ფილმი მოგვითხრობს 4 წლის ბიჭის ისტორიაზე, რომელიც ცდილობს სახლში პატარა დის გამოჩენასთან დაკავშირებულ პრობლემებს გაუმკლავდეს, იქამდე სანამ მისი სახლის უკანა ეზოში ჯადოსნურ ბაღს არ აღმოაჩენს. იგი საშუალებას მისცემს იმოგზაუროს დროში და შეხვდეს დედამისს - როგორც პატარა გოგოს და ბაბუას - როგორც ახალგაზრდა მამაკაცს. ეს ფანტაზიით სავსე თავგადასავლები მას შეუცვლის შეხედულებებს და დაეხმარება გახდეს ნამდვილი უფროსი ძმა...
გაბრაზებული კრიმინალები, ფედერალები და უცხოპლანეტელი ჯარისკაცები მისდევენ ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოსულ დამნაშავესა და მის აყვანილ ძმას, რომელთა თავდაცვის ერთადერთი საშუალება უცნობი წარმოშობის იარაღია...
მირიამი და ჯონი ელეგანტური წყვილია, თუმცა მათ ბნელი საიდუმლო აქვთ, ისინი ვამპირები არიან - ადამიანის სისხლით იკვებებიან. მირიამი 2000–ზე მეტი წლისაა. მან თავის საყვარელს, ჯონს უკვდავება აჩუქა და ისინი ერთად ნადირობენ...
მას მერე რაც პირველ ცოლს გაშორდა, ჟურნალისტი დევიდ შეფტი ყველაფერს აკეთებს, რომ თავის თინეიჯერ შვილს ნიკს დაეხმაროს, რომელიც სხვადასხვა ნარკოტიკების მიღების შემდეგ, საშინლად დამოკიდებული ხდება მეტამფეტამინზე...
14 წლის ლუკას, რომელიც ვაშინგტონში განგსტერული ცხოვრებით ცხოვრობს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავისი 10 წლის ძმა ამ გზას აარიდოს. ამის შანსი კი მაშინ მიეცემა, როდესაც მეზობლად ავღანეთის ომის ვეტერანი გადმოვა საცხოვრებლად...
1999 წელს, თინეიჯერი დები, სელესტა და ელეონორი გადაურჩნენ სეისმურ, ძალადობრივ ტრაგედიას. დები ქმნიან და ასრულებენ სიმღერას თავიანთი გამოცდილების შესახებ, აკეთებენ რაღაც სასიამოვნოს და ცდილობენ გათავისუფლდნენ მოგონებებისგან, ამავდროულად, სელესტა სწრაფად მიისწრაფვის ვარსკვლავობისკენ. 2017 წლისთვის, სელესტა უკვე თინეიჯერი გოგოს დედაა და იბრძვის რომ სკანდალებთან ერთად, წარმართოს თავისი კარიერა, როდესაც კიდევ ერთი ძალადობის ფაქტი მის ყურადღებას მიიქცევს.
სამი ამბავი სიყმაწვილის შესახებ, რომლებიც ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში ვითარდება. სიყვარული შანხაიში, მზიანი საუზმე და პატარა ფეშენ შოუ. მთელი ისტორია ტრიალებს ახალგაზრდა მამაკაცის გარშემო, რომელიც ბეჯინგში მუშაობს. ადრე იგი ნაკლებად განვითარებულ ქალაქ ჰუნანში ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. მოულოდნელად იღებს ზარს, რომლითაც ატყობინებენ, რომ ბებია კრიტიკულ მდგომარეობაშია.
8 წლის შემდეგ, რაც კასანდრა გაუჩინადა,თავს იჩენს ამბავი, რომელიც მიუთითებს იმაზე რომ გოგო ჯერ კიდევ ცოცხალია. პოლიციას და კასანდრას მშობლებს მოუწევთ გახსნან საიდუმლო მისი უცნაური გაქრობის შესახებ...
უკვე ხუთი წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც ყველაფერი გასაოცრადაა. თუმცა, ქალაქის მცხოვრებნი ახალი საფრთხის წინაშე არიან. არსებები, რომლებიც გარესამყაროდან შემოიჭრნენ, იმაზე სწრაფად ანადგურებენ ყველაფერს, ვიდრე ქალაქის მცხოვრებლებს შეუძლიათ აღდგენა...
