ორი მეგობარი კარგავს პრესტიჟულ სამუშაოს. ახლა მათ თავისი საქმის წამოწყება უნდათ, თუნდაც საკუთარი საბავშვო ბაღი გახსნან, ანუ გახდნენ ძიძები. მათი რევოლუციური მეთოდების გამოყენებით ისინი აწყდებიან წინააღმდეგობას, მათ გზაზე ძლიერი კონკურენტი გამოჩნდა...
დედის სიკვდილის შემდეგ, ბიჭი ცდილობს მამას პაემანზე გასვლა აიძულოს. მამის მარტოსულობაზე მოსაყოლად იგი რადიოში დარეკავს, რის შემდეგაც, მალევე, მამამისი და ჟურნალისტი ენი ერთმანეთს შეხვდებიან. ჟურნალისტი მამა-შვილზე სტატიის დასაწერად სიეტლში ჩაფრინდება. მაგრამ ენი მხოლოდ ისტორიის დაწერას არ დასჯერდება ...
დეტექტივი ედი ფლემინგი ცდილობს შეაჩეროს აღმოსავლეთ ევროპიდან ჩამოსული ორი კრიმინალი ოლეგი და ემილი, რომლებიც ნიუ-იორკში იპარავენ ვიდეოკამერას და იწყებენ მათი ჩადენილი მკვლელობების გადაღებას, რათა იშოვნონ ბევრი ფული და მოიპოვონ პოპულარობა...
ამერიკის ნაციონალური გვარდიის ჯარისკაცები, სწავლების დროს, სასაზღვრო პუნქტზე დაბანაკდებიან. მაგრამ აღმოაჩენენ, რომ იქ არავინაა. მოულოდნელად ისინი მახლობელი მთიდან შველის სიგნალს იღებენ და დასახმარებლად მიდიან...
1997 წელი. ქალაქი ნიუ–იურკი გადაქცეულია განსაკუთრებული სიმკაცრის ციხედ ყველაზე მძიმე დამნაშავეებისთვის. სანაპიროს ხაზზე დიდი კედელია აღმართული, მათ კი, ვინც მაინც ცდილობს გაქცევას, პოლიციელების მთელი ჯარი დარაჯობს. როდესაც ნიუ–იორკში კატასტროფას განიცდის აშშ–ს პრეზიდენტის თვითმფრინავი, პატიმრები მძევლად აიყვანენ სახელმწიფოს მმართველს. ის უნდა გაათავისუფლოს "მაგარმა ბიჭმა", ყოფილმა გმირმა, რომელიც დამნაშავე გახდა...
ყველა ძლევამოსილი მაიმუნის მეფე თავისუფლად ხეტიალობს სამოთხესა და დედამიწას შორის, მაგრამ ღმერთების რისხვის შემდეგ ის იყო დატყვევებული ყინულის გალიაში მთებში. 500 წლის შემდეგ მონსტრების შეტაკებისას პატარა სოფელში, ბავშვი აღმოჩნდება მთებში და ათავისუფლებს მაიმუნთა მეფეს...
ფილმის მთავარი პერსონაჟი გოგონა მძიმედ განიცდის დედის გარდაცვალებას, რომელიც 80იან წლებში საშინელებათა ფილმების ვარსკვლავი იყო. მეგობრები გადაწყვეტენ მის გამხიარულებას და ერთად მიდიან სამოგზაუროდ. გზად მათი მანქანაუცანურ ანომალიაში მოყვება და ახალგაზრდები აღმოჩნდებიან გოგონას დედის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმში. ფილმის და ახლა უკვე რეალური მანიაკი-მკვლელი მათზე ნამდვილ ნადირობას იწყებს...
"ფანსტასტიკური ოთხეული" ბრუნდება, რადგან ახალი ძლევამოსილი ბოროტმოქმედი შეუჩერებელი "ვერცხლის სერფინგისტი" დედამიწის მოსახლეობას ემუქრება. მაგრამ ყველაფერი ისე არ არის როგორც ეს ერთი შეხედვით სჩანს და გმირები ახლა როგორც ახალი, ისე ძველი მტრების წინააღმდეგ იბრძვიან...
ენიმ გააფრთხილა თავისი ახალი თაყვანისმცემელი, რომ მისთვის საკმარისია თავგადასავლები. ძალიან მალე ოღონდ გამოაშკარავდება, რომ ის სინამდვილეში სპეცრაზმში მუშაობს და განსაკუთრებულად რთულ დავალებებს ასრულებს...
