დისნეის ყველაზე უფრო სამარცხვინო ბოროტმოქმედების ახალი თაობა „ „დაკარგულთა კუნძულზე“ ბრუნდება, რათა საძაგელი შთამომავლების ახალი პარტია აიყვანონ აურადონის სკოლისთვის...
მოვლენები ფილმიდან - „ „რკინის ზეცა“ - 25 წლის შემდეგ ხდება. ნაცისტების ყოფილი ბაზა მთვარეზე კაცობრიობის უკანასკნელი თავშესაფარი გახდება. სიმართლე კაცობრიობის შექმნასთან დაკავშირებით გამჟღავნდება, როდესაც დიდი ხნის მტერი ფილმის გმირებს ფუღურო დედამიწაში სამოგზაუროდ წარუძღვება. კაცობრიობის გადასარჩენად ისინი უნდა შეებრძოლონ ვრილებს, უძველეს ფორმაცვალებადი რეპტილიების მოდგმას და მათ დინოზავრების არმიას...
ფილმი მოგვითხრობს მარტოხელა მამაკაცზე, რომელიც მისი გარდაცვლილი დის შვილს - მერის ზრდის. ყველაფრი ირევა, როდესაც მერის მათემატიკური ნიჭი ხალხის ყურადღებას მიიპყრობს...
ალბანეთის ერთ ქალაქში, რომელიც ნარკოტიკების წარმოებითა და ტრეფიკინგითაა ცნობილი, პოლიციელთა ელიტარული დანაყოფი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საბოლოოდ დაუსვას წერტილი ადგილობრივი პოლიციის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლას...
ღარიბი მუსიკოსი ჩამოდის მექსიკაში პატარა ქალაქში წარმატების მიღწევისთვის... ის აზრზეც კი არ არის, რომ ნამდვილ ჯოჯოხეთში აღმოჩნდება. მას შეცდომით სასტიკ მკვლელად მიიღებენ, და უძლიერესი მაფიოზური კლანები მასზე ნადირობას იწყებენ. გადასარჩენად, ის იძულებულია გიტარის მაგივრად იარაღი აიღოს ხელში...
სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებუს დროს, ექსპედიციისთვის განკუთვნილი თვითმრინავი ჩამოვარდება ტროპიკულ ჯუნგლებში. დაკარგული სამყარო, რომელიც დასახლებულია დინოზავრებით და საბედისწეროა ჯგუფის თითოეული წევრისთვის. მათ დაუყოვნებლივ უნდა იპოვონ თავის დაღწევის საშუალება, თუ არ სურთ, რომ პრეისტორიულ არსებებს ემსხვერპლონ...
რა მოხდება, თუ დედამიწაზე აღმოჩნდება ბავშვი სხვა სამყაროდან? მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ის გმირად მოევლინოს კაცობრიობას, დაამტკიცებს, რომ სამყაროში უფრო დიდი ბოროტება შეიძლება არსებობდეს, ვიდრე წარმოგვიდგენია...
როდესაც ფრედ ფლერსკის გზები მისი პირველი სიყვარულის გზებს გადაეკვეთება ყველაფერი იცვლება. ისი პირველი სიყვარული კი მსოფლიოში ძალიან ცნობილი და წარმატებული ქალია სახელად - შარლოტა ფიელდი. შარლოტა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება და ფრედს დაიქირავებს თავისი სიტყვის მოსამზადებლად...
სენატორის მკვლელობის წარუმატებელი მცდელობა პირთა ერთ ჯგუფს უკავშირდება, რომლებიც მალულად იკრიბებიან მათი შავბნელი ზრახვების - ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის განსახილველად...
ფილმი მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის დროს უდანაშაულო ბრუნოს თვალით დანახული ისტორიის შესახებ. რვა წლის ბიჭი საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის შვილია. მას ებრაელ ბავშვთან მეგობრობას უკრძალავენ, რომელიც ბანაკის ჭაობის მეორე მხარეს არის და მოვლენების განვითარებას ელოდება...
კუ შენ ჩაი მიტოვებულ ფორტში ცხოვრობს დედასთან ერთად. იგი ნიჭიერია მაგრამ არ აფასებს საკუთარ თავს, ამიტომაც ღარიბია. მათ მეზობლად გადმოვა საინტერესო გოგონა მის იანი, რომლითაც კუ მაშინვე დაინტერესდება. იანი კი უცნაურად იქცევა. საინტერესოა ვინმეს ემალება თუ საერთოდ სხვა სამყაროდანაა?
