მომავალში ადამიანები იზოლაციაში იცხოვრებენ და ერთმანეთთან მხოლოდ სუროგატი რობოტების მეშვეობით დაამყარებენ ურთიერთობას. პოლიციელს (ბრიუს უილისი) მრავალი წლის განმავლობაში პირველად უწევს სახლიდან გასვლა სუროგატის მკვლელობის გამოსაძიებლად.
მისტერ ჩარჩი კვლავ შეკრიბავს "შეუჩერებლების" გუნდს, მაგრამ როდესაც ერთ-ერთ მათგანს საქმის შესრულების დროს მოკლავენ, შურისძიების მისიის შესრულების დროს ისინი მტრების ტერიტორიაზე აღმოჩნდებიან.
ბარნი როსი დაქირავებულ პროფესიონალთა გუნდის მეთაურია, რომელშიც შედის: დანების მოყვარული ლი ქრისტმასი, საბძოლო ხელოვნების ექსპერტი, მძიმე საბრძოლო ტექნიკის სპეციალისტი, ამფეთქებელი და თავზეხელაღებული სნაიპერი. როდესაც გუნდი, ვინმე მისტერ ჩერჩისგან, სამხრეთ ამერიკის პატარა კუნძულის დიქტატორის ლიკვიდაციის დავალებას მიიღებს, ბარნი და ლი მითითებულ ადგილას ჩადიან, რათა დაზვერონ მოწინააღმდეგე მხარე და აღმოაჩინონ ქალაქის დაღუპვის ნამდვილი მიზეზი.
უცხოპლანეტელთა ტექნიკის გამოყენებით დედამიწელებმა შეჰქმნეს სპეციალური პროგრამა პლანეტის დასაცავად, მაგრამ ჩვენი დაცვა არაფერს შეუძლია კიდევ უფრო მძლავრი უცხოპლანეტელთა შემოსევისაგან, რამოდენიმე ადამიანის გმირული საქციელის გარდა.
2 ივლისს უცხოპლანეტელთა უზარმაზარი ხომალდი დედამიწის ორბიტაზე შემოვა და რამდენიმე თეფშის ფორმის გამანადგურებელ კოსმოსურ ხომალდს განათავსებს, რომლებიც უცებ გაანადგურებენ დედამიწის მთავარ ქალაქებს. 3 ივლისს შეერთებული შტატები წარმართავენ კოორდინირებულ კონტრშეტევას, რაც მარცხით სრულდება. 4 ივლისს შეიქმნება გეგმა, რომ განხორციელდეს უცხოპლანეტელების ძირითად ხომალდში შეჭრა და მასში ბირთვული ნაღმის ჩადება.
ჰალუცინოგენური თავგადასავალი. სპორტული ჟურნალისტის რაულ დიუკის და მისი სამოელი ადვოკატის, დოქტორი გონზოს სამდღიანი აყალმაყალი ლოს–ანჯელესიდან ლას–ვეგასისკენ მიმავალ გზაზე....
გავიდა 10 წელი მას შემდეგ რაც პერსეუსმა დაამარცხა უზარმაზარი წყლის უჩხული კრაკენი, ახლა ის ცხოვრობს მეთევზის მშვიდი ცხოვრებით და ზრდის თავის 10 წლის შვილს. იმ დროისთვის კი მიმდინარეობს ომი ღმერთებსა და ტიტანებს შორის. ღმერთები კი სულ უფრო და უფრო სუსტდებიან, რადგან მათ მოაკლდათ სიყვარული და ნდობა ადამიანების მხრიდან. ღმერთები კარგავენ კოტროლს ციხეში გამომწყვდეულ ტიტანებსა მათ ლიდერზე კრონოსზე. პერსეუს არ შეუძლია დარჩეს გულგრილი, როდესაც აიდი ზევსის შვილთან ერთად დებს გარიგებას კრონოსთან, რათა გაანადგურონ ზევსი. ამიტომაც პერსეული ანდრომედასთან, აგენორთან და გეფესტომთან ერთად მიდის საშიშ მოგზაურობაში, რათა გადაარჩინოს ზევსი და გაანადგუროს ტიტანები.
ეს ისტორია სამ მეგობარზეა დიდი ქალაქიდან, რომლებიც მიემართებიან დაკარგული 200 ათასი დოლარის საძებნელად, თუმცა ეს არც თუ ისეთი იოლი საქმეა. მდინარე და ველური ბუნება ხომ საფრთხით და თავგადასვლებითაა სავსე...
