ტედ ბრუკისი – ყველაზე ცნობილი დანტისტი მაიამიში. სამუშაო უამრავია, და ახალგაზრდეა ბიჭს არაფერზა აქვს საოცნებო ითქოს. მაგრამ ერთხელაც ის შეტყობინებას მიიღებს, რომ ვიღაც ქალმა სახელად ლიუსი ის თავის ანდერძში ჩართო, ახლა კი მას მემკვიდრეობის ნაწილი ერგება. აღმოჩნდება, რომ ტედი აყვანილი შვილია, ლიუსი კი – მისი ნამდვილი დედა. ის ამერიკაში მიფრინავს, და მემკვიდრეობაში მიიღებს – ძაღლებს...
შეერთებული შტატების ატომური წყალქვეშა ნავი "მონტანა", რომელსაც ბირთვული იარაღი გადაჰქონდა, ღია ოკეანეში ჩაიძირა. წყალქვეშა მკვლევართა ჯგუფმა უნდა დაადგინოს ტრაგედიის მიზეზი და გააუვნებელყოს იარაღი...
პატიმარი ჯო კონარდი ელოდება სასიკვდილო განაჩენის შესრულებას ერთერთ ცენტრალური ამერიკის ციხეებიდან. მაგრამ ასე ადვილად მას ამ ცხ ოვრებიდან წასვლა არ უწერია: კონორდს გავლენიანი ტელეპროდიუსერი, რომელიც აგროვებს მონაწილეებს რეალითი-შოუსტვის მის მიმართ ინტერეს იჩენს. ჯო ცხრა სხვა სიკვდილ მისჯილი პატიმართან ერთად უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდებიან. რათქმა უნდა, თამაში მიდის პრინციპით "ყველა თავისათვის", და ამოცანა, რომელიც მონაწილეების წინ დგას, ადვილია: გაანადგურონ დანარჩენი "სიკვდილმისჯილი" და ასეთი გზით მოიპოვოს თავისუფლება.
როდესაც ჰერინგტონის სკოლაში საშიში ამბები დატრიალდა ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ცუდი ეჭვები გამართლდა. მასწავლებლები მართლაც რომ უცხოპლანეტელები აღმოჩნდნენ. გონების მაკონტროლებელი პარაზიტი ნელნელა ყველა მოსწავლეში გადადის სანამ საბოლოოდ ძალიან ცოტანი არ დარჩებიან ისინი, ვისაც ეს ჯერ არ დამართნია. ამ ჯგუფში ყველა კატეგორიის ბავშვი მოხვდა. ახლა მათ ერთად უნდა გადაარჩინონ სამყარო უცხოპლანეტელების შემოსევისგან.
დაქვრივებული მამა ცდილობს თავის ქალიშვილთან, რომელიც დანაკლისს ძლიერ განიცდის, ურთიერთობა მოაგვაროს. გოგონას გამოგონილი მეგობარი ჰყავს. თანდათან ეს მეგობრობა მეტად საშიში ხდება, მეგობარი კი სულ უფრო რეალური.
თინეიჯერ რიკ სტივენსს მოსწონს ნინა პენინგტონი, ისინი დამეგობრდებიან და ერთად აღმოჩნდებიან როკ ენ როლის ტურნე-მოგზაურობაში. პარალელურად ნინა ცდილობს გაუმკლავდეს ზედმეტად მზრუნველ შეყვარებულ კევინს...
ძველ დროში, როდესაც დიდებული ცეცხლისმფრქვეველები ჯერ კიდევ ცაში დაფრინავდნენ, რაინდი სახელად ბოუვენი პირისპირ შეხვდა დედამიწაზე უკანასკნელ დრაკონ - დრაკოს. მალე ბოუვენი მიხვდა, რომ მისი გადაწყვეტილება - ტირანი მეფის დამარცხება, არც ისეთი ადვილი ყოფილა როგორც ეს მას წარმოედგინა: თუ იგი მეფეს მოკლავს, დრაკოც მასთან ერთად მოკვდება...
