ჩიკაგოელი ქირურგი რიჩარდ ქიმბლი, მეუღლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ექიმი ციხიდან გაქცევას დაგეგმავს და თავად ცდილობს ნამდვილი მკვლელის პოვნას. ფილმი გადაღებულია 1963 წლის ამავე სახელწოდების პოპულარული სატელევიზიო სერიალის მიხედვით...
მეტ ლი ვიტლოკი პატივცემული პოლიციის შეფია ფლორიდის პატარა ქალაქში. მან უნდა გახსნას ორმაგი მკვლელობა სანამ თავად გახდება ეჭვმიტანილი. მან უნდა დაასწროს ყველას და გახსნას საქმე, რათა დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა...
სადაზღვეო აგენტი ბრიგსი ვერ იტანს თავის უფროსს. საქმიანია და მიზანსწრაფული, ის თაღლითების ძებნის მთელი სისტემის შეცვლას ცდილობს, რომელსაც მან მთელი თავისი ცხოვრება დაუთმო. ერთხელაც წვეულებაზე კლუბში 'ნეფრიტის მორიელი", ისინი ჰიპნოზური ექსპერიმენტის მონაწილეები გახდნენ და ერთმანეთი შეუყვარდებათ...
შემოდგომაზე სინდი პრესკოტი გეგმავს პატარა ქალაქიდან ვუდსბოროდან გამგზავრებას, და კოლეჯში ჩაბარებას. ის მოახერხებს ცოცხლად გადარჩენას იმის შემდეგ, რაც უცნობმა მკვლელმა სისხლიანი სასაკლაო მოაწყო. ახლა ის მზადაა ახალი მშვიდობიანი ცხოვრება დაიწყოს უსაფრთხო სტუდენტურ ქალაქში, წარსული სიგიჟისგან შორს... ყველაფერი წარსულს ჩაბარდა?.. იქნებ არა?.. ყველაფერი იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მაყურებლები საშინელებათა ფილმის პრემიერაზე მიდიან...
20 წლის ავტომექანიკოსს შეუყვარდება 17 წლის ჟენევიევა, რომელიც დედას ეხმარება ქოლგების მაღაზიაში. შეყვარებულები თავს ბედნიერად გრძნობენ, სანამ გაის ალჟირში არ წაიყვანენ ჯარში...
მილიარდელი ტომას კრაუნი იტაცებს მუზეუმიდან მონეს ნახატს, რომელიც ღირს 100 მილიონი დოლარი, ქეთრინ ბენინგმა, ხელოვნების ნიმუშების სადაზღვევო კომპანიის დაკვეთით უნდა იპოვოს მძარცველი და დააბრუნოს ნახატი...
რაკუნ-სითიში ბოროტება მძვინვარებს, უშიშარი ალისი კი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ადამიანთა შორის, ვისაც სურს საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოააშკარავოს ბოროტი ძალა. ვირუსი თავს ესხმის ადგილობრივ მაცხოვრებლებს და მათ უკვდავებად აქცევს. მისი კოლეგის ჯილის დახმარებით, ალისი აპირებს სიმართლეს ფარდა ახადოს, მაშინაც კი, თუ მას მოუხდება ბრძოლა ექსპერიმენტულ იარაღთან კოდური სახელით "ნემეზის"...
სასიყვარულო ისტორია, რომელიც ორი ქალის, მაწანწალა-მეძავი უორნოსის, რომელიც თავის კლიენტებს კლავს, და სელბი უოლლი, რომელიც მშობლებმა ფლორიდაში გააგზავნეს მამიდასთან, ლესბოსური გადახრებისგან განსაკურნებლად – საშნელი დანაშაულების ფონზე ვითარდება. სასოწარკვეთილი ეილინი, რომელსაც თვითმკვლელობის აზრები მოსდის თავში, ბარში შევა, სადაც სელბის შეხვდება და შეუყვარდება ის. სელბისთან საცხოვრებლად, ის აგრძელებს თავისი სხეულით ვაჭრობას. მასში საშნელი სიძლვილი გაიღვიძებს, რომელიც მკვლელობების სერიას გამოიწვევს... საინფორმაციო საშუალებები მას მეტსახელად მონსტრს უწოდებენ – პირველ სერიულ მკვლელ ქალს.
