ანიმაციური კომედია, 13 წლის მეი ლის შესახებ, რომელიც პრობლემებსა და მოსიყვარულე დედის ქალიშვილს შორის ორად იხლიჩება. მაგრამ საკუთარ სხეულში, ინტერესებსა და ურთიერთობებში ცვლილებების გარდა, მეი ლი კიდევ ერთი ძალიან უცნაური თავსატეხის წინაშე აღმოჩნდება. ყოველთვის, როდესაც იგი ძალიან ღელავს, მაშინვე გიგანტურ წითელ პანდად იქცევა...
სამანტა, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მოიტაცეს, ვლავ შოკშია რადგანაც ჯერ ციხეში მოხვდა, შემდეგ კი საავადმყოფოში. ფილმის ერთერთი პერსონაჟი ექიმი გრინია, რომელიც მსხვერპლთა გონებას შეისწავლის დანაშაულის გასაღების მიგნების მიზნით. გენკო კი კერძო დეტექტივია, რომელიც ასევე უდგას კვალში გამტაცებელს...
ანიმაციური ფილმი, საოცარი ხელოვნური ინტელექტის – მოსიარულე და მოსაუბრე რობოტების შესახებ, რომლებიც მთელს მსოფლიოში ბავშვებს ეძებენ, რათა მათი მეგობრები გახდნენ. ღარიბ ოჯახში მცხოვრები 11 წლის ბიჭის, ბარნის ერთ-ერთი ასეთი რობოტი-მეგობარი, სახელად რონი გახდება, რომელიც შეზღუდული ფუნქციების მქონე უხარისხო მოდელი აღმოჩნდება. ბიჭი მალე ხვდება, რომ მისი რობოტი არასწორად მუშაობს. ამიტომ გაუმართაობის კომპესირებისთვის ახალგაზრდა მთავარი გმირი გადაწყვეტს რონის ყველაფერი ასწავლოს, რაც მან უნდა იცოდეს. ახლა მას უწევს გაარკვიოს კომპიუტერების და ინტერნეტის სამყაროში, როგორია ნამდვილი მეგობრობის ფასი, რაც საბოლოოდ მათი ლამაზი, მხიარული და ამაღელვებელი მეგობრობის დასაწყისი გახდება...
ორი მკვლელი რეი და კენი ბელგიაში, ბრიუგეში ჩადიან და შემდგომ მითითბებს იქ ელოდებიან. აქ მათ საკმარისი დრო აქვთ იმისათვის, რომ მათი წინა დავალება გაიხსენონ. როდესაც კენი შემდეგ დავალებას მიიღებს, ეს სულაც არ აღმოჩნდება ის, რასაც იგი ელოდა...
მსოფლიოს არასოდეს უნახავს ასეთი ნიჭიერი ავანტიურისტი: ოსტატური ჯიბის მტაცებელი მისტერ ვოლფი, გამოცდილი სეიფის კრეკერი მისტერ გველი, შენიღბვის ცივსისხლიანი ოსტატი მისტერ ზვიგენი, ცხარე და დაკუნთული მისტერ პირანა და მახვილგონივრული -კლასის ჰაკერი მის ტარანტულა. თუმცა, ყველაზე ჭკვიანი დამნაშავეებიც კი ზოგჯერ შეცდომებს უშვებენ. გარდაუვალი ციხიდან თავის გადასარჩენად ბანდის ლიდერი, მისტერ ვოლფი იძულებულია უკიდურესი ზომები მიიღოს: „ცუდი ბიჭები“ უკეთესობისკენ უნდა შეიცვალონ. ან ვითომ? მაგრამ როდესაც ახალი ბოროტმოქმედი ემუქრება ქალაქს, შეუძლია თუ არა მისტერ ვოლფს დაარწმუნოს სხვები, რომ მართლაც გახდნენ... კარგი ბიჭები?
უილი სპანის ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც მისი მომავალი ყოფილი მეუღლე ლიზა იდუმალებით მოცულ ვითარებაში უგზო-უკვლოდ ქრება ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც სასოწარკვეთილი უილი მისი მეუღლის პოვნის უიმედო მცდელობაში ადგილობრივ პოლიციას და ლიზას მშობლებს ჩარევს, მაგრამ დრო გადის და მასზე ეჭვები ჩნდება. შედეგად, მთავარი გმირი საკუთარ გამოძიებას იწყებს და ქალაქის კრიმინალურ ქვესკნელში ეშვება...
