მთავარი გმირი 11 წლის გოგონა პარვანაა, რომელიც ოჯახთან ერთად ავღანეთში ცხოვრობს. მამის დაპატიმრების შემდეგ გოგონა თმას იჭრის, ბიჭივით იცვამს და ოჯახისათვის ლუკმა-პურის საძიებლად მიდის...
ორი ძმის, მოსესა და რამზესის არაჩვეულებრივი ამბავი. ერთი წარმოშობით სამეფო გვარისაა, მეორე კი - ობოლი, იდუმალი წარსულით. თავისუფლების სულისკვეთებით გაერთიანებულები და კეთილგანწყობილი მეტოქეობით დაკავშირებულნი, ისინი საუკეთესო მეგობრებად იზრდებიან. მაგრამ საბოლოოდ, სიმართლე დააპირისპირებს მათ. ერთი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი იმპერიის მმართველი, მეორე კი თავისი ხალხის რჩეული ლიდერი ხდება! საბოლოო დაპირისპირება სამუდამოდ შეცვლის მათ ცხოვრებას და მთელ მსოფლიოს...
იაპონიაში მიმავალი რობის გამოსამშვიდობებელ საგამოს საზარელი ამბავი არღვევს - რაღაც გაურკვეველი დაესხა თავს ნიუ-იორკს. არმია უძლურია გიგანტური მონსტრის წინაშე. მანჰეტენი დახურულ ზონადაა გამოცხადებული, მაგრამ ცენტრალური პარკის მახლობლად რობის შეყვარებულია გასაჭირში...
ახალგაზრდა მეგობრების ჯგუფი ჯარში მიდის და თავგადასავალის ნაცვლად, ვიეტნამის ომის ჯოჯოხეთში ხვდებიან. ომში წასვლამდე სტივენი თავის ორსულ მეგობარ გოგონაზე დაქორწინდება, რომელზეც მაიკლი და ნიკიც არიან შეყვარებულნი, მაგრამ სამივე მათგანი ომიდან შეცვლილი ბრუნდება...
ალქიმიკოსი ცდილობს შექმნას სრულყოფილი რამ რაც ცხოვრებას სამუდამოს გახდის. მას კრონოსი დაარქვა. როდესაც 400 წლის შემდეგ გარდაიცვალა ყველა საიდუმლო თან წაიღო. ახლა კი მის მექანიზმს მიწაში დამარხულს პოულობენ და მალე გაიგებენ მისი ძალის შესახებ. მპოვნელი რაც უფრო ბევრჯერ იყენებს მას მით უფრო ახალგაზრდა ხდება, მაგრამ ყველაფერს თავის ფასი აქვს....
ის ასპირანტია და მეცნიერებითაა გატაცებული, ჰყავს საყვარელი ძმა, რომელიც მისგან შორსაა და აქვს ჰობი - სირბილი. მოულოდნელად მის ირგვლივ იწყება მკვლელობათა სერია და მას მარტო მოუწევს დაქირავებულ მკვლელთან გამკლავება...
აურორამ სიკვდილის წინ ორ მეზობელს სთხოვა მოეძებნათ ერთი მამაკაცი. მეზობლები პოულობენ მამაკაცს, რომელიც უყვება მათ გულისამაჩუყებელ სიყვარულის ისტორიას და დანაშაულს, რომლის შემდეგაც მათ ერთმანეთი არ უნახავთ...
ზესაიდუმლო აპარატურიდან ვირუსი გაჟონავს, რის შედეგადაც ადგილობრივი მკვლევარები დამშეულ ზომბებად, ხოლო ლაბორატორიის ცხოველები ჯოჯოხეთიდან მოვლენილ მუტანტებად გადაიქცევიან. ეპიდემიის შესაჩერებლად მთავრობა ელიტარულ სამხედრო ძალებს შეაგზავნის. ალისა და რეინი მისიას მეთაურობენ. მაგრამ მათ მხოლოდ სამი საათი აქვთ სანამ პათოლოგიური გენი ჰაერწვეთოვანი გზით მსოფლიოს დააინფიცირებს...