1942 წელი. ბრძოლა სტალინგრადთან. გერმანელები, მაიორ კენინგს განსაკუთრებულ დავალებაზე აგზავნიან. ეს გამოცდილი პროფესიონალი, ერთადერთია, ვისაც შეუძლია რუსი ლეგენდარული სნაიპერის - ვასილი ზაიცევის დამარცხება...
მშვიდობიანი უცხოთა პლანეტა განადგურების საფრთხის წინაშეა. უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანთა რასა ტერასკენ მიმართავს მზერას. მალა მეამბოხე თინეიჯერია, ის ყველაფერს გააკეთებს ამის შესაჩერებლად...
ფილმი მოგვითხრობს შეშლილ მანიაკზე, რომელსაც სურს საშინელი ვირუსი, რომელიც ადამიანებს შეშლილ ზომბებად აქცევს მთელს ნიუ-იორკში გაავრცელოს და ეს ყველაფერი შურისძიების სახელით გააკეთოს…
ბიბლიური ისტორია წინასწარმეტყველ მოსესა და ებრაელი ერის ეგვიპტელების მონობისგან გათავისუფლების შესახებ. მოსე დედამიწას იმ დროს მოევლინა, როცა ფარაონმა ებრაული წარმოშობის ყველა ახალშობილის მოკვლა ბრძანა. მისი გადარჩენისთვის, დედამისმა ბავშვი კალათაში ჩასვა და ნილოსს გააყოლა. ახალშობილი ფარაონის ქალიშვილმა იპოვა და მას რამზესთან ერთად ზრდიდა. მრავალი წლის შემდეგ, მოსე ეგვიპტიდან გაიქცა, ხოლო შემდეგ ღვთის ბრძანებით უკან დაბრუნდა, რათა თავისი ერი მონობიდან ეხსნა...
როდესაც ჰუდი მიიტაცებს საერთაშორისო გადასარჩენ საიდუმლო ბაზას და ტრეისის ოჯახის უმეტესობას მახეში გააბამს, მხოლოდ ალან ტრეისის და მის მეგობრებს შეუძლიათ დღის გადარჩენა...
გოტემში ახალი სასიკვდილო შურისმაძიებელი გამოჩნდა. ის სისხლიან ომს იწყებს ქალაქის კრიმინალურ მეფესთან ერთად. ბნელი რაინდი მალე ხვდება, რომ ბოროტმოქმედი სულაც არ არის ახალბედა, რადგანაც მან საკმაოდ ბევრი რამ იცის...
ერთ ჩვეულებრივ ღამეს მთავარი გმირი გადაარჩენს უცნობ ქალს, მაგრამ მეორე დილას იღვიძებს სასტუმროს ნომრის აბაზანაში სულ სისხლიანი და ერთი თირკმელის გარეშე...
ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს დეტექტივზე, რომლის საქციელი სცილდება ყოველნაირ ზღვარს. ის შურისძიების გამო ყველაფერზე მიდის. როცა მისი ცოლი მოკლეს ის სპეციალურად ჩადის დანაშაულს, რომ ჩაჯდეს ციხეში და და გაანადგუროს მკვლელი...
სავაჭრო ცენტრს წვრილმანი ქურდების ბანდა დაესხმევა თავს, დაცვის თანამშრომელს პოლ ბლარტს, მოუწევს თავისი ზედმეტად რბილი ხასიათის დავიწყება და სიტუაცისს მოგვარება...
მარტინ ტერიე ოპერატიული სამსახურის წევრია, მას უნდა სამსახურის დატოვება და საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდად ცხოვრება. ორგანიზაცია რომლისთვისაც ის მუშაობს არ გეგმავს მის გაშვებას, მარტინი იძულებულია რადიკალური ზომები მიიღოს...
