we-have-a-ghost qartulad

ჩვენ მოჩვენება გვყავს ქართულად | We Have a Ghost qartulad

ჩვენ მოჩვენება გვყავს ქართულად | We Have a Ghost qartulad



მოკლე აღწერა:

მას შემდეგ, რაც კევინი იპოვის მოჩვენებას სახელად ერნესტს, რომელიც მის ახალ სახლში ბინადრობს, ის სოციალური მედიის სენსაციად იქცევა. თუმცა როცა კევინი და ერნესტი გარდაცვლილის წარსულის გამოძიებას იწყებენ, ისინი დაზვერვის სააგენტოს სამიზნეები ხდებიან...

the-new-toy-le-nouveau-jouet qartulad

ახალი სათამაშო ქართულად | The New Toy (Le nouveau jouet) qartulad

ახალი სათამაშო ქართულად | The New Toy (Le nouveau jouet) qartulad



მოკლე აღწერა:

ფრანსის ვებერის 1976 წლის საკულტო კლასიკის “სათამაშო”-ს რიმეიქი. სამი, ბედნიერად ცხოვრობს სისტემის გარეთ, მრავალბინიან კორპუსში, ბავშვობის მეგობრებთან და მეუღლესთან ერთად, რომელიც პირველ შვილს ელოდება. შედეგად, მომავალი ოჯახის მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად, სამი ძალიან უხალისოდ იწყებს მუშაოაბას ღამის დარაჯად მაღაზიაში. ფილიპი – საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანია. ის ცივი და უგრძნობი ადამიანი გახდა, მას შემდეგ რაც მისი მეუღლე გარდაიცვალა. ალექსანდრე – მისი ერთადერთი ვაჟი და ფილიპის მთელი სიმდიდრის მემკვიდრეა – თავშესაფარს ეძებს განებივრებული ბავშვის მარტოსულ სამყაროში. დაბადების დღეზე ფილიპი ხსნის სათამაშოების განყოფილებას მაღაზიაში, სადაც მთავარი გმირი მუშაობს და ეუბნება ალექსანდრეს, რომ შეუძლია მიიღოს ის, რაც უნდა. ალექსანდრე ირჩევს სამის...

birdman qartulad

ბერდმენი ქართულად | Birdman qartulad

ბერდმენი ქართულად | Birdman qartulad



მოკლე აღწერა:

სიუჟეტი ყოფილ მსახიობზე მოგვითხრობს, რომელმაც წარსულში პოპულარული სუპერგმირის როლი შეასრულა და ახლა გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს ბროდვეის სპექტაკლში, იმისათვის რომ დაიბრუნოს ძველი პოპულარობა და დიდება...

nightride qartulad

ღამის რაიდი ქართულად | Nightride qartulad

ღამის რაიდი ქართულად | Nightride qartulad



მოკლე აღწერა:

თრილერი რეალურ დროში, რომელშიც მოვლენები ბელფასტის შუაღამის ქუჩებში ვითარდება და ახალგაზრდა წვრილმანი დილერი მძღოლის ბეიჯის შესახებ მოგვითხრობს, როდესაც ის საშიში მევახშისგან ნასესხები ნაღდი ფულით ცდილობს ბოლო გარიგება დადოს. მაგრამ როცა ტრანსფერი კატასტროფულად არასწორედ წარიმართება, ახალგაზრდა გმირი დროის წინააღმდეგ რბოლაში აღმოჩნდება, რომ იპოვოს დაკარგული პროდუქტი და ახალი მყიდველი, სანამ მას საშიში მევახშე გაანაგურებს.

elvis qartulad

ელვისი ქართულად | Elvis qartulad

ელვისი ქართულად | Elvis qartulad



მოკლე აღწერა:

ელვის პრესლის ცხოვრებისა და მუსიკის ისტორია მის მენეჯერთან, პოლკოვნიკ ტომ პარკერთან რთული ურთიერთობის პრიზმაში. ისინი ერთად მუშაობდნენ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში: ელვისის კარიერის დასაწყისიდან მის უპრეცედენტო დიდებამდე...

devotion qartulad

თავდადება ქართულად | Devotion qartulad

თავდადება ქართულად | Devotion qartulad



მოკლე აღწერა:

ეპიკური ნამდვილი ამბავი გმირობის, მეგობრობისა და თავდადების შესახებ, რომელშიც მოვლენები კორეის ომის დროს ვითარდება და აშშ-ს საჰაერო ძალების 32-ე გამანადგურებელი ესკადრილიის ორი მფრინავის, აფროამერიკელი ჯესი ბრაუნისა და თეთრკანიანი ტომ ჰადნერის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მათი განსხვავებული წარმოშობის მიუხედავად, ომის შუაგულში მყოფები თავიანთი ქვეყნის სასიკეთოდ ერთად ბრძოლას სწავლობენ. საერთო დივერსიული ოპერაციის შესრულებისას გმირები საუკეთესო მეგობრები გახდებიან. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრაუნის თვითმფრინავი მტრის ტერიტორიაზე ჩამოვარდება, მათ მეგობრობას მკაცრი გამოცდის გავალა მოუწევს...

