1942 წელს კასაბლანკაში მისიის შემდეგ, ფრანგ-კანადელ ჯაშუშ მაქსს შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა ფრანგი აგენტი მერიანი. მაქსი გაიგებს, რომ მერიანი ნაცისტების ჯაშუშია და იწყებს მის თვალთვალს...
უილი ოჯახისგან გაქცევის გზას ეძებს, რა დროსაც გადაეყრება თანასკოლელ მჩაგვრელ ლის. ვიდეო კამერით და რემბოს ფირით შეიარაღებული ლი გეგმავს გადაიღოს საკუთარი მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი.
მთავარი გმირის, 26 წლის გოგონას ცხოვრება თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც მისი ქურდი მშობლები მათ ბანდაში ახალ წევრს იწვევენ. ახლა მათ ახალ გეგმაზე მუშაობა ერთად მოუწევთ.
ბანკების ცნობილი მძარცველი პატიოსანი ცხოვრების დაწყებას აპირებს. ის პოლიციას ჩაბარდება, თუმცა ფედერალური ბიუროს ორი შეუბრალებელი აგენტის მახეში აღმოჩნდება...
In 1840s England, palaeontologist Mary Anning and a young woman sent by her husband to convalesce by the sea develop an intense relationship. Despite the chasm between their social spheres and personalities, Mary and Charlotte discover they can each offer what the other has been searching for: the realisation that they are not alone. It is the beginning of a passionate and all-consuming love affair that will defy all social bounds and alter the course of both lives irrevocably.
თეზევსი მოკვდავი ადამიანია. იგი ზევსმა აირჩია მეფე ჰიპერიონის წინააღმდეგ ბრძოლის მეთაურად. ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილ მეფე ჰიპერიონს ადამიანების განადგურება და ღმერთების დამარცხება სურს...
მეგატვინი და მისი მუდმივი მტერი, მეტრომენი უცხოპლანეტელები არიან, რომლებიც თავისი მშობლიური პლანეტებიდან კრიზისის დროს გამოაგზავნეს. ბოროტმოქმედის როლში შესული მეგატვინი მეტრომენთან ბრძოლაში მუდმივად მარცხდება. ამ ორთაბრძოლებს ბოლო არ უჩანს, სანამ მეგატვინი მზის ენერგიით მომუშავე სატელიტით არ მოკლავს მეტრომენს, მისი მორიგი მზაკვრული გეგმის განხორციელებისას. მეტრომენის აჩრდილისგან განთავისუფლებული მეგატვინი მეტრო სიტის ხელში ჩაგდებას იწყებს და თან ავისმომასწავებელი თავისუფლებით ტკბება. გადის დრო და იგი ხვდება, რომ მტრის დაკარგვასთან ერთად ცხოვრების მიზანიც დაკარგა...
5 ახალგაზრდა მუტანტი, რომლებიც საიდუმლო დაწესებულებაში არიან გამომწყვდეულნი, საკუთარ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ და წარსული ცოდვების გამოსყიდვისა და გადარჩენისთვის ბრძოლას იწყებენ...
როდესაც მოკრძალებული და მშვიდი Uber-ის ტაქსის მძღოლი, სახელად სტიუ, მოულოდნელად აღელვებულ მგზავრს, ვიკის აიყვანს, რომელიც დაუნდობელი მკვლელის ცხელ კვალზე მდევარი პოლიციელი აღმოჩნდება, იგი მისი მძევალი გახდება, რომელსაც უნებლიედ გიჟური დევნის ეპიცენტრში ჩაითრევს. მთავარი გმირი მტკივნეული გამოცდის წინაშე დგება, სადაც ის სასოწარკვეთილი ცდილობს მისი გონებამახვილობა, სიცოცხლე და მისი ხუთვარსკვლავიანი მძღოლის რეიტინგი შეინარჩუნოს...
ტასია ვონი კორპორაციული აგენტია, რომელიც ტვინის გადანერგვის ტექნოლოგიას იყენებს სხვის სხეულში გადასასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს, მისი ექსპერიმენტები სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს მასში. დაუზიანებს მოგონებებს, შეშლის მენტალურად და საკუთარ თავზე კონტროლს დააკარგვინებს. როგორც კი გააცნობიერებს - ადამიანი, რომლის სხეულშიც არის გადასული, მისი ცნობიერების წაშლას ცდილობს...
