მხატვრულ-ბიოგრაფიული ფილმი ჯონ ლენონის შესახებ. ის მოგვითხრობს ჯონის ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე - დაბადებიდან 50-იან წლებამდე, როდესაც ჩამოყალიბდა პირველი მუსიკალური კოლექტივი მისი მონაწილეობით - ჯგუფი ”The Quarrymen”. ფილმს განსაკუთრებულ ლეიტმოტივად გასდევს ჯონის ურთიერთობა დედასთან...
დოკუმენტური ფილმი ნიუ-იორკში მცხოვრებ შავკანიანებსა და ლათინოამერიკელ ტრანსვესტიტებსა და ტრანსექსუალებზე. ჩვენ გავიგებთ როგორ ცხოვრობენ ისინი, რა უყვართ და რაზე ოცნებობენ...
სამმა მემკვიდრემ უნდა განაახლოს მშობლიური სახლი და დაუბრუნოს ვენახებს ადრინდელი დიდება. ისინი დაკრეფენ ყურძენს და ღვინოს გააკეთებენ, ამ პროცესისას კი გამუდმებით ჩხუბობენ...
დოკუმენტური ფილმი პირველი მსოფლიო ომის შესახებ. დაზავების დღის, რომელმაც ომს წერტილი დაუსვა და ომში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფაქტები დღის შუქს იხილავს...
მუჰამედ ნასისი ცოლთან - სამაიასთან და ორ შვილთან რაშიდთან და ჰადისთან ერთად ცხოვრობს. მისი შვილი გეგმავს რომ ცოლად უზმა მოიყვანოს, მაგრამ ის ეგვიპტელია ეს კი ყველაფერს ართულებს, რადგან მაჰმადი არ არის მორწმუნე...
მონა გრეი 20 წლის მარტოხელა გოგოა, რომელიც მამამისის მძიმედ დაავადებისას ნუგეშს მათემატიკის შესწავლისგან ნახულობს. როდესაც ის წამოიზარდა, მასწავლებლად დაიწყებს მუშაობას, ის გრძნობს, რომ უნდა დაეხმაროს თავის მოსწავლეებს პრობლემების მოგვარებაში...
მრავმილიონიანი ქონების მემკვიდრე – ლინეტი საუკეთესო მეგობრის, ჟაკლინის საქმროს გაჰყვა ცოლად. ახალდაქორწინებული წყვილი გემით ნილოსზე არაჩვეულებრივ კრუიზში გაემგზავრნენ. ჟაკლინი კი, გადაწყვეტს ახლადშეუღლებულ წყვილს თაფლობისთვე ჩაამწაროს. საქმეს ერკულ პუარო იძიებს. ფილმი აგათა კრისტის მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული...
ცნობილი იუგოსლაველი რეჟისორის, ემირ კუსტურიცას კრიმინალური დრამა. ფილმი მოგვითხრობს ნახევრად ბოშა პერხანის ცხოვრებას: გულუბრყვილო და მიმნდობი ბავშვიდან - წარმატებულ ქურდამდე, სიღარიბიდან - სიმდიდრემდე და იმედების გაცრუებაზე...
ჩემპიონი მოკრივის ისტორია, რომელიც ციხეში მოხვედრის შემდეგ ყველაფერს კარგავს. გათავისუფლების შემდეგ მას მოუწევს ბევრი სირთულის გადალახვა, რათა აღიდგინოს რეპუტაცია, დაიბრუნოს ერთხელ მოპოვებული ქამარი და ნამდვილი სიყვარული...
ერთმანეთს გამომწერებისა და მოწონებების რაოდენობის მიხედვით ვაფასებთ. კაილიც ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს. ხელიდან ტელეფონს არ იშორებს, ფეხიდან კი სკეიდ ბორდს. მას უნიკალური სმარტფონი ჩაუვარდება ხელში, რომელიც ამ ტელეფონით გამოქვეყნებულ პოსტს რეალობად აქცევს. ის იმაზე მეტს იღებს, ვიდრე წარმოედგინა, მაგრამ სამყაროს ეპიცენტრში ყოფნა არც ისე ადვილი აღმოჩნდება...
