კრივის მოთამაშე ჯიმ ბრედოკი ზედიზედ რამოდენიმე დამარცხების შემდეგ იძულებული გახდა სპორტიდან წასულიყო. თავისი ცოლ- შვილის სარჩენად ბრედოკი არცერთ სამსახურზე არ ამბობდა უარს. ის რინგზე დაბრუნების იმედებს მაინც არ კარგავს. და ერთხელაც, მას ამის შანსი მოეცემა. ბოლო წუთას ის სხვა სპორტსმენს შეცვლის და რინგზე გამოვა... ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად სხვა პრეტინდენტთან ერთად გამოვა. ბრედოკი ყველას გააკვირვერბს! ის გაიმარჯვებს მესამე რაუნდში! იმის მიუხედავად, რომ ის თავის მოწინააღმდეგეებზე ნაკლები წონისაა და თან უამრავი ტრამვა აქვს მიღებული, ჯიმი აგრძელებს წინსვლას და რაუნდებში გამარჯვებას. ჯიმს წინ ბოლო ბრძლა ესლის მსოფლიო ჩემპიონთან მაქს ბაერთან, რომელმაც რინგზე ორი ადამიანი მოკლა...
რობერტ ნევილი მეცნიერია, რომელმაც ვერ შეაჩერა საშინელი, ხელოვნურად შექმნილი ვირუსის ეპიდემია. ახლა ნევილი უკანასკნელი ადამიანია რომელიც ცხოვრობს ტერიტორიაზე, რაც ნიუ-იორკისგან ან საერთოდ სამყაროსგან არის დარჩენილი. სამი წლის მანძილზე ნევილი აგზავნის შეტყობინებებს რადიოს მეშვეობით, რათა კიდევ იპოვნოს ვინმე გადარჩენილი...
დაბალი ინტელექტის მქონე კაცმა ცხოვრებაში ბევრს მიაღწია, არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას დაესწრო და ყოველ ჯერზე, ყველას უმტკიცებდა, რომ გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე მისგან ელიან და მაინც მიუხედავად ყველაფრისა რასაც ცხოვრებაში მიაღწია, მისი ერთადერთი, ნამდვილი სიყვარული ხელიდან უსხლტება. "ფორესტ გამპი" არის ამბავი ადამიანზე, რომელიც თავის პრობლემებზე მაღლა დადგა, და დაამტკიცა განსაზღვრება - სიმამაცე და სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე უნარი...
17 წლის ფრენსის ჰაუსმენი, ზედმეტსახელად "ბეიბი" მორიგ მოწყენილ ზაფხულს ელის ქეთსკილზში, სადაც ოჯახთან ერთად ჩადის. იგი თავისუფალი სულის პატრონ, პროფესიონალ მოცეკვავეს გაიცნობს, რომელიც შეუყვარდება...
ლეიტენანტ პიტ მიტჩელსა და მის მეგობარს, მეორე პილოტ ნიკ ბრედშოუს ოცნება აუხდათ, როდესაც ავიაგამანადგურებლთა მფრინავების ელიტურ სკოლაში მიიღეს. საწვრთნელი ვარჯიშებისას პიტს სიგიჟემდე შეუყვარდება მისი ინსტრუქტორი სახელად ჩარლი. მაგრამ ცხოვრება ყოველთვის ვარდებით როდია მოფენილი, პიტის მეგობარი ნიკი თვითმფრინავის საბედისწერო ავარიის დროს იღუპება, რაც პიტისთვის ნებისყოფის გამოცდად იქცევა. შეძლებს თუ არა ის სწავლის გაგრძელებას?
ნეითენ ალგრენი ამერიკელია, რომელიც იაპონელებმა, მე-19 საუკუნის 70-იან წლებში თანამედროვე ომის ხელოვნების სწავლებისთვის დაიქირავეს, რომლის დროსაც ალგრენი სამურაებისგან პატივისცემისა და ღირსების პრინციპებს სწავლობს. მოდერნიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის დანერგვის მიზნით ალგრენს სამურაების ცხოვრების სტილის მოსპობას აიძულებენ, მაგრამ ის გადაწყვეტს თვითონვე გახდეს უკანასკნელი მებრძოლი, და სამურაების გადასარჩენად იბრძოლოს...
