ორი მზარეულის შეჯიბრი ჰონგ ჯონგიდან. ერთი დანისა და ტაფის ოსტატია, რომელიც ქუჩაში ამზადებს საკვებს. მეორე კი გზის მოპირდაპირე მხარეს არსებული რესტორნის შეფ-მზარეულია...
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმი მოგვითხრობს სმენადაქვეითებულთა სკოლის შესახებ, სადაც მასწავლებლები დიდი ხნის განმავლობაში სექსუალურ ძალადობას ახდენდნენ მოსწავლეებზე...
სუკ-ჰის ბავშვობიდან ცივსისხლიან მკვლელად ზრდიდნენ. გოგონა იღებს უკეთესი ცხოვრების შანსს, როდესაც სამხრეთკორეული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო 10 წლიან სამუშაოს, შემდეგ კი სრულ თავისუფლებას სთავაზობს. მას ახალი სახელი და ახალი პროფესია აქვს, მაგრამ მშვიდი ცხოვრება ყოფილი დაქირავებული მკვლელებისთვის არაა...
ორი ლამაზი მეგობარი გადაწყვეტს ყოველდღიურობას გაექცეს და ტროპიკულ მოგზაურობაში მიდის. სამწუხაროდ მათი თვითმფრინავი უამინდობის გამო კურსს იცვლის. მათ ერთი სიმპატიური მამაკაცის გამო მოუწევთ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს...
რა უნდა მოიმოქმედო იმ შემთხვევაში, თუ შენი საყვარელი შენივე ქორწილის ორგანიზატორია? ილოცო, რომ ის შენს საცოლეს არ დაუმეგობრდეს. მატიასს ძალიან ცოტა დრო დარჩა, რათა ორიდან ერთი აირჩიოს...
უორდმა და ბუშარდმა უნდა გამოიძიონ მანქანის გატაცება, მაგრამ ეს ასეთი მარტივი დანაშაული არაა. აღმოჩნდება, რომ მოპარული მანქანა დაგეგმილი ტერორისტული აქტის ნაწილია...
დიდი ხნის დაქორწინებული წყვილი, რომელმაც ერთად გაატარეს სიცოცხლე ნიუ იორკის აპარტამენტში, გადაწყვეტენ სახლიდან გადასვლას. ისინი ზედმეტად გადაიტვირთებიან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხებითა და პირადი პრობლემებით...
ფილმი მოგვითხრობს გამოჩენილი ჰოლანდიელი მხატვრის იოჰანეს ვერმერის ყველაზე ცნობილი და იდუმალი ნახატის - "გოგონა მარგალიტის საყურით" შექმნის ისტორიას...
ბილის სახლში ძველი მეგობრები იკრიბებიან ღვინის დასალევად და სასაუბროდ. საღამო მშვენივრად მიმდინარეობდა იქამდე, სანამ ბილმა რაღაც ისეთი განცხადება არ გააკეთა, რომელმაც ყველას გაუფუჭა ხასიათი. ახლა ძველი მეგობრები მზად არიან ერთმანეთს ყელში ეცნენ, როგორც გადატანითი ასევე პირდაპირი მნიშვნლეობით.
კოსმოსური სადგური "სალუტ 7" ორბიტაზე იმყოფება უპილოტო რეჟიმში. იგი მოულოდნელად შეწყვეტს კავშირს ფრენის მართვის ცენტრთან. მიღებულია გადაწყვეტილება ორბიტაზე დამხმარე ეკიპაჟის გაგზავნის შესახებ. ეკიპაჟი ხვდება რომ დედამიწაზე დაბრუნების შანსი არც ისე დიდია. მათ არა მხოლოდ უნდა იპვოონ სადგური, არამედ უნდა გააცოცხლონ კიდეც ის. შეძლებს კი ორი ადამიანი თავიდან აიცილოს კატასტროფა და გადაარჩინოს დედამიწა სადგურის დაცემისაგან? ორბიტაზე ნამდვილი დეტექტივი განვითარდება. ფილმი გადაღებულია რეალურ მოვლენებზე. 1985 წელს ორბიტაზე გაფრენა ყველაზე რთულ ფრენად ითვლება კოსმონავტიკის ისტორიაში...
