გავიდა ერთი წელი მისი მეგობრის, ყოფილი რეინჯერი გეიბ უოკერის და მისი პარტნიორის ტრაგიკული სიკვდილიდან, რომლებიც 4000 ფუტიდან ჩამოვარდნენ და დაიღუპნენ. ახლა ჰალი უნდა დაბრუნდეს იმავე ადგილას, რათა გადაარჩინოს მთასვლელთა გუნდი, მაგრამ მალე იგებს რომ ისინი სინამდვილეში ქურდები და ყაჩაღები არიან..
ემა ვუდჰაუსი, ლამაზი, ჭკვიანი და თვითდაჯერებული გოგონა, დარწმუნებულია, რომ არ გათხოვდება არასოდეს. მას უფრო სიამოვნებს ახლობელი ადამიანების პირადი ცხოვრების მოწყობა ვიდრე თავისი. ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია...
ეს რეალური და სამწუხარო ამბავი მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ადამიანის – ჯონ მერიკის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც საშინელი სენი – სხეულის დეფორმაცია ტანჯავდა...
ფილმის მთავარი გმირია ინგლისელი მოახლე სტივენსი, რომელმაც მთელი ცხოვრება ისე გაატარა, რომ თავისი საქმისთვის არ უღალატია. ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, რაც მამულში ახალი მოახლე ქალი მისს კენტონი მოვა...
ფრენჩიზის მესამე ნაწილი გვიამბობს მთელს გალაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ძებნადი დამნაშავის ისტორიას. მკვდარი პლანეტა ხვდება რიდიკს მდუმარე სიჩუმითა და სიწყნარით, მაგრამ ყველაზე საშიში სიტუაციებით, რადგან ძალიან ბევრი არ იტყოდა უარს მის თავს დაუფლებოდა, ამით ხომ მშვენიერ თანხას გამოიმუშავებდა. და რაც ყველაზე საშიშია პლანეტა არც თუ ისე მკვდარი აღმოჩნდება, მასზე ცხოვრობენ ძალიან საზიზღარი არსებები და მხოლოდ ეს არ არის… მას წინ კიდევ ძალიან ბევრი თავგადასავალი ელოდება...
როგორც ცნობილია, ორი ტიპის მამაკაცი არსებობს: უცოლოები და ცოლიანები. პირველები ახალგაზრდები არიან, მაგნიტივით იზიდავენ ქერა გოგონებსა და მეგობრებს. მეორენი, სახლს დარაჯობენ ზრდიან ბავშვებს და ტელევიზორიდან სერიალებს “ყლაპავენ”.
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმი მოგვითხრობს აფრიკელი მონების დაუჯერებელი მოგზაურობის შესახებ, რომლებიც თავს დაესხმევიან, დაიპყრობენ მონებით მოვაჭრე გემს და სამშობლოში დაბრუნებას ეცდებაინ. იმის შემდეგ, რაც ხელისუფლება ხომალდს დაიბრუნებს, მონებს აშშ–ში გადააგზავნიან, სადაც ისინი ციხეში მოხვდებიან მკვლელობის ბრალდებით. დაიწყება სასამართლო პროცესი, რომელიც ამერიკული სამართალის საფუძვლებს შეეხება და მთელი ნაციის ყურადღებას მიიზიდავს...
მოვლენები ვითარდება ამერიკის პატარა სოფელში, რომლის მაცხოვრებლებს სჯერათ, რომ მათ შორიახლოს მდებარე ტყეში ცხოვრობენ მითიური არსებები, რომლებთანაც დადებული აქვთ შეთანხმება, რომლის თანახმად ორივე მხარემ პატივი უნდა სცეს მოწინააღმდეგის ტერიტორიას, მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი გადაწყვეტს ტყეში შესვლას...
