ფილმი გადაღებულია რეალური მოვლენების მიხედვით, რთულ ურთიერთობებზე, რომლებიც პოეტ დილან ტომასს, მის ცოლ - კეიტლინს, მის ბავშვობის მეგობარ - ვერა ფილიპსს და მის ქმარს - ვილიამ კილიკს შორის იყო...
უცნაურ, ზედმეტად ამბიციურ ანდის და ცხოვრების დინებასმიყოლილ ბენოს მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო: ისინი მალე გარდაიცვლებიან. ამგვარად ორივე მათგანი გადაწყვეტს ჰქონდეს ყველაზე დაუვიწყარი დღე მათ ცხოვრებაში. პირველი რაც მათ სჭირდებათ ფულია, რომელსაც ჭკვიანური ხრიკით გამოიტანენ ბანკიდან და გაემგზავრებიან აფრიკაში. ეს მოგზაურობა არამხოლოდ ენდისთვის აღმოჩნდება ღამის კოშმარი, არამედ ბენოსთვისაც, რომელიც პირველად აღმოჩნდება პირისპირ საკუთარ წარსულთან. მიუხედავად სირთულეებისა, კომედიური, ტრაგიკული და დრამატული მოვლენებისა, ორივე გმირი მიიღებს იმას რაც სურდათ: ყველაზე ლამაზ დღეს, რომელიც მიახვედრებს, რომ ადამიანი თვითონ ქმნის საკუთრ ცხოვრებას...
მიზანთროპი ელ რეიდის დაცულობა ქრება, როდესაც მის 18 წლის შვილიშვილს სეიჯის სჭირდება დახმარება. ისინი აგრძელებენ დღის განმავლობაში მოგზაურობას, რაც ელის წარსულის საკითხებთან დააბრუნებს, ხოლო სეიჯი თავისი მომავლის პირისპირ აღმოჩნდება...
სკოლაში ცუდად სწავლის გამო, მშობლები აგზავნიან14 წლის გოგონას მთელი ზაფხულით სოფელში მკაცრ ბებიასთან. თუმცა წიგნებთან ჯდომის მაგივრად მან სხვა გასართობი გამონახა. მოშორებულ ბეღელში ის აღმოაჩენს ველურ ულაყს, სახელად -"აღმოსავლეთის ქარი"…
გამომგონებელი მეგობრები ფარეხში ააწყობენ მოწყობილობას, რომელსაც ობიექტის მასის დაპატარავება შეუძლია, მაგრამ შემთხვევით აღმოაჩენენ გაუთვალისწინებელ შესაძლებლობებს, რისი დახმარებითაც თითქმის ყველაფერის გაკეთება შეუძლიათ...
ბიჭი გაიგებს, რომ მამამისს საყვარელი ჰყავს. იგი გადაწყვეტს შეწყვიტოს ეს, მაგრამ თავად ეხვევა საყვარლის მახეში. "კეთილმოსურნე" მეზობლების რჩევით ბიჭი ცდილობს ქალის გულის მოგებას...
მოკლე სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, კაცმა გადაწყვიტა დაუბრუნდეს მის მორწმუნე ცოლს, მაგრამ იქნება თუ არა ეს დროული? შეიძლება, მაგრამ შენ უნდა ნახო ფილმი, რომ მეტი გაიგო...
ბრაზილიის სანაპიროზე მიმდინარე ფესტივალის OPEN AIR-ის დროს ერთმანეთს შემთხვევით გაიცნობს სამი ახალგაზრდა: დამწყები დიჯეი ერიკა, საუკეთესო მეგობარ ლარასთან ერთად და ახალგაზრდა ყმაწვილი ნანდო. ერიკა და ლარა ფესტივალზე თავისი ერთ-ერთი პირველი სეტის დასაკრავად არიან ჩამოსულები, ხოლო ნანდო მეგობრებთან ერთად უბრალოდ გასართობად...
უფროსკლასელი ბრიჯერ ჯენკინსი, არის აუთსაიდერი ფარული შრამებითა და ოცნებით - ნახოს ოკეანე. დედამისმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მის შვილს კარგად ეცხოვრა, მაგრამ ისინი მაინც სიღარიბეში ცხოვრობენ. მდგომარეობას აუარესებს მისი მამინაცვალი, რომელიც მათ სიცოცხლის წართმევით ემუქრება. 197 დოლარით ჯიბეში ისინი მიემგზავრებიან ახალი ცხოვრების საპოვნელად...