ახალგაზრდა დარტანიანი მის ყოფილ სამ ლეგენდარულ, ახლა კი გაუბედურებულ მუშკეტერთან უნდა გაერთიანდეს, რათა დაამარცხონ ულამაზესი ორმაგი აგენტი და მისი ბოროტი მსახური, რომლებიც ცდილობენ საფრანგეთის სამეფო ტახტის მოპოვებას და შემდეგ მთლიანი ევროპის შთანთქმას...
ლენი და ამანდა ზრუნავენ ნაშვილებ მაქსზე, რომელიც ძალიან ჭკვიანი მოზარდია. ლენი გადაწყვეტს მოძებნოს მაქსის ნამდვილი მშობლები, რადგან თვლის, რომ ისინიც ძალიან კარგები უნდა იყვნენ. თუმცა მას მოლოდინი უცრუვდება, როცა იპოვის ლინდას, მაქსის დედას, რომელიც პორნო ვარსკვლავია...
თვითმფრინავის ტრაგიკული კატასტროფის შემდეგ ორი ერთმანეთისთვის უნცობი ადამიანი დაუკავშირდა ერთმანეთს, რათა გადარჩენოდნენ ზვავს. როდესაც აცნობიერებენ, რომ მათ დასახმარებლად არავინ მოვა, ისინი იწყებენ საშიშ მოგზაურობას თოვლიან უდაბნოში...
ერთ დღეს, ოჯახური დაპირისპირების მერე, მწერალი სახელად ტომასი ქალაქის გარშემო მანქანას უყურადღებოდ ატარებდა და შემთხვევით ბავშვი მანქანის დარტყმის შედეგად მოკლა. შეძლებს ამის მერე ცხოვრების გაგრძელებას?...
სამი მდიდარი ბავშვის მშობელი ხანძრის დროს დაიღუპა. როდესაც ბავშვებს შორეულ ნათესავთან გაგზავნიან, ისინი იგებენ რომ ეს ნათესავი მათ მოკვლას გეგმავს, რათა ხელში ჩაიგდოს მათი ქონება...
ფილმის მთავარი გმირი, კარდიოქირურგი სტივენი, ბედნიერი მის ცოლთან ერთად. იგი ხშირად ხვდება და დროს ატარებს 16 წლის მოზარდ მარტინთან ერთად, რომელიც ზუსტად იმ ასაკშია, როდესაც უფროსების თანადგომა სჭირდება. მაგრამ ვინ არის მარტინი? რატომ უთმობს ამდენ დროს ქირურგი მას?
მადრიდი, 1990-იანი წლები. მეგობრებთან ერთად ოუჯას თამაშის შემდეგ, მოზარდ გოგონასა და მის ოჯახს ზებუნებრივი ძალებისაგან საფრთხე ემუქრება. ფილმი დაფუძნებულია პოლიციის საქმეზე, რომლის გამოძიებაც ვერ მოხერხდა...
1987 წელი, სევილია. ჯგუფი 7 პოლიციის სპეციალური რაზმია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალებით: გაწმინდოს ქალაქი პროსტიტუციისა და ნარკოტრაფიკისგან. რაზმს სათავეში უდგანან ახალგაზრდა ოფიცერი ანხელი და სასტიკი, მაგრამ გამოცდილი პოლიციელი რაფაელი...
ორი ასისტენტი, ვერაგულ გეგმას მოიფიქრებს, რათა თავიანთი აუტანელი ბოსები ერთმანეთს დაუპირისპირონ. რიკი უკიდურესად რთული ხელმძღვანელია, რომელმაც ბიზნესში წარმატებებს თავისი ხასიათის სიმკაცრით მიაღწია, რამაც იგი უკიდურესად აუტანელი გახდა მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისთვის...
მაქს ფიშერი 15 წლის ექსცენტრული სტუდენტია. იგი რაშმორში ყველა შესაძლო კლუბის პრეზიდენტია, სკოლის უთვალავი გუნდის კაპიტანი და გამოუსწორებელი ოროსანი. მაქსს გამოსაცდელი ვადა დაუნიშნეს, რომლის დროსაც ვერაფერი უკეთესი ვერ მოიფიქრა, გარდა ახალგაზრდა მასწავლებლის შეყვარებისა, მაგრამ მას საშიში და გავლენიანი მეტოქე გამოუჩნდა ჰერმანის სახით...
ფრანგი რეჟისორის ალექსანდრე აიას მიერ გადაღებული კორეული ფილმის "გეოულ სოკეუროს" რიმეიკი. კიფერ საზერლენდი ნიუ-იორკელი ყოფილი პოლიციელის როლში, რომელიც საკუთარი ბნელი წარსულის დავიწყებას ახალ სამსახურში, დაცვაში მუშაობის დაწყებით ცდილობს...
