4 ინგლისელის თავგადასავალი ლიტვაში. ლონდონში არალეგალური კაზინოს დაყაჩაღების შემდეგ ოთხეული ჯდება თვითმფრინავში და აპირებს წასვლას მალაიზიაში. თითქოს ყველაფერი გეგმიურად მიმდინარეობდა, მაგრამ არავის არ ეგონა, რომ თვითმფრინავი ვულკანის გაღვიძების გამო განახორციელებდა მალაიზიის ნაცვლად ვილნიუსში იძულებით დაჯდომას...
თამაშში ყოველთვის რამდენიმე ფიგურა მონაწილეობს. ერთერთი მათგანი ჯეისონ ბორნია, მეორე–სრულყოფილი აგენტი– კენეტ კიტსონი. მათი შესაძლებლობები უსაზღვროა. მაგრამ იდელაური იარაღიც კი გამოდის ზოგჯერ მწყობრიდან...
უღიმღამო ცხოვრებისგან მობეზრებული ოთხი მეგობარითავის უეცრად აღმოაჩენს, რომ მათ ქალაქში უცხოპლანეტელები დათარეშობენ. ისინი საკუთარი ქალაქისა და მსოფლიოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
როზმარის ჩვილი რომან პოლანსკის მიერ გადაღებული კლასიკური ფსიქოლოგიური თრილერია. იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილზე, რომლებიც საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადადის. მალე როზმარი ხვდება, რომ მისი ახალშობილი ბავშვი დაუცველია უცნაური მეზობლების გარემოცვაში...
ჰარვარდის უნივერსიტეტიდან უსამართლოდ გარიცხვის შემდეგ, ამერიკელი მეთ ბაკნერი ინგლისში, დასთან ჩადის. აქ იგი მომხიბლავ, მაგრამ საშიშ სიძეს, პიტ დუნჰამს დაუმეგობრდება, რომელიც მას ბრიტანული ფეხბურთის ხულიგან გულშემატკივრებს გააცნობს. მეგობრების დახმარებით მეთი სწავლობს, როგორ გაძლიერდეს და როგორ იცხოვროს ძალადობით აღსავსე სამყაროში. "მწვანე ქუჩის ხულიგნები" არის ისტორია ერთგულებაზე, ნდობასა და ზოგჯერ სასტიკ შედეგებზე, რაც ხიფათიან ცხოვრებას ახლავს...
ფილმი, ძირითადად ვაშინგტონ პოსტის სტატიაზე დაფუძნებით, მოგვითხრობს მსახურთუხუცესზე იუჟენ ალენზე, რომელიც მუშაობდა თეთრ სახლში და ემსახურებოდა 8 ამერიკის პრეზიდენტს.
კაცი, რომელიც თავის მომავალ ბედისწერას შეიტყობს და ნიუ–იორკის ქუჩებში რეგულირების ბიუროს წინააღმდეგ იბრძვის. ის საკუთარ დიდებას რისკის ქვეშ აყენებს იმისათვის, რომ საყვარელ ქალთან ყოფნა შეძლოს...
საუკუნეების მანძილზე ვამპირები და მაქციები ღამის ომს აწარმოებდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც მდედრი, მებრძოლი ვამპირი სახელად სელენა, სახელგანთქმული თავისი სიძლიერითა და მაქციებზე ნადირობით, იხიბლება მშვიდობისმოყვარე მაქცია მაიკლით, რომელსაც ომის დასრულება სურს...
ელ სიმონსი თავისმა მეთაურმა მოკლა მორიგი მისიის შესრულების დროს. ჯოჯოხეთში მოხვედრისას ის ეშმაკთან ხელშეკრულებას დებს. სატანა აძლევს მას ძალას, საჭურველს და იარაღს. კიდევ ერთხელ თავისი ცოლის ნახვის სანაცვლოდ, თავისუფლებაზე აღმოჩენილი, ის ანადგურებს ხელშეკრულებას.