ფერმერი გრემ ჰესი პენსილვანიის შტატში ორ ვაჟთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. მათ მშვიდ ცხოვრებას მოულოდნელად ანგრევენ უცნაური მოვლენები. ყველაფერი იქიდან იწყება, რომ ფერმერთა სიმინდის ველებზე საიდუმლო გზით უზარმაზარი წრეები ჩნდება, რომელთა დიამეტრები 150 მეტრს აღწევს. შესაძლებელია, ველებზე გაჩენილი წრეები – ეს არამიწიერი ცივილიზაციების მოქმედების კვალია. გრემი ცდილობს გაერკვიოს, რა ხდება მის ფერმაზე, ის ცდილობს ოჯახი დაიცვას უცხოპლანეტელებისგან.
მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე აგენტი, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს რუსული საიდუმლო დოკუმენტების შეძენის ოპერაციას ჩაშლის, იგი ზღვისპირა, წყნარ სოფელში გადაინაცვლებს, სადაც ბორნი და მერი ერთად ცხოვრობენ. ბორნი იძულებული გახდება შეპირებისამებრ, სამაგიერო გადაუხდოს ყველას მისი წარსული ცხოვრებიდან, ვინც კონტაქტზე გამოსვლას შეეცდება...
ბარი ლევინსონის დრამა, რომელშიც ორი მეგობარი ციხის ზედამხედველზე შურისძიებას გეგმავს. სასამართლო მოსმენაზე მან პასუხი უნდა აგოს იმ სისასტიკეზე, რომლითაც არასრულწლოვნებს ექცეოდა...
ახალგაზრდა იურისტი შავკანიან მამაკაცს იცავს, რომელსაც ბრალად ორი ადამიანის მკვლელობა ედება. მათ მისი 10 წლის ქალიშვილი გააუპატიურეს. ამ ყველაფერმა კუკლუქსკლანის გამოღვიძება გამოიწვია...
ეს ფილმი წარმოადგენს რობ ზომბის 2003 წლის საშინელებათა ჰიტის - "ათასი ცხედრის სახლი"-ს გაგრძელებას. აქ გრძელდება ისტორია ძალიან უცნაური ხალხისაგან შემდგარი არანორმალური ჯგუფის შესახებ...
კრიმინალური ძალაუფლებიანი სინდიკატის წევრმა თავის ბოსებს უნდა გადაუხადოს 130 ათასი დოლარი. ამიტომაც ის პატიჟებს პორტერს საქმეზე. მასთან და მის ცოლთან ერთად ისინი გაძარცვავენ ავტომობილს, რომელითაც აზიატებს ჭუჭყიანი ფული გადააქვთ. მაგრამ პორტერის ცოლს მაფიოზი აჩვენებს სურათს, სადაც ქმარი ქალთან ერთადაა გადაღებული, და ცოლი საყვარელ კაცს ტყვიას ტყვიაზე დაახლის. ისინი იფიქრებენ, რომ პორტერი მოკვდა, წაიღებენ ფულს და წავლენ. თუმცა პორტერი არ მომკვდარა და ხუთი თვის შემდეგ დაბრუნდა, იმისათვის რომ გაუსწოროს ანგარიში – დაიბრუნოს თავისი ფული და შური იძიოს...
ეს ისტორია იმაზეა, თუ როგორ შეძლო ახალგაზრდა მამაკაცმა რეი ჩარლზმა ღარიბი ოჯახიდან, რომელიც ალაბამას შტატში ქალაქ ოლბანში ცხოვრობდა, ყველა სირთულეების გადალახვა, რომელიც მას დიდების მიმავალ გზაზე შეხვდა და როკ-ენ-როლის ისტორიაში ყველაზე დიდი პიანისტი გახდა... მას თავისი ოცნების ასრულებისთვის იმანაც არ შეუშალა ხელი, რომ ჯერ კიდევ ბავშვმა - ექვსი წლის ასაკში - მხედველობა დაკარგა...
