დადგა შობა... მაგრამ სამწუხაროდ, ამ მშვენიერი დღესასწაულის ჯადოსნური ძალა ზოგიერთ ადამიანზე უბრალოდ არ მოქმედებს და ვერ ადნობს ყინულს მათ გულებში. ამგვარი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება ამ ფილმის გმირი მაგნატი ფრენკ კროსი. ის მდიდარია, ყოვლისშემძლე და აბსოლუტურად გულგრილი ყველაფრის მიმართ, გარდა ფულისა. კროსი საკუთარი ტელეარხის მფლობელია, დაუნდობელი და ცივსისხლიანი ბიზნესმენი სასტიკი იუმორის გრძნობით. ასეთი ადამიანებს სჭირდებათ აღზრდა და სწორედ ამ საქმეში ჩაერთვებიან ზებუნებრივი ძალები...
ფილმის მთავარი გმირი, 45 წლის თბილისელი ნარკომანი, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას: კორუმპირებული პოლიციელები მისგან მეგობრის შვილის - 16 წლის ბიჭის დაბეზღებას ითხოვენ. თუ დათანხმდება, წამლით და ფულით დაასაჩუქრებენ, ხოლო თუ უარს იტყვის, 10 წლით გაუშვებენ ციხეში და ამით მისი ცხოვრება პრაქტიკულად დასრულდება. კედელთან მიყენებული ფილმის მთავარი გმირი პოლიციელების წინადადებაზე თანხმდება და მეგობრის შვილის გასაწირად მიდის, მაგრამ ბოლო წუთს მასში დიდი ხნის წინ დაკარგული ღირსების შემორჩენილი ნარჩენები იღვიძებს...
დოკუმენტური ფილმი ედვარდ სნოოუდენის შესახებ. ედვარდი მუშაობდა ცენტრალური დაზვერვის ბიუროში ტექნიკურ სპეციალისტად, 2013 წლის ივნისში მან გადასცა საიდუმლო მასალები გაზეთებს "THE GUARDIAN" და "THE WASHINGTON POST"...
თაღლითის მთავარი მცნებაა - არ ჩაებას ჩხუბში, განსაკუთრებით მასთან, ვინც შეიარაღებულია. სოლალს დაავიწყდა ეს წესი, რის გამოც ცხოვრებას გამოესალმა - მოკლა იმ ადამიანმა, რომელიც მისი თაღლითობით დაზარალდა. ამითი საქმე დამთავრდებოდა, რომ არა სოლალის ძმა - კეში, რომელმაც შურისძიება გადაწყვიტა...
ქალები, სასმელი და სასაცილო ხუმრობები - ეს არის გულთბილი ირლანდიელი პოლიციელის, სერჟანტი ჯერი ბოილის ცხოვრებისეული ბედნიერება. მას არასდროს უფიქრია გმირობაზე, სანამ დუბლინში არ ჩამოვიდა FBI-ის აგენტი და სთხოვა მას ნარკოტიკებით მოვაჭრეთა საერთაშორისო ბანდის დაჭერაში დახმარებოდა...
ადამ უებერი დაიბადა ნორმალურ ბავშვად, მაგრამ სულელური გაუგებრობის გამო, 35 წელი თავის მშობლებთან ერთად ბომბსაფარში გაატარა. გულუბყრვილო და სპეტაკი, ის პირველად მოხვდება ხალხში ხმაურიან 90-ი წლების ლოს-ანჯელესში! და ვინ იცის - იქნებ, ის ჯერ კიდევ შესძლებს დაკარგული დროის აღდგენას?!...
ტომ ბეილი შეყვარებულია ჰანაზე – თავის საუკეთესო დაქალზე. მაგრამ ტომს ეშინია ვალდებულების და პასუხისმგებლობის და უარს ამბობს სააშკარაო აღიაროს – ის უნდა გამოუტყდეს ჰანას გრძნობებში მანამ, სანამ ის უფრო გაბედულ თაყვანისმვემელს ნახავს. როდესაც კოლინი, მდიდარი შოტლანდიელი, მოხიბლავს გოგონას და ცოლად გამოყოლას სთხოვს, ტომი მათ ქორწილში წყვილი გაბედნიერების მოწმე უნდა იყოს...