ერთ დროს მორისი და სარა ერთად იყვნენ და მათ ვერანაირი ძალა ვერ დააშორებდათ. მათი გულები ერთად ერთ ხმად ცემდნენ, მაგრამ ერთადერთმა წამმა ყველაფერი შეცვალა. სასოწარკვეთილებაში გატარებული რამოდენიმე წლის შემდეგ, მორისი გადაწყვეტს გაარკვიოს რატომ მიატოვა სარამ. მაგრამ ის მალევე მიხვდება, რომ მათი სიყვარულის დასასრული მხოლოდ დასაწყისი იყო...
ამჯერად მაკომის და კელის სახლის მეზობლად გადმოდის უნივერსიტეტის გოგონების კლუბი. ახალ არასასურველ მეზობლებთან გასამკლავებლად, რომლებიც მოსვენებას არ აძლევენ, გადაწყვეტენ მიმართონ ყოფილ მტერს - ტედი სანდერსს...
ფილმი მოგვითხრობს ახალწვეული ჟურნალისტი ჯეი ბაჰადურის შესახებ, რომელიც 2008 წელს გეგმავს სომალის მეკობრეების გუნდში შესვლას. საბოლოოდ ის მიზანს მიაღწევს და პირველად ხედავს რეალურად ვინ არიან ისინი, როგორ ცხოვრობენ და რა ძალას ფლობენ...
60-იანი წლების პარიზიდან ლონდონის 21-ე საუკუნემდე მადლენი და მისი ქალიშვილი ვერა, ვერ ეშვებიან მათ ცხოვრებაში მამაკაცების გამოჩენას და გაქრობას. დრო გადის და მათ სასიყვარულო ცხოვრებაში სტაბილურობა არ ჩნდება. ხვდებიან, რომ მარტივი და ძალდაუტანებელი ურთიერთობები კარგია, მაგრამ არა ყოველთვის...
შობის ღამეს, სუპერმარკეტის გაძარცვის მიზნით, თაღლითი და მისი პარტნიორი სანტას და მის პატარა ასისტენტს განასახიერებენ. საქმე გართულდება, როცა თაღლითი დაუმეგობრდება ბავშვს, ხოლო დაცვის უფროსი კი მათ ჩანაფიქრს მიხვდება...
ჯეიმსი და მისი სამი საუკეთესო მეგობარი გაემგზავრებიან დასასვენებლად საოცარ ზღვის სანაპიროზე უელსში. ფილმი მოგვითხრობს მეგობრობაზე, სიყვარულზე და გმირობაზე...
ნელსონი არის კაცი, რომელმაც სარეკლამო აგენტობის კარიერას თავი შესწირა. ერთ დღეს, როდესაც მანქანის მართვის გამოცდაზე გადიოდა მან სარა გაიცნო. ის ძალიან განსხვავდებოდა სხვა დანარჩენი ქალებისგან ვისაც კი ოდესმე შეხვედრია. ნელსონი აიძულებს სარას ტესტი გააცდინოს და მოგვიანებით, იმავე დღეს სარა მას თვითონ მოძებნის. საბოლოოდ ნელსონი საცხოვრებლად სარასთან გადავა და მთელ ნოემბრის თვეს მასთან გაატარებს, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის...
ინტერპოლი ცნობილ აფერისტს - ენტონი ციმერს ეძებს, რომელიც მაფიისთვის ფულის გათეთრებით არის დაკავებული. ახლახან მან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რამაც მისი გარეგნობა მთლიანად შეცვალა. ერთადერთი, რაც მას ახლა ძველ სახესთან აკავშირეს, ეს მისი საყვარელი ქალი - კიარაა. ეს კიარასაც ესმის და ყველას დასანახად ინტრიგას აბამს ფრანსუასთან. ის იგივე სიმაღლის და წლოვანებისაა, რაც ციმერი. ეს კი მაფიისთვის და სპეცსამსახურებისთვის საკმარისი არგუმენტია მის მოსაკლავად...
ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც შეთქმულების თეორიებით არიან შეპყრობილნი, დიდი კომპანიის ხელმძღვანელს იტაცებენ, რადგან სჯერათ, რომ ის უცხოპლანეტელია, რომელსაც დედამიწის განადგურება სურს.
