ბრიტანელი მწერალი ჯეიმსი იტალიაში ჩამოდის კონფერენციაზე, რომელიც ხელოვნებაში დედნების და ასლების პრობლემას ეძღვნება. აქ ის გალერეის მფლობელ ფრანგ ქალბატონს გაიცნობს, რომელიც ქმარს მწერლად ასაღებს. ჯეიმსი მშვენიერი ქალბატონის უმანკო თამაშს ჰყვება, მაგრამ ეს თამაში თანდათან საშიში ხდება...
ლონდონი ჩვენს დროს. თორმეტი წლის კუინის დედა შემთხვევით გააღვიძებს გიგანტურ ცეცხლისმფრქვევ დრაკონს უამრავსაუკუნოვანი ძილისგან. ოცი წლის შემდეგ. პლანეტის უდიდესი ნაწილი ურჩხულის და მისი ნაშიერების ხელთაა. დრაკონები ძალიან ჭკვიანები არიან, მათ არ მოსწონთ ვინმესთან პლანეტის გაყოფა. სახანძრო დაცვის უფროსს, კუინს პასუხისმგებლობა აკისრია ადამიანთა იმ ჯგუფზე, რომლებმაც ცოცხლად გადარჩენა შეძლეს. იმ დროს ხომ, როდესაც ცა მთლიანადაა ცეცხლით მოფენილი მეხანძრე – ყველაზე მთავარი ადამიანი დედამიწაზე...
როის ერთი, მაგრამ ცეცხლოვანი ვნება აქვს - რბოლა. და მაშინ როდესაც იგი ემზადება მნიშვნელოვანი შეჯიბრისთვის, ჰორიზონტზე გამოჩნდება მისი 14 წლის ქალიშვილი, რომელიც ითხოვს მისდამი მეტ ყურადღებას. შვილთან ურთიერთობების გარკვევაში ჩართული, როი წააგებს რბოლას და ახლა მას რეპუტაციის აღდგენის მხოლოდ ერთი შანსი აქვს - მონაწილეობის მიღება რბოლაში "ჩრდილოეთის კონცხი". ის ვინც პირველი მივა ოსლოდან ნორვეგიის ჩრდილოეთ წერტილამდე, იქნება აღიარებული როგორც ყველა დროისRNყველაზე დიდი მრბოლელი...
ფრანსუა მერლინი ჯაშუშური რომანების ავტორია, რომელმაც უკვე 42 რომანი დაწერა საიდუმლო აგენტ ბობ სენტ-კლერზე. ის მუდამ საბეჭდ მანქანასთან ზის და მუშაობს რის გამოც ცოლმა მიატოვა, მაგრამ მისი რედაქტორი შარონი ყოველთვის უკმაყოფილოა მერლინის ნამუშევრებით და უფრო უკეთესს ითხოვს...
როდესაც სიძუკუმ მორიგი წიგნი აიღო ბიბლიოთეკიდან, შემთხვევით შენიშნა, რომ მანამდე ეს წიგნი ვინმე სეიძიმ წაიკითხა. ეს პირველი შემთხვევა არ არის - სეიძის სხვა წიგნებიც აქვს წაკითხული, რომლებიც სიძუკუს მოსწონს. მან გადაწყვიტა გაიგოს, თუ ვინ არის სეიძი...
რას მოიმოქმედებდით თუკი აღმოაჩენდით, რომ დროში გადაადგილება შეგიძლიათ? მაკიტი კონო სკოლის ნიშნების გამოსწორებით და რთული ურთიერთობების მოგვარებით იწყებს, მაგრამ სულ მალე ხვდება - იმისათვის, რომ თავისი ცხოვრება მოაგვაროს და ახლობლების მომავალს იმედი შთაბეროს, გაცილებით მეტი რამ არის საჭირო, ვიდრე დროის ძალაუფლება...