პარიზის მოდის კვირეულზე როგორც ყოველთვის ბევრი ხალხი იკრიბება: დიზაინერები, რეპორტიორები, მოდელები, ჟურნალის რედაქტორები, ფოტოგრაფები. პატარა ისტორიები სხვადასხვა პერსონაჟებზე, რომლებიც მოდის სამყაროს ცნობილი ფიგურის მკვლელობის გამო იკვეთებიან...
ჯულიანი სარფიანად ცხოვრობს, ასაკით დიდ ქალბატონთან - მიშელთან ერთად ლოს ანჯელესში. იგი ნამდვილი ჟიგოლოა. ის უპრობლემოდ ლაპარაკობს ექვს ენაზე, ძალიან მომხიბლველი და მაცდუნებელია. მაგრამ ერთხელაც მის ერთ-ერთ კლიენტ ქალბატონს გარდაცვლილს პოულობენ, მას კი მკვლელობაში სდებენ ბრალს...
რუსი მწერლის, ბორის პასტერნაკის ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დღეს კლასიკადაა ქცეული. ომარ შარიფი და ჯული კრისტი ორ მთავარ გმირს განასახიერებენ, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ერთად ყოფნას ვერ ახერხებენ...
ეს ისტორია მოგვითხრობს ბენჯამინ ბატონზე, ადამიანზე, რომელიც იმის მაგივრად რომ დროთა განმავლობაში გაიზარდოს პირიქით, დაბერებული იბადება და თანდათან ახალგაზრდავდება!
ყოფილი დაქირავებული მებრძოლი კონტრაბანდისტი ხდება, მენდე კი მეთევზეა. სიერა-ლეონეში 1998 წელს მიმდინარე სამოქალაქო ომის ქარცეცხლში ამ მამაკაცებს ორი სანუკვარი მიზანი აერთიანებთ: იპოვნონ უდიდესი ღირებულების, იშვიათი, ვარდისფერი ალმასი და დაიხსნან მეთევზის შვილი, ჯარისკაცად გაწვეული სასტიკ მეამბოხეთა ჯარში, რომელიც წამებითა და სისხლისღვრით დაღავს ქვეყანას...
ფილმში მოქმედება მე-17 საუკუნის გერმანიაში ვითარდება. 30 წლიანმა ომმა და ჭირმა 13 წლის ბიჭი, სახელად კრაბატი, ობლად დატოვა. თავშესაფრის ძებნაში ის წისქვილში აღმოჩნდება, სადაც მისი მეპატრონის მოსწავლე ხდება...
შექსპირი ვერც კი წარმოიდგენდა, თუ როგორები გახდებოდნენ მისი გმირები რამოდენიმე საუკუნის შემდეგ. თანამედროვე რომეო უკვე აღარ ჰგავს რომენტიულ ახალგაზრდას, ახლა მასთან შეხვედრებისთვის ფულს იხდიან. ჯულიეტა მამაკაცებს ზედმიწევნით კარგად იცნობს და ახლოს არ იკარებს. მას სძულს თავისი რჩეული, რისთვისაც 10 მიზეზი აქვს. მაგრამ მისი სიძულვილის ძირითადი მიზეზი - სიყვარულია.
ეროტიკული თრილერი სექსზე გაგიჟებულ მკვლელსა და პოლიციის ოფიცერზე, რომელიც სახიფათოდ დაუახლოვდება ეჭვმიტანილ მწერალ ქალს, რომლის როლსაც ბრწინვალედ ასრულებს შერონ სთოუნი. მისმა გმირმა კარგად იცის, რომ თავისი გარეგნობის წყალობით შეძლებს პასუხისმგებლობას თავი აარიდოს და წიგნზე მუშაობაც დაასრულოს...
