ჯონ მაკლეინი მოსკოვში ჩადის რათა თავისი ვაჟი სახლში დააბრუნოს. მამა-შვილი ატომური იარაღის წარმოების შეჩერებას ცდილობენ, მათ მოუწევთ შეთანხმებულად იმუშაონ და დაივიწყონ ძველი წყენა.
ფუტურისტულ ქალაქ მეტრო სითიში გენიალური მეცნიერი მისი გარდაცვლილი შვილის ანალოგიურ რობოტს- ასტრო ბიჭუნას შექმნის, რომელსაც წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს. RNროცა ის მგლოვიარე მეცნიერის იმედებს ვერ გაამართლებს, წარმატების ძიებაში ჩვენი გმირი მოგზაურობას იწყებს, სადაც იგი წააწყდება ღალატს და გადაეყრება მიწისქვეშეთის რობოტ გლადიატორებს. ამის შემდეგ იგი ბრუნდება მეტრო სითიში და მამას ურიგდება...
მისტერ პიბოდი – ბიზნესმენია, გამომგონებელი, მეცნიერი, ნობელის ლაურიატი, გურმანი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და გენიოსი… რომელიც გარდა ყველაფრისა არის ძაღლი. თავისი ყველაზე არაორდინალური გამოგონების დახმარებით – მანქანა ვეიბეკი – მისტერ პიბოდი და მისი ნაშვილები შერმანი წამიერად გადაადგილდებიან წარსულში, სადაც ხდებიან მოწმეები ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ამბების და ურთიერთობენ ცნობილ ისტორიულ პერსონაჟებთან...
ველური დასავლეთის დამორჩილების შემდეგ კომედიაში 'შანხაის შუადღე', ჩონ ვანგი და როი ო 'ბანონი – კვლავ ცხენზე არიან ამხედრებულნი, ამჯერად საერთოდ სხვა ადგილას აღმოჩნდნენ, ცივილიზირებულ ლონდონში.
ისტორია, რომელიც მოგვითხრობს მოუსვენარი ბიჭის იანკის და მისი სასაცილო მეგობრების, გონებამახვილ ხუმარა-ბურთის და თავხედი პრიმადონას-ბიტასა დოროგუშას მხიარულ თავგადასავლებზე. მათთან ერთად ის მიყვება თავის ოცნებას ნიუ-იორკიდან ჩიკაგოში. გზა და გზა ის სასაცილო და კავერსულ სიტუაციებში ხვდება. მეგობრობის ძალა და ოპტემიზმი კი მას ეხმარება გამარჯვებამდე მიიყვანოს თავისი სპორტული გუნდი...
პარიზი 1910 წელი. ემილი და რაული მონსტრთან იბრძვიან, რომელიც ატერორებს მოქალაქეებს. მონსტრი კი ძალიან გულჩვილი და ბუნების მოყვარული დიდი რწყილი აღმოჩნდება...
ერთხელ პატარა ჯეიმსი იხსნის ერთი ობობის სიცოცხლეს. მადლიერების ნიშნად, ის ჩუქნის ბიჭს ჯადოსნურ წამალს, რომლის დახმარებით პატარა ატამი მოულოდნელად გიგანტურ ხილად იქცევა. მის შიგნით იმალება მთელი მსოფლიო. შესაძე~ლებელია ისიც, რომ ჯეიმს იმ ადგილას ნამდვილი მეგობრები დახვდნენ, რომლებიც დაეხმარებიან მას აისრულოს თავისი ყველაზე სანუკვარი ოცნებები...
როგორც ეკუთვნის ნამდვილ მეფეს, იმპერატორი კუსკო – ძალზე დაკავებული ადამიანია. თუმცა მისმა ბოლო საქმემ შეიძლება ბევრი უსიამოვნება შექმნას: მმართველმა გადაწყვიტა თავისთვის წყლის პარკი აეშენებინა, წინასწარ კი სამეფოს ერთერთი სოფელი დაენგრია. ეს გეგმა აუცილებლად შესრულდებოდა, რომ არა უსიამოვნება, რომელიც თვით იმპერატორს შეექმნა: მტრებმა ის ლამად აქიეს!
ეს ამბავი ჩრდილოეთ ამერიკაში მოხდა, ჯერ კიდევ "ფერმკრთალი" დამპყრობლების მოსვლამდე. ინდიელების ტომის ბელადი დათვთან ბრძოლაში დაიღუპა. მის განრისხებულ შვილებს შურისძიება უნდათ. უფროსი ძმა გადაწყვიტავს ეს მარტომ გააკეთოს, მაგრამ ტყის ძალა ჯადოსნური ხერხით მას თავად გადააქცევს დათვად. ახლა ის სამყაროს სხვა თვალით უყურებს და მის შესახებ ბევრ ახალს იგებს...
