ჯული ბეიკერს პირველი დანახვისთანავე უყვარდება ბრაის ლოსკი. ბრაისს კი პირიქით - ანტიპატია უჩნდება ჯულის მიმართ, მაგრამ მერვე კლასის შემდეგ ყველაფერი იცვლება - ჯული ბრაისის მიმართ ინტერესს კარგავს, ბრაისი კი ჯულიში რაღაც საინტერესოს აღმოაჩენს...
ფილმი 1939 წლის 17 სექტემბერს იწყება და მთავრდება 1945 წლის შემოდგომაზე. ფილმში მოთხრობილია თუ როგორ სასტიკად გაუსწორდა საბჭოთა არმია ასობით პოლონელ ოფიცერს კატინის ტყეში...
ახალგაზრდების ნეონაცისტუირი ჯგუფი ატერორებს მელბურნის აზიელ მაცხოვრებლებს. ეს ომია, რომელიც ერთ ტერეტორიაზე მცხოვრებ ორ ნაციას შორის მიმდინარეობს – ომი სიცოცხლისთვისაა. დრამა სიძულვილზე, ძალადობაზე, სასოწარკვეთილებაზე და სიყვარულზე...
ოშარი ბედნიერია რომ ზაფხულს მამასთან ერთად გაატარებს, მაგრამ როცა გაიგებს რომ მას შეყვარებულიც მოჰყავს, იგი დეიდის სახლში წასვლას გადაწყვეტს. ის თან კლასელებს წაიყვანს. გოგონებმა არ იციან რომ დეიდა მკვდარია, სახლი კი სულებს აქვთ მიტაცებული...
მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მაღალ მწვერვალთან K2-თან ახლოს,ენი გარეტი საბაზო ბანაკში დახმარების სიგნალს გაგზავნის.RNმისი ძმა პიტერი შეტყობინებას მიიღებს და ენის დასახმარებლად გუნდს შეკრიბავს.დაჭრილი ენის გადასარჩენად მათ არაერთი სახიფათო დაბრკოლების გადალახვა მოუწევთ...
ემი და იუკი — მხოლოდ გარეგნობით არიან უბრალო ბავშვები, რომლებსაც სამყაროს მძიმე ტვირთი არ უნდა აწვებოდეს. როდესაც მათი მამა დაიღუპება, უძველესი მაქციების კლანის ბოლო წარმომადგენელი, მათ დედას - ჩვეულებრივ გოგონას, რომელსაც შეუყვარდა ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა მგელი - მოუწევს დიდი ქალაქიდან გადასვლა, რათა დაიწყოს ყველაფერი თავიდან...
როდესაც ცნობილი გახდა, რომ ადამიანის ცივილიზაციას გარდაუვალი გლობალური კატასტროფის გამო ელის განადგურება, თითოეულმა მიიღო ეს სხვაგვარად. მთავარმა გმირმა ეს საკმაოდ მშვიდად მიიღო და ამასთანავე გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს დედამიწის ბოლო დღის გრანდიოზულ წვეულებაში...
ფილმის მთავარი გმირი ფეხსაცმლის შემკეთებელია, რომლისთვისაც ეს საქმიანობა ერთგვარი მემკვიდრეობა და საოჯახო ტრადიციაა. ადამი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ შეუძლია თავისი ყველა კლიენტის ცხოვრებაში იმოგზაუროს და მათი გადმოსახედიდან შეხედოს სამყაროს...
ჰენკ სტამპერი და მისი მამა ოჯახურ ბიზნესს მართავენ. ისინი ხე-ტყეს ჭრიან და ამუშავებენ. ერთხელაც სხვა მეწარმენი გაიფიცებიან, მაგრამ მამა-შვილი არ ფიქრობს მუშაობის შეწყვეტას...
სამყაროს დასალიერს, სამხრეთ დელტას თემში "ბასთუბში", ექვსი წლის უშიშარი გოგონა ჰაშპაპი, მამასთან, უინკთან ერთად ცხოვრობს. უინკის მკაცრი დამოკიდებულება შვილის მიმართ გოგონას სამყაროს შეცნობაში ეხმარება; რათა იგი მზად იყოს, როცა მამა ვეღარ დაიცავს მას. როდესაც უინკი უჩვეულო დაავადებას აიკიდებს, ბუნება მწყობრიდან გამოდის - ტემპერატურა იწევს და ყინულოვანი საფარი ლღვება, პრეისტოირულ არსებათა, ბიზონთა დიდძალი რაოდენობა გააფრთდება. წყლის დონის აწევის, ბიზონების შემოსევის და უინკის ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჰაშპაპი დაკარგული დედის საძებნელად გაეშურება...
რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი. ლიუდმილა პავლიჩენკო - ლეგენდარული ქალი-სნაიპერი. ჯარისკაცები მის სახელს ამაყად გაიძახოდნენ, ხოლო მტრები მასზე ნადირობდნენ...
რეიჩელი და მისი შვილი ეიდანი, ახალი ცხოვრების დასაწყებად და წარსულის დასავიწყებლად, საცხოვრებლად სანაპირო ქალაქ ასტორიაში გადადიან. ფილმის მოქმედება, საზარელი ამბებიდან ექვსი თვის შემდეგ ხდება. მათი იმედები მაშინ იმსხვრევა, როდესაც ქალაქში მოზარდი იღუპება, სიკვდილის ადგილას კი კასეტას პოულობენ...
ფილმის მოქმედება 1960 წლის ლონდონში ხდება. დამლაგებელი იმ საიუველირო კომპანიის გაძარცვას გეგმავს, რომელშიც თავად მუშაობს. ამაში მას ამ კომპანიის ამერიკელი მენეჯერი ეხმარება...
უკანასკნელი რვა წლის მანძილზე ძმები მამასთან ერთად ირლანდიის ერთ-ერთ ფერმაში ცხოვრობდნენ. ერთხელ ბიჭებს ბიძა უყვება ჭორების შესახებ, რომლის მიხედვითაც ისინი ბოსტონის კათოლიკე მღვდელის მკვლელობაში არიან დამნაშავენი. ძმები ბოსტონში ბრუნდებიან საკუთარი რეპუტაციის აღსადგენად...
მას შემდეგ რაც ოც წელს გადააბიჯა ახალგაზრდა ბიჭი ბოსტონში სხვადასხვა უსახლკაროთა თავშესაფარში მუშაობს, სადაც იგი ხშირად მის ბრწყინვალე და ამავდოულად პრობლემატურ მამას აწყდება...
ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა ქალია. მდიდარი მეწარმის შვილი ჟოანა პრაცი უცნაური სენით აგნოზიით არის ავად. მას მხედველობა და სმენა წესრიგში აქვს, მაგრამ ტვინი ვერ ახდენს გარესამყაროდან მიწოდებული აუდიო ვიზუალური სიგნალების ფორმირებას. ჟოანა ერთადერთი ადამიანია, რომლისთვისაც ცნობილია მამის საიდუმლო. ცოტახანში ის შეთქმულების მსხვერპლი ხდება...
მთავარი გმირი რასტი სებიჩი – საოლქო პროკურორია, რომელიც უკვე დიდი ხანია ამ საქმიანობას ემსახურება. მოულოდნელად მისი ბოსი აძლევს დავალებას გამოიძიოს თანამშრომელი პროკურორის მკვლელობა...
დემიენი და ლეიტო მეცამეტე რაიონში ბრუნდებიან იმისათვის,რომ სანამ ქალაქის საიდუმლო სამსახურები პრობლემის გადასაჭრელად რადიკალურ ზომებს გაატარებენ,ამ სექტორში მშვიდობა დაამყარონ.RNამ ადგილს ხუთი სხვადასხვა ბანდის ბოსი აკონტროლებს...
ყოველ წელიწადს, ერთი თვით, ხუთი უაღრესად კონკურენტუნარიანი მეგობარი ერთვება თამაშში, რომელსაც ბავშვობიდან თამაშობენ. ამ წელს თამაში ემთხვევა მათი დაუმარცხებელი მოთამაშის ქორწილს, რამაც შესაძლოა მისი წაგება გამოიწვიოს. მაგრამ მოთამაშემ იცის ეს ყველაფერი და ის მზადაა...