დაგი მთელ დანაზოგს დათმობს, რათა მოხვდეს გუნდში - ქუჩის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ წარუმატებლობის შემდეგ ყველაფერს კარგავს. მან ტურნირისა და ფულადი პრიზის მოგების იმედი დაკარგა, სწორედ ამ დროს იგი კალათბურთის ლეგენდას გაიცნობს, რომელიც მას დაარწმუნებს დაბრუნდეს კორტზე ბოლოჯერ...
ერთი შეხედვით კლარა ბარონს ყველაფერი აქვს: კარგი სამსახური, მშვენიერი სახლი და მოსიყვარულე ოჯახი. მაგრამ კლარას არ ჰყავს შეყვარებული. მექსიკაში ქორწილში წასვლა მას მარტო არ სურს, ამიტომ იგი თანამშრომელს სთხოვს მისი შეყვარებულის როლი ითამაშოს. მაგრამ კლარას სიურპრიზი ელის. ქორწილში მისი ყოფილი შეყვარებულიც მივა, რომელიც მის ოჯახს ძალიან მოსწონს. კლარა ორად იყოფა, ვერ გადაუწყვეტია დაბრუნდეს წარსულში თუ მისი გულის მოულოდნელ აღმოჩენას გაჰყვეს.
მიკა ძალიან ცნობილი გახდა ცხენების სამყაროში: ცხენების მფლობელები მთელი გერმანიიდან ასობით კილომეტრს გადიან, რათა კალტენბაჰისაგან რჩევა მიიღონ. მაგრამ მიკასთვის ამდენი ყურადღება დამღლელი აღმოჩნდება და იგი მის ცხენთან ერთად ანდალუსიაში მიდის...
სად ისურვებდით შეხვდრას თქვენს ყოფილთან? არა თვითმფრინავში, სადაც მოგიწევთ ხანგრძლივი ფრენის გადატანა ერთად. რა თქმა უნდა არა მანქანაში, სადაც მიუხედავად უსახელო ისლანდიის ვულკანისა, მოგიწევთ ერთად გადალახოთ მთელი ევროპა...
ოქსფორდის უნივერსიტეტში, პროფესორი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ერთად მუშაობენ, რათა შეაჩერონ მკვლელობების სერია, რომელიც მათემატიკურ სიმბოლოებთანაა კავშირში...
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჯგუფის "Coldplay"-ს შთამბეჭდავი ისტორია. რეჟისორი გვიჩვენებს ცნობილი ტურის "ოცნებებით სავსე თავი"-ს აქამდე უცნობ კადრებს კულისებიდან, ასევე არქივს, რომელიც კოლექტივის 20 წლიანი არსებობის მანძილზე მდიდრდებოდა. ფილმი სავსეა ისეთი ჰიტების გრანდიოზული შესრულებებით, როგორებიცაა "FIX YOU" და "VIVA LA VIDA". ისტორიის ბირთვია ჯგუფის წევრების ურყევი მეგობრობა, რომელმაც ბევრ აღმავლობასა თუ წარუმატებლობას გაუძლო...
ახალგაზრდა ადვოკატი რუთ ბეიდერ გინზბურგი და მისი ქმარი მართი აშშ უზენაეს სასამართლოში შეიტანენ სკანდალური საქმეს და გადატრიალებას მოახდენენ გენდერული დისკრიმინაციის საუკუნოვან ეპოქაში...
645 წელს თენგის დინასტიის იმპერატორი ლი, კორეის უძველეს სამეფოში გოგურიეოში იჭრება, ერთ გამარჯვებას მეორე მოსდევს, თანგის არმია ანსის საზღვარს მიადგება, რომელსაც გენერალი იანგი იცავს. გენერალი აერთიანებს ქალებსა და მამაკაცებს, უკლებლივ ყველას, რათა მოწინააღმდეგეს წინ აღუდგეს.