მოქალაქე-ბაიკების ცხოვრება იდიალიურია, სანამ ერთ დღეს ქალაქში ახალი და საოცარი მექანიზმი, შიგაწვის ძრავა, არ გამოჩნდება. ამის შემდეგ ძალიან სასაცილო თავგადასავალი იწყება - მთის ბაიკი „ „სფიდი“ თავისდაუნებურად გარემოსდამცველი აქტივისტების ლიდერი გახდება, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ შიგაწვის ძრავას ხელი შეუშალონ და არ დააბინძურებინონ თავიანთი ჯერ კიდევ ხელშეუხებელი ნავსაყუდელი...
ფილმის მოქმედება მომავალში მიმდინარეობს, როდესაც მსოფლიო სექტორებადაა დაყოფილი. ადამიანებმა დაიპყრეს დევიანტები, რომლებიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძვიან. შეშლილი დომინიონ ჰარვი ტელევიზიით გადასცემს ამ მარადიულ ომებს მთელ პლანეტას. ტრიკალიპსი და მისი თანამოძმე დევიანტები არა მარტო გადარჩენისთვის იბრძვიან, არამედ მათი მიზანია დაამხონ დომინიონი...
ფილმი შთაგონებულია რეალური სამაშველო ისტორიებით და მოგვითხრობს გასაოცარ ამბავს მოსადის აგენტებისა და მამაცი ეთიოპიელების შესახებ. მოქმედება მიმდინარეობს 80-იანი წლების დასაწყისში, სუდანში. მისია დაეკისრა შესანიშნავ გუნდს, რომელსაც ხელმძღვანელობენ ქარიზმატული არი კიდრონი და მამაცი ადგილობრივი სახელად კაბედე ბიმრო.
ეს არის ამბავი ადამიანის, რომელიც ერთდროულად აღმოაჩენს მეგობრობას, სიყვარულსა და შთაგონებას სკოლის კედლებში, რომლებიც სავსეა ახალგაზრდული სულის მქონე მოზარდებით...
ადამიანები შავებში ყოველთვის იცავდნენ დედამიწას სამყაროში არსებული საფრთხისგან. ამ ახალ თავგადასავალში ისინი შეეცდებიან გამოააშკარავონ თავიანთი ყველაზე დიდი გამოწვევა: ორგანიზაციაში სახელად - "ადამიანები შავებში", ჩანერგილი ჯაშუში...
კენშინ ხიმურას თავგადასავალების გაგრძელება, ერთდროს ლეგენდარული მკვლელის, რომელიც დაადგა მონანიების გზას. ამჯერად კენშინი შეეწინააღმდეგება თავად შიშიო მაკოტოს, ბოროტმოქმედს, რომელსაც სურს მეიძის მთავრობის დამხობა და მთელი იაპონიის დამორჩილება...
მას შემდეგ რაც იპ მენთან, ჩინური სამხედრო ხელოვნების სპეციალისტთან დამარცხდება, ჩეუნგ თინ ჩი შეეცდება ყურადღების ცენტრში აღარ მოექცეს. მის ბიზნესთან დაკავშირებით ჩხუბი მოუხდება ერთ უცხოელთან, გვარად დევიდსონთან, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტია. თინ ჩინს რთული ბრძოლა მოუწევს უინგ ჩანთან და ამით პატივისცემასაც დაიმსახურებს...
რასელ პულმა, ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა, წლები მოანდომა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის - „ „ნოტორიოს B.I.G.“-სა და თუფაქ შაკურის მკვლელობების - გახსნას, თუმცა ორი ათეული წლის შემდეგაც, გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჯეკ ჯეკსონს კი, სასამართლო გადაწყვეტილებათა მომხსენებელს, რომელიც თავის რეპუტაციასა და კარიერას თავგამოდებით იცავს, გადაწყვეტილი აქვს გაარკვიოს რაშია საქმე. ეს ორნი სიმართლის დასადგენად ერთიანდებიან და ინსტიტუციური კორუფციისა და ტყუილების მზარდი ქსელის გახსნას ცდილობენ...
მას შემდეგ რაც ძარცვა წარუმატებელი გამოდგება, აარონი, რომელიც ტრასაზე მდებარე ერთი იაფასიანი სასტუმროს სააბაზანოში იმალება, ცდილობს შეეწინააღმდეგოს პოლიციას, თავის ჰალუცინაციებსა და საშინელ საიდუმლოს...
