ალის სახელოსნოდან გამოაქვს თავისი დის - ზაჰრას ფეხსაცმელი, მაგრამ გზაში კარგავს. ეს, გოგონას ერთადერთი ფეხსაცმელი იყო, მამას კი ახლის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. გადაწყდა, რომ ბავშვები ალის ფეხსაცმელებს ჩაიცვამენ რიგ-რიგობით. ძმამ რომ სკოლაში დროულად მისვლა მოასწროს, ზაჰრამ სახლამდე მთელი გზა უნდა ირბინოს. ალი გადაწყვიტავს სკოლების შეჯიბრში მიიღოს მონაწილეობა, რათა მესამე ადგილზე გავიდეს და მოიგოს პრიზი - სპორტული ფეხსაცმელი, რომელსაც თავის დას აჩუქებს... მაგრამ შეჯიბრის შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა...
მანჰეტენელი ეშლი ბევრ ადამიანს ყველაზე იღბლიან ქალად მიაჩნია. როდესაც ის ახალგაზრდა მამაკაცს შემთხვევით შეხვდება აღმოჩნდება, რომ იღბლიანი ახლა ეს მამაკაცი ხდება...
მოდელი მეგნა მათურის სურვილია მუმბაიში წასვლა, მისი ოცნებაა გახდეს სუპერმოდელი. მის თვალებში ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი მსოფლიო მოდის გლამურისა და ხიბლის მიღმა ისე არაა, როგორც ჩანს...
ამჯერად მოვლენები მაიამიში განვითარდება. ემილი, რომელიც არის მდიდარი ბიზნესმენის შვილი ჩადის მაიამიში, რათა გახდეს პროფესიონალი მოცეკვავე, თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც მას უყვარდება ქუჩის მოცეკვავე და ადგილობრივ მოცეკვავეთა ბანდის ლიდერი შონი, რომელიც ფლეშმობების ნამდვილი ოსტატია. ისინი ცდილობენ, რომ მოუგონ კონკურენტებს, მიიღონ დაფინანსება და გახდნენ პოპულარულები. მათ თითქოს ამ მიზნის მიღწევაში ხელს ვერავინ უშლის, თუმცა ემილის მამა გადაწყვეტს, რომ დააფინანსოს მათი კონკურენტები და თავის ქალიშვილს უარი ათქმევინოს ქუჩის ცეკვებზე. შონს და ემილის მოუწევთ, რომ ერთ გუნდად შეიკრან და მის მამას და ყველას დაუმტკიცონ, რომ ისინი საუკეთესონი არიან...
შონ ბრუმდერი, სერფინგის დროს, ქვიშაში პლიაჟზე იპოვა მარკუს სკინერის რომანის კოპია. ეს წიგნი ლეგენდარული ავტორისაა, რომელიც სტენფორდის ინსტიტუტში ასწავლის, დიდ გავლენას მოახდეენს შონზე. ამის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაციგადაწყვეტს, რომ მწერალი უნდა გახდეს. მაგრამ მისი ოცნებები სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლაზე იმსხვრევა, როდესაც შეცდომით შონის საბუთების მაგივრად მანდ ცუდი მოსწავლის საბუთები გაიგზავნება. თავისი მეგობარი გოგონას ეშლის და მისი ძმის–ნარკომანის დახმარებით შონი სცდილობს დაარწმუნოს სკოლის მართველობა მისი განცხადება თავიდან განიხილონ...
ფილმი ხალხზეა, რომელთაც ეკონომიკური კრიზისი შეეხოთ. ბენ აფლეკის გმირი ენერგიული კარიერისტის როლშია, რომელსაც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე ნიშნავენ. მალევე იგი კარგავს ყველაფერს: ხელფასსაც და ახალ პორშესაც. გმირი გარეთ რჩება. მას მალევე მისი ნათესავი ასაქმებს სამშენებლო ფირმაში...
ელიტური საზღვაო ქვეითი ჯარიდან წამოსვლის შემდეგ, ლუ-ენ ჯონსონი უცნაურ პროფესიას ამოირჩევს: რკინის ლედი ინგლისური ენის მასწავლებელი ხდება კოლეჯში. მაგრამ ჯარში მსახურობისგან დარჩენილი ჩვევები მას ახალ საწადელზე გამოადგნენ. მთელი კლასი, რომელშიც მოხდა ლუ-ენი, თითქმის არაფრით განსხვავდებოდა ბრძოლის ველიდან, მოსწავლეები კი ძალიან გავდნენ ბოროტმოქმედებს. აპეციალური დანიშნულების მასწავლებელს არაფერი რჩებოდა იმის გარდა, რომ შეტევა დაეწყო...
