ქალბატონ ადელაიდა ბონფამილს ძალიან უყვარს თავისი კატები. ის მთელ თავის ქონებას საყვარელ კატას და მის კნუტებს დაუტოვებს. მაგრამ ბოროტ მსახურს უნდა რომ ფული მხოლოდ მას ერგოს. ის გაიტაცებს მათ და სოფელში დატოვებს. სახლში დაბრუნებაში მათ მომხიბვლელი ქუჩის კატა თომას ო'მელი მეგობრებთან ერთად დაეხმარება...
რეგი და ლინდსი ორგანული ნივთიერებების გადამუშავებაზე მუშაობენ. მათ სჭირდებათ ახალი დანამატი საიდუმლო ინგრედიენტის შესაქმნელად. სწორედ ამ დროს მათთან ორი ბიჭი და გოგო მოდის დახმარების სათხოვნელად...
ახალი სუპერჰიტის გადაღებისთვის მსხვილი კინოინდუსტრიის ბოსი უცნაურ ველა ვალსმანს იყვანს. ეს ბედის საჩუქარია უკვე დავიწყებული ორი "ოსკარის" მფლობელისთვის. ველი არ უშვებს შანს ხელიდან, რომ ჰოლივუდს თავი შეახსენოს...
გმირი ლეონიდასი სათავეში უდგება 13 სპარტანელს ბრძოლაში, სადაც მათ მოუწევთ შერკინება მრბოლელ აჩრდილთან, როკი ბალბოასთან, ტრანსფორმერებთან და ასევე ბანჯგვლიან პერის ჰილტონთან...
მანჰეტენის ტიპიური მაცხოვრებლები: ჯეისონი, დენიელი და მაიკლი ჭკუამახვილი და მომხიბვლელი ბიჭები არიან. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მათგანს მიატოვებს მეგობარი გოგონა, ისინი ფიცს დადებენ, რომ ქალებთან არასოდეს გააბამენ სერიოზულ ურთიერთობებს. მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი ნამდვილ სიყვარულს პოულობენ...
ზარმაც მშვიდობიან ცხოვრებას გარეუბანში, სადაც დასვენება გადაწყვიტა ფილმის გმირმა რეი პიტერსონმა, ბოლო მოეღო! რეის გულუბრყვილოდ სურდა დაესვენა ერთი კვირა, უხალისოდ ეხეტიალა პიჟამოში და ეკითხა გაზეთი. მაგრამ ეს ასე როდია: დასვენება გადაიქცა დაუსრულებელ კოშმარად!...
ევროპელი ქალებისათვის, სიყვარული გაცილებით იაფია. ფილმის გმირს სასწრაფოდ სჭირდება ფული, რის გამოც იძულებულია ჟიგოლოდ იმუშაოს. დიუს ერთ-ერთი კლიენტი ქალი შეუყვარდება...
პატარა ამერიკულ ქალაქში შობის წინა დღეებში გამოცხადებულია სამხედრო მდგომარეობა: ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა გადაწყვიტა თავისი სახლი ილუმინაციით მოერთო, რის ნახვა კოსმოსიდანაც კი შეიძლებოედა. ეს არ მოეწონათ თანასოქლაქელებს და განსაკუთრებით მის უახლოეს მეზობელს...
შუა ხნის კრისიზით დამძიმებული ექვსი მამაკაცი, თავიანთი მამაკაცურობის შესაგრძნობად უიკენდზე ქალაქგარეთ მიემგზავრება. ისინი ისეთ საშინელ და გაურკვეველ ადგილას მოხვდებიან, რომ სწორედ შუა ხნის კრიზისი გახდება მათთვის გადარჩენის ერთადერთი გზა...
ინდოელი ემიგრანტების ოჯახი, რომლებიც ბედმა პროვანსის რაიონის პატარა ქალაქში მოახვედრა, გადაწყვეტენ გახსნან პატარა კაფე აღმოსავლური სამზარეულოთი, ზუსტად სახელგანთქმული რესტორანის “მტირალა ტირიფის” პირდაპირ, რომელიც ფრანგული კულინარიის ტრადიციების ბასტიონად არის მიჩნეული...
