ქენდი - ახალგაზრდა, ლამაზი მხატვარია, დენი კი პოეტი. მათი მათრობელა სიყვარული, უსასრულო სიამოვნებისკენ მიისწრაფის. შესაძლებლობის საზღვრების გაფართოვებაში მათ ჰეროინი ეხმარება. როდესაც ერთად არიან მომავლის არ ეშინიათ. მათთვის სიყვარული განუყოფელად არის დამოკიდებული ნარკოტიკებზე.
შეხვედრა პარკში სეირნობისას სიყვარულში გადადის და ელი ჰარისონი სიყვარულით აივსო. ისინი ადრე თითქოს ხვდებოდნენ... ასე არა მარტო მას მოეჩვენა არამედ ბიჭსაც... რაც მოხდა შემდეგ, გვახსენებს ლეგენდას მეფე არტურზე.
დილან სქონფილდი ლოს-ანჯელესში ვუდლენის აკადემიის ნამდვილი ვარდისფერი პრინცესაა. მას საუკეთესო შეყვარებული, ელიტარული მეგობრები და ერთი სიტყვით ყველაფერი ის გააჩნია, რისიც ხალხს ყოველთვის შურს. მაგრამ როდესაც მას ჩანთა შადრევანში ჩაუვარდება, სწორედ ამ დროს შეხვდება,ფილმების ფანატ ჯოშ როზენს. როზენი ჩანთის გადარჩენის სანაცვლოდ ითხოვს, რომ დილანმა მის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღების ნება დართოს...
70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი და დღემდე ყველა ასაკის მაყურებელთა რჩეული მელოდრამა, ორი ახალგაზრდას სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მდიდარი ოჯახიშვილის და ღარიბი გოგონას ენით აუწერელი ბედნიერება და სევდით სავსე სიყვარული...
მეხუთე კლასელის ჯესსა აირონის იმედები გახდეს ყველაზე სწრაფი მორბენალი დაიმსხვრა იმის მერე, რაც ახალმა მოსწავლემ ლესლი ბერკმა გაიმარჯვა შეჯიბრებებზე. მიზეზები იმისთვის, რომ ერთმანეთის მიმართ მტრულად განეწონ არ გამოილევა, და ყველაფრის მიუხედავათ ისინი დამეგობრებას ახერხებენ. როგორ არ უნდა დამეგობრდნენ, თუ ტყეში ნაპოვნ ჯადოსნურ სამეფოში მეფე-დედოფლად უწევთ ყოფნა...
ტედ მორგანს რთული ცხოვრება ჰქონდა, ბავშვობიდან მას ყველა ჩაგრავდა, კლასელები დასცინოდნენ, მათემატიკის მასწავლებელს კი მისი მთელი კლასის წინაშე დამცირება მოსწონდა. დრო გავიდა, ტედი გაიზარდა, ერთხელაც ის მის მჩაგვრელებს ხვდება, აღმოჩნდება რომ მათი ცხოვრება არც თუ ისე სახარბიელოდ წარიმართა.
ბოდინში, ტეხასში , მუსიკის მოყვარული მეამბოხე თინეიჯერი ცდილობს თავისი პატარა ქალაქის მოსაწყენ ყოველდღიურობას გაექცეს და გორგოლაჭებით შეჯიბრის ლიგაში გაწევრიანდება...
ლი და ბესი დები არიან. ისინი ერთმანეთს საერთოდ არ გვანან. ბესიმ თავი მიუძღვნა სხვებს. ლიმ კი თავისი ფეთქებადი ხასიათის გამო ჩვიდმეტი წლის შვილთანაც კი დაკარგა საერთო ენა.
ნებისმიერმა დედამ, თავის ქალიშვილზე უკეთესად იცის, რა არის საჭირო მისი ბედნიერებისთვის. ავრორა გრინუეის, ძალიან უყვარს თავისი ქალიშვილი ემა, მაგრამ ყოველთვის არ ამჟღავნებს ამას. იმის შემდეგ, რაც ავრორა დაქვრივდა, მას მოუწია ბავშვის აღზრდა დამოუკიდებლად. გავიდა წლები, გოგონა გაიზარდა, გათხოვდა და გაფრინდა მშობლიური ბუდიდან. ახლა, როდესაც ავრორა მარტო დარჩა, დროა პირად ცხოვრებაზეც იფიქროს...
