მხიარული ამბავი ოცდაათი წლის პარიზელი მარიონის და ბენის შესახებ. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებს, გარდა ასაკისა და საცხოვრებელი ადგილისა – მობილურში დაყენებული გაცნობის პროგრამა Tinder-ია. შეხვედრის შემდეგ, მარიონს და ბენის მაშინვე ერთმანეთი უყვარდებათ და პირველი პაემნიდან მალევე ერთობლივ რომანტიკულ მოგზაურობაში ბულგარეთში წავლენ. უკვე მოგზაურობის დროს შეყვარებულები აღმოაჩენენ, რომ იდეალურ დასვენებაზე მათ განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ბულგარეთში, ზუსტი გეგმის გარეშე მყოფი გმირების დასვენება, საბოლოოდ კოშმარად გადაიქცევა…
ფილმს საფუძვლად დაედო მაიამის ჯეკსონის საშუალო სკოლის საჭადრაკო გუნდის ამბავი, რომელმაც წარმოუდგენელი დაბრკოლებები გადალახა და გახდა პირველი ურბანული სკოლა, რომელმაც აშშ ეროვნული ჩემპიონატი მოიგო ჭადრაკში. ჯონ ლეგუიზამო ასრულებს სკოლის მასწავლებლის მარიო მარტინესის როლს, რომლის ურყევმა რწმენამ თავის მოსწავლეებისადმი განაპირობა მაიამის ჯეკსონის საჭადრაკო გუნდის აღზევება, დაწყებული 1998 წლის მაიამის ქუჩებიდან და დამთავრებული ეროვნული ჩემპიონობით...
რომანტიკული კომედია, ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის, კლერის და ეიდენის შესახებ, რომლებიც დებენ შეთანხმებას, რომ ისინი კოლეჯში წასვლის წინ ერთმანეთს დაშორდებიან სინანულისა და გატეხილი გულების გარეშე. ერთ-ერთ ბოლო ეპიკურ პაემანზე, კლერი და ეიდენი როგორც წყვილი თავიანთ უკანასკნელ ღამეს ატარებენ ერთად, რასაც ახალგაზრდა გმირები ნაცნობ და მოულოდნელ ადგილებში მიჰყავს. იმ დროს როდესაც წყვილი მათი ურთიერთობის ეტაპებს გადის, პირველი გამარჯობიდან და კოცნიდან პირველ ჩხუბამდე, ისინი პასუხების ძიებაში გარდამტეხ მომენტს უახლოვდებიან – ერთად უნდა დარჩნენ თუ სამუდამოდ დაშორდნენ?
2013 წლის 18 აგვისტოს ღამეს, ბარსელონას ბნელ ცაზე განათდა კომეტა როზა, რომელმაც ჩაუქროლა დედამიწას და სამუდამოდ ჩაქრა. იმავე ღამეს ადამიანებს შორის გაიელვა ახალმა გრძნობებმა, ხოლო სხვებში იმავე ღამეს ისინი ქრებოდა. იმ ღამით მშვენიერი ბარსელონას ცის ქვეშ გათამაშდა ექვსი სიყვარულის ისტორია...
ამბიციური თაღლითი, რომელსაც რამდენიმე კარგად შერჩეული სიტყვით ხალხით მანიპულირება შეუძლია - დაუკავშირდება ქალ ფსიქიატრს, რომელიც მასზე გაცილებით საშიში აღმოჩნდება...
ფილმი მოგვითხრობს ორი ახალგაზრდას შემთხვევით შეხვედრაზე: წამიერი შეხება, გადაულახავი ვნება, მხურვალე ღამე ერთმანეთის მკლავებში და დილანდელი მონანიება...