მაილო ბოიდი თავებზე მონადირეა, რომლისთვისაც მისი ბოლო დავალება მისაღები იყო იქამდე, სანამ არ აღმოაჩენდა, რომ მისი ახალი სამიზნე, თავდებით გამოშვებული პიროვნება, მისი ყოფილი ცოლი ნიკოლია, რომელიც უბრძოლველად დანებებას არ აპირებს. ყველაფერი რთულდება მაშინ, როდესაც ნიკოლის ეგრეთწოდებული ბოიფრენდი სტიუარტი ამ დევნას შეუერთდება...
წლების მანძილზე ტარდებოდა "ეგზორციზმის" რიტუალები და მორწმუნენი ამაში ფულს იღებდნენ. მორწმუნე მარკუს კოტონი მრავალი წელია მოგზაურობს და განდევნის ეშმაკს შეპყრობილებისგან. იგი მარტო ლოცვებით კი არ განკურნავს პაციენტებს, არამედ მათზე სხვადასხვა გზით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს. მორიგი ეგზორციზმის ჩატარებვისას მას თან მიჰყავს ტელევიზია, რომ ეს სანახაობა გააშუქონ...
1976 წელს, ამერიკის საფეხბურთო ლიგაში მომხდარი რეალური ამბავი. ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელმა, თავზეხელაღებული ექსპერიმენტი ჩაატარა. მან გამოაცხადა კონკურსი გულშემატკივართათვის. გამარჯვებულს პროფესიონალთა გუნდში მიიღებდნენ. ბედმა 30 წლის მასწავლებელს გაუღიმა...
დიქტატორის ჰეროიკული ისტორია, რომელიც თავის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს იმისათვის, რომ ქვეყანაში რომლის მმართველიც იყო, დემოკრატია არასოდეს ჩამოყალიბდეს...
16 წლის ბავშვის ჯონ პოლ გეტი III-ის გატაცების ამბავი და სასოწარკვეთილი დედის ცდა, რომ დაარწმუნის მისი მილიარდერი ბაბუა ჟენ პოლ გეტი, რათა გადაიხადოს გამოსასყიდი...
როდესაც ყოფილი მძარცველი - მაკდუგალი უძვირფასესი ნახატის მოპარვაშია ეჭვმიტანილი, სადაზღვევო გამომძიებელი ვირჯინია ბეიკერი მახეს დააგებს, რომ ეჭვმიტანილი გამოიჭიროს. თუმცა ჯინი სულაც არ არის ის, ვინც ერთი შეხედვით სჩანს. მალე ის და მაკი საუკუნის ძარცვას ერთად დაგეგმავენ...
მენსიკი და იან-ჰე არ არიან დარწმუნებულები, რომ დაშორებით მიღებულ იარებს გადაიტანენ, ამიტომ აგრძელებენ ერთად ყოფნას. ფილმში ცუნამი წარმოადგენს კონფლიქტს ადამიანებს შორის. როგორც ცუნამი ტოვებს მის შემდეგ ნანგრევებს, ასევე ტოვებს კონფლიქტიც წყვილის ურთიერთობაზეც იარებს.
ორი ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი. შემთხვევითი შეხვედრა აეროპორტში. ორმხრივი სიმპატია. საბოლოო ჯამში კი რეისი № 1019 დროზე ჩამოფრინდება, მაგრამ შესაძლოა ერთი მგზავრის გამოკლებით. ლიზა რიზერტს ყოველთვის ეშინოდა ფრენა, მაგრამ შიში ავიაფრენის წინ - ეს არაფერია მასთან შედარებით რის გადატანაც მას მოუხდა. მის სიმპატიური მეზობელი აღმოჩნდება დაუნდობელ ბოროტმოქმედი, რომელიც აპირებს გოგოს გამოყენებას ცნობილი ბიზნესმენის მკვლელობისთვის. მას ემუქრებიან მამის მკვლელობით, ის თვითმფრინავშია და მას სხვა გამოსავალი არ აქვს...