ჟურნალისტი ქალი, რომელმაც თავსი სტატიებში ცენტრალური დაზვერვის სამსახურის საიდუმლო აგენტის შესახებ გამოაქვეყნა, უარზეა დაასახელოს თავისი ინფორმატორის სახელი...
ფილმში აღწერილია 30 წლის ოჯახის ისტორია.ისინი დადიან ექიმ ფელდასთან.ექიმი ასწავლის მეუღლეებს სწორ ფიქრს.მისი მიზანია გააცოცხლოს მათში ძველი გრძნობები...
90-იანი წლების შუა ნახევარი. ახალგაზრდა და ტალანტური სტივენ გლასი "ნიუ რიპაბლიკის" ვარსკვლავი ხდება, ყველაზე გავლენიანი და პოპულარული ყოველკვირეული ჟურნალის. მის სტატიებს ყველაზე მაღლა იხილავენ. მორიდებული და მიმზიდველი ყმაწვილის როლი საუკეთესო მატყუარა და აფერესტისთვის რომელიც უბრალოდ იტყუება და იგონებს თავისივე სტატიების სცენარს...
გოგონა, სახელად კოული, აშშ-ს შეიარაღებული ძალების რიგებში შედის და სამსახურიდან, ალბათ, დედამიწაზე არსებულ ყველაზე საშინელ ადგილზე – გუანტანამოს ციხეში – გაანაწილებენ. გმირი პატიმარ ალის გაიცნობს, რომელიც იმ დროისთვის უკვე 8 წელია ციხეში ზის და მის განთავისუფლებას გადაწყვეტს...
Lisa Spinelli is a Staten Island teacher who is unusually devoted to her students. When she discovers one of her five-year-olds is a prodigy, she becomes fascinated with the boy, ultimately risking her family and freedom to nurture his talent.
1183 წელი. დამდეგი შობის დღეებში ინგლისის მოხუცმა მეფემ, ჰენრიხ მეორემ ტახტის მემკვიდრე უნდა გამოაცხადოს. ამ მოვლენისთვის სპეციალურად ჩამოდიან: ჰენრიხის მეუღლე - ელეონორა აკვიტანელი, რომელიც ქმრის წინააღმდეგ შეთქმულებში მონაწილეობისთვის ციხეში იჯდა, მეფის საყვარელი - პრინცესა ალე, მისი ბოროტი ძმა, საფრანგეთის მეფე - ფილიპი და ჰენრიხ მეორის შვილები - რიჩარდ ლომგული, ჯეფრი და ჯონი. ოჯახის წევრები ერთმანეთს სასტიკად ვერ იტანენ. მათ მხოლოდ ერთი რამ აერთიანებს - ეს არის ძალაუფლების უსაზღვრო წყურვილი, რომლისთვისაც ისინი ყველაფერზე წავლენ.
ჩაკ პალანიკას რომანის ეკრანიზაცია. ფილმი თაღლითის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც ყველგან მუშაობდა, სადაც კი მოახერხებდა. დროდადრო აწყობდა დახრჩობის სცენებს, სარგებლობდა "მხსნელების" გულისხმიერებით და ფულით. ამის გარდა ფილმის მთავარი გმირი სექსომანია, შეშლილი დედა კი მისი დაბადების შესახებ სიმართლეს უმალავს...
სანჯაი სინგჰანი - მობილური ტელფონების კომპანიის მფლობელია. კალპანა მოდელია, რომელიც მეგობრებს არწმუნებს, რომ სანჯაისთან რომანი აქვს. სინამდვილეში კი მას საერთაოდ არ იცნობს. ამ ამბავს სანჯაი იგებს და გადაწყვეტს, გოგონას ჭკუა ასწავლოს. გზაში ის ხედავს ლამაზმანს, რომელიც ინვალიდ ბავშვებს გზაზე გადასვლაში ეხმარება, მათთან თვითონაც მიდის მისაშველებლად და მოგვიანებით შეიტყობს, რომ ეს ლამაზმანი სწორედ კალპანაა. გაცნობასა და მეგობრობას ცოტა ხანში სიყვარული მოჰყვება. შეყვარებულმა გოგონამ არ იცის, სინამდვილეში ვინ არის მისი რჩეული.