მე–20 საუკუნის 30–იანი წლები, დიდი ბრიტანეთი. მსოფლიოს მეორე მსოლფიო ომით მოსპობა ემუქრება, მაგრამ ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს არ სჯერათ ომის გარდუვალობა და იმედოვნებენ იპოვონ ფაშისტურ გერმანიასთან თანაცხოვრების მშვიდობიან გზებს. მხოლოდ უინსტონ ჩერჩილი ხედავს იმ საფრთხეს, რომელიც რეალურად ემუქრება ევროპასა და ბრიტანეთს...
რობინზონ კრუზო გარბის ბრიტანეთიდან გემით, მისი მეგობრის მოკვლის შემდეგ მარიას სიყვარულის გამო. მრისხანე ოკეანის შტორმი ანგრევს გემს და ის რჩება ცუდ ...
ქურდი მაქსი ბოლო საქმის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტავს,რომ თავის საქმიანობას შეეშვას და თავის დამხმარესთან ერთად კუნძულზე გაემგზავრება.შემოწმების მიზნით ნამდვილად ასრულებს თუ არა მაქსი დადებულ პირობას,ფედერალური ბიუროს აგენტი კუნძულზე გაემგზავრება...
ლენა დიუკეინი ყველასგან გასხვავდება, ოდესმე თუ უნახავს პატარა სამხრეთის ქალაქ გატლინს, ის ებრძვის თავს, საკუთარი ძალების და წყევლის დამშვიდების მცვდელობით, რომელიც საუკუნეებია მოსდევს თავის ოჯახს…
ფილმი მოგვითხრობს გოგონაზე, რომელმაც საუბრის შესაძლობლობა დაკარგა. ბავშვობაში მის გამო ოჯახი დაინგრა, ამის შემდეგ გაჩნდა სული, კვერცხის ფორმის, რომელმაც მას საუბრის უნარი დააკარგვინა, რათა მის გამო კვლავ უბედურება არ მომხდარიყო...
როდესაც ბოროტი სული ხელყოფს ყველაფერს ძვირადღირებულს - ბავშვური ოცნებები, ჩრდილოელი, ყინულის ჯეკი, კურდღელი, კბილის ფერია და ქვიშის ადამიანი პირველად ერთიანდებიან, რათა შექმნან სიზმრების მცველთა ჯგუფი...
1970-80-იანი წლები, ირანის უახლესი ისტორია, რომელიც თავისუფლების მოყვარული ქალის ბედისწერას უკავშირდება, რომელიც დასავლური როკ–მუსიკითაა გატაცებული და იძლებულია ქვეყანა დატოვოს...
ისტორია ზარინაზე, ჭკვიან და ამბიციურ ფერიაზე, რომელიც კრეფს მტვერს მცენარეებიდან. ყველაფერი დაიწყება იქიდან, რომ ის მოიპარავს ფერიების ჯადოსნურ მტვერს...
ამადეოს მორცხვი ბიჭია კეთილი გულით, მისი მეგობრების - მამაცი ფეხბურთელების დახმერებით, რომლებიც მაგიდის ფეხბურთის თოჯინები იყვნენ, ამადეომ უნდა დაიბრუნოს პატივი, ღირსება და ჭეშმარიტი სიყვარული...
ზებრა კუმბა დაბადებიდან გახდა მთელი ჯოგის დასაცინი იმის გამო, რომ დაიბადა ნახევრად ზოლიანი და ნახევრად თეთრი. როდესაც დაიწყო დიდი გვალვა ნათესავებმა გადაწყვიტეს რომ ის დაწყევლილია და ყველა უბედურება ხდება მის გამო. ჯოგმა გააძევა კუმბა და საკუთარმა მამამ ზურგი შეაქცია მას! გაბედული ნახევრად ზოლიანი ზებრა მიემგზავრება საშიშ და სახალისო მგოზაურობაში, რათა იპოვოს დაკარგული ზოლები და დაიმსახუროს ოჯახის პატივისცემა...