შესანიშნავი, ამაღელვებელი და წარმტაცი ისტორია ერინ ბროკოვიჩზე, მარტოხელა ქალზე სამი ბავშვით, რომელსაც ცხოვრება არც ისე ანებივრებდა ნათელი დღეებით. ასეთებისთვის, როგორც ერინი, არ არსებობს კარიერული ზრდის შესაძებლობა, სამაგიეროდ არის მხოლოდ მშვიდი სამუშაო პატარა იურიდიულ ფირმაში...
ეს ბიოგრაფიული ლენტა მიძღვნილია ლეგენდარული კანტრის სტილის მომღერლის, ჯონი კეშის და მისი მეორე ცოლის, ჯუნ კარტერის ცხოვრებას. კეშის ახალგაზრდობა, რომელიც 1932 წელს დაიბადა არკანზასში, მოღუშუული იყო უფროსი ძმის ტრაგიკული სიკვდილით და უყურადღებო მოქცევით მამის მხრიდან, რომელიც მას ცუდ შვილად თვლიდა. ჯარი მომავალმა მუსიკოსმა და მომღერალმა გერმანიაში გაიარა აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების რიგებში. 1954 წელს მან ცოლად ვივიანი მოიყვანა, რომელმაც მას ქალიშვილი გაუჩინა, 1955 წელს კი, 23 წლის ასაკში, მან თავისი პირველი ჰიტი გამოუშვა: «Cry, Cry, Cry». მალევე კეში აშშ-ში გაემგზავრა ტურნეში ჯერი ლი ლიუსთან, ელვის პრესლისთან და ჯუნ კარტერთან ერთად, რომელზეც ის უიმედოთ ოცნებობდა მთელი ათი წლის განმავლობაში. კრიტიკულ მომენტებს კეშის ცხოვრებაში თანამგზავრობას უწევდა ამფეტამინის და ალკოჰოლის მიმართ მიდრეკილება. 1968 წელს კეში და კარტერი ცოლ-ქმარი გახდნენ და ერთად 2003 წლის მაისამდე - ჯუნის სიკვდილამდე იცხოვრეს. კეში იმავე წლის სექტემბერში გარდაიცვალა...
1972 წლის არჩევნების დროს "ვაშინგტონ პოსტის" რეპორტიორი ბობ ვუდვარდი დემოკრატების პარტიის შტაბ-ბინის გატეხვასთან დაკავშირებულ მოვლენებს აშუქებს. რესპუბლიკელთა პარტიის დამფინანსებელთა სახელები და გვარები ნელნელა სააშკარაოზე გამოდის, ისინი ეჭვმიტანილები ხდებიან. ვუდვარდი ჟურნალისტურ გამოძიებაში კარლ ბერნსტაინს რთავს და თანდათან კვალი მათ თეთრ სახლამდე მიიყვანთ...
ბარი ბი ნელსონი – ფუტკარი, რომელმაც ახლა ხანს დაამთავრა კოლეჯი და საკმაოდ იმდედგაცრუებულია მომავალი კარიერით. ერთადერთი არჩევანი ხომ რომელიც მის წინაა – ეს თაფლის აღებაა. ის გამგზავრება და უსიამოვნებაში გაეხლართება, რომლედანაც მას ნიუ–იორკელი მეყვავილე გადაარჩენს. ბარის ეგრევე შეუყვარდება თავისი მშველელი, და გადადის მასთან ახლოს საცხოვრებლად. ზუსტად ნოი–იორკში ის გაიგებს, რომ თაფლს, რომელსაც ასეთი სიძნელით შოუობენ ფუტკრები ადამიანები ჭამენ...
(19 წლით ადრე მე-4-ე ეპიზოდამდე) სასტიკი ბრძოლების სამი წლის მერე, კლონების ომი დასასრულს უახლოვდება. ჯიდაები აძლევენ ობი-ვან კენობის დავალებას გენერალი გრივოსი ადგილამდე მიიყვანოს, სასტიკი დროიდების სეპარატიული ჯარების მეთაური, სამართალდამცავი ორგანოების ხელში. ამ დროს კორუსკანტზე ძლიერდება კანცლერი პალპატინის ძალაუფლება. მისი პოლიტიკური რეფორმები გარდაქმნიან ომისგან ძალაამოლეული რესპუბლიკას ძლიერ გალაქტიკურ იმპერიად. პალპატინი გაუხსნის ანაკინ სკაიუოკერს, თავის უახლოეს მოკავშირეს, უდიდესი ძალის საიდუმლოებს, იმის იმედით, რომ ის ბნელეთის მხარეზე გადმოვა...
