მას შემდეგ, რაც ბენჯამინ მარტინმა თავისი თავი ფრანგებისა და ინდიელების ომში გამოსცადა, მას ეს საქმე აღარ აინტერესებს და ფერმერის მარტივი ცხოვრების წესს ირჩევს. მაგრამ როდესაც მისი შვილი, გაბრიელი ნებაყოფლობით მიდის ჯარში ახალი ნაციის, ამერიკის დასაცავად, ბენჯამინი ძალაუნებურად იძულებული ხდება დაუბრუნდეს ძველ ცხოვრებას, რათა საკუთარი შვილი დაიცვას.
საიდუმლოებით მოცული მოგზაური აშანტაჟებს გადაზიდვის სამსახურის ახალგაზრდა თანამშრომელს, რათა საშიში ამანათი შეუმჩნევლად გაატაროს უსაფრთხოების კონტროლზე და შობის დღეს რეისზე მოხვდეს...
შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ თავქარიანი ქეითი მოხიბლავს ბენს, რომელიც თავზეხელაღებული ბაიკერების წევრია. ბენს მოუწევს არჩევანი გააკეთეოს ბაიკერებსა და ქეითს შორის...
კლარკ კენტი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ჟურნალისტი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დიდი ძალის მქონე კრიპტონელია, რომელსაც მოუწევს არანაკლებ ძლიერ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდეს, რათა გადაარჩინოს ადგილი სადაც ის გაიზარდა, დედამიწა...
კარპატიის კუნძულზე მდებარე შორეულ სოფელში, მორცხვი ფერმერი გოგონა, სახელად იური, ოჩის სახელით ცნობილი არსებების მიმართ შიშით იზრდება. თუმცა, როდესაც იური აღმოაჩენს, რომ დაჭრილი პატარა ოჩი საკუთარ ჯგუფს ჩამორჩება, ის სახიფათო მოგზაურობაში მიემგზავრება, რათა არსება ოჯახთან გააერთიანოს...
ამაღელვებელი სიყვარულის ისტორია ორ ახალგაზრდას შორის. ალმუტი, გამჭრიახი და შეუკავებელი შეფ-მზარეულია, ხოლო ტობიასი, ცოტა ხნის წინ განქორწინებული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელთა მოულოდნელი შეხვედრა სამუდამოდ შეცვლის მათივე ცხოვრებას...
კონორი და მისი დიდი ხნის შეყვარებული ოლივია სამეულში ერთვებიან საყვარელ, მიმზიდველ უცნობთან, სახელად ჯენისთან. ეს შეხვედრა კონორსა და ოლივიას შორის ურთიერთობის დასაწყისის მიზეზი ხდება, რაც მათ ერთად ცხოვრების დაგეგმვას ანდომებს. თუმცა, მათი რომანი სირთულეების წინაშე დგება, როდესაც ჯენი ხელახლა ჩნდება...
როდესაც კლასის ყველა ბავშვი, ერთის გარდა, იდუმალებით მოცული გზით ქრება ერთსა და იმავე ღამეს, ქალაქის მაცხოვრებლები ცდილობენ გაიგონ, თუ ვინ ან რა დგას მათი გაუჩინარების უკან.
პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი, გუნდის ვეტერანის იზოლირებულ დაწესებულებაში ვარჯიშის მოწვევას იღებს. ლეგენდარული მეოთხედმცველი, რომელიც ამჟამად თითქმის პენსიაზეა, ახალგაზრდა სპორტსმენს მენტორობას უწევს და დიდების, ამბიციის, ძალაუფლებისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვის შინაგან სამყაროს აცნობს.
ძველი კოლეჯის მეგობრები გადაწყვეტენ ერთად გაატარონ შვებულება. ისინი უღრან ჯუნგლებში თავგადასავალს საძიებლად მიდიან. თუმცა, პირველი ღამის გათევის შემდეგ, რიჩი იდუმალებით ქრება. დაკარგული მამაკაცის ძებნისას, ჯგუფი უნებლიეთ ადგილობრივი კანიბალების ტომის ტერიტორიაზე ხვდება...
ფილმში მოვლენები ვითარდება მე-18 საუკუნეში.ინგლისელი და ფრანგი ჯარისკაცები ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიების ხელში ჩასაგდებად იბრძვიან. ადგილობრივები და ამერიკელები იძულებულნი არიან დაპირისპირებაში ჩაერთონ. კორა და მისი და ელისი შემთხვევით სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, მაგრამ მათ უკანასკნელი მოჰიკანის მიერ აღზრდილი მამაკაცი გადაარჩენთ...