1909 წელი. სოფელში სახელწოდებით სენტ - ფელომენ - დე - ფორტევილ მერი-ენ კარონისა და ტელესფორ ჰანიონის ოჯახში მეორე გოგონა - ავრორა დაიბადება. ბავშვი ბედნიერ და მოსიყვარულე ოჯახში იზრდებოდა მაგრამ 1918 წელს დედა ტუბერკულიოზით გარდაეცვალა. მალე ტელესფორი მერი-ენის ბიძაშვილ უდით მოიხიბლება და მეორედ დაქორწინებას გადაწყვეტს. ცხოვრება თითქოს დალაგდება... მაგრამ არა ავრორასათვის...
ოტისს სიმღერა, ცეკვა და ადამიანების შაყირი მოსწონს. უფროსებისგან განსხვავებით ის არ ზრუნავს იმის შესახებ, რომ არავინ გაიგოს ცხოველების "ადამიანური" თვისებების შესახებ, მაგრამ მოდის დრო, როდესაც ოტისმა თავის თავზე ლიდერობა უნდა აიღოს...
სხვანაირი შეხედულება ივოძიმის ტრაგიკულ ბრძოლაზე, რომელიც არამარტო ისტორიული მივლენა იყო, არამედ ის გარდატეხის მომენტად იქცა წყნარ ოკეანეში ამერიკის კამპანიისა იაპონიის წინააღმდეგ. იაპონელი მეომრის მიერ დანახული ეს მნიშნვნელოვანი ისტორიული მოვლენა...
ბობი სენდის, ირლანდიის რესპუბლიკური არმიის "ირას" წევრის ისტორია, რომელიც 1981 წლის შიმშილობას ხელმძღვანელობდა, რომლის დროსაც რესპუბლიკელი პატიმრები შეეცადნენ პოლიტიკური სტატუსის მოპოვებას, რამაც მეიზის ციხეში სენდის სიკვდილამდე ექვსი კვირით ადრე მოვლენების დრამატიზება გამოიწვია.
ახალგაზრდა ტელე-რეპორტიორი და მისი ოპერატორი ღამის მორიგეები არიან და სახანძრო სადგურიდან სიუჟეტს აკეთებენ. მოხუცი ქალბატონისგან სატელეფონო ზარია და ამბობს რომ საკუთარ სახლში ჩაიკეტა. ისინი ადგილზე მივლენ, სადაც საზარელი კივილის ხმები ესმით. ეს ყველაფერი საშინელ კოშმარში და დრამატულ რეპორტაჟში გადაიზრდება...
მთავარი გმირი – ჯონ სმიტი გემით ევროპიდან მიემგზავრება. კაპიტნის განცხადებით, ეკიპაჟი ბედნიერებასთან, წარმატებასთან და დიდებასთან შესახვედრად მიემგზავრება. თავად კაპიტანი მზადაა ოქრო მოიპოვოს. ამერიკაში კი ინდიელები ცხოვრობენ და ზღაპარიც პრინცესა პოკაჰონტასზე მოგვითხრობს...
ბრენან ჰაფი და დეილ დობაკი თითქოს უკვე ზრდასრულები არიან, მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლის კვლავ სახლში, მშობლებთან ერთად იცხოვრონ. მეტიც, ეჭვიანობენ, როცა მათი მარტოხელა მშობლები შეუღლდებიან და თვითონ კი ძმები-გერები გახდებიან. ბრენანის გაუთავებელი კონკურენცია დეილთან საშინლად ძაბავს მისი დედისა და დეილის მამის ურთიერთობას.
მუსიკოსი პიტერ ბრეტელი 6 წელია ტელევარსკვლავ სარა მარშალს აღმერთებს. როდესაც სარა მისგან ბრიტანელ როკ-მუსიკოსთან მიდის, პიტერის მყუდრო სამყარო ნგრევას იწყებს. დარდის გასაქარვებლად ის ჰავაისკენ მიემგზავრება, მაგრამ იქ მისი ყველაზე უარესი კოშმარი ახდება.
პოლიციელი ნიკოლას ენჯელი ლონდონიდან სამუშაოდ პატარა ქალაქ სენდფორდში გადაჰყავთ. ის ცდილობს შეეგუოს ქალაქის ცხოვრების მშვიდ რიტმს და მოსულელო მეწყვილე დენი ბატერმანს, მაგრამ მოულოდნელად აქ მომხდარი საშინელ ბოროტმოქმედებათა სერია ქალაქის ცხოვრების მშვიდ რიტმს დაარღვევს.