ჟურნალისტი დევიდ ლოკი ჩადის ჩრდილოეთ საჰარაში მასალების შესაგროვებლად, მაგრამ სამუშაო არ მისდის. მომდევნო რთული–ცხელი დღე უსიამოვნო სიურპრიზს მოუტანს: კვდება მამაკაცი, რომელიც ცხოვრობს მეზობელ ნომერში. ლოკი მოულოდნელ გადაწყვეტილებას მიიღებს: ის წაიღებს გარდაცვლილის ტანსაცმელს, პასპორტში სურათებს ადგილებით შეცვლის და მიემგზავრება...
ჰიპი მოტოციკლისტები ამერიკაში მოგზაურობენ, ეწევიან მარიხუანას, სვავენ და ათას სისულელეზე საუბრობენ. 60-იანი წლების საკულტო ფილმი. ლასლო კოვაჩის საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი და შესანიშნავი საუნდტრეკი როკ-ლეგენდების შესრულებით...
პატარა პროვინციულ ქალაქში, სადაც კორუფცია და უკანონობა მეფობს, ცხრა ახალგაზრდა, ამბიციური სამურაი ცდილობს წესრიგი დაამყაროს. მოულოდნელად მათ არსაიდან მოსული სამურაი ეხმარება, რომელიც სამაგიეროდ არაფერს ითხოვს...
შარლი 17 წლისაა და ეს მხოლოდ ცხოვრების დასაწყისია. მას ტანჯავს შიში და ეჭვები, მას ჯერ კიდევ ბევრის ეშინია და არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში. ერთ დღეს მის კლასში შევა ახალი მოსწავლე გოგონა. სარა მალევე დაუახლოვდება შარლის და მის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება...
მსუბუქი კომედია ქალზე, რომელიც ოჯახთან ერთად ავტობუსით გაემგზავრება ექსკურსიაზე. მოულოდნელად, იგი გზისპირა კაფეში მარტო რჩება. შინ დაბრუნების მცდელობისას იგი ვენეციაში აღმოჩნება...
ადამ ჯონსი ცნობილი შეფ-მზარეულია, რომელიც წარმატების პიკზე მყოფი, ალკოჰოლისადმი მისწრაფების გამო კარგავს ყველაფერს. ადამი ლონდონში ბრუნდება და ცდილობს ახალ გუნდთან ერთად მიშლენის ვარკვლავი მოუტანოს რესტორანს, სადაც მუშაობას იწყებს...
ბავშვები დასასვენებლად მიდიან და შემთხვევით ზღვის ნაპირზე ქვიშის ფერიას გაიცნობენ, რომელსაც სურვილების ასრულება შეუძლია. თუმცა შესრულებული სურვილი მხოლოდ დღის ბოლომდე გრძელდება...
ჩინეთი. X საუკუნე. იმპერატორი ხანგრძლივი მოგზაურობიდან ბრუნდება. იმპერატორის მეუღლე თავის კავშირს კრონპრინცთან მალავს. უცნაურად იქცევა მის შვილიც. მთელი საზოგადოება სასიყვარულო და პოლიტიკურ ინტრიგებშია ჩაფლული... იმპერატორი გრძნობს, რომ მისი ტახტიდან ჩამოგდება სურთ...
პატარა ბიჭი ალფრედი კვდება, თუმცა საავადმყოფოს ექსცენტრიული დარაჯის მიერ მოთხრობილი ფანტასტიური სამყაროს შესახებ, იგი ახერხებს სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნებას და პოულობს უსაფრთხო სამოთხეს ყოველდღიურობისაგან მოშორებით...
1860 წლის მაისში იტალიაში გარიბალდის მომხრე რესპუბლიკელებსა და ბურბონებს შორის სამოქალაქო ომი გაჩაღდა. ქვეყანაში არსებული დრამატული მდგომარეობა გულგრილს არც იტალიელ აზნაურს, მეტსახელად ლეოპარდს ტოვებს...
ფილმის მოქმედება 1939 წლის ზაფხულში იწყება ვოლინის ტერიტორიაზე. პოლონელ გოგონას ზოსიასა და უკრაინელ ბიჭს პეტროს შორის სიყვარული იფეთქებს, მაგრამ მშობლები ზოსიას ძალდატანებით მდიდარ ქვრივს გააყოლებენ ცოლად. მალე მეორე მსოფლიო ომი იწყება და ზოსიას ქმარი ომში მიდის, მას კი ბავშვებთან ერთად სახლში ტოვებს...