სტენლი იელნაცი, რომელიც წვრილმან ქურდობაშია ეჭვმიტანილი, რომელიც არ ჩაუდენია, აღმოჩნდა ძნელადაღსაზრდელი მოზარდების ლაგერში. დასჯის სახით ლაგერის ზედამხედველი ქალი დამნაშავეებს აიძულებს ყოველდღიურად უდაბნოში ორმოების თხრას. დასაჯის ასეთი გზა ისეთივე უაზრო ჩანს, როგორც სასტიკი, სანამ სტენლი და მის მეგობრები აღმოაჩენენ, რომ ქალი საკუთარ მიზნებს მისდევს...
ეს ამბავი არის ერთ ყოფილ სპორტსმენზე მილკა სინგხაზე, ფილმში მოთხრობილია მისი ცხოვრების შესახებ. იგი 1958 წელს ასპარეზობდა და ოქროს მედალოსანია ინდოეთში, მოგებული აქვს ასევე ოლიმპიურ თამაშებში ბრინჯაოს მედალიც...
მოქმედება ხდება 1960 წელს, ინდოეთში , სოფელში, სადაც არანაირი ცივილიზაცია არ არსებობს. ყველაზე ახლომდებარე ქალაქი ოთხ მილშია, მაგრამ გზად დიდი მთაა. ფილმის მთავარი გმირი , მანჯჰი გადაწყვეტს გაკვალოს გზა ქალაქისაკენ...
ბილი და ები – შეყვარებულები არიან, რომლებიც თავს და–ძმად ასაღებენ(ასე ნაკლები კითხვა ჩნდება). ისინი სამსახურის ძებნაში ამერიკაში მოგზაურობდნენ. ტეხასში, სასიკვდილოდ დაავადებული მდიდარი ფერმერი მათ სამუშაოს შესთავაზებს, სამუშაოს მოსავლის აღებისას. ბილი შეიტყობს, რომ ფერმერს მხოლოდ ერთი წლის სიცოცხლე დარჩა და შესთავაზებს ების მასზე გათხოვებას...
ალის სახელოსნოდან გამოაქვს თავისი დის - ზაჰრას ფეხსაცმელი, მაგრამ გზაში კარგავს. ეს, გოგონას ერთადერთი ფეხსაცმელი იყო, მამას კი ახლის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. გადაწყდა, რომ ბავშვები ალის ფეხსაცმელებს ჩაიცვამენ რიგ-რიგობით. ძმამ რომ სკოლაში დროულად მისვლა მოასწროს, ზაჰრამ სახლამდე მთელი გზა უნდა ირბინოს. ალი გადაწყვიტავს სკოლების შეჯიბრში მიიღოს მონაწილეობა, რათა მესამე ადგილზე გავიდეს და მოიგოს პრიზი - სპორტული ფეხსაცმელი, რომელსაც თავის დას აჩუქებს... მაგრამ შეჯიბრის შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა...
მანჰეტენელი ეშლი ბევრ ადამიანს ყველაზე იღბლიან ქალად მიაჩნია. როდესაც ის ახალგაზრდა მამაკაცს შემთხვევით შეხვდება აღმოჩნდება, რომ იღბლიანი ახლა ეს მამაკაცი ხდება...
წარმატებული, მაგრამ უიმედოდ მარტოხელა გოგონა – ხელოვნებათმცოდნე ბეტი მიემგზავრება რომში თავისი უმცროსი დის ქორწილში. ტრევის შადრევანში ის ხედავს იშვიათ და ამის გამო ძვირფასს მონეტებს. ბეტი იღებს მონეტებს და ხდება რამოდენიმე მამაკაცის დევნის ობიექტი... ესენი არიან მამაკაცები, რომლებმაც ჩააგდეს ეს მონეტები შადრევანში, ახლა მასზე შეყვარებულები არიან...
ჯონი ცნობილი ექიმის შვილია, რომელსაც 21 წელი შეუსრულდა. ის ვერ აღნიშნავს თავის დაბადების დღეს, რადგან მეორე დღეს, კოლეჯში გასაუბრება აქვს, რომელზეც მისი მომავალია დამოკიდებული. თუმცა მისი ორი მეგობრის დაჟინებული თხოვნით, ჯონი მიდის კლუბში, ერთი კათხა ლუდის დასალევად. ერთ კათხას მეორე მოყვება და ეს საღამო დიდ დროსტარებაში გადაიზრდება. ჯონის ჩადენილი ყოველი სიგიჟე, უფრო და უფრო აშორებს მას მომავალ პროფესიასთან...