ჩვეულებრივი გოგონა სახელად ბლერ უილოუ გარდანიიდან, აირჩიეს სილამაზის კონკურსის მონაწილედ. მას ეხმარებიან მეგობრები, ჰედლი და ისლა, მაგრამ ამის და მიუხედავად, ბლერს მაინც უჭირს, რადგან იქ მყოფ ერთ-ერთ მასწავლებელს ის ძალიან არ მოეწონება და ცდილობს არა ბლერმა, არამედ მისმა შვილმა გაიმარჯვოს კონკურსში...
დიადი ველი ყოველთვის იყო ის ადგილი , სადაც ყველა ჯიშის დინოზავრი ერთად ცხოვრობდა. საკვები ყველასთვის საკმარისი იყო, შესაბამისად მშვიდად ცხოვრობდნენ. მაგრამ სამწუხაროდ ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელდა. ველს კალიები შემოესივნენ და ფოთლები გაანდაგურეს. სანამ დიდი დიმოზავრები ფიქრობდნენ რა ეღონათ, პატარა დინოზავრები მოგზაურობაში გაემგზავრნენ...
ექვსი ამერიკელი ქვეითი ჯარისკაცის ისტორია, რომლებმაც დროშა აღმართეს სურიბაჩის მთის მწვერვალზე ივოძიმას ბრძოლის მსვლელობისას. კუნძული ივოძიმას აღების ოპერაცია 1945 წლის გაზაფხულს ამერიკა-იოპონიის წყნაროკეანური კამპანიის გარდამტეხ მომენტად იქცა. ცნობილი ფოტო, რომელიც ჯო როზენტალმა გადაიღო 1945 წლის 23 თებერვალს, სწორედ ამ მოვლენას ასახავს...
ძალადობა, რასიზმი, ყოველდღიური რისკი - ეს ყველაფერი კარგად ნაცნობია ფილმის გმირისათვის, რომელიც ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ პატარა ქალაქში შერიფად მუშაობს. უღალატოს მეგობრებს თუ დაარღვიოს კანონი - გადაწყვეტილება მის სინდისზე იქნება დამოკიდებული...
სპეცრაზმის ოფიცერი ლინ კესიდი, საიდუმლო დავალებას ასრულებს. გაზეთის რეპორტიორი ბობ უილტონი ლინს კვალდაკვალ მიჰყვება და ცდილობს გაიგოს თუ რა მისია დააკისრეს მას...
პირველი მსოფლიო ომის დასასრულს გოგონა დაიწყებს თავისი საქმროს ძებნას, რომელსაც დახვრეტა მიუსაჯეს,მაგრამ არ დაუხვრიტავთ. იგი დატოვეს ისეთ ზონაში, საიდანაც ცოცხალი ვერავინ გამოდის...
ჰუო იუან ჯია ჩინეთში საბრძოლო ხელოვნების ყველაზე ცნობილი ოსტატი გახდა. მამამისი ასევე ცნობილი მებრძოლი იყო, რომელსაც არ სურდა რომ შვილი მის გზას გაჰყოლოდა...
ფილმი მოგვითხრობს მკვლელის ისტორიას, რომელიც ბევრ საბრძოლო ხელოვნებას ფლობს. მან მკვლელობებს თავი დაანება. მას გარეგნობა შეიცვალა და ჩვეულებრივი ადამიანივით დაიწყო ცხოვრება. იგი გათხოვდება, მაგრამ წარსული მოსვენებას არ აძლევს. მას ბევრი მკვლელი ეძებს...
კოპენჰაგენი, 1944 წელი. დანია ნაცისტების ჯარებითაა ოკუპირებული. ალის წინააღმდეგობის მებრძოლები და ციტრონი მალულად მოქმედებენ, დანიელ ინფორმატორებს იშორებენ გზიდან და საბოტაჟით არიან დაკავებულები...
ჯადოქრებით და კუდიანებით, მეფეებით და დედოფალებით, ულამაზესი პრინცესებით და საშინელი გოლიათებით არის დასახლებული ეს არაჩვეულებრივი გოთიკური ფანტაზია. ფილმი გადაღებულია მე17-ე საუკუნის იტალიელი ავტორის ჟამბატისტა ბაზილის ამავე სახელწოდების საშიში ზღაპრების კრებულის მიხედვით...
