კრიმინალური კომედიის გმირს, იდეა, მოეპარა პასპორტი მისი მსგავსი ბიჭისათვის , კარგი მოეჩვენა. ის ხომ იმალება, მას შემდეგ რაც შეცდომით დაადანაშაულეს.მაგრამ მალევე მიხვდა , რომ დიდი შეცდომა დაუშვა. პასპორტის პატრონს მასზე ადრე ეძებდა პოლიცია და იგი ძალიან საშიში პიროვნებაა. მან სასწრაფოდ უნდა მოიფიქროს, როგორ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, რათა სხვისი დანაშაულის გამო არ მოუწიოს პასუხისგება...
ისტორია ყოფილ კაპიტანზე, რომელმაც დაკარგა რვა ადამიანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის დანგრევისას და გამომცემელზე, რომელიც ეხმარება მას მოამზადოს სახოტბო სიტყვები, რაც მან უნდა წარმოთქვას...
ფილმში მოვლენები ვითარდება იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტურინში, სადაც კომისარი სალვატორე სანტამარია იძიებს ცნობილი არქიტექტორის მკვლელობის საქმეს...
ახალგაზრდა ქალი ბავშვობის ქალაქში ბრუნდება, რათა წარსულს შეურიგდეს. ტორის მედიუმის იშვიათი ნიჭი აქვს. მას წარსულის და მომავლის ცალკეული სურათების დანახვა შეუძლია. ტორი თავისი საუკეთესო მეგობარი გოგონას სასტიკი მკვლელობის კადრებს ხედავს, რომელიც შორეულ ბავშვობაში მოხდა...
იყო ორი გოგონა. ერთს მარინა ერქვა, მეორეს კი ჰოლი. გოგონები განუშორებელნი იყვნენ, ამიტომაც საერთო სახელიც მოიგონეს თავისთვის – ჰორინა. გადიოდა წლები: იცვლებოდა თმის ვარცხნილობები, მუსიკა, მოდა, ჟარგონი, კუმირები. ფილმის გმირებიც იცვლებოდნენ: ხან ჩხუბობდნენ, მერე რიგდებოდნენ, იცინოდნენ და ტიროდნენ, ეზიარებდნენ სიყვარულს და გულისტკივილს, იზრდებოდნენ და ცხოვრებაში საკუთარ დანიშნულებას ეძებდნენ...
დედის სიკვდილის შემდეგ ჰენრიჰი, ნავარის მეფე ხდება და მალე ცოლად ირთავს მარგარიტა ვალუას, რომელიც ცნობილია როგორც "დედოფალი მარგო". მათ შეუღლებას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა, შედეგად კი უნდა მომხდარიყო კატოლიკური და პროტესტანტული პარტიების შერიგება, რომლებიც სისხლიან ბრძოლას აწარმოებდნენ ერთმანეთთან. მათი ქორწილი რამოდენიმე დღე გრძელდებოდა, რაც პროტესტანტების ჟლეტით დასრულდა.ის ღამე,ბართლომეს ღამის სახელით ჩაეწერა ისტორიაში...
ფილმი ტომას ჰარდის ნაწარმოებზეა დაფუძნებული. ვიქტორიანულ ინგლისში ჯუდი ახალგაზრდაა, რომელიც ოცნებობს განათლების მიღებაზე უნივერსიტეტში. ამის ნაცვლად იგი ქვით მშენებელი გახდება და ღარიბ სოფლელ გოგონაზე დაქორწინდება.ჯუდი განაგრძობს ოცნებას და მისი მეუღლის უეცარი გამგზავრების შემდეგ ის ქრისტმინსტერში გადასახლდება, სადაც პრესტიჟული უნივერსიტეტია.აქ მას შეუყვარდება სიუ. სწორედ აქ იწყება პრობლემები, იგი კვლავ ქორწინებაშია არაბელასთან. მას და სიუს კი არანაირი შემოსავლის წყარო არ გაჩნიათ...