მოდელი მეგნა მათურის სურვილია მუმბაიში წასვლა, მისი ოცნებაა გახდეს სუპერმოდელი. მის თვალებში ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი მსოფლიო მოდის გლამურისა და ხიბლის მიღმა ისე არაა, როგორც ჩანს...
ფილმი ეძღვნება უმაღლესი მოდის იმპერატორ ვალენტინოს. ინტიმური ხედვები წარსულისა და აწმყოს ყველაზე ცნობილი დიზაინერისა.უპრეცენდენტო შეღწევა ხელოვანის შიდა სამზარეულოში. ფილმი საშუალებას გვაძლევს ვნახოთ თუ როგორ იქმნება შედევრები...
ფილმი დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე: როგორ ცხოვრობენ და მუშაობენ მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები და ადამიანები, რომლებიც გლამურულ ჟურნალს ქმნიან. ისინი ინდუსტრიაში ამინდს განსაზღვრავენ და ხალხის გემოვნებას აყალიბებენ...
ამერიკელი წყვილი ტრანსციმბირის რკინიგზით მოგზაურობს ჩინეთიდან მოსკოვში და გზაში კიდევ ერთ წყველს გაიცნობს, რომელიც მათ მოტყუებასა და მკვლელობაში გარევს...
ამჯერად მოვლენები მაიამიში განვითარდება. ემილი, რომელიც არის მდიდარი ბიზნესმენის შვილი ჩადის მაიამიში, რათა გახდეს პროფესიონალი მოცეკვავე, თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც მას უყვარდება ქუჩის მოცეკვავე და ადგილობრივ მოცეკვავეთა ბანდის ლიდერი შონი, რომელიც ფლეშმობების ნამდვილი ოსტატია. ისინი ცდილობენ, რომ მოუგონ კონკურენტებს, მიიღონ დაფინანსება და გახდნენ პოპულარულები. მათ თითქოს ამ მიზნის მიღწევაში ხელს ვერავინ უშლის, თუმცა ემილის მამა გადაწყვეტს, რომ დააფინანსოს მათი კონკურენტები და თავის ქალიშვილს უარი ათქმევინოს ქუჩის ცეკვებზე. შონს და ემილის მოუწევთ, რომ ერთ გუნდად შეიკრან და მის მამას და ყველას დაუმტკიცონ, რომ ისინი საუკეთესონი არიან...
შონ ბრუმდერი, სერფინგის დროს, ქვიშაში პლიაჟზე იპოვა მარკუს სკინერის რომანის კოპია. ეს წიგნი ლეგენდარული ავტორისაა, რომელიც სტენფორდის ინსტიტუტში ასწავლის, დიდ გავლენას მოახდეენს შონზე. ამის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაციგადაწყვეტს, რომ მწერალი უნდა გახდეს. მაგრამ მისი ოცნებები სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლაზე იმსხვრევა, როდესაც შეცდომით შონის საბუთების მაგივრად მანდ ცუდი მოსწავლის საბუთები გაიგზავნება. თავისი მეგობარი გოგონას ეშლის და მისი ძმის–ნარკომანის დახმარებით შონი სცდილობს დაარწმუნოს სკოლის მართველობა მისი განცხადება თავიდან განიხილონ...
ფილმი ხალხზეა, რომელთაც ეკონომიკური კრიზისი შეეხოთ. ბენ აფლეკის გმირი ენერგიული კარიერისტის როლშია, რომელსაც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე ნიშნავენ. მალევე იგი კარგავს ყველაფერს: ხელფასსაც და ახალ პორშესაც. გმირი გარეთ რჩება. მას მალევე მისი ნათესავი ასაქმებს სამშენებლო ფირმაში...
ელიტური საზღვაო ქვეითი ჯარიდან წამოსვლის შემდეგ, ლუ-ენ ჯონსონი უცნაურ პროფესიას ამოირჩევს: რკინის ლედი ინგლისური ენის მასწავლებელი ხდება კოლეჯში. მაგრამ ჯარში მსახურობისგან დარჩენილი ჩვევები მას ახალ საწადელზე გამოადგნენ. მთელი კლასი, რომელშიც მოხდა ლუ-ენი, თითქმის არაფრით განსხვავდებოდა ბრძოლის ველიდან, მოსწავლეები კი ძალიან გავდნენ ბოროტმოქმედებს. აპეციალური დანიშნულების მასწავლებელს არაფერი რჩებოდა იმის გარდა, რომ შეტევა დაეწყო...