ბალიანი გადაწყვეტს შეუერთდეს მამის ჯვაროსნების რაზმს. ერთ-ერთი ბრძოლის დროს მამამისი სასიკვდილო ჭრილობას მიიღებს. სიკვდილის წინ მამა მის შვილს რაინდად აკურთხებს. ამის შემდეგ ბიჭი ფიცს დადებს, რომ მთელი ცხოვრება იერუსალიმის მეფის ერთგული იქნება. მის წინააღმდეგ რამოდენიმე ადამიანი გაერთიანდება, როდესაც გაიგებენ, რომ მას მეფის და შეუყვარდა...
ყოფილი მისიონერი - კეტრინ უინტერი, რომელმაც ოჯახის წევრების ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ ღმერთის რწმენა დაკარგა, საქვეყნოდ ცნობილი სპეციალისტი გახდა ჩახლართული რელიგიური მითების გახსნაში. ერთხელ ის მორიგი გამოძიებისთვის ლუიზიანას პატარა ქალაქში ჩამოდის...
სიუზანი აღმოჩნდება ფსიქიატრიულ კლინიკაში დიაგნოზით სასაზღვრო მდგომარეობა. ის ბალანსირებს საზღვარზე სიგიჟის და ნორმალურ მდგომარეობას შორის. გოგონა გადაწყვეტს დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და სასოწარკვეთილ ნაბიჯს გადადგავს, ის გაიქცევა. მაგრამ მხოლოდ თავისი ციხისგან შორს ის მიხვდება, რომ ნამდვილი გიჟები საავადმყოფოს კედლების მიღმა ცხოვრობენ...
ალიასკაზე ზამთარში დღე და ღამე დიდად არ განსხვავდება - სულ სიბნელეა, და ასე გრძელდება მთელი თვე. ამ ყველაფერში არ იყო არაფერი გასაკვირი, მანამდე სანამ, სიბნელიდან არ გამოჩნდნენ ბოროტი ძალები, ვამპირები, რომლებიც შიშს თესავდნენ პატარა ქალაქ ბაროუში...
გრეისი რელიგიური ქალია, რომელიც ძველ ჩაბნელებულ სახლში ცხოვრობს მისი შვილების ენი და ნიკოლასის გამო, რომელთაც იშვიათი მგრძნობელობა აქვთ დღის შუქზე. როდესაც ოჯახი ეჭვს აიღებს რომ სახლში მოჩვენებებია, გრეისი ცდილობს ნებისმიერ ფასად დაიცვას მისი შვილები და ამ დროს უცნაურ მოვლენებს და შემაშფოთებელ ფაქტებს აწყდება.
რეჟისორი დევიდ ლინჩი წარმოგვიდგენს ფსიქოლოგიურ ტრილერს, რომლისთვისაც განსაზღვრების პოვნა რთულია. მაყურებლის თვალწინ ერთმანეთშია ახლართული კოშმარი, ძალადობა, სექსი, რეალობა, ქვეცნობიერი და სიგიჟე. მაყურებელმა ფილმის მისეული ინტერპრეტაცია თავად უნდა შექმნას...
ფილმი დაფუძნებულია ჩადენილი დანაშაულის რეალურ მასალებზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი, გაუხსნელი საქმეა ამერიკაში. "ზოდიაქო" არის ამბავი სერიულ მკვლელზე, რომელიც სან-ფრანცისკოს სანაპირო ზოლს ატერორებდა და შიფრებით და წერილებით პოლიციას თავგზას უბნევდა. ამ საქმის გამო ოთხი პოლიციელი შეპყრობილი ხდება, მათი ცხოვრება და კარიერა ვითარდება და ინგრევა დაუსრულებელი მინიშნებების ფონზე...