დიანა არბუსი ცნობილი და შეძლებული ოჯახის წარმომადგენელია. მას შეუყვარდება ლაიონელ სუინი, იდუმალებით მოცული მეზობელი, რომელსაც ის ფანჯრიდან დაინახავს. დიანა ინტერესდება ლაიონელით და მის სახლში მიდის, რათა ფოტო გადაუღოს. ლაიონელი მას მარგინალ ადამიანებს გააცნობს, რომლებსაც დიანა ფოტოებს უღებს. ლაიონელის წყალობით დიანა არბუსი თავის თავში ნიჭს აღმოაჩენს და ის XX საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ფოტოხელოვანი ხდება...
ფრენკ მორისონი უკვე არ ცხოვრობს თავის ყოფილ ცოლთან სიუზანთან და შვილთან დენისთან, რომელსაც უკვე მამინაცვალი ყავს, ცნობილი მეწარმე რიკ ბარნსი. ყველა რიკის მცდელობის მიუხედავად დენის დაუმეგობრდეს, მათი ურთიერთობები ვერ ლაგდება. მალევე დენი შემთხვევით საშინელი ამბების თვითმხილველი გახდება: მის მამინაცვალი დაუნდობლად კლავს და ანადგურებს უცნაური უცნობის გვამს, რომელიც ცოტა ხნის წინ გაჩნდა ქალაქში. დენი ყველაფერს პოლიციას მოუყვება, მაგრამ მოზარდს, რომელიც ცნობილია თავისი ფანტაზიის და ტყუილების მოყოლის უნარით, არავინ უჯერებს, მისი მშობელი მამის გარდა,რომელიც თავისი ცხოვრების რისკით იწყებს მდიდარი და საშინელი ადამიანის ბნელ წარსულში ქექვას...
დაქვრივებულ მისტერ ბრაუნს, შვიდი აუტანელი ბავშვი ჰყავს, რომლებმაც უკვე 17-ი ძიძა გააქციეს სახლიდან. მაგრამ ახლა ვნახოთ რას მოიმოქმედებენ ისინი ჯადოსნური ძალის მონე ძიძა მაკფისთან...
მიკის შეუყვარდება განგსტერის ქალიშვილი და ამის შესახებ მხოლოდ ქორწილამდე რამოდენიმე დღით ადრე შეიტყობს.მაგრამ ეს მას სულაც არ აბრკოლებს რადგან სასიმამრო ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა ერთი შეხედვით...
ფილმის მოქმედება მეცხრამეტე საუკუნეში ვითარდება. ფრანგი ენვერ ჟანკური ახალგაზრდა ცოლიანი მამაკაცია, რომელიც აბრეშუმის კონტრაბანდას ეწევა. ის საფრანგეთიდან იაპონიაში მიემგზავრება, რათა საიდუმლო ტვირთი წამოიღოს. იაპონიაში ჟანკური ლამაზ გოგონას გაიცნობს, რომელიც იაპონელი გავლენიანი ბიზნესმენის საყვარელია. მამაკაცს ლამაზმანისადმი ვნება შეიპყრობს. მათ შორის არსებული ენობრივი ბარიერის გამო, ისინი იძულებულები არიან წერილებით იკონტაქტონ...
მოგესალმებით სამოთხეში, სადაც სრულდება ყველა სურვილი! პატარა ულამაზესი ქალაქი ზღვასთან. მოსახლეობა სულ რაღაც 120 გიჟი. მათ ნამდვილად სჭირდებათ კარგი ექიმი...
კენია მაკქუინი, კორპორატიული ადვოკატი, სიყვარულს იპოვი იქ , სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდა, მაშინ როდესაც იგი ბრმა პაემანზე წავა სექსუალურ ბრაიან კელისთან...
ბიზნესის ტიტანს აგზავნიან ციხეში მას შემდეგ, რაც ვაჭრობაში დაიჭერენ. როცა ის გამოაშკარავდება, ის მზადაა დაიწვას თავი. თუმცა როგორც ამერიკის უკანასკნელ მიჯნურს მალე მას ყველა აპატიებს და დაივიწყებს...