ისინი - ჭკუამახვილები არიან... ისინი - მომპარავები არიან. ისინი გასაიდუმლოებულ ომს იწყებენ უმაღლეს ტექნოლოგიურ დონეზე სამყაროზე ძალაუფლების მოსაპოვებლად, და ეს ყველაფერი - ჩვენს ცხვირწინ. ისინი - ძაღლები და კატები არიან! შეხედეთ რა გამოვა, როდესაც ექსცენტრიული პროფესორი აღმოჩენას გააკეთებს, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს ოთხფეხა არსებების ძალაუფლების უძველესი ბალანსი...
ჟურნალისტი ქალი, რომელმაც თავსი სტატიებში ცენტრალური დაზვერვის სამსახურის საიდუმლო აგენტის შესახებ გამოაქვეყნა, უარზეა დაასახელოს თავისი ინფორმატორის სახელი...
ფილმში აღწერილია 30 წლის ოჯახის ისტორია.ისინი დადიან ექიმ ფელდასთან.ექიმი ასწავლის მეუღლეებს სწორ ფიქრს.მისი მიზანია გააცოცხლოს მათში ძველი გრძნობები...
ძმებს ჯეკს და ოლივერს უკვდებათ საყვარელი ძაღლი სტელა. როდესაც მის დასაძინებლად შეიკრიბებიან ჯეკი გაიგებს, რომ გოგონა რომელიც უყვარს, მის ძმას ხვდება. ოჯახს ერთ შაბათ-კვირას უწევს გაიგოს სიყვარულის და ღალატის ფასი...
90-იანი წლების შუა ნახევარი. ახალგაზრდა და ტალანტური სტივენ გლასი "ნიუ რიპაბლიკის" ვარსკვლავი ხდება, ყველაზე გავლენიანი და პოპულარული ყოველკვირეული ჟურნალის. მის სტატიებს ყველაზე მაღლა იხილავენ. მორიდებული და მიმზიდველი ყმაწვილის როლი საუკეთესო მატყუარა და აფერესტისთვის რომელიც უბრალოდ იტყუება და იგონებს თავისივე სტატიების სცენარს...
გოგონა, სახელად კოული, აშშ-ს შეიარაღებული ძალების რიგებში შედის და სამსახურიდან, ალბათ, დედამიწაზე არსებულ ყველაზე საშინელ ადგილზე – გუანტანამოს ციხეში – გაანაწილებენ. გმირი პატიმარ ალის გაიცნობს, რომელიც იმ დროისთვის უკვე 8 წელია ციხეში ზის და მის განთავისუფლებას გადაწყვეტს...
კეტი დგას რთული დილემის წინ: მშობლიურ სახლში დის ქორწილში წასვლის აუცილებლობა იმითაა დაბნელებული, რომ მანდ ის აუცილებლად შეხვდება ექს–შეყვარებულს, რომელტანაც განშორება ძალიან მტკივნეული იყო. თუ წახვალ, კი მაშინ ნათესავებს და ყოფილ შეყვარებულს წარმოუდგინო სიმპატიური, ჭკვიანი და ყურებამდე შეყვარებული საქმრო. ის კი არარსებობს. და კეტი გადაწყვიტავს დაიქირავოს ბიჭი ექსკორტ–მომსახურეობის სამსახურიდან საქორწილო წვეულებაზე წასასვლელად...
Lisa Spinelli is a Staten Island teacher who is unusually devoted to her students. When she discovers one of her five-year-olds is a prodigy, she becomes fascinated with the boy, ultimately risking her family and freedom to nurture his talent.
ნიჭიერი ახალგაზრდა მოცეკვავე ჰანი დენიელსი–ვიდეოკლიპების წარმატებული ქარეოგრაფია. ერთხელაც გოგონა საკმაოდ ორაზროვან წინადადებას მიიღებს, რომლის მიღების შემთხვევაში ის მთელ მსოფლიოს შეძლებს დაანახოს თავის ცეკვა... მაგრამ მომავალი ვარსკვლავი, შეძლებს თავის თავს აჯობოს და გადაწყვეტს მთელი თავისი ცხოვრების ოცნება აასრულოს: მოზარდებისთვის საცეკვაო სტუდია გახსნას...