ცნობილი გულთამპყრობელი – ნიკი ფერანტე და მხატვარი ტერი მაკქეი ერთმანეთს მაშინ გაიცნობენ, როდესაც ბორტზე იმყოფებიან. გემი მიაპობს ატლანტიკის ოკეანის ტალღებს. წყვილს ერთმანეთი შეუყვარდებათ. სამწუხაროდ სკანდალური რეპუტაციის მქონე ნიკი დანიშნულია. ნიკი და ტერი შეთანხმდებიან, თუ მათი სიყვარული ექვსი თვის შემდეგაც არ განელდება, ისინი ერთმანეთს ემპაირ სთეით ბილდინგის სახურავზე შეხვდებიან. ნიუ–იორკის შტატის პორტში წყვილი ერთმანეთს შორდება. გოგონა მიდის, ბიჭი კი საცოლე ლოისთან ბრუნდება. გადის ექვსი თვე და ნიკი ცათამბჯენისაკენ მიემართება.
როდესაც მარგო პირველად შეხვდება დენიელს, მათ შორის უმალვე ჩნდება დაძაბულობა. მალევე მათი გაცნობის შემდეგ ირკვევევა, რომ დენიელი — მარგოს და მისი მეუღლის ლუს ახალი მეზობელია. 28 წლის მწერალი მარგო 6 წელია რაც დაქორწინებულია ლუზე, რომელიც კულინარიული წიგნების წარმატებული ავტორია. ემოციები რომელიც მარგოს უჩნდება ახალ გაცნობილთან, საერთოდ არ ჰგავს მისი მეუღლისადმი ემოციებს...
16 წლის ერიკზე მამინაცვალი, აღმზრდელობითი მიზნით რეგულარულად ძალადობს. ერიკიც არ აპირებს დათმობას და ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციაში მზად არის მუშტებით ჩაერთოს. სკოლაში მორიგი ჩხუბის გამო ერიკი გადაჰყავთ კერძო სკოლა-ინტერნატში, სადაც უფროსი კლასის მოსწავლეები არიან დაკავებულები დაბალი კლასის მოსწავლეთა აღზრდით...
ისტორია ოთხი დის შესახებ, უფროსი მათგან 14 წლისაა. მამა — ტირანია იმიტომ, რომ მას სურს დაიცვას შვილები გარე სამყაროსგან და ყავს გამოკეტილი, ამავდროულად მათ იყენებს თაფლის წარმოებაში. ის ცხოვრობს იმ ილუზიით, რომ თითქოს ოჯახი სულ იარსებებს. მაგრამ იდილიის დასარღვევად საკმარისია გოგონებთან გამოჩნდეს ახალგაზრდა ბიჭი...
სიუჟეტის ცენტრში – სამი მეგობირია, რომელთაგანაც ერთერთი ჩინური ჯარის გენერალი გახდება, შემდეგ კი სთხოვს თავის "ძმებს" დახმარებას ტაიპინების ცნობილი აჯანყების დასარბევად. ასევე ისტორიაში ჩარეულია ქალი – ერთერთი მეგობრის ცოლი, რომელთანაც გენერალი რომანს გააბავს...
17-წლის რასელი თავს ანებებს სწავლას, მიდის უზრუნველყოფილი ოჯახიდან და ხდება გოგონა გამოძახებით. გამოცდილების მოპოვების შემდეგ, ის ქმნის თავის ბლოგს ინტერნეტში და იწყებს საკუთარი თავგადასავლების აღწერას. ბლოგი უმოკლეს დროში ხდება პოპულარული. მას იწვევენ სხვადასხვა თოქ-შოუებში. ის ხდება მეგა პოპულარული და წერს წიგნსაც...
დენ მილმენი კოლეჯის ნიჭიერი გიმნასტია, რომელიც ოცნებობს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღებაზე. მას ყველაფერი აქვს: დაჯილდოვება, მეგობრები გუნდში, ჩქაროსნული მოტოციკლეტები, გოგონები და წვეულებები. დენის სამყარო უკუღმა გადატრიალდება, როდესაც ის შეხვდება საიდუმლო უცნობს სახელად სოკრატეს...