2019 წლის თინეიჯერული რომანტიკული კომედიის “მაღალი გოგო“ გაგრძელება საშუალო სკოლაში ყველაზე მაღალი გოგონას ჯოდის შესახებ, რომელიც მის სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებით გამართულ ბალზე შთამაგონებელი გამოსვლის შემდეგ, ახალგაზრდა გმირი აღარ არის მხოლოდ “მაღალი გოგო” – ის ახლა პოპულარული და თავდაჯერებულია, რომელსაც ჰყავს მეგობარი ბიჭი და ახლახანს მიიღო მთავარი როლი წლევანდელ სასკოლო მიუზიკლში. მაგრამ რაც უფრო ძლიერდება მისი ახლად შეძენილი პოპულარობის ზეწოლა, ძლიერდება მისი დაურწმუნებლობა, და ახალი ურთიერთობები ყალიბდება, ხოლო ძველი გამოცდის წინაშე დგება. როდესაც გოგონას მიერ აშენებული სამყარო მის ირგვლივ ნგრევას იწყებს, ჯოდი ხვდება, რომ მოთმინება მხოლოდ დასაწყისია...
პარიზი, 1940 წელი. დე გოლების წყვილი საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური კოლაფსის მომსწრეა. შარლ დე გოლი ლონდონში მიდის, ხოლო ივონი, მისი მეუღლე, სამი შვილით ბიბლიური გაქცევის გზაზე აღმოჩნდება...
როდესაც მან ძალაუფლებიანი მინისტრის პოზიცია დაკარგა, ვინცენტმა მიატოვა საყვარელი და ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს, პრივილიეგიებისა და ძალაუფლების გარეშე. იგი გაეცნობა ადამიანთა წრეებს, რომლებმაც იგი დიდიხანია დაივიწყეს და იგი მართლაც ახალ ცხოვრებას იწყებს.
არიანა - მოსამართლეა, სამუშაოთი დაკავებული ადამიანი, ქერა და მაღალი მორალური პრინციპებით. არანაირი მამაკაცები, არც ოჯახი და არც შვილები. მხოლოდ მუშაობა, მხოლოდ კანონი. კოშმარული ინფორმაცია და იდილიის დასასრული - ის ორსულადაა!
სარეკლამო მენეჯერსა და მოდის ბლოგერს სიყვარულის არ სჯერათ. ასე რომ ნიძლავს დადებენ, რომ ერთი მეორეს სიგიჟემდე შეაყვარებს თავს - ეს უჩვეულო ტაქტიკის დახმარებით მოხდება...
ფილმი გვიყვება ლეონარდის, ინგლისელი მკერავის, ისტორიას, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ლონდონის სევილ როუსთვის კოსტიუმებს კერავდა. თუმცა პირადი ტრაგედიის შემდეგ ის აღმოჩნდება ჩიკაგოში, სადაც პატარა სამკერვალოს გახსნის ქალაქის გაჭირვებულ ნაწილში. ის ლამაზ ტანსაცმელს კერავს მხოლოდ იმ ხალხისთვის, ვისაც მათი ყიდვა შეუძლია - სასტიკი განგსტერების ოჯახისთვის...
ალმა, ნიუ-იორკელი 20 წლის პიანისტია, რომელიც კანადაში მდებარე შორეულ კუნძულზე მიფრინავს, სადაც მან ბავშვობა გაატარა, რათა ბაბუის დაკრძალვას დაესწროს, რომელმაც ის გაზარდა. თავის ფესვებთან კავშირის აღდგენისას გოგონას ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, როცა მოულოდნელად დაობლებულ მგლის ლეკვს და ვანკუვერის ცირკისთვის განკუთვნილ, დაკარგულ ლომის ბელს იპოვის. ცხოველების გადასარჩენად, ალმა მათ დატოვებას გადაწყვეტს, რომლებიც ერთად იზრდებიან და ძმებივით უყვარდებათ ერთმანეთი. მაგრამ გმირების იდეალური სამყარო იშლება, როდესაც მათი საიდუმლო გამჟღავნდება… ლომის ბელს იჭერენ და ცირკში აგზავნიან, ხოლო მგლის ლეკვი მეცნიერებს გამოსაკვლევათ მიჰყავთ. ახლა სამივეს წარმოუდგენელ და სახიფათო მოგზაურობაში წასვლა მოუწევს, რათა კვლავ იპოვონ ოჯახი...