ედი ბროკი ცდილობს საკუთარი კარიერის დაბრუნებას სერიული მკვლელის - კლეტუს კესიდისგან ინტერვიუს აღებით, რომელიც ხდება სიმბიოტი ქარნიჯის მასპინძელი და გარბის ციხიდან წარუმატებელი სიკვდილით დასჯის შემდეგ...
სათავგადასავლო ანიმაციური ფილმი, რომელშიც მოვლენები იმ ეპოქაში ვითარდება, როდესაც საშინელი ურჩხულები დაცურავდნენ ზღვებში, ხოლო მონსტრებზე მონადირეები ცნობილი გმირები იყვნენ, და არავინ იყო ისე პატივსაცემი, როგორც დიდებული ჯეიკობ ჰოლანდი. ფილმი ახალგაზრდა გოგონას მეისი ბრამბლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჯეიკობის გემზე იმალება, სადაც ყველაფერი, რაც ლეგენდარულმა ზღვის ურჩხულებზე მონადირემ იცოდა, თავდაყირა დადგება, როდესაც აღმოაჩენს, რომ გოგონა ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და საშიშ ზღვის ურჩხულს დაუმეგობრდა ღია ზღვაში. შედეგად, გმირები მოულოდნელ კავშირს ქმნიან და ერთად იწყებენ ეპიკურ მოგზაურობას ამოუცნობ წყლებში, რომელსაც მივყავართ იქ, სადაც რუკა მთავრდება და იწყება ნამდვილი თავგადასავალი...
გასართობი წვეულება, ყურადღების ცენტრში ექცევა, როდესაც ვარსკვლავ სპორტსმენს საერთო საცხოვრებელში გარდაცვლილს იპოვნიან. მკვლელობა სოციალურ მედიაში დიდ ინტერესს იწვევს და ქვეყნდება მრავალი პოსტი, რომელიც წინ უსწრებს გამოძიებას, რათა ფარდა აეხადოს სკოლის ბნელ საიდუმლოებებს და გამოაშკარავდეს მკვლელობის შემდეგ დატოვებული სიმბოლოს რეალური მნიშვნელობა...
მოვლენები მექსიკაში მდებარე, იზოლირებულ პატარა ქალაქში ვითარდება და ამერიკელი ეგზორცისტის, მამა პიტერ უილიამსის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც იმ დემონით გახდება შეპყრობილი, რომლის განდევნასაც ცდილობდა. შედეგად ყველაზე საშინელ ცოდვას ჩაიდენს. თვრამეტი წლის შემდეგ, ამ ცოდვის შედეგები კვლავ ბრუნდება, რაც მასში არსებულ ბოროტებასთან უდიდესი ბრძოლის დასაწყისი გახდება...
ბავშვის გაჩენის უშედეგო მცდელობის შემდეგ, ქმარი მოელაპარაკება მეგობრებს გაძარცვონ სპერმის ბანკი, რათა მოიპოვოს მის მიერ ახალგაზრდობაში შეწირული ნიმუში...
1921 წელს ინგლისი პირველი მსოფლიო ომით გამოწვეული ტკივილითა და დანაკარგითაა მოცული. ამ დროს, ფლორენს ქეთქართი ბავშვი-მოჩვენების აღმოსაჩენად ერთერთ სკოლაში ჩადის...
როდესაც CIA აღმოაჩენს, რომ მისმა ერთ-ერთმა აგენტმა საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა, რომელმაც 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გამოცდილ ოპერმუშაკს ჰენრი პელჰემის ვენის სააგენტოს ყოფილ კოლეგებს შორის მოღალატის გამოვლენა დაევალება. მის გამოძიებას ის ავსტრიიდან ინგლლისში და კალიფორნიაში მიჰყავს, სადაც მთავარი გმირი კვლავ ხვდება თავის ყოფილ კოლეგას და ყოფილ შეყვარებულს, სელია ჰარისონს. ახლა გლობალური ჯაშუშობის, მორალური გაურკვევლობისა და სასიკვდილო ღალატის ამ შთამბეჭდავ ისტორიაში, ახალგაზრდა წყვილი იძულებულია პროფესიასა და ვნებას შორის საზღვრები წაშალოს...