ბედნიერება და უბედურება ხანდახან ისე მჭიდროდ გადაეხლართება ხოლმე ერთმანეთს, რომ შეუძლებელია გაიგო სასიხარულო ამბავი ხდება თუ სამწუხარო. ყოველი ჩვენთაგანი თავისებურად უყურებს ყველაფერს. ვიღაცისთვის პატარა რამ ტრაგედიად გადაიქცევა, ვიღაცისთვის კი სასაცილოა. მაგრამ, კომედიაა თუ ტრაგედია, ცხოვრებაში ერთი რამ არის მთავარი: ვისიამოვნოთ ცხოვრებით სანამ ეს შესაძლებელია...
ერინ გრანი – ქალია, რომელიც სტრიპტიზს ცეკვავს, ფინანსური სიტუაციის გასაუმჯობესებლად. მაგრამ ყველაფერი რთულდება, როდესაც კონგრესმენის მისი სილამაზე თავბრუს დაახვევს და თავს დააკარგვინებს. ფული, შანტაჟი, მკვლელობა – მას უამრავი ხერხი აქვს დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ ერინის წინააღმდეგ ის უძლურია...
ამომავალ ფეხბურთის ვარკვლავს სანტიაგო მუნიეს ყველაფერი აქვს: ის თავდამსხმელია ლეგენდარულ გუნდში "რეალ მადრიდი", ახალი "ლამბორჯინი" ყავს, საკუთარი აგარაკი, ეპანელი ლამაზმანების ყურადღება და სიყვარული, მაგრამ ყველაზე მთავარია ისაა, რომ მას შეუძლია ბეკხემთან, რაულთან, ზიდანთან და რონალდოსთან ერთ მოედანზე თამაში! მაგრამ წარსული სანტიაგოს არ ეშვება...
როკი დენისი – თექვსემტი წლის ბიჭია, რომელიც დაავადებულია ძვლების უცნაური დაავადებით, რომლებმაც მისი სახე ნიღბად გადააქცია, რომელიც რაღაცით გავს ლომს და ორჯერ მეტია ჩვეულებრივ სახეზე. ყველაფერთან ერთად ავადმყოფობა განუკურნებელია. მაგრამ როკი იმ ადამიანებისგანაა, რომლებიც სიცოცხლეს დგავენ ფსონად ნებისმიერ მდგომარეობაში. როკი ჭკვიანია, მას კეთილი და დიდი გული აქვს, ის არაა გბოროტებული ადამიანებზე, რომელბიც პირველივე შეხედვიდან დასცინიან მას. ის შესანიშნავად სწავლობს და ადბილად უმეგობრდება თანაკლასელებს. ცხოვრობს დედასთან ერთად...
ახალგაზრდა ჯეკი ლონდონში ჩადის და ერნესტის სახელით ცოლობას სთხოვს არისტოკრატ ქალს,ხოლო ამ დროს მისი მეგობარი ოლგი ასევე ერნესტის სახელით ცოლობას სთხოვს სესილის...
ახალგაზრდა პროვინციელი გოგონა ტერი ფლეტჩერი ეკლესიაში გალობს, და ოცნებობს მომღერალი გახდეს. უფროსი ძმა მას არწმუნებს, რომ მან ხმა სრულყოფილებამდე უნდა მიიყვანოს და მიღწეულზე არ გაჩერდეს. პოლის ტრაგიკული სიკვდილის მერე მამის წინააღმდეგობის მიუხედავად გოგონა ლოს-ანჟელესში მიემგზავრება. სადაც ზაფხულის განმავლობაში, მან სერიოზული გამოსარჩევი კონკურსი უნდა გაიაროს, პრესტიჟულ მუსიკალურ სკოლაში მოსახვედრად. ამისათვის კი მთავარია თავი გამოიჩინოს მრავალ ნიჭიერ კონკურენტის შორის...
ახალგაზრდა ბიჭის თვალწინ, რომელიც კრიმინალურ რაიონში გაიზარდა, მეგობრები ან ციხეში ხვდებიან ან ნარკოტიკებისგან კვდებიან. ის კი ცდილობს გაარკვიოს თუ როგორ გადაურჩა თავად ამ ყველაფერს...