ახალგაზრდა დედას, მისი ქარიზმატული ფლეიბოი მამა ეხმარება ოჯახური პრობლემების მოგვარებაში, რომელიც ამასათანავე საკუთარ შეხედულებებსაც გადასინჯავს ცხოვრების შესახებ...
ჰუბი დიუბუა, რომელსაც უბრალოდ სიგიჟემდე უყვარს მშობლიური ქალაქი და მისი ტრადიციული დღესასწაული - ჰელოუინი, ქალაქში მუდამ დაცინვის ობიექტია, მაგრამ წელს, განგება მას რაღაც მნიშვნელოვანს უმზადებს.
ორი დედმამიშვილი მშობლიურ სოფელში მამის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად მიემგაზვრება. ისინი სტანდარტული რიტუალის მოლოდინში არიან, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად ხდება...
ამერიკის ერთერთი უპირველესი დამფუძნებელი მამისა და ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდერ ჰამილტონის რეალური ცხოვრება. ფილმი გადაღებულია პირდაპირი ეთერით ბროდვეიზე მდებარე რიჩარდ როჯერსის თეატრიდან ბროდვეის დასის მონაწილეობით.
დიდებულ ქალაქ კობლეტონში ლეგენდალური სათამაშოების შემქმნელი ჯერონიკუს ჯენგლის გასაოცარი გამოგონება საოცრებებს ახდენს , თუმცა მისი სანდო შეგირდი მის ყველაზე ძვირფას ქმნილებას მოიპარავს . ასე რომ მას და მის შვილიშვილს დიდი ხნის მივიწყებული გამოგონების გამოღვიძება , მისი ჭრილობების მოშუშება და მასში მაგიის გაღვიძება მოუწევთ.
ისტორია ვითარდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკაში. მთავარი გმირი ცდილობს ცხოვრების თავიდან აწყობას, ამისთვის კი ის ქმართან ერთად გარეუბანში გადადის საცხოვრებლად. შემდგომ იტაცებს მეზობელ მამაკაცს და ცდილობს პასუხი აგებინოს იმ დანაშაულის გამო, რომელიც ქალის ღრმა რწმენით მეზობელ მამაკაცს მის წინაშე მიუძღვის...
სკუბი-დუს და შაგის საყვარელი დღესასწაულზე კარს მოადგათ! მაგრამ მეგობრებს საინტერესო თავგადასავლები კვლავაც არ ანებებთ თავს - მათ კიდევ ერთი მისტიური ამბის გამოძიება მოუწევთ.
2020 წლის ფსიქოლოგიური თრილერი გადმოგვცემს ისტორიას, რომელიც შემდეგნაირად ვითარდება - უცნაური და ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი მძღოლი აედევნება უცნობ ქალს და მის ვაჟს. მოგვიანებით კი ეს დევნა - საშიშ და წარმოუდგენელ შედეგამდე მიგვიყვანს...
სკუბი-დუ და მისი მეგობრები ამჯერად მისტიურ კუნძულზე აღმოჩნდებიან რომელზეც ზომბების გამოჩენა უკვე აღარავის უკვირს. როგორც ყოველთვის, მეგობრები საქმის გამოძიებას იწყებენ...
კარანტინის დროს 6 მეგობარი დაიქირავებს მედიუმს ზუმში სეანსის ჩასატარებლად. თუმცა იმაზე მეტს მიიღებენ, ვიდრე სურდათ, რადგან მალე სიტუაცია უკონტროლო გახდება. როცა ბოროტი სული მათ სახლებში შეჭრას დააპირებს, მეგობრები ხვდებიან, რომ შესაძლოა, ამ ღამეს ვერ გადაურჩნენ...
მონსტრაპოკალიფსიდან 7 წლის გასვლის შემდეგ მთავარი გმირი ჯოელ დაუსონი სხვა გადარჩენილებთან ერთად მიწისქვეშ ცხოვრობს, ხოლო ღია ცის ქვეშ სამყაროში გიგანტური არსებები ბატონობენ...