მეცხრამეტე საუკუნის დასასრული, აშშ–ს დასავლეთი. 17 წლის ბიჭის ისტორია, რომელიც შოტლანდიიდან კოლორადოში მიემგზავრება რათა შეხვდეს ქალს რომელიც უყვარს. გზად მას ბევრი ხიფათი ელის, მის დაცვას ფულის სანაცვლოდ უცნაური მოგზაური სილასი დათანხმდება...
რეჟისორ რონ ჰოვარდის მიერ რეალური ისტორიის მიხედვით გადაღებული ფილმი, აპოლო 13-ის მთვარის მისიის ასტრონავტ ჯიმ ლოველისა და მისი ეკიპაჟის თავს გადამხდარი ტექნიკური პრობლემების შესახებ, რომელიც შეუსრულებელი მისიიდან ჟრუანტელის მომგვრელ გმირობამდე ვითარდება. დედამიწიდან 200 000 მილით დაშორებული ასტრონავტები დედამიწის მართვის ჯგუფთან ერთად გააფრთებულნი ცდილობენ ტრაგედიის თავიდან აცილებას...
წარმატებული და დაოჯახებული შავკანიანი მამაკაცს რომენი აქვს თეთრკანიან გოგონასთან სამსახურში. იგი ძალიან წუხს იმაზე, რომ რასობრივი სხვაობა მათ ურთიერთობას ტაბუს ადებს...
ორი განსხვავებული განზრახვის მქონე თავებზე მონადირე, დასავლელი დამნაშავის დაჭერის მიზნით გაერთიანდება. სიქველი ფილმისა "ერთი მუჭა დოლარისათვის".
უცნაური ამბები ხდება დენიელის და ლეისი ბარეტების ოჯახში. უცხოპლანეტელები უთვალთვალებენ მათ, რაც უფრო მისტიკური მოვლენები ხდება სახლში, მით უფრო აშკარაა, რომ დაუპატიჟებელი სტუმრები არ არიან კეთილი განწყობით მოსული...
ფილმი "აფრიკიდან" მოგვითხრობს ისტორიას დანიელი ავტორის, კარენ ბლიქსენის შესახებ, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში აფრიკაში გადავიდა და ახალ ცხოვრებას შეუდგა.
ნამდვილი ამბავი დებზე, რომლებიც მოულოდნელად საჯარო საცურაო აუზში ხაფანგში აღმოჩდებიან, მას შემდეგ, რაც აუზს მოძრავი გადასაფარებლით დაკეტავენ. ახლა მათ როგორმე უნდა გაუძლონ სიცივეს და ერთმანეთს დაეხმარონ, რათა გადარჩნენ ამ მტანჯველ და უიმედო ღამეში…
ოჯახში, რომელმაც ომში შვილი და ძმა დაკარგა, უცნობი მიდის. მან თავი გააცნო თითქოს გარდაცვლილთან ერთად მსახურობდა და სთხოვა რამოდენიმე დღით დარჩენა, რათა ახლოს გაეცნო ისინი...
დაჭრილი ლეკვის გადარჩენა ბობ საგინოვსკისთვის კეთილი საქმის ნაცვლად, დიდ პრობლემებში გარევის დასაწყისად იქცა: პატრონისთვის, ბარის გიჟი მეპატრონისთვის, რომელშიც ბობი მუშაობს, უბედური ცხოველის დაბრუნება, ძაღლის უთუო სიკვდილს ნიშნავს. არ დაბრუნება – ნიშნავს გარჩევებს, არა მხოლოდ ბოსთან, არამედ მაფიასთან, რომელიც ბარს თავისი ბინძური მიზნებისთვის იყენებს. გარდა ამისა, აქვეა იდუმალი ნადია, რომელმაც ლეკვის ტანჯვა გულთან ახლოს მიიტანა და რომელიც აშკარად თავისი ბნელი წარსულის დაფარვას ცდილობს...