world-war-z qartulad

მსოფლიო ომი Z ქართულად | World War Z qartulad

მსოფლიო ომი Z ქართულად | World War Z qartulad



მოკლე აღწერა:

გაეროს წარმომადგენელი ჯერი ლეინი ცდილობს მოძებნოს ანტივირუსი, რომელმაც კაცობრიობა საშინელი აღსასრულისგან უნდა იხსნას...

buried-in-barstow qartulad

ბარსტოუში დამარხული ქართულად | Buried in Barstow qartulad

ბარსტოუში დამარხული ქართულად | Buried in Barstow qartulad



მოკლე აღწერა:

ჰეიზელ კინგს, მარტოხელა დედას, მყარად აქვს გადაწყვეტილი დაიცვას საკუთარი ქალიშვილი ისეთი ცხოვრებისგან, როგორიც მას ერთდროს ჰქონდა, როდესაც იცავდა ადამინებს, ვისაც საკუთარი თავის დაცვა არ შეეძლოთ...

knock-at-the-cabin qartulad

კაკუნი ქოხში ქართულად | Knock at the Cabin qartulad

კაკუნი ქოხში ქართულად | Knock at the Cabin qartulad



მოკლე აღწერა:

რეჟისორის და სცენარისტის მ. ნაიტ შიამალანის ახალი საშინელებათა თრილერი, ახალგაზრდა დაქორწინებული წყვილის, ენდრიუს და ერიკის და მათი ნაშვილები ქალიშვილის ვენის შესახებ, რომლებიც ნიუ-ჰემფშირში მდებარე შორეულ ქოხში დასვენებას გადაწყვეტენ. მაგრამ გმირების დასვენება კოშმარად გადაიქცევა, როდესაც მოულოდნელად მათ სახლში უცნობები შეიჭრებიან, სადაც ისინი ოჯახს ატყვევებენ და ეუბნებიან, რომ მოსალოდნელი აპოკალიფსის თავიდან ასაცილებლად, ერთი მათგანი მათი ხელით უნდა მოკვდეს...

die-hart qartulad

მოკვდი ჰარტ ქართულად | Die Hart qartulad

მოკვდი ჰარტ ქართულად | Die Hart qartulad



მოკლე აღწერა:

კევინ ჰარტი ცდილობს ბლოკბასტერების ვარსკვლავად იქცეს და ცოდნის მისაღებად რონ უილკოქსის სკოლაში იწყებს სიარულს. ის თვლის, რომ სწორედ ამ გზით შეძლებს კინოინდუსტრიის ყველაზე მოთხოვნად კადრად იქცეს...

teen-wolf-the-movie qartulad

თინეიჯერი მგელი: ფილმი ქართულად | Teen Wolf: The Movie qartulad

თინეიჯერი მგელი: ფილმი ქართულად | Teen Wolf: The Movie qartulad



მოკლე აღწერა:

ბეიკონ ჰილსში სავსე მთვარე ამოდის და მასთან ერთად შემაძრწუნებელი ბოროტება იღვიძებს. მგლები ისევ იწყებენ ყმუილს და იხმობენ ბანშებს, ადამიან კოიოტებს, დემონ ძაღლებს, კიცუნეებს და სხვა ღამის ურჩხულებს. მაქცია სკოტ მაკქოლი თინეიჯერი აღარაა, თუმცა მაინც ლიდერად რჩება და მხოლოდ მას შეუძლია, ახალი მოკავშირეები და სანდო მეგობრები შეკრიბოს და ყველაზე ძლიერ და მომაკვდინებელ მტერს შეერკინოს...

peter-rabbit-2-the-runaway qartulad

კურდღელი პიტერი 2 ქართულად | Peter Rabbit 2: The Runaway qartulad

კურდღელი პიტერი 2 ქართულად | Peter Rabbit 2: The Runaway qartulad



მოკლე აღწერა:

ტომასი და ბეა დაქორწინდნენ, ახლა პიტერთან და მის კურდღლების ოჯახთან ერთად ცხოვრობენ. ბაღში ცხოვრებით თავმობეზრებული პიტერი დიდ ქალაქში წავა, გაიცნობს საეჭვო პერსონაჟებს და მთელ ოჯახს ქაოსსა და აურზაურში გაჰხვევს...

the-pale-blue-eye qartulad

მკრთალი ცისფერი თვალი ქართულად | The Pale Blue Eye qartulad

მკრთალი ცისფერი თვალი ქართულად | The Pale Blue Eye qartulad



მოკლე აღწერა:

ლუის ბაიარდის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული კრიმინალური ჰორორი, რომელშიც მოვლენები 1830 წელს ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში ვითარდება, რომლის მკაცრ რეჟიმს და დისციპლინას საშინელი ამბები ანადგურებს, როდესაც იპოვნიან იუნკერის ცხედარს, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო საპარადო მოედანზე, ხოლო ღამით ვიღაც მიცვალებულს გულს ამოაჭრის. აკადემიას, არ სურს ამ ინციდენტების გასაჯაროება და ვეტერან კერძო დეტექტივს, ავგუსტუს ლენდორს ქირაობს. მტკიცებულებების შეგროვებისა და მოწმეების დაკითხვის პროცესში, იგი ხვდება ადგილობრივ კადეტს – თავშეკავებულ ინტროვერტს, სახელად ედგარ ალან პოს.

collide qartulad

ავტობანი ქართულად | Collide qartulad

ავტობანი ქართულად | Collide qartulad



მოკლე აღწერა:

ფილმი მოგვითხრობს ერთი ტურისტი გოგონას და მისი მეგობრის ისტორიაზე, რომელიც არასწორ დროს, არასწორ ადგილას აღმოჩნდება და ეს გამოიწვევს მათ მონაწილეობას ორი მაფიოზური კლანის დაპირისპირებაში. რის შემდეგაც დაიწყება სასიკვდილო რბოლა გერმანიის მაგისტრალებზე...

5-is-the-perfect-number qartulad

5 შესანიშნავი რიცხვია ქართულად | 5 Is the Perfect Number qartulad

5 შესანიშნავი რიცხვია ქართულად | 5 Is the Perfect Number qartulad



მოკლე აღწერა:

ფილმი გადაღებულია ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. იგი მოგვითხრობს 1970-იანი წლების ნეაპოლში მოღვაწე დაქირავებული მკვლელის შესახებ, რომელიც თავის საქმიანობას უბრუნდება მას შემდეგ, რაც ვაჟიშვილს მოუკლავენ. ეს ტრაგიკული შემთხვევა თითოეულ გმირს ასევე დააფიქრებს ზოგადად ცხოვრებაზე და კონკრეტულად, მოცემულ საზოგადოებაზე...

the-menu qartulad

მენიუ ქართულად | The Menu qartulad

მენიუ ქართულად | The Menu qartulad



მოკლე აღწერა:

ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი, მარგო და ტაილერი შორეულ კუნძულზე მდებარე ექსკლუზიური და უნიკალური რესტორნის მოსანახულებლად მიემგზავრებიან, რომელსაც ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს, სადაც ამ დაწესებულების შეფ-მზარეული სლოვიკი, ახლგაზრდა გმირებს სთავაზობს მდიდრულ მენიუს შოკისმომგვრელ სიურპრიზებთან ერთად…

m3gan qartulad

მეგანი ქართულად | M3GAN qartulad

მეგანი ქართულად | M3GAN qartulad



მოკლე აღწერა:

სათამაშოების კომპანიის გენიოსი თანამშრომელი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა შექმნას მეგანი - ადამიანის მსგავსი თოჯინა, რომელიც მის ახლადდაობლებულ დისშვილს ემოციურად უნდა დაუახლოვდეს. თუმცა თოჯინის პროგრამას ხარვეზი აღმოაჩნდება და ახალი მეგობრის მიმართ ზედმეტ მზრუნველობას გამოიჩენს, რასაც სახიფათო შედეგები მოჰყვება...

you-people qartulad

თქვენ, ადამიანებო ქართულად | You People qartulad

თქვენ, ადამიანებო ქართულად | You People qartulad



მოკლე აღწერა:

რომანტიკული კომედია, რომელიც ახალგაზრდა ახლადშექმნილი წყვილისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც კულტურებს შორის შეჯახების, გაუმართლებელი სოციალური მოლოდინების და თაობათა განსხვავებების ფონზე, თანამედროვე სამყაროში სიყვარულს, ოჯახურ დინამიკასა და ურთიერთობებს იკვლევს…

plane qartulad

თვითმფრინავი ქართულად | Plane qartulad

თვითმფრინავი ქართულად | Plane qartulad



მოკლე აღწერა:

კომერციული თვითმფრინავის პილოტი ბროდი ტორანსი ავარიულ დაშვებას ახორციელებს მას შემდეგ, რაც დამანგრეველი ქარიშხალი აზიანებს მის თვითმფრინავს, რომელიც დაეშვება მტრულ ტერიტორიაზე, რის გამოც მგზავრები დაუცველები აღმოჩნდებიან ადგილობრივი შეიარაღებული ბოევიკების მიმართ, რომლებიც მძევლების აყვანას ცდილობენ. შედეგად, ბროდი გადაწყვეტს დაიცვას მგზავრები დახმარების მოსვლამდე და ერთადერთი ადამიანი, ვისაც ტორანსი შეიძლება დაეყრდნოს, არის მკვლელობაში ბრალდებული ლუი გასპარი, რომელიც FBI-ის გადაჰყავდა. ახლა მგზავრების გადასარჩენად ბორდის დასჭირდება გასპარის დახმარება, რომლის დროსაც გაიგებს, რომ გასპარს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

black-panther-wakanda-forever qartulad

შავი პანტერა: ვაკანდა სამუდამოდ ქართულად | Black Panther: Wakanda Forever qartulad

