ჯიმი კილმარტინი ყოფილი ქურდია, მაგრამ ახლა ის ცდილობს პატიოსნად იცხოვროს მეუღლესთან ერთად. მაგრამ ერთ დღეს ბრუნდება მისი ბიძაშვილი რონი, რომელიც მას სარფიან საქმეს სთავაზობს...
ერიკ ლომაკსის რეალური ისტორია. მეორე მსოფლიო ომის დროს, ეს ბრიტანელი ოფიცერი შეიპყრო იაპონიის ჯარმა, შედეგად მან გაიარა ტყვეობის ყველა საშინელება. ტყვეობაში, ის აიძულეს, მონაწილეობა მიეღო რკინიგზის მშენებლობაში. მისი გათავისუფლების შემდეგ ლეიტენანტ ლომაკს მიანიჭეს კაპიტნის წოდება...
წყვილის ცოლ-ქმრული ცხოვრება თავდაყირა დადგება მას შემდეგ რაც ლარა ბრენანს მისი ბოსის მკვლელობას დააბრალებენ და დააპატიმრებენ. ის მკვლელობის ადგილის დატოვებისას ნახეს და მისი თითის ანაბეჭდები იარაღზე აღმოაჩინეს. მისი მეუღლე ჯონი შემდეგი რამოდენიმე წლის განმავლობაში მის ციხიდან დახსნას ცდილობს. საბოლოოდ ჯონი ლარას ციხიდან გატაცების გეგმას შეიმუშავებს...
ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე და მოგვითხრობს ცნობილ ინგლისურ ქვედანაყოფზე. რაზმი მეორე მსოფლიო ომის დროს იან ფლემინგის ინიციატივით ჩამოყალიბდა, რომელიც იმ დროისთვის ბრიტანეთის საზღვაო დაზვერვაში მუშაობდა და ნაცისტების ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედებდა. მისი ამოცანა იყო გერმანული წარმოების საიდუმლო დოკუმენტებისა და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობების მოპოვება...
ავღანეთში თალიბებმა ახალგაზრდა ფრანგი ჟურნალისტი გაიტაცეს. საფრანგეთის ხელისუფლება უარყოფს გამტაცებლების პირობების შესრულებას. მაშინ თალიბები განათავსებენ ინტერნეტში მისი სიკვდილით დასჯის უკუთვლის ვიდეოს. გოგონას გადასარჩენად გაემგზავრება ფრანგული სპეცნაზის ელიტური რაზმი...
მთავარი გმირი, ახალგაზრდა და გულუბრყვილო ვინსი, შემთხვევით აღმოაჩენს სწრაფი გამდიდრების ხერხს. ინსტრუქციები ზუსტად უნდა შესრულდეს, რომელიც ფოსტით მოვა ზოლიანი კონვერტით. მას შემდეგ, რაც წინასწარ განსაზღვრული ადრესატი ზედმეტი დოზისგან იღუპება, ვინსი გადაწყვიტავს ავანტიურაზე წავიდეს. ის თავს გარდაცვლილის მაგივრად ასაღებს და წარმოდგენა არ აქვს, რომ ამით სასიკვდილო თამაშში ერთვება.
ფრენკ მარტინმა მძღოლის ხელთათმანები გაიკეთა, რათა მარსელიდან ოდესამდე ჩაიყვანოს ვალენტინა, უკრაინის მთავრობის ჩინოვნიკის გატაცებული ქალიშვილი. გზად მას არამხოლოდ ბანდიტებთან მოუწევს შერკინება, რომლებსაც სურთ ვალენტინას უსაფრთხო გადაადგილება როგორმე ჩაშალონ, არამედ თავის პირად გრძნობებსაც არ უნდა მისცეს გასაქანი სახიფათო მდომარეობაში მყოფი ობიექტის მიმართ.
პანამის ბნელ ჯუნგლებში შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც კოლუმბიის ცნობილი ნარკობარონი უნდა ჩავიდეს. შეხვედრის მთავარი თემა სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაა. ამერიკის ხელისუფლება იქ თავის წარმომადგენელს საუკეთესო სნაიპერს სერჟანტ ტომას ბეკეტს აგზავნის...
მარტინა სთავაზობს ტერის, ლონდონში, ბეიკერ სტრიტზე მდებარე ბანკზე თავდასხმას უხელმძღვანელოს. იგი უმიზნებს საცავს, სადაც მილიონობით ნაღდი ფული და ძვირფასეულობა ინახება. თუმცა ტერიმ და მისმა გუნდმა არ იცის, რომ ეს სეიფები ამავე დროს ბინძურ საიდუმლოებათა საგანძურს წარმოადგენს - იმ საიდუმლოებებისა, რომლებიც მათ კორუფციის ქსელსა და დანაშაულებრივ სკანდალში გახვევს.