მოქმედება ვითარდება ბერლონში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნანგრევებად იყო თითქმის ქცეული. ამერიკელი სამხედრო კორესპოდენტი ჯეიკ გეისმარი აღმოჩნდება ჩათრეული პოლიტიკურ თამაშებში თავისი ყოფილი საყვარლით ლენა ბრანდტით, ვისი უგზო–უკვლოდ დაკარგული ქმარი ძებნის ობიექტად ხდება, როგორც ამერიკული, ასევე საბჭოთა კავშირის არმიით. სიტუაცია იძაბება იმასთან ერთად, როგორც ჯეკი სცდილობს გაარკვიოს, რას მალავს ლენა, რომელიც სდილობდა ქმართან ერთად ბერლინიდან გაქცევას. ის გეგმავს გამოიყენოს ჯეიკის პირადი მძღოლის კონტაქტებით სარგებლობას, ამერიკული ჯარის ჯარისკაცის ტალის, რომელსაც შავ ბაზარში აქვს გასასვლელები. ოღონდ არანაირი გარანტია არარის, რომ შედეგად ისინი არ აღმოჩნდებიან უფრო დიდ მახეში გაბმულები...
ერთი წლის წინ ექიმმა ნორმან სპენსერმა თავის ლამაზმან მეუღლეს კლერს უღალატა. მაგრამ ურთიერთობა არ გაგრძელდა და სპენსერის ოჯახი გადარჩენილია დანგრევისგან, კლერს ამის შესახებ არაფერი არ გაუგია. მაგრამ მალე კლერი ქმარს მოყოლას დაუწყებს საიდუმლოებით მოცული ქალის შესახებ, რომელიც მათ სახლში ჩნდება ხოლმე, ქმარი ცოლის დარწმუნებას ცდილობს რომ ეს მხოლოდ მისი წარმოსახვაა. კლერი მალე მიხვდება რომ მოჩვენება გაქრობას არ აპირებს ის ექიმისა და მისი ცოლის წასაყვანად მოვიდა...
ფილმი ”ფავნის ლაბირინთის” შემქმნელებისგან. ლაურამ თავისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები სანაპიროზე, ობოლთა თავშესაფარში გაატარა. საყვარელმა აღმზრდელებმა მშობლები შეუცვალეს, მეგობრებმა კი დები და ძმები. 30 წლის შემდეგ ლაურა თავისი ბავშვობის სახლში ბრუნდება, ქმართან და შვიდი წლის ბიჭთან ერთად...
მე-19 საუკუნის 80-იანი წლების ამერიკაში ჯესი ჯეიმსს ყველა იცნობდა. ის ქვეყნის ყველაზე ცნობილი დამნაშავე და ძებნილი იყო, ისევე როგორც გმირი, რომელსაც რობინ ჰუდს ადარებდნენ. რობერტ ფორდის შესახებ კი არავინ არაფერი იცოდა მანამ, სანამ 19 წლის ასაკში მან ჯეიმსთან დამეგობრება და მის ბანდაში გაწევრიანება არ გადაწყვიტა. თუ ეს მას დიდებას არ მოუტანს, ის კიდევ უფრო სახიფათო გზას აირჩევს...
ფილმი მიუნხენელი ანტიფაშისტი სტუდენტის ბედზე გვიყვება, რომელიც ნაცისტურმა სასამართლომ სიკვდილით დასაჯა. ფილმში მოქმედებაა 1943 წლის თებერვალში ვითარდება. სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლები „ „თეთრი ვარდი“ მიუნხენის უნივერსიტეტში სააგიტაციო ფურცლებს არიგებენ. და-ძმა სოფის და ჰანს შოლს აპატიმრებენ. მათ ხუთი დღის სიცოცხლე რჩებათ. სურათს საფუძვლად დაკითხვის პროტოკოლები უდევს, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი...
ლოლას ურეკავს შეყვარებული, რომ მას დარჩა 100,000 მეტროში. ეს ფული ბოროტმოქმედის საკუთრებაა. ლოლას აქვს 20 წუთი, რათა ფული დაიბრუნოს, სხვა შემთხვევაში მანი მაღაზიას გაქურდავს.