ფილმში მოვლენები 2135 წელს ვითარდება. კაცობრიობამ მხოლოდ სასწაულით გაუძლო უცხოპლანეტელების რასის ორ შეტევას და ემზადება მორიგი შეტევისთვის. პილოტების და მეთაურების ძიებისთვის, რომლებიც შეძლებენ დედამიწის გადარჩენას, იქმნება ახალი სამხედრო სკოლა, სადაც ასწავლიან ყველაზე ნიჭიერ ბავშვებს ადრეული ასაკიდან. ამ ბავშვებს შორის არის ენდრიუ ვიგინი - დედამიწის საერთაშორისო ფლოტის მეთაური და კაცობრიობის გადარჩენის ბოლო იმედი...
ხუთი წლის წინ ფილმის მთავარმა გმირმა - მაქს ლევინსკიმ, ციხეში ჩასვა საშიში დამნაშავე სახელად ჯეკობ სტერნვუდი, რომელიც ახლახანს გამოვიდა ციხიდან, დაბრუნდა ლონდონში და გადაწყვეტილი აქვს მოინახულოს თავისი მტერი...
შანგ-ჩი იზოლაციაში გაზრდილი კუნგ-ფუს ოსტატია, რომელიც მამის ხელმძღვანელობით მრავალი ვარჯიშის წყალობით, ბავშვობიდანვე სრულყოფილად აითვისა საბრძოლო ხელოვნება. მას ჰგონია, რომ მისი წარსული უკან მოიტოვა, მაგრამ ის კიდევ ერთხელ ახსენებს თავს, როდესაც მთავარი გმირი "ათი ბეჭდის" ორგანიზაციის მისტიკურ სამყაროში გაეხვევა...
ორეგონის ერთ მიყრუებულ ქალაქში საშუალო სკოლის მასწავლებელი და მისი შერიფი ძმა იდუმალმა მოსწავლემ უსიამოვნებებში ჩაითრია. მის შავბნელ საიდუმლოებებს ისინი მიჰყავთ ლეგენდარულ წინაპარ არსებასთან, რომელიც მათ დაბადებამდე ცხოვრობდა...
ბეტმენი მეორე წელია, რაც დანაშაულს ებრძვის. იმ დროს, როცა სერიულ მკვლელს - ადამიან გამოცანას უპირისპირდება, გოთემში აღმოაჩენს კორუფციას, რაც მის ოჯახთანაცაა დაკავშირებული...
როდესაც ჯინო ხვდება მრბოლელ ბენედიქტეს - ეს ერთი ნახვით სიყვარულია. ვნებიანი. უპირობო. ცეცხლოვანი. მაგრამ ჯინო საიდუმლოს მალავს. საიდუმლო, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს და თქვენს გარშემო მყოფთა სიცოცხლეს. ჯინოს და ბენედიქტეს სიყვარულის გადასარჩენად - ბედის, გონების და საკუთარი სისუსტეების წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევთ...
ნიკოლასი დაუნის სინდრომის მქონე 10 წლის ბავშვია, რომელსაც დედა ყოველ წელს ახალ საკარნავალო კოსტიუმს უმზადებს. მას აქვს მაიმუნის, მამაცი მეკობრის, დრაკონის ფორმები. თუმცა სამწუხაროდ მოულოდნელად დედა გარდაიცვლება, რის შემდეგაც ნიკოლასს ბებია ბაბუასთან და ბიძაშვილთან მოუწევს საცხოვრებლად გადასვლა, რომელსაც კოშმარები სტანჯავს.