მამა და მოზარდი ქალიშვილი ნანატრ კონცერტს ესწრებიან, სადაც ხვდებიან, რომ ბნელი და ბოროტი მოვლენის ეპიცენტრში არიან. მამის ყურადღებას მაშინვე იპყრობს საკონცერტო დარბაზში პოლიციისა და სამხედროების დიდი რაოდენობა...
რიპერი - აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების დრონის პილოტია, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო მხარდაჭერას სპეციალიზირებული რაზმის დელტას მიერ ხმელეთზე წარმოებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას სამხრეთ ფილიპინებში ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციის აბუ საიაფის წინააღმდეგ. მაგრამ მას შემდეგ, რაც მისია საშინლად არასწორად წარიმართება, JTAC-ის ახალგაზრდა ოფიცერი კეინი, რაზმთან ერთად აღმოჩნდება ხაფანგში მაღალი ფსონების ევაკუაციის ოპერაციის შუაგულში, რომლებსაც არ აქვთ იარაღი და კომუნიკაციის საშუალება, გარდა ცაში მყოფი დრონისა. ახლა რიპერის აქვს 48 საათი, რათა გამოასწოროს ის, რაც გახდა ველური სამაშველო მისია, რომელთა გადარჩენის ერთადერთი შანსი დამოკიდებულია მხოლოდ მთავარი გმირის უნარებზე...
შორეული მომავალი. ბრწყინვალე ანტიტერორისტული ანალიტიკოსი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტისადმი უნდობლობა აქვს, აღმოაჩენს, რომ ეს შეიძლება მისი ერთადერთი იმედი იყოს, როდესაც მეამბოხე რობოტის დაჭერის მისია წარუმატებლად მიდის.
ჰედა წარსული სიყვარულის მტანჯველ ლტოლვასა და ამჟამინდელი მომგვუდელი ცხოვრების შორის გახლეჩილია. ერთ დაძაბულ ღამეს, დიდი ხნის განმავლობაში ჩახშობილი სურვილები და ფარული კონფლიქტები იფეთქებს, რაც მას და მის გარშემო ყველას მანიპულირების, ვნებისა და ღალატის მორევში ითრევს.
ვიცე-დეტექტივი ბობ ჰაიტაუერი იგებს, რომ მისი ყოფილი ცოლი სატანისტებმა მოკლეს და ქალიშვილი გაიტაცეს. ოფიციალური გამოძიება ნელი და არაეფექტურია, ამიტომ ბობი პოლიციას ტოვებს და საქმეს თავად იძიებს. ის სექტაში შეღწევას ცდილობს, რათა მისი ლიდერის, საირუსის, კვალს მიაგნოს ერთადერთი მსხვერპლის, კეის ჰარდინის დახმარებით, რომელმაც გაქცევა მოახერხა.
რევოლუციონერი ბობი, რომელიც გონდაკარგული პარანოიის მდგომარეობაშია, თავის ენერგიულ და თავდაჯერებულ ქალიშვილთან, ვილასთან ერთად, მარტო ცხოვრობს. როდესაც მისი ბოროტი მტერი 16 წლის შემდეგ გამოჩნდება და ვილა გაუჩინარდება, ყოფილი რადიკალი ბობი ცდილობს მის პოვნას, მამა-შვილი კი მისი წარსულის შედეგებს ებრძვის...
კარლ ალენის ცხოვრება მაშინ იცვლება, როცა იგი მოხვდება პიროვნული განვითარების პროგრამაში, რომლის ლოზუნგია: უბრალოდ თქვი - დიახ. სიტყვა - "დიახ" კარლის ცხოვრებას შეცვლის, მისი სამსახურეობრივი და სასიყვარულო ცხოვრება წინ მიიწევს. მაგრამ ცოტა ხანში კარლი ხვდება, რომ ყველაფერზე დათანხმება შესაძლოა საუკეთესო გამოსავალი სულაც არ იყოს...
ყოფილი არმიის რეინჯერი, მაკდონალდსის რესტორნებს ძარცვავს სახურავებში ნახვრეტების გაკეთებით, მას მეტსახელად „სახურავის კაცი“ შეარქვეს. ციხიდან გაქცევის შემდეგ, ის ექვსი თვის განმავლობაში ფარულად სათამაშოების მაღაზიაში ცხოვრობს...
როდესაც დანაშაულის ადგილის დასუფთავების ჯგუფი მოულოდნელად ფულით სავსე ჩანთას აღმოაჩენს, უჩვეულო აღმოჩენა, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ რჩება, მათ უნდა გაუმკლავდნენ კრიმინალურ ავტორიტეტს და კორუმპირებულ FBI-ის აგენტებს, რომლებიც ფულის დაბრუნებას ცდილობენ.