დამიენ თორნი მკვდარია, მაგრამ მისი წინასწარმეტყველება არის ხელმეორედ დაბადება გოგონაში, სახელად დელია. რომელიც შვილად აიყვანა ორმა ვექილმა გენმა და კარენმა. როცა კარენი იგებს რომ მისი შვილი საეჭვო ვითარებაში გაჩნდა, ის იქირავებს კერძო გამომძიებელს რათა იპოვოს დელიას რეალური მშობლები...
დამიენ თორნი ეხმარება მსოფლიოს რისკებისგან თავის დაღწევაში...ჩნდება კეთილ დონორთა კორპორაცია. როცა ის ხდება შტატების ელჩი ინგლისში, დამიენი ავსებს საშიშ სიას წინასწარმეტყველების. ის თავისი პოტენციურ სიკვდილს სახეში უყურებს, როგორც ასტრონომიულ მოვლენას ქრისტეს მეორედ მოსვლის მომტანს...
შვიდი წელი გავიდა იმ დღიდან, რაც დემიენი საოცრებით გადაურჩა მამას სიკვდილისგან. ეხლა ის 13 წლისაა, და ცხოვრობს თავის ბიძიასთან რიჩარდ ტორნომთან, დეიდასთან და დეიდაშვილთან მარკთან ერთად.სანამ ომენი თავის საშინელ ძალის გამოყენებას ეცნობა, მის უსაფრთხოებას თვალს ადევნებენ ეშმაკის მსახურები. ბიძა ხვდება, რომ ბიჭი არც ისეთი უმწიკვლოა, როგორც შეიძლება მოგეჩვენოს, და ის საშინელ სიმართლეს გებულობს. მაგრამ ბევრს უცდია სატანას შვილის მოკვლა, ისინი ყველა საფლავში არიან ეხლა... შეძლებს ამის გაკეთებას რიჩარდ ტორნი?...
სამხედრო მოხელე დავალებას ღებულობს ამაზონკის ჯუნგლებში დამალული ბოროტმოქმედი იპოვოს და მოიშოროს. მაგის გაკვირვებას საზღვარი არ ექნება, როდესაც აღმოაჩენს, რომ ის ბოროტმოქმედი - ახალგაზრდა ყმაწვილია, რომელსაც აკვიატებული იდეა აქვს ელდორადოს ქვეყნის საგანძურის პოვნა. მას აიტაცებს ყმაწვილის ენთუზიაზმი, და ისინი ერთად აგრძელებენ მიტოვებული შახტის გამოკვლევას. განძის პოვნა ყველაზე მდიდარ ადამიანებად აქცევთ მათ მთელ ქვეყანაზე. მაგრამ მოვლენების ასეთი განვითარება არ აწყობს ადგილობრივი მაფიის მეთაურს, რომელიც უარს არ იტყოდა განძის მითვისებაზე...
ბარტოკი ქუჩის წარმოდგენების მოყვარულია. მას შეუძლია დაუსრულებლად ილაპარაკოს თავისი გმირობის შესახებ, სინამდვილეში კი მშიშარაა და როდესაც გმირობის დამტკიცება უწევს, ყოველთვის ეშინია...
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენაზე : პოლიციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე სისხლიანი ბანკის ძარცვაზე. პოლიციის კოდი 211 – ბანკის ძარცვის კოდია. ბედის ირონიით ასეთ კოდს იღებს პოლიციის ოფიცერი მაიკ ჩენდლერი მისი მორიგეობის დროს. მთავარი გმირი მოვლენების ადგილზე მიდის და უპირისპირდება უაღრესად მაღალკვალიფიციურ, უშიშარ და კბილებამდე შეიარაღებულ მძარცველების ჯგუფს და ცდილობს არ მისცეს ნადავლთან ერთად გაქცევის საშუალება.
ამ ისტორიის მოქმედება ვითარდება პარალელულ განზომილებაში, მთავარი გმირები – თოჯინებია, რომლებიც ცდილობენ პოსტ–აპოკალიპტურ სამყაროში გადარჩენას. მთავარი გმირის სახელია "9". ის ლიდერის თვისებებს ავლენს, რომლებიც ყველას ცოცხლად გადარჩენაში უნდა დაეხმაროს...
ონგ ბაკი 3 იწყება ონგ ბაკ 2-ის ფინალით. ტიანი დაიჭირეს და სიკვდილამდე ცემეს. იგი კანა კონის მცხოვრებლებმა გადაარჩინეს. მას იქ მედიტაციას და თავისი ენერგიის მართვას ასწავლიან. სულ მალე მას სასიკვდილო ბრძოლა ექნება...
ბუდისტური კალენდრით 1974 წელს (1421წ.) რამა მეორის მეფობის პერიოდში, აიუტაიას სამეფო კარის გავლენა გაცილებით გაიზარდა. აიუტაიას არმიამ ანგელოზების ქალაქი 7 თვეში დაიმონა. ქალაქის ახალმა მმართველმა რიტჩასენამ არასასურველი მხედართმთავრების განადგურება დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი გენერალი სინგჰადაჩო გახდა, რომლის შვილიც ძლივს გადაურჩა სიკვდილს. გაქცეული ტიანი აჯანყებულთა ქალაქში მოხვდა, სადაც მეთაურმა ჩენ ნანმა საკუთარი შვილივით გაზარდა...
მშვენიერი და გადაკარგული საოცარი სამყარო - მოლივლივე პატარა მზიანი კუნძულები, რომლებიც ერთმანეთთან ჯადოსნური ხიდებით არის დაკავშირებული. ამ ლამაზი ქვეყნის მცხოვრებლებს დიდი ხანია დაავიწყდათ წესი - ”შეჭამე მტერი, სანამ ის შეგჭამს”... მაგრამ ამ სამყაროში დრაკონები შემოიჭრნენ და ყველაფერი შეიცვალა. პატარა ზოიმ თავის თავზე აიღო ბიძამისის - ლორდ არნოლდის დახმარება...
დღისით 3:15 რკინიგზაზე საშინელი კატასროფა მოხდა. 132 მგზავრიდან გადარჩა მხოლოდ ერთი. დეივიდ დანი არამარტო გადარჩა, არამედ მას არც ერთი ნაკაწრი არააქვს. და მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის ამ სასწაულის მიზეზი - ელაიჯ პრაისმა, ვისი ძვლებიც შეიძლება დაიმტვრეს უმნიშვნელო დარტყმისგანაც კი...
ყველაზე საშიში და დაუნდობელი ნარკოდილერები, ხელიდან უსხლტებიან ფედერალური ბიუროს აგენტებს, გზაში მძევალი აჰყავთ და ბრონირებული მანქანით მექსიკის საზღვრისკენ მიდიან. მათ გზად უნდა გაიარონ პატარა ქალაქი, რომლის უსაფრთხოებაზეც შერიფი ოუენსი ზრუნავს. შერიფი, რომელსაც ლოს-ანჯელესში საუკეთესო პოლიციელის სტატუსი აქვს.
ღამე პატრულირებისას პოლიციის ოფიცერი დენიელ კარტერი დაჭრილ კაცს იპოვის, რომელსაც საავადმყოფოში გადაიყვანს. დაზარალებულის დასაკითხად საჭიროა, რომ ის გონზე მოვიდეს. ამიტომ პოლიციელი ღამით საავადმყოფოში რჩება, მაგრამ ღამით უცნაური მოვლენები ხდება. მედდა სახეზე კანს აიჭრის, ერთ პაციენტს მოკლავს, საავადმყოფოს გარშემო თეთრებში გამოწყობილი ადამიანები მოგროვდებიან...
ცივი ომის დროს, საიდუმლო ორგანიზაციამ "პატრიოტი" შექმნა სუპერგმირების არმია, რომელშიც შედიოდნენ სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკის წევრები. მათ დიდი ხნის განმავლობაში მოუწიათ ჩრდილში ყოფნა, მაგრამ ქვეყნისათვის საჭირო დროს, მათ გამოჩენა მოუწიათ...
პრეისტორიული ეპოსი, რომელიც მოგვითხრობს უკაცრიელ ტერიტორიებზე ახალგაზრდა მონადირის მამონტებზე ნადირობის თავგადასავალს,თავისი ტომის მომავლის გადასარჩენად...
ბეტი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, სადაც დიდი ხნის წინ მის ოჯახს საშინელი ტრაგედია შეემთხვა. სახლში მას დედა და და ელოდებიან. და მოჩვენებებზე გიჟება, რის შედეგადაც სახლში უცნაური მოვლენები ხდება...
დედამიწის ბირთვი წყვეტს ბრუნვას და კატასტროფა ხდება მთელი მსოფლიოს გარშემო. მაგნიტური ველები იწვევენ უზარმაზარ ჭექა-ქუხილებს და ყოველ წამს ხალხი კვდება. დოქტორი ჯოშ კეისი (აარონ ეკჰარტი) და მისი ჯგუფი იძულებულნი ხდებიან დედამიწის ბირთვისკენ გაეშურონ და ატომური ბომბის გამოყენებით სცადონ მისი ხელახლა დატრიალება. წინააღმდეგ შემთხვევაში კაცობრიობა დაიღუპება...