უსახლკაროდ დარჩენილი ულამაზესი ფიფქია ტყეში ჯუჯების სახლშს შეაფარებს თავს, რადგან ბოროტ დედოფალს ემალება. დედოფალს ეჭვიანობა ტანჯავს, მას უნდა რომ "მსოფლიოში ყველაზე ლამაზი" თვითონ იყოს, ფიფქიას სილამაზე კი მისას ჩრდილავს...
ანიმაციური გმირები: ბაგს ბანი და დაფი დაკი – რეალურ ცხოვრებაში! დაკარგული ადამიანის და უზარმაზარი მითიური ალმასის ძებნას ბაგსი და დაფი ჯერ ლას–ვეგასში, შემდეგ კი აფრიკის გაუვალ ჯუნგლებში ცდილობენ.
19 წლის ჯეის და ნატაშას ერთამნეთი უყვართ. ყველაფერი კარგად იქნებოდა, ახალგაზრდა წყვილს საუკუნის ძარცვაში, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა და დიდი თანხით არ მიმალულიყვნენ. მათი ბანდის ლიდერი ლეგენდარული მძარცველი ბრენდან ლინჩია, რომელიც არ აპირებს თავისი ნაძარცვი ვინმეს გაუყოს. ჯეიმ და ნატაშამ უნდა მოიფიქრონ როგორ დაიძვრინონ თავი ბრენდანისგან.
ნიუ-იორკში უცნაური ამბები ხდება: ვინმე სწავლული მარკ უინტერსი, აპირებს მონსტრების არმია შექმნას, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ეს მიზანი სამყაროს გადატრიალებაა...
31 ოქტომბერს ძველებური ხრიკებით ხალხის შეშინებებით დაღლილი, გამხდარი და მაღალი, ჰელოუინის მეფე ჯეკ სკილინგტონი სანტა კლაუსს იტაცებს და აპირებს რომ ბავშვებს საშობაოდ გამხმარი თავები და სხვა საშინელი საჩუქრები გაუგზავნოს. მაგრამ, როდესაც შობა მოახლოვდება ჯეკის შეყვარებული სელი ამ საშინელი გეგმების ჩაშლას შეეცდება...
მოზარდ ლომს შემთხვევით ნიუ -იორკის ზოოპარკიდან აფრიკაში გზავნიან. თავისუფლად მოსიარულე ლომის მეგობრებმა უნდა დაივიწყონ უთანხმოება და დაეხმარონ მას დაბრუნებაში...
9 წლის ბიჭის ისტორია, სახელად მაილო. ჭამო საზიზღარი საჭმელები, გაიტანო ნაგავი, ადრე დაწვე დასაძინებლად - ვის სჭირდება დედა, რომელიც ამ ყველაფრის გაკეთებას გვაიძულებს? ასე ფიქრობდა იგი, სანამ არ აღმოაჩინა, რომ დედა უცხოპლანეტელებმა მოსტაცეს. მას სხვა პლანეტაზე უწევს გამგზავრება, რომ იპოვოს დედა...
მონსტრები საწოლის ქვეშ საშიშია, მაგრამ გაცილებით საინტერესოა რა ხდება მოპირდაპირე სახლში, არა? სამი მოზარდი გადაწყვეტს გაარკვიოს რა ხდება მეზობლის სახლში და საშიშ საიდუმლოს ახდიან ფარდას...
ყველასათვის საყვარელი ანიმაციის "გამყინვარების პერიოდი"–ს მთავარი გმირების ცხოვრებაში ცვლილებები მოხდა. მამონტი მანფრედი და ელი პატარა პირმშოს დაბადებას ელიან: ვეფხვი დიეგო ფიქრობს მეგობრების წრეში ზედმეტად "მსუბუქწონიანი" ხომ არ გახდა. ზანტი სიდი საკუთარი ტომის შექმნაზე ოცნებობს და ხელში დინოზავრის სამი კვერცხს პოულობს...
თქვენს წინაშეა სამყარო, რომელიც მხოლოდ რობოტებით არის დასახლებული. როგორც ადამიანებს, მათაც აქვთ თავიანთი სოციალური საფეხურები, ჰყავთ თავიანთი გმირები. როდნი ოცნებობს რობოტების სამყარო უკეთესი გახადოს. კიდევ მას ძალიან მოსწონს ერთი ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი რობოტი კაპი...