ეგვიპტის უდაბნოებიდან პოლარულ ყინულოვან მწვერვალებამდე, ელიტარული გუნდი ახალი თაობის ჯაშუშებს და სამხედრო შეიარაღებას იყენებს, რათა იარაღით მოვაჭრე კორუმპირებულ ბარონს, დესტროს და საიდუმლო ორგანიზაცია "კობრასგან" მოსალოდნელ ხიფათს შეებრძოლოს...
ნიუ იორკი, 1933 წელი. ამბიციური კინო პროდიუსერი მის გუნდსა და დაქირავებული გემის ეკიპაჟს თავის ქალის საიდუმლო კუნძულზე გამგზავრებას აიძულებს, სადაც ისინი შეხვებიან კონგს, უზარმაზარ მაიმუნს, რომელსაც მთავარი როლის შემსრულებელი ქალბატონი ანა დაროუ იმწამსვე გონს დააკარგვინებს.
სამი ერთმანეთისგან გაუცხოებული ძმა, ინდოეთში მოგზაურობას გადაწყვეტს, რომ აღადგინონ ის ურთიერთობა რაც ბავშვობაში ჰქონდათ, მაგრამ მათი მოგზაურობა მოულოდნელობებით აღსავსე თავგდასავლად გადაიქცევა.
ჰოლის და ერიკს მათი საერთო მეგობრები პიტერი და ელისონი პაემანს მოუწყობენ. ისინი ერთმანეთს არ იცნობენ.რამოდენიმე წლის შემდეგ, როცა ელისონი და პიტერი ავტოკატასტროფაში დაიღუპებიან, აღმოჩნდება რომ პატარა გოგონას - სოფის მეურვეებად წყვილმა ჰოლი და ერიკი შეარჩია. ისინი ცდილობენ შეასრულონ გარდაცვლილი მეგობრების ნება, მაგრამ ბავშვის აღზრდა მათი ცხოვრების წესს სამუდამოდ შეცვლის და ძალიან რთული აღმოჩნდება.
ფილმში ასახულია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოვლენები - ჯარისკაცებისათვის, რომლებიც მხარდამხარ იბრძვიან, სამყარო კარგავს მნიშვნელობას და ბრძოლის მიზანი მხოლოდ საკუთარი თავისა და მეგობრების სიცოცხლის გადარჩენა ხდება.
შიში, ტყუილი და ცინიზმი – სასამართლო დრამის მთავარი თემებია. ჩიკაგოელი არქიეპისკოპოსის მკვლელობაში ბრალს ახალგაზრდა ბიჭს სდებენ, რომელიც მის მიმართ არსებული ყველა მტკიცებულების მიუხედავად, ბრალდებას უარყოფს და ადვოკატს თავის უდანაშაულობაში არწმუნებს. სიტუაცია თანდათან იძაბება. სასამართლო პროცესის დროს საქმეში ყოფილი საყვარლების გვარები ამოტივტივდება. ესენი არიან პროკურორი ჯენეტ ვიეიბლი და ადვოკატი მარტინ ვეილი.
ჯესი და ჩესტერი დილას იღვიძებენ და არაფერი ახსოვთ, წინა ღამეს წვეულებაზე მანქანით იყვნენ წასულები და დილას მანქანას ვეღარ პოულობენ. მეგობრები ცდილობენ ნებისმიერ ფასად დაიბრუნონ მანქანა...
დღესასწაულები მოსწონთ ან პირიქით გაურბიან მათ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს ფილმი გადაღებულია ადამიანების ფობიებზე, ეს არის საშინელებათა ფილმი არდადეგებისთვის...
მარტოხელა დედა ტელი პარეტი ეძებს თავის 8 წლის ვაჟიშვილს, რომელიც ავიაკატასტროფაში დაიკარგა. სტრესის გადასატანად ის ფსიქოანალიტიკოსს მიმართავს, რომელიც მხარდაჭერის ნაცვლად ცდილობს დააჯეროს, რომ შვილი მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი და ფსიქიკის მოშლილობის ბრალია. ტელი პოულობს ადამიანს ანალოგიური პრობლემებით, რომელმაც ქალიშვილი დაკარგა. ახლა მათ ერთად უნდა დაამტკიცონ, რომ მათი მოგონებები არ არის ავადმყოფი ფანტაზიის ნაყოფი...