ნოე და მისი მეგობრები ზაფხულის არდადეგებს კუნძულზე ატარებენ, თუმცა, მალევე მიხვდებიან, რომ მათ გარშემო რაღაც საეჭვო ხდება. ისინი პენსიაზე გასულ დეტექტივთან ერთად ცდილობენ გაარკვიონ რეალურად რა ხდება კუნძულზე.
კოსმოსური მისიიდან დაბრუნებული ნასა-ს ასტრონავტისა და მისი მეუღლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, რადგან ფრენის დროს ხომალდის ეკიპაჟმა 2 წუთით დედამიწასთან კონტაქტი დაკარგა. ის, რაც ამ 120 წამის განმავლობაში მოხდა, სამუდამოდ შეცვლის წყვილის ურთიერთობებს...
გაბედული ძარცვის განსახორციელებლად, ექვსი გააფთრებული ბანდიტისგან შემდგარმა ბანდამ უპრეცედენტო რამ უნდა გააკეთოს: ენდოს ერთმანეთს და დაღლილ ჯადოქარს. ჯადოქარი თანხმდება მათთან შეერთებას, მაგრამ გეგმა სწრაფად ინგრევა, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვება.
კუნძულ ტივტივას ყველა მცხოვრებმა მიატოვა სახლი წინა ანიმაციის მოვლენების შემდეგ. მთავარი გმირი ფლინტ ლოკვუდი ახლა მუშაობს კომპანია THE LIVE CORP-ში. მაგრამ მას მოუწევს თავისი თანამდებობის დატოვება, როდესაც გაიგებს რომ მისი სამწუხაროდ ცნობილი მანქანა დღესაც ფუნქციონირებს და ქმნის საშიშ ჰიბრიდებს...
ახალგაზრდა მეცნიერი ცდილობს კაცობრიობის ღარიბი ნაწილი შიმშილისგან იხსნას. მაგრამ მოულოდნელად რაღაც ირევა და ექსპერიმენტის შედეგად ციდან, ნალექის სახით, საჭმელები ცვივა...
შერონ სტოუნი – სექსუალური ლამაზმანის მეის როლში, რომელსაც რთული წარსულითს. მან დაიფიცა განგსტერებზე შური იძიოს, რომლებმაც მიი მშობლები მოკლეს, და უკვე ამოირჩია ხერხი, როგორ უნდა გაუსწორდეს მათ, და მოძებნა ადამიანი, რომელიც ამას გააკეთებს: შესახედავად აუშფოთველი ყოფილი ექსპერტი – ცენტრალური ბიუროს ამფეთქებელი. მაიამი, კურორტი უმდიდრესი ადამიანებისთვის, გადაიქცევა სანადირო ტერიტორიაში, სადაც მეი მკვლელებს იტყუებს, რეი კი პროფესიონალურად აფეთქებს და ფერფლად აქცევს...
ორი დაქორწინებული ჯაშუში, რომლებიც საერთაშორისო სადაზვერვო ქსელის სამიზნეში აღმოჩნდებიან, ყველაფერს გააკეთებენ კრიტიკული აქტივის მოსაპოვებლად. ჯო და ლარა აგენტები არიან, რომლებიც ქსელიდან მოშორებით ცხოვრობენ და რომელთა მშვიდი თავშესაფარი ზამთრის კურორტზე ნანგრევებად იქცევა, როდესაც ძველი გვარდიის წევრები ეჭვობენ, რომ ისინი შესაძლოა შეუერთდნენ ალარუმის სახელით ცნობილ ელიტარულ ჯაშუშთა გუნდს
1993 წელს, მორინის ექვსი წლის ქალიშვილი, ამინა, ყოფილმა ქმარმა ფარულად გაიტაცა. მისი პოვნის მრავალწლიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მორინს უცხოეთში გატაცებული ბავშვების პროფესიონალი მონადირე შეხვდა, რომელიც ამინას პოვნაში დახმარებას ჰპირდებოდა.
მისი პირველი მისია. ჯეიმს ბონდმა მსოფლიო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი ლე შიფრი უნდა შეაჩეროს. ბონდმა არ უნდა მოაგებინოს მას მონტენეგროს პოკერის ტურნირი, სადაც დიდი ფსონებია დადებული.