რეჟისორ სიდნეი ლუმეტის მიერ გადაღებული ფილმი "ძაღლური შუადღე" ეფუძნება რეალურ ისტორიებს. ალ პაჩინო თამაშობს მძარცველს, რომელიც ბრუკლინში, ნიუ-იორკში, ბანკის ძარცვისას მძევლებს აიყვანს...
მისტერ რიჩის უმდიდესი ქონების ერთადერთი მემკვიდრე, მისი შვილი რიჩი ცხოვრობს დაუჯერებელი სიმდიდრის სამყაროში. მას აქვს ყველაფერი, რაზეც შეიძლება ოცნებობდეს ამ ასაკის ბიჭი, მაგრამ ამ ცხოვრებას საშიშროება ემუქრება. ცბიერმა თაღლითმა ლოურენს ვან დოუმ გადაწყვიტა რიჩების მთელი ქონების მითვისება...
ჯერი მაგუაიერი ტიპიური სპორტული აგენტი იყო: იგი ყველაფერს აკეთებდა, რომ რაც შეიძლება დიდი კონტრაქტები გაეხერხებინა თავისი კლიენტებისათვის და შესაბამისად სოლიდური საკომისიოც მიეღო. ერთ დღეს, იგი თავისი საქმიანობის მართებულობაში დაეჭვდება, და როდესაც ამ ეჭვებს გაახმოვანებს იგი სამსახურს და ყველა კლიენტს დაკარგავს, მაგრამ თავისთავზე შეყვარებულ ფეხბურთელს, როდ ტიდველს გადაარჩენს.
ახალგაზრდა და ამბიციური ბროკერი ყველაფერზე წამსვლელია წარმატების მისაღწევად, მათ შორის უზარმაზარი კომპანიების დამპყრობლისაგან მიღებული ინფორმაციის გავრცელების გზით.
ოთხი უფულოდ დარჩენილი გულადი ბიჭი ლათინური ამერიკის ცენტრში მძიმე სამუშაოს ეწევა. 1000 დოლარის საფასურად, მათ 2 ნიტროგლიცერინით დატვირთული სატვირთო ავტომობილი ქალაქიდან 300 მილზე დაშორებულ ნავთობის ჭაბურღილამდე უნდა მიიყვანონ...
პოსტაპოკალიპტური რეალობა. კანიბალებით დასახლებული ტეხასის უდაბნოში, ვითარდება სასიყვარულო ისტორია ერთ-ერთ ადგილობრივ კაციჭამიას, მეტსახელად "ადამიანი მაიამიდან” და მისთვის განკუთვნილი პოტენციური საკვები გოგონას შორის ...
მთავარი გმირები დები კეიტი და ლიზა არიან, რომლებიც დასასვენებლად ჩავიდნენ მექსიკაში. მძაფრი შგრძნებების მიღებისათვის კეიტი არწმუნებს ლიზას ჩავიდნენ გალიით წყალქვეშ და ნახონ თეთრი ზვიგენები ახლოდან. თოკი წყდება და ისინი აღმოჩნდებია 47 მეტრ სიღრმეზე საათზე ნაკლები დროისათვის სამყოფი ჟანგბადით. ორი საათის გზით დაშორებულები ნაპირიდან და საშიში ზვიგენებით გარშემორტყმულნი...
ტრილერი სავაჭრო ცენტრის დაცვაზე, ვეტერანზე რთული წარსულით და მის მეწყვილეზე, რომელიც ერთადერთი წინაღობა აღმოჩნდება დაქირვებულ ბანდასა და პოლიტიკური მკვლელობის ახალგაზრდა თვითმხილველს შორის...