ყოფილი პატიმარი ჯონი კლეი, ორი მილიონის მოპოვების იმედით, იპოდრომის ძარცვას გეგმავს. გეგმის განსახორციელებლად კი, კიდევ ოთხ ადამიანს იკრებს. მოლარე, პოლიციელი, ყოფილი ალკოჰოლიკი და ბარმენი – მისი თანამზრახველები არიან...
სამყაროში, რომელსაც შიში მართავს, მხოლოდ სამართლიანობას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. სწორედ სამართლიანობის აღდგენას ემსახურებიან ფედერალური ბიუროს აგენტი ჯეკ კროუფორდი და მისი მეწყვილე. მაგრამ სამართლიანობა და კანონი უძლური აღმოჩნდა შეუბრალებელი მკვლელის წინაშე, რომელმაც მათ ნამდვილ ომი გამოუცხადა. ამ წუთიდან კროუფორდის სიცოცხლე სიკვდილთან თამაშივითაა, სადაც სიცოცხლე არ ფასობს, ძველი მეგობრები კი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ხდებიან.
ოცტომბრის ცა 1999 წელს გადაღებული ჩარლზ გორდონის ფილმია ჯეიკ ჯილენჰაალის, კრის კუპერის და ლორა დერნის მონაწილეობით. დაფუძნებულია ჰომერ ჰიკმანის ცხოვრების ისტორიაზე - მეშახტეს შვილი, რომელიც მამის სურვილის წინააღმდეგ წავიდა და საბოლოოდ ნასას მეცნიერი გახდა...
შთამაგონებელი ისტორია კრივის მსოფლიო ჩემპიონზე, ბინი პაციენცაზე, რომელიც ფატალური ავარიის შემდეგ აღარც კი ოცნებობდა გავლაზე. მაგრამ იგი არ დანებდა, ჩუმად სტუმრობდა სპორტ დარბაზს და უკვე სამ თვეში რინგზე გავიდა...
ფილმი გადაღებულია რეალურ მოვლენებზე. დეტექტივი ბად კარტერის გამოძიება იწვევს ჯესი ვეილანდის დაპატიმრებას, რომელიც დაქირავებული მკვლელია კრიმინალური სინდიკატიდან. ვეილანმა იცის, რომ ციხეში მოხვედრით იგი დაკარგავს თავის ოჯახს და გადაწყვეტს ენდოს კარტერს, გახდეს რა მისი ინფორმატორი...
მისი პირველი ბრძოლა შოტლანდიის მთებში მოხდა 1536 წელს. მის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას იგი ნიუ-იორკში გამართავს 1986 წელს. მისი სახელია კონორ მაკლეოდი. იგი უკვდავია...
ფილმის მთავარი გმირი სახელად ილ კვაკი, რომლის საცოლეც დემონებმა მოკლეს, უწმინდურებთან ბრძოლის სამეფო რაზმში შევიდა. შემდეგ ის იმ სამყაროში აღმოჩნდა, სადაც დაღუპულთა სულები რეინკარნაციამდე 49 დღეს ატარებენ...
ფილმი მოგვითხრობს ღვთისმშობელი მარიამის და იოსების მძიმე მოგზაურობის შესახებ, მას შემდეგ, რაც ისინი ნაზარეთიდან განდევნეს. მოგზაურობის დროს ისინი ბედმა არაერთხელ გამოსცადა. მათი გზა მთავრდება ბეთლემში, სადაც იესო დაიბადა...
პედაგოგი-იდეალისტი პროვინციას ტოვებს, რათა ნიუ-იორკის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლოს. ამ სკოლას ცუდი სახელი აქვს, მეთიუ კი მთელ თავის ძალას და ინოვაციურ მეთოდებს იყენებს, რათა ახალი მოწაფეების გულებში შთაგონება გააღვივოს...
ფილმი მაყურებლებს ოჯახური წყვილის ისტორიას უყვება, რომელიც ვალებში იძირება. ფინანსური პრობლემების მოგვარების გზა მოულოდნელად ჩნდება: როდესაც მათი ნაქირავები ბინის მფლობელი კვდება, მთავარი გმირები მის სახლში ფულით სავსე ჩანთას პოულობენ. 370 000 დოლარს მარტივად შეუძლია წყვილის ფულადი პრობლემების მოგვარება, მაგრამ უღირთ კი მეუღლეებს მისი აღება? არჩევანს, რომელსაც გმირები აკეთებენ, მათი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა შეუძლია, მაგრამ არა უკეთესობისკენ...