ყოფილი მკვლელი ჰაჩ მენსელი ოჯახს ნოსტალგიურ შვებულებაში მიჰყავს პატარა ქალაქის თემატურ პარკში, სადაც ისინი კვლავ ძალადობის ქარცეცხლში აღმოჩნდებიან, როდესაც ისინი კორუმპირებულ ოპერატორს, თაღლით შერიფსა და დაუნდობელ კრიმინალურ ავტორიტეტს დაუპირისპირდებიან....
ახალგაზრდა ქალი მემკვიდრეობით იღებს დანგრეულ პაბს და აღმოაჩენს ბნელ საიდუმლოს მის სარდაფში - ბაგჰედი - ფორმის ცვალებადი არსება, რომელიც საშუალებას მოგცემთ ისაუბროთ დაკარგულ საყვარელ ადამიანებთან, მაგრამ არა უშედეგოდ....
როცა ტყუპი ძმები ბილი და ჰალი სხვენში მათი მამის ძველ სათამაშო მაიმუნს იპოვიან, საზარელი მკვლელობების სერია იწყება. ძმები სათამაშოს გადაგდებას და ცხოვრების გაგრძელებას გადაწყვეტენ და წლების სვლასთან ერთად ერთმანეთს შორდებიან...
რადიკალი ეკოაქტივისტების ჯგუფი ცათამბჯენში გამართულ მდიდრულ წვეულებაზე 300 მძევალს აიყვანენ, რათა ენერგეტიკული კომპანიის კორუმპირებული ხელმძღვანელობა გამოავლინონ. თუმცა, ბანდის რიგებში ერთ-ერთი ნამდვილი გიჟია, რომელიც მძევლების დახოცვას გეგმავს, თუმცა იქვე იმყოფება ყოფილი ჯარისკაცი, რომელიც ამჟამად ფანჯრების მწმენდავად მუშაობს, და შენობის გარედან 50 სართულის სიმაღლეზე ჩამოკიდებულმა, შიგნით მყოფი ადამიანების, მათ შორის მისი უფროსი ძმის, გადარჩენა უნდა უზრუნველყოს.
ითან ჰანტი და IMF-ის გუნდი აგრძელებენ საშიში ხელოვნური ინტელექტის ძიებას, რომელმაც მთელი მსოფლიოს სადაზვერვო ქსელებში შეაღწია, მსოფლიოს მთავრობებისა და ითანის წარსულიდან მომდინარე იდუმალი მოჩვენების კვალდაკვალ. ახალი მოკავშირეების თანხლებით ჰანტი დროსთან რბოლაშია, რათა თავიდან აიცილოს ჩვენთვის ცნობილი სამყაროს სამუდამოდ შეცვლა...
1960-იანი წლებიდან შთაგონებული, რეტრო-ფუტურისტული სამყაროს ნათელი ფონის ფონზე, Marvel-ის პირველი ოჯახი იძულებულია დააბალანსოს გმირების როლები ოჯახური კავშირის სიძლიერესთან და ამავდროულად დაიცვას დედამიწა მტაცებელი კოსმოსური ღმერთისგან, სახელად გალაქტუსისა და მისი იდუმალი მაცნის, ვერცხლისფერი სერფერისგან...
მოქმედება ხდება იმ მომენტიდან როდესაც უცხოპლანეტელები დედამიწაზე თავისი ხომალდით ჩამოვლენ, ექსპერტი კი ცდილობს გაარკვიოს აქ მშვიდობიანი გეგმებისთვის ჩამოვიდნენ თუ საფრთხეს წარმოადგენენ...
მუსიკალური მაგნატი გამოსასყიდის მოთხოვნის შეთქმულების სამიზნე ხდება და იძულებულია იბრძოლოს ოჯახისა და მემკვიდრეობისთვის, ის სიცოცხლისა და სიკვდილის მორალურ დილემაში აღმოჩნდება.
ყველამ იცის, რომ კატებს ცხრა სიცოცხლე აქვთ. ასევე ამბობენ, რომ კატები ზარმაცები, კაპრიზები და საკმაოდ აგრესიულები არიან სხვების მიმართ, აი ეს კატა კი განსაკუთრებით სანამ როუზს არ გაიცნობს მაგრამ მალე მისი ყოველდღიური ცხოვრება შეიცვლება და მას სხვადასხვა ცხოველის ტყავში მოუწევს ყოფნა...