რუბენ ფერერი არის კაცი რომელმაც მთელი მისი ცხოვრება უსაფრთხოებას დაუთმო. დაუმორჩილებელი და თავისუფალი სულის პატრონი პოლი პრინცი კი, მხოლოდ მღელვარე მომენტებისთვის არსებობს ამ ქვეყნად. როდესაც ეს ორი ადამიანი ერთმანეთს შეხვდება რუბენის ცხოვრება თავდაყირა დგება, რადგან იგი ცდილობს მისი მდორედ მიმავალი ყოფა რადიკალურად განსხვავებული გახადოს.
სკრატი, მოუხელთებელი რკოს დევნის დროს შემთხვევით კატაპულტირდება პირდაპირ კოსმოსში, სადაც გამოიწვევს კოსმოსურ მოვლენებს. ზუსტად ეს მოვლენები შეცვლიან მთელ სამყაროს. იმისთვის, რომ გადარჩნენ სიდი, მენი, დიეგო და სხვა ცხოველები, მათ უნდა დატოვონ თავიანთი სახლები და გაემართნონ სამოგზაუროდ ეგზოტიკურ ახალ მიწებზე სადაც შეხვდებიან მრავალ ახალ პერსონაჟს...
მანზონების მაფიოზური ოჯახი მოწმეთა დაცვის პროგრამით საცხოვრებლად გადადის ნორმანდიაში, საფრანგეთში. ოჯახის უფროსი, მისი მეუღლე და შვილები ცდილობენ ახალ ქვეყანას შეეჩვიონ და ძველი ჩვევები დაივიწყონ, თუმცა ეს იმაზე რთულია ვიდრე ეგონათ...
მიწისქვეშეთის თავგადასავლის შემდეგ გავიდა შვიდი წელი, მოხდა კონტინენტების გადაადგილება. შეწუხებული მულტფილმის მთავარი გმირები იძულებულნი იქნებიან აისბერგი გამოიყენონ პლატოდ. ისინი გადალახავენ ოკეანეს და მოხვდებიან მათთვის უცნობ მიწაზე რომელიც ეგზოტიკური ცხოველებითა და მეკობრეებითაა სავსე. ციყვი მიიღებს თავის საოცნებო რკოს, მაგრამ ისიც ხვდება ახალ მიწაზე...
დიეგო, მენი და სიდი ბრუნდებიან ცნობილი ანიმაციური ფილმის "დიდი გამყინვარები" გაგრძელებაში. დიდი გამყინვარება მთავრდება და ყინული გადნობას იწყებს.. გარდაუვალი საშიშროება უბიძგებს მათ რომ გაერთიანდნენ და დანარჩენი ცხოველებიც გააფრთხილონ ამ საგანგაშო სიტუაციის შესახებ...
მას შემდეგ, რაც სამ შეუთავსებელ არსებას - მენის - ბეწვიან მამონტს, დიეგოს- ბასრკბილებიან ვეფხვსა და სიდს - ზარმაცას თავს დაატყდებათ მოსალოდნელი გამყინვარება, ისინი დაობლებულ ჩვილს იპოვნიან და გადაწყვეტენ დაუბრუნონ იგი თავის მშობლებს. ამასობასში, ეს უცნაური მოკავშირეები დამეგობრდებიან და როცა მათ თავს მტერი დაესხმება მათი ქმედება კიდევ უფრო კეთილშობილურ მიზნებში გადაიზრდება...
სიდის კვერცხების გამოჩეკვის ახალი ბიზნესი კარგად ვითარდება, მაგრამ როცა სულმდაბალმა ბოცვერმა - პირატმა სკვინტმა კვერცხები მოიპარა, ჩვენი საყვარელი ანიმაციის - დიდი გამყინვარების გმირები სკრეტი, სიდი, მენი, დიეგო და სხვები გადაეშვებიან თავბრუსდამხვევ თავგადასავალში. მათ უნდა დაგეგმონ შეუპოვარი გადარჩენის ოპერაცია, რომელიც ისტორიაში შევა როგორც პირველი ბრძოლა კვერცხების გადარჩენისთვის...
პატარა ქალაქის პოლიცია იძულებულია საქმე სასიკვდილო ვირუსის მსხვერპლებთან დაიჭიროს, რომელიც ადამიანებს ზომბებად აქცევს. მებრძოლთა გაერთიანებას ჩერი უდგას სათავეში, რომელსაც ფეხის პროტეზის მაგივრად ავტომატი აქვს ჩადგმული...
თუ სატანა დედამიწაზე ჯოჯოხეთის ფილიალისთვის ადგილის ძებნას დაიწყებდა, მას დიდხანს არ მოუწევდა სიარული. ეს ადგილი იქნებოდა კარანდირუს ციხე - ბრაზილიაში ყველაზე რთულად სამართავი ორგანიზაცია...
