ჩინელი საიდუმლო აგენტი მიიღებს შეტყობინებას იმის შესახებ, რომ დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი კონტრაბანდული გზით შედის კორეაში და მას ამ საქმის გამოსაძიებლად აგზავნიან. იგი ხვდება სუ-ჰანს, რომელიც წესით უნდა დახმარებოდა ამ საქმეში, თუმცა მისი უნიათობის წყალობით, უბრალო წვრილმანებზე უწევთ ჩხუბი. მაგრამ როდესაც მათ მოწმეებს მოულოდნელად მოკლავენ, ორივე უმალ მთავარი ეჭვმიტანილი გახდება.
ახლახან დაქვრივებული დედა ბრენდა იბრძვის ოჯახის დასაცავად შემზარავი საგზაო მოგზაურობის დროს, როდესაც მკვლელობა და ნაღდი ფულის დაკარგული ტომარა მათ საფრთხეში ჩააგდებს...
პოლიციის ოფიცრები უსმანი და ფრანსუა კვლავ ერთიანდებიან ახალი გამოიძებისთვის. ის, რაც თავიდან უბრალო ნარკო გარიგებას ჰგავდა, სახიფათო, უმსხვილესი სისხლის სამართლის საქმე აღმოჩნდება, რაც საბოლოოდ მხრიარულ და ფართომასშტაბიან ოპერაციად გადაიქცევა...
სასიკვდილო ვირუსის ეპიდემიამ, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის დემილიტარიზებულ ზონაში წარმოიშვა, სრულიად გაანადგურა შეერთებული შტატები და ჩრდილოეთ კორეა. მთავარი გმირი კარტერი სასიკვდილო პანდემიიდან ორი თვის შემდეგ მოტელში იღვიძებს, რომელსაც არაფერი ახსოვს თავისი წარსული ცხოვრების შესახებ, თავის თავში იდუმალ მოწყობილობას აღმოაჩენს, ხოლო პირში სასიკვდილო ბომბს. მის ყურში ხმა მას ბრძანებებს აძლევს, რომ არ მოკვდეს, რომლის დროსაც კარტერი ჩათრეული აღმოჩნდება იდუმალ ოპერაციაში, მაშინ როცა CIA-ს და ჩრდილოეთ კორეის დაჯგუფება მას კვალზე მიჰყვებიან. ახლა მთავარი გმირი უნდა გადაურჩეს სახიფათო მისიას და გაიგოს, თუ როგორ აღმოჩნდა ასეთ გარემოებებში და ვინ ფლობს მის ყურში იდუმალ ხმას, რომელიც აძლევს მას მითითებებს...
ემილი, რომელსაც სტუდენტური სესხი აქვს და ნასამართლეობის გამო სამსახურს ვერ შოულობს, საკრედიტო ბარათების თაღლითობაში გაებმება და ლოს ანჯელესის დანაშაულებრივ სამყაროში აღმოჩნდება, რასაც საბოლოოდ მომაკვდინებელი შედეგები მოჰყვება...
ფილმი მოგვითხრობს დაუნის სინდრომით დაავადებული 22 წლის ზაკზე, რომელიც ინვალიდთა სახლიდან გარბის, სადაც ის ცხოვრობს, რათა ოცნება აისრულოს და პროფესიონალი რესლერი გახდეს. მთელი რიგი მოვლენების შემდეგ, ახალგაზრდა ტაილერი – ძებნაში მყოფი წვრილმანი თაღლითი, ზაკის მწვრთნელი და მოკავშირე გახდება. გმირები ერთად გაურბიან დევნას, ვისკის სვამენ, ღმერთს ეძებენ, თევზებს იჭერენ და ინვალიდთა სახლის მშვენიერ და კეთილ მედდას - ელეონორას, თავიანთ მოგზაურობაში ჩაითრევენ...
როცა დაზვერვის საუკეთესო ჯარისკაცი ცნობილი, როგორც კურტ ჯენტრი, იგივე სიერა-6 შემთხვევით სააგენტოს საიდუმლოებებს შეიტყობს, პირველ სამიზნედ იქცევა და მისი ყოფილი ფსიქოპათი კოლეგა ლოიდ ჰანსენი და საერთაშორისო დაქირავებული მკვლელები მასზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით იწყებენ ნადირობას...
თორი შინაგანი სიმშვიდის ძიებაში განსხვავებულ მოგზაურობაში მიდის, სადაც ის ღმერთების მკვლელს, გორს უპირისპირდება. საფრთხის დასაძლევად თორი დახმარებას სთხოვს ვალკირიას, კორგის და ყოფილ შეყვარებულს ჯეინ ფოსტერს, რომელიც მისდა გასაკვირად მიოლნირის ჯადოსნური უროს მფლობელი გახდება. შედეგად, ისინი ერთად იწყებენ შთამბეჭდავ კოსმოსურ თავგადასავალს, რათა გამოავლინონ ღმერთების მკვლელის შურისძიების საიდუმლო და შეაჩერონ იგი, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება...
ლუსი ყველა მისი ყოფილი ურთიერთობისგან სამახსოვროდ მომენტებს აგროვებს და გალერეაში ინახავს. ერთხელაც ის აღმოაჩენს, რომ წინ წასასვლელად საჭიროა ეს წარსული უკან მოიტოვოს...
დაუნდობელი ჰელას მიერ მისი სამშობლოს განადგურებისა და ასგარდიული ცივილიზაციის სიკვდილის შემდეგ, თორი სამყაროს მეორე მხარესაა პატიმრობაში და დროის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება, რათა ასგარდთან დაბრუნდეს რაგნაროკის შესაჩერებლად...
ჩოგბურთის სუპერვარსკვლავების ვენუსისა და სერენა უილიამსის ისტორია - თუ როგორ იქცნენ ისეთებად, როგორებიც არიან მათი მამის რიჩარდ უილიამსის წვრთნის წყალობით.
2018 წლის “იურიული სამყარო 2: დაცემული სამეფო“ -ს მოვლენების შემდეგ, დინოზავრები მთელ პლანეტაზე გავრცელდებიან, რაც საგრძნობლად შეცვლის მოსოფლიოს, სადაც ადამიანები იძულებულნი არიან მათთან ერთად იცხოვრონ ან მოკვდენ. დინოზავრების შექმნის ტექნოლოგია, ნებისმიერი ტექნოლოგიის ღია წყარო გახდება, ახლა ჰენრი ვუ ერთადერთი არ არის, ვინც მას ფლობს. შედეგად, კომპანიებმა შეძლეს დინოზავრების შექმნა, რომლებიც გადაშენებულ წინაპრებთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე InGen კლონები. კლერ დირინგი და ოუენ გრედი, ახალგაზრდა მეისი ლოკვუდზე ზრუნავენ, და პასუხისმგებლობას იზიარებენ ყველაფერ მომხდარზე. მაგრამ სამმა ადამიანმა, რომელბიც ისლა ნუბლარზე და ისლა სორნზე იმყოფებოდნენ, კლერს და ოუნეს უნდა უჩვენონ, რომ სიცოცხლემ იპოვა გზა იმ ადგილისკენ, სადაც დინოზავრებს შეუძლიათ გამრავლება, ცხოვრება და განვითარება. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ სხვა პრეისტორიული ცხოველები უკვე გზაში არიან. როდესაც ახალგაზრდა მეისის დინო-ბრაკონიერები გაიტაცებენ, ოუენი და კლერი მის მოსაძებნად და გადასარჩენად მიდიან. მათი თავაგადასავალი გმირებს გლობალური კორპორაციის მიერ, შესაძლო საშინელი პროგრამით მართულ, დინოზავრების საარსებო გარემოში მიიყვანს, რომელსაც ალან გრანტი და ელი სატლერი იკვლევენ...
2003 წლის ბელგიური ფილმის “მკვლელის მეხსიერება” რიმეიკი, უმაღლესი კლასის დაქირავებული მკვლელის ალექს ლუისის (ლიამ ნისონი) შესახებ, რომელიც უარს ამბობს ძლიერი და სახიფათო კრიმინალური ორგანიზაციის შეკვეთის შესრულებაზე, რის გამოც მათი სამიზნე გახდება. შედეგად, ალექსი იწყებს ნადირობას მათზე, ვისაც მისი სიკვდილი სურს. FBI-ის ვეტერანი აგენტები, ვინსენტი და ლინდა, მექსიკის დაზვერვის მოკავშირე აგენტთან, ჰუგოსთან ერთინდებიან, რათა მთავარი გმირის მიერ დატოვებულ ცხედრების კვალს გაჰყვნენ, რაც მათ უფრო აახლოვებს ალექსს, მაგრამ ასევე ბიზნეს-ლედის, დავანას (მონიკა ბელუჩი) აღშფოთებას იწვევს. მაშინ, როდესაც კრიმინალური სინდიკატი და FBI-ი მას ცხელ კვალზე მიჰყვება, ლუისის აქვს უნარი დარჩეს ერთი ნაბიჯით წინ, თუმცა ის ამავე დროს მეხსიერების ძლიერ დაკარგვას ებრძვის, რაც გავლენას ახდენს მის ყოველ ნაბიჯზე და ართულებს მიზნის მიღწევას.
ჰენკი – მამაცი ძაღლია, რომელიც ოცნებობს გახდეს სამურაი, მაგრამ კატების ქალაქში მას არავინ აღიქვამს სერიოზულად. თუმცა, როდესაც ფუმფულა ნინძების არმია მათ ქალაქს მოსპობით დაემუქრება, ჰენკი გადარჩენის ერთადერთი იმედი გახდება. ახლა მისი ბრძენი მასწავლებლისა და ერთგული მეგობრების დახმარებით, მთავარი გმირი მცირე დროში უნდა დაეუფლოს დიდი მეომრის უნარებს. მხოლოდ ამ გზით ექნება მას შანსი, ულვაშებიდან კუდამდე შეიარაღებულ ძლიერ მტერთან გაიმარჯვოს ეპიკურ ბრძოლაში...
ნამდვილი ამბავი გამოცდილი მთამსვლელი პემი ბეილსის შესახებ, რომელიც აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ვაშინგტონის მთის მწვერვალზე მიმავალი იძულებული გახდება უკან დაბრუნდეს, როდესაც მასიური ქარბუქი მთას მიუახლოვდება. მაგრამ ჩამოსვლისას ის მოულოდნელად მთაში ჩარჩენილ მარტოხელა მამაკაცს ხვდება და თავის თავზე იღებს მის მთიდან ჩამოყვანას, სანამ დაღამდება და მათ ქარიშხალი მოკლავს...
"გამოსასყიდისთვის დატყვევებული" მოგვითხრობს ნამდვილ ამბავს დანიელი ფოტოჟურნალისტის დანიელ რაის შესახებ, რომელიც სირიაში 398 დღის განმავლობაში ჰყავდა მძევლად აყვანილი ტერორისტულ ორგანიზაცია "აისისს" სხვა უცხოელებთან ერთად. მათ შორის იყო ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ფოლი. ფილმი გვიყვება დანიელის ბრძოლაზე ტყვეობაში გადარჩენისთვის, მის მეგობრობაზე ჯეიმსთან და რაის ოჯახის წევრების ტრაგედიაზე დანიაში, რომლებიც ცდილობენ, შვილის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთონ. კრიზისის ეპიცენტრში ჩნდება მომლაპარაკებელი არტური, რომელიც დანიელის გათავისუფლებაში საკვანძო როლს ასრულებს...
თექვსმეტი წლის ჯორჯია ნოლანი ოცნებობს გახდეს მსოფლიოში ნომერი პირველი მეხანძრე. როდესაც იდუმალი ცეცხლის წამკიდებელი იწყებს ბროდვეის დაწვას, ხოლო ქალაქში მეხანძრეები ქრებიან, ნიუ-იორკის მერი ჯორჯიას მამას, შონს სამსახურიდან ათავისუფლებს. სასოწარკვეთილი მამის დასახმარებლად და მისი ქალაქის გადასარჩენად, მთავარი გმირი ახალგაზრდა მამაკაცად ინიღბება და უიღბლო მეხანძრეების ჯგუფს უერთდება, რომელიც ცდილობს ცეცხლის წამკიდებელი შეაჩეროს...
ბევრი განსხვავების მიუხედავად ქეისი - წარუმატებელი მომღერალი და კომპოზიტორი და მეზღვაური ლუკი დაქორწინებას გადაწყვეტენ, მხოლოდდამხოლოდ სამხედრო სარგებლის მისაღებად. თუმცა მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ზღვარი ნამდვილსა და მოჩვენებითს შორის თანდათან იშლება...
პოლიციის ოფიცერი, რომელიც გადაიყვანეს მარსელში, იღებს დავალებას, რომ დააკავოს იტალიელი მძარცველების ჯგუფი, რომლებიც ფერარიში სხედან, საჭესთან კი ლეგენდარული დანიელის, თეთრი ტაქსის მძღოლის ძმისშვილი ზის.
ჯაშუშური თრილერი, ეროვნული სადაზვერვო სამსახურის საგარეო ფილიალის ცივსისხლიანი დირექტორის კან-ინის შესახებ, რომელიც ჯაშუშებით სავსე ქალაქ შენიანში ფარული და უკიდურესად სახიფათო მისიების შესასრულებლად მისი საუკეთესო აგენტებით დაკომპლექტებულ “შავ გუნდს” ხელმძღვანელობს. კან-ინი ცნობილია იმით, რომ დაუნდობლად ახორციელებს ნებისმიერ ოპერაციას, რის გამოც მას ადამიანების შთანთქმელი სულის სახელი “იაკშა” შეარქვეს. ერთ დღეს სეულის ცენტრალური ოლქიდან მისი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე, პროკურორი ჯინ-ჰუნი ჩადის ქალაქში, რათა შავი გუნდის საქმე გომოიძიოს, რომლის დროსაც გაიგებს, რომ მათი ნამდვილი მისია ეხება საქმეს, რომელსაც შეუძლია მთელი კონტინენტი შეარყიოს. ახლა მთავარ გმირს თავისი ყველა წყაროს გამოყენება მოუწევს. ამ ოპერაციებში ასევე სხვადასხვა სპეცსამსახურების აგენტებიც მონაწილეობენ...
ბიოგრაფიული დრამა, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩენილი, პოლონელი ებრაელი მოკრივის ჰარი ჰაფტის შესახებ, სადაც ის იძულებული იყო სხვა პატიმრებთან ერთად მონაწილეობა მიეღო სასიკვდილო გლადიატორულ კრივში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მტკივნეული მოგონებებითა და დანაშაულის გრძნობით დატანჯული, ჰარი მთელი ძალებით ცდილობს კრივის ლეგენდის, როკი მარჩიანოს წინააღმდეგ გახმაურებული ბრძოლა გამოიყენოს, რათა კვლავ იპოვოს თავისი პირველი სიყვარული…
როცა მის ტომს საფრთხე დაემუქრება, უშიშარი და გაწაფული კომანჩი მეომარი ნარუ საკუთარი ხალხის დასაცავად გაემართება. თუმცა ნადირი, რომელსაც ის ეძებს, აღმოჩნდება განვითარებული უცხოპლანეტელი მტაცებელი მაღალტექნოლოგიური არსენალით...
ფინი შოუს, მორცხვ, თუმცა ჭკვიან 13 წლის ბიჭუნას, სასტიკი მკვლელი იტაცებს და სარდაფში გამოკეტავს, საიდანაც ყვირილის ხმა არავის ესმის. როდესაც კედელზე არსებული გამორთული ტელეფონი რეკვას იწყებს, ფინი აღმოაჩენს, რომ მას მკვლელის წინა მსხვერპლების ხმები ესმის. მათ მიზნად დაისახეს, რომ ბიჭს არ დაემართოს ის, რაც მათ შეემთხვათ...
ახალგაზრდა ჩარლი კინკეიდი საკუთარი სახლის ქვეშ სუპერგმირის საიდუმლო შტაბს აღმოაჩენს. ამ ამბის მეგობრებისთვის გაზიარების შემდეგ ყველა ფიქრობს, რომ ჩარლის მამა შესაძლოა, ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდეს...
კრიმინალური ექშენ-კომედია, რომელშიც მოვლენები თანამედროვე ნიუ-იორკში ვითარდება და მსოფლიოში ყველაზე საშიში დაქირავებული მკვლელის რენდის, მეტსახელად, “კაცი ტორონტოდან” და წარუმატებელი ნიუ-იორკელი ახალგაზრდა გრემის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც დაშვებული შეცდომის გამო იძულებულნი არიან მთელი ღამე ერთად გაატარონ, რაც ძალიან საშიშ თავგადასავლების სერიამდე მივა...
სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერი, რომელშიც მოვლენები უახლოს მომავალში ვითარდება და ორი მსჯავრდებულის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ რადიკალურად ახალი პრეპარატის გამოცდის ექსპერიმენტში მონაწილეობას სთავაზობენ. გმირებს სპეციალურ საპყრობილეში აგზავნიან, რომელსაც შეშლილი მეცნიერი მართავს. ამგვარად, ის პატიმრებზე სხვადასხვა ექსპერიმენტებს ატარებს, კერძოდ ნარკოტიკებს ტესტავს, რომლებიც მათ გონებას აკნტროლებს და გავლენას ახდენს ემოციებზე...
სპორტული დრამა, წარუმატებელი პროფესიონალური კალათბურთის სკაუტის სტენლი შუგარმენის შესახებ, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მოუთმენლად ელის საკუთარი ღირსების აღდგენას. სტენლი თავის შესაძლო ხსნას მადრიდის გარეუბანში მდებარე პარკში თამაშის დროს შემთხვევით აღმოჩენილ, მოყვარულ კალათბურთელ ბო კრუსში პოულობს, რომელსაც ნამდვილი ესპანელი კალათბურთელი ხუანჩო ერნანგომესი თამაშობს. შედეგად, ახალი მიზნით შეპყრობილი, მთავარი გმირი ბოს ამერიკაში ჩამოყვანას და NBA-ში სათამაშოდ მის მომზადებას თავის ამოცანად აქცევს, რადგან თვლის, რომ მიუხედავად მისი რთული წარსულისა, ორივეს შეუძლია ამის მიღწევა...
მოვლენები უახლოეს მომავალში ვითარდება და ახალგაზრდა სარას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მოულოდნელად გაიგებს, რომ ის უკურნებელი სენით არის დაავადებული. ახლა სიკვდილის წინ საყვარელ ადამიანებს მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, რომ შეუმსუბუქოს, გოგონა საკუთარი თავის კლონირების პროცედურის გავლას გადაწყვეტს. მაგრამ შემდეგ სარა სასწაულებრივად გამოჯანმრთელდება, რაც მას ახალ პრობლემას გაუჩენს, რადგან მომავლის საზოგადოებაში ადამიანებს უფლება არ აქვთ იარსებონ მათი კლონებისთვის დაწესებულ სიცოცხლეზე მეტ ხანს...
ყოფილი ნეიროქირურგი დოქტორი სტივენ სტრეინჯი დროის ქვის ძებნას და მულტისამყაროს გათავისუფლების შედეგების გამოსწორებას აგრძელებს, მაგრამ მას ხელს უშლის მისი ძველი მეგობარი კარლ მორდო, რომელიც დრომამუზე თავდასხმის შემდეგ, სტრეინჯის მტერი გახდება და ახლა ცდილობს გაანადგუროს დედამიწაზე არსებული ყველა ჯადოქარი, რაც მთავარ გმირს მიზნის მიღწევაში აფერხებს, რის შედეგადაც სტრეინჯი წარმოუდგენელ ბოროტებას ათავისუფლებს. თავის მხრივ, ძლიერ ალისფერ ჯადოქრად ქცეული ვანდა მაქსიმოფი, ახლა უზარმაზარ ძალას ფლობს, რომლის გაგება და დაუფლება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა.
ავა დაუნდობელი მკვლელია, რომელიც ფარული და სადაზვერვო ოპერაციების ორგანიზაციისთვის მუშაობს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და გაწაფულია ყველაზე გახმაურებულ მკვლელობებში. როდესაც ერთერთი საქმე სახიფათოდ ჩავარდება, ავას საკუთარი თავის გადარჩენისთვის მოუწევს ბრძოლის გაგრძელება...
ჯორდან ბელფორტის ბიოგრაფიის ეკრანიზაცია. ადამიანის, რომელმაც 1987 წელს დაარსა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბროკერული კომპანია, მაგრამ 10 წლის შემდეგ ის დაიჭირეს ფინანსური მაქინაციების გამო. ის გაუმკლავდა ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ დამოკიდებულებას, დაწერა ორი წიგნი და დღესდღეობით კითხულობს ლექციებს თუ როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას...
პარიზი, 2009 წელი. რაფაელი საშუალო სკოლის სტუდენტია, რომელიც დღეებს ატარებს საუკეთესო მეგობართან ერთად, ფელიქსთან, პარალელურად იგი ცდილობს დაასრულოს თავისი პირველი Sci-Fi რომანი, რა დროსაც ის შეხვდება ოლივიას, კიდევ ერთ სტუდენტს, რომელსაც პიანინოზე დაკვრა უნდა. მათი პირველი ჯადოსნური შეხვედრის შემდეგ, ოლივია მისი რომანის დასრულების მიზეზი გახდება. 10 წლის შემდეგ, 2019 წელს, რომანი გახდება ძალიან ცნობილი, ხოლო რაფაელი გახდება წარმატებული მწერალი, რომლის წიგნებიც საუკეთესო გაყიდვებით იქნება გამორჩეული. მას სხვებისთვის დრო აღარ რჩება და ამიტომაც, ოლივიასთან ქორწინება ყოველ ჯერზე უფრო ცივი ხდება. წიგნის დამთავრების და ოლივიასთან დაშორებაზე საუბრის შემდეგ, ისინი წავლენ დასაძინებლად. მეორე დილით, რაფაელი ალტერნატიულ რეალობაში იღვიძებს...
მისიკალური ანიმაციური ფილმი, კინკაჟუს სახელად ვივოს შესახებ, რომელიც მთელ დღეებს თავის საყვარელ მფლობელ ანდრესთან ერთად ჰავანას ხალხით სავსე ხმაურიან მოედანზე მუსიკის დაკვრაში ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ერთ ენაზე არ საუბრობდნენ, ვივო და ანდრესი მუსიკისადმი საერთო სიყვარულის გამო იდეალურ დუეტს ქმნიან. მაგრამ როდესაც ტრაგედია დატრიალდება ყველაფერი იცვლება და ვივოს განსაკუთრებული მისია ეკისრება...
1990 წელი. ახალგაზრდა კომპოზიტორი ჯონი ნიუ-იორკის ერთ-ერთ დაწესებულებაში ოფიციანტად მუშაობს. ის პარალელურად მიუზიკლ "სუპერბიას" წერს, რომელიც როგორც თვითონ თვლის მომავალში ბროდვეის ჰიტად იქცევა და მას სიღარიბისგან თავის დაღწევის საშუალებას მისცემს. ჯონის ცხოვრებაში ყველაფერი რთულადაა. მისი შეყვარებული სიუზანი ლოდინისგან დაიღალა, ხოლო უახლოესმა მეგობარმა კი ოცნებები დაივიწყა და მუშაობა პრესტიჟულ სარეკლამო სააგენტოში დაიწყო. ჯონი მალე 30 წლის გახდება და ის ნერვიულობას იწყებს, რომ წლები უაზროდ გალია...
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული დრამატული თრილერი, რომელშიც მოვლენები 1990-იან წლებში სომალის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქში, მოგადიშოში სამოქალაქო ომის დროს ვითარდება, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საელჩოების თანამშრომლების საშიში გაქცევის მცდელობის დეტალებს ასახავს, რომლებიც კონფლიქტის დროს რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. იზოლირებული და კავშირის გარეშე აღმოჩენილი, სამხრეთ კორეის საელჩოს თანამშრომბლები და მათი ოჯახის წევრები ტყვიებისა და ჭურვების წვიმის ქვეშ მოხვდებიან. ერთ ღამეს ჩრდილოეთ კორეის საელჩოს სამხრეთ კორეის საელჩოს თანამშრომბლები დახმარების თხოვნით მიმართავენ, რომლებსაც ერთი მიზანი ქონდათ – მოგადიშოდან გაქცევა.
ფენტეზური ფრენჩაიზის მე-3 ნაწილი საიდუმლო საზოგადოების წევრი, ჯადოქრისა და მწერლის ნიუტ სკამანდერის თავგადასავალების შესახებ, რომელშიც მოქმედება “ჯადოსნური ცხოველები 2: გრინდელვადის დანაშაულის“ მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, რიო-დე-ჟანეიროში და ბერლინში ვითარდება და ჯადოქრების სამყაროს მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობაზე მოგვითხრობს. გაძლიერებული ბოროტი ჯადოქარის, გელერტ გრინდელვალდის შესაჩერებლად, ალბუს დამბლდორი ნიუტ სკამანდერს და მის მეგობრებს რთულ მისიას ანდობს, რომელიც ახლა გრინდელვალდის არმიას უნდა დაუპირისპირდეს, და ამავე დროს მომავალ ომში დარჩენილი დრო შეაჩეროს...
მამამისის ნების საწინააღმდეგოდ, ძლევამოსილი მებრძოლი - თორი, უძველეს ომს ხელახლა გააჩაღებს. სასჯელის სახით მას დედამიწაზე გააგზავნიან, სადაც ადამიანებთან ერთად უნდა იცხოვროს. აქ ის ხვდება, რას ნიშნავს იყო ნამდვილი გმირი, როდესაც მსოფლიოს ყველაზე საშიში ბოროტმოქმედი, დედამიწის გასანადგურებლად აზგარდის ბნელ ძალებს გამოაგზავნის...
ვიქტორი დაქირავებული მკვლელია ქილერების დინასტიიდან, რომელმაც პროფესიონალიზმის მწვერვალს მიაღწია. მიუხედავად ამისა ვიქტორს ოჯახური ბედნიერება სურს, მაგრამ არ უმართლებს. მოულოდნელად მას ერთი თაღლითი გოგონა უყვარდება, რომელიც უნდა მოკლას...
ნიუ-ორკის ამბების შემდეგ სტივ როჯერსი ცდილობს შეეჩვიოს ახალ სამყაროს და წყნარად ცხოვრობს ვაშინგტონში, მაგრამ როცა კორპორაცია S.H.I.L.D-ზე განახორციელდება თავდასხმა, როჯერსი გაიხლართება ინტრიგების ქსელში, რომელიც მთელ სამყაროს განადგურებით ემუქრება. როცა ამბები ოდნავ დაწყნარდება, კაპიტანი ამერიკა, შავი ქვრივი და ქორი შეებრძოლებიან მორიგ მოულოდნელ მტერს - ზამთრის ჯარისკაცს.
ისინი ცხოვრობენ მუსიკალური სამყაროს ცენტრში, ნიუ-იორკში. დენი - შოუ-ბიზნესის ლეგენდა და მუსიკალური ლეიბლის ყოფილი დირექტორი. გრეტა - მუსიკოსი და როკ-მუსიკოსის ყოფილი შეყვარებული. მაგრამ ხალხი ყოფილი ხდება იმისთვის, რათა დაიწყონ ყველაფერი თავიდან…
ამერიკული კალათბურთის თანმედროვე ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი შვილთან ერთად ეპიკურ მოგზაურობას წამოიწყებს. ეს ვირტუალური თავგადასავალი, რომელსაც ორი სამყაროს გიჟური არევა გამოიწვევს – მოგვითხრობს, თუ რამდენად შორს არიან წამსვლელი მშობლები, რომ შვილებთან ურთიერთობა დაალაგონ. ლებრონი და მისი უმცროსი ვაჟი დომი, რომელიც ვიდეო თამაშების დეველოპერობაზე ოცნებობს, ბოროტი ხელოვნური ინტელექტის ციფრული სამყაროს ხაფანგში აღმოჩნდებიან. იმისათვის, რომ შინ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ, ლებრონმა სრულიად არადისციპლინირებულ გუნდს უნდა უხელმძღვანელოს, და კალათბურთის უდიდესი ვარსკვლავების ციფრული ვერსიების წინააღმდეგ უნდა გაიმარჯვოს...
ანიმაციის ახალ ნაწილში ტიმი და მისი "ბოსი ბავშვი" ტედი უკვე ზრდასრული ადამიანები არიან. მათი ცხოვრების გზები გაიყო - ახლა ტიმი მამა და ქმარია, ხოლო ტედი "CEO". თუმცა, ერთი მოულოდნელობის დამსახურებით ძმებს კიდევ ერთხელ მოუწევთ ერთად მუშაობა...
ყველაზე უცნაური და გოთური - "ადამსების ოჯახი" ახალ თავგადასავალში ეხვევა. ამჯერად ისინი სხვადასხვა პერსონაჟებთან მხიარულ დაპირისპირებაში აღმოჩნდებიან ჩართულნი...
ეპიკური ისტორიული თრილერი, სასტიკი შურისძიების შესახებ, რომელშიც მოვლენები ისლანდიაში მე-10 საუკუნის ბოლოს ვითარდება, როდესაც ახალი მიწების ძიებაში დაუნდობელი ვიკინგები თავიანთ სამშობლოს ტოვებენ და იწყებენ უცხო ტერიტორიების ხელში ჩაგდებას. ფილმი ახალგაზრდა სკანდინავიელი პრინცის ამლეტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მისი მოკლული მამის გამო შურისძიებას და სამართლიანობის აღდგენას მთელი ძალებით ცდილობს.