ერთ დღეს, წარმატებული სარეკლამო აგენტი როჯერ ტორნჰილი შეცდომით დაზვერვის აგენტი კეპლანი ეგონებათ, რომელსაც არავინ იცნობს სახეზე და ყველას მისი მოკვლა უნდა. თავზარდაცემული როჯერი გაქცევას ცდილობს...
ენერგეტიკულმა კომპანიამ "ალტერპლეკსმა" იპოვა გზა შეუზღუდავი ენერგიის მისაღებად. კომპანიის წარმომადგენლები სახიფათო დავალების შესასრულებლად ყოფილ ასტრონავტს უილს დაიქირავებენ...
ორი მეგობარი უცნობ ქალს ეხუმრა - ღამით დაურეკეს და პოლიციად წარუდგინეს თავი, შემდეგ კი ჩანაწერი ინტერნეტში გაავრცელეს. ისინი ხსირად ეხუმრებდნენ ასე მეზობლებსა და ნაცნობებს, მაგრამ მოულოდნლელად მათთანაც რეკავს უცნობი, ეუბნება რომ ყურმილი არ უნდა დაკიდონ, თორემ მათი ახლობლები დაზარალდებიან...
ვიეტნამის ომის დროს, აშშ-ს არმიის კაპიტან უილიარდს სახიფათო დავალება მისცეს. მისი მიზანია დაადგინოს მისტიური მწვანე ბერეტის, პოლკოვნიკ უოლტერ კურტსის ადგილსამყოფელი...
ქსანდერ კეიჯი - ექსტრემალი სპორტსმენია. ეს ადამიანი არა მარტო ასრულებს სასიკვდილო ტრიუკებს, არამედ იღებს ვიდეოზე და შემდეგ ჩანაწერებს ანთავსებს ერთ-ერთ საიტზე. თავისი უშიშარი ხასიათის გამო ის მიიპყრობს ეროვნული უსაფრთხოების აგენტების ყურადღებას და აგენტი გიბსონი ცდილობს მის გადაბირებას. მას მოუწევს პრაღაში მოქმედი რუსული მაფიის დაჯგუფებაში შეღწევა და დაკისრებული მისიის შესრულება...
ქსანდერ კეიჯი და მისი მეგობარი გოგონა ყველას მკვდარი ეგონა, მაგრამ ეს მხოლოდ შენიღბვა იყო. რვა წლის შემდეგ იგი ბრუნდება და მზადაა ახალი სუპერსაიდუმლო დავალების შესასრულებლად...
გენეტიკური ანომალია ახალგაზრდა კაცს საშუალებას აძლევს მოახდინოს საკუთარი თავის ტელეპორტირება ნებისმიერ ადგილას. ის აღმოაჩენს, რომ ეს უნარი საუკუნეების მანძილზე არსებობს და ჩაებმება ბრძოლაში, რომელიც ათასწლეულებია მიმდინარეობს ტელეპორტირების უნარით დაჯილდოვებულთა და იმ ადამიანთა შორის, რომელთაც მათი მოკვლა სურთ.
მარტინოების ოჯახს ყოველთვის ჰქონდა სისხლში მანქანის ზეთი და ბენზინი. ისინი აწყობდნენ მანქანებს და მონაწილეობნენ რბოლებში. გარემოებების გამო ოჯახის უფროსმა მარიომ მისი ადგილი ქალიშვილს, ჯულის უნდა დაუთმოს. ჯულის უერთდება მისი ორმოცი წლის ნარკომანი მაგრამ რბილებში კარგად გარკვეული ძმა. ერთად ისინი უნდა დაბრუნდნენ რბოლაში და გაიმარჯვონ.
ფილმი სტანისლავ ლემის პიესის მიხედვითაა გადაღებული. ასაკში შესული, უმუშევარი მსახიობი თავის ბოლო სამუშაოზე თანხმდება, თუმცა ვერც კი წარმოუდგენია თუ რამდენ პრობლემას მოუტანს ეს გადაწყვეტილება...