ექვსი ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანი, რომლებმაც სასიკვდილო თამაშში გადარჩენა მოახერხა, ისევ ნების საწინააღმდეგოდ აღმოჩნდებიან ჯოჯოხეთურ თამაშში. ამჯერად მათ კიდევ უფრო საშინელი გამოცდები ელით წინ, სადაც დავალებები უფრო რთული და დაუნდობელი, ხოლო გადარჩენის შანსი ნულის ტოლფასი გახდა…
მშვიდი, თუმცა ულმობელი შუასაუკუნეების მებრძოლი თავის სამეფოს ურჩხულებისგან და ოკულტიზმისგან იცავს. მისი თავების კოლექციას ერთი თავი აკლია - თავი ურჩხულისა, რომელმაც მისი ქალიშვილი მოკლა წლების წინ. შურისძიების წყურვილით შეპყრობილი ურჩხულს ყველგან ეძებს, მაგრამ როდესაც მეორე შანსი მიეცემა, იგი ბევრად უფრო საშინელი აღმოჩნდება, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა...
ტრევის ბლოკი საიდუმლო სამთავრობო აგენტია, რომელიც ცდილობს შეეგუოს თავის ბნელ წარსულს. მაგრამ როდესაც სახიფათო დავალების შესრულებისას მთავარი გმირი სასიკვდილო შეთქმულებას გამოავლენს მის ორგანიზაციაში, რომელიც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში აღწევს, ის ფარული კონფლიქტის ქაოტურ ეპიცენტრში აღმოჩნდება, რაც ტრევის FBI-ის დირექტორის სამიზნეს გახდის, და ახლა სანამ ბლოკი ჟურნალისტის დახმარებით თავისი წარსული დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობს, ბოროტმოქმედები მის ქალიშვილს და შვილიშვილს გაიტაცებენ...
2002 წელს ჩირლიდინგის გუნდის კაპიტანი, რუბი ყველაზე ლამაზი და პოპულარული გოგონა იყო სკოლაში, რომელიც კვოტერბეკს ხვდება და მალე გამოსაშვები საღამოს დედოფალი უნდა გამხდარიყო. ყველა ბიჭი ოცნებობდა მასთან ყოფნაზე, რომელსაც ყველაფერი ქონდა მანამ, სანამ წარუმატებელი აკრობატული ტრიუკის გამო კომაში არ ჩავარდა. ოცი წლის შემდეგ რუბი კომიდან გამოდის და ხვდება, რომ მან ცხოვრების საუკეთესო ნაწილი დაკარგა. მაგრამ 37 წლის ქალად ქცეული მთავარი გმირი სკოლაში ბრუნდება და ცდილობს თავისი სკოლის ვარსკვლავის როლი დაიბრუნოს. მაგრამ ყველაზე მეტად მას გამოსაშვები საღამოს დედოფლის გვირგვინის მორგება სურს...
ევა ბარში გაიცნობს მამაკაცს, რომელიც მისი აზრით ძალიან მომხიბვლელია. ყველაფერი რთულდება როდესაც ის აღმოაჩენს რომ მის წინაშე ფსიქოპატი და მისი ამალაა...
წყვილი შვილთან ერთად გადავა კოლუმბიაში საცხოვრებლად, რომ თვალყური ადევნონ საოჯახო ბიზნესს - გადამამუშავებელი ქარხნის მუშაობას. მალე ისინი მიხვდებიან, რომ მათ სახლში მოჩვენებები დასახლდნენ...
ფილმის მთავარი გმირები ლილი და როზი ძველი მეგობრები არიან, მათ ერთმანეთის ვაჟები შეუყვარდებათ. იმის შიშით, რომ საზოგადოებამ არ დაგმოს ისინი, ქალები მალავენ თავიანთ ურთიერთობებს წლების მანძლზე, სანამ საიდუმლო არ გახდება საჯარო...
ერთ დროს გიგანტი ფარმაცევტული კომპანია „ამბრელა კორპორეიშენის“ მშობლიური ქალაქი, რაკუნ სითი, დასავლეთის ცენტრალურ მომაკვდავ ქალაქად იქცა. კომპანიის დახურვამ ქალაქი ნანგრევებად აქცია, სადაც უზარმაზარი ბოროტება მძვინვარებს. ბოროტი ძალების გამოჩენის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა სამუდამოდ იცვლება. გადარჩენილთა პატარა ჯგუფებმა კი ერთად უნდა იმოქმედონ, რათა „ამბრელას“ საიდუმლოებები გამოააშკარაონ და მეორე დილამდე მიაღწიონ...