სიყვარული -არ არის მხოლოდ ბედნიერება. ეს არის შემთხვევა, გამოცდა და ბედი. კარლოსი ღარიბი ოჯახიდანაა, ნიკოლი კი ჭირვეული მდიდარი. ორივე 17 წლისები არიან და ეს ერთადერთია, რაც საერთო აქვთ. ვინ წარმოიდგენდა, რომ მათი გრძნობა გაცილებით უფრო ძლიერი აღმოჩნდებოდა, ვიდრე თავად ელოდნენ. ახლობლებისთვის დაუშვებელია მათი კავშირი, ამიტომ ყველა მათი წინააღმდეგია...
სანაპირო დაცვის დაქვრივებული ადმირალი შეხვდება თავისი ოცნების ქალს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქმარი დაკარგა. ორ უკვე არც ისე ახალგაზრდა ადამიანს შეუყვარდებათ ერთმანეთი და დაქორწინებას გადაწყვეტენ. იმის მიუხედავადა, რომ კაცს რვა ბავშვი ჰყავს, ქალს კი ათი...
როგორ არ უნდა შეგიყვარდეს მომხიბვლელი ქალი, მითმეტეს – ჯენიფერ ენისტონის მთავარი გმირს, იმ შემთხვევაშიც კი თუ შენ ქვრივი ხარ და ბესტსელერის ავტორი, რომელიც საყვარელი ადამიანის დაკარგვასთან შეგუებაზე უყვება მკითხველს? ყველა თეორიული წარმოდგენა ცხოვრების შესახებ შეიცვლება, როდესაც ცხოვრებაში სიყვარული მოვა...
უილი და ტომი, რომლებიც ტყეში ცხოვრობენ, თვლიან რომ ჯობია წვიმის წყალი დალიონ და ბუნების საჩუქრებით იკვებონ, ვიდრე ადამიანების გარემოცვაში იცხოვრონ. მაგრამ საზოგადოებრივ მიწაზე ცხოვრება იკრძალება და მას შემდეგ რაც მათ რეინჯერები და სოც-მუშაკები აღმოაჩენენ საცხოვრებელი ადგილის დატოვება და სამოგზაუროდ წასვლა მოუწევთ...
ერთი მეგობრული ოჯახი იტალიის პატარა ქალაქიდან. მამა - ჯოვანი, დედა - პაოლა და ორი შვილი: ირენი და ანდრეა. ჯოვანი - ფსიქოანალიტიკოსია. ის პაცინტებს ბინის მიმდებარე კაბინეტში იღებს. საკუთარი სამსახურიდან ის ადამიანთა ნერვოზების უზარმაზარ სიას იღებს, რაც მის მშვიდ ცხოვრებას სრულიად ეწინააღმდება. ერთ კვირა დღეს დილით ჯოვანი პაციენტისგან სასწრაფო გამოძახებას მიიღებს. მას არ შეუძლია თავის შვილთან ერთად სარბენად წასვლა, როგორც მას დაპირდა. ანდრეა მეგობრებთან ერთად ჩასაყვინთავად გაემართება და აღარ დაბრუნდება...
ედრიენ უილის ცხოვრება სრულ ქაოსშია.. იგი ჩრდილოეთ კოროლინის პატარა ზღვისპირა ქალაქ როდანტში ჩადის,რომ უიქენდი მეგობრის სასტუმროში გაატაროს..ედრიენს სურს სიწყნარე მოიპოვოს და ქმარ–შვილთან კონფლიქტის მოგვარებაზე იფიქროს..როდანტში ედრიენი სასტუმროს ერთადერთ კლიენტს პოლ ფლანერს გაიცნობს..მათ შორის რომანი დაიწყება, რომელიც მათ სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრებათ...
ცხრამეტის წლის დენი ფლინი ციხეში ხვდება პოლიტიკური აქტიურობის გამო. გარეთ მისი 16 წლის მეგობარი გოგონა რჩება. თოთხმეტი წლის შემდეგ დენი ციხიდან გამოდის და ცდილობს ცხოვრებას დაუბრუნდეს.
მარგო თავისი დის პოლინის მონახულებას გადაწყვეტს მას შემდეგ , რაც მისი გაბედნიერების ამბავს შეიტყობს.უცნაურია, მაგრამ მან არაფრით გამორჩეული მალქოლმი აირჩია. მოგზაურობაში მარგოსთან ერთალ მისი ვაჟიშვილი ქლოდიც მიდის...