დურელი და ლიი ჯონი საუკეთესო მეგობრები და წვრილი კრიმინალები არიან.მათ ეუბნებიან რომ ერთი კვირა აქვთ 17 000 დოლარი ვალის გადასახდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში დარელი შვილს დაკარგავს. ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას გაძარცვონ მეზობლად მდებარე ეკლესია...
მელვინი გმირია, აქვს ტელეკინეზის შესაძლებლობა, თუმცა მისი საქციელი სუპერგმირობიდან ხშირად შორსაა. თავის ძალებს ის ნარკოტიკების და ქალების მოსაპოვებლად იყენებს. მას ბევრ რამეში არ უმართლებს, განსაკუთრებით შვილთან ურთიერთობაში...
როდესაც ტელე-პროდუსერ ბეკი ფულერს (მაკადამსი) ადგილობრივი ახალი ამბების გადაცემიდან დაითხოვენ, მისი კარიერა ძალიან წარუმატებელ ეტაპზე აღმოჩნდება, ისევე როგორც, მისი პირადი ცხოვრება. RN იგი შემხვევით "დეიბრეიქში" (დილის ახალი ამბების გადაცემა ეროვნულ არხზე), დაიწყებს მუშაობას და გადაწყვეტს დილის შოუ, ლეგენდარული ტელე ვარსკვლავის, მაიკ პომეროის (ფორდი) დახმარებით გამოაცოცხლოს. სამწუხაროდ პომეროი უარს იტყვის შოუში მონაწილეობის მიღებაზე...
სატანა, ჯოჯოხეთის მმართველი, გადაწყვეტს პენსიაზე გასვლას და აღმოაჩენს, რომ მისი 3 შვილიდან არცერთი არ იმსახურებს მის ადგილს. ამის შემდეგ 2 უფროსი ვაჟი გადაწყვეტს მამის განადგურებას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. მხოლოდ უმცროსი შვილი, ნიკი ცდილობს მამის გადარჩენას...
ფილმი ახალგაზრდა მრბოლელის - დენი კრუგერის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე უსიამოვნებები სდევს თან. ერთ-ერთი მორიგი რბოლის დროს ის ავარიაში ყვება. ახლა დენი მამასთან ერთად პატარა ქალაქში ცხოვრობს. მამამისი, რომელიც ადრე მრბოლელი იყო და რალის საერთაშორისო ჩემპიონატშიდაც მონაწილეობდა, გადაწყვეტს შვილს თანაუგრძნოს და ადგილობრივ რბოლაში მიიღოს მონაწილეობა.
მოხუცებული სანტა, მეუღლე კარლოტასთან ერთად მშვიდად ცხოვრობს ჩრდილოეთის თოვლიან ტყეებში... მაგრამ შობამდე ცოტა დრო რჩება და მოხუცებულმა სანტამ უნდა მოასწროს მაგიური ძალის გადაცემა მემკვიდრეზე. ეს მემკვიდრე კი არც კი ფიქრობს შინ დაბრუნებაზე. ის მაიამიში ყველაზე სასურველი მამაკაცია, რომელიც ოკეანის პირას მდიდრულ სახლში ცხოვრობს და დროს ღამის კლუბებში ატარებს. ნიკს სულაც არ სჭირდება ირმები, თეთრი წვერი, წითელი კოსტუმი და მამამისის საჩუქრების ტომარა. შობას მხოლოდ სასწაული გადაარჩენს...
მისი სხელია სიდი 6.7. ის შექმნილია ორასი გამორჩეული არამზადისგან და ფსიქოპატისგან, დაჯილდოვებულია ინტელექტით და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელების ეშმაკობით. სიდი 6,7 სპეციალურად იყო შექმნილი, როგორც ბოროტების და სისატიკის სრულყოფილი რობოტი, განსაკუთრებული კომპიუტერული პროგრამისთვის, რომელიც ეხმარება პოლიციელებს დამნაშავეების დაჭერაში. მაგრამ გამოუსწორებელი რამ მოხდა. სიდმა მოახერხა გაქცევა კიბერნეტიკული სივრციდან რეალურ სამყაროში. იდეალური დამნაშავე თავისუფლებაზე იყო და სწყუროდა ადამიანებს საშინელი გაკვეთილი ჩაუტაროს.
მეორე მსოფლიო ომის დროს ორი ფრანგი მოქალაქე და ინგლისელი მბომბავთა ჯგუფი გეგმავს სამხრეთ-ჩრდილოეთის სადემარკაციო ხაზის გადაკვეთას. ასე ისინი შესძლებენ ინგლისში გაქცევას...