მას შემდეგ, რაც საშინელი ვირუსული პანდემია მთელ მსოფლიოს გაანადგურებს, გადარჩენილი ადამიანები იძულებულები არიან ებრძოლონ ძლიერად შეიარაღებულ ფანატიკოსთა ჯგუფს, რომლებიც თვლიან, რომ ისინი იფარებენ ახალგაზრდა ქალს, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ვირუსის დამარცხებასა და მსოფლიოს მოწესრიგებაში…
ორი ახალგაზრდა და აღმოაჩენს, რომ მათი დეიდის სახლში ყველა სარკე დაფარული ან გადამალულია. როდესაც ერთ-ერთი მათგანი სარდაფში ძველ სარკეს ნახავს, გაუცნობიერებლად ავსულ დემონს გამოათავისუფლებს...
იდილიური ოჯახური არდადეგები საშინელებად იქცევა, როდესაც საშუალო სკოლის პედაგოგი ალანი და მისი მეუღლე ჯილი და გერიშვილები მაიკი და ჯორდონი იზოლირებული სანაპირო ზოლის შესასწავლად გაემგზავრებიან. მოწანწალებთან მოულოდნელი შეხვედრა ოჯახის მოგზაურობას კოშმარულს გახდის, სადაც ისინი იდუმალი ფსიქოპათის და მისი თანამზრახველის ტყვეები აღმოჩნდებიან. თავდაპირველად ჩანს, რომ ოჯახური ტერორი ორ სოციოპათან შემთხვევითი შეხვედრით წარმოიშვა, მაგრამ ღამის დადგომისთანავე, ალანი და ჯილი ხვდებიან, რომ ეს კოშმარი 20 წლით ადრე ამოქმედდა; და როდესაც ისინი ახლოს მიდიან თავიანთ საიდუმლოებით მოცულ საბოლოო დანიშნულების ადგილთან, ერთ-ერთი მოძალადე საშინელ საიდუმლოს გამოავლენს...
ჯოს მიატოვებს შეყვარებული, რის შედეგადაც მისი მეგობრები, რომლებსაც იტაცებს სიტუაციური თამაშები: ერიკი და ჰანგი შესთავაზებენ მას მოსაწევს და მოდუნებას. შედეგად, ჯო იღვიძებს სატვირთოში, მას აცვია რაინდის ფორმა და იგი თამაშის შუაგულშია...
ესპანელი პოლიტიკოსს და მის გარემოცვას, რომლის მაღალი კლასის ცხოვრების წესი დაფუძნებულია საძაგელ და უკანონო ბიზნესზე, საფრთხე დაემუქრება მას შემდეგ, რაც გაზეთი მას საზოგადოების წინაშე ამხელს...
სიყვარულის, ღალატის, დაცემის, შურისძიებისა და მკვლელობის 3 ათწლეული. ფილმში ვნახავთ, თუ რას ნიშნავს სახელი, რამდენად ძვირად ფასობს ის და რამდენად შორს შეუძლია, შეტოპოს ოჯახმა ძალაუფლების მოსაპოვებლად...
ადამიანი-ობობას ფილმების ისტორიაში პირველად ჩვენი სამეზობლოს მეგობრული გმირი ნიღაბს იხსნის და მისი ჩვეული ცხოვრება და სუპერგმირობის ტვირთი ერთმანეთში იხლართება. როცა ის დახმარებას დოქტორ სტრეინჯს სთხოვს, ყველაფერი უფრო სახიფათო ხდება. მალე კი აღმოაჩენს, თუ რას ნიშნავს რეალურად იყო ადამიანი-ობობა...
პატივსაცემი ვეტერანი უილ შარპი სასოწარკვეთილია, რადგან ცოლის სამკურნალოდ ფული სჭირდება. ის დახმარებას სთხოვს, ადამიანს, რომელსაც არ უნდა სთხოვოს - მის ნაშვილებ ძმას დენის. დენი ქარიზმატული კრიმინალია, რომელიც ფულის სესსხების ნაცვლად ლოს ანჯელესის ისტორიაში ბანკის ყველაზე მასშტაბურ ძარცვას სთავაზობს. მათ უნდა მოიპარონ 32 მილიარდი დოლარი. უილი ცოლის გადასარჩენად ყველაფრისთვის მზად არის...