„ „მე ვარ ქალი“ არის ისტორია ჰელენ რედის შესახებ, რომელიც 1966 წელს 3 წლის ქალიშვილთან ერთად ნიუ იორკში ჩავიდა, მხოლოდ ერთი ჩემოდნითა და 230 დოლარით ჯიბეში. რამდენიმე კვირის განმავლობაში უსახსროდ ცხოვრობდა. რამდენიმე თვეში შეუყვარდა. რამდენიმე წელიწადში კი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სუპერვარსკვლავი და 70-იანი წლების ფემინისტური მოძრაობის სიმბოლო გახდა. მან დაწერა სიმღერა, რომელიც ქალებს დიდი ცვლილებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებდა.
1990-იანი წლები. 67 წლის მამაკაცი – ტრონდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაკარგა მეუღლე, პატარა ნორვეგიულ სოფელში გადასვლას გადაწყვეტს, სადაც ის მისი ცხოვრების დარჩენილი დღეების გატარებას განმარტოვებით აპირებს. მაგრამ ერთ დღეს იქ ის თავის ძველ მეგობარს, ლარს შეხვდება, რომლებიც ერთად გაიზადნენ. უნებლიეთ, იგი დიდი ხნის წარსული თავისი ახალგაზრდობის გახსენებას იწყებს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავის მეგობართან ერთად გაატარა, როდესაც ტრონდიმ პირველი სიყვარული, მამა და ბედნიერი ბავშვიბა დაკარგა, რაც საბოლოო ჯამში უარყოფით გავლენას მოახდენს მოზარდების ბედზე. 15 წლის მთავარი გმირი ტრაგიკული სასიყვარული სამკუთხედის მონაწილე გახდება და გაიგებს, რომ უახლოეს ადამიანებსაც შეუძლიათ ერთმანეთისგან წარმოუდგენელი საიდუმლოებები დამალონ...
სალვადორ კამპოდონიკო წარმატებული ესპანელი ბიზნესმენია, რომლის ოჯახი ფლობს უდიდეს სასტუმრო კორპორაციას მთელს ესპანეთში. მათი პირველი საერთაშორისო პროექტის განსახორციელებლად, ისინი აირჩევენ განსაკუთრებულ ადგილს და სწორედ აქ ხვდება სალვადორი თავგადასავლების მოყვარულ არიანას...
2013-2020 წლების ამავე სახელწოდების პოპულარული სერიალის სრულმეტრაჟიანი ვერსია, რომელშიც მთავარი გმირი გავლენიანი ადამიანების ნებისმიერი სირთულის პრობლემებს არასტანდარტული გზებით აგვარებს. ფილმი იწყება იქ, სადაც მეშვიდე სეზონი დასრულდა, როდესაც მიკი იძულებულია გაიქცეს, ხოლო რეი მის პოვნას და შეჩერებას გადაწყვეტს, სანამ ის ახალ ხოცვა-ჟლეტას დაიწყებს, სადაც ახლა დონოვანი ორ ცეცხლს შორის იმყოფება და კლიენტების საქმეებს შორის ბალანსის პოვნას ცდილობს. ფილმი ასევე დონოვანისა და სალივანის ოჯახის შუღლის, და რეისა და მიკის შორი 30 წლის წინ მომხდარი მოვლენების საიდუმლოს ხსნის ფარდას. გარჩევები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა, დონოვანის ოჯახის მემკვიდრეობას ასრულებს. როდესაც მოვლენები, რამაც რეი გახადა ის, ვინც დღეს არის, საბოლოოდ გამოაშკარავდება, დონოვანი ბოსტონში ბრუნდება წარსულთან დასაპირისპირებლად.