საკულტო რეჟისორი ტაკეში მიიკი გვთავაზობს ბოევიკს სადაც მოქმედება ვითარდება იაპონიის ფეოდალური ხანის დასასრულს. ფილმი 13 მკვლელის საიდუმლო მისიის შესახებ მოგვითხრობს. მათ ბოროტი მმართველი უნდა გაანადგურონ. მათი მისია არც ისე იოლი შესასრულებელია, რადგანაც მმართველის პირად მცველთა რაოდენობა ათჯერ მეტია თავდამსხმელთა რაოდენობაზე...
დები ფსიქიატრიულ კლინიკაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სახლში ბრუნდებიან, სადაც მამა და დედინაცვალი ელოდებიან. სიტუაცია სახლში საკმაოდ დაძაბულია. მალე უცნაური ამბები ხდება, დებს ეჩვენებათ, რომ სახლში კიდევ არის ვიღაცა...
ფილმის მოქმედება დიდ ბრიტანეთში ხდება. მთავარი გმირი ამერიკიდან სამშობლოში ბრუნდება, რათა დაკარგული ძმა მოძებნოს. მის ყურამდე მიდის ხმები იმის შესახებ, რომ ქალაქის გარეუბანში საშინელი არსება ცხოვრობს, რომელიც ადამიანებზე ნადირობს. საქმეს სკოტლანდ-იარდის პოლიცია იძიებს...
სუპერმენის კლონი ბიზარო ხდება შემაცბუნებელი პრობლემა. ქაოსი და დესტრუქცია სდევს მას ყველაფერი რასაც ისმენს, იმის საწინააღმდეგოა რასაც ამბობს, რასაც ამბობს ის ეწინააღმდეგენა თავის ნაგულისხმევს, და აკეთებს იმის საწინააღმდეგოს რაც სწორია...
ოჯახი აღმოჩნდება ჩაკეტილი საკუთარ სახლში ბოროტმოქმედების მიერ, რომლებიც სასიკვდილო თამაშს ეთამაშებიან. რაც უფრო ბნელდება მით უფრო სახიფათო ხდება თამაში...
იღბლიან აზარტულ მოთამაშე ჯეიკ გრინს (ჯეისონ სტეტემი) მოჭარბებული ამპარტავნება და პრაქტიკულობის ნაკლებობა აქვს. მას იშვიათად ეძლევა კაზინოში შესვლის უფლება, რადგანაც იგი პატიოსნად იგებს იმდენ ფულს, რომ წლების განმავლობაში მისი ბუღალტერი ძმის, ბილის, ერთადერთი კლიენტია. თამაშზე მიწვეული ჯეიკი ცხოვრების წაგებას შიშობს...
ძლევამოსილი მილიარდერის მკვლელობის შემდეგ, მისმა შვილმა უნდა დაამტკიცოს რომ მამამისის მემკვიდრეა, იპოვნოს მკვლელები და დაიცვას მისი ფინანსური იმპერია მტრებისაგან...
ფილმი გვიყვება მუქკანიანი ბაიკერის მანუელის ისტორიას.იგი მოტოციკლისტთა კლუბის პრეზიდენტია, რომლის წევრები აფრო ამერიკელები არიან. ისინი ჩვეულებრივ დღეებში კოსტიუმებს ატარებენ, შაბათ-კვირას კი ტყავის ქურთუკებს...
საარტილერიო საქმის ოსტატი სერჟანტი ტომას ბეკეტი არის შტატების საზღვაო პოლიციის ყველაზე პრესტიჟული სნაიპერი. მან დააკავა ომის გენერლები, ნარკო ლორდები, დაქირავებული მკვლელები, საშიში მტრები...
ტაქსისტის მანქანა აფეთქების მომენტში აღმოჩნდება უზარმაზაზი წყალქვეშა გვირაბის შესასვლელთან. უზარმაზარი ცეცხლის ნაკადი გვირაბში ჩაივლის. ცოცხლად გადარჩება მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი. დახმარების გარეშე ისინი ვერ მოახერხებენ თავის დაღწევას...