ფილმი სამი კვირის განმავლობაში, კოლეჯის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და მასწავლებლების ცხოვრებას ერთერთი მასწავლებლის - ჰენრი ბართსის თვალით დანახულს გვიჩვენებს. ის დიდხანს ერთ ადგილას ვერ ჩერდება და როდესაც მორიგ სკოლაში გააგზავნიან, სამი სხვადასხვა ქალის დახმარებით, ის ცდილობს სასტიკ სამყაროში მშვენიერება ჰპოვოს...
ძველი ტრაგედია და მტრობა კვლავ იფეთქებს, როდესაც მარკოსი ბრუნდება შინ, რათა დამარხოს მამის ფერფლი. თან სურს დაარწმუნოს მისი ძმა, სალვადორი, რომელიც ტყეში მარტო ცხოვრობს, გაყიდოს მიწა...
მონსტრების მეჯლისი მოგვითხრობს რასისტი თეთრკანიანი მამაკაცის ისტორიას, რომელსაც შავკანიანი ქალი შეუყვარდება. ჰენკი ციხის ჯალათია, ისევე როგორც მისი შვილი სონი. ლეტიციას ქმარი კი ერთ-ერთი სიკვდილმისჯილია...
ადგილობრივი შეშლილი შედის ცარიელ სახლებში, ცხოვრობს გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ ქვაბში ისაქმებს და ისე ტოვებს სახლს. მას პოლიციის გარდა სერიოზულად არავინ აღიქვამს...
ქალაქელი თინეიჯერი მიემგზავრება მონტანაში, რათა მამასთან ერთად სანადიროდ წავიდეს. მაგრამ ნადირობა გადარჩენისათვის ბრძოლაში გადაიზრდება, როდესაც ისინი გზად გრიზლის შეხვდებიან...
15 წლის წინ ახალგაზრდა უნა მასზე უფროს რეისთან ერთად გაიქცა სახლიდან. წლების შემდეგ მას ჟურნალში უკვე ყოფილის სურათი ხვდება: მას ახალი ცხოვრება, ახალი ოჯახი და ახალი სახელი აქვს. მათი მოულოდნელი შეხვედრა არა მხოლოდ მოგონებებს, არამედ ფარულ ვნებებსაც გააღვიძებს, რომლებიც მათ ცხოვრებას დანგრევით ემუქრება...
ვიეტნამში საზღვაო ქვეითებში მსახურებიდან 30 წლის შემდეგ ლარი შეპერდი კვლავ ხვდება მის მეგობრებს სალ ნილონს და რიჩარდ მიულერს, რათა დაკრძალოს მისი ვაჟი, რომელიც ერაყის ომში მოკლეს...
მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო...
მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში ხდება. ხუთი დის გაწონასწორებული ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მეზობლად ორი ახალგაზრდა ჯენტლმენი - მისტერ ბინგლი და მისტერ დარსი ჩამოდიან. ფილმი წარმოადგენს ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას...
რა მოხდება თუ შევძლებთ ჩვენი მეხსიერებიდან ცუდი მოგონებებისა და ურთიერთობების ამოშლას? ჩარლი კაუფმანი და მიშელ გონდრი ერთად ცდილობენ უპასუხონ ამ კითხვას...
ჰარი და სალი ერთმანეთს დაბადებიდან იცნობენ. ისინი ერთად სწავლობდნენ, დადიან ერთმანეთის დასახმარებლად სხვადასხვა რთული სიტუაციების დროს, ახლობელი ადამიანს ძებნაში ეხმარებიან ერთმანეთს. მაშინაც, როდესაც ცხოვრება მათ დააშორებს, ბედისწერა კვლავ შეახვედრებს. ისინი საუკეთესო მეგობრები არიან თითქოს ათასი წელია. ორივეს ტანჯავს ერთი და იგივე კითხვა: იქნებ მეგობრებზე მეტი უნდა გახდნენ ერმანეთისთვის?
1982 წლის რბოლის "ტურ დე ფარმასის" ისტორია, რომელშიც თითქმის ყველა მონაწილე დოპინგს იყენებდა. ისინი თითქოს ამორალურობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს...
40 წლის გაუთხოვარი ქალი ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაორსულდება. 7 წლის შემდეგ იგი საუკეთესო მეგობარს შეხვდება, რომელიც აქამდე საიდუმლოს მალავდა: ბავშვის მამა სწორედ ის არის...