გერმანია, იენა, 1944 წელი. თეთრკანიანი გერმანელი დედისა და შავკანიანი აფრიკელი მამის 15 წლის ქალიშვილი „ „ახალგაზრდა ჰიტლერელების“ წევრს - ლუდს, შეხვდება, რომლის მამაც ცნობილი ნაცისტი სამხედროა. სწრაფად ცვალებად მსოფლიოში მათი კავშირი ნაკლებსავარაუდოდ გამოიყურება...
ფილმი მოგვითხრობს ერთი ძაღლის - ბელას, გულიშიჩამწვდომ თვგადასავალზე, რომელიც 400 მილის სიგრძის გზას დაადგება სახლში დასაბრუნებლად, მას შემდეგ, რაც საყვარელ ადამიანს დააშორებენ...
ლაურა, ბუენოს - აირესში მცხოვრები ესპანელი ქალი, ქმართან და შვილებთან ერთად, მშობლიურ ქალაქში, მადრიდის შემოგარენში ბრუნდება. გამგზავრების პროცესი დიდ იმედგაცრუებაში გადაიზრდება, როდესაც მოულოდნელი გარემოებები, საიდუმლოებებს გამოააშკარავებს...
ფილმი გადაღებულია ჰანს კრისტიან ანდერსენის ამავე სახელწოდების ზღაპრის მიხედვით, სადაც ასახულია უდიდესი სიყვარულის ამბავი. დედის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ გერდა და მისი მამა გააგრძელებენ პატარა სასტუმროს ხელმძღვანელობას, რომელსაც ისინი სახლს უწოდებენ. მარტოხელა გერდასთვის ერთადერთი მეგობარი არის ლამაზი ახალგაზრდა - კაი. ერთხელაც ღამე სასტუმროში დასახლდება უცნობი სტუმარი და მეორე დღესვე გაუჩინარდება კაისთან ერთად. ამიტომ გერდა გაემგზავრება მის საძებნელად. საინტერესო, უჩვეულო, საშიში მოგზაურობის გზა გერდას საბოლოოდ მიიყვანს ყინულის დედოფალთან...
თინეიჯერი გოგონა და მისი მამა ერთ შორეულ უცხო მთვარეზე იმოგზაურებენ ელვისებურად გამდიდრების იმედით. მათ მოახერხეს კონრაქტის გაფორმება, რომელიც უფლებას აძლევთ ძნელადმოსაპოვებელი ძვირფასი ქვების საბადო გათხარონ, რომელიც მთვარის ტოქსიკურ ტყეშია. თუმცა ამ უკაცრიელ ადგილებში სხვებიც დახეტიალობენ და ეს საქმეც მალე გადარჩენისათვის ბრძოლაში გადაიზრდება. ფილმი არ უნდა აგვერიოს 2004 წელს იგივე რეჟისორების მიერ გადაღებულ ამავე სახელწოდების ფილმში...
16 წლის ჯეიმის ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინება. მისი დღეები სავსეა გართობით, სიყვარულით და მეგობრებით. ყველაფერი რადიკალურად იცვლება, როდესაც მისი ოჯახის დიდ საიდუმლოებებს ფარდა ეხდება...
აპოკალიფსი - მზე ქრება. დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობას 8 წუთი სჭირდება... მთელი სამყარო პანიკაშია, ერთი ადამიანის გარდა. ის აპოკალიფსს პირად ცხოვრებისეულ გამარჯვებად აქცევს...
მივადევნოთ თვალი რამდენად შეძლებს ალექს ჰონოლდი გახდეს პირველი ადამიანი, ვინც განახორციელებს იოსემითის 3.000 ფუტის სიმაღლის „ „ელ კაპიტანის“ კედელზე ინდივიდუალურ ასვლას. უთოკოდ და უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე, ეს იქნება უდიდესი გმირობა კლდეზე ცოცვის ისტორიაში...