მორიდებული მოზარდი ოსკარის ისტორია. მან ისევე როგორც მისმა წინაპრებმა უნდა გაატაროს 24 საათი უდაბურ ტყეში, მხოლოდ მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა. უკან ოსკარი ნანადირევით უნდა დაბრუნდეს, რაც მის დაკაცებას ნიშნავს. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი ნადავლი აშშ-ს პრეზიდენტი აღმოჩნდებოდა და რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის ბედი მოზარდის ხელში აღმოჩნდებოდა. პრეზიდენტი და ოსკარი უნდა გაერთიანდნენ, რათა მათ სიცოცხლეში ყველაზე საშიში ღამე გადაიტანონ...
წარმოიდგინეთ ბედნიერი ცხოვრება ამერიკულ პატარა ქალაქში - სიმშვიდე და სტაბილურობა, მაგრამ ის ქრება ერთ წამში ქრება... თქვენი მეზობლები უცებ გიჟდებიან და ძალიან საშიშები ხდებიან. "ამერიკული ოცნება" რომელიც უცებ ამერიკულ კოშმარად იქცევა. ფილმის გმირები ამ კოშმარში არიან დამწყვდეულები და ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებენ...
ედი ჰოკინსი, იგივე ჰუძონელი ქორი, ახლახანს იქნა გათავისუფლებული ათწლიანი პატიმრობიდან და დარჩენილი ცხოვრების პატიოსნად ცხოვრებას გეგმავს. მაგრამ სწორედ ამდროს მეიფლაუერის შეშლილი წყვილი აშანტაჟებს მას, რათა ლეონარდო და ვინჩის რამოდენიმე ნაწარმოები მოაპარინოს, უარის შემთხვევაში კი მისი მეგობრის ტომის მოკვლით ემუქრებიან...
კოსმოსური ხომალდი, რომელზეც 5000 მძინარე მგზავრია მიემართება პლანეტისაკენ, რომელიც მათი ახალი სახლი უნდა გახდეს. მაგრამ სისტემის ხარვეზის გამო, ერთი მგზავრი პლანეტამდე მისვლამდე 90 წლით ადრე გაიღვიძებს. იგი მიხვდება, რომ სიცოცხლის ბოლომდე ხომალდზე მარტო ყოფნა მოუწევს, ამიტომ იგი მეორე მგზავრსაც აღვიძებს.
ჯადოსნურ სამეფოში გრანდიოზული დღესასწაულია: რაპუნცელის ქორწილი! ყველანი მოუთმენლად ელიან საზეიმო მომენტს, მაგრამ საქორწინო ცერემონიას ემუქრება კატასტროფა: ცხენი მაქსიმუსი და ქამელეონი პასკალი კარგავენ საქორწილო ბეჭდებს. მათ რჩებათ მხოლოდ რამდენიმე წუთი იმისათვის, რომ იპოვონ დანაკარგი...
როდესაც გოგონას სახელად კიტის მამა, პოლიციელი დაიღუპება მაფიის გამო, იგი პირობას დებს, რომ იპოვის და დასჯის დამნაშავეებს. გოგონას მეურვე ამ რთულ საკითხში ხდება კარლი, მისი მამის პარტნიორი. შურიშზიების წყურვილით შეპყრობილი კიტი კარლის ხელმძღვანელობით გახდება ცივი და უკომპრომისო მკვლელი...
1936 წელი, პარიზი. უმუშევარი არტისტები გადაწყვიტავენ საკონცერტო დარბაზი ”შანსონი” დაიბრუნონ, სადაც ოდესღაც გამოდიოდნენ... მაგრამ პუბლიკას აღარ ხიბლავს მოძველებული ხუმრობები... მაშინ არტისტები მოულოდნელ ნაბიჯს დგამენ - ისინი ახალგაზრდა ლამაზმანს აძლევენ შესაძლებლობას ”შანსონიის” სცენაზე თავისი საყვარელი სიმღერა შეასრულოს...