გარვი სან ფრანცისკოელი ლომბარდის ოპერატორია. მის არყოფნაში,მაღაზიაზე თავდასხმას გეგმავენ ადგილობრივი კრიმინალები. თუმცა პროცესში მძარცველებს რომანტიული გრძნობები მოეძალებათ...
ფილმი მოგვითხრობს მატყუარა ბიჭის ისტორიას რომელიც ერთ დღესაც თავად აღმოჩნდება ტყუილის მსხვერპლი რაც მას ძალიან გააბრაზებს. ის ყველაფერს იზამს სამართლიანობის აღსადგენად...
მარიო და ლუიჯი, რომლებიც წყალსადენის ოსტატები არიან, აღმოაჩენენ სხვა სამყაროს, სადაც დინოზავრიებმა ევოლუცია განიცადეს. მათი ძირითადი საზრუნავი დინო დიქტატორისაგან კაცობრიობის ხსნაა...
ისტორია ახალგაზრდა მწერლის და ფრანგი დიპლომატის ლამაზი ცოლის ვნებიან რომანზე. მათ სიყვარულისთვის მხოლოდ ორი საათი აქვთ დღის განმავლობაში, 5-დან 7-მდე...
ადამს უკვე 7 წელია ცოლად ჰყავს დიდემი. მან რამოდენიმეჯერ სცადა გამოეცადა თავის თავი ვაჭრობაში, მაგრამ სამწუხაროდ წარმატებას ვერ მიღწია. ამიტომ გადაწყვიტა გაეგრძელებინა მუშაობა ვეტერინარად. ის თავის ნებით გადაეშვა ერთფეროვანი ცხოვრების მორევში...
ბედნიერი ახალდაქორწინებული წყვილი თაფლობის თვეს ევროპაში ატარებს, მაგრამ ერთობლივი ცხოვრება არც ისე იოლი აღმოჩნდა. მათ თავი უნდა გაართვან სირთულეებს და შეძლონ საკუთარი სიყვარულის გადარჩენა...
დოკუმენტური ფილმი ქალთველ ახალგაზდობაზე, მსახიობებზე, მომღერლებზე , მხატვრებზე, რომლებიც გრძელ თმას ატარებენ და იქ დადიან უსაქმოდ , სადაც მზე ისე ანათებს როგორც კალიფორნიაში...
ერთერთ საუკეთესო იტალიურ კიომედიაში ჩვენ კვლავ შევხდებით ბრწყინვალე დუეტს: ადრიანო ჩელენტანო და ორნელა მუტის. ცნობილი ამერიკული ფილმის “რომის არდადეგების” პარაფრაზი მართლაც დიდებულია. ამ ჯერად ჩელენტანო – აღუშფოთებელი და უხეში ბარნაბა ჩიკინი – ქალთა ყურადღებით გათამამებული ავტობუსის მძღოლი რომში. ერთხელაც ის შემთხვევით შეხვდება პატარა სამეფოს სან–ტულიპის პრინცესას – ლამაზმანს ქრისტინას. მაგრამ რას მოიტანს ეს შეხვედრა –არ იცის არც ბარნაბამ და არც ქრისტინამ...
ის გებელსის ალერსს გაექცა, მან ჰოლივუდი დაიპყრო, მაგრამ ვერ გაუძლო დიდებას და სამშობლოში დაბრუნდა. მაკარენას ახალი ცხოვრების დაწყება სურს, ფილმში მონაწილეობაზე თანხმდება სადაც დედოფალი იზაბელა პირველის როლი უნდა ითამაშოს, მაგრამ წარსული მოსვენებას არ აძლევს...
მილიონერი მამის უეცარი სიკვდილის შემდეგ ორი განებივრებული და რჩება ფულის გარეშე. ბევერლი-ჰილზიდან მათ მოუწევთ გადასვა დეიდასთან ლოს-ანჯელესის ყველაზე ღარიბ რაიონში. ძნელია მდიდარი გოგონების ჩვებების მოცილება, მაგრამ გაჭირვების დროს დები ნამდვილ სიყვარულს იპოვიან...