12 წლის ბიჭი ზეინი ცდილობს გადარჩეს ბეირუთის სიბინძურით სავსე ქუჩებში. პატარა ასაკის მიუხედავად, ზეინი დაუღალავად შრომობს, ასრულებს ყველანაირ სამუშაოს რათა როგორმე გადარჩეს და თავი დააღწიოს დაუსრულებელ ტანჯვას. იგი ხედავს სამყაროში გამეფებულ სისასტიკესა და სიძულვილს. საბოლოოდ ციხის კედლებში აღმოჩნდება, სადაც განსჯის მშობლებს მისი გაჩენისათვის...
გვინეტ პელტროუ ლონდონელ პუბლიცისტს - ელენს თამაშობს. ფილმი გვიჩენებს თუ რა მოხდებოდა, მას რომ მატარებლისთვის კარის დაკეტვამდე მიესწრო ან ვერ მიესწრო...
მზე ძალას კარგავს. მამაცი ასტრონავტებისგან შემდგარი ჯგუფი ყველაფერს აკეთებს კაცობრიობის გადასარჩენად, ისინი ადამიანთა მოდგმისათვის ახალი სახლის პოვნას თავგანწირვით ცდილობენ...
გუ ქსიაჯიაო, ახალგაზრდა გოგონა 2018 წლიდან და ლუ მინგი, მამაკაცი 1999 წლიდან აღმოაჩენენ რომ ერთ საწოლში გაეღვიძათ ერთსა და იმავე დროს. კიდევ უფრო გაოცდებიან, როდესაც აღმოაჩენენ,რომ საძინებლის კარიდან გასვლით დროში მოგზაურობა შეუძლიათ. მხიარულება იწყება, როდესაც გადაწყვეტენ ამ 2 სამყაროში ცვლილებების შეტანას,, თუმცა არ იციან რომ მათი ბედი იდუმალი პირის ხელშია...
როდესაც ასტრიდ ლინდგრენი ძალიან ახალგაზრდა იყო, მოხდა რაღაც, რამაც მასზე წარუშლელი კვალი დატოვა. სასწაულისა და უბედურების ამ კომბინაციამ მთელი მისი ცხოვრება განაპირობა. ეს იყო ის, რამაც იგი ჩვენი საუკუნის ერთერთ ყველაზე ცნობილ მწერალ ქალად აქცია, რომელიც მთელმა მსოფლიომ შეიყვარა. ეს არის ისტორია ახალგაზრდა ასტრიდისა, რომელმაც მიუხედავად იმ დროისთვის დამახასიათებელი მოლოდინებისა და მისი რელიგიური აღზრდისა, გადაწყვიტა საზოგადოებაში დამკვიდერბული ნორმები დაერღვია და თავის გულისთქმას გაჰყოლოდა..
ინგლისი, 70-იანი წლები. სამი მეგობარი დღეებს გართობაში, ლოთობაში, ჩხუბში და გოგონების დევნაში ატარებს. ფრედის მუშათა კლასიდან თავის დაღწევა სურს, ბრიუსი და სნოკი კი ცხოვრებით კმაყოფილები არიან. მაგრამ როდესაც ფრედი ახალ სამუშაოს იწყებს და თავის სკოლისდროინდელ სიყვარულს ხვდება, მეგობრებს გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ, რომელიც მათ ცხოვრებას შეცვლის...
ილიასთვის, რომელიც არც ისე ცნობილი მსახიობია, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის როგორც იქნა. ხვალიდან ის რადიოწამყვანი იქნება. იგი გადაწყვეტს, რომ ახალი სამსახურის დაწყება აღნიშნოს. თუმცა, მეორე დღეს რადიოში ერთ სიტყვასაც ვერ ამბობს, რადგან წინა დღის წყვეულების შემდეგ ხმა სრულიად დაკარგა. პირდაპირ ეთერამდე ნახევარი საათია, კონტრაქტი ხელმოწერილია, ილიას კი სრული პანიკა იპყრობს. ერთადერთი რამ, რასაც მისი გადარჩენა შეუძლია არის ინექცია, რომელიც ხორხში უნდა გაუკეთდეს...