ნარკოტიკებთან ბრძოლის ოფიცერი მოკლულია, საქმის გამოძიება კი წინ ვერ მიდის და ამიტომ დეტროიტის პოლიცია ნიკ თელისს აბრუნებს, რომელიც 18 თვის წინ სამსახურიდან დაითხოვა. თელისი ჰენრი ოაქსს,აგრესიულ პოლიციელს შეუერთდება და ერთად ისინი ამ ჩახლართულ საქმეს იძიებენ...
შავი კომედია მატარებლით მოსაწყენ მგზავრობაზე, სადაც ასაკოვანი კაცი, რომლის ცოლიც დილით გარდაიცვალა, გადაეყრება უცნაურ და სავარაუდოდ ფსიქოპატ ახალგაზრდას...
ფილმი 24 ადამიანის, მათ შორის ქალების და ბავშვების ცივსისხლიანი ჟლეტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ერაყის ქალაქ ჰადიტაში მოხდა. ეს ოთხმა ამერიკელმა ჯარისკაცმა გააკეთა, ნაღმზე აფეთქებული თანამებრძოლისთვის შურისძიების გამო. ფილმი გადაღებულია რეალური მოვლენების მიხედვით...
ახალგაზრდა ცოლქმარი ბაგამებზე დასასვენებლად მიემგზავრება. სიუზანი და დენიელი კატერზე წავლენ სასეირნოდ, რომელიც გათვალისწინებულია ყვინთვის მოყვარულთათვის, მაგრამ მშვენიერი ჩაყვინთვა კოშმარით სრულდება როდესაც მთავარი გმირები აღმოაჩენენ, რომ მათი კატერი მათ გარეშე წავიდა და ისინი ღია ზღვაში დატოვა, სანაპიროდან 15 კილომეტრის მოშორებით...
შესაძლებელია თუ არა თამაშმა შეცვალოს ქალის ცხოვრება? კორსიკის სასტუმროს თავმდაბალი მოახლე ელენი, ვერ წარმოიდგენდა, თუ სადამდე მიიყვანდა შემთხვევითი გატაცება ცნობილი სამაგიდო თამაშით...
რომანტიკული კომედია დექსტერისა და ემას ურთიერთობის შესახებ, რომლებიც ერთმანეთს პირველად 1998 წელს შეხვდნენ ბანკეტზე. ფილმი მოგვითხოვს იმაზე თუ რას აკეთებენ ყოველ წელს 15 ივლისს...
მასწავლებელთან პირდაპირ სკოლაში ინტიმური კავშირის შედეგად თინეიჯერი მამა ხდება, ხოლო "მისი ქალი" კი ხვდება ციხეში მცირეწლოვანის შეცდენის გამო. ახლა ახალაგაზრდა, მარტოხელა მამა იძულებულია მიხედოს შვილს მის სრულწლოვანებამდე, შემდეგ კი ის წარმატებით გაუჩინარდება. და აი მრავალი წლის შემდეგ, ექსცენტრიული მამიკო კვლავ შემოიჭრება ვაჟის ცხოვრებაში და ყველაფერს თავდაყირა დააყენებს...
ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია რეალურ შემთხვევაზე, ერთ ევროპულ ოჯახზე. ცოლ-ქმარმა სამ შვილთან ერთად გადაწყვიტა საშობაო დღესასწაულის ტაილანდის თბილ ადგილებში გატარება, რომელიც მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა...
ბიძაშვილები კრეიგი და დეი-დეი მშობლებისაგან ცალკე, ერთ ბინაში ცხოვრობენ, სადაც მუდამ მხიარულობაა. შობას, როცა მათთან სადღესასწაულო განწყობა სუფევს, მათთან მოდის სანტა-კლაუსი, რომელიც მოიპარავს არ მარტო ყველა საშობაო საჩუქარს, არამედ ბინის ქირის ფულსაც...
ფილმი მოგვითხრობს ოჯახის დესპოტ მამაზე, რომელიც თავის შვილებს ზრდის იზოლაციაში და უნერგავს მათ საზოგადოების სიძულვილს. ამბავი გადმოცემულია 11 წლის ბიჭის მიერ, რომელიც განსჯის მამამისის რადიკალურ შეხედულებებს ცხოვრებაზე...
უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ოლდმენი სამსახურს მიატოვებს. მისი კოლეგები განცვიფრებულები არიან ამ გადაწყვეტილებით და ახსნა-განმარტებებისათვის პროფესორს სახლში მიაკითხავენ. მიზეზი, რომელსაც ოლდმენი მოიშველიებს კიდევ უფრო გამაოგნებელი აღმოჩნდება. მისი მტკიცებით ის უკვდავია და იმისათვის,რომ მისი საიდუმლო არ გამოაშკარავდეს, ერთ ადგილას 10 წელზე დიდ ხანს არასოდეს ჩერდება...