შავი პანტერა: ვაკანდა სამუდამოდ ქართულად | Black Panther: Wakanda Forever qartulad



მოკლე აღწერა:

დედოფალი რამონდა, შური, მ’ბაკუ, ოკოი და დორა მილაჯი მსოფლიო ძალებს საკუთარი ერის დასაცავად ებრძვიან მეფე თიჩალას სიკვდილის შემდეგ. სანამ ვაკანდელები საკუთარი მომავლისთვის იბრძვიან, გმირები უნდა გაერთიანდნენ ომის მცველი ნაკიას და ევერეტ როსის დახმარებით და ვაკანდის სამეფოსთვის ახალი გზა გაკაფონ...

alice-darling qartulad

ეილის, ძვირფასო ქართულად | Alice, Darling qartulad

ეილის, ძვირფასო ქართულად | Alice, Darling qartulad



მოკლე აღწერა:

ელისი, შეწუხებული ადამიანია, და არავინ იცის რატომ. როდესაც მას მიიწვევენ აგარაკზე მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად, ის გრძნობს, რომ უნდა მოატყუოს თავისი მომხიბვლელი და წარმატებული მეგობარი ბიჭი საიმონი, და უთხრას, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანი მოგზაურობაა. მის დიდი ხნის მეგობრებს სურთ, რომ ელისი დატკბეს მათი ერთობლივი გართობით. მაგრამ როდესაც საიმონი მუდმივად უგზავნის მას მესიჯებს, ცხადი ხდება, რომ ის გოგონას მჭიდროდ ადევნებს თვალს, ხოლო მისი ტელეფონი გადაიქცევა ემოციური ძალადობის არხად. როგორც კი ხვდებიან რა ხდება, ელისის მეგობრები ცდილობენ დაარწმუნონ ის, რომ მისი ურთიერთობა არ არის ნორმალური, რადგან საიმონი გამუდმებით აკონტროლებს მას. მთავარი გმირი ვერ შორდება საიმონს, მიუხედავად იმისა, რომ იცის უბედურია. ახლა არა მხოლოდ მათი მეგობრობა აღმოჩნდება სასწორზე, არამედ ეილისის უსაფრთხოებაც...

the-imitation-game qartulad

იმიტაციის თამაში ქართულად | The Imitation Game qartulad

იმიტაციის თამაში ქართულად | The Imitation Game qartulad



მოკლე აღწერა:

ალან ტიურინგის, ლეგენდარული მათემატიკოსის, კრიპტოლოგის ისტორია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნა მანქანა "ენიგმას" გერმანული კოდის გასატეხად...

bones-and-all qartulad

მთელი არსებით ქართულად | Bones and All qartulad

მთელი არსებით ქართულად | Bones and All qartulad



მოკლე აღწერა:

კამილა დეანჯელისის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია ახლგაზრდა შეყვარებული კანიბალების, მარენის და ლის შესახებ. 16 წლის ასაკში დედის გარეშე დარჩენილი მარენი მამის მოსაძებნად მოგზაურობაში მიდის, რომელსაც ის არ იცნობს. ახალგაზრდა გმირს სურს იყოს ადამიანი, რომლითაც ხალხი აღფრთოვანებულია და პატივს სცემს. მას სურს იყოს შეყვარებული. მაგრამ მისმა საიდუმლო და სამარცხვინო მოთხოვნილებებმა აიძულა იგი დაეტოვებინა საკუთარი ქვეყანა. მას სძულს საკუთარი თავი იმ ცუდის გამო, რაც მან გააკეთა. გზად გოგონა გატანჯულ მოხეტიალე ბიჭის, ლის ხვდება, რომლებიც ერთიანდებიან და თავის დასაცავად იძულებულნი არიან დაემალნონ მსოფლიოს. მაგრამ, მიუხედავად მათი მცდელობისა, ყველა გზა მიდის მათ შემზარავ წარსულამდე და ბოლო ბრძოლამდე, რომელიც გადაწყვეტს, გადარჩება თუ არა მათი სიყვარული...

babylon qartulad

ბაბილონი ქართულად | Babylon qartulad

ბაბილონი ქართულად | Babylon qartulad



მოკლე აღწერა:

უზარმაზარი ამბიციისა და გადამეტებული თავაშვებულობის ისტორია, რომელიც მოგვითხრობს რამდენიმე მეოცნების აღმასვლას და დაცემას 1920-იანი წლების ჰოლივუდის გარყვნილებისა და აღვირახსნილობის ეპოქაში...

infinity-pool qartulad

უსასრულო აუზი ქართულად | Infinity Pool qartulad

უსასრულო აუზი ქართულად | Infinity Pool qartulad



მოკლე აღწერა:

იზოლირებული კუნძულის კურორტზე ყოფნისას ახალგაზრდა ჯეიმსი და ემი სიამოვნებას განიცდიან იდეალური დასვენებით ხელუხლებელ სანაპიროზე, მისი გამორჩეული პერსონალით და ზაფხულის თაკარა მზით. მაგრამ მაცდუნებელი და იდუმალი გაბის ხელმძღვანელობით, ისინი კურორტის საზღვრებს მიღმა გადიან და ძალადობით, ჰედონიზმითა და ენით აუწერელი საშინელებებით სავსე კულტურის ცენტრში აღმოჩნდებიან. ტრაგიკული უბედური შემთხვევა მათ აყენებს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის წინაშე დანაშაულთან მიმართებაში: ან სიკვდილით დაისაჯებით, ან თუ საკმარისად მდიდარი ხართ, შეგიძლიათ უყუროთ როგორ კვდება თქვენი ცხოვრება.

empire-of-light qartulad

სინათლის იმპერია ქართულად | Empire of Light qartulad

სინათლის იმპერია ქართულად | Empire of Light qartulad



მოკლე აღწერა:

ზღვისპირა კინოს მენეჯერი, რომელსაც მენტალური დაავადება სტანჯავს, 1980-იან წლებში ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე ახალ თანამშრომელთან გააბამს ურთიერთობას...

military-wives qartulad

სამხედრო მოსამსახურეთა ცოლები ქართულად | Military Wives qartulad

სამხედრო მოსამსახურეთა ცოლები ქართულად | Military Wives qartulad



მოკლე აღწერა:

ფილმი მოგვითხრობს ქალთა ჯგუფის შესახებ, რომლებმაც ერთ სამხედრო ბაზაზე მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა. წარმოუდგენელად ღრმა მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება, მუსიკა და სიცილი მათ ცხოვრებას სრულიად გარდაქმნის - ისინი ერთმაეთს ეხმარებიან დაძლიონ როგორც საკუთარი შიშები, ისე საყვარელი ადამიანების გამო შიში, რომლებიც ბრძილის ველზე არიან...

four-christmases qartulad

ოთხი შობა ქართულად | Four Christmases qartulad

ოთხი შობა ქართულად | Four Christmases qartulad



მოკლე აღწერა:

ბრედი და კეიტი ცდილობენ მშობლებთან ერთად შეხვდნენ შობას. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ორივეს მშობლები გაშორებულები არიან და მათ ერთ დღეში ოთხ ადგილას უნდა მოასწრონ მისვლა...

harriet qartulad

ჰარიეტი ქართულად | Harriet qartulad

ჰარიეტი ქართულად | Harriet qartulad



მოკლე აღწერა:

წარმოუდგენელი ამბავი უბრალო შავკანიანი მონის, ჰარიეტ ტაბმენის შესახებ, რომლის სიცოცხლე მარადიული კატორღისთვის იყო განწირული. თუმცა ჰარიეტის თავისუფლებისკენ სწრაფვა მას მონათმფლობელების კლანჭებისგან დაღწევაში და უსაფრთხო ადგილმდე წარმოუდგენელი მანძილის გადალახვაში დახემარება, სადაც მთავარი გმირი მიხვდება, რომ ამერიკას სასწრაფოდ ცვლილებები სჭირდება და მას შეუძლია ამას დაწყებას საფუძველი ჩაუყაროს...

smile qartulad

ღიმილი ქართულად | Smile qartulad

ღიმილი ქართულად | Smile qartulad



მოკლე აღწერა:

პაციენტთან მომხდარი უცნაური, ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ ექიმ როუზ კოტერს სახიფათო მოვლენებთან უწევს გამკლავება, რომელთა ახსნაც არ შეუძლია. როუზმა მის ტრავმულ წარსულს უნდა გაუსწოროს თვალი, რათა გადარჩეს და ახალ, საზარელ რეალობას თავი დააღწიოს...

diego-maradona qartulad

დიეგო მარადონა ქართულად | Diego Maradona qartulad

დიეგო მარადონა ქართულად | Diego Maradona qartulad



მოკლე აღწერა:

აქამდე უცნობი 500-ზე მეტი კადრისგან შექმნილი დოკუმენტური ფილმი ეხმიანება, ცნობილი ფეხბურთელის - დიეგო მარადონას კარიერას, რომელიც ოთხმოციან წლებში იტალიურ საფეხბურთო გუნდ ნაპოლში თამაშობდა, რა დროსაც გუნდმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.

the-other-me qartulad

მეორე მე ქართულად | The Other Me qartulad

მეორე მე ქართულად | The Other Me qartulad



მოკლე აღწერა:

ახალგაზრდა არქიტექტორი იშვიათი დაავადების გამო თვალის ჩინს თანდათან კარგავს, რაც იმ სიურრეალისტურ სამყაროს აღმოაჩენინებს, რომელშიც საკუთარ თავს ახლებურად დაინახავს...