დოკუმენტური ფილმი ლომების ოოჯახზე. განდევნილმა ლომმა და მისმა ორმა ბოკვერმა უნდა იბრძოლონ გადარჩენისათვის, ამისათვის კი ერთადერთი გამოსავალია გაიქცნენ კუნძულ დუბადან...
ერთ-ერთი მორიგი, წვრილმანი ძარცვის შემდეგ, ოსამუ და მისი ვაჟი, პატარა, გაყინულ გოგოს გადაეყრებიან. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს თავი გაჭირვებით გააქვს, ოსამუს ცოლის თანხმობით, უპატრონო გოგონას შეფარებას გადაწყვეტენ. მიუხედავად სირთულეებისა, ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ, სანამ მოულოდნელი ინციდენტი, დაფარულ საუდუმლოებებს არ გამოაშკარავებს...
მაია, 40 წლის ქალბატონია, რომელიც შეუსრულებელი ოცნებებისგანაა იმედგაცრუებული. მას მიეცემა შანსი იმისა, რომ დაამტკიცოს - ქუჩის განათლება შესაძლოა ისეთივე შეუფასებელი იყოს, როგორ წიგნიერი განათლება, და რომ არასდროსაა გვიან მეორე აქტისთვის...
ფილმი - "უხილავი სტუმარი" მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიზნესმენ ედრიან დორიაზე, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს სასტუმროს ნომერში მისი გარდაცვლილი საყვარლის სხეულთან ერთად იღვიძებს. მას მკვლელობაში დაანაშაულებენ. იგი გადაწყვეტს საუკეთესო ადვოკატს მიმართოს საქმის გამოსაძიებლად...
ლიამ პეიჯი ქანთრი მუსიკოსია, რომელიც იმის მაგივრად რომ მის შეყვარებულ ჯოზიზე დაქორწინებულიყო, დიდებასა და სიმდიდრეს გაეკიდა. მაგრამ მას მისი საუკეთესო მეგობრის დაკრძალვაზე მოუწევს მშობლიურ ქალაქში დაბრუნება, სადაც კვლავ ხვდება მის ერთადერთ ნამდვილ სიყვარულს ჯოზის...
ქალისა და მამაკაცის დიდებული სიყვარულის ისტორია, რომლებიც ერთმანეთს ომისგან ნანგრევებად ქცეულ პოლონეთში ხვდებიან. რადიკალურად განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ტემპერამენტის მიუხედავად, საბედისწერო კავშირი ვერანაირმა სირთულემ ვერ გაანელა, მათ ერთმანეთის სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე აქვთ მისჯილი...
რიგით 91-ე დაჯილდოვება, რომელიც ჩატარდება 2019 წლის 24 თებერვალს, გამოავლენს 2018 წლის საუკეთესო ფილმებს. ცერემონია ჩატარდება კალიფორნიაში, კერძოდ, ჰოლივუდში მდებარე თეატრში...
პემსიაზე გასული მენეჯერი ელ ჰარტი შემთხვევით თავის პირველ კლიენტს, კომიკოს ბადი გრინს გადაეყრება, რომელმაც შოუ ბიზნესი 50 წლის წინ დატოვა. ელი ხედავს ბადის თამაშში დაბრუნების შესაძლებლობას, ცდილობს დაითანხმოს იგი მოხუცთა პანსიონატიდან გაქცევაზე და ტურნეში მონაწილეობაზე...
ახალგაზრდა გოგონა სახელად რობინი გადაწყვეტს ავსტრალიის გადაკვეთას. გზაში მას თან ჰყავს ძაღლი და ოთხი აქლემი. «NATIONAL GEOGRAPHIC»-ის ჟურნალი, რომელიც დაინტერესდა მისი პროექტით, სთავაზობს გოგონას დაწეროს ტურისტული შენიშვნები და აყოლებენ ფოტოგრაფს.