1913-1914 წლები. პატარა სოფელი პროტესტანტულ ჩრდილოეთ მხარეში. პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდი. ეს არის ისტორია ბავშვებზე და მოზარდებზე, რომლებიც ეკლესიის გუნდში მღერიან. მომხდარი უბედური შემთხვევა თანდათან დამსჯელი რიტუალის სახეს იღებს...
ამ ჯერად სკუბი დუს და მის მეგობრებს მოუწევს შენიღბულ ბოროტმოქმედთან შებრძოლება, რომელიც გეგმავს ქალაქ კულსვილის დაბყრობას და მასში მოჩვენებებს შეყრის. ეს არსებები, რომლებიც ქვეყანაზე სპეციალური დანადგარის მეშვეობით ჩნდებიან, ქალაქში ნამდვილი არეულობა შეაქვთ...
პოლიციელ ინსპექტორს გარი კალახენს თავის უფროსობასთან ცუდი რეპუტაცია აქვს დამნაშავეებთან დაუნდობელი მოქცევის გამო. ამ დაუნდობლობას თავისი ახსნა აქვს: დამნაშავეები ხშირად გაურბიან პასუხისმგებლობას. დანაშაულის ადგილას აყვანილებიც კი ადვოკატების, მოსამართლეების, პოლიციელი ჩინოვნიკების და ამნისტიების დახმარებით თავისუფლებაზე გამოდიან სიკვდილის დასათესად. კალახენი, რომელსაც მეტსახელი "ბინძური ჰარი" შეარქვეს, იმის გამო, რომ იძულებულია ყველაზე ჭუჭყიანი და სისხლიანი სამუშაო შეასრულოს, ცდილობს ისე იმოქმედოს, რომ დამნაშაეებმა სასჯელს თავი ვერ აარიდონ...
წარსულში ელიტური სპეცნაზის მომზადების სპეციალისტი ელ თი ბონემი შეუერთდება ფედერალური ბიუროს ჯგუფს, რომელიც სასტიკი მკვლელის კვალს მიჰყვება. მოუხელთებელი ქილერი, რომელიც ვირტუოზულად ფლობს საბრძოლო დანას, - ერთერთი ყველაზე ნიჭიერი ელ თის მოსწავლეა. მას არ სჭირდება სახლი - ის ტყეში არსებობს. მას არ სჭირდება ფული - მას შეუძლია ყველაფერი იშოვოს რაც აუცილებელია. მას არ სჭირდება იარაღი - მის ხელთაა ჯოხი ან ქვა და მის ხელში ის იარაღზე უფრო საშიშია. ის იდეალური მებრძოლია, და მხოლოდ მის მასწავლებელს შეუძლია მისი შეჩერება...
ტრილერი დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე, საუბარია იმაზე, თუ რა მოხდა 1982 წელს ნიუ-იორკში ინკასაციის დაჯავშნული მანქანების ძარცვისას, რომელიც იმ დროს მიჩნეული იყო ა.შ.შ.-ს უდიდეს ძარცვად...
აშშ–ს პოლიციაში არსებობს უამრავი სახის სპეცნაზი, მაგრამ ყველაზე მაგარი დამსახურებულად ტვლება განსაკუთრებული ქვედანაყოფი, რომლის რიგებშიც მოხვედრა სინამდვილეში უძნელესი გამოცდაა. ჯიმ სტრიტს ლოს–ანჟელესის პოლიციიდან ჩარიცხავენ განსხვავებული ქვედანაყოფის რიგებში...
ლოს -ანჯელესელი ოფიცერი პოლ ქათლერი სპეც დანიშნულების ჯგუფის ანტიტერორისტულ ტექნიკასა და თავდაცვაში მოსამზადებლად დეტროიტში გაგზავნეს. ქათლერს ახალი დავალების შესრულება უჭირს, რადგან კაპიტანს დაუპირისპირდება და ჯგუფიც წინააღმდეგობას უწევს, პარალელურად ქათლერი პოლიციის ფსიქოლოგთან კიმ ბაიერსთან გააბამს რომანს. მოულოდნელად, მძევალის გათავისუფლების ერთი შეხედვით იოლი ოპერაცია ცუდად დამთავრდება და ქათლერს ყოფილი სამთავრობო აგენტი ვალტერ ჰატჩი დაუპირისპირდება, რომელსაც მისი საყვარელი ქალის მოკვლის გამო შურისძიება სურს. ქათლერმა უნდა გამოიყენოს მთელი თავისი ცოდნა, რომ დაიცვას სპეც დანიშნულების ჯგუფის წევრები პროფესიონალი მკვლელისაგან...