(4 ეპიზოდამდე 22 წლით ადრე პერიოდი) სეპარატისტული პოლიტიკური დაჯგუფება სენატორ პადმე ამიდალას მკვლელობას გეგმავს. ჯედაის რაინდები ობი-ვან კენობი და ენეკინ სქაიუოქერი კლონების გასაიდუმლოებულ ჯარებს მიაგნებენ. გალაქტიკური რესპუბლიკა სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშეა...
რუსული მაფიის ერთერთი გავლენიანი წევრის მიერ დაქირავებული, იმისათვის რომ ფედერალურ ბიუროზე ძმის მკვლელობის გამო შურის იძიოს, სრულყოფილების მოყვარული "ტურა", მოუხელთებელ სამიზნეს წარმოადგენს მათთვის ვისაც მისი დაჭერა სურს, ესენი არიან: ფედერალური ბიუროს უფროსის მოადგილე და ყოფილი ტერორისტი...
ხანშიშესულ პოლიციელს რიგითი დავალება აქვს სწრაფად მოლაპარაკე მოწმე პოლიციის განყოფილებიდან სასამართლოს შენობაში გადაიყვანოს, მაგრამ ყველაფერი რთულდება...
ცნობილი კომედიის - "9 იარდის" გაგრძელება. ჩვენი საყვარელი კბილის ექიმის, ნიკოლას ოზერენსკის ცხოვრებაში, უამრავი უსიამოვნო რამ ხდება. კარგი მხოლოდ ის არის, რომ მისი მეუღლე ფეხმძიმედ არის. ცუდი კი. ცნობილი უნგრელი ნარკობარონი - ლაზლო, რომელიც ციხიდან გამოდის და თავისი ფულის დაბრუნება უნდა! ამისათვის ის ყველაფერს გააკეთებს, თუნდაც, ეს ფეხმძიმე სინდიას მოტაცება იყოს...
მაფიოზი სახელად ჯიმი "ტიტა", ფედერალებთან თანამშრომლობას თანხმდება, იმისათვის რომ ციხეში არ ჩაჯდეს. ის ქალაქგარეთ გადადის საცხოვრებლად, რადგან მოწმეთა უფლებების დაცვის პროგრამაშია.ძალიან მალე, მეზობლად მცხოვრები ახალგაზრდა წყვილი მის ნამდვილ ვინაობას დაადგენს და ჯიმის კარს მიადგება ,რომ თავად დარწმუნდნენ, კვლავ ფორმაშია თუ არა სახელგანთქმული განგსტერი...
12 განსხვავებული სტუმარი. ოთხი დამოუკიდებელი კინონოველა, რომლებსაც სიუჟეტურად აერთიანებს სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომლის პერსონაჟი. ახალი წლის ღამეს მას საოცარი თავგადასავალი გადახდა - იგი სასტუმროს ოთხ სხვადასხვა ნომერში მომხდარი უჩვეულო მოვლენების თანამონაწილეა...
სამი კოლეჯის მეგობარი თითქმის 30-წლიანი განშორების შემდეგ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. იმის მიუხედავად, რომ მათი გზები გაიყარა, ძველი მეგობრების ცხოვრება თითქმის ერთნაირად წარიმართა: სამივენი წარმატებულად გათხოვდნენ და ცოტა ხნის წინ გასცილდნენ მეუღლეებს ახალგაზრდა ლამაზმანების გულისთვის. ახლა კი სამივენი ერთად გადაწყვეტენ პირველი ცოლების კლუბი შექმნეს და ყოფილ მეუღლეებზე შური იძიონ...
1981 წელი. საზაფხულო ბანაკს, არდადაგების ბოლო დღეს, კოსმოსური სადგურის ნარჩენები უნდა დაეცეს. ბანაკის მკაცრ მმართველს, პროფესორი ჰენრი შეუყვარდება, რომელიც ბანაკის გადარჩენას ცდილობს.ბოლო დღეს ბანაკის ყველა ბინადარი ცდილობს ყველაფრის მოსწრებას; უყვარდებათ ერთმანეთი, ჩხუბობენ, კვლავ უყვარდებათ და ა. შ...