1594 წელი. ახალგაზრდა დრამატურგი უილიამ შექსპირი კრიზისში იმყოფება: მუზამ ის მიატოვა, ფული აღარ აქვს, თეატრის მეპატრონე ავტორისგან პიესას ითხოვს უმოკლეს დროში. თითქოს, მწერალს არანაირი შანსი არ რჩება ახალი შთაგონებისთვის, სწორედ ამ დროს მის ცხოვრებაში გამოჩნდება თვით სიყვარული მომხიბვლელი არისტოკრატი გოგონას ვიოლას სახით...
ამბავი მოზარდების ჯგუფზე და მათ მშობლებზე, რომლებიც ცდილობენ გაიგონ, თუ როგორ შეცვალა ინტერნეტმა მათი ურთიერთობა, კავშირი, თვითშეფასება და ერთმანეთის სიყვარული...
ნადერი და სიმინი ირანიდან წასვლას აპირებენ, რათა უკეთესი ცხოვრება მოძებნონ. ბოლო მომენტში ნადერი ავადმყოფ მამასთან დარჩენას გადაწყვეტს. სიმინს იმედი აქვს, რომ მათ 11 წლის ქალიშვილთან ერთდ გაემგზავრება, მაგრამ ის სასამართლო საქმეს აგებს. შვილს სურს, რომ დედა გონს მოეგოს და დაბრუნდეს...
ფილმის მთავარი გმირი იტალიელი ჯემა, მიემგზავრება თავის 16 წლის ვაჟთან ერთად პიეტრო სარაევოში. მას უნდა ანახოს შვილს მშობლიური ქალაქი და მოუყვეს მამამისი დიეგოს შესახებ, რომელსაც ბიჭი საერთოდ არ იცნობდა და რომელიც ბოსნიის კონფლიქტის დროს დაიღუპა...
საკუთარ თავში დარწმუნებული მარტოხელა ფერმერი ქალების მიმართ უხეში და აგრესიულია და ძალიან ბედნიერია ცხოვრებით, რომელშიც ქალები არ არიან. ერთ მის ცხოვრებაში ერთი მეტად ლამაზი და სექსუალური ქალი შემოიჭრება, რომელიც შეეცდება ჭირვეული მამაკაცი მოარჯულოს...
კრისი მეგობრებთან ერთად ავტოკატასტროფაში ხვდება. კომაში გატარებული 4 წლის შემდეგ ნერვიული მოშლილობის კომპლექსებით იტანჯება. სამუშაოდ ბანკში დამლაგებლად ეწყობა. კრისს თავდაჯერებულობას ახალი მეგობარი გარი ჰმატებს, მაგრამ არ არის გამორიცხული ის სპეციალურად შედიოდეს ნდობაში ინვალიდთან, რათა ბანკთან უფრო ახლოს მივიდეს...
მარტი 1965 წელი. ცივი ომი. ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი პირველობისთვის იბრძვიან კოსმოსურ რბოლაში. ჯერჯერობით საბჭოთა კავშირი ლიდერობს. შემდეგი სვლა ღია კოსმოსში ადამიანის შესვლაა. გაფრენამდე ორი კვირით ადრე სატესტო ხომალდი ფეთქდება. მაგრამ ყოყმანის დრო არაა, რისკების მიუხედავად საბჭოთა კავშირს ლიდერობის დაკარგვა არ შეუძლია. ორი ადამიანის ისტორია , რომელმაც შეუძლებელი უნდა შეძლოს, კოსმოსში გაფრენა სატესტო ფრენის გარეშე.
დევიდ ეიმსს ყველაფერი აქვს: სიმდიდრე, კარგი გარეგნობა და მშვენიერი ქალბატონი გვერდით. მაგრამ როდესაც იგი თავის ნამდვილ სიყვარულს სოფიასთან პოულობს, მისი სახე საშინლად დამახინჯდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და იგი კარგავს ყველაფერს... თუ არა ?
ისტორია ტყუილსა და შურისძიებაზე. აშშ-ს ელიტარული სპეცრაზმელები რომელთაც ბოლივიის ჯუნგლებში გამანადგურებელ მისიაზე გააგზავნიან. გუნდი: კლეი, ჯენსენი, როქი, პუჩი და კოგარი, მაქსის სახელით ცნობილი ძლიერი მტრის მიერ მოწყობილი სასიკვდილო ღალატის მსხვერპლი გახდებიან. როდესაც ისინი დაღუპულებად ჩაითვლებიან, მათ ახალი გეგმების დასახვაში მისტიური აიშა ეხმარებათ. ერთიანი ძალით ისინი ფარულად მაქსს უთვალთვალებენ. ამ ულმობელ კაცს კი გადაწყვეტილი აქვს მსოფლიოში ახალი მაღალტექნოლოგიური ომი წამოიწყოს...