სიუზენი თავისი არაჩვეულებრივი გარეგნული მონაცემებით შესაძლოა სუპერმოდელი და ”მის ამერიკა” გამხდარიყო, მაგრამ მას ტელევარსკვლავობა სურს, რის გამოც ყველაფერზე წავა. სიუზენი ლარის მიყვება ცოლად და კარიერას ამინდის პროგნოზის წამყვანის თანამდებობით იწყებს. ლარი, რომელსაც ნორმალური ოჯახური ცხოვრება სურს, სიუზენისთვის ბარიერი ხდება დიდებისკენ მიმავალ გზაზე... და სიუზენი მის მოშორებას გადაწყვიტავს...
კონვერტი გაურკვეველი შიგთავსით - ირლანდიელი ტერორისტებისა და რუსული მაფიის სამიზნე - კრიმინალებს ჩაუვარდებათ ხელში. ირლანდიული კავშირი შეკრებს დაქირავებულ, საბრძოლო რაზმს, სახელწოდებით - "რონინს". მაგრამ ჯგუფში, რომლის ლიდერიც ყოფილი ცენტრალური სადაზვერვო აგენტია, ერთმანეთის მიმართ უნდობლობაა...
როდესაც დიდი ქვეყნის ქალაქებმა და სოფლებმა ნგრევა იწყეს, მათ ახალი უბედურება დაატყდათ თავს - ვამპირიზმის ეპიდემია. იქ, სადაც არიან ვამპირები, არიან მათზე მონადირეებიც. ერთ-ერთი ასეთი მონადირე, ახალგაზრდა ბიჭს, ეგრედ წოდებულ ახალ ედემში მოხვედრაში ეხმარება...
2019 წელს თითქმის ყველა ადამიანი ვამპირად არის ქცეული. დომინანტი რასა გადარჩენის გეგმაზე ზრუნავს, რადგან მათი საკვები - ადამიანის სისხლი, მალე გამოილევა. ამასობაში ერთერთი მკვლევარი და ვამპირების ფარული ჯგუფი კაცობრიობის გადარჩენას ცდილობენ...
ძველ წყალქვეშა ნავ "აქუატიკაზე" მეცნიერთა ჯგუფი ალცჰეიმერის დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატის დასამზადებელ ექსპერიმენტებს ატარებს. დოქტორ სიუზან მაკალესტერი (საფრონ ბაროუზი) სამკურნალო წამლის დასამზადებლად გენური ინჟინერიით სამ ახალი ჯიშის ზვიგენს შექმნის, რომელთა ტვინის მოცულობა ბევრად დიდია. ეს ზვიგენები ჩვეულებრივზე ბევრად უფრო ჭკვიანები, სწრაფები და საშიშები არიან."აქუატიკას" სპონსორები სკეპტიკურად უყურებებ ამ საკითხს და შედეგები უფრო აინტერესებთ, რისთვისაც მათთან კომპანიის აღმასრულებელ მენეჯერს (სემუელ ელ ჯექსონს) გაგზავნიან...
ახალგაზრდა ქალი რეიჩელი ყოველ დილით მატარებლით კოტეჯთან ჩაივლის და ხედავს ერთი შეხედვით იდეალური წყვილის ცხოვრებას. ერთ დღეს იდილია დაირღვევა და რეიჩელი უნებურად ჩაებმება საინტერესო ისტორიაში...
გენური ინჟინერიის ექსპერიმენტს ცუდი შედეგი მოჰყვა და დიდი მორჩილი ცხვრების ჯოგი მოხვდა სასიკვდილო მანქანის ქვეშ. ეს საშინელებათა კომედია გადაიღო ჯონათან კინგმა და სპეც-ეფექტები კი ვეტა ვორკშოპის მიერაა გაკეთებული...
ბუზღუნა პილოტი - ქუინი, რომელიც წყნარი ოკეანის სამხრეთით მშვენივრად ცხოვრობს, მოდის ჟურნალის გამომცემელ რობინს დათანხმდება, რომ ტაიტიზე გადააფრინოს. თვითმფრინავი კატასტროფას განიცდის და ისინი უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდებიან...
მანჰეტენზე ველოსიპედისტ კურიერს კოლუმბიის უნივერსიტეტიდან რაღაც გზავნილს ატანენ. ამ გზავნილით პოლიციელი ინტერესდება, რომელიც მთელს ქალაქში აედევნება კურიერს...