1183 წელი. დამდეგი შობის დღეებში ინგლისის მოხუცმა მეფემ, ჰენრიხ მეორემ ტახტის მემკვიდრე უნდა გამოაცხადოს. ამ მოვლენისთვის სპეციალურად ჩამოდიან: ჰენრიხის მეუღლე - ელეონორა აკვიტანელი, რომელიც ქმრის წინააღმდეგ შეთქმულებში მონაწილეობისთვის ციხეში იჯდა, მეფის საყვარელი - პრინცესა ალე, მისი ბოროტი ძმა, საფრანგეთის მეფე - ფილიპი და ჰენრიხ მეორის შვილები - რიჩარდ ლომგული, ჯეფრი და ჯონი. ოჯახის წევრები ერთმანეთს სასტიკად ვერ იტანენ. მათ მხოლოდ ერთი რამ აერთიანებს - ეს არის ძალაუფლების უსაზღვრო წყურვილი, რომლისთვისაც ისინი ყველაფერზე წავლენ.
მეგობრებმა გადაწყვიტეს ორი, ყველაზე დიდი იარაღის მწარმოებელი გაანადგურონ. ფილმების მოყვარულ ვიდეო მაღაზიის გამყიდველ ბაზილს ცხოვრებაში ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ საომარი იარაღის გამო ყველაფერი დაკარგა. მამამისი მაროკოში ნაღმზე აფეთქდა, თვითონ კი ერთ საბედისწერო ღამეს ბრმა ტყვია მოხვდა თავში და ახლა ნებიესმიერ წამს შეიძლება გარდაიცვალოს. სამსახურ და სახლდაკარგული ბაზილი ქუჩაში მოსეირნობდა, როდესაც შემთხვევით ციხიდან გამოსული სლამერი გაიცნო. მისი დახმარებით გაცნობილ სხვა ქუჩის ბანდის წევრებთან ერთად ბაზილი იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ შურისძიებას გეგმავს...
ჩაკ პალანიკას რომანის ეკრანიზაცია. ფილმი თაღლითის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც ყველგან მუშაობდა, სადაც კი მოახერხებდა. დროდადრო აწყობდა დახრჩობის სცენებს, სარგებლობდა "მხსნელების" გულისხმიერებით და ფულით. ამის გარდა ფილმის მთავარი გმირი სექსომანია, შეშლილი დედა კი მისი დაბადების შესახებ სიმართლეს უმალავს...
სანჯაი სინგჰანი - მობილური ტელფონების კომპანიის მფლობელია. კალპანა მოდელია, რომელიც მეგობრებს არწმუნებს, რომ სანჯაისთან რომანი აქვს. სინამდვილეში კი მას საერთაოდ არ იცნობს. ამ ამბავს სანჯაი იგებს და გადაწყვეტს, გოგონას ჭკუა ასწავლოს. გზაში ის ხედავს ლამაზმანს, რომელიც ინვალიდ ბავშვებს გზაზე გადასვლაში ეხმარება, მათთან თვითონაც მიდის მისაშველებლად და მოგვიანებით შეიტყობს, რომ ეს ლამაზმანი სწორედ კალპანაა. გაცნობასა და მეგობრობას ცოტა ხანში სიყვარული მოჰყვება. შეყვარებულმა გოგონამ არ იცის, სინამდვილეში ვინ არის მისი რჩეული.
რენდი დეიტონა პინგ-პონგის გენიალური მოთამაშე ბავშვია, რომელმაც ოლიმპიადაზე ოქრო იმის გამო ვერ მოიგო, რომ მამამისის მკვლელობის შესახებ შეიტყო. 15 წელი გავიდა ამის შემდეგ და ახლა მას ფედერალური ბიუროს აგენტი მამამისის მკვლელის, ფენგის დასამარცხებლად დახმარებას სთავაზობს...