სალემი, მასაჩუსეტის შტატი, 1692 წელი, გოგონებს ბრალად ედებათ ჯადოქრობა და სოფლის მოსახლეობა მათ დასჯას ითხოვს. ფილმი ეფუძნება არტურ მილერის ამავე სახელწოდების პიესას...
მატრიცას ტრილოგიის შემქმნელებისგან ანიმაციური ფილმების მსოფლიოში საუკეთესო რეჟისორების მიერ კომპიუტერული გრაფიკით და იაპონური ანიმეთი შექმნილი ფილმების კოლექცია, სადაც გადმოცემულია მატრიცას სამყარო და ბრძოლა ადამიანებს და მანქანების შორის...
ბოსტნეულები გადაწყვეტენ თეატრში მეკობრეების ცხოვრებიდან თავგადასავლების დადგმას. მაგრამ ბედისწერამ ახალგამოცხობილ არტისტებს მოუმზადა არა თეატრალური, არამედ ნამდვილი თავგადასავლები: ისინი XVII საუკუნეში ხვდებიან, სადაც მათ სამეფო ოჯახის წევრის გადარჩენა მოუწევთ სასტიკი ტირანისგან...
ფილმში გადმოცემულია დამუკიდებელი ორგანიზაციის ანტიიაპონური ქმედებები სამხრეთ კორეაში. ჯგუფი ძალადობრივი გზით ცდილობდა მიეღწია კორეის დამოუკიდებლობისათვის...
ანნა, რომელიც პირველ მსოფლიო ომში დაღუპული შეყვარებულის, ფრანცის საფლავზეა, შეხვდება უცნობ ფრანგ მამაკაცს, რომელსაც საფლავზე ყვავილები მიაქვს. მამაკაცთან შეხვედრა ანას ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს...
შესანიშნავი მშობლების, ბრედ და ები კერნების ისტორია, რომლებიც მშვიდად და უდარდელად ცხოვრობდნენ თავიანთ სახლში, მანჰეტენზე. ყველაფერი მაშინ იცვლება, როდესაც მათ პატარა ლილი უჩნდებათ. გოგონას ოჯახში გამოჩენის შემდეგ უფროსი შვილის - ჯოშუას ბნელი არსი ნელ-ნელა მჟღავნდება...
ჰენრი ევანსი მშვენიერი დამჯერი ბიჭუნაა. მას თამაში უყვარს. განსაკუთრებით სიკვდილით რომ მთავრდება ისეთი. არც მოსიყვარულე მშობლებს და არც მის ერთგულ დაიკოს წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ მისი მომხიბვლელი ღიმილის მიღმა ბოროტება იმალება...
მოვლენები მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება. მო ბერგის, ინტელექტუალის, პოლიგლოტის, პრესტიჟული უნივესიტეტის კურსდამთავრებულისა და ცნობილი ბეისბოლისტის ცხოვრება სრულიად იცვლება, როდესაც სტრატეგიული სამსახურის თანამშრომლობას შესთავაზებენ. მისი მრავალფეროვანი ნიჭისა და საიდუმლოს შენახვის უნარით იგი მალე შეეჩვევა ჯაშუშობას. მის პირველ დავალებაზე მთელი სამყაროს ბედია დამოკიდებული...
დენის ნაშის ოჯახი კრედიტის გადაუხდელობის გამო კარგავს სახლს. ის ახერხებს მუშაობის დაწყებას რეალტორთან, რომელმაც წაართვა სახლი. მალე ის წარმატებას აღწევს და უკვე თავად ასახლებს სახლებიდან მოვალეებს. დენისი ფინანსურ პრობლემებს აღარ განიცდის, თუმცა ახლა მას სინდისი აწუხებს...