როგორც ყოველთვის, სკუბი-დუ და მისი მეგობრები ამჯერადაც დიდ გაუგებრობაში ეხვევიან. ახლა მათ მოუწევთ ფრედის ბიძის სამზარეულო გურმანის მოჩვენებისგან დაიცვან.
ფილმი პატარა თაგუნას, სტიუარტ ლითლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც როგორც იქნა თავს აღწევს ბავშვთა სახლს და ნამდვილ ოჯახში მიდის საცხოვრებლად, სადაც მას მრავალი კომიკური თავგადასავალი ელოდება.
ფილმი 1968 წელს რეალურად მომხდარ ისტორიას ეფუძნება. მშვიდობიანი საპროტესტო აქცია პოლიციასთან და სახელმწიფო გვარდიასთან ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, რასაც საბოლოოდ მიტინგის ორგანიზატორების დაკავება მოჰყვა.
ციხიდან ახლად გამოსული ყოფილი პატიმარი გადაწყვეტს ძველი გუნდი გააერთიანოს და მათ მიერ 10 წლის წინ დამარხული ნაძარცვი ფული იპოვნოს. ამაში მათ ხელს შერიფი უშლის.
ივანს, უზარმაზარ გორილას ძალიან ცოტა რამ ახსოვს საკუთარი წარსულიდან. ის სტელას, სპილოს და ასევე ბობის, ძაღლის დახმარებით ცდილობს მეხსიერებაში ღრმად ჩამალული ფაქტების გახსენებას.
მადრიდში სერიული მკვლელი კლავს ადამიანებს, რომლებსაც ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ამის გამო, მისი პოვნა ძალიან ძნელია, მაგრამ კოსმესთვის, ვეტერანი პოლიციელისთვის შეუძლებელი არაფერია.
ერთ დღესაც 16 წლის ენოლა ჰოლმსი გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ დედამისი გამქრალია. დაკარგული დედის მოსაძებნად ენოლა მეტად რთულად სანახავ ძმას, თავად შერლოკს მიმართავს...
ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ენჯელის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ის სასწრაფო დახმარებაში მუშაობს, მაგრამ რაც დრო გადის მის მეწყვილეში, ვეინში კიდევ და კიდევ უფრო ეპარება ეჭვი.
მას შემდეგ, რაც ვენდის მარეკის გაცნობის შანსი ეძლევა, მის ცხოვრებაში ყველაფერი რადიკალურად იცვლება. ვენდი აღმოაჩენს, რომ მას ზებუნებრივი უნარი აქვს, თუმცა ვენდის ეს არც ისე ახარებს...
მას შემდეგ, რაც ქოულმა სატანურ კულტზე გაიმარჯვა, რომელსაც მისი ძიძა ხელმძღვანელობდა, ორი წელი გავიდა და ახლა იგი სხვა კოშმარშია - ეს სკოლაა. წარსულის დემონებიც არსად წასულან - ჯოჯოხეთად უქციეს ცხოვრება...
ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კოსმოსურმა ხომალდმა კატასტროფა განიცადა და ჩამოვარდა. ერთადერთი გადარჩენილი მისი მეთაურია. მას შემდეგ, რაც მასთან ცნობილი რუსი ფსიქოლოგი მივა, რათა მისი მენტალური მდგომარეობა შეაფასოს, ნათელი ხდება, რომ შესაძლოა მეთაური დედამიწაზე მარტო არ დაბრუნებულა - მას თან რაღაც გამოჰყვა...
მიუხედავად იმისა, რომ ახალ შეყვარებულზე ჯერ თითქმის არაფერი არ იცის, ახალგაზრდა ქალი მაინც თანხმდება მას და მისი მშობლების გასაცნობათ ფერმაში მიყვება. მალე ის აღმოაჩენს, რომ სამყაროს, ურთიერთობების, საყვარელი კაცის თუ საკუთარი თავის შესახებ შეხედულებები რადიკალურად ეცვლება.