სიუჟეტი ვითარდება 1990-იანი წლების ლოს-ანჯელესში. იმის ნაცვლად, რომ მომავალზე ფიქრობდეს, 13 წლის სტივენი სკეიტბორდზე კატაობითა და მეგობრებთან ერთად გართობით არის დაკავებული. სწორედ ქალაქის ქუჩებში მიიღებს პირველ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს და იპოვის საკუთარ თავს...
განთქმული, თუმცა, დეპრესიული მხატვარი, სახელად ვან გოგი თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებს ატარებს სფრანგეთში, სადაც ქმნის ნამუშევრებს - გარემომცველი ყოველდღიურობისა...
გელერტ გრინდელვალდი დაპატიმრებას გადაურჩა და მისი მიმდევრების შეკრება დაიწყო, რადგან ჯადოქრების აღზევება იწყება. მისი შეჩერება მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია, ჯადოქარს - რომელსაც ერთ დროს ის ყველაზე ახლობელ მეგობრად მიიჩნევდა – ალბუს დამბლდორს. თუმცა მას მოუწევს დახმარება სთხოვოს კიდევ ერთ ადამიანს, რომელმაც ოდესღაც გრინდელვალდს რაღაც დაუშავა, ეს მისი ყოფილი სტუდენტი ნიუტ სკამანდერია...
მე-18 საუკუნის დასაწყისი - ინგლისი საფრანგეთს ებრძვის. ამის მიუხედავად, გაცხარებული მიმდინარეობს იხვების შეჯიბრი და ანანასსაც არავინ იკლებს. ტახტზე ავადმყოფი დედოფალი ანა ზის, ხოლო ქვეყანას მისი ახლო მეგობარი, ლედი სარა განაგებს. როდესაც ახალი მოახლე, ებიგაილი ჩამოდის, სარა მისით იხიბლება. სარა მასზე ზრუნავს და ებიგაილსაც უჩნდება შესაძლებლობა, რომ თავის არისტოკრატულ ფესვებს დაუბრუნდეს. სარა ომისგან დაღლილია და ამ დროს ებიგაილი მას სიცარიელეს უვსებს, როგორც დედოფლის კომპანიონი...
1920 წლის პარიზი. მარგარიტა დამონთი მდიდარი ქალბატონია, რომელიც მუსიკისა და ოპერისადმი ლტოლვას განიცდის. წლების განმავლობაში ის მართავდა რეგულარულად პერფორმანსებს სტუმრებისთვის. ის მღერის ტრაგიკულ ტონალობაში. მისი ქმარი და ახლო მეგობრები ყოველთვის ამხნევებდნენ ქალს თავის ილუზიებში...
მარია სტიუარტი, ბევრის მხრიდან ინგლისის ტახტის ერთადერთ ლეგიტიმურ მემკვიდრედ აღიარებული ქალი, ცდილობს საკუთარი ბიძაშვილის - დედოფალი ელიზაბეტ პირველის ტახტიდან ჩამოგდებას...
15 წლის ასაკში მოპარული 5 დოლარის გამო ჰენრის მაქსიმუმ ცხრამეტი დღე უნდა გაეტარებინა გისოსებს მიღმა, თუმცა მისი ალკატრასის ციხეში ყოფნის ვადა წლებად იქცა, რადგან მან ციხიდან გაქცევა სცადა. მას ასევე დაბრალდა ტუსაღის მოკვლა, რომელმაც იგი ჩაუშვა, რის გამოც მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ჰენრის ერთ შეხედვით უიმედო საქმეს ხელს ჰკიდებს ახალგაზრდა ადვოკატი...
აგუსტინი გაიგებს თავისი ტყუპი ძმის გარდაცვალების შესახებ და გადაწყვეტს მიისაკუთროს მისი ცხოვრება. მაგრამ მან არ იცის, რა კრიმინალური წარსული ჰქონდა მის ძმას...
მამის გარდაცვალების შემდეგ, აარონ ჰამონდი მშობლიურ ქალაქში, განადგურებული დედის დასახმარებლად და ცუდ მოგონებებთან დასაპირისპირებლად ბრუნდება. მამის ნივთების დათვალიერებისას, მოულოდნელად, მისტიურ ნივთს გადააწყდება, რომელიც გაცილებით დიდი ძალის მატარებელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს...
ერთი ამერიკელი იპოქონდრიკი, რომელიც კეიპთაუნის აეროპორტში ბარგის მტვირთავად მუშაობს, იძულებულია თავის შიშებს როგორღაც გაუმკლავდეს, როდესაც განუკურნებელი დაავადების ბოლო სტადიაზე მყოფი - ბრიტანელი თინეიჯერი თავის ექსცენტრული სურვილების შესრულებაში დახმარებას სთხოვს...