ბლანკა ლიპინკსას ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული 2020 წლის ეროტიკული დრამის სიქველი, ახალგაზრდა წყვილის მასიმო ტორიჩელისა და ლაურა ბიელის შესახებ. წყვილის ახალ დასაწყისს და ცხოვრებას მასიმოს ოჯახური კავშირები და იდუმალი მამაკაცი ართულებს, რომელიც ლაურას ცხოვრებაში იჭრება, რათა მოიგოს მისი გული და ნდობა ნებისმიერ ფასად…
ბრიგსი თავის ბელგიურ ნაგაზთან ლულუსთან ერთად წყნარი ოკეანის სანაპიროზე საუკეთესო მეგობრისა და მწვრთნელის დაკრძალვაზე მიდის. ერთ-ერთ მათგანს ერთი კვირის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. მეორე კი ისე ცხოვრობს, თითქოს ყოველი დღე მისთვის უკანასკნელი იყოს...
არასწორად გაგზავნილი წერილი და ემა როთნერის ელექტრონული ფოსტა შეცდომით ლინგვისტ ლეო ლეიქთან ხვდება. ლეო პასუხობს. მალე ეს ყველაფერი სახალისო და უფროდაუფრო პირადული ხდება. იმის გამო, რომ ისინი პირადად არ იცნობენ ერთმანეთს, არ არსებობს შიშის ბარიერი და ნდობა ერთმანეთის მიმართ მაღალია. მათ ციფრული მეგობრობა აკავშირებთ და არც სურთ რაიმეს შეცვლა, მაგრამ იქნებ მაინც ღირდეს შეხვედრა? ელექტრონული სამყაროს მიღმა, ემა გათხოვილია, ლეო კი კვლავ ხვდება თავის ყოფილ მეგობარ გოგონას - მარლენს...
კრიმინალური დრამა, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებული მსჯავრდებულის ჯიმის შესახებ, რომელმაც შეიარაღებული ძარცვისთვის თორმეტი წელი გაატარა ციხეში. გათავისუფლების შემდეგ, ის პირობას დებს, რომ მის კიბოთი მომაკვდავ ბავშვობის შეყვარებულ ენის მის ცხოვრებაში საუკეთესო უკანასკნელ წელს აჩუქებს. მაგრამ სამწუხაროდ ამის გაკეთება ძალიან რთული აღმოჩნდება, როდესაც მისი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებულის ოფიცერი ჯიმის საქმეზე წასვლას აიძულებს, რაც მოვლენების სერიას გამოიწვევს, რის შედეგადაც მთავარი გმირი ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტის პრაისის ყურადღების ცენტრში მოხვდება. ახლა ენის გადასარჩენად მას ვერაფერი შეაჩერებს.
ჰარუკი მურაკამის მოთხრობის “მამაკაცები ქალების გარეშე” მოტივებზე დაფუძნებული დრამატული ამბავი მსახიობის და თეატრალური რეჟისორის იუსიკეს შესახებ, რომელმაც ორი წლის წინ დრამატურგი მეუღლე დაკარგა.
ჯენდი ნელსონის ამავე სახელწოდების თინეიჯერული ბესტსელერის ეკარინაზია ჩრდილოეთ კალიფორნიაში მცხოვრები 17 წლის მორცხვი ვუნდერკინდი-მუსიკოსი გოგონას ლენი უოკერის შესახებ, რომელიც მისი უფრო კომუნიკაბელური უფროსი დის, ბეილის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, უზარმაზარ მწუხარებას ებრძვის, რაც გოგონას მისი დის მგლოვიარე ბოიფრენდთან, ტობისთან აახლოვებს, და ასევე სკოლის ახალ მეგობართან, ჯოსთან ურთიერთობაში პოულობს ნუგეშს. მაგრამ მალე ბიჭებთან ურთიერთობა რომანტიკულში გადაიზრდება და ახლა ლენი ხვდება, რომ ძალიან რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს. შედეგად, მისი ნათელი წარმოსახვისა და კონფლიქტური გულის წყალობით, ახალგაზრდა გმირი პირველ სიყვარულს და პირველ დანაკარგს განიცდის.