ცამეტი წლის გოგონა ნებრასკიდან, სახელად ლული დარჩა სახლში მარტო. ის შემთხვევით პოულობს მამის 45 კალიბრის პისტოლეტს. ლული დიდხანს არ ფიქრობს და მიემგზავრება მთვრალი მშობლების უსიამოვნებებისგან შორს, კერძოდ კი ვეგასში. მას თან მიაქვს პისტოლეტიც. აქ მის წინაშე გადაიშლება სასტიკი კრიმინალური სამყარო...
მორგანთაუნი - ამერიკული ცივილიზაციის უზარმაზარი ნაგავსაყრელია. ამ გაუსაძლის სიღატაკეში ცხოვრობს რაფაელის ოჯახი. მაკარტნი - ახალი ფილმის პროდიუსერია, რომელიც მას მკვლელობის გადაღებას სთავაზობს. მთავარი როლების შემსრულებლებს კი, უზარმაზარ ჰონორარს ჰპირდება. რაფაელი შემოთავაზებულ წინადადებას თანხმდება. ფილმის გადაღების დაწყებამდე კი 7 დღეა დარჩენილი...
ახალგაზრდა სიაო კანი, კონფლიქტშია მამასთან, ამიტომ ტოვებს სკოლას და მიემგზავრება მედიტაციურ მოგზაურობაში ტაიპეის ლაბირინთულ ქუჩებში. იგი მიჰყვება დამწყები დამნაშავის ახ ცეის ნაკვალევს...
რიჩარდი ახალგაზრდა კაცია , რომელიც პატარა ქალაქში ცხოვრობს დერბიშირში, ის 8 წელი მსახურობდა ჯარში. ამ დროის განმავლობაში მისი ძმა ანტონი, რომელიც გონებაშეზღუდულია, ექცევა ნარკოტიკებით მოვაჭრეების გავლენის ქვეშ. რიჩარდი ბრუნდება სახლში, რათა ძმასთან გაერთიანდეს და ყველას სამრთლიანობა აღადგინოს...
ეს არის რობინ უილიამსის ბოლო ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ერთ ბრაზიან ადამიანზე რომელსაც ექიმი გაბრაზებულ გულზე ეტყვის რომ მას თავის ტვინის ანევრიზმააქვს და სულ 2 საათის სიცოცხლე…
ქორწინებაშიც, სამსახურშიც საქმე ცუდად აქვს და მომავლის იმედიც დაკარგული აქვს. ამ ყველაფერს კი დაზე ნერვიულობაც ემატება, რომელმაც მეორედ სცადა თვითმკვლელობა...
შუგარ რეი არალეგალური კაზინოს მეპატრონეა,რომელსაც პოლიციასთან და განგსტერებთან ერთდროულად გამკლავება უწევს, რადგან მათ მისი ბიზნესიდან გაძევება სურთ.RNმე-20 საუკუნის 20-იანი წლების ორგანიზებული დანაშაულისა და კორუმპირებული პოლიციის სამყაროში,ნებისმიერი ბინძური ხრიკის გამართლება შესაძლებელია...
ბედისწერა კეთილგანწყობილია თავის ფავორიტების მიმართ. ექიმი ტრევისი - ერთერთი მათგანია. წარმატებული, მდიდარი გინეკოლოგი, რომელმაც გასაოცარ წარმატებას მიაღწია ყველა მიმართულებაით. მუდმივმა ახლო ურთიერთობამ ქალებთან საერთოდ არ გაუფუჭა მას დამოკიდებულება მათდამი. პირიქით, ექიმი აღმერთებს თავის პაციენტებს. გარშემომყოფი ექიმი ქალები, საყვარელი ცოლი, მშვენიერი ქალიშვილი, მეგობრულად განწყობილი თანამშრომლები მისი ცხოვრების ნათელ მხარეს შეადგენენ. მაგრამ ერთხელაც ყველაფერი კარგი მთავრდება. ზეციური ძალები გადაწყვეტენ თავისი ფავორიტის გამოცდას. საყვარელი სამუშაო ძველებურად არ გამოსდის, ცოლი თითქოს შეცვალეს, შვილი ახალ-ახალ სიურპრიზებს ამზადებს, დამ კი მთელი სახლი გადაატრიალა. სრული ქაოსია...