ფილმი მოგვითხრობს 17 წლის დარინის ცხოვრებას, რომელიც გაიგებს, რომ მისი შეყვარებული კვდება. ის ცდილობს დარჩენილ წელიწადში, მას მთელი ცხოვრებისეული გამოცდილებები მიაღებინოს...
პოსტაპოკალიფსური ამბავი, რომელიც მოგვითხრობს ოგუსტინის, მარტოხელა მეცნიერის ამბავს, რომელიც არქტიკაშია და ცდილობს, სალი და მისი მეგობარი ასტრონავტები შეაჩეროს, რადგან საიდუმლოებით მოცული გლობალური კატასტროფისგან განადგურებულ სახლში აპირებენ დაბრუნებას...
ტომას ჯეიკობი – წარმოუდგენლად პოპულალური და წარმატებული მომღერალია. ის ცხოვრობს ლოს-ანჯელესში, დაკავებულია მისი საქმიდან ფულის შოვნით და თაყვანისცემლებში ფლირტაობით. ერთხელაც მას მოუწევს დანიაში ჩასვლა, რადგან ჩაწეროს ახალი ალბომი. იქ კი მას ელის ცხოვრებისეიული სიახლეები...
როცა ჰერცოგინია მარგარეტი მოულოდნელად მონტენატოს სამეფო ტახტს მიიღებს, მან სწრაფად უნდა იმოქმედოს, სანამ წვეულებების მოყვარული ფიონა ყველა გეგმას ჩაუშლის...
პატარა ბიჭი ყოველდღე უგზავნის წერილს ღმერთს. ბიჭი მძიმედაა ავად და მხოლოდ რწმენა აძლევს სიმამაცეს ავადმყოფობასთან საბრძოლველად. ფოსტალიონი ადრესატს წერილებს ვერ მიუტანს. თუმცა, მათი წაკითხვის შემდეგ, ბიჭის სიმამაცე მხნეობას შემატებს და საკუთარ თავში იპოვის ძალას გაუმკლავდეს ალკოჰოლზე დამოკიდებულებას...
განუკურნებელი სენით დაავადებული დედა გადაწყვეტს სიკვდილამდე უკანასკნელად შეკრიბოს ოჯახის წევრები. 2014 წლის დანიური ფილმის 'მდუმარე გულის' რიმეიქი.
ფილმში განქორწინებული წყვილის როლს იზაბელა როსელინი და უილიამ ჰარტი ასრულებენ. ისინი 60-ს გადაცილებულნი არიან, ორივეს ცალ-ცალკე უკვე ჰყავს შვილები და შვილიშვილები, თუმცა ახლა გადაწყვეტენ, რომ ხასიათში განხვავების მიუხედავად კვლავ ერთად იყვნენ...
ახალგაზრდა მუსიკოსი ზაკი აღმოაჩენს რომ სულ რამოდენიმე თვის სიცოცხლე დარჩა. ის გადაწყვეტს დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენოს და ოცნება აიხდინოს - ალბომი გამოუშვას.
ფილმი ცნობილი ოპერის მომღერლის გარშემო ვითარდება, რომელსაც იაპონელი ბიზნესმენის მშვენიერ წვეულებაზე გამოსვლის შემდეგ სამხრეთ ამერიკული პარტიზანული მეამბოხე ჯგუფი მძევლად აიყვანს
ჯონი, გულგატეხილი მეოჯახე კაცი რიჩისთან შეხვედრის შემდეგ წარმოუდგენელ ცვლილებებს განიცდის შინაგან სამყაროში. საბოლოოდ ის იქცევა კაცად, რომელიც მზადაა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვას ოჯახი.
აბე 12 წლის უბრალო ბიჭია რომელიც ბრუკლინში ცხოვრობს და მზარეულობაზე ოცნებობს. აბე ნახევრად ებრაელია, ოჯახის ეს ნაწილი მას ავრაამს უწოდებს, ხოლო ოჯახის მეორე ფესვები აბეს პალესტინური აქვს. ის მათთვის აბრაამია.
"მთვრალი ხომალდი" მოგვითხრობს ისტორიას თინეიჯერ გოგონაზე, სახელად ები, რომელიც თავისი ალკოჰოლიკი ბიძით მანიპულირებს და აიძულებს, რომ ნავი იყიდოს მევახშისგან...