ამერიკა, 20-იანი წლები. გოლფის დიდი ოსტატი ომიდან სხვა ადამიანად ბრუნდება. ტრაგიკულმა მოვლენებმა და ბედის უკუღმართობამ, მის ცხოვრებას აზრი დააკარგინა, გულზე კი ღრმა ჭრილობები დაუტოვა... და მხოლოდ გულითადი მეგობრების დახმარებას და საყვარელი ქალის სინაზეს და სიყვარულს შეუძლია გადაატანინოს ცხოვრებისეული წინააღმდეგობები წარმატების მისაღწევად...
იაპონური ანიმაციური საშინელება, ვამპირის შესახებ, რომელსაც ვიეტნამის ომიდან დაბრუნებისთანავე, აშშ-ს მთავრობა უკანასკნელი ვამპირის განადგურებას ავალებს...
მაშინ, როდესაც ამერიკას მილიონობით გარდაცვლილი უტევს, გადარჩენილ ადამიანთა პატარა ჯგუფი თავშესაფარს ეძებს. ისინი ცდილობენ ქალაქიდან გაიქცნენ და თავი უსაფრთხო კუნძულს შეაფარონ. ფილმი წარმოადგენს 1978 წლის ამავე სახელწოდების ფილმის რიმეიქს...
ის დაიბადა 6 საათზე მეე–6 დღეს მე–6 თვეში. წინასწარმეტყველების მიხედვით, მსოფლიოს დასასრული დადგება, უკანასკნელი შებრძოლება ბნელი და ნათელი ძალების, და მის დასაწყისი სატანას შვილის დაბადებაა...
მეგობრებმა ზაფხულში მანქანით ადამიანი გაიტანეს. ისინი ჩათვლიან, რომ იგი გარდაიცვალა და ზღვაში გადააგდებენ. ერთი წლის შემდეგ წერილს მიიღებენ, ვიღაცამ მათი საიდუმლო იცის...
კრიმინალების უმოწყალო ბანდის მიერ ახალგაზრდა როკ გიტარისტის ერიკ დრეივენისა და მისი საცოლის სასტიკი მკვლელობიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, დრეივენი, ჰიპნოტური ყვავის მეთვალყურეობის ქვეშ სამარიდან ბრუნდება, რათა შური იძიოს.
ფილმის მთავარი გმირი უფროსკლასელი მაიკია, შეძლებული ოჯახიდან, რომელსაც სკოლიდან რიცხავენ. ამის შემდეგ ის ნარკოტიკებით მოვაჭრეთა სამყაროში ხვდება. საქმე კარგად მიდის, ფულიც წყალივით მოდის, თუმცა, ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება: მის ძმას კლავენ, საუკეთესო მეგობარს კი აპატიმრებენ...
სამი უიღბლო ქურდი ჩავარდება მოჯადოებულ ქალაქში, სადაც საუკუნეების განმავლობაში ყველაფერს მართავდნენ ალქაჯები. გმირების დავალება მარტივია — თავი დააღწიონ საშინელ ადგილს. ამისათვის, უნდა ეცადო არ შეგიყვარდეს დამღუპველ ქალაქში მცხოვრები ქალი.
ქვის ხანა და უფრო გვიანდელი ცივილიზაციები ჩვენი ველური წინაპრები არიან, მაგრამ როგორ გვგავდნენ ისინი ჩვენ... მათაც საკმარისზე მეტი ნათესავები ჰყავდათ, მამაკაცები კი თავგამოდებით იბრძოდნენ საყვარელი ქალისთვის. ისინიც გიჟდებოდნენ ძვირფასეულობაზე, თამაშობდნენ ტყავის ბურთით და ყველა მათგანი მისსწრაფოდა გამხდარიყო პირველი...
ეს ჩახლართული პოლიტიკური თრილერი სანავთობო ინდუსტრიის სულისშემძვრელ ისტორიას მოგვითხრობს. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი, გაჭირვებული პაკისტანელი, ექსპერტი ინჟინერი და არაბი ემირი; ამ ადამიანების სიცოცხლე შავ ოქროსთან და ნავთობით ვაჭრობასთანაა დაკავშირებული...
