საი პერიში – მარტოხელა ხანში შესული ფოტოლაბორატორიის უფროსია. მის ცხოვრებაში არაფერი არსებობს სამსახურის გარდა. ერთადერთი სიხარული საის ცხოვრებაში – იორკინების ოჯახია. მრავალი წლის მანძილზე ის ამ ოჯახის სურათებს ამჟღავნებდა, და მიეჩვია ამ ოჯახს, და განსაკუთრებით პატარა ჯეიკობს. მაგრამ ეს მიჩვევა ძალიან შორს შედის...
ჩექმებიანი კატა, ანიმაციური ფილმ "შრეკის" საყვარელი გმირი, თავის მეგობრებთან ერთად მიდის ბატის მოსაპარად, რომელიც ოქროს კვერცხებს დებს.
ახალ სახლში ოკეანის მიღმა, ამერიკული ოჯახი აღმოჩნდება სახელმწიფო გადატრიალების ცენტრში. ისინი ცდილობენ გაქცევას ადგილიდან სადაც უცხოელებს სასტიკად უსწორდებიან...
აუნ სან სუ ჩჟის და მისი ქმრის - მაიკლ იერისის სიყვარულის ისტორია. მათი სიყვარული ვერ დაანგრია ვერც მანძილმა, ვერც დიდი ხნის განშორებამ და ვერც მტრულად განწყობილმა პოლიტიკურმა რეჟიმმა. ამავდროულად ეს არის ეპიკური ამბავი ქალზე, რომლის წყალობითაც ბირმაში (თანამედროვე მიანმე) დემოკრატია ჩაისახა...
უკვე მეოცე წელია, იმ დღიდან, რაც მწერალი კრისტინა ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მეხსიერება დაკარგა. ყოველ დილით მას ავიწყდება რა მოხდა წინა დღეს. ექიმის რჩევით, ის ხმის ჩამწერი მოწყობილობის მეშვეობით იწერს ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში ხდება. ერთ დღესაც კრისტინა აღმოაჩენს, რომ მის თავს ისეთი რაღაცები ხდება, რაც ჯობია სამუდამოდ დაივიწყოს.
მისი მასწავლებლები, მწვრთნელები, ბავშვობის მეგობრები და ბარსას თანაგუნდელები ჟურნალისტებთან, მწერლებთან და გამოჩენილ ხალხთან ერთად შეიკრიბებიან რესტორანში, რათა გაანალიზონ მესის პიროვნება მინდორზე და მის გარეთ...
ფიფი ემზადება ლუმიერთან პირველი პაემანის შემდეგ გასული ხუთი წლის თავის აღსანიშნად. ლუმერი რომელსაც დაავიწყდა ფიფის სამზადისი, სთოვს ბელის დაეხმაროს იგივე თარიღის აღსანიშნავი ღონისძიების მომზადებაში. ლუმერი ბელის აჩვენებს ისეთ რამეებს, რასაც ჩვეულებრიბ ყოველ წელს გეგმავს ხოლმე ფიფისთვის, ხოლო ფიფი გადაწყვეტს რომ ბელი მას ლუმერს ართმებს. ეჭვიანობის ნიადაგზე იგი გადაწყვეტს მათი "პაემანის" ჩაშლას..
ფილმი მოგვითხრობს მოვლენებზე, რომელიც მას შემდეგ ვითარდება, რაც ვატიკანიდან იკარგება ეგზორციზმის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ამ მოულოდნელი რელიგიური ფენომენის სანახავად მსოფლიო მზად არ არის. საქმე 83-ჯ მოპარულია...
მისტიურ კუნძულ თემისკირაზე ცხოვრობს ერთი ძალიან ლამაზი, მომხიბვლელი და ძლიერი გოგონა სახელად დიანა. ამ კონძულზე შემთხვევით ჩამოვარდნილი პილოტი სტივ ტრევორია, დიანას მისიაა ტრევორი ცივილიზაციას დაუბრუნოს და ბოროტება გაანდაგუროს...
კოლეჯის სამი მეგობარი მექსიკაში ერთკვირიან მოგზაურობაში წავა. ფილი ტყვედ ჩაუვარდება სატანისტურ, ნარკოტიკებით მოვაჭრეთა ჯგუფს, რომლებიც ტურისტებს კლავენ...
1970-იანი წლების ბოლოს SETI-ის პროექტმა მიიღო ერთჯერადი სიგნალი გარე სივრციდან. ეს გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც ტერორისტები ფიქრობდნენ უცხოპლანეტელთა საზოგადოებასთან კავშირზე - საუბედუროდ ის არასოდეს იყო კოდირებული...1) ჩვენ ვართ მარტო 2) გალაქტიკა არის საშიში ადგილი... ესაა რის თქმაც სიგნალით სურდათ...
მე-16 საუკუნის განსაკუთრებული ქალბატონი წიგნების მოყვარულია და სერ თომას მორის უტოპიადან ადვილად მოგიყვანთ ციტატებს. ქელქი ახტაჯანა გარეგნულად ლამაზი გოგო, რომელსაც საკმარისზე მეტი შარმი აქვს იმისთვის რომ პრინცის გული მოიგოს.
შეწუხებული ფსიქოთერაპევტი პიტერ ბაუერსი იტანჯება ღამეული კოშმარებით და საშინელი ხილვებით. როცა ის ახდის ფარდას საშიშ საიდუმლოს ყველა მის პაციენტს უზიარებს. ის სამუშაოდ გადადის კურსზე, რომელიც აბრუნებს მას მშობლიურ ქალაქში,რომელსაც წლების წინ თავი დააღწია. აქ ის ეჯახება მის დემონებს და ხსნის ოცი წლის საიდუმლოს.
34 წლის, მარტოხელა ქალი, ნენსი - გადაღლილი თავის მეგობრების მიერ მოწყობილი დაუსრულებელი პაემნებისგან, მშობლების ბედნიერი ქორწინების 40 წლის თავის აღსანიშნად მიდის და გზად 40 წლის კაცს, ჯეკს გადაეყრება. ამ უკანასკნელს კი ნენსი მისი 24 წლის ბრმა პაემანზე დაპატიჟებული გოგო ჰგონია. სწორედ აქედან იწყება თავგადასავალი, რომლის დავიწყებას ვერცერთი შეძლებს...
ზღაპრული ქვეყნის მთბი,გამოქვაბულები და სასახეები, დრაკონები და ამულეტები, შელოცვები და წინასწარმეტყველება, ბოროტები და კეთილები – ახალ სათავგადასავლო ანიმაციურ ფენტეზი–საგაში ჯადოსნურ ქვეყანაზე...
ჯასტინი ბრიტანელი დიპლომატია. ის თავის სამუშაოს ყოველთვის სანიმუშოდ ასრულებდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მის რადიკალურად განწყობილ მეუღლეს ტესის მოკლავენ ის ყველაფერზე მიდის რათა სიმართლე გამოიძიოს...
ჯონ მაკლეინი ამჯერად სამშობლოს უსაფრთხოების დასაცავად დაბრუნდა. იგი დასახმარებლად ახალგაზრდა ჰაკერს უხმობს, რათა შეაჩეროს ინტერნეტ-ტერორისტთა ბანდა, რომლებმაც ამერიკის კომპიუტერული ინფრასტრუქტურის სრულად გაკონტროლება გადაწყვიტეს.
როდესაც სამხედრო ადვოკატს, ლეიტენანტ დენიელ კაფის და მის თანამშრომელს ლეიტენანტ ჯოან გალოუეის მკვლელობის გამოძიებას დაავალებენ, ისინი ფარდას ახდიან საშინელ რიტუალს, რომლის მიღმაც შესაძლოა ოფიციალური პირი, პოლკოვნიკი ნეითენ ჯეზეპი დგას...
ნიუ–იორკელი დეტექტივი ჯონ მაქლეინი ბრუნდება. ის იძულებულია უცნობი კრიმინალის მიერ წამოწყებული თამაშის წესებს დაემორჩილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიუ-იორკის ყველაზე ხალხმრავალი შენობები აფეთქდება.
სამი ქალი ცხოვრობენ ახალ ინგლისში და ოცნებობენ დაოჯახებაზე. თავიანთ წარმოდგენაში მათ დახატული ჰყავთ მამაკAცის იდეალი, სამივეს განსხვავებული ტიპაჟის მამაკაცები მოსწონთ, მაგრამ მას შემდეგ რაც მათ ქალაქში გამოჩნდება დერილ ვან ჰორნი, სამივე ყურებამდე შეყვარებული აღმოჩნდება. ისინი გვიან მიხვდებიან თუ ვინაა მათი რჩეული და მის თავიდან მოცილებას მოინდომებენ...
პატარა ჯაშუშები იზრდებიან, მაგრამ მათი მოწინააღმდეგეებიც უფრო ძლიერები და მოხერხებულები ხდებიან. ახლა მათ თვით სილვესტერ სტალონესთან მოუწევთ შებრძოლება, არა მარტო თავისი სიცოცხლის, არამედ მთელი მსოფლიოს გადასარჩენად...
ჯუნიმ და მისმა უფროსმა დამ კარმენიმ ჯერ კიდევ თავისი ძველი თავგადასავლებით დაამტკიცეს, რომ მათ არა მხოლოდ დახმარების გაწევა შეუძლიათ თავისი აგენტი-მშობლებისთვის, არამედ დამოუკიდებლად შეუძლიათ ნამდვილად ღირსეული ჯაშუშების საქმეები გააკეთონ.
მოვლენები ვითარდება 2035 წელს, იმ დროს როდესაც რობოტები ჩვეულებრივი მოვლენაა, ტექნოფობი პოლიციელი კი იძიებს თვითმკვლელობას. მას ეჭვი აქვს, რომ ამ მკვლელობაში რობოტის ხელი ურევია. გამოძიებიდან გამომდინარე ჩანს, რომ კაცობრიობა საფრთხის წინაშე დგება...
როდესაც საიდუმლო აგენტების ჯგუფს რეპუტაცია შეელახება, მეთაური უიღბლო მაგრამ მოტივირებულ ანალიტიკოსს მაქსველ სმარტს აირჩევს და მას წარმატებულ და განსაკუთრებული სტილის მქონე აგენტ 99-ს მიამაგრებს. შეძლებენ თუ არა ახლა ისინი ერთად ბოროტი გეგმების ჩაშლას და ქაოსის დამარცხებას?
ფილმი გადაღებულია რობერტ ირვინ ჰოვარდის მოთხრობების მიხედვით. სოლომონ კეინი - მე-16 საუკუნის ინგლისელი ჯარისკაცია, რომელმაც გაიაზრა, რომ მისი არაადამიანური და სასტიკი საქციელის გამო, მისი სული სამუდამოდ დაწყევლილია. ცოდვების გამოსყიდვის იმედით, ის ფიცს დებს, რომ მშვიდობიანი ცხოვრებით იცხოვრებს. მაგრამ როდესაც დედამიწაზე შავბნელი ძალები ჩამოდიან, ის იძულებულია ბრძოლაში ჩაებას...
კუნგ-ფუს სიყვარულით შეპყრობილ ამერიკელ მოზარდს ჩინეთში აგზავნიან, სადაც იგი აღმოსავლური ორთაბრძოლების დაჯგუფებას შეუერთდება. მათი მიზანი დატყვევებული მაიმუნების მეფის გათავისუფლებაა...
ოფიციალური მივლინების დროს შეერთებული შტატების პრეზიდენტ მიტჩელს გულის შეტევა დაემართა. და ისეთ ცუდ დროს! ეს მოხდა მაშინ, როდესაც მიტჩელი თავის საყვარელთან ერთობოდა. პრეზიდენტის მრჩევლებმა ალან რიდმა და ბობ ალექსანდერმა მიმართეს დეივ კოვიკს. მას უნდა შეეცვალა პრეზიდენტი ავადმყოფობის დროს. საქმე იმაშია, რომ მოქმედი პრეზიდენტი და დეივი ორი წვეთი წყალივით გვანან ერთმანეთს...
პირველი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომედიური საშინელებათა ფილმი სამი ჭკუამხიარული მკლვევარის შესახებ, რომლებიც ავ სულებს და მოჩვენებებს დევნიან ნიუ-იორკელთა სახლებიდან...
ძმებმა მათი სახლის სარდაფში მისტიური თამაში აღმოაჩინეს და ბნელი კოსმოსის სიღრმეში ამოყვეს თავი. ამ ფანტასტიურ მოგზაურობაში მათ ასტრონავტი უერთდებათ. ისინი ახლა მრავალ კოსმიურ ბრძოლას უნდა გადაურჩნენ. მანამდე კი სანამ თამაშს დაამთავრებენ და პლანეტა ზატურას მიაღწევენ, არსებობს საშიშროება, რომ ისინი სამუდამოდ დარჩებიან კოსმოსში...
საშინელი ინფექცია შემოიჭრა ჩვენს სამყაროში. ვირუსი, რომელიც ადამიანებს საშინელ ტანჯვებში კლავს, მომენტალურად და გლობალურად გავრცელდა საჰაერო–წვეთოვანი გზით ადამიანებს შორის. ოთხ მეგობარს ამ ეპიდემიამ გზაში წაასწრო. მუდმივი გადაადგილება მათთვის გადარჩენის ერთადერთ გზად იქცა. ისინი ცდილობენ გაექცნენ კონტაქტს სხვა ადამიანებთან და დატოვონ დაინფიცირებული ტერიტორია...
მდიდარი ბიზნესმენი შექმნის საიდუმლო პარკს დინოზავრებისთვის, რომლებიც პრეისტორიული ხანის დნმ-ის გამოყენებით არიან შექმნილნი. გახსნამდე ერთი დღით ადრე, იგი მოიწვევს ექსპერტთა ჯგუფს და თავის ორ შვილიშვილს, რომ პარკი დაათვალიერონ და აღელვებული ინვესტორების დამშვიდებაში მიეხმარონ. თუმცა, აღმოჩნდება, რომ ეს პარკი ყველაფერია, გასართობის გარდა, რადგან უსაფრთხოების სისტემა მწყობრიდან გამოდის და დინოზავრები გარბიან...
აშშ-ს დაქვრივებულ პრეზიდენტ ენდრიუ შეპარდს, მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს, შეუძლია ყველაფერი ჰქონდეს რასაც კი მოისურვებს. მას პლანეტის გარემოს დაცვის საბჭოს წევრი, ანეტ ბენინგი უყვარდება და მასზე ზრუნვას იწყებს. ამ სიყვარულს მისი პოლიტიკური მეტოქე წინასაარჩევნო კამპანიაში იყენებს...
ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. 90-იან წლებში პატარა ქალაქ მაკფარლანდში, პროფესიონალმა მწრთვნელმა შექმნა მძლეოსანთა გუნდი ჩვეულებრივი ადგილობრივი ხულიგნებისგან და გუნდი სპორტული ოლიმპის მწერვალზე აიყვანა...
ერთადერთი რაც ტესს სურს მშვიდი ცხოვრება ბოიფრენდთან, დეტექტივ დიკ ტრეისისთან ერთად, მაგრამ ქალაქს თავზეხელაღებულების ბანდა მართავს, რომლებსაც ვერავინ ვერ აჩერებს. ერთადერთი ვისაც ეს შეუძლია – მამაცი გამომძიებელი დიკ ტრეისია და ის უკან არ დაიხევს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის გზაზე მაფიის ბოსი აღოჩნდება...
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. 1953 წელს ექიმი–სექსოპატოლოგი ალფრედ კინსი მილიონი ამერიკელების სექსუალური ცხოვრების და სექსუალური ფანტაზიების გამოკვლევას იწყებს. უამრავი დაკითხულის გულახდილობა მთელი ნაციის გაკვირვებას გამოიწვევს: უმეტეს ნაწილს ქორწინებამდე სექსი ჰქონდა, უამრავ პარტნიორთან, სხვადასხვა საგნებთან. მასმედიამ, მათთან ერთად კი კათოლიკურმა ეკლესიამ კინსის გამოკვლევები უარყვეს და ერთხმად გამოაცხადეს, რომ ყველა ამერიკელი ქალს სექსი მხოლოდ ქმრებთან აქვს. სკანდალი თავის მწვერვალს აღწევს, როდესაც კინსი თავისი გამოკვლევების შედეგებს სამკურნალო პრაქტიკაში დაიწყებს გამოყენებას...
თრილერი ბიჭის შესახებ, რომელმაც საკუთარი ბავშვობის ფოტო ინტერნეტში დაკარგული ბავშვების ვებ–გვერდზე აღმოაჩინა და ახლა მისი წარსულის შესახებ სიმართლის გამოძიებას ცდილობს.
ედუარდ უილსონი, მამამისის თვითმკვლელობის ერთადერთი მოწმე, თავის ქალის და ძვლების ორგანიზაციის წევრი და იელის უნივერსიტეტის სტუდენტი, წესიერი და მაღალი მორალის მქონე ახალგაზრდა კაცია, რომელიც აფასებს ღირსებას და კეთილგონიერებას. საქმისადი თავდადება მას ძვირად დაუჯდება - ის იძულებულია მსხვერპლად გაიღოს იდეალები და საკუთარი ოჯახიც კი...
მოქმედება 17 საუკუნის ესპანეთში ვითარდება. მამაცი კაპიტანიი ალატრისტე იბრძვის მისი მეფის არმიის რეგიონში. მისი საუკეთესო მეგობარი ბალბოა იღუპება და კაპიტანს მის ბოლოს სურვილის შესრულებას სთხოვს, რომ გაზარდოს მისი შვილი ინდიგო როგორც მეომარი. ამის შემდეგ ალატრისტე მადრიდში ბრუნდება...
ედი მერფი მორიდებული, კეთილი, ჭკვიანი პროფესორის -შერმან კლამფის როლს ასრულებს. როდესაც ულამაზესი კარლა ფიურთი საუნივერსიტეტო გუნდს შეუერთდება, შერმანი მისი გულის დასაპყრობად წონაში დაკლებას გადაწყვეტს. ჯადოსნური ელექსირის მეშვეობით, ის ბადი ლავად გადაიქცევა და ნამდვილი დონ-ჟუანი გახდება...
მოსიყვარულე მაგრამ უპასუხისმგებლო მამა, დანიელ ჰილარდი, მის განრისხებულ მეუღლეს დასცილდა და ამით საშინელი დარტყმა მიიღო: სასამართლომ შვილების მონახულების უფლება კვირაში მხოლოდ ერთხელ მისცა. როცა დანიელი შეიტყობს, რომ ყოფილ ცოლს სახლის და ბავშვების მოსავლელად მოახლე სჭირდება, იგი ქალად გადაიცვამს და მისი შვილების ინგლისელი ძიძა გახდება. მალე იგი არამარტო ბავშვების საუკეთესო მეგობარი, არამედ ისეთი მშობელი გახდება, როგორიც სჯობდა თავიდანვე ყოფილიყო.
ირანელი ემიგრანტი ყიდულობს ბუნგალოს კალიფორნიაში, რათა შეაკეთოს და გაყიდოს, მოგებული ფულით კი ვაჟს კოლეჯში სწავლის თანხა გადაუხადოს. ბუნგალო იურიდიულად ყოფილი ნარკომანის კეიტის მფლობელობაშია. მას შემდეგ რაც ქალი კარგავს სახლს სახელმწიფოსთან იურიდიული გარჩევისას, მას წასასვლელი არ აქვს. ბუნგალოს დაბრუნების მიზნით კეიტი იურისტს ქირაობს. კანონი არ დაურღვევია არც კეიტს და არც ბეჰრანს, ორივე ცდილობს სახლის მისაკუთრებას, ამისათვის მათ რთულ სიტუაციასთან გამკლავება უწევთ...
მომაკვდავი მამის გადასარჩენად ახალგაზრდა ველოსიპედისტმა და ტრიუკების ოსტატმა ჯონი ბლეიზმა მეფისტოფელს სული მიჰყიდა და სევდიანად დაშორდა თავისი ცხოვრების სიყვარულს, გულწრფელ როქსანა სიმფსონს. წლების შემდეგ ჯონის და როქსანას (აწ უკვე ენერგიული ჟურნალისტის) გზები კვლავ იკვეთება. აქვე ჩნდება მეფისტოფელიც, რომელიც ჯონს სულის გათავისუფლებას ჰპირდება, თუკი იგი ცეცხლოვანი მრბოლელი აჩრდილი გახდება.
ნამდვილი ამბავი, სენატორის ძმაზე და ყველაზე სასტიკ კრიმინალზე სამხრეთ ბოსტონის ისტორიაში. ის გახდა FBI-ის ინფორმატორი იმისთვის, რომ გაენდგურებინა მაფიის კლანი.
პეიშინს ფილიპსი, მორიდებული მხატვარია, რომელიც უდიდეს კოსმეტიკურ კომპანიაში დიზაინერად მუშაობს. მისი კომპანია გამაახალგაზრდავებელი ელექსირის გამოსაშვებად ემზადება. მოულოდნელად პეიშენი კორპორაციის საიდუმლოს იგებს და უნებლიედ ეხვევა შეთქმულიბაში.
ახალ გაცნობილი კრიმინალის დასაცავად, გმირი იძულებული ხდება FBI-ს აგენტებისა და რუსი ბანდიტების წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში ჩაებას. ის რომ გადამდგარი სპეცნაზელი არ ყოფილიყო, რომელმაც ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება გადაწყვიტა, ამ ომის ფინალი დრამატული იქნებოდა...