the-grinch qartulad

გრინჩი ქართულად | The Grinch qartulad

გრინჩი ქართულად | The Grinch qartulad



მოკლე აღწერა:

ყველასათვის საყვარელი პერონაჟის - გრინჩის ანიმაციური ვერსია, სადაც ის კვლავ შეპყრობილია შობის ჩაშლის სურვილით, ამ დროს კი ჰუვილის მაცხოვრევლები თავიანთი ყოველწლიური წვეულებისთვის გრანდიოზულ სამზადისში არიან და წარმოდგენაც არ აქვთ, წინ რა ელოდებათ...

smallfoot qartulad

წვრილფეხა ქართულად | Smallfoot qartulad

წვრილფეხა ქართულად | Smallfoot qartulad



მოკლე აღწერა:

ახალგაზრდა თოვლის კაცი ისეთ რამეს აღმოაჩენს, რაც აქამდე ეგონა რომ არ არსებობდა - ეს ადამიანა. სიახლე "წვრილფეხას" არსებობის შესახებ სწრაფად გავრცელდება თოვლისკაცების საზოგადოებაში, რაც მათ დიდ საფიქრალში ჩააგდებს. ნუთუ, რაღაც დიდი და წარმოუდგენელი სამყარო შეიძლება არსებობდეს მათი თოვლიანი სოფლის მიღმა...

knives-out qartulad

ამოიღე დანები ქართულად | Knives Out qartulad

ამოიღე დანები ქართულად | Knives Out qartulad



მოკლე აღწერა:

ცნობილი დეტექტივი იძიებს წარმოსადეგი საგვარეულოს ოჯახისთავის სიკვდილს. უხუცესი ერთი შეხედვით ყველას უყვარდა და პატივს სცემდა, თუმცა, საინტერესოა რა იმალება ემოციებს მოკელებული სიტყვების უკან...

christmas-with-you qartulad

შობა შენთან ერთად ქართულად | Christmas with You qartulad

შობა შენთან ერთად ქართულად | Christmas with You qartulad



მოკლე აღწერა:

პოპ-ვარსკვლავი ახალი საშობაო ჰიტის შთაგონების ძიებაში, ასრულებს ახალგაზრდა ფანის სურვილს. თუმცა, მათი შეხვედრა მას კიდევ რაღაცას აძლევს - ნამდვილი სიყვარულის შანსს...

the-school-for-good-and-evil qartulad

კეთილთა და ბოროტთა სკოლა ქართულად | The School for Good and Evil qartulad

კეთილთა და ბოროტთა სკოლა ქართულად | The School for Good and Evil qartulad



მოკლე აღწერა:

საუკეთესო მეგობრები სოფი და აგატა ეპიკურ ორთაბრძოლაში საპირისპირო მხარეს აღმოჩნდებიან მას შემდეგ, რაც სწავლას დაიწყებენ ჯადოსნურ სკოლაში, რომელიც გმირებსა და ბოროტმოქმედებს ზრდის, რათა სიკეთესა და ბოროტებას შორის ბალანსი არ დაირღვეს...

the-aeronauts qartulad

აერონავტები ქართულად | The Aeronauts qartulad

აერონავტები ქართულად | The Aeronauts qartulad



მოკლე აღწერა:

პილოტი ამელია ვრენი და მეცნიერი ჯეიმს გლეშერი საჰაერო ბუშტში აღმოჩენების ძიებისას, გადარჩენისთვის ბრძოლის ქარცეცხლში აღმოჩნდებიან...

lyle-lyle-crocodile qartulad

ნიანგი ლაილი ქართულად | Lyle, Lyle, Crocodile qartulad

ნიანგი ლაილი ქართულად | Lyle, Lyle, Crocodile qartulad



მოკლე აღწერა:

როცა პრიმების ოჯახი ნიუ იორკში გადავა, მათი უმცროსი შვილი ჯოში ახალ სკოლასთან და ახალ მეგობრებთან შეგუებას ცდილობს. ყველაფერი იცვლება, როცა ის საკუთარ სხვენში აღმოაჩენს ლაილს - მომღერალ ნიანგს, რომელსაც აბაზანები, ხიზილალა და კარგი მუსიკა უყვარს. როცა ლაილის კეთილდღეობას მისი მეზობლისგან მისტერ გრამპისგან საფრთხე დაემუქრება, პრიმები ერთად უნდა დადგნენ და მსოფლიოს აჩვენონ, რომ ყველაზე მოულოდნელი წარმომავლობის ოჯახებიც არსებობს...

inception qartulad

დასაწყისი ქართულად | Inception qartulad

დასაწყისი ქართულად | Inception qartulad



მოკლე აღწერა:

ქობი პროფესიონალი ქურდია. მას შეუძლია ძილის დროს ადამიანის ქვეცნობიერში შევიდეს და საიდუმლო ინფორმაცია მოიპაროს. ამ იშვიათი უნარის დახმარებით იგი კორპორატიული შპიონაჟის ახალი სამყაროს სასურველ მოთამაშედ იქცა, მაგრამ ამასთან ერთად იგი საერთაშორისო ძებნილი გახდა და დაკარგა ყველაფერი რაც მისთვის ძვირფასი იყო...