ეს არის თანამედროვე ოჯახის ისტორია, რომლებიც ცდილობენ უქმეებზე გადაიხადონ ქორწილი, რაც შეიძლება მათთვის კრახით დასრულდეს. ყველას გასაკვირად დიდიხნის გაშორებული დონი და ელი გრიფინები იძულებულები არიან მოაჩვენონ თავი ხალხს ბედნიერად საკუთარი შვილის ქორწილის გამო…
ცნობილი გულთამპყრობელი – ნიკი ფერანტე და მხატვარი ტერი მაკქეი ერთმანეთს მაშინ გაიცნობენ, როდესაც ბორტზე იმყოფებიან. გემი მიაპობს ატლანტიკის ოკეანის ტალღებს. წყვილს ერთმანეთი შეუყვარდებათ. სამწუხაროდ სკანდალური რეპუტაციის მქონე ნიკი დანიშნულია. ნიკი და ტერი შეთანხმდებიან, თუ მათი სიყვარული ექვსი თვის შემდეგაც არ განელდება, ისინი ერთმანეთს ემპაირ სთეით ბილდინგის სახურავზე შეხვდებიან. ნიუ–იორკის შტატის პორტში წყვილი ერთმანეთს შორდება. გოგონა მიდის, ბიჭი კი საცოლე ლოისთან ბრუნდება. გადის ექვსი თვე და ნიკი ცათამბჯენისაკენ მიემართება.
როდესაც მარგო პირველად შეხვდება დენიელს, მათ შორის უმალვე ჩნდება დაძაბულობა. მალევე მათი გაცნობის შემდეგ ირკვევევა, რომ დენიელი — მარგოს და მისი მეუღლის ლუს ახალი მეზობელია. 28 წლის მწერალი მარგო 6 წელია რაც დაქორწინებულია ლუზე, რომელიც კულინარიული წიგნების წარმატებული ავტორია. ემოციები რომელიც მარგოს უჩნდება ახალ გაცნობილთან, საერთოდ არ ჰგავს მისი მეუღლისადმი ემოციებს...
16 წლის ერიკზე მამინაცვალი, აღმზრდელობითი მიზნით რეგულარულად ძალადობს. ერიკიც არ აპირებს დათმობას და ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციაში მზად არის მუშტებით ჩაერთოს. სკოლაში მორიგი ჩხუბის გამო ერიკი გადაჰყავთ კერძო სკოლა-ინტერნატში, სადაც უფროსი კლასის მოსწავლეები არიან დაკავებულები დაბალი კლასის მოსწავლეთა აღზრდით...
სამი მეგობარი აღმოაჩენს იდუმალ მოწყობილობას, რომელიც მომავალში იღებს სურათებს. ისინი ამ მოწყობილობას თავიანთ სასიკეთოდ იყენებდნენ, თუმცა ერთხელაც აღმოაჩინეს, რომ მომავლის შეცვლამ შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს მათ...
ისტორია ოთხი დის შესახებ, უფროსი მათგან 14 წლისაა. მამა — ტირანია იმიტომ, რომ მას სურს დაიცვას შვილები გარე სამყაროსგან და ყავს გამოკეტილი, ამავდროულად მათ იყენებს თაფლის წარმოებაში. ის ცხოვრობს იმ ილუზიით, რომ თითქოს ოჯახი სულ იარსებებს. მაგრამ იდილიის დასარღვევად საკმარისია გოგონებთან გამოჩნდეს ახალგაზრდა ბიჭი...
სიუჟეტის ცენტრში – სამი მეგობირია, რომელთაგანაც ერთერთი ჩინური ჯარის გენერალი გახდება, შემდეგ კი სთხოვს თავის "ძმებს" დახმარებას ტაიპინების ცნობილი აჯანყების დასარბევად. ასევე ისტორიაში ჩარეულია ქალი – ერთერთი მეგობრის ცოლი, რომელთანაც გენერალი რომანს გააბავს...
17-წლის რასელი თავს ანებებს სწავლას, მიდის უზრუნველყოფილი ოჯახიდან და ხდება გოგონა გამოძახებით. გამოცდილების მოპოვების შემდეგ, ის ქმნის თავის ბლოგს ინტერნეტში და იწყებს საკუთარი თავგადასავლების აღწერას. ბლოგი უმოკლეს დროში ხდება პოპულარული. მას იწვევენ სხვადასხვა თოქ-შოუებში. ის ხდება მეგა პოპულარული და წერს წიგნსაც...