მიშელი მარტოხელა დედაა, რომელიც გამტაცებლის პირველი მსხვერპლი ხდება. არიელ კასტროს სახლში 11 წლის განმავლობაში ხაფანგში აღმოჩნდება. რამდენიმე ხნის შემდეგ მას შეუერთდება 2 გოგონა. მიშელი მათთვის საუკეთესო მეგობარი და აღმზრდელი გახდება...
კომედიური და სათავგადასავლო ჟანრის მულტიპლიკაცია მოგვითხრობს ისტორიას, თუ როგორ იკვლევს ცნობილი დეტექტივი შერლოკ ჰოლმსი ბაღის გნომების, რომეოსა და ჯულიეტას და სხვა ბაღის ორნამენტების უცნაური გაუჩინარების ამბავს.
იმისთვის, რომ დედამიწა გამეფებული კრიზისისგან დაიხსნას, მისტიური რადიო სიგნალის მეშვეობით ერთი კაცი მომავალში მიემგზავრება. მომავლისთვის ბრძოლა იწყება!
ფილმის მთავარი გმირი პოპულარული საშინელებათა შოუს წამყვანია რადიოში რომელიც ხშირად ისმენს შემაძრწუნებელ ამბებს, მაგრამ ერთხელაც როდიოში საგანგაშო ზარი შევა საშინლად შეშინებული ბავშვისგან, ეს კი გაცილებით უფრო სერიოზული რამ აღმოჩნდება.
ფილმი ნობელის პრიზის გამარჯვებულის, მარია კიურის და მისი ექსტრაორდინალური სამეცნიერო აღმოჩენების შესახებ მოგვითხრობს. ქალბატონის ისტორიას თან ახლავს განუმეორებელი რომანტიკული თავგადასავლები.
Mary Lennox is born in India to wealthy British parents who never wanted her. When her parents suddenly die, she is sent back to England to live with her uncle. She meets her sickly cousin, and the two children find a wondrous secret garden lost in the grounds of Misselthwaite Manor.
ვინი პუჰი და მეგობრები ერთად გასწევენ კრისტოფერ რობინის უბედურებისგან დასახსნელად - ადგილსკენ, რომელსაც „ „თავის ქალა“ ჰქვია, მაშ შემდეგ რაც არასოწრად წაიკითახვენ მის დატოვებულ მინაწერს...
ამბავი მეოცნებე გამომგონებლის ნიკოლა ტესლას თავისუფალი ცხოვრების, მის თომას ედისონთან და ჯეი პი მორგანის ქალიშვილთან ენთან კავშირისა და ელექტრული დენის გადატანაში მიღწეული გარღვევების შესახებ...
ორი ერთმანეთზე თავდავიწყებით შეყვარებული ადამიანის, რაილის და კრისის ისტორია. მათ სიყვარულს წინ დიდი გამოცდა ელის, წყვილს ტრაგიკული შემთხვევა ერთმანეთს აშორებს, მაგრამ მათი სიყვარული ამაზე ძლიერია!
1891 წელს, ფრანგი ფერმწერი პაულ გოგენი პარიზიდან ტაჰიტიში გაემგზავრა რათა საკუთარი ხელოვნება განეახლებინა. საკუთარ მოგზაურობაში ის როგორც მრავალ დადებითს, ლამაზს და მშვენიერს, ისე ბევრ საშინელ მომენტს წააწყდება.
როგორც ყოველთვის, თაფლის მაძიებელი ვინი პუჰი დიდ აურზაურში ეხვევა. ის მის მეგობრებთან - ქრისტოფერ რობინთან, ვეფხვთან, რუსთან და სხვებთან ერთად პატარა მეგობრის გადასარჩენად მიემართება.
1930-იანი წლები, ჰოლივუდი. ახალგაზრდა პილოტი კლიფ სეკორდი თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანას ავიაციის განვითარებასა და ნაცისტების დამარცხებაში დაეხმაროს. საბოლოოდ, კლიფი ზესაიდუმლო მასალებს გადააწყდება რაკეტების შესახებ რაც მას რაკეტების ნამდვილ სპეციალისტად აქცევს.