დეპრესიის ერაში, ლონდონში ახლა უკვე ზრდასრული ჯეინი და მაიკლ ბენკსი, მაიკლის სამ შვილთან ერთად სტუმრობენ მერი პოპინსს. მისი უნიკალური მაგიური უნარებით და მეგობარი ჯეკის მეშვეობით ის ეხმარება ოჯახს თავიდან აღმოაჩინონ მხიარულება და ცხოვრების სილამაზე...
1975 წლის 31 ოქტომბერი. ირგვლივ სისხლიანი მკვლელობები ხდება. ეს კი მანიაკი მაიკლ მაიერსის დამსახურებაა. იგი დაბრუნდა ჰელოუინზე, რათა დაასრულოს დაწყებული საქმე...
ნატალი, ავსტრალიელი არქიტექტორი, რომელიც დიდი ხანია ნიუ-იორკში ცხოვრობს, ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ მისი ცხოვრება მისი ყველაზე საშინელი კოშმარი აღმოჩნდება, რომელიც რომანტიულ კომედიას წარმოადგენს, სადაც მთავარ როლს თვითონ ნატალი თამაშობს...
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილზე მათი ურთიერთობა იძაბება, როდესაც ისინი არჩევანის გაკეთების აუცილებლობის წინაშე დგებიან. მათი არჩევანი კი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია...
როდესაც ვინსენტ ვან გოული დაუსრულებელი გამოძიების დასრულებას გადაწყვეტს, რომელში გარეულები არიან დეფნე, სკუბი და შაგი, თავგადასავალიც სწორედ მაშინ იწყება. ისინი ცდილობენ დაიჭირონ მეცამეტე მოჩვენება, რომელიც დემონის მკერდიდან გაიქცა...
ფილმს საფუძვლად უდევს 1959 წელს მომხდარი რეალური ამბავი. ჩვენს დროში მხიარული ამერიკელი სტუდენტები იღებენ გრანტს და გაემგზავრებიან მყინნვარწვერის დასალაშქრად, ისინი მიჰყვებიან იგივე მარშრუტს რასაც 1959 წელს მიყვებოდა დიატლოვის ჯგუფი, მათი მიზანია ამოხსნან იდუმალებით მოცული და ტრაგიკული ამბავი რომელმაც ყოფილი საბჭოთა კავშირის საუკეთესო მთასვლელები შეიწირა...
1970 წელს მექსიკაში მცხოვრები საშუალო კლასის ოჯახის ისტორია. ორი სახელმწიფო მოსამსახურე ოთხშვილიან დედას ეხმარება, რომლის ქმარიც ოჯახი გაურკვეველი დროით მიატოვა...
მოქმედება ვითარდება 1840 წელს, როდესაც კიდევ ერთი გემი შეეჯახება კლეებს, უდაბნოდ ქცეულ კუნძულზე, რომელიც მდებარეობს შოტლანდიაში. შეჯახებას სამი მეზღვაური გადაურჩება, რომლებიც მაშველების გამოჩენას ელოდებიან. თუმცა, ამასობაში მათ ადგილობრივები წაიყვანენ და გადარჩენილები ცდილობენ ერთ დროს სიცოცხლითსავსე კუნძულის უცნაური წარსული გამოიკვლიონ...
გაიძვერა აგენტს გაბრიელ შიარს გადაწყვეტილი აქვს ნარკოტიკების გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის საიდუმლო ანგარიშიდან 9 მილიარდი დოლარი აიღოს. მას ტერორიზმთან საბრძოლველად ნაღდი ფული სჭირდება, მაგრამ სათანადო კომპიუტერული ცოდნა არ აქვს, რომ სახელმწიფოს სისტემაში შეაღწიოს. ის სტენლი ჯობსონს შეურთდება, შიფრის ექსპერტს, რომელსაც ნებისმიერი პროგრამის გატეხვა შეუძლია...
სამანტა კეინი, დიასახალისი გარეუბნიდან, 8 წლის ქალიშვილის კატლინის იდეალური დედაა. იგი ცხოვრობს ჰოუნსდეილში, მუშაობს სკოლის მასწავლებლად და მთელს ქალაქში საუკეთესო ბრინჯის კერძს ამზადებს. თავის ტრამვის მიღების შემდეგ, მას ნელ-ნელა ახსენდება ეპიზოდები თავისი წარსული ცხოვრებიდან, როცა იგი მკვლელი და საიდუმლო აგენტი იყო...
მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებული უფროსკლასელი კოისო კენჯი, თანატოლი გოგონასგან მოწვევას იღებს და მასთან ერთად მიემგზავრება. ბიჭი ვერც კი წარმოიდგენს თუ რა თავგადასავლები ელის წინ...
როდესაც ყელაზე გაყიდვადი ბიოგრაფი ავტორი, ლი იზრაელი ვეღარ აქვეყნებს თავის შემოქმედებას, რადგან აღარ შეესაბამება თანამედროვე გემოვნებას, ის გადაწყვეტს, რომ თავისი ნიჭი სხვა გვარად გამოიყენოს, რაც საბოლოოდ მის წინააღმდეგ შემოტრიალდება...
სამი სხვადასხვა კუთხით დანახული ერთი ისტორია კალიფორნიელების შესახებ, რომლებიც ფულის შოვნას გეგმავენ და ამისათვის ნარკოტიკებს მოიხმარენ და ყიდიან, ლას-ვეგასში ფულზე და სექსზე თამაშობენ და გიჟური ცხოვრების გამოცდილებას იღებენ...
ფილმი მოგვითხრობს ამბავს მეფეზე, რომელიც ცდილობს უხელმძღვანელოს სამშობლოდან გამოძევებულ საკუთარ ხალხს და მათ შესახებ, ვინც თამაშობს გარკვეულ როლს მის მისტიურ გეგმებში...
კეილ ფიშერის ცხოვრებაში სანატრელი წამი დგება - როგორც იქნა მომხიბვლელ ლორაზე ქორწინდება. ქორწილამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. მანამდე კი კეილი მეგობრებთან ერთად ლას-ვეგასში დაუვიწყარ წვეულებას აწყობს...
მარსზე მისიის დროს მომხდარი შტორმის შემდეგ, მარკ უოტნი ჩამორჩა ეკიპაჟის წევრებს. ყველას ჰგონია რომ ის მოკვდა, მაგრამ უოტნი გადარჩა და მთელს პლანეტაზე მარტო აღმოჩნდა. ის ცდილობს გადარჩეს და დედამიწაზე დაბრუნდეს. ენდი უირის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია.
ობოლი და-ძმის ისტორია რომელიც იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება, თუ როგორია ტოკიოს დაბომბვის შედეგად იაპონიის სოფელში ბავშვების ბრძოლა შიმშილთან, სიძნელეებთან, სიამაყესთან და საკუთარ თავთან...
ოცი წლის უოლესმა და შანტრიმ გაიცნეს ერთმანეთი წვეულებაზე და მაშინვე, მათ შორის ნაპერწკალმა გაირბინა. ახალგაზრდები დაიწყებენ ურთიერთობას და აღმოჩნდება, რომ ისინი - სულით თანამოაზრეები არიან, რომლებსაც ბევრი საერთო აქვთ...
ათეულობით ლოს-ანჯელესელი ვალენტინის დღეს სისხამ დილას ხვდება და შუაღამემდე აღნიშნავს. აქედან სამი წყვილი ერთად გაიღვიძებს, მაგრამ თითოეული ურთიერთობა მალე საპნის ბუშტივით გაქრება. ღირს კი რომელიმე გადასარჩენად? დაწყებითი სკოლის მოსწავლე ბიჭს თავისი პირველი, ნამდვილი სიყვარულისათვის ყვავილები სჭირდება. ორი უფროსკლასელი ბიჭი პირველი სექსის ღამეს გეგმავს; სპორტული გადაცემის რეპორტიორი დავალებას იღებს ლოს-ანჯელესში რომანტიკული თავგადასავალი იპოვნოს. ცნობილი ფეხბურთელი თავის მომავალზე ოცნებობს. ორი უცხო ადამიანი ერთმანეთს თვითმფრინავში ხვდება. ბებია და ბაბუა უკვე წლებია ერთად არიან და მათ ახლა კრიზისი აქვთ. ხოლო ვახშამი, სახელწოდებით "მე ვერ ვიტან ვალენტინის დღეს" მარტოსულებს და მოტყუებულებს ელოდება. მოასწრებს თუ არა, თავის საქმეს კუპიდონი შუაღამემდე?...
წმინდა ვალენტინის დღეს განვითარებული საშინელი ამბებიდან 10 წლის შემდეგ, ტომი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. მის ჩამოსვლას თან რამოდენიმე მკვლელობა მოჰყვა და ეჭვიც მასზეა. ახლა მან სარასთან ერთად ნამდვილი მკვლელი უნდა მოძებნოს, რომ გაჩენილი ეჭვები გააქარწყლოს...