ფილმის მთავარი გმირი რჩება მარტო მამასთან, როცა დედამისი გაემგზავრება ავსტრალიაში. მამას არ უყვარს შვილის ძაღლი ხაგენი, და თანაც ძაღლი არ არის აყვანილი აღრიცხვაზე და მასზე ნადირობს სანიტარული ინსპექცია...
ტონი მონტანა კუბელი ემიგრანტია, რომელიც მაიამელ ნარკოდილერ რობერტ ლოჯიაზე მუშაობს. მას შემდეგ რაც იგი ლოჯიას კოკაინის გამსაღებლის ადგილს დაიკავებს, მონტანა ფლორიდის კრიმინალური ჯაჭვის სათავეში ექცევა...
ადვოკატი, რომელმაც პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობის სერიოზული სამხილი იპოვა, ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს კორუმპირებულ თანამშრომელთა მიერ იდევნება...
პლასტიკური ქირურგი მასზე ახალგაზრდა სკოლის მასწავლებელთან ურთიერთობას გააბამს, სულელური ტყუილის გამოაშკარავების თავიდან ასაცილებლად კი მის ასისტენტს სთხოვს თავი ისე მოაჩვენოს თითქოს მისი ყოფილი მეუღლეა. ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ამ ამბავში ასისტენტის ბავშვებიც ერთვებიან და საბოლოოდ ყველა ერთად ჰავაიზე ამოყოფს თავს...
ოდესღაც ზეკი მიულერი ბანკის მძარცველი იყო, მაგრამ მან შეძლო შეეცვლაა მისი ცხოვრება. იგი მასწავლებელი გახდა და კარგადაც უმკლავდება მის საქმეს, ამიტომ იგი დამრიგებლად დანიშნეს. მას გერმანიის ყველაზე რთული მოზარდების დამრიგებლობა ხვდა წილად...
ყოფილი მძარცველის, ამჟამად კი პედაგოგის გოეთეს სახელობის სკოლაში, მისტერ მიულერის თავგადასავალი გრძელდება. ის და მისი სადამრიგებლო კლასი ტაილანდში მიემგზავრება, რათა სკოლის რეპუტაცია გადაარჩინონ...
უიღბლო ბანკების მძარცველი ზეკი მიულერი ცამეტი თვის პატიმრობის შემდეგ გამოდის ციხიდან. ის მიდის ნაძარცვის მოსაძებნად, რომელიც დამალეს მშენებლობაზე. მას ეგონა, რომ დახვდებოდა მხოლოდ მილები, მაგრამ საუბედუროდ იქ აღმოჩნდება სკოლის ახალი სპორტული დარბაზი. იმისათვის რომ ნაძარცვს დაეუფლოს, ზეკი ცდილობს მოეწყოს სკოლის დარაჯად. მაგრამ გაუგებრობების შედეგად, მას აიყვანენ მასწავლებლის შემცვლელად. მას შეხვდება ყველაზე არანორმალური კლასი მთელს სკოლაში - მე-10 «ბ». რამდენიმე უჩვეულო მეთოდის გამოყენების შემდეგ, ყოფილი ყაჩაღი მოულოდნელად პოულობს მოსწავლეებთან საერთო ენას...
როდესაც მოქმედი ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში მაისონ დიქსონი, ყოფილ ჩემპიონ როკი ბალბოასთან მრავალრიცხოვანი პუბლიკის წინაშე კრივის მატჩს წააგებს, სამაგიეროს სახით იგი იტალიელ ულაყს რეალურ 10 რაუნდიან პაექრობაში გამოიწვევს, ეს მატჩი ეროვნული ტელევიზიით უნდა გადმოსცენ. შვილის და მეგობრების გასაკვირად, როკი ამ გამოწვევაზე თანხმდება და რინგს უბრუნდება, რათა შეერკინოს ოპონენტს, რომელიც ამ დროისთვის ბევრად სწრაფი,ძლიერი და 30 წლით უმცროსია...
რეიჩელ სინგერი მოსსადის ყოფილი აგენტია, რომელსაც ცნობილი ნაცისტის დაჭერა და სასამართლოზე მიყვანა აქვს დავალებული. სიმართლის დასადგენად რეიჩელმა აღმოსავლეთ ევროპაში უნდა იმოგზაუროს.
მოლი ბლუმი - ახალგაზრდა მოთხილამურე და ოლიმპიური ჩემპიონი, ხდება წარმატებული მეწარმე (და ეფბიაის სამიზნე), როცა აყალიბებს მაღალ ფსონებს, საერთაშორისო პოკერის თამაშს.