უშიშარმა ნატურალისტმა და მკვლევარმა, ლაიონელ ფროსტმა მიზნად დაისახა მსოფლიოსთვის სხვადასხვა ქმნილებების არსებობის შესახებ მოეთხრო, რომელთა შესახებ ცნობები მხოლოდ ლეგენდებშიღა იყო. მისი ახალი აღმოჩენა არის ლინკი "დაკარგული რგოლი", რომელიც ევოლუციურ კიბეზე კაცობრიობას თავის წინაპრებთან აკავშირებს...
ფილმის ეპიცენტრშია უდანაშაულო გოგონა - სასი, რომელიც დაწყევლილია. ღამით მისი სხეული იცვლება და იწყებს ნადირობას, რის გამოც სოფელს დიდ საფრთხეს უქმნის...
ფილმი არის კრიმინალური დრამა, რომელიც გადაღებულია აგატა კრისტის რომანის მიხედვით. მთავარი გმირი მარლენ დიტრიხი გადაარჩენს ქმარს ციხისგან, მაგრამ მას აზრადაც არ მოსდის, რომ იგი მწარედ მოატყუებს...
დამჩაგვრელებისაგან დამალვისას, მოზარდი ბიჭი აღმოაჩენს ექსტრაორდინალურ ფანტაზიის მიწას, მაგიური წიგნის მიხედვით, სახელად "დაუსრულებელი ამბავი". წიგნი ჰყვება ახალგაზრდა მეომარზე, რომელსაც ეხმარება დრაკონი სახელად ფალკორი. მათ უნდა გადაარჩინონ ფანტაზია დამანგრეველი ძალისგან...
თინეიჯერ გოგონას მალულად ზრდის რობოტი „ „დედა“, რომელიც შექმნილია იმისათვის, რათა დადამიწის რეპოპულაცია მოახდინოს ადამიანების გადაშენების შემთხვევაში, თუმცა მათ უნიკალურ კავშირს საფრთხე შეექმნება, როდესაც ამოუცნობი პიროვნება გამოეცხადებათ შემაშფოთებელი ამბებით...
ბალტოს და მის შვილს დიდი მოგზაურობა ელით. საქმე იმაშია, რომ ციგებს, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე გადაადგილების საშუალებად იყენებდნენ, უცნაური მოწყობილობა ავიწროვებს. ახალი დროა და ძნელად მისასვლელ ადგილებში ახლა თვითმფრინავით შეიძლება მოხვედრა. ეს ბალტოს სულაც არ მოსწონს. მან გადაწყვიტა შეეჯიბროს გამოცდილ მფრინავ დიუკს. ვინ უფრო სწრაფად მიიტანს ფოსტას დანიშნულების ადგილას...
მოქმედება მიწისქვეშა საბრძოლო კლუბში მიმდინარეობს. სადაც მოკლული იქნა ტრევისი ბრიკლი, ბოროტი მებრძოლ ბრაკუსის მიერ. მეგობრები, ალექსი და ტომი იძულებულნი არიან შური იძიონ ტრევისის სიკვდილის გამო.
ჰონკონგელი ტექნოლოგიების მაგნატის ქალიშვილი დაიკარგება. საქმე თითქოს ჩვეულებრივ, გამოსასყიდის მიზნით გატაცებას ჰგავს. როდესაც ბრესლინი და მისი გუნდი უფრო ღრმად ჩაიხედავენ საქმეში, აღმოაჩენენ, რომ დამნაშავე მათი ერთერთი ყოფილი მტრის ფსიქიკურად ავადმყოფი ვაჟია, რომელმაც ასევე ბრესლინის შეყვარებული გაიტაცა და უზარმაზარ ციხეში ჰყავს გამოკეტილი.
მიღებული ტრავმის შემდეგ, NBA-ს ვარსკვლავი სკოტ მაკნაითი, რაც შეიძლება მალე უნდა დაუბრუნდეს თამაშს. დახმარებისათვის ის, კალათბურთის ფანატ ფიზიოთერაპევტს - ლესლი რაითს მიმართავს...
დონ უალასი, დახურული სკოლა-პანსიონის სლოთერჰაუსის მოსწავლე, სკოლის უფროსობის საიდუმლო კანონების პირისპირ აღმოჩნდება, როდესაც ახალი საფრთხე გამოჩნდება და მოსწავლეებს გადარჩენისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მოუწევთ...