ახალგაზრდა ბიჭი ლუკი და მისი ბებია საკუთარ სასტუმროში დიდ შეკრებას ელოდებიან, ალქაჯების საერთაშორისო შეკრებას, რომელზეც მთავარი ალქაჯიც უნდა ჩამოვიდეს, ის გეგმავს ყველა ბავშვი თაგვად აქციოს...
ჰანსელი და გრეტელი გერმანელ მწერლებს ძმებ გრიმებს ეკუთვნის, რომელიც პირველად 1812 წელს გამოქვეყნდა. ზღაპარი მოგვითხრობს პატარა და-ძმა ჰანსელზე და გრეტელზე, რომლებიც დაიკარგნენ უღრან ტყეში. მათ ბოროტი კუდიანი კანიბალი დასდევს მოსაკლავად, თუმცა და-ძმა მას ჭკუაში აჯობებენ და ცოცხლები გადარჩებიან...
1978 წლის ზაფხულში, ფილმის გადაღების დროს მეგობრების ჯგუფი მატარებლის საშინელ ავარიას შეესწრება. სულ მალე მათ ეჭვი უჩნდებათ, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა. ქალაქში უცნაური გაუჩინარებებისა და აუხსნელი მოვლენების ჯაჭვი იწყება. ადგილობრივი შერიფი ცდილობს გაარკვიოს სიმართლე, რომელიც ბევრად უფრო შემაძრწუნებელი აღმოჩნდება ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა.
ტბის პირა სახლში დასასვენებლად წასული დედა 2 პატარა ქალიშვილთან ერთად, ვერც კი წარმოიდგენს რამხელა გასაჭირი ელის წინ. ისინი ნიღბიანი ფსიქოპატის დაგებულ მახეს უნდა გადაურჩნენ...
„ „სუპერმენის სიკვდილის“ შემდეგ , მსოფლიო „ „ფოლადის კაცის“ დაკარგვას ჯერ კიდევ გლოვობს, რაც ურჩხულთან მის ფატალურ ბრძოლას მოჰყვა. თუმცა, როგორც კი მისი სხეული მიწას მიებარა, სუპერმენის ფარის ოთხი ახალი მატარებელი გამოჩნდა, რომელმაც მისი ადგილი უნდა დაიკავოს. კრიპტონის უმცროსი შვილი, სუპერბიჭი, სტილი და კიბორგ სუპერმენი - ყველა მათგანი ცდილობს შეავსოს ვაკუუმი, რაც მსოფლიოს უდიდესი ჩემპიონის წასვლის შემდეგ გაჩნდა. ამასთანავე, სუპერმენის სიკვდილმა სამყაროს ამცნო, რომ დედამიწა დაუცველია. შესძლებენ ეს ახალი სუპერმენები და სხვა დარჩენილი გმირები საწინააღმდეგო დაამტკიცონ?...
ინდოეთი, მე-19 საიკუნე: ერთი ღარიბი სოფლის ტუმბადას განაპირას ცხოვრობს ამ სოფლის ბატონის თავნება უკანონო შვილი ვინაიაკი, რომელსაც აკვიატებად ექცა წინაპართა მითიური საგანძურის ხელში ჩაგდება. ეჭვი აქვს, რომ ამის შესახებ ყველაფერი მისმა გრძნეულმა დიდმა ბებიამ იცის. ბებიასთან დაპირისპირება საბოლოოდ საგანძურის მცველამდეც - ბოროტ სულამდე მიიყვანს. ყველაფერი რამოდენიმე ოქროს მონეტით იწყება, მაგრამ ვინაიაკის სიხარბეს ზღვარი არ აქვს. საბოლოოდ, განკითხვის დღეც დგება...
მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკელი მედესანტეები მტრის ხაზის მიღმა აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც მათი თვითმფრინავი ჩამოვარდა გერმანიის რადიო კოშკის განადგირების მისიის დროს პატარ ქალაქში, ნორმანდიის გარეთ. სამიზნემდე მიღწევის შემდეგ მედესანტეები გააცნობიერებენ, რომ ნაცისტებთან ბრძოლის გარდა, მათ ასევე უნდა იბრძოლონ საშინელი, სისხლიანი და ულმობელი არსებების წინააღმდეგ, რომლებიც ნაცისტების ფარული ექსპერიმენტის შედეგია.