აიდენ რიჩარდსი 18 წლისაა. ის სტუდენტური საფეხბურთო ნაკრების კაპიტანია, რომელიც ხვდება ყველაზე შესაშურ გოგონას რაიონში. მაგრამ ერთხელ ღამით, ის იღვიძებს და ხედავს, რომ მისი მშობლები სასტიკად მოკლეს. აიდენი ხვდება, რომ ეს მისი გაკეთებულია — ის ველურ მგლად გადაიქცა. პანიკაში აიდენი გარბის ქალაქიდან და თავს შეაფარებს მგლების ქედს, რომელიც მოცულია კიდევ უფრო საშინელი საიდუმლოებებით...
პატარა კინოფირის დახმარებით კერძო დეტექტივი ტომ უელსი მკვლელობის ბნელ და საშიშ კვალს იპოვნის. მაქსის დახმარებით იგი ამ კვალს მიჰყვება, ცდილობს ახალი ნივთმტკიცებულებები აღმოაჩინოს და გამოიძის თუ რა ბედი ეწია მისთვის სრულიად უცნობ ადამიანს. მალე ამ საქმით იმდენად შებყრობილი ხდება, რომ ყველაფერს ივიწყებს, ცოლს, ოჯახს და მის ჩვეულ ცხოვრებას...
ქალაქ სავანაში, ძველ მდიდრულ სახლში შობას აღნიშნავენ. შეკრებილი სტუმრები დიდ შთაბეჭდილებას მოახდენენ ჩამოსულ პოპულარული გამომცემლობის ჟურნალისტზე. ყველა დაპატიჟებული ადგილობრივი მაცხოვრებელია და ყველა ისინი, მეპატრონის ჩათვლით – უცნაურობებით გამოირჩევიან… ღამით ერთერთი სტუმარი, სახლის მეპატრონის ახალგაზრდა მეგობარი, კვდება. მისი სიკვდილი, ისევე როგორც ყველა სხვა მოვლენა, იმდენად უცნაური და საიდუმლოებით მოცულია, რომ თავის თავად ჩნდება კითხვა– ადგილი ხომ არ აქვს მაგიას და ჯადოქრობას?...
მაქსიმილიან დე უინტერი – მდიდარი მამაკაცია, რომელმაც ერთი წლის წინ ცოლი დაკარგა, რებეკა დე უინტერი. ის მონტე–კარლოში ჩამოვა, სადაც მის ვან ხოპერს შეხვდება და მის ახალგაზრდა კომპანიონს, რომლის სახელს ჩვენ ვერც გავიგებთ ფილმის ბოლომდე...
ორი ბიჭი, რომელიც რესტორანთან მუშაობს მძღოლებად, მდიდარი ადამიანების სახლებს ძარცვავს, იმ დროს, როდესაც ისინი გემრიელი საკვებით ტკბებიან. ერთხელ ბინაში გასაძარცვად შესულები ტყვე გოგონას აღმოაჩენენ. გოგონას გადარცენის მცდელობისას, ისინი ებმებიან სასტიკი მონსტრის ხაფანგში...
ფილმი გაგრძელებაა 2009 წლის ზებუნებრივი და საშინელი მოვლენების, რომელიც რეალურ ამბავს ეფუძნება. კიბოთი დაავადებულს ეწყება ხილვები ახალ ვიქტორიანულ სასახლეში, სადაც მისი ოჯახი საცხოვრებლად გადადის...
კრიმინალური ქრონიკის ახალგაზრდა ფოტოგრაფი, ლეონ კაუფმანი უფლებას იღებს პუბლიკას აჩვენოს თავისი ნამუშევრები. ფოტოებში მან უნდა აჩვენოს ყველაფერი ექსტრემალური და ბნელი, რაც კი ქალაქში არსებობს. სიუჟეტის ძებნაში ის შემთხვევით მკვლელობის მოწმე ხდება...
ოთხი დის ისტორია, რომლებიც დედასთან ერთად მძიმე დროებას განიცდიან - ქვეყანაში სამოქალაქო ომია. ოჯახის უფროსი ბრძოლის ველზე გადაიკარგა, პატარა ქალები კი ფინანსურ სიძნელეებს განიცდიან. მაგრამ სიძნელეების მიუხედავად, გოგონები გულს არ იტეხენ, სჯერათ სიყვარულის და ბედნიერების...
დენი, ფილმის გამოგონილი პერსონაჟით, ჯეკ სლეიტერით არის შეპყრობილი. როდესაც ჯადოსნური ბილეთი დენის ჯეკის თავგადასავალში გადაიყვანს იგი ხვდება სამყაროში, სადაც ფილმის საოცრებები და რეალობა ერთიანდება. ახლა დენიზეა დამოკიდებული მისი გმირის და ახალი მეგობრის სიცოცხლის გადარჩენა...
ადამ ვესტი და ბეთ უორდი უბრუნდებიან ბეტმენისა და რობინის როლებს. ადამ უესტის, ბერნ უორდის და კელი ნიუმენის ხმების წყალობით სუპერმგმირები მიდიან კლასიკური ბოროტმოქმედების წინააღმდეგ, როგორებიც არიან ჯოკერი, რიდლერი, პინგვინი და ქეთვუმენი, როგორც გოთემ სითიში ასევე კოსმოსშიც...
1806წ. ბრიტანელი კაპიტანი ჯეკ ობრი იღებს ბრძანებას, დაიპყროს ფრანგული ფრეგატი აჰერონი, რომელიც ატლანტიკის ოკეანის სამხრეთ ნაწილში დაცურავს. დაძაბული სიუჟეტი და სანახაობრივად მდიდარი საბრძოლო სცენები ფილმს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის...
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვილარდში, 50-იანი წლების იდილიურ სამყაროში, სადაც მზე ანათებს ყოველ დღე, ყველა იცნობს თავის მეზობელს, ზომბი კი გაზეთებს არიგებს...
მომავლის სამაყარო — სამყარო დანაშაულის გარეშე. და ეს ყველაფერი ერთი ღამის წყალობით, როდესაც იმქვეყნად გასტუმრება შესაძლებელია ნებისმიერი — ბოროტი ბოსის, ხმაურიანი მეზობლების, შემაშფოთებელი ნათესავების. მთავარია დილამდე გაძლო და სიკვდილს გადაურჩე...
საყვარელი მეუღლის დაკარგვის შემდეგ, ჯონატენი გადაწყვიტავს ახალი ცხოვრება დაიწყოს. ის ახალ სახლში გადადის, წყვეტს მეგობრებთან ურთიერთობას. მაგრამ ერთხელ უცნაურ კასეტას მიიღებს. მას ეჩვენება, რომ ეს შეტყობინებაა ცოლისგანაა...
ეს გახლავთ, ფილმის - "მიწისქვეშეთი"- პირველი ორი ნაწილის პრეისტორია, სადაც ახსნილია ვამპირებსა და ლიკანებს შორის მტრობის მიზეზები. ფარული საყვარლის, სონიას დახმარებით, უშიშარი ლუციანი, ლიკანებს გაუძღვება ვამპირების სასტიკი მეფის, ვიქტორის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი მიზანია მეფის ბატონობა მოსპოს და მისი ხალხი მონობისგან გაათავისუფლოს...
ფილმი დაფუძნებულია საარქივო მასალაზე, რომელიც "აპოლო 18-ის" მისიის გარშემო ტრიალებს. ჯერ კიდევ ადრე არსებობდა იდეა, რომ მთვარეზე არსებობდა სიცოცხლე, ანუ მთვარეზე ცხოვრობდნენ უცხოპლანეტელები და ამას ადასტურებდა საარქივო მასალაც, რომელიც გადაიღეს მთვარეზე გაგზავნილმა "აპოლო 18" -ის ეკიპაჟის წევრებმა...
მალკოლმი და კეიშა იყიდიან მათი ოცნების სახლს, თუმცა მალე აღმოაჩენენ, რომ სახლში დემონი ბინადრობს. როდესაც კეიშა გახდება შეპყრობილი, მალკოლმი ცდილობს დაიბრუნოს ჩვეულებრივი ცხოვრება. ის დახმარებას თხოვს მღვდელს და მოჩვენებებზე მონადირეებს. ეს არის ცნობილი საშინელებათა ფილმის პარანორმალური მოვლენების პაროდია...
ფილმის მთავარი გმირი ისევ მალკოლმია, რომელსაც წინა ნაწილში არ გაუმართლა შეყვარებულთან, რომელშიც ჩასახლდა დემონი. ამჟამად მალკოლმი ახალ შეყვარებულთან და მის ორ შვილთან ერთად გადადის საცხოვრებლად თავის “ოცნების სახლში”...
ოთხი მეგობარი ტბის ნაპირას მდებარე ქოხში მიემგზავრება დასასვენებლად. სამი მათგანი აღმოჩნდება საუნაში გამოკეტილი. ისინი ცდილობენ თავი დააღწიონ განსაცდელს...
პატარა ქალაქში, რომელიც სიმინდის ველებითაა გარშემორტყმული, გამოჩნდება თორმეტი წლის მოქადაგე ისააკი. ის ბავშვებს იწვევს უფროსების მოსაკლავად, იმისათვის, რომ სისხლით მორწყოს მწყურვალე ველები. ისააკი ბავშვებს თამაშს უკრძალავს, და არწმუნებს 18 წლის შესრულების დღეს ყანებს თავი მსხვერპლად შესწირონ. ბევრი გაქცევას სცდილობს, მაგრამ ის პოულობს მათ!...
რამოდენიმე პენსიაზე გასული სამხედრო მოაწყობს ხმაურიან წვეულებას, მეორე დღეს ისინი გაიღვიძებენ საპყრობილეში. ცოტა ზედმეტი მოუვიდათ, ვის არ მოსვლია. ისინი უცბათ გაიგებენ, რომ მთელ ქვეყანას ზომბების ეპიდემია მოედო...
ჯეფი და ტომფსონი 15 წელია დაქორწინებულები არიან. მათი ქორწინება იდეალური არ არის მაგრამ მათი ყველა მეგობარი გაშორებული და განქორწინებულია. გაუძლებს თუ არა ჯეფის და მერის ქორწინება იგივე სტრესს თუ ისიც დაინგრევა?...
ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, რომლებიც აშშ-ში ტენესის შტატში ვითარდებოდა მე-19 საუკუნეში. ბელების ოჯახს, იდუმალი სული დაესხა თავს, რამდენიმე ათეული წიგნია დაწერილი ამ ისტორიაზე. ყველა იმაზე მოგვითხრობს, თუ როგორ გახდა წყევლის მსხვერპლი ყველასთვის პავტივცემული და კეთილი ბელების ოჯახი...
სამი ახალგაზრდა მეგობარი გოგონა დასასვენებლად პარიზში მიემგზავრება. ისინი მონაკოში აღმოჩნდებიან, რადგან ერთერთი მათგანი ბრიტანეთის შეცდომით ტახტის მემკვიდრე ჰგონიათ...
პიტერ ჩელსომის ახალი ნამუშევარი გვიჩვენებს ფსიქიატრ ჰექტორის ცხოვრებას, რომელიც იღლება თავისი ცხოვრებითა და იმ ფაქტით, რომ კარგი არაფერი ხდება და მისი პაციენტებიც ვერა და ვერ ბედნიერდებიან. შესაბამისად, გადაწყვეტს ყველაფერი მიატოვოს და ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო ფორმულა აღმოაჩინოს...
ფედერალური ბიუროს აგენტს ჯენიფერ მარშს სერიული მკვლელის პოვნა აქვს დავალებული. მკვლელი მსხვერპლთა ვიდეოებს ინტერნეტში აქვეყნებს. რაც უფრო მეტი დრო გადის,მით უფრო მეტად იძენს ეს კატა-თაგვობანას თამაში პირადულ ელფერს...
პატარა ვიქტორი სამეცნიერო ექსპერმენტს ატარებს, რათა თავის საყვარელ ძაღლს, სპარკის სიცოცხლე დაუბრუნოს,რომლის დროსაც წინასწარ გაუთვლელ, ზოგჯერ საზარელ შედეგებს აწყდება...
კონეკტიკუტის მახლობლად მცხოვრები ორი მეგობრის გზა გაიყო და მათ რამოდენიმე წელია ერთმანეთი არ უნახავთ. როდესაც კვლავ შეხვდებიან გოგონები გადაწყვეტენ მეგობრობა განაახლონ. ახლო ურთიერთობისას ისინი მიხვდებიან , რომ ორივე ძალიან შეიცვალა, იმდენად, რომ მკვლელობის ჩადენაც კი შეუძლიათ...
„ „სასწაულები სამოთხიდან“ ეფუძნება რეალურ ისტორიას და გვიყვება მოსიყვარულე დედისა და მეუღლის ქრისტი ბიმის შესახებ, რომლის ცხოვრებაც სამუდამოდ იცვლება, მას შემდეგ, რაც მის ქალიშვილს საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული მისტიკური დაავადების დიაგნოზს დაუსვამენ...