ტომი ლი სტუმრად ჩადის თავის დასთან და აღმოაჩენს რომ ქალაქს მოდებულია არიანის საძმო. ტომი ლი და მისი სიძე მონაწილეობას იღებენ კრისტოფერ მაკდონალდის ჯგუფში რასიზმის წინააღმდეგ. მოვლენები სწრაფად და საშიშად ვითარდება...
ფილმი მოგვითხრობს ელტონ ჯონის ცხოვრების ისტორიაზე, "როიალ აკადემის მუსიკალური" ეტაპიდან დაწყებული, ბერნი ტოპინთან მუსიკალური პარტნიორობით დამთავრებული...
A squad of the Jiaolong Commando Unit - Sea Dragon, a spec ops team of the Chinese Navy, carries out a hostage rescue operation in the nation of Yewaire, on the Arabian Peninsula, and fiercely fights against local rebel groups and Zaka, a terrorist organization.
ვესტალის აკადემიის თინეიჯერი გოგონები დეტალურად სწალობენ, თუ როგორ უნდა გამოვიდნენ „ „სპეტაკი გოგონები“ და შეიძინონ სრულყოფილი ქალურობის ღირსებები. მაგრამ კონკრეტულად რისთვის წრთვნიან მათ? ამის გარკვევას ვივიენი შეეცდება...
სკუბი დუსა და მისი მეგობრების თავგადასავალი გრძელდება. მათ ახალი საიდუმლო უნდა ამოხსნან. მულტფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ჯგუფი "კისის" წევრი ხდება. ამ სერიაში არის ბევრი მისტიკა, გამოცანა და სახალისო სიტუაცია...
ევროპაში მოგზაურობისას, ერთი მილიონერის იახტაზე თავყრილობაზე მყოფი ნიუ იორკელი პოლიციელი და მისი ცოლი მთავარი ეჭვმიტანილები აღმოჩნდებიან, როდესაც ამ მილიონერს მოკლავენ...
ყოფილი პოლიციელი სამსახურს იწყებს - ის სატვირთოს ატარებს. მაგრამ მან არ იცის რომ სატვირთო სავსეა უკანონო იარაღებით და ახლა მან უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და გადაარჩინოს ოჯახი...
ფილმი მოგვითხრობს ცნობილი დიზაინერის ცხოვრების შესახებ. მოვლენები ვითარდება 1967 - 1976 წლებში, რომლებიც მსოფლიო დიზაინის თავისუფლების ათწლეულად არის მიჩნეული...
ორი ახალგაზრდა ლოს-ანჯელესიდან მიემართება უტაჰში, რათა დაემალონ მორმონებს. მიწისძვრა ხსნის დროის ხვრელს, რის შედეგადაც ისინი მოხვდებიან უძველესი ტომების ომში...
მას მერე რაც მისი ცოლი ნარკოტიკებით მოვაჭრის ზეგავლენის ქვეშ ხვდება, ჩვეულებრივი ადამიანი გარდაქმნის თავის თავს სუპერგმირად - კრიმსონ ბოლტად, კეთილი განზრახვებით...
ახალგაზრდა გოგონას ბნელი საიდუმლოების მქონე ბიჭი უყვარდება, რის შემდეგაც წყვილი თავგადასავლებით სავსე ურთიერთობას იწყებს. ფილმი გადაღებულია ანა ტოდის რომანის მიხედვით...
როდესაც ჯონ სმიტის სიკვდილის შესახებ ამერიკაში იგებენ, პოკაჰონტასი თავის მეგობართან მიკოსთან ერთად მიემართება ლონდონში, რათა ჩამოაგდოს მშვიდობა ორ ერს შორის...
იაპონელი მასწავლებელი უყვება თავის სტუდენტებს უძველეს ლეგენდას. თუ ამ ისტორიას დავუჯერებთ, ის გახლავთ შთამომავალი უძველესი მოიერის, რომელმაც თითქმის ერთპიროვნულად გაანთავისუფლა იაპონია ბარბაროსებისგან…
ჩიკაგოში არსებული დასახლების ათწლიანი ოკუპაციის შემდეგ, საზოგადოების ნაწილი მშვიდობას ირჩევს, ნაწილი კი თავისუფლებისთვის ბრძოლას. კონფლიქტის ორივე მხარეში არსებობენ კოლაბორატორები და დისიდენტები...