ფილმი ლას ვეგასის სცენების ნამდვილი ვარსკვლავის, გრეის დევისის და მისი შრომისმოყვარე პირადი ასისტენტის შესახებ მოგვითხრობს. ისინი ცდილობენ კარიერაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღონ...
ძალიან მიმზიდველი, ახალგაზრდა ქალბატონი უარს ამბობს საკუთარ ბედნიერებაზე, მიყვება რა მდიდარ მამაკაცს რომელიც არ უყვარს, ხოლო ცხოვრების სიყვარულზე უარს ამბობს.
რიკი ბეიკერი ქალაქელი ხულიგანია. სოციალურმა სამსახურმა იგი საცხოვრებლად ერთადერთ ახლობელ ნათესავთან, ბელასთან, და მის ქმართან გადაიყვანა. ბელას სიკვდილის შემდეგ, რიკი ტყეში გაიქცა, ბელას ქმარი ჰეკი მას დაედევნება. სოციალური სამსახურის თანამშრომელი პოლა დარწმუნებულია რომ რიჯი ჰეკმა მოიტაცა და მათზე ძებნას გამოცხადებს...
ესტონეთი, 1870 წელი. ახალგაზრდა და შეუპოვარი ანდრესი, ცოლთან ერთად ფერმაში ჩადის, რომელიც სესხით იყიდა, რათა ახალი ცხოვრება დაიწყოს. ჭაობებგარშემორტყმული, მიტოვებული და უარყოფილი ადგილი ისეთ ადგილად უნდა გადაკეთდეს, როგორიც ოჯახს გამოადგება. მათ მხოლოდ ის მოეთხოვებათ, რომ უნაყოფო მიწა გატეხონ, მეზობლებთან იურთიერთონ და მემკვიდრე აღზარდონ - ვაჟი, რომელიც მამის მთელი ცხოვრების ნამუშევარს მემკვიდრეობით მიიღებს. მაგრამ როდესაც ბუნება არ დაემორჩილება, მეზობლები კი შფოთისთავი მეტოქეები გახდებიან, ხოლო ცოლი გოგოებს გააჩენს, ანდრესი ყველაფერს აკეთებს, რომ გამოსავალი ნახოს. სიმართლისა და სამართლიანობის ძიებაში იგი ოჯახს, მეგობრებსა და თავისთავსაც სწირავს. აყვავებულ და დამპურებელ ადგილზე ოცნებას სასოწარკვეთილება ჩაანაცვლებს - როდესაც არაფერი გაქვს, რაც გინდა და ყველაფერი რისიც გეშინია.
ძმები ზეფი და რონი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. პარიზში, ზეფის ცოლის დაკრძალვის დრო ემთხვევა ზუსტად იმ დროს, როდესაც რონის ქალიშვილი ქორწინდება. ზეფის ქალიშვილი უნებურად შეყვარებულია რონის ქალიშვილის საცოლეზე...
საკუთარი გუნდის დაშლის შემდეგ მთავარი გმირი, ნიჭიერი ჰიპ-ჰოპ მოცეკვავე პარიზის უმაღლეს საბალეტო სკოლაში მასწავლებლად იწყებს მუშაობას, სადაც ის განსაკუთრებულ ბალერინას ხვდება...
15 წლის ემილიას ცხოვრების ერთადერთი ბედნიერება, საყვარელი გოგონა ვენეციაში დაპატიჟებს არდადეგებზე. თითქოს ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ ემილიას თან მშობლებიც მიყვებიან, რაც მოგზაურობას ნამდვილი სიყვარულის ისტორიით აბოლოებს.
75 წლის დაქვრივებული პიერი გადაწყვეტს ონლაინ-გაცნობის საიტით ისარგებლოს და საამისოდ მისი შვილიშვილის მეგობრის, ალექსის სურათს გამოიყენებს. მალე პიერი ინტერნეტში ფლორას იცნობს, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მას ალექსი უნდა შეხვდეს და არა ის.
ჰენრის სურს დარჩენილი დღეები სრულ სიმშვიდეში გაატაროს. საამისოდ, ის საცოლესა და ოჯახურ ბიზნესზე უარს იტყვის, მაგრამ ახალი მეზობლის ხელში ჰენრის სიმშვიდე არ უწერია.
ფილმის სიუჟეტი ნიუ იორკელი მხატვრის, ჯონ ჰოლერის გარშემო ვითარდება, რომელიც თავის ფეხმძიმე ცოლთან ერთად დიდი ხნის შემდეგ ნიუ იორკს უბრუნდება, ქალაქს რომელსაც დიდი ხნის წინ გაექცა.