დღე თინეიჯერების ცხოვრებიდან, რომლებიც მანხეტენის გარეუბნებში დაეხეტებიან. სექსი და ნარკოტიკები, ბინძური გინება და მგრძნობიარე დაუცველობა... მოზარდების კომპლექსები და ამბიციები, ბავშვობის სილამაზე და ტრაგედია. დაუმორჩიებელი ახალგაზრდობის, მთელი 90-ნი წლების სიგიჟე...
გაბედული ფიზიკოსი იწყებს მოგზაურობას წარსულში, ცდილობს შეაჩეროს ამოუცნობი ქალი არ მოიპაროს მისი გამოგონება. მაგრამ ის აღმოაჩნეს გასაოცარ სიმართლეს მანქანზე, ქალსა და საკუთარ გაბზარულ რეალობაზე...
1947 წელი, ჰოლივუდი, მულტფილმების მოძულე დეტექტივი ანიმაციური კურდღლის, როჯერის ერთადერთი იმედია, მას უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს მკვლელობაში. ანიმაციური და რეალური პერსონაჟების ერთობლივი მონაწილეობა ფილმს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.
თინეიჯერი გაემგზავრება კუნძულზე, სადაც მან უნდა გადაარჩინოს ობოლი ბავშვების ჯგუფი, რომლებსაც განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ, მათი შემქმნელების განზრახვისაგან გაანდგუროს ისინი.
ღმერთად დაბადებულ და ადამიანად აღზრდილ პერსევსს არ ძალუძს საკუთარი ოჯახი, შურისმაძიებელი მიწისქვეშეთის ღმერთის, ჰადესისგან დაიცვას. რადგან დასაკარგი აღარაფერი აქვს, პერსევსი მოხალისედ მიდის, რათა ჰადესის დამარცხების სახიფათო მისიას უხელმძღვანელოს, სანამ ჰადესი ზევსის ძალას არ დაპატრონებია და დედამიწაზე ჯოჯოხეთი არ მოუწყვია. უწმინდურ დემონებთან და საშინელ მხეცებთან ბრძოლაში პერსევსი და მისი მეომრები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩებიან, თუ პერსევსი ღმერთის ძალას მიიღებს, ბედისწერას არ შეეპუება და საკუთარ ბედს თვითონვე შექმნის...
1863 წელი. ფილმში ჩანს, რომ ამსტერდამ ველონი ახლანდელი მანჰეტენის ახლომდებარე უბანში ბრუნდება, რათა შური იძიოს ბანდის ფსიქოპატ მეთაურ ბილი ყასაბზე, რომელმაც დიდი ხნის წინ მამამისი მოკლა. მის მხარეზე ქურდების დაჯგუფების მთელი ჯარია. ველონი იბრძვის შურისძიებისა და მშვიდობის აღსადგენად...
ჰოვარ ჰიუზმა მამისაგან მიღებული პატარა ქარხანა გააფართოვა და მისგან მომგებიანი საწარმო შექმნა. მან ყველაზე დიდი ავიაკომპანია შეიძინა. ჰოვარდი აგრეთვე კაზინოების მფლობელია. ამ ყველაფრის მიუხედავად, მან ვერ იპოვა დედამიწაზე ბედნიერება...
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი როჯერ ფერისი ტერორისტების ერთ-ერთ ლიდერს გამოავლენს, სადაზვერვო მონაცემებზე მუშაობისას კი იგი აღმოაჩენს, რომ უნდა უფრთხილდეს ამერიკაში მყოფი უფროსის ორმაგ თამაშს...