ახალგაზრდა მამაკაცი (კრუზი) მისი პატრონის ქალიშვილთან (კიდმანი) ერთად ირლანდიიდან გაიპარება. 1893 წელს ისინი ოკლაჰომაში მიწის ყიდვაზე ოცნებობენ. ახალ ადგილას ჩასულები ისინი სამსახურს მოძებნიან და ფულის შეგროვებას იწყებენ. კაცი კრივს მოკიდებს ხელს და თავიდან წარატებულიც არის ამ საქმეში, სანამ საბოლოოდ არ დამარცხდება და მას საკუთარი დამქირავებლები უკაპიკოდ დატოვებენ, ისე, რომ ზამთარში შიმშილიც კი უწევს. ამის მიუხედავად ფილმის გმირები მაინც იბრძვიან მათი ოცნებისათვის...
ალიასკაზე მდებარე ციხიდან ორი მსჯავრდებული გაიქცევა. ისინი სატვირთო მატარებელზე მოხვდებიან, მაგრამ მემანქანე მოულოდნელად გარდაიცვლება და არავის შეუძლია მატარებლის გაჩერება. გაქცეულების დასაჭერად გამოგზავნიან მთელ ადგილობრივ პოლიციას ციხის უფროსის მეთაურობით...
ახალგაზრდა და ნიჭიერმა დრამატურგმა დაწერა პიესა, მაგრამ როგორც ყოველთვის პიესის დადგმისთვის ფული არასოდეს არ არის საკმარისი. მასთან დასახმარებლად სახელგანთქმული განგსტერი მივა ნიუ-იორკიდან, რომელიც ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ითხოვს მთავარ როლზე დანიშნონ მისი უნიჭო მეგობარი გოგო. პიესის ავტორი დილემის წინაშეა: ან ფული და უნიჭო მსახიობი, ან უარი უნიჭო მსახიობს - მაშინ პიესა არ დაიდგმება...
უნამუსო ბანდიტი–ნინძას, იშიკავა გოემონის ისტორია (იოსუკე ეგუჩი). ერთ ღამეს როდესაც ნანბანის ძვირფასეულობას ძარცვავდა, გოემონმა სამარხში უცნაური ყუთი იპოვნა. ეს მივიწყებული რეილქვია წარსულის საიდუმლოებებს ინახავს...
უდაბნოს თავს დაატყდა საშინელი ქარიშხალი, რომელშიც სატვირთო-სამგზავრო თვითმფრინავი მოხვდა. გადარჩა რამდენინე ადამიანი. წყალი და საჭმელი მხოლოდ რამდენიმე კვირა ეყოფათ. მობილური დადუმდა, რადიო გადამცემი გაფუჭდა...
ტაეკვონდოს ჩემპიონი სუნგ-კიმი უარს ამბობს მებრძოლის კარიერაზე, რათა იზრუნოს თავის ქალიშვილზე, მაგრამ როდესაც მას იტაცებენ უკანონო ბრძოლებში ჩართული ბანდიტები, კიმი იძულებულია დაბრუნდეს რინგზე და შეებრძოლოს გალიის მეფე ჯეკ მილერს, რომელიც არასდროს დამარცხებულა...
როდესაც ტერორისტები ატომური იარაღით იმუქრებიან, სამყაროს ერთადერთი იმედი დარჩა, თავიდან გაააქტიუროს გაუქმებული უნივერსალური ჯარისკაცი ლუკ დევარო. განახლებული შეიარაღებით და პროგრამირებით დევარო მის ძველ მტერს და ახალი თაობის "უნისოლ"–ს უნდა დაუპირისპირდეს...
Ex-Green Beret hapkido expert saves wild horses from being slaughtered for dog food and helps protect a desert "freedom school" for runaway.
სუპერმენი იგებს უმოწყალო ბოროტმოქმედ ბრეინიაკზე, რომელმაც დაიპყრო და დააპატარავა მისი პლანეტა კრიპტონი. რის შემდეგაც ის და მისი ბიძაშვილი სუპერქალი მიემგზავრებიან პლანეტაზე, რათა წინ აღუდგნენ ბოროტმოქმედს და გადაარჩინონ პლანეტა ბრეინიაკის ბატონობისგან.