ისტორიული დრამა, ეიფელის კოშკის მშენებლობის შესახებ, რომელშიც მოვლენები საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავისთვის პარიზში მსოფლიო გამოფენის მომზადების დროს ვითრდება, რომელიც 1889 წელს უნდა ჩატარებულიყო. საფრანგეთის ხელისუფლება არქიტექტურულ კონკურს გამოაცხადებს, რომელშიც გუსტავ ეიფელის საინჟინრო ბიურო გაიმარჯვებს, რამაც სამუდამოდ შეცვალა არქიტექტორის ცხოვრება და ქალაქის ბედი, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და ცნობილი ღირშესანიშნაობის შექმნას გამოიწვევს.
ახალგაზრდა ინგლისელმა მწერალმა ჰენრიმ თავისი პირველი სასიყვარულო რომანი გამოაქვეყნა, რომელიც, სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდება. მაგრამ მოულოდნელად მისი წიგნი ბესტსელერი ხდება მექსიკაში და ჰენრის სარეკლამო ტურში გააგზავნიან, სადაც მას უკვე გულშემატკივრების არმია ელოდება. ამ წარმატებით გაკვირვებული ჰენრი ადგილზე მისი რომანის მთარგმნელს, მარიას ხვდება და გაიგებს, რომ თარგმანის დროს მან გადაწყვიტა მისი მოსაწყენი და პრიმიტიული სიუჟეტი სიყვარულის შესახებ ეროტიკულ წიგნად გადაექცია. სწორედ ამიტომ გახდა რომანი ასეთი პოპულარული ადგილობრივ საზოგადოებაში. ჰენრი გადაწყვეტს არ გააუქმოს ტური და გაემგზავრება მექსიკაში მარიასთან ერთად, მიუხედავად მათი უთანხმოებისა და სიამაყისა.
როცა მარტოხელა დედა და მისი ორი შვილი პატარა ქალაქში ჩამოვლენ, აღმოაჩენენ, რომ მოჩვენებებზე მონადირეებთან აქვთ კავშირიდა და რომ ბაბუასგან მათ საიდუმლო მემკვიდრეობა ერგოთ.
ბებია და ბაბუა დათანხმდება სამი შვილიშვილის მოვლას, როდესაც ბავშების მშობლებს ქალაქის დატოვება უხდებათ. პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც ბავშვების 21-ე საუკუნის ჩვევები იჩენენ თავს...
ნამდვილი ამბავი საშინლად დიდი ენერგიის მქონე ბორდერ-კოლის და ავსტრალიური ნაგაზის ნარევი რვა თვის ლეკვის რუბის შესახებ, რომლის “უმართავი” ბუნების გამო მისი პირველი მფლობელი როდ-აილენდის ცხოველთა თავშესაფარში დააბრუნებს. ლეკვს სწრაფად იშვილებენ, თუმცა შემდეგ ხუთჯერ დააბრუნებენ. შედეგად, ლეკვის დაძინება გადაწყდება, მაგრამ ევთანაზიამდე რამდენიმე საათით ადრე ოფიცერი დანიელ ო’ნილი რუბით იხიბლება, რომელიც ლეკვში პოტენციალს დაინახავს, და კინოლოგოდ გახდომის თავისი ოცნების ასრულებას გადაწყვეტს, ხოლო რუბისთვის ეს შეხვედრა ბედნიერი ცხოვრების დაწყების შანსი გახდება.