როდესაც ამერიკის ჯარები შეუტევენ ნორმანდიის სანაპიროებს, სამი ძმა ბრძოლის ველზე იღუპება, მეოთხე კი მტრის ზურგში არის მოქცეული. კაპიტან ჯონ მილერს შვიდ კაცთან ერთად ევალება, რომ შეაღწიოს გერმანელების კონტროლირებად ტერიტორიაზე ბიჭის დასახსნელად...
ბონდი თავის მოსისხელე მტერს ერნსტ ბლოფელდს დასდევს, რომელიც მთის მწვერვალზე ლამაზი შეიარაღებული ქალების არმიას წვრთნის. ბონდს იტალიელი ტრეისი დრაკო მოეწონება და ბლოფელდთან დაახლოების მიზნით ცოლად მოიყვანს. ამასობაში იგი ბლოფელდის ადგილსამყოფელს აღმოაჩენს ალპებში...
ჯონ ბაქსტერი მეუღლესთან ერთად მიემგზავრება ვენეციაში, მას შემდეგ რაც მათი ქალიშვილი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპება. კაცი ძველი მონასტრის რეკონსტრუქციაში იღებს მონაწილეობას, სადაც ორი მონაზონი მას უმტკიცებს, რომ მისი დამხრჩვალი ქალიშვილი ეცხადებათ. ჯონს თავიდან არ სჯერა, მაგრამ ერთხელაც ის თავად ხედავს პატარა წითელ მოსასხამიან გოგონას...
ბეტმენი კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის ფსონებს მაღლა სწევს. ლეიტენანტ ჯიმ გორდონთან და პროკურორ ჰარვი დენტთან ერთად იგი ცდილობს ქალაქის ქუჩებში კრიმინალური ფორმირებების თარეში აღმოფხვრას. ეს პარტნიორობა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს მანამდე, სანამ ისინი ქაოსში არ აღმოჩნდებიან. ამ ქაოსს გენიოსი კრიმინალი, ქალაქ გოთჰემის დამწიოკებელი ჯოკერი გამოიწვევს...
1942 წელი. გერმანულების წყალქვეშა ნავები ატლანტიკაში. რადიოწერილების მოსმენა მოკავშირეებს არაფერს აძლევს: მოწინააღდეგეების შეტყობინებების გაშიფრვა ვერ ხერხდება.და მაშინ ამერიკელი მეზღვაურები საიდუმლო დავალებას მიღებენ: მტრების სუბმარინას U-571 დაესხნან თავს და ხელში ჩაიგდონ დამშიფრავი მანქანა ენიგმა...
რიუ ყრუა, მისი და კი მძიმედ ავადაა და მხოლოდ ტრანსპლანტაცია თუ გადაარენს, რისი ფულიც ოჯახს არ აქვს. ერთხელაც რიუ თავის მეგობარ გოგონასათან ერთად გადაწყვეტს მოიტაცოს რიუს ყოფილი უფროსის ქალიშვილი, გამოსასყიდის მიღების მიზნით...
ჯანეტ ფრეიმი გაიზარდა ღარიბ ოჯახში. ის განსხვავდება სხვა ბავშვებისგან. ის მიიჩნევა არანორმალურ ბავშვად. მას უხდება ფსიქიკურ ინსტიტუტში რვა წლის გატარება. ყველაფერი იცვლება, როცა ის იწყებს წიგნების წერას...
პატარა ზღვისპირა ქალაქში მოხეტიალე მუსკოსები ჩავლენ და კარნავალის გამართვას აპირებენ. სტუმართა შორის იმალება ორი ახალგაზრდა, ეთენი და ბილი, რომლებიც ცოტა ხნის წინ შეყვარებულებმა მიატოვეს და მეზღვაურებთან ერთად გაიპარნენ. მუსიკალური ნომრის მოსამზადებლად მათ მოუწევთ დახმარება სთხოვონ ადგილობრივ ტყუპებს, სოლანჟსა და დელფინეს...