ორ მებრძოლს, რომლებიც მოპარულ ხმალს და სახელგანთქმულ, გაქცეულ ადამიანს დაეძებენ, კვალი დიდგვაროვანის იმპულსურ, ფიზიკურად გაწვრთნილ ახალგაზრდა ქალიშვილთან მიიყვანს, რომელიც თავისი ცხოვრების გზის გასაყარზე იმყოფება...
სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი თანამშრომელი ვაქსმანი, მუშაობას იწყებს საიდუმლო სამთავრობო სააგენტოში, მკვლელად. ერთ-ერთი მისიის დროს დაშვებული შეცდომის შემდეგ, ვაქსმანი და მისი თანამებრძოლი კოლეგა, ხდებიან მათივე დამსაქმებელი სააგენტოს მთავარი სამიზნეები...
ახალგაზრდა დამნაშავეთა ჯგუფი, რამდენიმე თავზეხელაღებული ძარცვის შემდეგ, მართმსაჯულებას ახლომდებარე ტყეებში ემალება. ხეტიალის დროს ისინი შემთხვევით მიტოვებულ ქარხანასთან აღმოჩნდებიან...
ნიუ–იორკის არალეგალურ აზარტული თამაშების კლუბებში დიდი თამაში მიდის. აქ თავისი წესებია და განსაკუთრებული ფსონები. აქ შეიძლება ყველაფრის დაკარვა, მაგრამ თუ გაგიმართლა, მომავალი უზრუნველყოფილი გაქვს...
საგა ნიუ-იორკის პოლიციის ოფიცრების მრავალთაობიან ოჯახზე. მათი ოჯახის მორალური კოდექსის გამოცდა სწორედ მაშინ ხდება, როდესაც რეი ტიერი პოლიციის კორუფციის საქმეს იძიებს, სადაც მისი ცოლისძმაა გარეული. რეისთვის სიმართლე არის მთავარი და პანდორას ყუთის გახსნით უსიამოვნებები არამარტო მათ შთამომავლობას, არამედ მთელ ნიუ-იორკის პოლიციას ემუქრება...
ფილმის სიუჟეტის ცენტრში ტყუპი–ძმები არიან, ერთი რომელთაგანიც – ფილოსოფიის წარმატებული მასწავლებელია, მეორე კი მისი სრული წინააღმდეგობა, ზარმაცი, რომელიც მარიხუანის გახარებითაა დაკავებული...
ხანში შესული პროფესიონალი ქურდი თავს ანებებს კრიმინალურ ცხოვრებას და დარჩენილი წლების მშვიდად გატარებას გეგმავს, მაგრამ ახალგაზრდა მეგობარი უკანასკნელ საქმეზე წასასვლელად დაიყოლიებს...
ლეიტენანტი ჯორდან ონილი პირველი ქალია, რომელმაც სამხედრო მომზადება უნდა გაიაროს, ფლორიდაში, "კატალანოს" ცენტრში, ელიტური პროგრამით. აშშ-ს სპეცდანაყოფების საუკეთესო წარმომადგენლები ამ ცენტრში იგზავნებიან მომზადების გასავლელად, მაგრამ მათგან 60 პროცენტი ამ ჯოჯოხეთს ვერ უძლებს. ეს არის გადარჩენის და განადგურების სკოლა...
წვეულებაზე პოპულარული ფოტომოდელი ჯენიფერ ტრი კოქტეილის დალევის შემდეგ მოულოდნელად გონებას კარგავს. გონს მოდის კერძო სახლის სარდაფში და ხვდება, რომ გატაცებულია. შემინულ კედელს მიღმა კიდევ ერთი ტყვეა - გარი...