რომანტიკული დრამა, ნაშვილები თინეიჯერი გოგონას ტესას შესახებ, რომელსაც არ სჯერა, რომ იმსახურებს საკუთარ სასიყვარულო ისტორიას. მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც ის შემთხვევით გაიცნობს სკოლის მოსწავლე სკაილერს, რომელიც ნამდვილი რომანტიკოსი აღმოჩნდება. როდესაც გოგონას გული იწყებს გახსნას, მოულოდნელად ტრაგედია ხდება - სკაილარი ავტოკატასტროფაში იღუპება, ხოლო ტესა გადარჩება. როცა ახალგაზრდა გმირი ავარიის შემდეგ პასუხებს ეძებს, მოულდნელად აღმოაჩენს, რომ სკაილარი იმქვეყნიური სამყაროდან ცდილობს მასთან დაკავშირებას და გაერთიანებას. შედეგად, მისი საუკეთესო მეგობრის დახმარებით და კვლავ შეძენილი რწმენით, რომ სიყვარული არასოდეს კვდება, ტესა ბოლოჯერ უკავშირდება სკაილარის, რათა მათ სიყვარულის ისტორიას მისცეს ეპიკური დასასრული, რომელსაც ის იმსახურებს.
კამილამ გადაწყვიტა დაივიწყოს თავისი ბურჟუაზიული წარმოშობა და მოსამსახურედ დაიწყოს მუშაობა. ანალოგიური მიზეზით მისი მეზობელი ფილიბერი ისტორიის გაკვეთილებზე ამბობს უარს და საფოსტო ღია ბარათების გაყიდვას იწყებს. ფილიბერმა თავის დიდ ბინაში მზარეული ფრენკი და მისი ბებია პოლეტა შეიკედლა. მაგრამ როდესაც ამ კომპანიას კამილაც ემატება, სახლის ბინადრები ხვდებიან, რომ უმჯობესია თავი ერთად დაიჭირონ.
მატიე – ახალგაზრდა და ნიჭიერი “შავი ყუთების” ანალიტიკოსია, რომლის მიზანი ახალი თვითმფრინავის სასიკვდილო კატასტროფის მიზეზის გარკვევაა, თუ რა მოხდა დუბაი-პარიზის რეისზე, სანამ ის ალპებში ჩამოვარდებოდა, რის შედეგადაც თითქმის 300 ადამიანი დაიღუპა. პილოტირების შეცდომა? ტექნიკური შეცდომა? ტერორისტული თავდასხმა? კატასტროფის მიზეზები უცნობია. შავი ყუთის შესწავლისას, ახალგაზრდა გმირი სერიოზულ შემაშფოთებელ დეტალებს ავლენს და მისი უფროსის ბრძანებების საწინააღმდეგოდ, საკუთარ ფარულ გამოძიებას იწყებს – სიმართლის აკვიატებული და სახიფათო ძებნა, რომელიც სწრაფად საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს. მან ჯერ არ იცის, სადამდე მიიყვანს ჭეშმარიტების ძიება.
ჯული დევისი პოპულარულ საბავშვო წიგნებს წერს შიშების შეცნობის შესახებ. თუმცა მანამდე მან საკუთარი შიშიც უნდა შეიცნოს. მისი ქალიშვილის დაბადების შემდეგ ტრავმა აქტიურდება და მას გადარჩენისთვის რთული ბრძოლა უწევს...
არიანა გოდოის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაცია, მოზარდი გოგონას რეკუელის შესახებ, რომელსაც დიდი ხანია მისი იდუმალი მეზობელი ბიჭი არესი სიგიჟემდე უყვარს. გოგონა ფარულად უთვალთვალებს მას, მაგრამ ისინი არასოდეს ლაპარაკობენ. ახალგაზრდა გმირს გადაწყვეტილი აქვს, რომ მას მისი შეყვარება აიძულოს. შედეგად, რეკუელი ვა-ბანკზე მიდის, თუმცა არესი, ის ტიპია, რომელსაც ასე ადვილად არ უყვარდება, ამიტომ მათ პოტენციურ ლტოლვას შეიძლება პატარა ბიძგი სჭირდება. ერთ დღეს ყველაფერი Wi-Fi-ის შეცვლილი პაროლით დაიწყება…
მარტოხელა მიმტანი მოლი შეხვდება სიმპათიურ ბიჭს სახელად გასი, რომელიც მუშაობს სამკაულების მაღაზიაში. მოლი მიიჩნევს, რომ საბოლოოდ შემხვდა მის ერთადერთს, მაგრამ რაც უფრო მეტად გაიცნობს მას, მით უფრო დიდი საიდუმლო ხდება მისთვის გასი...