ამბიციურ ბოლო კლასის მოსწავლე მეთიუს პოლიტიკური კარიერის გაკეთება აქვს დაგეგმილი, ამ დროს კი 19 წლის უმშვენიერესი მეზობელი დენიელი შეუყვარდება. მეთიუს ნათელი მომავალი საფრთხის წინაშეა, რადგან ის აღმოაჩენს, რომ დენიელი ადრე პორნო ვარსკვლავი იყო. მეთიუ იძულებულია სიყვარულის გამო ცხოვრებისეული მიზნები გადააფასოს...
არავის სჯერა თინეიჯერი ჩარლი ბრიუსტერის, როცა ის აღმოაჩენს, რომ მისი თავაზიანი ახალი მეზობელი, ჯერი დანდრიჯი ვამპირია. როცა სისხლისმწოველი იწყებს ჩარლიზე შეტევას, ის ცდილობს გახდეს მსახიობი პიტერ ვინსენტი მოჩვენებითი მონადირე, საუბედუროდ ვამპირი თვალს დაადგამს ჩარლის შეყვარებულსაც...
პოლიციელი ჯეი დიკშიტასა და მისი მეგობრის ალის თავაგადასავლი გრძელდება. ამჯერად მათ საერთაშორისო ქურდი უნდა დაიჭირონ, რომელმაც შეუფასებელი საგანძური მოიპარა, რათა ისტორიაში თავის კვალი დაეტოვებინა.
საუკეთესო კომედია, რომლის ყურება არ არის რეკომენდირებული სუსტი გულის, კუჭისა და ნერვების მქონე ადამიანებისთვის. ფილმი მოგვითხრობს მაგიური ძაფებით გადაბმულ 10 ძალიან სასაცილო ისტორიას...
სტუდენტებმა გადაწყვიტეს არდადეგებზე ბრაზილიაში იმოგზაურონ. ეგზოტიკური ხედები, ლამაზი ცხოველები, საინტერესო შეხვედრები. მაგრამ მოულოდნელად მათი ავტობუსი გადაბრუნდება და ისინი ჯუნგლებთან პირისპირ აღმოჩნდებიან...
ანა ფსიქიატრიული კლინიკიდან სახლში ბრუნდება, სადაც დედამისის სიკვდილის შემდეგ მოხვდა და აღმოაჩენს, რომ დედის ყოფილი მომვლელი, რეიჩელი საცხოვრებლად მათთან გადმოვიდა და მის მამაზე, სტივენზეა დანიშნული. მას შემდეგ რაც ამ შოკისმომგვრელ ამბავს გაიგებს, ანას დედამისის მოჩვენება ესტუმრება, რომელიც მას აფრთხილებს, რომ რეიჩელს ბოროტი ზრახვები გააჩნია.
იური ორლოვი მოგზაური იარაღით მოვაჭრეა. ყველაზე სახიფათო საომარი ზონების გავლით, იური ახერხებს ერთი ნაბიჯით წინ გაუსწროს ინტერპოლის აგენტს, მის მეტოქეებს, ზოგიერთ მის კლიენტსაც კი, რომელთა რიგებში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დიქტატორები შედიან. საბოლოოდ, იური იძულებულია თვალი გაუსწოროს საკუთარ სინდისს...
მშვენიერ დამნაშავეს პოლიციელის მკვლელობისთვის სიკვდილი აქვს მისჯილი, თუმცა მას მეორე შანსი ეძლევა: გახდეს საიდუმლო პოლიტიკური მკვლელი, რომელსაც მთავრობა გააკონტროლებს.
ჰოლივუდელი მრბოლელი - დღისით გადასაღებ მოედნებზე ასრულებს ტრიუკებს, ღამით კი სარისკო თამაშს თამაშობს, მაგრამ ერთი სახიფათო კონტრაქტი და მასზე უკვე ნადირობას აცხადებენ. ახლა, საკუთარი თავისა და მომხიბლავი მეზობლის გადასარჩენად იგი იძულებულია ის გააკეთოს რაც ყველაზე კარგად გამოსდის - ვირტუოზულად დაუძვრეს მდევარს ხელიდან.
ლას-ვეგასში დანაშაულებრივი სამყაროსგან დაღლილი ბადი ისრაელი, ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობას და მაფიის ბოსის ჩაშვებას აპირებს, ხალხის უმეტესობას მისი სიკვდილი უნდა.