რაჯასტანის უდაბნოში მდებარე პატარა ქალაქში ჩამოდის უცხოპლანეტელი ინიციალებით P.K., რომელსაც სურს ადამიანის ბუნების შესწავლა, თუმცა თავისი უცნაური ქცევების და ბავშვური ცნობისმოყვარეობის გამო, ადამიანები მას უხეშად ეპყრობიან...
ბედი ერთმანეთს ახვედრებს კალედს, რომელაც ახლობლები და სამშობლო დაკარგა, და ყოფილ კომივოიაჟერ ვიკსტრიომს, რომელმაც მთელი მისი კაპიტალი პატარა სასადილოში ჩადო. ვიკსტრიომი და მისი გუნდი ახალ ნაცნობს კარგად მიიღებენ. სანამ კალედი მისი დის ძებნითაა დაკავებული, გუნდი ცდილობს სასადილო პოპულარულ დაწესებულებად აქიოს...
შიშის მომგვრელი მოთხრობა 12 წლის კარლოსზე, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ, მოხვდება სანტა ლუსის სკოლაში დირექტორის კარმენის და პროფესორის კასარესის მეურვეობის ქვეშ. ბიჭის მამა რევოლუციონერი იყო, რომელიც მოკლეს ფრანკოს რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. და მიუხედავად იმისა, რომ ბავშთა თავშესაფარი გადაჭედილია ბავშებით, სკოლის დირექტორი კარლოსს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. კარლოსი შეისწავლის სკოლის საიდუმლოებებს და დახმარებას აღმოუჩენს ახალგაზრდა მოჩვენებას, რომელიც დედამიწაზე დადის და ცნობილია სახელად "ის ვინც ოხრავს...
დემონი სუპერგმირის ისტორიის გაგრძელებაში ბოროტი ელფი დაარღვევს უძველეს სამშვიდობო ხელშეკრულებას ადამიანებსა და არსებებს შორის და გამოაცხადებს ომს. იგი აპირებს გამოუშვას "ოქროს არმია", მომაკვდინებელ მებრძოლ მანქანათა ჯგუფი, რომელთაც შეუძლიათ გაანადგურონ ადამიანების რასა. მაშინ როცა დედამიწას ჯოჯოხეთი ელის, ჰელბოი და მისი რაზმი მიდიან ბოროტი პრინცის დასამარცხებლად...
ვამპირები და ადამიანები ერთიანდებიან რიპერების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც თავის მხრივ ვამპირთა ახალ ჯიშს წარმოადგენენ და საფრთხეს უქმნიან, როგორც ადამიანებს, ასევე თვით ვამპირებსაც...
მანჰეტენის ბავშვები კვდებიან ტარაკნების მიერ გავრცელებული საერთო ავადმყოფობით. ეპიდემიის პიკი - ენტომოლოგი სუსან ტეილორი ქმნის მუტანტს, რომელიც მწერებით იკვებება...
ოკეანის სიღრმეების დაპყრობა განძით სავსე ჩაძირული გემების ძიებაში, წყალქვეშა თავგადასავლების მოყვარულის და მისი ენამახვილი თანამგზავრის ჩვეული საქმიანობაა, მაგრამ როდესაც ეს ორნი ულამაზეს ექიმ ქალს შეხვდებიან, ისინი ექსტრემალურ თავგადასავალში ამოყოფენ თავს.
ტელევიზიის რეპორტიორი და მისი ოპერატორი შენობაში დატყვევებულები არიან, რადგან დაავადებათა კონტროლის მიერ კარანტინია გამოცხადებული. უცნაური ვირუსი გავრცელდა, რომელიც ადამიანებს სისხლისმსმელ არსებებად აქცევს...
პროფესიონალი ქურდი დაუკავშირდება მეორე სახელგანთმულ მძარცველს და ფაბერჟეს სახელგანთქმული კვერცხების შეუღწეველი შენობიდან მოპარვაში დახარებას სთხოვს. ეს მისი ბოლო საქმე იქნება, მას შემდეგ რაც რუსი მაფიოზის ვალს გაისტუმრებს...