ორი ორმოცს მიღწეული მეგობარი რჩება უმუშევარი. ისინი მთელი ცხოვრება გაყიდვების სფეროში მუშაობდნენ. ერთი მათგანი აღმოაჩენს, რომ GOOGLE-ს აქვს სტაჟირების პროგრამა და გადაწყვეტს მეგობართან ერთად ბედი სცადოს...
ომისშემდეგომ ლონდონში ახალგაზრდა მწერალი, ჯულიეტი, ცდილობს მოიფიქროს სიუჟეტი წიგნისათვის, მაგრამ ომის კოშმარზე დაწერა არ სურს, სხვა დანარჩენი თემები კი ან მოსაწყენი ეჩვენება ან სიტუაციისთვის შეუსაბამო. ერთი შემთხვევა ძალიან დაეხმარება მას - კუნძული გერნსიდან მეღორის წერილი მოდის. აღმოჩნდება, რომ მეღორეებსაც უყვართ კითხვა. დოუსის ხელში ჩაუვარდა წიგნი, რომელიც ადრე ჯულიეტს ეკუთვნოდა და სთხოვს მას ურჩიეოს კარგი წიგნების მაღაზია. საქმე იმაშია, რომ კუნძული ომის წლებში გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული და მაცხოვრებლები ცდილობენ აღადგინონ ცხოვრების რიტმი. წერილი ჯულიეტის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. წიგნის კლუბი, რომელიც სოფლის მაცხოვრებელების აკრძალული შეხვედრების საფარველი გახდა ჩაითრევს მას. იწყება მიმოწერა სხვადასხვა ადამიანებთან...
2021 წელი, დედამიწის მოსახლეობის ნახევარი დავაადებულია ნერვული გამოფიტვის სინდრომით. ჯონი მეხსიერების ინფორმაციული კურიერია, რომლის სამსახურიც 320 გეგაბაიტის მქონე მნიშვნელოვანი მონაცემების მეხსიერების უსაფრთხოდ შენახვაა. მას იაკუძას აგენტები და გაცოფებული კიბორგები დასდევენ, მისი მიზანი კი ამ მონაცემების საჭირო ადგილამდე მიტანაა, რისთვისაც მხოლოდ 24 საათი აქვს...
მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ნაცისტების საიდუმლო კოსმოსური პროგრამა მთვარის ბნელ მხარეზე მოთავსებული აღმოჩნდება. 70 წლიანი გასაიდუმლოებული არსებობის შემდეგ,ნაცისტები გიგანტურ კოსმოსურ ციხე-სიმაგრეს ააგებენ...
მიტჩი, ფრენკი და ბერნი უკვე დიდი ხანია 30 წელს გადაცდნენ, მალე ისინი პასუხისმგებელი ზრდასრული ადამიანებ გახდებიან, ცოლებს მოიყვანენ, ოჯახებს შექმნიან და სამუშაოს მოძებნიან, ბავშვობა კი მათში ჯერ კიდევ ჩქებს. ბიჭების მორიგი ჩანაფიქრი ხდება მცდელობა კვლავ გადაიტანონ კოლეჯში საერთო სწავლის მომენტები, როდესაც ისინი კოლეჯში ყველაზე ცნობილი ყმაწვილები იყვნენ. ისინი დიდ სახლს ქირაობენ კოლეჯის ახლოს და "სტუდენტურ საძმოს" ქმნიან...
რეტროკომედია ჯაზის კლასიკოსის - გიტარის ემეტ რეის შესახებ, რომელიც XX საუკუნის 30-ან წლებში ნაკლებად ცნობილი იყო. თვითონ და მისი შემფასებლები მასზე მაღლა მხოლოდ ჯანგო რეინჰარტს აყენებდნენ, გიტარისტ ბოშას, რომელიც პარიზის რესტორნებში მუშაობდა...
ორი ახალბედა კრიმინალი პიცის მიმტანს იტაცებენ. ისინი მას მკერდზე ნაღმს მიამაგრებენ და ეუბნებიან რომ ნახევარი საათი აქვს იმისათვის რომ ბანკი გაძარცვოს...