ჯო ბაკი, სიცოცხლით სავსე და გულუბრყვილო ახალგაზრდა ბიჭი ტეხასის პატარა ქალაქიდან, ნიუ–იორკში გაემგზავრება იმისათვის, რომ თავისი სექსუალური მონაცემები გამოყენოს მდიდარი ქალბატონების დასაკმაყოფილებლად გარკვეული თანხის სანაცვლოდ. მაგრამ საქმეები მას არც ისე კარგად წაუვა და მალევე ქუჩის მაწანწალა რიცო ჯოს დაარწმუნებს, რომ მას მენეჯერი ესაჭროება. იმის მიუხედავად, რომ ჯო არ არის თავისი ახალი სამსახურით აღფრთოვანებული – ჰომოსექსუალების მომსახურება საპირფარეშოში, ის და რიცო საუკეთესო მეგობრები ხდებიან. ისინი ოცნებობენ დიდი ფულის შოვნაზე და ფლორიდაში გამგზავრებაზე, მაგრამ იცნების ასრულების გზაზე მათ უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოელით... 'დედამიწის სამოთხეში' მხოლოდ ერთი მოახერხებს ჩასვლას...
ოსკაროსანი ფილმი შეუდარებელი ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც ორი დის – მგრძნობიარე ელინორისა და ვნებიანი მარიანას სიყვარულისა და ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს...
მარია თავის მეგობარ გოგონასთან - ბლანკასთან ერთად მუშაობს ყვავილების პლანტაციაში, მაგრამ მას აგდებენ სამსახურიდან, და საჭიროა მან იპოვოს ახალი შემოსავლის წყარო. მას სთავაზობენ გახდეს ცოცხალი კონტეინერი, ნარკოტიკების გადასატანად. მალე მარიას ბლანკაც შეუერთდება და მათ ერთად მოუწევთ ამ საქმის გაკეთება. მეგობრები ჯდებიან თვითმფრინავში, რომელიც ამერიკაში მიფრინავს, მარიას კი მუცელში 62 ჰეროინის პაკეტი აქვს...
ახალგაზრდა წყვილს ყოველდღე სტუმრობს მეზობელი სტივი, რომელიც პრაქტიკუ პრობლემებზე საუბრობს და უარზე არაა ჩაი დალიოს. თუმცა რა უტრიალებს რეალურად თავში სტივს?...
ცხრა წლის ფრენკის და მისი დედის ლიზის ისტორია, რომლებიც მუდმივად ადგილიდან ადგილზე გადადიან. დედას სურს თავისი შვილი სიმართლისგან დაიცვას, მაგრამ ბიჭის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ლიზი მოიგონებს ისტორიას – ის რეგულარულად წერს ფრენკის მამის სახელით, რომელიც თითქოს ეკზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობს. მოულოდნელად ლიზი გაიგებს, რომ "მამის" გემი მათ პორტში შემოვა რამოდენიმე დღეში. ახლა მან არჩევანი უნდა გააკეთოს – ან მოუვყეს ფრენკის სიმართლე ან შეადგინოს სასოწარკვეთილი გეგმა...
ჰარი ბლოკი არის წარმატებული მწერალი, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიური დარღვევები, რის გამოც მის ცხოვრებაში დგება შემოქმედებითი კრიზისი. ამას ისიც ემატება, რომ მალე მას გადასცემენ ლიტერატურულ პრემიას, მაგრამ არ იცის ვისთან ერთად მივიდეს დაჯილდოების ცერემონიაზე, რადგან ყველა ახლობელმა ადამიანმა მიატოვა…
1999 წელი, მეოცე საუკუნის უკანასკნელი დღეები. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ახალი გამოგონება. თავზე იკეთებ ხელსაწყოს, რომლითაც შეიძლება ჩაიწერო შენი შეგრძნებები და შემდეგ ხელახლა განიცადო აბსოლუტური სიზუსტით. ამ ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია დუში მიიღო 16 წლის გოგონას სხეულში. თუმცა, თქვენი წარმოსახვის უნარი თავად შეავსებს სურათს. ლენი ნერო დისკებით ვაჭრობს, რომლებზეც ადამიანების შეგრძნებებია ჩაწერილი. ამასთანავე საკუთარ გამოძიებას აწარმოებს - ვიღაც იწერს ძალადობრივი გზით მოკლული ადამიანების შეგრძნებებს...