ლამაზმანი სახელად კარლი წარმატებული ადვოკატია, რომელსაც ძალიან მოსწონს მამაკაცები. მან ერთდროულად რამდენიმე მამაკაცთან გააბა ურთიერთობა და ამაზე გაჩერებას არც აპირებს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ის მომხიბვლელ მარკს გაიცნობს და როგორც ჩანს ქალი მას საბედოდ თვლის. მარკი ქალს სამსახურის შემდეგ, ხელში ყვავილებით ხვდება და ყველაზე რომანტიკულ პაემნებს უნიშნავს. ასე რომ, ჩვენი გმირი ქალბატონი ვერც კი ხვდება, რომ კაცი შეუყვარდა და ახლა მასთან ხანგრძლივი ურთიერთობის გაბმა სურ, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა...
მისი გაუქმებული ქორწილი და გაკოტრებული საცხობი შობამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალგაზრდა გოგონას, ფელისიტი ოლსონს სადღესასწაულო განწყობას დაუკარგავს. განადგურებული ფელისიტი თავის პატარა მშობლიურ ქალაქში ბრუნდება მხოლოდ ერთი მიზნით: გამოიმუშაოს საკმარისი ფული, რათა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ჩიკაგოში და დააბრუნოს მისი ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში. თუმცა, მისი სადღესასწაულოდ განწყობილი ოჯახი და სიმპათიური ფერმერი ცდილობენ ახალგაზრდა გმირს დაუბრუნონ საშობაო განწყობა.
უიტნი ფლობს ინტერიერის დიზაინის ფირმას, რომელსაც ის თავის მეგობართან, ენდისთან ერთად მართავს. ის ქმნის სანტას განსხვავებულ კოსტიუმს ქალაქის საშობაო მასკარადისთვის და კარგ საქმიან შეთავაზებასაც იღებს - მისმა კომპანიამ მთელი სახლი სადღესასწაულოდ უნდა მორთოს. უიტნი და ენდი თანხმდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩენენ რომ სახლი უიტნის ყოფილ შეყვარებულს, კონორს ეკუთვნის. კონორს არ სურდა ოჯახის ყოლა, მაგრამ როდესაც მისი ნათლული დეიზი დაობლდა, გადაწყვიტა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო და გამხდარიყო მარტოხელა მამა. დეიზის ყველაფერზე მეტად ოჯახის იდეალური სურათის მიღება და მათ ცხოვრებაში ქალის გამოჩენა სურს, რომელსაც დედად მიიღებს. ვინ შეიძლება იყოს უიტნიზე უკეთესი? ამბიციური სურვილია, ტუმცა შობა ხომ სასწაულებს ახდენს...
მომხიბვლელი ანჟელიკა თავდავიწყებითაა შეყვარებული თავის ცოლიან მეგობარზე ლოიკზე. მეგობრები გაფრთხილების მიუხედავათ, ის მზადაა ყველაფერი გააკეთოს, მის დასაპყრობათ, მაგრამ რაღაცა უცნაური იმალება მის საქციელში.
ფილმის მოქმედება მომავალში ვითარდება, სადაც მმართველობა სუპერ-რელიგიების ხელშია. ქრისტიანობის მიღების შედეგ მთავარი გმირი შესძლებს ფუნდამენტალისტებისგან თავის დაღწევას, რომლებიც თავგანწირვით იცავენ საკუთარი "სულიერი წინამძღოლის" ავტორიტეტს.