რეალური ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გამოცდილი ღრმა ზღვის მყვინთავების შესახებ, როდესაც ისინი ებრძვიან მძვინვარე ელემენტებს ოკეანის ზედაპირზე ასობით ფუტის ქვეშ ჩარჩენილი ეკიპაჟის თანამებრძოლის გადასარჩენად...
სერფერი აღმოჩნდება მახეში სერიულ მკლელთან, რომელიც გატაცებულია ზვიგენებით. ახლა მისი ერთადერთი მიზანია როგორმე ცოცხლად გადაურჩეს როგორც ზვიგენებს, ასევე სერიულ მკვლელს...
როდესაც ორი წარმოუდგენლად საზიზღარი ბოროტმოქმედი პატარა ქალაქს დაიპყრობს, ორი მამაცი ბავშვი ჯადოსნური ცხოველების ოჯახთან ერთად გაერთიანდება მათ დასამარცხებლად.
პიტერ პარკერი, ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეა, რომელიც ცდილობს დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი ცხოვრებაში. ერთხელ ის აღმოაჩენს საიდუმლო ჩემოდანს, რომელიც მამამისს ეკუთვნოდა და მიხვდება, რომ მისი მშობლები ასე უბრალოდ არ გამქრალან. ამის შემდეგ ის ცდილობს გამოიძიოს, თუ რა მოხდა წლების წინ...
მუტანტი ობობის ნაკბენის შემდეგ, კოლეჯის მორცხვი მოსწავლე პიტერ პარკერი ზებუნებრივი ძალით დაჯილდოვდება. თავიდან, იგი ამ ძალას უბრალოდ რესლინგის მატჩის მოსაგებად გამოიყენებს, საბოლოოდ კი, ბოროტ მწვანე გობლინთან შებრძოლება მოუწევს. პიტერს ეს უნარი მისი ოცნების გოგოს გულის დაპყრობაშიც ეხმარება, მაგრამ ოჯახური ტრაგედია და საუკეთესო მეგობრის საეჭვო საქციელი მას ემოციურად დაცლის...
პოლიციელი ყოფილ შეყვარებულს ისეთ შეთავაზებას სთავაზობს, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელია: ან ის ბანდაში შეაღწევს და ინფორმატორი გახდება, ან მისი ძმა ციხეში მოხვდება.
სარა და დევიდი ერთმანეთისთვის უცხოები იყვნენ, სანამ საერთო მეგობრის ქორწილში არ შეხვდნენ. მალე ისინი ხანგრძლივ, გაბედულ და მშვენიერ მოგზაურობას იწყებენ, სადაც წარსულში მომხდარ მნიშვნელოვან მომენტებს იხსენებენ. ეს მათ ეხმარება გაიგონ, თუ როგორ მიაღწიეს იქ, სადაც ახლა არიან და, ეს შესაძლოა, მომავლის შეცვლის შანსიც იყოს.
ავსტრიელი მთამსვლელი ჰაინრიჰ ჰარერი ჰიმალაებში ოჯახის გარეშე მიემგზავრება, რათა 1939 წლის ექსპედიციას უხელმძღვანელოს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომი იწყება და ამპარტავან ჰარერს მოკავშირე ძალები ხელთ იგდებენ, როგორც სამხედრო ტყვეს. იგი სხვა პატიმარათან ერთად ტყვეობას თავს აღწევს და ლიასოში, ტიბეტში მიემგზავრება. აქ ის 14 წლის დალაი ლამას შეხვდება. მასთან მეგობრობა საბოლოოდ შეცვლის ჰარერის მსოფლმხედველობას და შეხედულებას ცხოვრების შესახებ...
მოვლენები თანამედროვე ლონდონში ვითარდება. ისტორია ვნებაზე, დრამა სიყვარულზე და მიტოვებაზე, სადაც ოთხი უცნობი ერთმანეთს ხვდება, მათი წამიერი გატაცებები და შემთხვევითი ღალატი...
მკვლელობის შემდეგ, ფურიოზას ახალი ლიდერი გოლდენი თავისი ძალადობრივი და საშინელი ხულიგნური ბანდის სადავეებს იპყრობს და საზღვრებს გარეთ ცდილობს სადავეების აღებას.
პარანორმალური მოვლენების გამომძიებლები, ედ და ლორეინ უორენები, ყველაზე შემაძრწუნებელ საქმეს იძიებენ, რაც კი ოდესმე უნახავთ. ოჯახი საცხოვრებლად საოცნებო სახლში გადადის, მაგრამ მალევე მათ სახლში დემონური მოქმედების ნიშნები იწყება, რაც მათ ცხოვრებას კოშმარად აქცევს.