gangster-land qartulad

განგსტერების მიწა ქართულად | Gangster Land qartulad

განგსტერების მიწა ქართულად | Gangster Land qartulad



მოკლე აღწერა:

ფილმი მოგვითხრობს ამერიკის ყველაზე ცნობილი ბანდიტის ალ კაპონეს “მარჯვენა ხელის” ჯეკ მაკგერნის კრიმინალური მოღვაწეობის და მისი თვალით დანახული კაპონეს ცხოვრების და კრიმინალური სამყაროს სათავეში მოსვლის შესახებ...

the-best-years qartulad

საუკეთესო წლები ქართულად | The Best Years qartulad

საუკეთესო წლები ქართულად | The Best Years qartulad



მოკლე აღწერა:

ფილმი ასახავს 80-იანი წლებიდან დღემდე, ოთხი იტალიელი მეგობრის ჯულიოს, ჯემას, პაოლოს და რიკარდოს ცხოვრების 40 წელს, რომელიც სავსეა სიყვარულით, მრავალი მისწრაფებით, წარმატებითა და წარუმატებლობით...

rogue-agent qartulad

გაიძვერა აგენტი ქართულად | Rogue Agent qartulad

გაიძვერა აგენტი ქართულად | Rogue Agent qartulad



მოკლე აღწერა:

ნამდვილი ამბავი თაღლითი რობერტ ფრილანდის და მისი ტყუილების ქსელის შესახებ, რომელშიც ის თავის მსხვერპლებს მრავალი წელი აბამდა, როდესაც მათ აჯერებდა, რომ ბრიტანეთის სადაზვერვო ორგანიზაციის MI5-ის ფარული აგენტი იყო. ყველაფერი შეიცვლება, როცა რობერტი საზრიან ადვოკატს, ელისის შეხვდება და გაუმხელს, რომ ბრიტანეთის მთავრობის საიდუმლო აგენტია. მაგრამ ელისი, რომელსაც ფრილანდი შეუყვარდება აღმოაჩენს, რომ ის არამარტო არ არის დაკავშირებული ბრიტანეთის მთავრობასთან, არამედ მას ასევე აქვს საკამათო წარსული, მათ შორის ახალგაზრდა ქალების გატაცების, თვალთვალისა და შევიწროების ჩათვლით. შედეგად, ელისი შეყვარებული თაღლითის პასუხისგებაში მიცემას გადაწყვეტს...

slumberland qartulad

ძილის ქვეყანა ქართულად | Slumberland qartulad

ძილის ქვეყანა ქართულად | Slumberland qartulad



მოკლე აღწერა:

ახალგაზრდა გოგონა აღმოაჩენს საოცნებო სამყაროს - ძილის ქვეყნის რუკას. ექსცენტრიკული კრიმინალის დახმარებით ის სიზმრებსა და კოშმარებში მოგზაურობს, რათა მისი გარდაცვლილი მამა კიდევ ერთხელ ნახოს...

the-invisible-man qartulad

უხილავი კაცი ქართულად | The Invisible Man qartulad

უხილავი კაცი ქართულად | The Invisible Man qartulad



მოკლე აღწერა:

როცა სესილიას მოძალადე ყოფილი ქმარი თავს მოიკლავს და მთელ ქონებას მას დაუტოვებს, გოგონა ხვდება, რომ ეს რაღაც მახეა. როცა უჩვეულო დამთხვევები ლეტალური ხდება, სესილია ცდილობს, დაამტკიცოს, რომ მასზე რაღაც უხილავი ნადირობს...

coco qartulad

კოკო ქართულად | Coco qartulad

კოკო ქართულად | Coco qartulad



მოკლე აღწერა:

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის უფროსი წევრები მუსიკას უკრძალავენ, მიგელი ოცნებობს გახდეს სრულყოფილი მუსიკოსი, როგორც მისი კუმირი მიგელ დე ლა კრუსია. ნიჭისა და ტალანტის დამტკიცებისგან გადაღლილი და სასოწარკვეთილი მიგელი აღმოაჩენს განსაცვიფრებელ, ფერად სამყაროს მუსიკალური წვეულებების მთელი ჯაჭვით. გზად იგი ხვდება მომხიბლავ, მაგრამ მატყუარა ჰექტორს. ისინი ერთად გაუდგებიან თავგადასავლებით სავსე გზას, რომ ამოხსნან საიდუმლო ამბავი, რომელიც მიგელის ოჯახის ისტორიაში იმალება...

no-exit qartulad

გასასვლელი არ არის ქართულად | No Exit qartulad

გასასვლელი არ არის ქართულად | No Exit qartulad



მოკლე აღწერა:

ტეილორ ადამსის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული საშინელებათა თრილერი, კოლეჯის სტუდენტი გოგონას შესახებ, რომელიც ოჯახური მიზეზების გამო მოგზაურობს, მოულოდნელად თოვლის ქარიშხალში მოხვდება და ახლა იძულებულია თავშესაფარი ეძებოს გზის იზოლირებულ მონაკვეთზე უცხო ადამიანების ჯგუფთან ერთად. მაგრამ სიტუაცია უარესდება, როდესაც ახალგაზრდა გმირი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ავტოსადგომზე გაჩერებულ ფურგონში გატაცებულ გოგონას აღმოაჩენს, რაც მათ საშინელ სასიკვდილო სიტუაციაში აგდებს, რადგან ისინი იწყებენ სასოწარკვეთილ ბრძოლას, სადაც მთელი ძალებით ცდილობენ გაარკვიოს ვინ არის მათ შორის გამტაცებელი...

my-fathers-dragon qartulad

მამაჩემის დრაკონი ქართულად | My Father's Dragon qartulad

მამაჩემის დრაკონი ქართულად | My Father's Dragon qartulad



მოკლე აღწერა:

ელმერ ელევატორი ეძებს დატყვევებულ დრაკონს ველურ კუნძულზე, თუმცა იმაზე ბევრად მეტს აღმოაჩენს, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდა...

dead-fish qartulad

მკვდარი თევზი ქართულად | Dead Fish qartulad

მკვდარი თევზი ქართულად | Dead Fish qartulad



მოკლე აღწერა:

გარი ოლდმანი ლინჩის როლში - უჩვეულოდ მომხიბვლელი დაქირავებული მკვლელი დაუჯერებლად სასაცილო შავ-ბნელ კომედიაში „დიდი ფსონისა“ და „ბანქოს, ფულისა და ორი ლულის“ ტრადიციების კვალდაკვალ. ვარსკვლავთა გუნდის: ტერენს სტემპის, ელენა ანაიას, რობერტ კარლაილისა და ბილი ზეინის მიერ მოთხრობილი ქაოტური ისტორიის ყურებისას, თუ როგორ ეძებენ კრიმინალები სიყვარულს, ფულსა და შურისძიებას, სიცილით შეიძლება, სკამიდანაც გადმოვარდეთ.

she-said qartulad

ქალის სიტყვა ქართულად | She Said qartulad

ქალის სიტყვა ქართულად | She Said qartulad



მოკლე აღწერა:

New York Times-ის რეპორტიორებმა მეგან ტუჰეიმ და ჯოდი კანტორმა ატეხეს თაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი - ამბავი, რომელმაც ხელი შეუწყო მოძრაობის #MeToo-ს დაწყებას და დაარღვია ათწლეულების სიჩუმე ჰოლივუდში სექსუალური ძალადობის თემაზე.

the-golem qartulad

გოლემი ქართულად | The Golem qartulad

გოლემი ქართულად | The Golem qartulad



მოკლე აღწერა:

როდესაც ქალთა ებრაული თემი, უცხოელი დამპყრობლების მიერ ალყაში მოექცევა, ისინი დასახმარებლად ადგილობრივ ჯადოქარს მიმართავენ, რომელიც თავისი ხალხის დასაცავდ ძალიან საშიშ არსებას გოლემს გამოიძახებს. თუმცა მალე ჯადოქარი მიხვდება, რომ მის მიერ გამოძახებული ქმნილება ბევრად უფრო სასტიკი და ბოროტია, ვიდრე ის ოდესმე წარმოიდგენდა...

enola-holmes-2 qartulad

ენოლა ჰოლმსი 2 ქართულად | Enola Holmes 2 qartulad

ენოლა ჰოლმსი 2 ქართულად | Enola Holmes 2 qartulad



მოკლე აღწერა:

ახლა დაქირავებული დეტექტივი, როგორც მისი სახელგანთქმული ძმა, ენოლა ჰოლმსი იღებს თავის პირველ ოფიციალურ საქმეს დაკარგული გოგონას პოვნის მიზნით, რადგან საშიში შეთქმულების ნაპერწკლები ანათებს საიდუმლოებას, რომელიც მოითხოვს მეგობრების - და თავად შერლოკის - დახმარებას.

barbarian qartulad

ბარბაროსი ქართულად | Barbarian qartulad

ბარბაროსი ქართულად | Barbarian qartulad



მოკლე აღწერა:

გასაუბრებისთვის ქალაქში ჩასული ახალგაზრდა ქალი "ეარბიენბი"-ზე დაჯავშნილ ბინაში გვიან ღამით მივა და აღმოაჩენს, რომ შეცდომით მის ბინაში უკვე ცხოვრობს უცხო კაცი. ქალი დაუდევრობას გამოიჩენს და ბინაში ერთი ღამით დარჩენას გადაწყვეტს, თუმცა მალე მიხვდება, რომ სახლში მეორე სტუმარზე გაცილებით სახიფათო რამეები იმალება.