ევა, ყოფილი მოცეკვავეა, რომელიც ახლა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული და სიარული არ შეუძლია. მაგრამ როდესაც მისი მეგობარი სოფი შობის წინ მას ძველ ხის ანტიკვარულ კალენდარს აჩუქებს, ის აღმოაჩენს, რომ კალენდარის თითოეულ ფანჯარაში სიურპრიზია, რომელსაც აქვს შედეგები რეალურ ცხოვრებაში: ზოგიერთი მათგანი კარგია, მაგრამ უმეტესობა ცუდი. ახლა ევას არჩევანის გაკეთება მოუწევს – კალენდარის თავიდან მოშორება ან ძველი ცხოვრების და ცეკვის დაბრუნება, თუნდაც ეს სხვისი სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.
ვიტა და ვირჯინია არის სიყვარულის ისტორია მწერალ ვირჯინია ვულფ "ელიზაბეტ დებიკის" და არისტოკრატ ვიტა საკვვილ უესტ "ჯემა არტერტონს" შორის რომანისა და მეგობრობის შესახებ...
არმიის კაპიტანი ჯეი ჯეი კოლინზი წყნარი ოკეანის შუაგულში მდებარე სამხედრო ბაზაზე აღმოჩნდება მას შემდეგ, რაც მას შეცდომით გაათავისუფლებენ პენტაგონში საოცნებო სამსახურიდან. როდესაც ერთდროული კოორდინირებული თავდასხმა დაემუქრება თავად ბაზას, კოლინზი უპირისპირდება ქარიზმატულ, მაგრამ არაკეთილსინდისიერ აშშ-ს სამხედრო დაზვერვის ყოფილ ოფიცერს ალექსანდრე კესელის, რომელიც აპირებს წარმოუდგენელი გეგმის განხორციელებას. ახლა მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე, კოლინზმა უნდა გამოიყენოს თავისი ტაქტიკური წვრთნა და სამხედრო გამოცდილება, რათა დაადგინოს, ვის შეუძლია ენდოს, და ხელი შეუშალოს კესელის და მის ფარულ დაქირავებულებს მათი რთული და საშინელი მისიის დასრულებაში...
ახალგაზრდა წყვილი სახლის შესაძენად, დახმარებისთვის უძრავი ქონების სააგენტოს მიმართავს. ისინი შეხვდებიან უცნაურ გაყიდვების აგენტს, რომელიც მათ პატარა ოჯახის შესაფერის ახალ, მისტიურ სახლს შესთავაზებს...
როდესაც ლამაზი და ძლიერი პრინცესა უარს ამბობს მოძალადე სოციოპათის ცოლობაზე, მას გაიტაცებენ და თავისი მამის ციხესიმაგრეში მდებარე იზოლირებულ კოშკში გამოკეტავენ. ახლა სანამ მისი საძულველი და შურისმაძიებელი საქმრო, ახალგაზრდა გმირის მამის ტახტის დაკავებას მთელი ძალებით ცდილობს, პრინცესამ უნდა დაიცვას თავისი ოჯახი და გადაარჩინოს სამეფო…
მთვარეზე დაშვებისას ამოუცნობი ძალა მთვარეს დედამიწის ორბიტას მოაშორებს და ჩვენთვის ნაცნობი სამყაროს გასანადგურებლად გაგზავნის. შეჯახებამდე და სამყაროს აღსასრულამდე რამდენიმე კვირით ადრე „ნასას“ ხელმძღვანელი და ყოფილი ასტრონავტი ჯო ფაულერი დარწმუნებულია, რომ ჩვენი გადარჩენა შეუძლია. თუმცა მისი მხოლოდ ერთ ასტრონავტს წარსულიდან ბრაიან ჰარპერს და შეთქმულების თეორეტიკოსს ქეი სი ჰაუსმენს სჯერათ. ეს გმირობისთვის შეუფერებელი ადამიანები წარმოუდგენელ მისიას მოაწყობენ კოსმოსში. ისინი ტოვებენ ყველა საყვარელ ადამიანს, რათა გაარკვიონ, რომ მთვარე სინამდვილეში ისეთი სულაც არ ყოფილა, როგორიც გვეგონა...