მკვლელობის ცნობილი გამომძიებელი კესი მეიუეზერი და მისი ახალბედა პარტნიორი საქმეზე მუშაობენ, სადაც ორი ძნელად გამოსაჭერი ახალგაზრდა ბოროტმოქმედის დაჭერას ცდილობენ. მათი ბნელი საიდუმლოებები, შესაძლოა ცივი გონებით დაგეგმილი დანაშაულის ახსნა გახდეს...
ბუღალტერს მისი მეგობარი იურისტი იდუმალებით მოცულ ღამის კლუბში გააწევრიანებს,სადაც იგი ძირითადი ეჭვმიტანილი ხდება და ერთერთი ქალის გაუჩინარებასა და მილიონობით დოლარის მოპარვას აბრალებენ...
ახალგაზრდა მეი ჰოლანდი, დამწყები , მაგრამ პერსპექტიული სპეციალისტი თავის სფეროში, იღებს ვაკანსიას უმსხვილეს კომპანიაშია "წრე" . კომპანიის დამაარსებელი მალევე შეამჩნევს მას და სთავაზობს მონაწილეობა მიიღოს ექსპერიმენტში, რომელიც გადაატრიალებს მილიარდობით ადამიანის წარმოდგენას პირადი თავისუფლების საზღვრებზე...
მძაფსიუჟეტიანი ისტორია ქალზე, რომელიც ახალ ცხოვრებას იწყებს მისი ოცნების მამაკაცთან და წინა ქორწინებიდან მის ახალგაზრდა ქალიშვილთან ერთად. მაგრამ, პირადი ბედნიერების ნაცვლად, მთავარ გმირს ელოდება, მისი მეუღლის ფსიქიკურად გაუწონასწორებული ქმედება , გაუკუღმართებული წამება და სასტიკი კოშმარები…
ახალგაზრდა კეროლი ფსიქიურად გაუწონასწორებელი და საზოგადოებისთვის საშიში ადამიანია. მას რამოდენიმე დღით მარტო ტოვებენ სახლში. მისი კოშმარები სულ უფრო რეალური ხდება. კეროლს ეჩვენება ხელები, რომლებიც გამუდმებით მისკენ იწევენ, სივრცე კი იწელება და იკუმშება...
ცნობილი ამერიკელი წყვილი, ქარიზმატული ხელოვანი ჩესტერ მაკფარლენდი და მისი მეუღლე კოლეტი, ათენში ჩადიან. სეირნობისას ხვდებიან რაიდალს – ახალგაზრდა ბერძნულად მოსაუბრე ამერიკელს, რომელიც გიდად მუშაობს. მოიხიბლება რა კოლეტის სილამაზითა და ჩესტერის სიმდიდრით, რაიდალი სიხარულით თანხმდება სადილზე მიპატიჟებას. თუმცა, აღმოჩნდება, რომ წყვილის გარეგნული ბრწყინვალება ბნელ საიდუმლოებებსაც მალავს. სტუმრად მისულ გიდს ოთახში გონებადაკარგული კაცი ხვდება...
ყოფილი ოპერატიული სპეც მუშაკი მაკგრუბერი უნდა დაბრუნდეს იმისათვის,რომ მისი დაუძინებელი მტერი, დიტერ ფონ ქუნთი დაამარცხოს. მას ატომური ომის წამოწყება და ვაშინგტონის განადგურება აქვს განზრახული...
ყოფილი თაღლითი, ყოფილი ცოლის ვალის გასტუმრების მიზნით, ახალი მეპატრონის სახლის ძარცვის გეგმას ხაზავს. მაგრამ არ იცის, რომ სახლი სასიკვდილო ხაფანგებით არის სავსე...
ნერვიული ჰენრი, რომელიც ცხოვრობს მეწარმეთა ქალაქში, რომელიც შედგება კვამლისგან, ხმაურისგან და ჩრდილებისგან, იძლებულია ცოლად მოიყვენოს თავისი მეგობარი გოგონა ცოლად იმის შემდეგ, რაც ის განუცხადებს, რომ ორსულადაა, და შედეგად გახდება პატარა, მუტანტი–ბავშვის მამა. ახლა ოჯახის წინ პრობლემა დგება ამ ურჩხულის მოვლასთან დაკავშირებით.