20 წლის კატრინას ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, როდესაც ის შემთხვევის მოცარტს მოუსმენს. ამის შემდეგ მას ცვლილებების მოთხოვნილება უჩნდება. ნუთუ შესაძლებელია მოცარტის ერთმა ნოტმა, ან დოსტოევსკის სულ ერთმა ნაწარმოებმა ადამიანი შეცვალოს?
ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. ის ალბერტის ესახებ მოგვითხრობს, რომელსაც სიკვდილმისჯილი ადამიანებისთვის სიცოცხლის გამოსალმება ევალება. რას განიცდის ალბერტი ამ დროს?
მას შემდეგ რაც ჯინს ცოლი, ლაურა დაეღუპა ის ის ცხოვრებას საკუთარ მორცხვ, თინეიჯერ გოგონასთან ერთად აგრძელებს. მათ ცხოვრებაში ახალ ნაპერწკალს უფროსი შვილის დაბრუნება აჩენს.
ლერმანი, ახალგაზრდა ბიჭი საცხოვრებელს იცვლის და მშობლიური მონტანადან ფლორიდაში გადადის სადაც მის ცხოვრებას მეტად უცნაური მოვლენა ცვლის - ის ბუების პოპულაციას აღმოაჩენს.
ფილმი დიდი ბრიტანეთის მეფის ედვარდ VIII-ს და ამერიკელი უოლის სიმპსონის რომანის შესახებაა. როდესაც სიმპსონმა პრინცი გაიცნო ის გათხოვილი იყო. თუ მეფეს მასზე დაქორწინება სურდა, მას ტახტზე უარი უნდა ეთქვა. მაგრამ მათ სიყვარულს ამანაც კი არ შეუშალა ხელი...
მსოფლიოში ცნობილი ლისაბონის სპეციალიზებული კლინიკა უსინათლო ბავშვებისთვის. იანი, მათი ახალი მასწავლებელია ორიენტაციაში, მას სურს გასცილდეს სწავლის ტრადიციული საზღვრების ფარგლებს და დაეხმაროს მათ გამოიკვლიონ საკუთარი გარემო, დაუცველობის ან შიშის შეგრძნების გარეშე.
ქვრივი რომელიც სამ ბავშვთან ერთად ცხოვრობს დაზიანებული სახლის შესაკეთებლად ხელოსანს დაიქირავებს, რომელიც ქალს საკუთარ ფილოსოფიას - პოზიტივიზმს აზიარებს.
პეკინში სხვადასხვა სოციალური კლასების ახალგაზრდები იკრიბებიან, ჩინეთის საუკეთესო საცეკვაო გუნდის შესაქმნელად და იმის გასაგებად, რომ გაიგონ რას ნიშნავს ოჯახში ყოფნა...
მეცხრე საუკუნეში წარმოშობით ინგლისელი, გერმანიის ქალაქ ინგელჰაიმში დაბადებული ქალი მამაკაცის ტანსაცმელს გადაიცვამს და ვატიკანში დიდ სიმაღლეებს აღწევს...
მალენა - ულამაზესი ქვრივია, კაცებისთვის საოცნებო ხილვაა და ქალებისთვის კი შურის საგანი. ცოლები მასზე ბინძურ ჭორებს ავრცელებენ, ქმრები კი მას კვალდაკვალ დასდევენ და ოცნებობენ მასზე. "13 წლის ვიყავი, როდესაც მე ის პირველად ვნახე. გავიდა დრო, უამრავი ქალი მყავდა, და სიახლოვის დროს, ისინი კითხულობდნენ: მემახსოვრება თუ არა ისინი? მე დადებითად ვპასუხობდი. მაგრამ ერთადერთი, ვინც მე არასოდეს დამავიწყდება – ის რომელსაც ეს არასოდეს უკითხავს - მალენაა."
ფილმის სიუჟეტი 1939 წლის დიდ ბრიტანეთში, ენი კისის გარშემო ვითარდება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება. ენის ხელში საიდუმლო მასალები ჩაუვარდება რომელიც ინგლისის და გერმანიის საერთო შეთქმულებას ადასტურებს.
ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. სიუჟეტი სერჯიო ვიაირა დე მელოს გარშემო ვითარდება რომელმაც მთელი საკუთარი ცხოვრება დედამიწის გარშემო მშვიდობის დამყარებას მოანდომა. ის გადაწყვეტს საყვარელ ქალთან ერთად მშვიდი ცხოვრება დაიწყოს, თუმცა საამისოდ წინ კიდევ ერთი დიდი მისია აქვს შესასრულებელი ბაღდადში.
ქუჩის მოცეკვავე ენდი მერილენის ხელოვნების სკოლაში ჩააბარებს. იქ მეცადინეობით, მას სურს დაამტკიცოს, რომ არაფრით ჩამოუვარება სხვა სტუდენტებს. სკოლის საუკეთესო მოსწავლის - ჩეიზის გაცნობის შემდეგ, ენდი შექმნის კოლექტივს, რომელმაც არალეგალურ "ქუჩის" საცეკვაო შეჯიბრში უნდა მიიღოს მონაწილეობა...
გოგონას თავის საქმროსთან განშორების გადატანა მოუწევს, როდესაც მისი ღალატის შესახებ გაიგებს. ერთი ახალგაზრდა ვნებიანი მამაკაცი დაეხმარება ყველაფრის გადატანაში, მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, თუმცა არსებობს გარემოებები, რაც მათ ერთად ყოფნას ხელს უშლის...
ელისას სულ რაღაც 40 წლის ასაკში, სიკვდილი თავის ქმარსა და ქალიშვილს დააშორებს. მისი გულის გაჩერების შემდეგ, ელისა ქალიშვილთან ახლოს ყოფნის გზას იპოვის: საჩუქარს ყოველ წელს, სანამ მისი შვილი 18 წლის არ გახდება. ასე, რომ მას თავისი შვილისთვის 18 საჩუქარი აქვს გასაკეთებელი...
მელინდა სორდინო გარიყულია საკუთარ კლასში. ყოფილი მეგობრები მას ერთი რაღაცის გამო ვერ იტანენ, მელინდა კი საკუთარი თავის დაცვასაც არ ცდილობს. ის ჩუმად, ცრემლების გარეშე უძლებს დამცირებას და ცდილობს სიმშვიდე ხატვაში ნახოს...
პოლიციელები ალი და ბრაიანი იძიებენ თეთრკანიანი გოგონას სასტიკ მკვლელობას, რომელიც გამოიწვია ახალმა არალეგალური ნარკოტიკული საშუალების ხელმისაწვდომობამ და ეს ყოველივე როგორღაც დაკავშირებულია შავი ქუჩის ბავშვების გაუჩინაებასთან...
ჯეკ პაუელი იტანჯება ავადმყოფობით, რომლის გამოც ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ჩვეულებრივი ბავშვი, ამიტომ 10 წლის ჯეკი გამოიყურება როგორც 40 წლის კაცი...
იდეალური ოჯახი: ქმარი, ლამაზი ცოლი, ორივეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო აქვს, ამას ემატება სამი ულამაზესი შვილი. ერთი შეხედვით ცხოვრებაში ყველაფერი აქვთ, რასაც ახალგაზრდა ოჯახი ინატრებდა, მაგრამ ყველაფერი მაინც არაა ისე, როგორც მათ უნდათ...
ჩარლზ დიკენსის ნახევრად ავტობიოგრაფიული შედევრის ახალი და განსხვავებული ეკრანიზაცია - დევიდ კოპერფილდის პირადი ისტორია. მოქმედება 1840-იან წლებში ხდება. ფილმი აღწერს საკულტო პერსონაჟის ცხოვრებას, რომელიც ქაოსურ სამყაროში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. უბედური ბავშვობიდან წერის ნიჭის აღმოჩენამდე დევიდის მოგზაურობა დიდებული და ტრაგიკულია, თუმცა ამავდროულად სიცოცხლით, მრავალფეროვნებითა და ადამიანობით სავსე.
„ „პომპონები“ კომედიაა ქალების ჯგუფის შესახებ, რომლებიც პენსიაზე გასვლის შემდეგ მხარდამჭერთა გუნდს ჩამოაყალიბებენ, რათა დაამტკიცონ, რომ ცეკვისთვის გვიანი არასდროს არაა...
ბენ ქრეინი თვლის, რომ სერიოზული ტრავმის მიუხედავად დოღის ცხენი კიდევ ერთ შანსს იმსახურებს. ბენი და მისი ქალიშვილი კეილი თავის თავზე აიღებენ ცხენის მოვლას...