ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. ის ალბერტის ესახებ მოგვითხრობს, რომელსაც სიკვდილმისჯილი ადამიანებისთვის სიცოცხლის გამოსალმება ევალება. რას განიცდის ალბერტი ამ დროს?
მას შემდეგ რაც ჯინს ცოლი, ლაურა დაეღუპა ის ის ცხოვრებას საკუთარ მორცხვ, თინეიჯერ გოგონასთან ერთად აგრძელებს. მათ ცხოვრებაში ახალ ნაპერწკალს უფროსი შვილის დაბრუნება აჩენს.
ლერმანი, ახალგაზრდა ბიჭი საცხოვრებელს იცვლის და მშობლიური მონტანადან ფლორიდაში გადადის სადაც მის ცხოვრებას მეტად უცნაური მოვლენა ცვლის - ის ბუების პოპულაციას აღმოაჩენს.
მას შემდეგ, რაც მოდის სფეროთი გატაცებული ვიოლეტა IT-ით შეშლილ ჟან-რენს ხვდება, ვიოლეტას გოგონასთვის, ლოლოსთვის ერთადერთ მიზნად ვიოლეტას და ჟანის დაშორება იქცევა.
ფილმი დიდი ბრიტანეთის მეფის ედვარდ VIII-ს და ამერიკელი უოლის სიმპსონის რომანის შესახებაა. როდესაც სიმპსონმა პრინცი გაიცნო ის გათხოვილი იყო. თუ მეფეს მასზე დაქორწინება სურდა, მას ტახტზე უარი უნდა ეთქვა. მაგრამ მათ სიყვარულს ამანაც კი არ შეუშალა ხელი...
მსოფლიოში ცნობილი ლისაბონის სპეციალიზებული კლინიკა უსინათლო ბავშვებისთვის. იანი, მათი ახალი მასწავლებელია ორიენტაციაში, მას სურს გასცილდეს სწავლის ტრადიციული საზღვრების ფარგლებს და დაეხმაროს მათ გამოიკვლიონ საკუთარი გარემო, დაუცველობის ან შიშის შეგრძნების გარეშე.
ქვრივი რომელიც სამ ბავშვთან ერთად ცხოვრობს დაზიანებული სახლის შესაკეთებლად ხელოსანს დაიქირავებს, რომელიც ქალს საკუთარ ფილოსოფიას - პოზიტივიზმს აზიარებს.
პეკინში სხვადასხვა სოციალური კლასების ახალგაზრდები იკრიბებიან, ჩინეთის საუკეთესო საცეკვაო გუნდის შესაქმნელად და იმის გასაგებად, რომ გაიგონ რას ნიშნავს ოჯახში ყოფნა...
მეცხრე საუკუნეში წარმოშობით ინგლისელი, გერმანიის ქალაქ ინგელჰაიმში დაბადებული ქალი მამაკაცის ტანსაცმელს გადაიცვამს და ვატიკანში დიდ სიმაღლეებს აღწევს...
მალენა - ულამაზესი ქვრივია, კაცებისთვის საოცნებო ხილვაა და ქალებისთვის კი შურის საგანი. ცოლები მასზე ბინძურ ჭორებს ავრცელებენ, ქმრები კი მას კვალდაკვალ დასდევენ და ოცნებობენ მასზე. "13 წლის ვიყავი, როდესაც მე ის პირველად ვნახე. გავიდა დრო, უამრავი ქალი მყავდა, და სიახლოვის დროს, ისინი კითხულობდნენ: მემახსოვრება თუ არა ისინი? მე დადებითად ვპასუხობდი. მაგრამ ერთადერთი, ვინც მე არასოდეს დამავიწყდება – ის რომელსაც ეს არასოდეს უკითხავს - მალენაა."
ფილმის სიუჟეტი 1939 წლის დიდ ბრიტანეთში, ენი კისის გარშემო ვითარდება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება. ენის ხელში საიდუმლო მასალები ჩაუვარდება რომელიც ინგლისის და გერმანიის საერთო შეთქმულებას ადასტურებს.
ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. სიუჟეტი სერჯიო ვიაირა დე მელოს გარშემო ვითარდება რომელმაც მთელი საკუთარი ცხოვრება დედამიწის გარშემო მშვიდობის დამყარებას მოანდომა. ის გადაწყვეტს საყვარელ ქალთან ერთად მშვიდი ცხოვრება დაიწყოს, თუმცა საამისოდ წინ კიდევ ერთი დიდი მისია აქვს შესასრულებელი ბაღდადში.
ქუჩის მოცეკვავე ენდი მერილენის ხელოვნების სკოლაში ჩააბარებს. იქ მეცადინეობით, მას სურს დაამტკიცოს, რომ არაფრით ჩამოუვარება სხვა სტუდენტებს. სკოლის საუკეთესო მოსწავლის - ჩეიზის გაცნობის შემდეგ, ენდი შექმნის კოლექტივს, რომელმაც არალეგალურ "ქუჩის" საცეკვაო შეჯიბრში უნდა მიიღოს მონაწილეობა...
გოგონას თავის საქმროსთან განშორების გადატანა მოუწევს, როდესაც მისი ღალატის შესახებ გაიგებს. ერთი ახალგაზრდა ვნებიანი მამაკაცი დაეხმარება ყველაფრის გადატანაში, მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, თუმცა არსებობს გარემოებები, რაც მათ ერთად ყოფნას ხელს უშლის...
An 11-year old boy believes that he is the best detective in town and runs the agency Total Failures with his best friend, an imaginary 1,200 pound polar bear.
ელისას სულ რაღაც 40 წლის ასაკში, სიკვდილი თავის ქმარსა და ქალიშვილს დააშორებს. მისი გულის გაჩერების შემდეგ, ელისა ქალიშვილთან ახლოს ყოფნის გზას იპოვის: საჩუქარს ყოველ წელს, სანამ მისი შვილი 18 წლის არ გახდება. ასე, რომ მას თავისი შვილისთვის 18 საჩუქარი აქვს გასაკეთებელი...
ნიუ იორკიდან იტალიაში ლამაზი ქალბატონი მერი ჩამოდის და უხეშ მაჩო ადვოკატთან ტიტოსთან მიიჩქარის. გოგონას ბუზღუნა ადვოკატი მაშინვე გულში ჩაუვარდება და როგორც კი უსიამოვნებებში გაეხვევა, მაშინვე მას მიმართავს დასახმარებლად: ჯერ საკუთარ ნომერში განგსტერები დააბამენ, შემდეგ კი გაიგებს, რომ მისი ქმარი მკვდარია...
მელინდა სორდინო გარიყულია საკუთარ კლასში. ყოფილი მეგობრები მას ერთი რაღაცის გამო ვერ იტანენ, მელინდა კი საკუთარი თავის დაცვასაც არ ცდილობს. ის ჩუმად, ცრემლების გარეშე უძლებს დამცირებას და ცდილობს სიმშვიდე ხატვაში ნახოს...
პოლიციელები ალი და ბრაიანი იძიებენ თეთრკანიანი გოგონას სასტიკ მკვლელობას, რომელიც გამოიწვია ახალმა არალეგალური ნარკოტიკული საშუალების ხელმისაწვდომობამ და ეს ყოველივე როგორღაც დაკავშირებულია შავი ქუჩის ბავშვების გაუჩინაებასთან...
ექო ახალგაზრდა დელფინია, რომელმაც ვერ გადაწყვიტა გაიზარდოს და აიღოს პასუხისმგებლობა თუ გასაქანი მისცეს თავის ქარაფშუტა მხარეს და ყოველი წუთით დატკბეს. დელფინების საზოგადოება საკმაოდ რთულადაა მოწყობილი. მარჯნის რიფის მდგომარეობის შენარჩუნებაზე, რომელსაც ექო და მისი ოჯახის წევრები სახლს უწოდებენ, თითოეულმა მასში მცხოვრებმა უნდა იზრუნოს...