ბენჟამინ სიგელი მეტსახელად "Bugsy" - ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული განგსტერი, კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი თავის მეგობრებთან ერთად. თავის თავში დარწმუნებული, გაწონასწორებული მექალთანე, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. მაგრამ იგი სხვა კანონისდამრღვევებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ არ აინტერესებდა ფული ან უსაზღვრო ძალაუფლება, მას უნდოდა მომავლის ქალაქი აეშენებინა, სწორედ ამ მიზნით შეისყიდა ნევადაში არსებული უდაბნო, და ოცნების სასტუმროსა და კაზინოს აშენება განიძრახა...
მეორე მსოფლიო ომის დროს, ახალგაზრდა ავსტრალიელი ჯარისკაცების ჯგუფი ტიმორის ზღვას კვეთს, ამ დროს მათ გემს იაპონიის საჰაერო ძალები დაესხმება და გემი ჩაიძირება. რამდენიმე მათგანი სამაშველო ტივით გაქცევას ახერხებს. მცხუნვარე მზის ქვეშ და უსაზღვრო ოკეანის გარემოცვაში, მათ არა მხოლოდ წყურვილსა და შიშს, არამედ ერთმანეთისადმი შუღლს უნდა გაუმკლავდნენ. თუმცა, ნამდვილი საშინელება ჯერ კიდევ წინ არის - ოკეანის სიღრმეებში სასიკვდილო მტერი იმალება, დიდი თეთრი ზვიგენი, რომლისთვისაც მათი ტივი ახალ სამიზნედ იქცევა.
წარმატებული ჟურნალისტი ლორა ბლექლოკი გავლენიანი ადამიანებთან ერთად ძვირადღირებული იახტით მიემგზავრება ახალ სტატიაზე სამუშაოდ. ერთ ღამეს ის მეზობელი კაიუტიდან კივილს გაიგონებს. ლორა გარეთ გავა და ზღვაში ცხედარს დაინახავს. ჟურნალისტი მომხდარის შესახებ ყველას ეუბნება, თუმცა ეკიპაჟს და სხვა მგზავრებს მისი არ სჯერათ...
საიდუმლო მკვლელთა ორგანიზაცია „ჩრდილებში“ მყოფი გამოცდილი ახალგაზრდა მკვლელი ეწინააღმდეგება თავის მენტორს, როდესაც მისი მეგობარი მოულოდნელად ქრება, ის მის საპოვნელად მიემგზავრება, რაც ჯაკარტის კრიმინალური სამყაროს გულში შეიყვანს. მას სურ რომ ბიჭი დაუნდობელი დანაშაულებრივი სინდიკატისგან გადაარჩინოს...
მაქსი მოხუცებულთა თავშესაფარში მომვლელად იწყებს მუშაობას. ამ ერთი შეხედვით მარტივ სამსახურში ის ძალიან უცნაურ რაღაცეებს წააწყდება. ის ხვდება, რომ იქ მცხოვრები ბინადრები და მომვლელები საშინელ საიდუმლოებს მალავენ.
ბრაზილია, 1971 წელი. ქვეყანაში ექვსი წელია სამხედრო დიქტატურა მძვინვარებს. ინჟინერი რუბენს პაივა, მრავალშვილიანი მამა და მოსიყვარულე ქმარი, რიო-დე-ჟანეიროში ცდილობს ოჯახისთვის უზრუნველყოფილი ცხოვრება შექმნას, მაგრამ ჯარისკაცები ჩამოდიან და რუბენსი დაკითხვაზე მიჰყავთ, საიდანაც ის აღარასდროს ბრუნდება. მისი ცოლი, იუნისი, სიმართლისთვის ბრძოლას იწყებს და საყვარელი ადამიანის დაბრუნებას ცდილობს.
ედი ოდესღაც ძალიან მაგარი მძღოლი იყო, კრიმინალებთან მუშაობდა და ნებისმიერი ადევნებისგან თავის დაღწევა შეეძლო. თუმცა, ის იძულებულია დაუბრუნდეს ძველ წესებს და კაზინოდან ფულით სავსე ძვირადღირებული მანქანა მოიპაროს, როდესაც კრიმინალური ავტორიტეტი მისი ყოფილი შეყვარებულის მოკვლით ემუქრება, რომელთანაც მას საკმაოდ უსიამოვნო მოგონებები აკავშირებს.