საუკეთესო მეგობრები ჯულიენი და სოფი ზრდასრულებიც განაგრძობენ მათი ბავშვობის თამაშს – ვინ უფრო საშიშ საქციელს ჩაიდენს. ეს თამაში მათ ეხმარებათ აარიდონ თავი იმ ფაქტს, რომ სინამდვილეში ერთმანეთისათვის არიან შექმნილები.
1930 წელს მაღალჩინოსანი მოხელე სოლალსი ნაციისლიგიდან ჩამოდის ჟენევაში. იქ ის გაიცნობს გათხოვილ არისტოკრატ ქალბატონს არიანას და ცოტახანში ისინი გააბამენ ვნებიან რომანს...
2052 წელი, ბერლინი. ლეო ბაილერი მუნჯი ბარმენია და მას არსებობისათვის აღარანაირი მიზეზი არ აქვს - მისი საყვარელი ქალი გაქრა. ძიება მას მიწისქვეშა ქალაქში მიიყვანს, სადაც ამერიკელი ქირურგების წყვილს გაიცნობს. ლეო ვერ ხვდება ვინ არიან მისი ახალი ნაცნობები, დახმარებას უნდა ელოდოს მათგან თუ სასწრაფოდ უნდა გაექცეს მათ...
ინსპექტორი ლი და დეტექტივი კარტერი ჰონგ კონგში მიემგზავრებიან დასასვენებლად, მაგრამ ამერიკის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობა აიძულებს მათ კვლავ საქმეს მოჰკიდონ ხელი...
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ულამაზესი ციხესიმაგრეების, გამოქვაბულების, უკიდეგანო ოკეანეების, ტყეების და მთების სამყაროში. შეყვარებულის გადასარჩენად, მამაცი გმირი წარმოუდგენელ დაბრკოლებებს გადალახავს...
ხელოვნების მუზეუმში ვენაში, მუზეუმის მცველი და ვიზიტორი ქალაქიდან პოულობს თავშესაფარს ცხოვრებაში, ხელოვნებაში, თითოეული მათგანი ჯემ კოჰეინის ფერწერაში აკვირდება თუ როგორ გავლენას ახდენს და ექოს ქმნის ხელოვნება თანამედროვე საზოგადოებაში...
"ფრანგული კოცნა" რეჟისორ კასდანის საუკეთესო ნამუშევარია კინოფილმ "პირადი მცველის" შემდეგ. სიუჟეტი ეხება შეყვარებულ წყვილს და ქალს, რომელიც პარიზში გაფრენას ცდილობს, რათა მისი საქმრო საქმიანი მოგზაურობიდან დააბრუნოს და ცოლად გაჰყვეს მას. გზად, მისდა უნებურად, ის ძვირფასი კონტრაბანდის გადამტანი ხდება, რის გამოც ქურდი მამაკაცი მთელი მოგზაურობის მანძილზე აედევნება.
მანჰეტენზე ლიმუზინის მძღოლად მომუშავე ალფის ულამაზესი ქალები ახვევია გარშემო, რომლებთანაც მხოლოდ თითო ღამის ურთიერთობები აქვს. მისი საუკეთესო მეგობრები, მისი კოლეგა მარლონი და მისი მეგობარი გოგონა ლონეტი არიან. ალფის მსუბუქი რომანი აქვს ლონეტთან რაც არასასურველ შედეგებს გამოიწვევს...
ნიუ-იორკის ხმაურიანი, გიჟური ცხოვრებისგან და ეზენჰაუერის დროინდელი ამერიკის ეპოქის თემების გარჩევისგან დაღლილი მოხეტიალე ჟურნალისტი პოლ კემპი პუერტო რიკოს ერთ-ერთ კუნძულზე მიემართება, სადაც სან-ხუანის ადგილობრივი გაზეთისთვის სტატია უნდა დაწეროს. აქ იგი მიმზიდველ ამერიკელ ქალს, შენოს და მის უძრავი ქონებით უკანონოდ მოვაჭრე საქმროს, სანდერსონს გაიცნობს. კემპი სწორედ აქ იპოვნის მის ნამდვილ მოწოდებას გახდეს მწერალი...