პიტერი და ემა საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ როდესაც შეხვდებიან, მათ მაშინვე ერთი რამ დააკავშირებს: ორივე მოულოდნელად მიატოვა მათმა პარტნიორებმა, ენიმ და ნოემ. შედეგად, გმირების თანაგრძნობა მისიად გადაიქცევა, როცა სოციალურ ქსელში ნახავენ, რომ მათი ყოფილები სიხარულით გადავიდნენ ახალ რომანზე: ენი ლოგანთან და ნოე ჯინისთან. 30 წლის ასაკში მათი დიდი ხნის და ბედნიერი ცხოვრების შანსის დაკარგვით, და ყველაფრის თავიდან დაწყების პერსპექტივით შეშინებული, პიტერი და ემა სასოწარკვეთილ შეთქმულებას აწყობენ თავიანთი სიყვარულის დასაბრუნებლად. ახლა ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თავინთი ყოფილების ურთიერთობები შეწყვიტონ.
მთავარმა გმირმა და დიდებულმა მეომრებმა ძალები უნდა გააერთიანონ და ერთად წავიდნენ ეპიკური მოგზაურობაში, რათა ჯადოქართა იდუმალ ორდერს შეებრძოლონ, რომელიც მსოფლიოს დაპყრობას აპირებს.
ისინი ვინც მიდიან მაქსი და ეივერი სოციალური მედიის აპლიკაციის გამოყენებით შეხვდებიან პირველ პაემანზე. ისინი ერთ მოჩვენებებით სავსე სახლში აღმოჩნდებიან და გააცნობიერებენ, რომ შესაძლოა ტრავმამ, რომელსაც ორივენი განიცდიან, ან გადაარჩინოს ისინი ან მათთვის დაუვიწყარ კოშმარად იქცეს.
კრიმინალური თრილერი, რომელშიც მოვლენები სიეტლში COVID-19-ის პანდემიის დროს ვითარდება და ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე მომუშავე, აგორაფობიით დაავადებული ახალგაზრდა გოგონას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მისი კომპანიის მონაცემების ანალიზის დროს ძალადობრივი დანაშაულის მტკიცებულებებს აღმოაჩენს და წინააღმდეგობასა თუ ბიუროკრატიას ხვდება, როდესაც ის ცდილობს ამის შესახებ თავის კომპანიას შეატყობინოს. ახლა სიმართლის გამოსავლენად, გოგონა იძულებულია მის ყველაზე დიდ შიშს დაუპირისპირდეს და გავიდეს თავისი ბინიდან მომიტინგეებით სავსე ქალაქის ქუჩებში.
კაილი და სუინი არკანზასელი ნარკობარონის , სახელად „ბაყაყის“, ბრძანებებს ასრულებენ, რომელიც არასდროს უნახავთ. მაგრამ როდესაც გარიგება „ჩავარდება“ შედეგებიც საშინელი იქნება...
13 წლის ადამ რიდი, რომელიც ჯერ კიდევ გლოვობს მამის უეცარ სიკვდილს, ერთ ღამეს თავის ავტოფარეხში დამალულ დაჭრილ პილოტს აღმოაჩენს. ეს იდუმალი პილოტი მისი უფროსი ვერსია აღმოჩნდება მომავლიდან, სადაც დროში მოგზაურობა საწყის ეტაპზეა. მან ყველაფერი გარისკა, რათა უკან დაბრუნებულიყო საიდუმლო მისიით. ახლა ისინი ერთად უნდა წავიდნენ თავგადასავალებით სავსე წარსულში, რათა იპოვონ მამა, გამოასწორონ ყველაფერი და გადაარჩინონ სამყარო. გარდა ამისა, გმირები აღმოაჩენენ, რომ სინამდვილეში მათ არ მოსწონთ ერთმანეთი და თუ ისინი აპირებენ სამყაროს გადარჩენას, ჯერ უნდა გაარკვიონ, როგორ შეეგუონ ერთმანეთს.
„მარადიულნი“ უძველესი უცხოპლანეტელების გუნდია, რომლებიც დედამიწაზე საუკუნეების მანძილზე საიდუმლოდ ცხოვრობენ. მოულოდნელი ტრაგედია მათ ჩრდილიდან გამოსვლას და კაცობრიობის უძველეს მტერთან - უცხოებთან ბრძოლას აიძულებს.