ეჟენი და დოდინი ნიჭიერი შეფ-მზარეულების დუეტია, რომლებიც ქმნიან დახვეწილ და უგემრიელეს კერძებს, რომლებსაც შეუძლიათ მსოფლიოს საუკეთესო შეფ-მზარეულებზე შთაბეჭდილების მოხდენა. დოდინი, რომელიც დიდი ხანია შეყვარებულია ეჟენზე, გამუდმებით ცდილობს მოიგოს საყვარელი ადამიანის გული...
ოქლენდის ბეისბოლის გუნდის მენეჯერის ბილი ბინის ისტორია, რომელიც ფინანსური პრობლემების თავიდან ასაცილებლად ანალიტიკოსს დაიქირავებს, რათა კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით თამაშის ზუსტი მათემატიკური გათვლები გააკეთონ.
მამის უეცარი გარდაცვალების შემდეგ, ისააკი ახალგაზრდა დედინაცვალთან რჩება. სანამ ის გლოვობს და გადაწყვეტს, მოითხოვოს თუ არა მეურვეობა, ტყეში, გარდაცვლილის სახის მქონე არსება ჩნდება.
დენ მორგანი ბევრი რამ არის: ერთგული ქმარი, მოსიყვარულე მამა, ცნობილი მანქანების გამყიდველი, ის ასევე ყოფილი მკვლელია... და როდესაც წარსული მის აწმყოს ემუქრება, იგი იძულებულია წაიყვანოს საკუთხარი ოჯახი საგზაო მოგზაურობაში...
ელექსირი სოფელში გარდაცვლილების აღდგომას იწვევს. ერთმანეთთან დაპირისპირებული ოჯახი უნდა გაერთიანდეს და გადარჩენისთვის იბრძოლოს, როდესაც მათი მშობლიური ქალაქი ინგრევა.
ერთგული ძაღლი ინდი თავის პატრონ ტოდთან ერთად ძველ აგარაკზე გადადის საცხოვრებლად, სადაც მალევე ბოროტი ზებუნებრივი ძალები იჩენენ თავს. მამაცი ინდი ბოროტებას ებრძვის, რათა დაიცვას მსოფლიოში მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი.
შეერთებული შტატების მიმართულებით ბირთვული რაკეტა გაისროლეს, სიტუაციის პარალელურად იწყება გამოძიება თუ ვინ დგას ამის უკან და როგორ უნდა უპასუხოს შეერთებულმა შტატებმა.
გარეუბანში მცხოვრები წყვილი, კეიტლინი და მიგელ მორალესი, ახალშობილ ბავშვზე ზრუნვისთვის ერთი შეხედვით საყვარელ ძიძა პოლის ქირაობენ. თუმცა, პოლის ნამდვილი მოტივები იავნანას სიმღერასთან ნაკლებად არის დაკავშირებული - რაც წყვილისთვის ნადვილ კომარად იქცევა.
კოლუმბი, ტალაჰასე, ვიჩიტა და პატარა როკი გადადიან ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, რათა ინადირონ ევოლუციურ ზომბებზე, იპოვონ გადარჩენილები და რაღა თქმა უნდა გაერთონ...
მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები ზომბების შემოსევამ გაანადგურა, გადარჩენილთა პატარა ჯგუფი ქვეყანაში მოგზაურობს და მიცვალებულს ებრძვის. ერთხელაც გადარჩენილები გასართობ პარკში ჩერდებიან იმედით, რომ იქ უსაფრთხოდ იქნებიან...
მინესოტაში თოვლის ქარბუქში მოქცეული დაქვრივებული მეთევზე ქალი ხელს უშლის მოზარდი გოგონას გატაცებას და მალევე მიხვდება, რომ ის ახალგაზრდა მსხვერპლის ერთადერთი იმედია.
რეი მრავალი წელია მარტო ცხოვრობს ჩრდილოეთ ინგლისში, პატარა ქოხში. ერთ დღეს მისი ძმა, ჯემი, სტუმრად მოდის და რეის სახლში დაბრუნება სურს. ისინი ერთად იხსენებენ ბავშვობას და იმ ტრავმებს, რომლებმაც ამ ქოხში მიიყვანა.
აივისა და თეოს იდეალური ქორწინება და წარმატებული კარიერა მხოლოდ ზედაპირულია. როდესაც თეოს კარიერა ინგრევა და აივის წარმატება იზრდება, მათ შორის მწარე მეტოქეობა იფეთქებს.