მიკი გორდონი კალათბურთის მსაჯია, ის მიემგზავრება საფრანგეთში მამის დასაკრძალად. ელენ ენდრიუ ამერიკელი ქალლია, რომელიც პარიზში მუშაობს იმ ავიახაზებზე, რომლითაც მიკი მოფრინავს. ისინი შეხვდებიან და შეუყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ მათ სიყვარულს ბევრი წინააღმდეგობა ელოდება...
ერთ საღამოს ბიზნესმენი ალან კემბელი იცნობს იდუმალებით მოცულ ჯონას არბორს. ჯონასი დაქირავებული მკვლელია და სთავაზობს ალანს მოკლას 5 კაცი უფასოდ. ალანმა ეს ხუმრობად მიიღო და შეუდგა სიის ჩამოწერას. მეორე დღეს იწყება მკვლელობების სერია, რომელიც მისი სიის მიხედვით ხდება. ალანი ცდილობს შეაჩეროს მკვლელი...
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტების წვრთნის პროგრამაში ჯეიმს ქლეითონი ერთადერთი ღირსეული კანდიდატია, ვისთანაც გამოცდილი ვეტერანი უოლტერ ბრუქი იმუშავებდა.თუმცა,სანამ ოფიცრის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ჯეიმსმა უნდა დაამტკიცოს რომ სადაზვერვო სამმართველოში მუშაობის ღირსია და სიფრთხილე და უნდობლობა ისწავლოს...
წყნარი ოკეანის თავზე სამგზავრო თვითმფრინავით მგზავრობს მკვლელობის მოწმე, რომელსაც ფედერალური აგენტები იცავენ. მკველელი ცდილობს თავიდან მოიცილოს მოწმე, რის გამოც თვითმფრინავში შხამიანი გველების მთელი კონტეინერი შეაქვს...
მოქმედება ვითარდება ჯადოსნურ ქვეყანაში ალაგეზიაში, რომელიშიც ელფები, ჯუჯები და სხვა ზღაპრული პერსონაჟები ცხოვრობენ. ფილმის მთავარი გმირი - 17-წლის სოფლელი ბიჭია სახელად ერაგონი, ის უკანასკნელი გვარის წარმომადგენელია, როდესღაც ძლევამოსილი დრაკონების მხედდრებიდან. ერთხელ ერაგონი იპოვის დრაკონის კვერცხს. ერაგონს ბედზე უწერია დრაკონი - საფვირას გაზრდა და მოვლა; დიდ ომში მონაწილეობის მიღება; ელფების ქალაქის ელესმერას ძიებაში უნახავ მიწებზე გავლა, რომლებიც ავსებულები არიან საფრთხით და სილამაზით; შეებრძოლება ჯადოქრებთან და ურჩხულებთან; ჩასვლა მთის შუა გულში ჯუჯების სამეფოში, იმისათვის რომ გახდეს პირველი თავისუფალი მებრძოლი, რომელიც არაა დამოკიდებული არც მხედართა მეფეზე, არც ვარდენების წინამძღოლზე...
აშშ-ს პრეზიდენტი ლეკს ლუტორი, სუპერმენის დასამარცხებლად მოსალოდნელი კრიპტონიტური მეტეორის გამოყენებას გეგმავს. იგი ჯილდოს აწესებს, მილიარდ დოლარს, მისთვის, ვინც მოუტანს სუპერმენისა და მისი მოკავშირის, ბეტმენის თავებს. სუპერმენი და ბეტმენი ლუტორის გეგმების ჩასაშლელად და სიმართლის დასადგენად უნდა გაერთიანდნენ...
მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის დროს. პიონერი გმირების რაზმი ფაშისტ ოკუპანტებს უპირისპირდება, რომლებიც საიქიოდან გამოიძახა ნაცისტების ჯადოქრებმა. რა თქმა უნდა მთავარი გმირები – უბრალო პიონერები არ არიან. ეს რაზმი პარაფსიქოლოგიით და ოკულტიზმითაა დაკავებული. და ახლა ისინი მზად არიან დაიცვან სამშობლო...