რემი გაიარი - ნამდვილი პერსონაჟია ინტერნეტში, ტროლერი, პროვოკატორი, ევროპაში ინტერნეტის ყველაზე პოპულარული კომიკოსია. ნახევარი მილიარდი ნახვები და მილიონი ფანები. ერთ დღეს, მან ცხოვრება აიწყო: დაქორწინდა, მუშაობა დაიწყო, შეპირდა ორსულ ცოლს, რომ ისიც გადის შვებულებაში და თავს ანებებს მაიმუნობას...
სამურაი პოლიციელის შემთხვევის შემდეგ 25წელი გავიდა. დეტექტივი ფრანკ ვაშინგტონი იძულებულია თავის პარტნიორ ჯო მარშალთან ერთად მოაგვაროს მკვლელობების სერიები რომლებსაც მკვლელების ჯგუფი ანხორციელებს...
8 წლის ანტონი ატარებს თავის ვიკენდს ალკოჰოლიკ მამიკო ვოლტთან ერთად, ამასობაში მისი დედიკო ბონი და მისი ახალი ქმარი კაილი მიდიან კათოლიკურ თავშესაფარში ერთად. ვოლტი მოუხერხებელია, არ იცის როგორ უნდა გაატაროს დრო ანტონისთან, განსაკუთრებით პირველი დღეები ერთად იყო ხასიათის უბედური გამოვლინებების სერიები...
უღიმღამო და ყველასგან გაუცხოებული მოზარდი გადაწყვეტს დაეხმაროს მის ახალ მეგობარს, მათ პატარა სკოლაში კლასის თავმჯდომარე გახდეს. ამავე დროს იგი თავის მეტად უცნაურ ოჯახს უნდა გაუმკლავდეს...
მატადორმა დიეგომ ორი გოგონა მოკლა, რადგან ხართან ბრძოლის დროს დაშავდა და არენაზე ვეღარ გამოდიოდა. მისმა თაყვანისმცემელმა ადვოკატმა, რომელსაც მკვლელობის სურვილი ახრჩობდა, ორი მამაკაცი მოკლა. მისი ოცნება დიეგოსთან ერთად სიკვდილია. მაესტროს მოსწავლე, რომელიც მამის გარეშე საშინელ დედასთან ერთად ცხოვრობს, ამ მკვლელობებს საკუთარ თავზე იღებს, მაგრამ პოლიციას მისი არ სჯერა...
ფილმი გადაღებულია სტივენ კინგის ნაწარმოების მიხედვით. დეტექტივების მწერალი, ტესსი მიემგზავრება მკითხველებთან შეხვედრის შემდეგ და მოულოდნელად საბურავი დაეშვება. კეთილი გამვლელი აჩერებს ქალის დასხმარებლად, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მძღოლი პარალელურად ასევე სერიული მკვლელია...
ყველაფრის მცოდნე ფლინ კარსენი, რომელსაც 22 უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, სამუშაოდ ეწყობა ცნობილ ნიუ-იორკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მხოლოდ რჩეულებმა იციან, რომ მის საიდუმლო ოთახებში ინახება ძველებური არტეფაკტები და ფასდაუდებელი ძვირფასეულობა, რომელთა შორის ექსკალიბურის ხმალი, პანდორას ყუთი, ცნობილი ”მონა ლიზას” ორიგინალი და კიდევ უამრავი ექსპონატი არის...
ოფიცერი ქერი ამჰოუნი და მისი კოჰორტა ასრულებენ სწავლას პოლიციის აკადემიაში და მათი პირველი დავალების შესასრულებლად ქუჩაში გადიან. გაუმკლავდებიან თუ არა ისინი ტერორისტებს? ამას დრო გვიჩვენებს...
ფილმის მთავარ გმირს რიჩარდ კუპერს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მას მობეზრდა ოჯახური ცხოვრება, ცოლთან ერთად ფსიქოლოგთან ვიზიტები კი ვერ ეხმარება. მის ცხვოვრებაში ყოფილი შყვარებულია ნიკი ტრუ გამოჩნდება, რომელიც არჩევანის წინაშე აყენებს: გადააფასოს მისი ახლანდელი მდგომარეობა ან უღალატოს ცოლს...