ჯეკ პაუელი იტანჯება ავადმყოფობით, რომლის გამოც ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ჩვეულებრივი ბავშვი, ამიტომ 10 წლის ჯეკი გამოიყურება როგორც 40 წლის კაცი...
იდეალური ოჯახი: ქმარი, ლამაზი ცოლი, ორივეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო აქვს, ამას ემატება სამი ულამაზესი შვილი. ერთი შეხედვით ცხოვრებაში ყველაფერი აქვთ, რასაც ახალგაზრდა ოჯახი ინატრებდა, მაგრამ ყველაფერი მაინც არაა ისე, როგორც მათ უნდათ...
ჩარლზ დიკენსის ნახევრად ავტობიოგრაფიული შედევრის ახალი და განსხვავებული ეკრანიზაცია - დევიდ კოპერფილდის პირადი ისტორია. მოქმედება 1840-იან წლებში ხდება. ფილმი აღწერს საკულტო პერსონაჟის ცხოვრებას, რომელიც ქაოსურ სამყაროში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. უბედური ბავშვობიდან წერის ნიჭის აღმოჩენამდე დევიდის მოგზაურობა დიდებული და ტრაგიკულია, თუმცა ამავდროულად სიცოცხლით, მრავალფეროვნებითა და ადამიანობით სავსე.
„ „პომპონები“ კომედიაა ქალების ჯგუფის შესახებ, რომლებიც პენსიაზე გასვლის შემდეგ მხარდამჭერთა გუნდს ჩამოაყალიბებენ, რათა დაამტკიცონ, რომ ცეკვისთვის გვიანი არასდროს არაა...
ბენ ქრეინი თვლის, რომ სერიოზული ტრავმის მიუხედავად დოღის ცხენი კიდევ ერთ შანსს იმსახურებს. ბენი და მისი ქალიშვილი კეილი თავის თავზე აიღებენ ცხენის მოვლას...
ამ რომანტიკულ კომეიდიაში, რომელიც მოგვითხრობს, თუ რა შეუძლია შემთხვევითობას, ერთიდაიგივე ქორწილის ალტერნატიული ვერსიები გათამაშდება, როდესაც ჯეკი ცდილობს მის უმცროს დას ნამდვილად სრულყოფილი ქორწილი მოუწყოს. თუმცა მოუწევს ერთდროულად ყველას და ყველაფერს მიხედოს - გაბრაზებულ ყოფილ შეყვარებულს, დაუპატიჟებელ სტუმარს, დაკარგულ საძილე სედატივებს... ამასობაში იგი კვლავ შეხვდება თავის ოცნების გოგონას - დინას. ხოლო თუ ყველაფერს წარმატებით გაართმევს თავს, შესაძლოა მისი ამბავიც ბედნიერად დასრულდეს...
სიმღერის შექმნის ისტორია, რომელიც ჯგუფის ლიდერმა მამას მიუძღვნა. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სიმღერა მთელ სამყაროს მოივლიდა და მილიონობით ადამიანს აჩუქებდა იმედს...
ფრენბურთის ვარსკვლავის - კაროლინის - ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, სკოლის გოგონათა დამწუხრებული გუნდი ერთ მუშტად შეიკვრება მათი მკაცრი, მაგრამ საყვარელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით იმ იმედით, რომ ჩემპიონატს მოიგებენ...
ისტორია ვითარდება სოფის ირგვლივ, რომელიც შუაღამემდე ვერ იძინებს. მან ფანჯარაში უზარმაზარი გოლიათი დაინახა, რომელიც მეზობელი სახლების საძინებლის ფანჯრებს სულს უბერავდა. გოლიათმა სოფის დაინახავ და თან წაიყვანს - გოლიათების ქვეყანაში...
ფილმი მოგვითხრობს მოციქული პავლეს ცხოვრების ისტორიაზე. მან ქრისტიანების დევნით დაიწყო და როგორც ქრისტიანული ეკლესიის ეკლესიის დამაარსებელმა, ისე დაასრულა სიცოცხლე ციხეში...
ისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც თავის ალკოჰოლიკ დას 150000 დოლარი უნდა ჩაუტანოს. პრობლემა იმაშია, რომ მან დის არსებობის შესახებ მხოლოდ მამის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო. თუმცა, ის არც მისი გაცნობის შემდეგ ეუბნება ნათესავური კავშირის შესახებ.
ავიაკატასტროფის ზღვარზე ემა საკუთარ საიდუმლოებებს უცნობ ადამიანს გაუზიარებს. ან იქნებ ეს ადამანი უცნობი არც იყო? მოგვიანებით ის მისი კომპანიის ახალგაზრდა დირექტორს - ჯეკს ხვდება, რომელმაც მისი ცხოვრების ყოველი დამამცირებელი დეტალი იცის. დაფუძნებულია „ „ნიუ იორკ თაიმსის“ ბესთსელერზე.
ალფავილი – ტოტალიტარული საზოგადოებაა, რომელიც დედამიწისგან უზომოდ შორსაა სხვა გალაქტიკაში და რომელსაც ელექტრონული ალფა–ტვინი მართავს. ის შექმნა დედამიწიდან გაქცეულმა პროფესორმა...
ამერიკელი არტისტი ცხოვრობს ბოჰემური ყოფით პარიზში, ტომ ვორშოუ ცდილობს მიხვდეს მისი მწუხარე მოზრდილობის ეტაპის არსს, რამაც აირეკლა მისი ექსტრაორდინალური ბავშვობა...
ფილმი მოგვითხრობს სამი ჟურნალისტის ისტორიას, რომლებსაც დაავალებენ ერთი არასტანდარტული ადამიანისგან ინტერვიუს მიღებას, რომელმაც განაცხადა, რომ ეძებს მეწყვილეს დროში სამოგზაუროდ...
ერთი ჩინელი ოჯახი გაიგებს, რომ მათ ბებიას დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია და ისე, რომ არაფერი იცის, დაგეგმავს ქორწილს, რათა ერთად შიკრიბონ, მის გარდაცვალებამდე...
ვიოლეტისა და თეოდორის ამბავი, რომლებმაც ერთმანეთის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს. ისინი წარსულის ემოციური და ფიზიკური იარებით იტანჯებიან, თუმცა აღმოაჩენენ, რომ პატარა ადილებსაც და მცირე მომენტებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს...
მეტი და ქეითი საცხოვრებლად იზოლირებულ სახლში გადავლენ, სადაც აღმოაჩენენ ერთ იდუმალ ოთახს, რომელიც მათ ნებისმიერ მატერიალურ სურვილს უსრულებს, თუმცა, რადგანაც ქეითს ორი წარუმატებელი ორსულობა ჰქონდა, მის ერთადერთ სანუკვარ სურვილს ბავშვი წარმოადგენს...
როზ პამფილე 21 წლისაა და ცდილობს თავი დააღწიოს მობეზრებულ გარემოს. როზი მუშაობას იწყებს დაზღვევის სააგენტოში, რომლის ქარიზმატული უფროსი იმედოვნებს, რომ მისი ახალი თანამშრომელი მანქანაზე სწრაფად ბეჭდვის ტურნირში გაიმარჯვებს.,,
როდეოს ამომავალი ვარსკვლავი და ნიჭიერი ცხენების მწვრთნელი იძულებულია კარიერა მიატოვოს თავის სერიოზული ტრამვის გამო. მშობლიურ მხარეში, პაინ-რიჯში დაბრუნების შემდეგ, იგი ვერ ხედავს მისი წარსული ცხოვრების ვერანაირ ალტერნატივას. ბრედი გადაწყვეტს დაიწყოს ახალი ცხოვრება და შეიგრძნოს, როგორია იყოს ჩვეულებრივი ადამიანი ამერიკის გულში...