უკვე 8 წელია რაც სკოტ კელვინი სანტა–კლაუსად მუშაობს დაუსვენებლად და ამ სამუშაოს გემო გაუგო, ის დაუღალავად შრომობს და ბავშვების სურვილებს ასრულებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს , რომ მას არანაირი საფიქრალი არააქვს. ახალი წლის წინ მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ მისი შვილი ჩარლი ხულიგნად იზრდება, თვითონ კი კონტრაქტის მიხედვით, იძულებულია სასწრაფოდ მოძებნოს მისის კლაუსი, იმიტომ რომ მარტოხელა სანტა - ეს ყველა წესების ერთდროული დარღვევაა. პრობლემების მოგვარების დროს ის ჩრდილოეთ პოლუსზე თავის მაგივრად ორეულს დატოვებს, რომელიც მის არ ყოფნაში პოლუსის ცხოვრებას სრულ ქაოსად გადააქცევს!...
საშობაო ღამეს სათამაშოების გამყიდველი სკოტ კელვინი შემთხვევით ჩამოაგდებს თავისი სახურავიდან უცნაურ მოხუცებულს. გაოცებული იქვე აღმოაჩენს ჩრდილოეთის ირემს. სანამ უცნობი თოვლიდან სცდილობს გამოღწევას, ცნობისმოყვარე სკოტი ჩახტება უნაგირში – და ჩრდილოეთ პოლუსზე აღმოჩნდება, სადაც მთავარი ელფი არწმუნებს მას სანტა კლაუსის ადგილი დაიკავოს, რომელიც ამ მომენტში კელვინის სახლთანაა და ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს. ის დათანხმდება, მაგრამ ერთი საქმეა ჩაიცვა სანტას კოსტუმი და ბავშვებს უცეკვო, სულ სხვა კი – იყო ნამდვილი სანტა, როდესაც შენ სინამდვილეში გეზრდება წვერი, ღიპი, და თვალწინ გიჭაღარავდება თმა. ასეთი მხიარული შობა მას ჯერ არ ქონია...
ევა ქმარს გასცილდა და არ იცის რა აკეთოს. მალე ის გაიცნობს მომხიბლავ მამაკაცს, რომელიც აღმოჩნდება ყოფილი ქმარი ქალის, რომლისაც მას თავის დროზე ძალიან შურდა...
ჯოან უაილდერი პოპულარული ბესტსელერების ავტორია. მწერალი კოლუმბიიდან დისგან გზავნილს მიიღებს. ამ დროს სატელეფონო ზარი გაისმის, რომელიც ადასტურებს ყველაზე საშინელ აზრებს - მას ატყობინებენ, რომ მისი და გატაცებულია, სანაცვლად ამ გზავნილის დაბრუნებას ითხოვენ. ჯოანი ყველაფერს ტოვებს და დის გადასარჩენად მიფრინავს. მის მოკვლას ცდილობენ და მხოლოდ ჯეკ კოლტონის ჩარევა გადაარჩენს ქალს დაღუპვისგან. წინ მათ ექსტრემალური და სასიყვარულო თავგადასავალი ელით ჯუნგლებში...
შობის დღესასწაულებზე ქალაქში მანიაკი გამოჩნდა, სწორედ ამ დროს 911 ტელეფონები ძალიან გადატვირთულია, ადამიანები კი ნერვიული აშლილობის ზღვარზე არიან, ყველას აქვს სუიციდის მიზეზი. თუმცა ყველაფერი კარგად მთავრდება...
განქორწინებული ამერიკელი - ლარიტა ჰანთინგტონი საფრანგეთში ახალგაზრდა და მდიდარ ინგლისელს ჯონ უიტეკერს გაიცნობს. მათ შორის გაჩაღებული თავბრუდამხვევი რომანი ქორწინებით სრულდება. . და აი მოვიდა ის დროც, როდესაც ლარიტა ჯონის მშობლების გასაცნობად, მეუღლის სამშობლოში მიემგზავრება. ინგლისში ჩასულ ახალდაქორწინებულ წყვილს წინ არც თუ სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ. უიტეკერების ოჯახი ამ ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი აღმოჩნდება...
ბავშვობის მეგობრების ისტორიის გაგრძელება. გოგონები ბედმა აქეთ-იქეთ დაფანტა, მაგრამ მათ ერთმანეთის დავიწყების შესაძლებლობას ერთი ნივთი არ აძლევთ. ეს არის ჯინსის შარვალი, რომელიც ყოველ მათგანს იდეალურად ერგება. გავიდა სამი წელი, გოგონები უკვე 19 წლისანი არიან. პირველი წელი კოლეჯში და პირველი არდადეგები. ისინი კვლავ ერთად არიან...
პატარა ქალაქის წარმატებული ფეხბურთის მრწვთნელი და მისი ცოლი თავის 12 შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობენ. ერთხელაც მამა მიწვევას იღებს დიდი ქალაქიდან სერიოზულ გუნდში. საცხოვრებელი ადგილის და ჩვეული გრაფიკის ცვლილება დადებითად არ აისახება მრავალრიცხოვან ოჯახზე...
გაცოცხლებული მკვდრები - ზომბები მთელს სამყაროს დაეპატრონებიან და უკანასკნელი ხალხი გადარჩენას ცდილობს. ოღონდ მათაც ახალი, უფრო დახელოვნებული არსებების მხრიდან მალე ხიფათი ელით...
რა ხდება, ჩვენი გარდაცვალების შემდეგ? ზუსტ პასუხს ვერავინ გაგცემთ. სწორედ ეს კითხვა უტრიალებდა თავში ფილმის გმირს - დენიელ მილერს, როდესაც ლოს-ანჯელესის ბულვარზე „ „ბმვ“-ეს მიაგელვებდა და ბარბარა სტრეიზანდის სიმღერას უსმენდა...
ამ ფილმმა რეჟისორი ალეხანდრო ხოდოროვსკი საქვეყნოდ ცნობილი გახადა. მსროლელი ზედმეტ სახელად - თხუნელა, უდაბნოში შვილთან ერთად მოგზაურობს. ისინი მიდიან ქალაქისკენ, რომლის მთელი მოსახლეობაც ბანდიტებმა ამოჟლიტეს. ეს გზა მამა-შვილისთვის იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რამდენადაც გასაოცარი...
1885-86 წლები, ამერიკელი ჯარისკაცები ცდილობენ ერთხელ და სამუდამოდ ჩაახშონ ინდიელების ამბოხი. ინდიელებს ლიდერობს ლეგენდარული მებრძოლი ჯერონიმო. შეტაკებისას აშშ-ს ჯარისკაცები შეძლებენ მის ტყვედ აყვანას, თუმცა ჯერონიმო გაიქცევა და მექსიკისკენ აიღებს გეზს. გამწარებული ამერიკელი გენერალი გასცემს ბრძანებას ნებისმიერი საშუალებით შეიპყრონ და გაანადგურონ ჯერონიმო...
გაუმაძღრობა, შურისძიება, მსოფლიო ბატონობა, მაღალტექნოლოგიური ტერორიზმი - ეს ყველაფერი MI6-ის მოხერხებული აგენტის, ჯეიმს ბონდის ერთ სამუშაო დღეშია თავმოყრილი. ჯეიმს ბონდმა ნავთობმაგნატის ულამაზესი მემკვიდრე ელექტრა კინგი ცნობილი ტერორისტისგან უნდა დაიცვას...
ბობი კუპერი, ფულით სავსე ჯიბეებით და ლასვეგასში დიდი ვალებით, კვლავ მოხრიოკებულ გზაზეა, ბედნიერების ძებნაში. მანქანის შესაკეტებლად პატარა ქალაქში შედის, სადაც ცბიერ ლამაზმან გრეისს გაიცნობს...
ტოპერ ჰარლი ამჯერად თურმე შემთხვევით სამუშაოზე მონასტერში მუშაობს. ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს კი სურს, რომ მან სამაშველო მისიას უხელმძღვანელოს ერაყში, რათა გადაარჩინოს ბოლო სამაშველო გუნდი, რომელიც გაეშურა ბოლო სამაშველო გუნდის გადასარჩენად... რომელიც მიდიოდა ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხალის" შემდეგ ჩარჩენილი მძევლების გადასარჩენად...
საგიჟეთიდან გამოსვლის შემდეგ ენტონის ნერვიული აშლილობა აქვს და მის მეგობარ დინანს უერთდება, რომელმაც განსაკუთრებულად მხიარული კრიმინალური გეგმა შეიმუშავა, მის ყოფილ ბოსთან, ლეგენდარულ მისტერ ჰენრისთან დაკავშირებით...