განმარტოებულ აგარაკზე გადასვლის შემდეგ, კრიზისში მყოფი წყვილი აუხსნელ ფენომენს წააწყდება: მათი სხეულები ერთმანეთისკენ განუსაზღვრელი ძალით იწყებენ მიზიდვას. თავის გადასარჩენად, მათ ამ ადგილის საიდუმლო უნდა ამოხსნან, სანამ ერთ მთლიანობად იქცევიან.
ოდესღაც ბრიტანელი სპეცრაზმელი "მოაზროვნე საბრძოლო მანქანა" იყო, რომელიც დედოფლის საიდუმლო სამსახურში იყო. ახლა კი ის გადამზიდია - კრიმინალური კურიერი, რომელიც მზადაა ნებისმიერი რამის გადასატანად, მაქსიმალურად მოკლე დროში...
სპეცდანიშნულების ძალების ყოფილი ოფიცერი, ფრენკ მარტინი, მზადაა კარგ გასამრჯელოდ, ნებისმიერი დამკვეთის, ნებისმიერი ტვირთი დანიშნულების ადგილამდე მიიტანოს, ხოლო მისი პრინციპი - არავის არაფერი ჰკითხოს - მასზე მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის. მაგრამ, როდესაც ფრენკი იგებს, რომ მისი ბოლო ტვირთი ცოცხალი ადამიანია, მოვლენები სახიფათოდ ვითარდება...
ფრენკი, ჯო, მერვინი და ვიქტორია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საუკეთესო აგენტები იყვნენ, მაგრამ იმ საიდუმლოების გამო რაც მათ იციან ისინი თვითონვე გახდნენ სააგენტოს მთავარი სამიზნე. ახლა როდესაც ისინი სასიკვდილოდ არიან გაწირულები, მთელი კოლექტივის მოხერხებულობა, გამოცდილება და გუნდური მუშაობა უნდა გამოიყენონ იმისათვის, რომ ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ მათი სიკვდილის მსურველებისგან და ცოცხლები გადარჩნენ. იმისათვის რომ ოპერაცია შეაჩერონ მათმა გუნდმა შეუძლებელი მისია უნდა შეასრულოს. მაგრამ როდესაც გაღიარებენ "სამსახურიდან გადამდგარ, უკიდურესად საშიშ პიროვნებად", შეუძლებელი მისია, მხოლოდ ერთერთი სამუშაო დღე გამოდის...
2003 წლის შემოდგომის ერთ საღამოს ჰარვარდის სტუდენტი, პროგრამირების გენიოსი - მარკ ცუკერბერგი ახალ იდეაზე მუშაობას იწყებს. ბლოგერობისა და პროგრამირების აურზაურში მეგობრებისათვის შექმნილი საიტი, ყველაზე პოპულარული გლობალური სოციალური ქსელი გახდა. ცუკერბერგი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად იქცა, მაგრამ მის წარმარმატებას პირადი და ლეგალური პრობლემები დაერთო...
მორგან გრანტი და მისი ქალიშვილი კლარა იკვლევენ, თუ რახდებოდა რეალურად უბედურ შემთხვევამდე, ფიქრობენ რომ ადგილი ჰქონდა ღალატს და იძულებულები არიან, ოჯახურ საიდუმლოებებს თვალი გაუსწორონ, ხელახლა განსაზღვრონ სიყვარული და ხელახლა აღმოაჩინონ ერთმანეთი.
1943 წელს, ბროდვეის პოპულარულ რესტორან „სარდისში“, მუსიკალური კომპოზიტორი ლორენც ჰარტი ცდილობს რეპუტაციის შენარჩუნებას და აღნიშნავს თავისი ყოფილი პარტნიორის, რიჩარდ როჯერსის წარმატებას მისი ჰიტად ქცეულ მიუზიკლის, „ოკლაჰომა!“-ს პრემიერაზე, რამაც იგი თავის ახალ მწერალ პარტნიორთან, ოსკარ ჰამერშტაინთან გააერთიანა.
მე-20 საუკუნის დასაწყისი. ხე-ტყის მჭრელი და რკინიგზის მუშა რობერტ გრანიერი სახლიდან თვეების განმავლობაში მუშაობს: ხეებს ჭრის, რკინიგზის კავშირებს აგებს და ხიდების მშენებლობაში იღებს მონაწილეობას. ის მომსწრეა, თუ როგორ იცვლება ცხოვრება მონუმენტური ცვლილებების ეპოქაში.