ისტორია უბრალო გოგოს შესახებ, რომელიც თანამედროვე სათხილამურო კურორტზე მიდის სამუშაოდ. გოგონა აღმოაჩენს, რომ მას სნოუბორდისტის ნიჭი აქვს. მას შეუყვარდება უფროსის შვილი...
ანტუანი, ბერძნულის პროფესორია. ლაისი პოლიციის ინსპექტორი ისინი თაფლობის თვეს ატარებენ საბერძნეთში. აქ ისინი ხვდებიან ახალგაზრდა წყვილს არქეოლოგ ჩარლისა და აგნესს...
სტეისის თავისი შეყვარებულის წარსულის გაგება უნდა. მას შესაძლებლობა ეძლევა მის ელექტრონულ წიგნაკში ჩაიხედოს და იქიდან საჭირო ინფორმაცია მიიღოს მისი ძველი მეგობარი გოგონების შესახებ...
გრეგი სკოლის დამამთავრებელი კლასის დახურვას, რაც შეიძლება შეუმჩნევლად ცდილობს. თავიდან იცილებს ყველანაირ სოციალურ აქტივობასა და უსიამოვნებას. ამავდროულად თავის ერთადერთ მეგობართან, ერლთან ერთად ყველასგან ფარულად უცნაურ ფილმებს ქმნის. მის ასოციალურობასა და მეგობრობას საფრთხე დაემუქრება, მას შემდეგ რაც დედამისი აიძულებს ლეიკემიით დაავადებული კლასელის მეგობარი გახდეს...
ჩიკაგო. მოხეტიალე ბილ დანსერი და ობოლი გოგონა ხუჭუჭა სიუ ერთად აფერისტობენ, ბილი გოგონას პატარაობიდანვე უვლიდა. ერთხელაც ბილს იღბალი გაუღიმებს. მისი უწყინარი თაღლითობის შედეგად დანსერი გოგონასთან ერთად მდიდარ სახლში გადადის...
1960 -იანი წლებში საშუალო სკოლის მეგობრები, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილოეთ ჩიკაგოსთან ახლოს , იღებენ სიამოვნებას ცხოვრებისგან სრულად... წვეულებები, შეხვედრები ახალ მეგობრებთან. ცხოვრება იცვლება ორი ბიჭისთვის, როცა ისინი ხვდებიან კარიერისტ კრიმინალებს და აღმოჩნდებიან ჩართულები კადილაკის მოპარვის საქმეში. ჩვენ ვხედავთ მათ ცხოვრებას სკოლის დრამატული დასასრულისას...
ნიკიტა და აფინა იდეალური წყვილია, როგორც ტვიქსი ან როგორც ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი, თუმცა ასე მხოლოდ ნიკიტა თვლის. ერთხელაც აფინა უცხადებს, რომ ტოვებს მას და სხვასთან მიდის. ნიკიტა არაა თანახმა დაკარგოს საყვარელი ქალი და გადაწყვეტს დაიბრუნოს ის...
საახალწლო არდადეგებზე მშობლიურ მხარეში იკრიბება დიდი ოჯახი, რათა შეაჯამონ გასული წლის შედეგები და ერთად აღნიშნონ დღესასწაული. ისინი შესძლებენ შეაფასონ ბოლო სიახლეები, გაიხსენონ ტრადიციები, მოუსმინონ ნათესავებისგან მოულოდნელ აღიარებას, მოასწრონ წაჩხუბება, მაგრამ საბოლოოდ კარგი იუმორის გრძნობა და ცოტა საახალწლო ჯადოქრობა დაეხმარება მათ უსიამოვნების გადალახვაში...
სანტა კლაუსის მემკვიდრე ნიკმა პირველად უნდა შეასრულოს საშობაო დავალება. შობამდე 11 დღე დარჩა. მას და მის რჩეულს ბეტს კი აუარებელი წინაღობა აქვთ გადასალახი...