ტომასი წინ უძღვება საკუთარ გუნდს "მორბენლები" მათი ფინალური და ყველაზე სახიფათო მისიის შესასრულებლად. იმისთვის, რომ მეგობრები გადაარჩინონ, ისინი უნდა შეიჭრნენ ლეგენდარულ "ლასთ სითიში". WCKD-ის მიერ გაკონტროლებულ ლაბირინთში, რომელიც შესაძლოა ყველაზე საშინელ ადგილად იქცეს. ყველა, ვინც ლაბირინთს ცოცხალი დატოვებს, მიიღებს პასუხს ყველა კითხვაზე, რომელიც მაშინ დაებადათ, როცა ლაბირინთში პირველად მოხვდნენ...
დამბო პატარა სპილოა, რომელიც დიდი ყურებით დაიბადა, რის გამოც თავდაუჯერებელია. მაგრმ მისი პატარა მეგობრის - თაგვი ტიმოტის დახმარებით იგი შეძლებს ყველანაერი სირთულეების გადალახვას...
არც თუ ისე შორეულ მომავალში ადამიანები თავის მსგავს რობოტებს ქმნიან. დევიდი –რობოტი ბიჭუნაა, რომელსაც ნამდვილი გრძნობები და ემოციები აქვს და ოცნებობს ნამდვილ ადამიანად იქცეს.
დოროთი ჯადოსნური ხერხით კვლავ გადაადგილდება ოზის სამყაროში, რათა გადაარჩინოს მისი მაცხოვრებლები. მაგრამ აღმოჩნდება, რომ დოროთის ძველი მეგობრები - საფრთხობელა, რკინის ტყის მცველი და მამაცი ლომი - გაუჩინარდნენ. მეგობრების ძიებაში ქვეყანაში მოგზაურობისას, დოროთი შეხვდება ახალ თანამგზავრებს.
არც თუ ისე შორეულ მომავალში ადამიანები თავის მსგავს რობოტებს ქმნიან. დევიდი რობოტი ბიჭუნაა, რომელსაც ნამდვილი გრძნობები და ემოციები აქვს და ოცნებობს ნამდვილ ადამიანად იქცეს.
ერთ ღამეს,როდესაც დიდი ფანტაზიის პატრონი თინეიჯერი სარა, რომელსაც ყოველ უიკენდზე ბავშვის მოვლა მობეზრდა, საყვარელი წიგნის "ლაბირინთის" გობლინს თხოვს მისი ნახევარ-ძმა წაიყვანოს, პატარა ტობი მართლაც გაქრება და სარა იძულებული ხდება ზღაპრულ ქვეყანაში გადავიდეს რომ ბიჭი იპოვნოს...
სამმა სტუდენტმა–გოგონამ ევროპაში მოგზაურობისას, გადაწყვიტეს ცოტა დიდი ხნით დარჩენილიყვნენ ბრატისლავაში. ისინი თვითონაც კი აზრზე არ არიან, რომ ხორცის და სისხლის სამეფოში მოხვდნენ. ადგილობრივი ერთერთი სასტუმრო ხომ, რომელშიც ჩვენი გმირები დაბინავდნენ, ბნელ საიდუმლოს ინახავს – საიდუმლო ორგანიზაციას, რომელიც წამებით და მკვლელობებითაა დაკავებული...
ფილმის მთავარი გმირი - გულშემატკივრების გუნდის წევრი - ერთ დღეს გადაწყვეტს, რომ მშობლიური ქალაქის ახალგაზრდა ბიჭები უნდა მოკლას... საუკეთესო მეგობარმა უნდა იპოვოს ხერხი, რომ შეაჩეროს გაბოროტებული დაქალი...
სიდნი პრესკოტმა ბოლო წლები სიწყნარეში გაატარა. ახლა კი იგი ვუდსბორგის სკოლაში მუშაობს. თითქოს ყველაფერი მის ცხოვრებაში თავის ადგილზე დგება, სანამ ერთ დღესაც არ იპოვიან ერთ-ერთი მოსწავლის გვამს. მკვლელი "მოჩვენების სახე" კვალვ ბრუნდება მის ცხოვრებაში...
