვრობს ზომიერი ცხოვრებით, როდესაც ბოროტმოქმედი იპარავს მის საყვარელ1969 წლის MUSTANG-ს და გზად კლავს ძაღლს დეიზის, რომელიც მისი გარდაცვლილი მეუღლის ერთადერთი ცოცხალი შეხსენება იყო. ჯონს შურისძიების წყურვილი იპყრობს...
კორპორაცია "მირანდომ" შექმნა უჩვეულო ჯიშის გოჭები, რომლებიც მთელს მსოფლიოს ფერმერებს დაურიგა. ათი წლის მანძილზე უდიდესი ზომის ღორი გოგონა მიჯას საუკეთესო მეგობარი იყო. მაგრამ იდილია დიდხანს არ გაგრძელდა. კორპორაციამ მისი საკუთრება უკან წაიყვანა. რა თქმა უნდა მამაცი გოგონა არ ნებდება და მეგობრის გადასარჩენად მიდის, მაგრამ სამყარო ბევრად უფრო სასტიკი აღმოჩნდება, ვიდრე მას ეგონა...
ჩარლი სან-კლაუდი წყნარ ქალაქში ცხოვრობს. იგი დაკავებულია სპორტით და პრესტიჟულ უნივერსიტეტში სასწავლებლად ემზადება. თუმცა ხდება ტრაგედია - ავარიაში იღუპება მისი უმცროსი ძმა სემი და ჩარლის ცხოვრება მკვეთრად იცვლება. ის მომხდარში თავის თავს ადანაშაულებს. წარსული მოსვენებას არ აძლევს...