უმაღლესი რანგის ჯიდლოს მფლობელ გენერალს სამხედრო დავალების შესრულებისას გამოვლენილი დაუმორჩილებლობისათვის წოდებას ართმევენ და მკაცრი რეჟიმის სამხედრო ციხეში გზავნიან, სადაც იგი პატიმრებისადმი უსამართლო დამოკიდებულების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას...
ქსავიე უკვე 30-ისაა... და მრავალრიცხოვანი რომანტიკული ისტორიებისა და იმედგაცრუებების შემდეგ ის აღმოაჩენს, რომ არავინ ჰყავს, რათა მოხუც ბაბუას გააცნოს როგორც თავისი საცოლე...
ამერიკის პრეზიდენტი ჯექსონ ივენსი, რომელიც მალე დატოვებს თეთრ სახლს, კანდიდატურად ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ქალს - ლეინ ჰენსონს აყენებს. ამ სენსაციური გადაწყვეტილებით ის მთავრობაში მძვინვარე დებატებს იწვევს. მის გადაწყვეტილებას წინააღმდეგობას უწევს კონგრესმენი შელდონ რანიონი, რომელსაც ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ყავს. ის დაუნდობელი მეთოდებით იბრძვის...
ბენიმ თავისი ცხოვრება დის - ჯუნის მოვლას მიუძღვნა, რომელიც შიზოფრენიით არის ავად. სემი კი სიმპათიური ახალგაზრდაა, რომელიც ვერანაირად ვერ ჯდება საერთო მიღებულ ნორმებში. სემი და ჯუნი შესანიშნავად ატარებენ ერთად დროს, მაგრამ ბენი მათი რომანის შესახებ იგებს.
ფილმის მოქმედება პროფესიონალური პოკერის სამყაროში ვითარდება. ლენტის მთავარი გმირი – მოთამაშე გეკ ჩივერი, რომელიც მთელი ძალებით იბრძვის გამარჯვებისთვის და არ ერიდება რისკს. პირად ცხოვრებაში ის, პირიქით იქცევა, ფრთილად ნა ნელად მოქმედებს, გაურბის ემოციებს და ყველანაირ ვალდებულებებს...
მეთევზეთა პატარა ქალაქი შეპყრობილია დაღუპული მეზღვაურების სულებით... ზუსტად ასი წლის წინ კლდიან სანაპიროსთან დაიმსხვრა მეთევზეების გემი, და ახლა ქალაქი ბნელი ბურუსითაა მოხვეული, რომელშიც წარსულის მოჩვენებები ბინდრობენ...
ლონდონის ერთერთ ხმაურიან ქუჩაზე სეირნობისას, მოულოდნელად საკუთარი მანქანა ნახა, რომლის საჭესთან თვითონ იჯდა... ნანახით გაოცებული, ის საიდუმლო ქალს მიყვება საკუთარ სახლამდე... ამ წუთიდან მოვლენები მოულოდნელად მოტრიალდება და ჯინა რეალობის გრძნობას კარგავს... ის მოხვდება სამყაროში, რომელიც მის ღამის კოშმარზე ბევრად საშინელია...
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ისტორია მოგვითხრობს სიკვდილმისჯილი მამაკაცის ამბავს. სიუზან სარანდონმა დაიმსახურა ოსკარი აღნიშნულ ფილმში მთავარი როლის შესრულებისათვის...