თითქმის 30 წლის ჯული იძულებულია აღიაროს, რომ მას ჯერ არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში და ნაკლებად სავარაუდოა რამე შეიცვალოს უახლოს მომავალში. ამ დროს მისი 44 წლის მეგობარმა ბიჭმა აკსელიმ მიაღწია წარმატებას და ახლა ჯულისთან ოჯახის შექმნა სურს. ერთ ღამეს ჯული წვეულებაზე მოხვდება, სადაც მიმზიდველ და ენერგიულ ახალგაზრდა ევინდს გაიცნობს. მასთან გატარებული ღამის შემდეგ ჯული ძველი ურთიერთობის დასრულებას და ცვლილებების იმედით ახალ პარტნიორთან ერთად ცხოვრებას გადაწყვეტს. ერთი წლის შემდეგ ჯული გაიგებს, რომ აკსელი მძიმედ არის ავად და მას საავადმყოფოში სტუმრობს.
ფილმი ასახავს 1990-იან წლებში განვითარებულ მეგობრების ისტორიას, რომლებიც თვლიან რომ იოლი მოგება ნახეს: ცარიელი სახლი ფულით სავსე სეიფით. როდესაც სახლის მფლობელი მოხუცი წყვილი ნაადრევად ბრუნდება შინ, ვითარება იცვლება და იწყება მომაკვდინებელი თამაში, რომელსაც ისინი ვერასოდეს წარმოიდგენდნენ.
სემი და ტუსკერი, 20 წლის პარტნიორები, მოგზაურობენ ინგლისში თავიანთი ძველი RV-ით, სტუმრობენ მეგობრებს, ოჯახს და წარსულის ადგილებს. მას შემდეგ, რაც ტუსკერს ორი წლის წინ ადრეული დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, მათი დროის ერთად გატარება ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა, მოგზაურობის პროგრესირებასთან ერთად, საიდუმლოებები ირკვევა და მათი სიყვარული ერთმანეთისადმი გამოცდას განიცდის. საბოლოო ჯამში, ისინი უნდა დაუპირისპირდნენ კითხვას, რას ნიშნავს ერთმანეთის სიყვარული ტუსკერის ავადმყოფობის პირობებში.
ერიკ ჯეგერის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული ნამდვილი ამბავი დანაშაულის, სკანდალის და შუა საუკუნეების საფრანგეთში სასამართლო პროცესის შესახებ, რომელიც განსაცვიფრებელი დეტალებით აღადგენს მშფოთვარე შუა საუკუნეებს. როდესაც ეთიკა, სოციალური მისწრაფებები და სამართლიანობა რაინდობის კოდექსით განისაზღვრებოდა, ხოლო იმდროინდელი ინსტიტუტების - ეკლესიის, სასამართლოს კეთილშობილების და ყმაწვილი მეფის - იგნორირების შედეგები შეიძლება სერიოზული ყოფილიყო, ქალისთვის, რომელიც ამ სასტიკ დროში ცხოვრობდა და ქმრის მხარდაჭერის გარეშე იურიდიული სტატუსი არ ქონდა, ფსონი კიდევ უფრო მაღალი იყო. ომიდან დაბრუნებული ნორმანდიელი რაინდი ჟან დე კარუჟი გაიგებს, რომ მისმა კონკურენტმა ჟაკ ლე გრისმა მისი ცოლი მარგარიტა გააუპატიურა. მაგრამ არავის სჯერა ქალის, და კარუჟი დახმარებისთვის პირდაპირ საფრანგეთის მეფე კარლ VI-ს მიმართავს, რომელიც გადაწყვეტს, რომ კონფლიქტი სამართლიან ბრძოლაში უნდა მოგვარდეს. თუ ქმარი წააგებს, მარგარიტას ცრუ ბრალდებების გამო ცეცხლში დაწვავენ...
'მიმდევრების' რიცხვის შემცირების გამო ტურისტული ვიდეობლოგერები, ტედი და კლერი, გადაწყვეტენ ინტერნეტში გაუშვან კონტენტი მათი ბოლო „სუპერმასპინძლის“ რებეკას შესახებ, რომელსაც ამ ორისგან უფრო მეტი სურს, ვიდრე კარგი რეპორტაჟია...
ფილოსოფიის პროფესორის ევან ბერჩას რესპექტაბელური ცხოვრება ნგრევას დაიწყებს, როდესაც სტუდენტებთან მისი ქმედებები სააშკარაოზე გამოვა. საბოლოოდ კი იგი მისი კურსის მსმენელის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი ხდება.
მელანი პარკერი არქიტექტორი და სემის დედაა, ჯეკ ტეილორი გაზეთის ჟურნალისტი და მეგის მამა. ორივენი მეუღლეებს გაცილებულები არიან. ერთ მშვენიერ დილას ისინი ერთმანეთს შეხვდებიან, მაშინ როდესაც ჯეკს მეგის დაუტოვებენ და მას დაავიწყდება, რომ ბავშვი სკოლაში მისაყვანად მელანის უნდა ჩააბაროს. საბოლოოდ გამოვა, რომ ორივე ბავშვი დააგვიანებს სკოლის ექსკურსიაზე და მშობლებთან დარჩება...
კლიმატის ცვლილების შედეგად თითქმის მთელი მაიამი წყლის ქვეშ აღოჩნდება. მარტოხელა მეცნიერი ნიკ ბანისტერი გონების მკვლევარია, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით წარსულის ბნელ და მიმზიდველ სამყაროში მოგზაურობს და თავის კლიენტებს დაკარგული მოგონებების აღდგენაში ეხმარება. მაიამის ჩაძირული სანაპირო ზოლის გარეუბანში მცხოვრები ნიკის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალება, როდესაც იგი მის ახალ იდუმალ კლიენტს მეის შეხვდება. ის, რაც დაკარგული მოგონების მარტივი ძებნით იწყება საშიშ აკვიატებად და მგზნებარე სასიყვარულო ურთიერთობად იქცევა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მეი გაუჩინარდება, სიმართლის დასადგენად, ბანისტერი წარსულის ბნელ სამყაროში იძირება და მოულოდნელად სასტიკ შეთქმულებას გამოავლენს...
1974 წლის ამავე სახელწოდების კლასიკური სლეშერის პირდაპირი სიქველი და ფრენჩაიზის მეცხერე ნაწილი, რომელშიც მოქმედება ორიგინალი ფილმის შოკისმომგვრელი მოვლენებიდან 47 წლის შემდეგ ვითარდება. მას შემდეგ ტყავის სახე არავის უნახავს და მის შესახებ არაფერი სმენილა. რუთი, სან-ფრანცისკოში მცხოვრები 25 წლის ბიზნესმენი ქალია, რომელიც მის მეგობრებთან მელოდისთან და დანტესთან ერთად სან-ფრანცისკოდან ტეხასის შტატის შორეულ ქალაქ ჰარლოუში მიდის. მისი ქალაქში მარტო დატოვების შიშით, რუთის ასევე თავისი ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვული მოყვარული ფოტოგრაფი უმცროსი და ლილა მიჰყავს. მალე მათი არსებობა კოშმარად გადაიქცევა, როდესაც ისინი დაუნდობელი 60 წლის სრიული მკვლელის ტყავის სახის პირისპირ აღმოჩნდებიან, რომლის სისხლით გაჟღენთილი მემკვიდრეობა დღემდე აგრძელებს ამ რაიონის მაცხოვრებლების, მათ შორის 1973 წლის ცნობილ ხოცვა-ჟლეტაში ერთადერთი გადარჩენილის, სალი ჰარდესტის დევნას, რომელსაც შურისძიება სწყურია.
ჟურნალ "LIFE"-ის ფოტო მენეჯერი უცნაური ადამიანია, ის მუდმივად ოცნებაშია და ხშირად რეალობის აღქმა უჭირს. ერთხელაც ის მიემგზავრება დაკარგული ნეგატივის საპოვნელად...
ტომას სევიჯის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული დრამატული ვესტერნი, ძმების ფილ და ჯორ ბერბანკების შესახებ. უფროსი ფილი გონიერი და სასტიკი ადამიანია, ხოლო უმცროსი ჯორჯი ნაზი და მგრძნობიარე. ორივე მათგანმა ცოტა ხნის წინ მემკვიდრეობით მიიღეს მონტანას ხეობაში მდებარე უდიდესი რანჩო. მაგრამ ძმების ურთიერთობა სწრაფად ნადგურდება, როდესაც ჯორჯი ქვრივ როუზზე ფარულად დაქორწინდება. შედეგად, გაბრაზებული ფილ ქორწინების გასანადგურებლად დაუნდობელ ომს იწყებს, და ამაში ის როუზის შვილს პიტერს პაიკის სახით იყენებს.
სარამ თითქოს იშოვნა სამსახური, რომელიც მისი მოწოდებაა - იგი ლივერპულში მუშაობს მოხუცებულთა თავშესაფარში, სადაც განსაკუთრებულ უნარს ამჟღავნებს თავშესაფრის მობინადრეებთან ურთიერთობისას. შემდეგ კი, 2000 წლის მარტში, კორონოვირუსის პანდემია იფეთქებს.
პოლ ატრეიდესმა, ძალიან ნიჭიერმა და მახვილგონიერმა ახალგაზრდამ ყველაზე საშიშ პლანეტაზე უნდა იმოგზაუროს რათა საკუთარი და ოჯახის წევრების ნათელი მომავალი უზრუნველყოს. პლანეტის უძვირფასესი რესურსის დაპატრონებისთვის ბოროტი ძალები მზად არიან ყველაფერი გაიღონ. გადარჩება მხოლოდ ის, ვინც შეძლებს და საკუთარ შიშს მოერევა!
პენსიას მოახლოვებული მორგის თანამშრომელი თავისი კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრ უცნაურ ისტორიას არის შესწრებული, თუმცა ყველაფერი შეიცვლება, როცა ის გააცნობიერებს , რომ უკანასკნელი ისტორია , პირადად მისი ისტორიაა.
სათავგადასავლო კომედია, შეყვარებული წყვილის მარკუსის და ემილის შესახებ, რომლებიც მექსიკის კურორტზე ველურ, მძაფრ შეგრძნებებს მოწყურებულ და წვეულებების მოყვარულ წყვილს რონს და კაილის დაუმეგობრდებიან. ამ მომენტამდე ჩვეულებრივ გაწონასწორებული წყვილი მარკუსი და ემილი მათ ახალ მეგობრებთნ ერთად ერთკვირიანი დაუღალავი გართობისა და გარყვნილების მოწყობას გადაწყვეტენ. ველურ ბუნებაში გაგულავებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მარკუსი და ემილი შოკირებულები აღმოჩნდებიან, როდესაც მათ ქორწილში რონი და კაილი დაუპატიჟებლად გამოჩნდებიან, სადაც ისინი ქაოს ქმნიან და ამტკიცებენ, რომ ის რაც არდადეგებზე ხდება, არ არის აუცილებელი არდადაგებში დარჩეს...
პოპულარული ანიმაციური კომედიური ფრენჩაიზის “სასტუმრო ტრანსილვანია“-ს მეოთხე და დასკვნითი ნაწილი, სასტუმროს მფლობელი გრაფი დრაკულასა და მისი საყვარელი მონსტრების ოჯახის ახალი თავგადასავლების შესახებ, რომლის ბნელ ციხე-სასტუმროში მონსტრები ცივილიზაციისგან და ადამიანის თვალისგან შორს ისვენებენ, სადაც ყველაფერი თავდაყირა დადგება, როდესაც ლეგენდარული პროფესორის აბრაამ ვან ჰელისგინის იდუმალი გამოგონება, “მონსტრიფიცირების სხივი” გაფუჭდება და შემთხვევით დრაკულას და მის მეგობრებს ადამიანებად, ხოლო ჯონის – პირიქით, მონსტრად გადააქცევს.
ამერიკელი ახალგაზრდა წყვილი საფრანგეთში მიემგაზავრება, რათა ცნობილი მოჩვენებების სახლი შეისწავლონ, რომელიც ხელოვნური ტბის ფსკერზე იქნა ჩაძირული. ისიინი აღმოჩენის სოციალურ ქსელში გაზიარებას აპირებენ, მაგრამ ამის ნაცვლად, რაღაც საშინელებას უპირისპირდებიან. წყალქვეშა სახლი ბნელი სულის თავშესაფარია და ნებისმიერი ვინც მის სიმშვიდეს დაარღვევს უმოწყალოდ აგებს პასუხს.
ამერიკელი იაფფასიანი რომანების ავტორი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვენაში ჩადის და აღმოაჩენს, რომ მისი მეგობარი საიდუმლო ვითარებაშია მოკლული.საიდუმლოს ამოხსნის მცდელობა მას ჩაითრევს თავისი მეგობრის საქმიანობაში შავ ბაზარზე, საერთაშორისო პოლიციასთან და ჩეხ მეგობარ გოგოსთან ერთად.
ენჯის შობის მარტო გატარება აქვს გადაწყვეტილი, თუმცა რიგითი გასეირნება ყველაფერს შეცვლის, როდესაც ის საშობაო მატარებლის საშუალებით 2011 წელს თავის მშობლიურ ქალაქში აღმოჩნდება.
ფსიქოლოგიური თრილერი, დიზაინერის კარიერაზე მეოცნებე ახალგაზრდა გოგონას ელაიზას შესახებ, რომელიც იდუმალებით მოცულ ვითარებაში ლონდონში 1960-იან წლებში აღმოჩნდება, სადაც მისი შემოქმედებითი გზის სათავეში მყოფ საყვარელ მომღერალს სენდის შეხვდება. მაგრამ 60-იანი წლების ლონდონი სულაც არ არის ისეთი, როგორიც მთავარ გმირს წარმოედგინა. მას ეჩვენება, რომ დრო ნაწილებად იშლება, რასაც ის მძიმე შედეგებამდე მიჰყავს...
სამყაროში, სადაც მონსტრების შერკინება საერთაშორისო სპორტია და ურჩხულები სუპერვარსკვლავი ათლეტები არიან, მოზარდი უინი ოცნებობს, მამის კვალს გაჰყვეს და რომელიმე უიღბლო მონსტრი ჩემპიონად აქციოს...
აღმოსავლეთ ევროპის ფოლკლორით შთაგონებული საშინელებათა თრილერი, რომელშიც წარმოუდგენელი ღალატი ოჯახზე და მთელ მის შთამომავლობაზე საშინელი წყევლის დადებას გამოიწვევს. ათწლეულების შემდეგ, ქორწილი გაუცხოებული ოჯახის მომავალ თაობას აერთიანებს, მაგრამ როდესაც ერთ-ერთი მათგანი განზრახ აღვიძებს ბნელ ძალებს, რომლებიც მათ სათითაოდ დახოცვას დაიწყებს, მატრიარქმა, ჰანამ უნდა გაარკვიოს ვინ გამოიყენა ოჯახის წინააღმდეგ სისხლიანი წყევლა, რომელიც მათ სამუდამოდ დაეუფლა.
დრამა, რომელშიც მოვლენები პარალელურ განზომილებაში ვითარდება და უდაბნოში მცხოვრები უილის შესახებ მოგვითხრობს. მის სახლში ჯერ არშობილი ხუთი ადამიანის სული მიდის, რათა ტესტირება გაიარონ და დედამიწაზე დაბადების შანსი მიიღონ. ცხრა დღის განმავლობაში უილი თითოეულ მათგანს ამოწმებს, მაგრამ მას მხოლოდ ერთის არჩევა შეუძლია. გამარჯვებული რეალურ სამყაროში ახალშობილად გახდომის ნანატრი შესაძლებლობით დაჯილდოვდება, ხოლო დანარჩენები არსებობას შეწყვეტენ. მაგრამ მალე უილი სხვა კანდიდატებისგან განსხვავებული ემის სულის სახით საკუთარი ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება...
კრისტინა ლოპესი – მექსიკური წარმოშობის ახალგაზრდა ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც მშობლიურ ვერაკრუსში მიემგზავრება, რათა გამოიძიოს ჯადოქრობისა და განკურნების იდუმალი შემთხვევები. იქ ახალგაზრდა გმირს ადგილობრივი მაცხოვრებლები იტაცებენ, რომლებიც აცხადებენ, რომ გოგონა დემონით არის შეპყრობილი და ახლა ის უნდა განდევნონ, სანამ გათავისუფლდება. მაგრამ გაქცევის მცდელობისას, კრისტინა თანდათან მიდის იმ დასკვნამდე, რომ ისინი შესაძლოა სიმართლეს ამბობენ. შედეგად, მის გამტაცებლებთან ერთად, მისი გადარჩენისთვის ბრძოლა იქცევა ბრძოლად მისი სულისთვის.
ორი დაბალი რანგის ასტრონავტი უზარმაზარ მედიატურში მიემგზავრება, რათა კაცობრიობა მოახლოებული კომეტის შესახებ გააფრთხილოს, რომელიც დედამიწას გაანადგურებს.
საშინელებათა თრილერი, ახალგაზრდა ქალის მედისონის შესახებ, რომელიც ერთ ღამეს სიზმარში ბოროტი არსების მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობის მოწმე გახდება. მაგრამ მეორე დილით შოკისმომგვრელი ხილვების შიშით პარალიზებული მთავარი გმირი ხვდება, რომ მსხვერპლი ნამდვილი ადამიანი იყო და მისი ღამის კოშმარები – სინამდვილეში სასტიკი რეალობაა, რომელიც მის წარსულს უკავშირდება…
დომინიკ ტორეტო ლეტისთან და მის ვაჟთან ბრაიანთან ერთად მშვიდ ცხოვრებას ეწევა. თუმცა სამივემ იცის, რომ საფრთხე მუდამ მათ მშვიდობიან ჰორიზონტს მიღმაა ჩასაფრებული. ამჯერად ხიფათი დომს აიძულებს, წარსული ცოდვები გამოისყიდოს, რათა საყვარელი ადამიანები გადაარჩინოს. მისი გუნდი ერთიანდება, რათა მსოფლიოს განადგურებაში ხელი შეუშალოს ყველაზე გამოცდილ მკვლელსა და პროფესიონალ მძღოლს. კაცს, რომელიც ამავდროულად დომის მიტოვებული ძმა - ჯეიკობი აღმოჩნდება. ფილმის რამდენიმე სცენა გადაღებულია საქართველოში.
დამსვენებელთა ოჯახი აღმოაჩენს, რომ განცალკევებული პლაჟი, სადაც რამდენიმე საათი გაატარეს, ასაკის სწრაფ მატებას იწვევს და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას ერთ დღემდე ამცირებს.
უიმედო რომანტიკოსი, მაგრამ მარად მარტოსული ლოს-ანჯელესელი ჟურნალისტი - ნატალი, სასიყვარულო ცხოვრების მოწყობას გაცნობის აპლიკაციის დახმარებით ცდილობს, სადაც მას ერთი შეხედვით იდეალური ბიჭი ტეგი შეუყვარდება. შედეგად, მისი გულისთვის, ნატალი ქვეყნის მეორე ბოლოში მიფრინავს სიურპრიზის მოსაწყობად. თუმცა, ქალაქში ჩასვლისთანავე, მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ ტედი არ არის ის, რადაც თავს ასაღებდა...
პოსტაპოკალიპტურ დედამიწაზე რობოტი, რომელიც მისი პატრონის საყვარელი ძაღლის დასაცავადაა შექმნილი, სწავლობს ცხოვრებას, სიყვარულს, მეგობრობას და ადამიანობას.
საშინელი ისტორია - ტერორი, მკვლელობა და უცნობი ბოროტება - რომელმაც რეალური პარანორმალური მოვლენების გამოცდილი მკვლევარები, ედ და ლორენ უორენებიც კი შოკში ჩააგდო. ეს მათი პრაქტიკიდან ერთერთი ყველაზე უფო სენსაციური საქმეა, რომელიც პატარა ბიჭის სულის გადარჩენისათვის ბრძოლით იწყება, თუმცა შემდეგ მათთვის აქამდე უჩვეულო რამის მომსწრენი გახდებიან - ამერიკის ისტორიაში პირველად ხდება, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოითხოვს დემონური ძალით შეპყრობა ბრალის გამომრიცხავ გარემოებად ჩაითვალოს...
ყოფილი პატიმარი და გამოსწორებული სოციოპათი დილან ფორესტერი ანტიდეპრესანტების მუდმივი მარაგისა და მისი ექსცენტრული ფსიქიატრის დახმარებით პირობით ვადამდე გათავისუფლების შეუმჩნევლად გავლას ცდილობს. მაგრამ როდესაც მისი ძმა იდუმალ ვითარებაში კვდება, დილანი FBI-ს აგენტთან ერთად სიმართლის გასარკვევად ცხელ კვალს მიჰყვება. მთავარ გმირს მთელი თავისი მზაკვრული და ტაქტიკური უნარების გამოყენება დასჭირდება ამ მძაფრ-სიუჟეტიან თრილერში გადარჩენისთვის...
მომაჯადოებელი, მოულოდნელობებით აღსავსე ქრონიკა, რომელმაც 2018 წელს მთელი მსოფლიო მოიცვა - 12 ბიჭისა და მათი მწვრთნელის დახსნის ისტორია დატბორილი გამოქვაბულიდან ჩრდილოეთ ტაილანდში.
მეთ ჰეიგის ამავე სახელწოდების საერთაშორისო ბესტსელერზე დაფუძნებული ფენტეზური დრამა, ახალგაზრდა ნიკოლასის თავგადასავლების შესახებ, რომელიც შობის გმირი გახდება. ნიკოლასი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც მამის გაუჩინარების შემდეგ მის გადასარჩენად, ჩრდილო პოლუსზე წავა, სადაც ჯადოსნური სამყაროს აღმოაჩენის შემდეგ, ელფების სოფელში შობის სულს დააბრუნებს...
ბიოგრაფიული დრამა, ტელეევანგელისტების ჯიმ და ტემი ფეი ბეკერების შტამბეჭდავი აღზევების და დაცემის შესახებ. 70-80-იან წლებში, ტემი ფეი და მისი მეუღლე ჯიმი მსოფლიოში უდიდეს რელიგიურ სამაუწყებლო ქსელს და თემატურ პარკს შექმნიან, მაგრამ მალე ფინანსური დარღვევები, კონკურენტების ქმედებები და სექსუალური სკანდალები მათ სათუთად აშენებულ რელიგიურ იმპერიას, ისევე როგორც ქორწინებას დაანგრევს.
მონადირეების ჯგუფი უკაცრიელ კუნძულზე ადამიანებზე სანადიროდ მიდის, თუმცა მოულოდნელად თავად ჯგუფის წევრები გახდებიან ნადირობის ობიექტი. ყოფილი პოლიციელი ჯეიმს მელოუნი, უვადო სასჯელს იხდის იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. მას თავისუფლების მოპოვების შანსი ეძლევა, თუ გადარჩება სასიკვდილო თამაშში, რომელშიც მონადირეების ჯგუფი ფულს იხდის, შორეულ კუნძულზე სხვა ადამიანებზე ნადირობისგან სიამოვნების მისაღებად. მელოუნი წესებს ემორჩილება, და კუნძულზე ხაფანგების შექმნით თუ მონადირეების წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ომის წამოწყებით ნამდვილ კოშმარს უწყობს მათ...
კრიმინალური კომედია, ლონდონში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილის ლინდას და ბექსტონის შესახებ, რომლებიც დაშორებას გადაწყვეტენ, მაგრამ ქალაქში COVID-19-ის პოანდემიით გამოწვეული კარანტინის გამო, ახალგაზრდა გმირები საკუთარი ბინის ხაფანგში აღმოჩნდებიან, სადაც ახლა მათ 24 საათის განმავლობაში, დისტანციურ მუშაობასა და გაუთავებელ დავებს შორის გარკვეული დროით ერთად ცხოვრება მოუწევთ, რომელიც მათთვის ნამდვილი გამოცდა გახდება. თუმცა კარანტინში ყოფნა, ლინდას და ბექსტონის მოულოდნელად აერთიანებს. შედეგად, ისინი დროებით უთანხმოების დავიწყებას და პანდემიის გამოყენებას გადაწყვეტენ, რათა ლონდონის ცნობილი საიუველირო მაღაზია Harrods-დან 3 მილიონ დოლარად შეფასებული ბრილიანტი მოიპარონ...
ქალიშვილის დაკარგვის შემდეგ, წყვილი ურთულეს პერიოდს გადის, რის გამოც ჯეკი პროფესიონალური დახმარების მისაღებად ფსიქოლოგიურ ცენტრში მიდის, იმ დროს, როცა ლილი “რეალურ” სამყაროში რჩება და ცდილობს გაუმკლავდეს საკუთარ მწუხარებას. თითქოს ეს არ იყო საკმარისი, შოშია, რომელმაც მისი სახლის უკანა ეზოში დაიდო ბუდე, მის შევიწროვებას და თავდასხმას იწყებს, რის შედეგადაც ლილი კომიკურად შეპყრობილი ხდება მისი მოკვლით. საბოლოოდ მთავარი გმირი შველას უცნაურ ყოფილ ფსიქოლოგთან, ლარისთან პოულობს, რომელსაც თავისი მშფოთვარე წარსული აქვს და ახლა ვეტერინარად მუშაობს. გმირები უნიკალურ მეგობრობას ქმნიან, რადგან თითოეული მათგანი ეხმარება ერთმანეთს შეისწავლონ, გააცნობიერონ და გადაჭრან თავიანთი პრობლემები.
მოსამართლე ფიონა მეი, რომელიც ოჯახური საქმეებითაა დაკავებული რთული დილემის წინაშე აღმოჩნდება: ადამი, რომელიც რამოდენიმე თვეში სრულწლოვანი გახდება, რელიგიური მრწამსის გამო უარს ამბობს სისხლის გადასხმაზე. შეძლებს კი ფიონა დაარწმუნოს ბიჭი ?
ხარბი პროდიუსერი მაქს ბარბერი გადაწყვეტს სახიფათო ახალი ფილმი გადაიღოს. ყველაფერი კი მხოლოდ იმისთვის , რომ მთავარი მსახიობი მოკლას და დაზღვევის ფული მიიღოს , მაგრამ როცა როლზე დიუკ მონტანას დაამტკიცებს , წარმოდგენაც კი არ აქვს , რომ მოხუცი მამაკაცი ,რომელიც ყოველთვის მსახიობობაზე ოცნებობდა , კამერების წინაშე ასე წარსდგება. ფილმის გადაღებები ისე კარგად მიმდინარეობს , რომ მსახიობის მოკვლა მაქსს უკვე შეუძლებლად ეჩვენება . ეს ფილმი მაქსის კარიერის მწვერვალი გახდება.
სამი წლის შემდეგ, მიშელი დედას და ტყუპისცალ დას ხვდება. ორივეს აქვს მოსაყოლი ამბავი და სუპერძალა, თუმცა შესაძლებელია მიშელისა და მათი განზრახვები ერთმანეთს ცდება.
ახალგაზრდა მამაკაცი, კირანი მის გარშემო განვითარებული უცნაური ტრაგედიების გამო იტანჯება. კირანის ქცევა ყოველი ტრაგედიის შემდეგ უფრო ტრაგიკული ხდება - ის განიცდის მოვლენებს, რომლის გაგება ან ახსნა არ შეუძლია. ის ვერ ხვდება, რომ ის არის უცნობი სულის გამტარი, რომელიც მსხვერპლს იზიდავს...
კოლეჯის სტუდენტი, რომელიც ღამღამობით მძღოლად მუშაობს, ორ საიდუმლოებით მოცულ ქალს ლოს ანჯელესის წვეულებებზე დაატარებს. როცა ის ქალების სისხლიან განზრახვას და მათ სახიფათო, იდუმალ იატაკქვეშა სამყაროს გამოააშკარავებს, გადარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა...
ალტერნატიულ სამყაროსი ჯოკერი მოტყუებით აიძულებს სუპერმენს მეტრპოლისის გაზეთის რეპორტიორის ლოის ლეინის მოკვლას, წარმოუდგენელი ტრაგედია ფოლადის კაცს ახალი სახიფათო აზროვნებისკენ და სასიკვდილო მრისხანებისკენ უბიძგებს, რაც საბოლოოდ სამართლიანობის ლიგის წევრებს ერთმანეთს დააპირისპირებს. იმედგაცრუებული, სუპერმენი კაცობრიობის სასიკეთოდ დედამიწის კონტროლის ხელში აღებას გადაწყვეტს. შედეგად, ბეტმენი მის შესაჩერებლად თავისუფლებისთვის მებრძოლ, თანამოაზრეების გუნდს ქმნის. მაგრამ როდესაც სუპერგმირები ომში მიდიან, შეძლებს თუ არა სამყარო გადარჩენას?
2021 წლის ფილმის “მკვდრების არმია” პრიკველი, გერმანელი სეიფების მძარცველის, ლუდვიგ დიტერის შესახებ, რომელსაც მძარველების იდუმალი ლიდერი-ქალი, სახელად გვენდოლინი დაიქირავებს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მიუწვდომელი სეიფების ძარვაზეა დახელოვნებული. ლუდვიგი და გვენდოლინი ზესაიდუმლო და გრანდიოზულ ძარცვას გეგმავენ იმ დროს, როდესაც მსოფლიოში ზომბების აპოკალიფსი იწყება...
ინსულტის შემდეგ, ჯუდიტ ოლბრაიტი გადადის ისტორიულ მოხუცთა თავშესაფარში, სადაც ის ეჭვობს რომ რაღაც ზებუნებრივი მტაცებელი ძალადობს ადგილობრივებზე. თავის დასაღწევად მან უნდა დაარწმუნოს ყველა მის ირგვლივ, რომ ის სინამდვილეში იქ არ არის.
პროფესიონალი მკვლელისგან გაქცეული ცბიერი თაღლითი შეიმუშავებს გეგმას და პატარა ქალაქის პოლიციის განყოფილებაში იმალება. თუმცა როცა მკვლელი პოლიციაში მოხვდება, ახალბედა პოლიციელი ქალი მის შემთხვევით სამიზნედ იქცევა...