კომედია ზოოპარკის ზედამხედველზე, რომელიც ცხოველებს კარგად უგებს, აი ქალებთან კი კარგად არ აქვს საქმე. ცხოველები ასწავლიან ზოოპარკის ზედამხედველს, თუ რა მეთოდებით მოხიბლოს მან საყვარელი გოგო და მოიპოვოს მისი გული...
ამერიკელი პროფესორი, რომლის სპეციალობა იეროგლიფებია, ჩადის ოქსფორდში, საიდუმლო დაშიფრული წერილის ამოსახსნელად. წერილის შინაარსით დაინტერესებულნი არიან სპეცსამსახურები, არაბი შეიხი და ახლო აღმოსავლეთის რამდენი ლიდერი...
ფილმის სიუჟეტი ვითარდება მე-20 საუკუნის 40-იან წლებში. წარმატებული ბანკირი ენდი დუფრეინი ახალ ცხოვრებას იწყებს შოუშენკის ციხეში. ის ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. აქ იგი თავის ცოდნას ციხის ამორალური ზედამხედველისთვის ბუღალტრად მუშაობაში იყენებს. მისი პატიოსნების და გათავისუფლების მუდმივი იმედის გამო ციხეში ხანგრძლივი ყოფნის მანძილზე, დუფრეინს სხვა პატიმრები დაუმეგობრდებიან, მათ შორის ხანდაზმული პატიმარი სახელად რედი...
ახალგაზრდა და მამაცი თორი, საკუთარ ძმა ლოკისთან და ერთგულ ჯარისკაცებთან ერთად, გადაწყვეტს მისტიური სარტარის ხმლის ძიებას.ხმალი შეუზღუდავ ძალას აძლევს მის მფლობელს, და მას დაუმარცხებელ მებრძოლად აქცევს.ახალგაზრდებს წარმოდგენაც კი არ აქვთ თუ რა სირთულეებთან მოუწევთ შეჭიდება. მხოლოდ ისინი არ ეძებენ ხმალს...
2025 წელს ოზონის შრე განადგურდა. ახლა მაკლეოდმა და რამერიზმა უნდა დაალაგონ ყველაფერი თავის ადგილას. ასევე ნელნელა ვიგებთ თუ როგორ გამოდევნეს მაკლეოდი და რამირეზი ზისტიდან...
სატვირთო მანქანის მძღოლი ლინკოლნ ჰოუკი ლას–ვეგასში მიემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე არმ–რესლინგში. მას უამრავი საქმე და საფიქრალი აქვს: უნდა შეხვდეს ყოფილ ცოლს, რომელიც გულის დაავადებთ კვდება; მოინახულოს, ჭიშკარის გატეხვის და მცველების გაუვნებლების შემდეგ საყვარელი სიმამრი და ნებისმიერი ფასად დაიბრუნოს ვაჟი...
პიერ ნიმენი ერთ-ერთი საუკეთესო პოლიციელია. მას მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების გამოძიებას ავალებენ. ამჯერად იგი ლოთარინგიის მონასტრის კედელში ცოცხლად ჩამარხული ადამიანის საქმეზე მუშაობს. საიდუმლოს გასაღები შორეულ წარსულშია საძიებელი...
პატარა ხანაბი დაატყვევა ბოროტმა უცხოპლანეტელმა, რომელსაც სურს გაანადგუროს დედამიწა. ნარუტო ვალდებულია გადაარჩინოს გოგონა, რომლის დაზეც შეყვარებულია. თუმცა, შეძლებს კი ლეგენდარული ნინძა დაამარცხოს ყველაზე ძლიერი მტერი თუ ბრძოლის წინ იგი დაკარგავს თავის სეპერშესაძლებლობებს?...