პოლიციის აკადემია. მოქმედი გმირები – ხომეინი, არაფატი, გორბაჩოვი, იდი ამინი და კადაფი. ცნობილი "პოლიციის აკადემიის" დამდგმელი რეჟისორი დევიდ ცუკერია, მაგრამ მთავარი გმირი – არ არის ზემოდხსენებული, მთელ მსოფლიოში ცნობილი პერსონაჟი, არამედ პოლიციელი, ლეიტენანტი ფრენკ დრებინი(ლესლი ნილსენი). ის ყველა დამნაშავეს ისე ადვილად უმკლავდება, როგორც აგენტ 007-ს არც კი დაესიზმრებოდა...
1943 წელი. პოლკოვნიკ ვიშნევეცკი ღებულობს სახელმწიფო დავალებას: მოამზადოს დივერსიული ჯგუფი, რომელმაც უნდა დაბლოკოს გამორჩეული გერმანელების კავშირის 'ედელვაისის' მოქმედებები. ჯგუფი გროვდება მამაცი 14–15 წლის ბიჭებისგან, რომლებიც ობლები არიან და არავინ დაუწყებს ძებნას...
ილუზიონისტს ლას ვეგასიდან, რომელსაც შეუძლია მომავლის დანახვა, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები დასდევენ, რომლებსაც სურთ მისი უნარი ატომური ტერორისტული აქტის თავიდან ასაცილებლად გამოიყენონ...
მომავალი დრო ამერიკაში. ყველაფერს აკონტროლებს ყოფილი მეძავი, ახლა კი ნარკოტიკებით მოვაჭრე, ზედმეტსახელად მა-მა, რომელსაც ქალაქის დაპყრობა აქვს მიზნად დასახული. ერთადერთი რასაც მისი შეჩერება შეუძლია ეს არის პოლიციის დაჯგუფება "დამსჯელები", რომლებიც ცდილობენ სამართლიანობის დამყარებას. მაგრამ მალე მთავარი "დამსჯელი" დრედიც კი ხვდება რომ მა-მას დამარცხება ადვილი სულაც არ არის...
ჯულიეტა, მომხიბლავი გარეგნობის ექიმია, ის პოულობს ნიუ-იორკში სახლს, ქირაობს მას რათა ქმრისგან დამოუკიდებლად იცხოვროს. მალე მას უჩნდება ეჭვი, რომ სახლში მარტო არ არის...
მკვლელობისთვის მოხდილი სასჯელის შემდეგ, ტომ ჯოადი ციხიდან საოჯახო რანჩოში ბრუნდება, რომელიც დანგრევის პირასაა მისული. ოკლაჰომაში სამუშაოს პერსპექტივის არქონის გამო, მთელი ოჯახი "აღთქმულ მიწაზე" - კალიფორნიაში მიემგზავრება. ფილმი გადაღებულია ჯონ სტეინბეკის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით...
ეგზოტიკური ტაილანდის შუაგულში ამერიკელი გოგონები აჰყავთ ტყვედ, ერთ-ერთი მათგანი სენატორის შვილია.ბანდიტები გოგონების მოკვლით იმუქრებიან თუ მათ მოთხოვნებს არ შეასრულებნ...
სკოტ პილიგრიმმა თავისი ოცნების გოგონა იპოვნა, მაგრამ მასთან მისასვლელ გზაზე ერთი პრობლემაა გადასალახი: გოგონასთან შესახვედრად, ის მის შვიდ ყოფილ შეყვარებულს უნდა მოერიოს...
მკვლელი ჯო (ქეიჯი)თავდასხმამდე ყოველთვის სწავლობს ადგილობრივ მოსახლეობას. ბანგკოკში ჩასვლისისას იგი ხვდება ქუჩის ბიჭს კონგს, რომელიც მისი უპირველესი დამხმარე ხდება.როდესაც კონგს კინაღამ მოკლავენ, ის ჯოს სთხოვს ასწალოს მისი სასიკვდილო ხელობა და თავდაუნებურად მკვლელთა ბანდის სამიზნე ხდება...
ჯონ სმიტი მისტიური უცნობია, რომელიც დაჯგუფებების დაპირისპირების ომში მოყვა. ამ საშიშ თამაშში ის ბევრჯერ იცვლის თავის პოზიციას იმის მიხედვით ვინ მეტს გადაუხდის. საბოლოოდ იგი გადარჩენისთვის ბრძოლაში სამართლიანობის სადავეებს თვითონ აიღებს ხელში...
1942 წელს გერმანიამ საზღვაო ძალების სრული მობილიზაცია გამოაცხადა. ათასობით წყალქვეშა ნავი ყოველდღიურად მიემართებოდა ინგლისური, ამერიკული და რუსული ხომალდების გასანადგურებლად...