რომანტიკული დრამა, ახალგაზრდა მევიოლინე გოგონას ფინლი სინკლერის შესახებ, რომელიც ნიუ-იორკის პრესტიჟულ მუსიკალურ კონსერვატორიაში წარუმატებელი მოსმენის შემდეგ, საზღვარგარეთ სასწავლებლად ირლანდიაში მიემგზავრება, სადაც ის ურთიერთობის მოყვარულ და გულთამპყრობელ, კინოვარსკვლავს ბეკეტ რაშის შეხვდება, რომელიც მისი შუასაუკუნეების სათავგადასავლო ფრენჩაიზის კიდევ ერთი ნაწილის გადასაღებად ჩამოვიდა. როდესაც ახალგაზრდა გმირებს შორის რომანი იწყება, ბეკეტ ფინლში გულს, მუსიკას და ცხოვრებისეულ შეხედულებებს ცვლის. თავის მხრივ, ფინლი ბეკეტს თავისი თინეიჯერული კერპის ჩარჩოდან გასვლას შთააგონებს. მაგრამ ბეკეტის დიდების გარშემო მყოფი ძალები, მათ ოცნებას განადგურებით დაემუქრება.
ბენ უოთსი, ჯორჯიის პატარა ქალაქის შერიფია, რომელიც ადგილობრივი მდიდარი მაცხოვრებლების საიდუმლოებებს იცავს. როდესაც სამი ბოროტმოქმედი მძევლად აიყვანს ქალაქის ცნობილ ექიმს, მის გადასარჩენად, შერიფ უოთსის FBI-ის მოსვლამდე ამ რთულ სიტუაციასთან გასამკლავებლად გამოიძახებენ. თუმცა მერი ჩარლზ რუტლეჯი შერიფს გამტაცებლებზე, მძევლებზე და ყველა მოწმეზე შეტევას და მათ განადგურებას აიძულებს. როცა მთავარი გმირი აცნობიერებს, რომ ის შეიძლება პაიკი იყოს უფრო დიდი სქემისა, მან გზა უნდა გაიკვალოს, რათა ქალაქის ბნელი საიდუმლოებების მიღმა დამალული სიმართლე გამოავლინოს.
"ჩვენი კანაფი" არის იმ ხალხის პროტესტი, რომლებიც ჭეშმარიტებასა და სამართლიანობას მოითხოვენ. პრობლემებით სავსე და მგზნებარე ისტორია აკრძალული მცენარის შესახებ, რომელიც კაცობრიობას განვითარების გზაზე მუდამ თან დაჰყვებოდა.
ახალგაზრდა მამაკაცი იწყებს „ქარხნული მეურნეობის“ საკითხების გარკვევას და მალე აღმოაჩენს მზარდ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ მოძრაობას, რომელიც ცხოველებს ისევე მნიშვნელოვან არსებებად თვლის, როგორც ადამიანებს...
ახალი ინგლისის საშობაო დეკორაციების კონკურსის ორგანიზატორები ეძებენ ქალაქს, სადაც ყველაზე უფრო იგრძნობა საშობაო სულისკვეთება. აღმოსავლეთ და დასავლეთ რივერტონის მერები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სადღესასწაულო ორომტრიალის თავში მოექცნენ.
კლერმა და მორისმა უნდა წაიყვანონ მთელი ოჯახი კლერის მამის დაკრძალვაზე. ოჯახი შედგება კლერის ვეგეტარიანელი ვაჟიშვილისაგან, ალექსისაგან, რომელსაც საიდუმლოდ უყვარს მორისის ქალიშვილი, ლუსი, თინეიჯერი მეამბოხე, და კლერის ძმისაგან, რომელიც მწერალია და დასთან ცხოვრობს, ასევე კლერის და მორისის ქალიშვილისაგან. მათ წინ მხიარული მგზავრობა ელით.
დოკუმენტური ფილმი, რომელშიც გვიანმბობენ იდეაზე: სამყარო ხორცის გარეშე. ფილმში მოვისმენთ მეცნიერების, სწავლულების, მხატვრებისა და აქტივისტების მოსაზრებებს ცხოველების მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში...