მუსიკოსი, რომელმაც მუსიკის მიმართ შთაგონება დაკარგა, საკუთარი სხეულიდან გამოაძევეს. უკან დასაბრუნებლად მან საკუთარ ახალშობილ სულზე მეტი უნდა შეიტყოს...
1999 წლის კლასიკური თინეიჯერული კომედიის “ეს სულ ისაა” თანამედროვე რიმეიკი, ლამაზმანი სკოლის მოსწავლის პეჯეტის შესახებ, რომელიც ინსტაგრამზე პირდაპირი ტრანსლაციის დროს თავის მეგობარ ბიჭს დაშორდება. ახლა მას სჭირდება არა მხოლოდ მისი შელახული თავმოყვარეობის კომპესირება, არამედ სკოლაში დაცემული სოციალური რეიტინგის გამოსწორება, და გამოსაშვებ ცერემონიაზე გამარჯვებულად წარდგენა. შედეგად, ახალგაზრდა გმირი სკოლაში ყველაზე არაპოპულარული და დავიწყებული ბიჭის სექსუალურ ლამაზ მამაკაცად ქცევას გადაწყვეტს. მისი არჩევანი კამერონზე შეჩერდება – არაკომუნიკაბელური ბოტანი, რომელსაც ყველა თავს არიდებს.
მომხიბლავი და თავდაჯერებული, მარლა გრეისონი – სასამართლოს მიერ დანიშნული მოხუცების პროფესიონალი მეურვეა, რომელთა ქონებას ის საეჭვო, მაგრამ კანონიერი საშუალებებით ითვისებს. ეს კარგად გააზრებული რეკეტია, რომელსაც მარლა და მისი ბიზნეს პარტნიორი და საყვარელი ფრანი ბრუტალური ეფექტურობით იყენებენ თავიანთი უკანასკნელი მსხვერპლის, უმემკვიდრეო და უოჯახო მდიდარი პენსიონერის – ჯენიფერ პატერსონის მიმართ. მაგრამ როდესაც გაირკვევა, რომ მათ მსხვერპლს არანაკლებ ბნელი საიდუმლოებები და საშიშ განგსტერებთნ კავშირი აქვს, მარლა იძულებული ხდება თამაშის დონე აწიოს, რომელშიც თამაში მხოლოდ მტაცებლებს შეუძლიათ...
ყოფილი ჯარისკაცი, თინეიჯერი და პოლიციელი ერთიანდებიან ნიუ ორლეანში - ახალი საშიში აბების წყაროს საძიებლად, აბებისა - რომელიც მომხმარებლებს დროებით სუპერ ძალებს ანიჭებს...
ოჯახი გადარჩენისთვის იბრძვის, რადგან დედამიწის მიმართულებით მოემართება კომეტა, რომელიც პლანეტას გაანადგურებს. ხალხი პანიკას იწყებს, აპოკალიფსის უკუთვლა კი ნელ-ნელა ნულს უახლოვდება...
ჰარისონ ფორდი ამერიკელი ექიმის როლს ასრულებს, რომლის ცოლიც, პარიზში ყოფნისას მოულოდნელად გაუჩინარდება. ექიმს, უცნობ მაწანწალასთან ერთად მეუღლის ძებნის პროცესში, ენის ბარიერის, გულგრილი პოლიციელების და ბიუროკრატი ჩინოვნიკების ჩახლართული ქსელის გადალახვა მოუწევს...
იდუმალებით მოცული საიდუმლო სამსახურის ყოფილი აგენტი საფრანგეთში უნდა დაბრუნდეს, როცა მის შვილს სახელმწიფო იარაღითა და ნარკოტიკით ვაჭრობის ცრუ ბრალდებას წაუყენებს. რასაც დაუსრულებელი ბიუროკრატია და მაფიის ოპერაცია მოჰყვება...
ავტოავარიაში მათი ერთადერთი შვილიშვილის დაკარგვის შემდეგ, მგლოვიარე ოდრი და ექიმი ჰენრი ორსულ პაციენტს იტაცებენ, რათა ეგზორცისტული რიტუალი ჩაატარონ და გარდაცვლილი შვილიშვილის სული ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვში ჩაასახლონ. მალე აშკარა გახდება რომ ჯექსონის სული არ არის ერთადერთი, რომელიც მათ შინ დაპატიჟეს...
საშინელებათა თრილერი, ახალგაზრდა გოგონას ლიზას შესახებ, რომელიც უცნობი მამაკაცის მანქანით მგზავრობის შემდეგ, მოულოდნელად ლითონის მილების ლაბირინთში გაიღვიძებს, რომლებიც სავსეა მომაკვდინებელი ხაფანგებით. მას მაჯაზე უკუთვლის საათი უკეთია, რომელიც ყოველ 8 წუთში მოსალოდნელ საფრთხეზე აფრთხილებს და არ აძლევს გაჩერების საშუალებას. იმისათვის, რომ საშინელი სიკვდილით არ მოკვდეს, ლიზამ ვიწრო და მოლიპულ მილებში მუდმივად უნდა იხოხოს, სადაც იგი ხაფანგში მოქცეულ კიდევ ერთ ადამიანს აღმოაჩენს. ახლა იმის გასარკვევად, თუ რატომ არის ის აქ და როგორ დააღწიოს თავი ამ ჯოჯოხეთს, მთავარ გმირს მისი გარდაცვლილი ქალიშვილის მოგონებების პირისპირ მოუწევს დადგომა...
ბოროტმოქმედი გორო როსინის ოჯახიდან ოქროს უზარმაზარი მარაგის მოპარვას გეგმავს. გოროსა და მის თანმხლებ იღბლიან თანამზრახველთან ერთად როსინის ერთ-ერთი სტუმარი მაღალკვალიფიციური უცხოელი ოპერატიული მუშაკია, რომელიც იბრძვის არა მხოლოდ მძევლებისა და ოქროს გადასარჩენად, არამედ როსინის ოჯახის წევრების უსაფრთხოების დასაცავად...
ახალგაზრდა წყვილს პრობლემები აქვთ ურთიერთობაში, რა დროსაც საოცარ გარიგებას შესთავზებენ, რომელიც საეჭვო წარსულის მქონე სახლს ეხება, რაც მათთვის ფინანსურად ჩვეულებრივ მიუწვდომელი იქნებოდა. ისინი ამ გარიგეაბს დათანხმდებიან, რადგან ეს უკანასკნელი მცდელობაა ყველაფერი თავიდან დაიწყონ...
მკვლელი, სახელად “ჰოლიდეი“ განაგრძობს ფალკონების კრიმინალური ოჯახის დევნასა და თვალთვალს, გოთემ-სითიში კი კოსტუმირებული კრიმინალის ახალი კლასის აღზევებაა. ბეტმენი ეჭვობს, რომ ყოფილი მოკავშირე შესაძლოა სერიული მკვლელი იყოს...
ფილმის მთავარი გმირი ლინდია, დაცვის თანამშრომელი, რომელსაც ბრაზის შეკავების სერიოზული პრობლემა აქვს, რასაც ელექტროდებიანი ჟილეტის საშუალებით აკონტროლებს...
ფილმის მთავარ როლში ქალია, რომელსაც მისტიური შესაძლებლობები აქვს. ის ამას ყველასგან მალავს, თუმცა ტერორისტებისგან შვილის დასაცავად დიდი საიდუმლოს გამჟღავნება მოუწევს.
იერუსალიმში უსამართლო ტყვეობიდან ბედუინი გოგონას გამოხსნის შემდეგ, პრაინ ფიშერი ცდილობს ამოხსნას უძველესი საიდუმლოება, რომელიც ფასდაუდებელ ზურმუხტს, უძველეს წყევლას და შირინის მივიწყებულ ტომს ეხება...
სექსუალური სურვილების მქონე ბაბუა თავის შვილიშვილს სთხოვს გაყვეს ერთდღიან მოგზაურობაში, როგორც ჩანს ეს გასეირნება შვილიშვილის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის...
სახლში მომხდარი მოვლენების შემდეგ, ებოტების ოჯახი გარე სამყაროს ტერორის წინაშე აღმოჩნდება. უცხო მიწებზე იძულებით მოგზაურობისას აღმოაჩენენ, რომ მხოლოდ იმ ურჩხულების არ უნდა ეშინოდეთ, რომლებიც ხმაზე რეაგირებენ...
1970-იან წლებში საბრძოლო ხელოვნების თავდადებული, ნიჭიერი, თუმცა განდეგილი მოსწავლეები დაკარგული მასწავლებლის მოსაძებნად მიემართებიან. მათ შორის არის ბეტმენიც.
ზაფხულში, სანამ ელი კოლეჯში გაემგზავრება, საიდუმლო გადაწყვეტილება აქვს მისაღები. ელი მიიღეს ჰარვარდშიც, სადაც მისი შეყვარებული ისწავლის, და ბერკლიშიც - სადაც მისი საუკეთესო მეგობარი, ლიც ჩაირიცხა. ახლა კი უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა...
ფილმის სიუჟეტი ჰანსის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ოჯახთან ერთად სამოგზაუროდ მიემართება. გზად ის სხვა მძღოლთან იჩხუბებს, რის გამოც ის ჰანსის ოჯახს აედევნება.
ტესი ამბიციური მდივანია, რომელსაც წარმატებისკენ თავდაუზოგავი შრომა ახასიათებს. როდესაც მისი უფროსი დასვენებისას ფეხს იტკენს, ტესი ამაში დიდებულს შანსს დაინახავს და მის ადგილს დაიკავებს...
მონადირე, რომელიც იზოლაციაში ცხოვრობს ველური ბუნების ნაკრძალში, კატა-თაგვობანას საშიშ თამაშში აღმოჩნდება, როდესაც ის და ადგილობრივი შერიფი ბოროტ მკვლელს ჩაუდგებიან კვალში, რომელსაც შესაძლოა წლების წინ მისი გოგონა ჰყავდეს გატაცებული...
უკვდავ ლეგენდაზე დაფუძნებული ეპიკური სათავგადასავლო ფენტეზი, მეფე არტურის თავზეხელაღებული და ჯიუტი ახალგაზრდა ბიძაშვილის, სერ გავეინის და იდუმალი მწვანე რაინდის შესახებ. ისინი არნახული გამბედაობის, სიმამაცის, პატივისა და ჯადოსნური ძალების დროში ცხოვრობენ და საკუთარი ღირსების დასამტკიცებლად სერ გავეინი გაბედულ მოგზაურობაში მიდის, რათა მწვანე რაინდს შეებრძოლოს, რა დროსაც, მთავარ მოწინააღდეგემდე მისაღწევად, ის გზაში მოჩვენებებს, გიგანტებსა და ყაჩაღებს ებრძვის...
ფილმის სიუჟეტი გლორიას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საკუთარ თავში აქამდე უცნობ ძალას აღმოაჩენს. საიმისოდ, რათა სიკვდილს გადაურჩეს, მან მთელი თავისი ჭკუის, მახვილგონიერებისა და ძალების მობილიზაცია უნდა მოახდინოს.
პატივსაცემი პოლიციის ვეტერანის ჩრდილქვეშ მომუშავე უხეში დეტექტივი ეზეკიელ ზეკე ბენქსი და მისი ახალბედა პარტნიორი შემაძრწუნებელი მკვლელობების გამოძიებას იწყებენ, რასაც ქალაქის შემზარავ წარსულთან აქვს კავშირი. საიდუმლოებებში უნებლიედ გახვეული ზეკე მკვლელის პათოლოგიური თამაშის შუაგულში აღმოჩნდება...
მთავარი გმირი, ჰატჩ მენსელი "არავის" ცხოვრებით ცხოვრობს - ის მეტად შეუმჩნეველი ქმარი, მამა და მეზობელია. მისი ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც ერთ ღამეს ორი ბანდიტი მის სახლში იჭრება...
ფილმი მოგვითხრობს 5 მთასვლელზე, რომლებიც შოტლანდიის მთებში მოგზაურობენ. ისინი შემთხვევით გადააწყდებიან სერბ გოგონას, რომელიც დამარხულია უკაცრიელ ადგილას მიწაში - ხის ყუთში. ისინი ამით საშიშ თამაშში ებმებიან...
ფილმის სიუჟეტი 2018 წელს, კოპენჰაგენში ვითარდება. 1987 წლის მთელი რიგი საიდუმლოებით მოცული გაუჩინარებებისა უცნაურად უკავშირდება ერთიდაიმავე პიროვნებას.
ძველი ჩანაწერი ნაპოვნია შოტლანდიის ბრძოლაში, რომელიც მოგზაურობდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ოკეანის ირგვლივ. ჩანაწერის გაშიფვრა რთულია, მაგრამ როცა დანიელი გამომძიებელი იღებს მას ყველაფერი იცვლება...
ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა გოგონას, ელისის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ღვთისმშობლის სავარაუდო გამოცხადების შემდეგ, აუხსნელი მეთოდით სმენის, ლაპარაკის და ავადმყოფების განკურნების შესაძლებლობას შეიძენს. მაგრამ, იყო კი ეს ნამდვილად ღვთისმშობლის ნახელავი? იქნებ საქმე ბოროტ ძალასთან გვაქვს?!
დაფუძნებულია ნიუ-იორკ თაიმსის ბესთსელერ მემუარზე „გუანტანამოს დღიური“ - ეს არის სლასის თავისუფლებისთვის ბრძოლის რეალური ისტორია, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე წლით, ბრალდების წაყენების გარეშე ციხეში ჩასვა. ის ადვოკატად ნენსი ჰოლენდერს დაიქირავებს და შტატებით მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას წამოიწყებს. ფილმი მოგვითხრობს შოკისმომგვრელ სიმართლეს და ადამიანის სულის თავისუფლების დაუოკებელ წყურვილს...
უსასრულობის მატარებელი წინ ახალი მისიით მიემართება: დაამარცხოს დემონი, რომელიც ხალხს ტანჯავს. საამისოდ საქმეში ტანჯირო კამადო, ინოსუკე ჰაშიბირა და ზენისუ აგაცუმა ერთობიან...
კეტრინი მანჰეტენელი მხატვარია, რომელიც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ჰუძონის ხეობაში, ერთ-ერთ ისტორიულ სოფელში გადადის, მაგრამ ახალ სახლში სიმშვიდის მოპოვება ძალიან ურთულდება...
საშინელებათა თრილერი, მახეში გამბული ემას შესახებ, რომელიც შურისძიების საშინელი შეთქმულების ნაწილი გახდება, როდესაც იგი მის მკვდარ ქმარზე ხელბორკილებით მიბმული აღმოჩნდება. მთავარ გმირზე ორი ქილერი ნადირობს, რომლებიც მათ მოსაკლავად დაიქირავეს. მათ საქმის დასრულება და ემას სიკვდილი სურთ, თუმცა ეს უკანასკნელი ყველაფერს აკეთებს იმისათის რომ კოშმარს თავი დააღწიოს...
დისკრედიტებულ საზღვაო ფლოტის სამხედრო მოსამსახურეს შეინ ვულფს ახალი ფუნქცია აქვს: უნდა დაიცვას პლამერების ხუთი შვილი მათი ახალგარდაცვლილი მამის მტრებისგან. მათი მამა მთავრობაზე მომუშავე მეცნიერი იყო, რომლის საიდუმლო ექსპერიმენტი დამალულია მისივე სახლში სადაც შვილები ცხოვრობენ...