ფილმი მოგვითხრობს კრისტოფერ გარნერის, ნამდვილ ამბავზე დაფუძნებულ ისტორიას, რომელმაც მნიშვნელოვანი ინვესტიცია ეგრეთწოდებულ "ძვლის სიმყიფის გამოსაკვლევ სკანერში" ჩადო. თუმცა, მოწყობილობა კარგად ვერ გაყიდა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებზე ოდნავ გაუმჯობესებული ვარიანტი აღმოჩნდა, თან გაცილებით ძვირი. სანამ გარნერი მოწყობილობის უკეთ გაყიდვას ცდილობს, ცოლი მიატოვებს, დაკარგავს სახლს, ბანკის ანგარიშებს და საკრედიტო ბარათებს. გარნერი იძულებული ხდება ბავშთან ერთად ქუჩაში იცხოვროს და სასოწარკვეთილი ეძებს სტაბილურ სამსახურს; მას ბირჟის მაკლერად აიყვანენ, მაგრამ ანაზღაურების მიღებამდე ტრეინინგისთვის და საკუთარი გამოგონების გასაყიდად ექვსი თვე სჭირდება...
ნიკს ბრწყინვალე კარიერა ელის, მაგრამ უაზრო და საბედისწერო თავდასხმის მსხვერპლი ხდება. ის არ მომკვდარა, მაგრამ მისმა სულმა დატოვა სხეული. მისი შეშინებული სული დაიკარგა ცოცხლების და მკვდრების სამყაროთა შორის და ამაოდ ცდილობს სიმშვიდის მოპოვებას. დედა - ერთადერთი ადამიანია, რომელიც ამ ქვეყანას აკავშირებს...
ლოს-ანჯელესი. ამერიკა ჩაფლულია უდიდესი დეპრესიის მორევში. მექსიკელი ლამაზმანი კამილა, სიღარიბეში ცხოვრობს და ოცნებობს ცოლად გაჰყვეს წარმატებულ ამერიკელს. ერთხელაც, ერთ იტალიელ ემიგრანტ მწერალს - არტურო ბანდინის გაიცნობს. და მის ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება სიყვარული...
დაუმარცხებელი მოკრივე მუხამედ ალი ამერიკის დიდი გმირია, მთელი მსოფლიოს კუმირი, და ამავე დროს მე–XX საუკუნის ერთერთი ბოლომდე შეუფასებელი პერსონა. მშობლიურ ქვეყანაში სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის დროს, როდესაც ხმაურიანი პოლიტიკური და სოციალური მოვლენები ძირსაფუძვლიანად ცვლიდნენ ხალხის მსოფლმხედველობას, ალი დამცირებულებს იცავდა და ხალხს ახალ იმედებს ჩუქნიდა. ისტორიამ ის ცოცხალ ლეგენდათ აქცია...
საფრანგეთი, 1970იანი წლები. ვანესა ყოფილი მოცეკვავეა, მისი მეუღლე როლანდი კი ამერიკელი მწერალი. ისინი ერთად მოგზაურობენ. ნელ-ნელა ისინი ერთმანეთს სცილდებიან, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც პატარა, მშვიდ ზღვისპირა ქალაქში ჩერდებიან...
ესპანელი რამონ სამპედროს რეალური ისტორია, რომელიც სრულიად პარალიზებური ოცდაათი წლის განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლიდან კეთილი სურვილით წასვლისთვის. მას მთელი ეს წლები ორი ქალი ეხმარებოდა: ჯულია, მისი ადვოკატი და როზა, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობდა სამპედროს დარწმუნება იმაში, რომ ცხოვრება ღირს იმისათვის, რომ იცხოვრო...
"ლას-ვეგასის დატოვებისას" ლამაზი, სევდიანი ფილმია რომელშიც, აღწერილია ორი მარტოხელა ადამიანის ცხოვრება. ნიკოლას ქეიჯმა ოსკარი მოიპოვა ამ ფილმში ლოთი ბენ სანდერსონის პერსონაჟის განსახიერებისთვის.
ჰოლმსი უკვე ასაკში შესულია და ჯანმრთელობასთან აქვს პრობლემები, იგი დიასახლისსა და მის ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს. შერლოკი მოულოდნელად იძულებული ხდება, ორმოცდაათი წლის წინანდელი საქმე გახსნას და ეს თავისი ძვირფასი უოტსონის გარეშე მოახერხოს...