საბრძოლო ოპერაციისას, როდესაც იაპონელ ტყვეებს ათავისუფლებდა სამხრეთკორეელების ტყვეთა ბანაკიდან, მაიკლი თვითონ ჩავარდა ტყვედ. მოწოდებით მებრძოლს წამება არ აშინებს. იგი უშიშრად უყურებს სიკვდილს თვალებში. სამი წლის შემდეგ მას ათავისუფლებენ, მაგრამ ეს მხოლოდ გეგმის ნაწილია.
ფილმში მოთხრობილია დაიან ფოსის, ცნობილი ბიოლოგიის მეცნიერის ნამდვილი ისტორია, რომელიც აფრიკაში გაემგზავრა გადაშენების გზაზე მყოფი მთის გორილების შესასწავლად. მოგვიანებით ის მათი აქტიური დამცველი გახდა...
უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში, ფოტოგრაფი სებასტიანო სალგადო მოგზაურობს კონტინენტებზე. ის მოწმეა უმნიშვნელოვანესი მოვლენების ჩვენი თანამედროვე ისტორიიდან: საერთაშორისო კონფლიქტების, შიმშილის, მასობრივი ტრაგედიების და ა.შ.
ფრედი და მიკი მეგობრები არიან. ფრედი ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორია, მისი უდიდებულესობის, დედოფლის თხოვნის მიუხედავად ის უარს ამბობს პრინც ფილიპის დაბადების დღეზე გამოსვლაზე. მიკი ოსკაროსანი რეჟისორია და ახალ ფილზე მუშაობს. მეგობრები ზაფხული ერთად გატარებას გადაწყვეტენ...
რიკ პენინგი ცხოვრობს ზუსტად ისე როგორც თამაშობს რაგბის: სწრაფად, მკაცრად და ინტენსიურად. როცა ცხოვრება მიიყვანს მას ციხემდე, ციხის მაყურებელი მარკუს ტეიტი სთავაზობს მას დაუბრუნდეს თამაშს, მაგრამ მისი კონკურენტების მხარეს...
1879 წელს დაკოტაში უგზოუკვლოდ დაკარგულ ადამიანთა მოსაძებნად ჯგუფს გაგზავნიან. ისინი ადგილობრივ ხალხთან დაპირისპირებას მოელიან, მაგრამ მალევე აღმოაჩენენ, რომ ნამდვილი მტერი სულ სხვა მხრიდანაა მოსალოდნელი...
კარლოსი - ყველაზე პრესტიჟული და პატივსაცემი მკერავია ქალაქ გრანადაში, რომელიც მდებარეობს ესპანეთში. ამასთან ერთად ის არის მკვლელი, რის უკანაც იმალება მისი მანკიერი ვნება. ამასთან ერთად კარლოსი არის კანიბალი… იგი არ განიცდის არანიარ სინანულს როცა მსხვერპლს კლავს, მაგრამ ყველაფერი შეიცვლება როცა ის შეხვდება ნინას, რომლის მიმართაც გაუჩნდება გრძნობა. რომელი გაიმარჯვებს სიყვარული თუ მკვლელობის წყურვილი?
ნიუ-იორკთან ახლოს წარმოიშვება კრატერი, რომელიც დედამიწაზე ზებუნებრივი არსებების შემოსასვლელი გახდება. მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი უცნობია, ხოლო საფრთხე რომელსაც ისინი წარმოადგენენ, კაცობრიობისთვის დიდია. ინგრევა შენობები, ხალხი დაშინებულია, ქალაქი პანიკის ზღვარზეა. ამ რთულ და თითქმის უიმედო სიტუაციაში მთელი იმედი აშშ-ის ეროვნული უშიშროების აგენტებზეა, რომლებიც ბოროტ ძალებს დაუპირისპირდებიან. მებრძოლები, მოქალაქეებს პირდებიან, რომ გაუმკლავდებიან საფრთხეს და არ დაუშვებენ სხვა სამყაროს არსებების მიერ ჩვენი პლანეტის დაპყრობას…