შეაღეთ ჟელიზა-როუზის, უჩვეულო ბავშვის ჯადოსნური სამყაროს კარი. მის სამყაროში ციყვები ლაპარაკობენ, ციცინათელებს სახელები აქვთ და უთავო თოჯინები, რომლებიც მისი მეგობრები არიან, კარადაში ცხოვრობენ...
ფილმის სიუჟეტი უნივერსიტეტის ლიტერატურის პროფესორის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც სტუდენტ გოგონასთან ახლო ურთიერთობის გამო სამსახური, მეგობრები და საზოგადოებრივი მდგომარეობა დაკარგა. ეს არის საკუთარი სულიერი გამოცდილების გადმოცემის მცდელობა. ადამიანის, რომელმაც ყველაფერი დაკარგა ღირსების გარდა. ეს არის შანსი ხელმეორედ გავიაზროთ ჩვენი ცხოვრება - რომელსაც შესაძლებელია გაუგო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაემორჩილები: თუკი გეშინია ნაბიჯის გვერდზე გადადგმა და ხელის აწევა თუ არავინ გეკითხება. სხვა შემთხვევაში სირცხვილი გელის, შენი ცხოვრება კი უღიმ-ღამო იქნება...
ზაფხულის არდადეგების შემდეგ შინდაბრუნებული ფილი აღმოაჩნეს რომ დედა და და ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან. როდესაც სწავლა დაიწყება კლასში ახალი ბიჭი გადმოვა, რომელსაც ნიკოლასი ჰქვია. იგი ფილში უცნაურ გრძნობას იწვევს, სიმორცხვის და სიყვარულის. მოულოდნელად ნიკოლასიც საპასუხო გრძნობით პასუხობს.
ХIV საუკუნე, ინგლისი. მღვდელი ნიკოლასი იძულებულია შეუერთდეს მოხეტიალე არტისტების ჯგუფს იმისათვის, რომ დადევნებისგან დაიმალოს. სოფელში ჩამოსვლისას, სადაც ცოტახნის წინ ბიჭის მკვლელობა მოხდა, მსახიობებს ახალგაზრდა ყრუმუნჯი ქალი შეხვდებათ, რომელსაც ჯადოქრობას აბრალებენ და სიკვდილი მიუსაჯეს მკვლელობისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. მსახიობთა ჯგუფის ლიდერი მოიხიბლება ამ ქალის სილამაზით და მის დახმარებას გადაწყვეტს. და იმის მაგივრად, რომ სპექტაკლი ბიბლიურ თემაზე დადგან, მსახიობები მომხდარი დანაშაულის ნამდვილი ფაქტების აღდგენას და ნამდვილი მკვლელის გამოაშკარავებას ეცდებიან...
სიგარეტის სუნით გაჟღენთლ ოფისში დღე და ღამე მიმდინარეობს ბრძოლა ძვირფასი კლიენტებისთვის, რომლებსაც სურთ მიწის შეძენა. ფირმაში შემოდიან ახალი და ახალი წინადადებები, მაგრამ პრიზი შეხვდება მხოლოდ საუკეთესოებს. კონკურენცია იზრდება, მაგრამ როდესაც უცნობი დამნაშავეები ოფისში შედიან და საჭირო დოკუმენტებს იტაცებენ, სიტუაცია გაურკვეველ სახეს ღებულობს. ახლა ხომ ყველა ეჭვის ქვეშაა.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელსაც ფოსტის დაყაჩაღებისათვის 7 წელს მიუსჯიან და საბოლოოდ ოცდაათწლიანი პატიმრობა უწევს ცალკე საკანში, სადაც მას შეცვლის მისი ალტერ ეგო, ჩარლზ ბრონსონი...
ვიდია ლონდონიდან კალკუტაში ჩადის დაკარგული მეუღლის მოსაძებნად. შვიდი თვის ფეხმძიმე ქალი მარტოა და რეალურად არავისგან ელის დახმარებას. გარშემომყოფნი ცდილობენ მის დარწმუნებას, რომ მისი ქმარი საერთოდ არ არსებობს...
2013 წელი. ომმა გაანადგურა ცივილიზაცია დედამიწაზე. ერთადერთი იმედი მოულოდნელი გმირია. ის რაც ტყუილით იწყება, გადაიქცევა ერთი კაცის მისიად ხელახლა ააღორძინოს ცივილიზაცია საფოსტო მომსახურების მეშვეობით...