მძინარე ქალაქ რივერდეილს წინასწარმეტყველების ასრულება ელოდება: სერიული მკვლელი უნდა დაუბრუნდეს თავისი დანაშაულების ადილს, რათა მოკლას შვიდი ბავშვი, რომლებიც მისი სიკვდილის დღეს დაიბადნენ...
ულამაზესი ქალბატონი სუსან ვარნონი ესტუმრება რძალს რომ იპოვნოს ქმარი თავისთვის და თავისი ქალიშვილისთვის. ორი ახალგაზრდა კაცი მშვენიერი რეჯინალდ დეკორსი და მდიდარი სერ ჯეიმს მარტინი, ძალიან ართულებენ მის გეგმებს...
ლინდონ ბი ჯონსონი აშშ-ს პრეზიდენტი ხდება, საყოველთაო ქაოსის ტალღის შემდეგ, რომელიც ჯონ კენედის მოულოდნელი მკვლელობით იყო გამოწვეული. ფილმში ნაჩვენებია მისი პრეზიდენტობის პირველი 11 თვე. რომელიც მოიცავს, 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტის მიღებისათვის ბრძოლას, ასევე საკუთარ საპრეზიდენტო კამპანიას. კულმინაცია კი არის ღამე, როდესაც ჯონსონი რეალურად იქნა არჩეული პრეზიდეტად. იგი უკვე აღარ იყო "შემთხვევითი პრეზიდენტი"...
ცნობილი და მდიდარი მაგნატი , რომელიც ხელოვნების ნიმუშების მოყვარულია, გადაწყვეტს ნახატების კოლექცია გადაიტანოს თვითმფრინავით მუზეუმში. მაგრამ თვითმფრინავს საჰაერო პირატები დაიპყრობენ...
საშინელი ავარიის შედეგად სასიკვდილო დაავადებით განწირული მათემატიკოსის, მგლოვიარე დედის და ხელახლა დაბადებული ყოფილი თაღლითის ცხოვრების გზები იკვეთება...
ფილმში მოქმედება XIX საუკუნეში და დღევანდელ დროში ერთდრულად ვითარდება. ქურდს პიტერ ლეიქს შეუყვარდება მომაკვდავი ბევერლი პენი, ახალგარზდა გოგონა, რომლის სახლი გაქურდა პიტერმა. მათი სიყვარული შეიძლება აღმოჩნდეს არა მარტო გულმწრფელი, არამედ უკანასკნელიც, ვინაიდან პიტერს დასდევს მოსაკვლავად ადგილობრივი მაფია. ერთხელაც პიტერი დაიჭირეს და კინაღამ გაგზავნეს “ნათელ ქვეყანაში” და მას დაეხმარება თეთრი ცხენი… დაბრუნების შემდეგ პიტერს შეუძლია ის, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის მისტიკურია...
პოლიცია ცდილობს მძევალთა გათავისუფლებაზე მომუშავე შუამავალი დენი რომენი დააპატიმროს. დენი დაჟინებით ირწმუნება, რომ მისი პარტნიორის მკვლელობაში უდანაშაულოა და რომ ის შეთქმულების მსხვერპლი გახდა. მას სჯერა, რომ შინაგან საქმეთა ბიუროს ოფისში ისეთ მტკიცებულებებს იპოვნის,რომლებიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ამიტომ ყველა თანამშრომელს მძევლად აიყვანს. რომენი სხვა, გამოცდილი შუამავლის ადგილზე მოყვანას ითხოვს,რომ ის სიტუაციაში გაერკვეს და შეთქმულება გამოააშკარაოს...
შუასაუკუნეების ინგლისი შავი სიკვდილის ჩრდილში ხვდება. ამ აპოკალიპტურ სამყაროში, რომელიც შიშით და ცრურწმენით არის შეპყრობილი, რამოდენიმე ბერი იკრიბება. ისინი ეძებენ მას, ვისაც შავი ჭირით გარდაცვლილთა გაცოცხლება შეუძლია...