პოპულარული ტელეწამყვანი, მსახიობი კოტონ უილი, რომელიც საშინელებათა ფილმში "დანით დარტყმა 3" ღებულობს მონაწილეობას უარი განაცხადა უთხრას მკვლელს, სად არის სინდი პრესკოტი, და ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა მასაც, და მის საყვარელ გოგონას ქრისტინას. მანიაკი უკვე ნაცნობ კოსტუში კლავს მსახიობებს, რომლებიც გადაღებებში მონაწილეობენ, იმავე მიმდევრობით, როგორითაც მათ სცენარის მიხედვით კლავენ. სინდი იმალება პატარა კალიფორნიის ქალაქში, და მას მუდამ კოშმარები ელანდება: ხან მოკლული დედა დასისხლიანებული ფრჩხილებით, ხან დედის ხმა ტელეფონში. მას აქვს მოწყობილობა, რომლის დახმარებით ის ნებისმიერი ადამიანის ხმას კოპირებს. ამ მოწყობილობის დახმარებით მან პოლიციელებს, რომლებსაც გამოძიება მიყავთ თავგზა აუბნია...
საკუთარი დის მკვლელობის შემდეგ მაიკლ მაიერსს ფსიქიკურად დაავადებულთათვის განკუთვნილ სპეციალურ კლინიკაში მკურნალობდნენ. 17 წლის შემდეგ მან მოახერხა კლინიკიდან გაქცევა და მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა ახალი მსხვერპლის საძებნელად.
ახალგაზრდების ჯგუფი მოხვდება პატარა ქალაქში, სახლში - სადაც სულ ცვილის ფიგურებია. ისინი გაიგებენ, რომ ვიღაცას კოლექციის გაფართოება სურს, მათ უნდა მოძებნონ გამოსავალი, რომ ამ სახლიდან თავი დაიხსნან...
მთელი ამერიკის უსაყვარლესი გარფილდი გადალახავს ოკეანეს თავის პატრონისთვის - ჯონ არბაკლისთვის - სიურპრიზის გასაკეთებლად, რომელიც ლონდონში იმიტომ წავიდა, რომ თავის შეყვარებულს ხელი სთხოვოს.
ის ცინიკოსია, ზარმაცი და საერთოდ - მსუქანი კატაა. ახლა გარფილდი - მთელი ამერიკის საყვარელი კატაა, რომელიც მალევე გახდება ფილმის კინოვარსკვლავი, რომელიც ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი. ფილმი გაკეთებულია გაზეთის ნახატების-კომიქსების საფუძველზე. გარფილდის პატრონი, ჯონი, სახლში საყვარელ ლეკვს მოიყვანს ოდის, და ამ მომენტიდან გარფილდის ცხოვრება უკუღმა იწყებს სვლას. მას უნდა მხოლოდ ერთი - მისი სახლის ცხოვრებიდან ეს ძაღლი სამუდამოდ გაქრეს! მაგრამ როდესაც ლეკვს მოულოდნელად გაიტაცებენ, გარფილდი,შესაძლოა ცხოვრებაში პირველად, გრძნობს თავის თავზე პასუხისმგებლობას. და ის მოქმედებას იწყებს.
ჯონ ანდერტონი, "პრეკრიმინალური" პოლიციის უფროსია 21-ე საუკუნის მეორე ნახევარში, მაშინ, როცა ტექნოლოგიას შეუძლია გამოიცნოს და გამოავლინოს დანაშაული მის ჩადენამდე. ანდერტონი თავად ხდება მსხვერპლი, როცა მკვლელობის ბრალდებით სხვა გამომძიებელი მიზანში ამოიღებს. შეძლებს თუ არა ანდერტონი იპოვოს ბზარი სისტემაში და დროულად დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა?
ყოფილი სპეცდანიშნულების რაზმის წევრი მონაწილეობას იღებს ექსპერიმენტში, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს მიიღოს წარმოუდგენელი ძალა, სისწრაფე და უნარი სწრაფი განკურნებისა...
მეცნიერები გაოგნებული არიან 1945 წელს გაუჩინარებული თვითფრინავის უკან დაბრუნებით, ელექტროენერგიის მიწოდებაში უცნაური ხარვეზებით და მოვლენებით რომლის ახსნაც უჭირთ. ისინი სკეპტიკურად უყურებენ იმ აზრს, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი უცხოპლანეტელთა დამსახურება იყოს.
ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ნელსონ მანდელამ იცის, რომ აპარტეიდის შემდგომ ერი რასობრივად და ეკონომიკურად გაყოფილი რჩება. მტკიცე რწმენით, რომ მას შეუძლია თავისი ხალხის გაერთიანება სპორტის უნივერსალური ენის მეშვეობით, მანდელა კრავს სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრებს, რომელიც გაიბრწყინებს 1995 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჩემპიონატის ისტორიულ მატჩში.