მალიკ ელ ჯებენას ექვსი წელი აქვს მისჯილი. ის 19 წლისაა და სხვა პატიმრების ფონზე უსუსურად გამოიყურება. მან არ იცის არც წერა და არც კითხვა. ციხის გარეთ არ ჰყავს ახლობლები. ყველაფერი იცვლება, როდესაც კორსიკელთა დაჯგუფების ლიდერი ლუჩანო მალიკს რამოდენიმე სარისკო მისიას აკისრებს. ყოველი ახალი დავალება მას აძლიერებს და მალე მალიკი საკუთარ მზაკვრულ გეგმებზე იწყებს ფიქრს...
მხიარული კომპანია იმით ერთობა, რომ ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობენ და კომპიუტერული უსაფრთხოების სისტემების ტესტირებას ატარებენ გატეხვის შესაძლებლობაზე, თან ყოველთვის ამ სისტემების მეპატრონეების გაფრთხილების გარეშე...
ორლანდო იმდენად ლამაზი და ჭკვიანია, რომ ინგლისის დედოფლის საყვარელი ხდება. სიკვდილის შემდეგ დედოფალი, სასახლეს, სიმდიდრეს და მიწებს უტოვებს. ორლანდო კი, არ ბერდება. მხოლოდ პერიოდულად ძილს მიეცემა ხოლმე, რის შემდეგაც მისი სიცოცხლე ისევ და ისევ გრძელდება, უკვე 400 წელია. და ერთ-ერთი მორიგი "ძილის" შემდეგ, ის ქალად გადაიქცევა...
დევიდ ვაგნერი – ოთხმოცდაათი წლების თაობის წარმომადგენელია. თუმცა ის გატაცებულია ტელეშოუთი "ფლეზენთვილი", სადაც მოქმედება ვითარდება 50 წლებში პატარა ქალაქში იგივე სახელწოდებით, სადაც ყველა მდიდარი, მხიარული და უმანკოა, და ცხოვრება საოცრად სასიამოვნოა. ამ უტოპიური სამყაროთი, დევიდი თავის თავს "პლეზანტვილში" წარმოიდგენს, სადაც ის ბოლოს და ბოლოს მოიშორებდა თავიდან თავის ბიჭებზე შეშლილ დას ჯენიფერს. და ერთხელ საღამოს ცხოვრება საოცრად მოტრიალდება: უცნაური ტელემასტერი დევიდს არაჩვეულებრივ დინსტანციური მართვის პულტს მისცემს, რომელიც მას დასთან ერთად პირდაპირ "პლეზანტვილში" გადააგზავნის.
ეს ზაფხული დენიელს დიდხანს ემახსოვრება: მას შეუყვარდა ყველაზე პოპულარული გოგონა ნახევარკუნძულზე და საქმე დაიჭირა ნარკომოვაჭრეებთან. პრობლემა ისაა, რომ გოგონას ძმა დენიელის პარტნიორია და სჯობს დენიელის სიყვარულის ობიექტის ვინაობა არ გაიგოს...
5 წლის ინდოელი ბიჭი დაიკარგება კალკუტას ქუჩებში, ათასობით კილომეტრის დაშორებით თავისი სახლიდან. მას ბევრი წინაღობა შეხვდება ცხოვრების გზაზე, შემდეგ კი ავსტრალიელი წყვილი იშვილებს. 25 წლის შემდეგ იგი გადაწყვეტს ოჯახი იპოვოს.
ჰენრი ჰაკეთი არის ნიუ-იორკის ბულვარული გაზეთის გამომცემელი. ის შრომისმოყვარეა, უყვარს თავისი საქმე, მაგრამ ხანგრძლივობით და მცირე ანაზღაურებით უკმაყოფილოა. გამომცემელი ბერნი უაითი ფინანსური კრიზისის წინაშეა...
1962 წლის ოქტომბრის ცამეტი დღის მანძილზე მსოფლიო საშინელი კატასტროფის ზღვარზე იყო. მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ელოდა დიპლომატიური და საომარი კონფრონტაციის შედეგებს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის...