დრამატული ჰორორი ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომლებიც შვედეთში გამგაზავრებას გადაწყვეტენ მეგობრებთან ერთად. ისინი დასვენებას და იზოლირებულ სოფელში მცხოვრები მათი ძველი მეგობარის მონახულებას აპირებენ, სადაც ლეგენდარული “მიდსომარის” ფესტივალი უნდა გაიმართოს – ზაფხულის ბუნიობასთან დაკავშირებული უჩვეულო ტრადიცია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაობლებულ ახალგაზრდა მთავარ გმირში შფოთვის და შიშის გრძნობას გამოიწვევს, რადგან მალე ცხადი გახდება, რომ ფესტივალი სინამდვილეში ადგილობრივი წარმართული ოკულტიზმის თავშესაფარია, რომელსაც უღმრთო კულტი სწრაფადვე სულ უფრო სასტიკ და სისხლიან რიტუალად გადააქცევს. ხოლო ახალგაზრდა გმირებს სიცოცხლისთვის ჯოჯოხეთური ბრძოლა მოუწევთ...
ნამდვილი ამბავი, რომელიც ბრიტანეთის დაზვერვის აგენტის, კეტრინ განის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 2003 წელს ამერიკის ჯარების ერაყში შეჭრის მზადების დროს, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი უკანონო ჯაშუშური ოპერაციიების შესახებ NSA-ს სრულიად საიდუმლო და სკანდალური ჩანაწერები პრესას გადასცა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ აშანტაჟებდა აშშ და ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ექვს წევრს, რათა მათ ერაყში შეჭრისთვის ხმა მიეცათ. პროფესიული რისკის მიუხედავდ, ჟურნალისტი მარტინ ბრაითი საიდუმლო დოკუმენტებს ლონდონის გაზეთში აქვეყნებს, შედეგად ომის სასარგებლოდ გაეროს რეზოლუციის მიღების შანსები საბოლოოდ იმსხვრევა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ბუში განაცხადებს, რომ მას გაეროს მხარდაჭერა აღარ უნდა, და მაინც შეიჭრება...
ტერმინატორის ფილმების სერიის რიგით მეექვსე ამბავი გრძელდება ზუსტად იქიდან, სადაც მეორე ფილმი დასრულდა... “ტერმინატორი 2: განკითხვის დღის” მოვლენებიდან 27 წლის გასვლის შემდეგ კაცობრიობა კვლავ აბსოლუტური განადგურების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, როდესაც Skynet-ი წარსულში თხევადი ლითონისგან გაუმჯობესებულ ტერმინატორს გააგზავნის, რომელსაც დენი რამოსის განადგურება დაევალება, რომლის გადარჩენის საკითხზე მსოფლიოს ბედია დამოკიდებული. Skynet-ი სიკვდილის მანქანის კვალდაკვალ წინააღმდეგობა საკუთარ ქმნილებას – კიბორგ გრეისის აგზავინის, რომელიც ადამიანისა და ტერმინატორის ნარევია...
ფილმი წარმოადგენს ფ.სკოტ ფიცჯერალდის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას. ოდესღაც ჯეი გეთსბი ახალგაზრდა ქალზე – დეიზი ბიუკენენზე იყო შეყვარებული, და აი, რვა წლის შემდეგ, საიდუმლო გზით გამდიდრებული გეთსბი, კვლავ გამოჩნდება ლონგ-აილენდზე და კუნძულის მოდურ საზოგადოებას მყუდროებას ურღვევს, რათა საყვარელი ქალბატონის გული კვლავ მოინადიროს...
გამოცდილი თაღლითი მფარველობის ქვეშ აიყვანს ახალგაზრდა, მომხიბვლელ გოგონას. ყველაფერი კი მას შემდეგ რთულდება, რაც მათ ერთმანეთი უყვარდებათ და რომანტიკული ურთიერთობები მათი ბიზნესისთვის ხელისშემშლელი ხდება...
ვატიკანის კედლებს მიღმა კონსერვატორი პაპი ბენედიქტი და მომავალი ლიბერალი პაპი ფრანცისკე ცდილობენ, კათოლიკური ეკლესიისთვის ახალი საერთო მიმართულება შეიმუშაონ.
დილანს და ჯეიმის ტიპიური ჰოლივუდური რომანტიკული კომედიის მსგავსი ურთიერთობისაგან თავის არიდება სურთ, მაგრამ მალე ხვდებიან, რომ მათ მეგობრობაში სექსის დამატებით ყველაფერი უფრო რთულდება ვიდრე ეგონათ...
ასტრონავტი როი მაკბრაიდი დაუნდობელ მზის სისტემაში მისიით მიემგზავრება, რათა სიმართლეს ნათელი მოჰფინოს მამამისისა და წარუმატებელი ექსპედიციის შესახებ, რომელიც 30 წლის შემდეგ სამყაროს განადგურებით ემუქრება...
ეს არის ფილმი ლეგენდარულ კორეელზე, - ჩონ ბაი-დალაზე, რომელიც კოლონიალურ პერიოდში იაპონიაში გადასახლდა და გამოჩენილი კარატისტი გახდა. მან ჩამოაყალიბა ახალი საბრძოლო ხელოვნება "კიოკუშინი".
სამურაი მანჯი შემთხვევით დის ქმარს მოკლავს, რის შემდეგაც და ჭკუიდან შეიშლება. გოგონას მის გარდა სხვა არავინ ჰყავდა, ამიტომ სამურაი მხოლოდ მისი დის დასაცავად ცხოვრობს. მოულოდნელად ბოროტმოქმედი მანჯის დას მოკლავს მას კი დაჭრის. მოულოდნელად იქვე მოხუცი ქალი აღმოჩნდება, რომელიც სამურაის იდუმალი ჭიებით დააინფიცირებს, რომლებიც მის მატარებელს უკვდავებას ანიჭებენ, ახორცებენ იარებს და აღადგენენ მოკვეთილ კიდურებს. 80 წლის შემდეგ იგივე მოხუცი მანჯისთან გოგონას აგზავნის, რომელსაც მამამისის სიკვდილის გამო სურს შურისძიება. გოგონა ძალიან ჰგავს მანჯის გარდაცვლილ დას...
შუა ქალაქში სნაიპერი კლავს 5 შემთხვევით გამვლელს. პოლიცია სწრაფად ახდენს მკვლელის იდენტიფიცირებას და აკავებს მას. ერთადერთი რასაც ეჭვმიტანილი იხვეწება ისაა, რომ იპოვონ ჯეკ რიჩერი...
დორა - გოგონა, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი, მის მშობლებთან ერთად, ჯუნგლების აღმოჩენაში გაატარა. ახლა კი სახიფათო თავგადასვლისთვის ემზადება - ეს არის საშუალო სკოლა. მკვლევარი გოგონა, მის საუკეთესო მეგობარ მაიმუნთან, ბუთსთან, დიეგოსთან და არაორგანიზებულ თინეიჯერთა ჯგუფთან ერთად ემზადება თავგადასავლისთვის, რომ გადაარჩინოს მისი მშობლები და ამოხსნას თითქმის ამოუხსნელი მისტიური საიდუმლო, ინკას დაკარგული ცივილიზაციის უკან...
მას შემდეგ, რაც წარმატებულმა მილარდელმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, კრებს საერთაშორისო პროფესიონალების გუნდს საიდუმლო და სისხლიანი მისიისთვის, რომელიც სასტიკი დიქტატორის დამარცხებას ემსახურება...
აპოკალიფსური მოვლენებიდან 10 წლის შემდეგ, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ჩვენს და სხვა სამყაროს შორის, რომელიც გარდცვლილი ადამიანების მოჩვენებებს ეკუთვნის ბარიერებს არღვევს. მთავარი გმირი საშუალო სკოლის მოსწავლე ვერონიკა ოჯახს და მეგობრებს კარგავს, ახლა ის ახლობელბის გარეშე მარტო ცხოვრებას...
ლეგენდარული დემონებზე მონადირე პი სუნლინი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ადამიანებს ბოროტი ძალებისგან იცავს, იძულებული ხდება სოფელში მცხოვრები გოგონების გამტაცებელი იდუმალი არსებების წინააღმდეგ იბრძოლოს, რომლებმაც სხვა განზომილებიდან ადამიანების სამყაროში შემოაღწიეს. სამყაროების საზღვრებს შორის მცველად მდგომი, მთავარი გმირი თავისი თანაშემწის და მეგობრული მონსტრების ჯგუფის დახმარებით იდუმალ არსებებს უპირისპირდება და გატაცებული გოგონების გადარჩენას ცდილობს.
ფილმის პირველ ნაწილში დასრულებული კოშმარი გრძელდება: ჯეიკობ გუდნაითი აღდგება მკვდრეთით ქალაქის მორგში, სასტუმრო “ბლექუელში” სასიკვდილო ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. ამ საშინელ მიწისქვეშა მკვდრებისთვის გაკუნთვნილ საცავში, სტუდენტთა ჯგუფს მოუწევს გიჟ ფსიქოპატთან გამკლავება, რომელიც კიდევ ერთხელ იწყებს მათ სათითაოდ წაყვანას...
ეს სათავგადასავლო ანიმაციური ფილმი ველური ულაყი მუსტანგის, სახელად სპირიტის შესახებაა. მამაცი სპირიტი დაუმეგობრდება ახალგაზრდა ინდოელს ლაკოტას და სიყვარულს იპოვის...
ისტორიის განვითარების ალტერნატიული ვარიანტის თანახმად, მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ იაპონია აღმოჩნდა მოკავშირეების შორის გაყოფილი – ჩრდილოეთი კუნძული ხოკაიდო ანექსირებულია საბჭოთა კავშირის მიერ, ხონსიუ კი სხვა სამხრეთ კუნძულებთან ერთად ამერიკელებმა ჩაიგდეს ხელში...
კრიმინალური თრილერი, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის გამოცდილი მომლაპარაკებლის, რემი დარბინის შესახებ, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტთან, ბრინ სტიუარტთან გაერთაინდება, რათა აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკის 10 საათიანი ალყის დროს, მძარველების მიერ მძევალად აყვანილი ბანკის თანამშრომლები და მისი სტუმრები გადაარჩინოს...
ახლო მომავალი. საკმარისია ერთ ღილაკს დააჭირო ხელი, რომ გარშემო სამყარო შენი სურვილისამებრ შეიცვლება: ფანჯრის წინ მთები გაიზრდება, ეზოში ოკეანის ტალღები ახმაურდება. ერთადერთი უხერხულობა ის არის, რომ გარშემო ყველაფერი პლასტიკისგანაა. მაგრამ შეყვარებულისთვის გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს. მშვენიერი გოგონას ერთი სურვილი აქვს ნახოს უკანასკნელი ნამდვილი ხე...
სტივენ კინგის რომანის ეკრანიზაციის მეორე ნაწილი, სადაც მოვლენები ახალგაზრდა გმირების დემონურ პენივაიზთან პირველი შეხვედრიდან 27 წლის შემდეგ ვითარდება. ბილი, ბენი, ბევერლი და სხვა (ლუზერები), დიდი ხანია სხვადასხვა ქალაქებში გაიფანტნენ და ასე თუ ისე წარმატებული ზრდასული ცხოვრებით ცხოვრობენ. მაგრამ მოულოდნელად გმირების მშვიდ ცხოვრებას უცნაური სატელეფონო ზარი არღვევს, რომელიც მათ კიდევ ერთხელ გაერთიანებას და დერიში დაბრუნებას აიძულებს, რათა გამოღვიძებული ბავშვების მკვლელი ბოროტება საბოლოო შეაჩერონ...
რემბო უნდა დაუპირისპირდეს საკუთარ წარსულს, გამოიყენოს თავისი შეუდარებელი უნარები, რათა საბოლოოდ იძიოს შური თავისი უკანასკნელი მისიით. "რემბო: უკანასკნელი სისხლი" - სწორედ ამ ეპიზოდით სრულდება ლეგენდარული ფილმის სერიები...
მორცხვი კერი ვაითი დედასთან ერთად ცხოვრობს - ღვთისმოშიშ ფარისეველ მარგარეტთან. გოგო განიცდის თანაკლასელების დაცინვას და დედის მკაცრ აღზრდას. თანდათანობით ის აღმოაჩენს საკუთარ თავში ტელეკინეზის შესაძლებლობებს. თანაკლასელები კერისთვის ამზადებენ გრანდიოზულ ხუმრობას, მაგრამ არ იციან, მისი თავდაცვის შესახებ. ფილმი წარმოადგენს სტივენ კინგის მოთხრობის ეკრანიზაციას.
ოთხი თინეიჯერი გოგონა, რომლებიც დანგრეულ წყალქვეშა ქალაქში ყვინთავენ, მალევე აღმოაჩენენ, რომ მომაკვდინებელი ზვიგენების ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, რომელიც ვიწრო ლაბირინთებითა და გამოქვაბულებითაა სავსე...
ახალგაზრდა ქალი, რომელიც მეხუთე კატეგორიით შეფასებული ქარიშხლის დროს მამის გადარჩენას ცდილობდა, აღმოჩნდება წყლით სავსე სახლში. ამას ისიც ემატება, რომ მას თავის დაცვა უწევს ალიგატორებისგან, რომელიც დატბორილ სახლში ბინადრობენ...
წვეულების შემდეგ სენი იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ მისი ყოფილი შეყვარებული, მისი მეგობარი ბიჭი და საერთოდ ყველა გარშემო ზომბია. ერთადერთი ადგილი პარიზში, სადაც მას უსაფრთხოდ ყოფნა შეუძლია, ეს ბინაა, რომელშიც გაიღვიძა. როგორ მოიქცეს? გაიქცეს თუ დარჩეს? თავი დაიცვას თუ თავად დაესხას თავს?...
მოქმედება 1825 წელს ხდება. კლერი, ახალგაზრდა ირლანდიელი მსჯავრდებული ქალი, ბრიტანელი ოფიცრის კვალს ადგას ტასმანიიის უდაბნოში. იგი შურისძიების წყურვილითაა შეპყრობილი იმ საშინელი ძალადობისთვის, რაც ამ ოფიცერმა მისი ოჯახის მიმართ ჩაიდინა. ამ გზაზე, იგი აბორიგენ მძღოლს, სახელად ბილის დაიხმარს, რომელიც ასევე ტრავმირებულია თავისი ძალადობით სავსე წარსულით...
სენატის იდეალისტი თანამშრომელი დენიელ ჯეი ჯონსი, მისი უფროსის დავალებით აწარმოებს გამოძიებას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დაკავებისა და დაკითხვის პროგრამის 9/11-ე პოსტზე, როდესაც შოკისმომგვრელ საიდუმლოებას აღმოჩენს...
უსაფრთხოების კომპიუტერული სისტემების დიდი სპეციალისტი ჯეკ სტეფლინდი წარმატებულად მუშაობს სიეტლის ერთერთ ბანკში. ჯეკის პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი წარმატებულად იწყობა: მას შესანიშნავი ცოლი ყავს – არქიტექტორი ბეტი და ორი მშვენიერი ბავშვი...
ანიმაციური ფილმი მხიარული ალპინისტების ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მოულოდნელად ევერესტზე მყოფ მარტოხელა მითიურ არსებას შეხვდებიან. იგი ძალიან ჰგავს თოვლის კაცს. ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან და ადამიანები ამ მითიური არსების დიდი ხნის წინ დაკარგული ოჯახის პოვნაში წვლილის შეტანას გადაწყვეტენ...
ფილმი უკრაინის სეპარატისტული ოლქის ყოფას ასახავს. რეჟისორი იმპერიალისტურ რუსეთს ყოველგვარი შელამაზებისა და ალეგორიების გარეშე ღიად უპირისპირდება. “დონბასი“ ცრუ პატრიოტიზმის, ოკუპაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტია, რომელიც თავისუფალ სამყაროს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ჩუმად ყოფნა დანაშაულია...
ფილმის გმირი ფილ ბროკერი ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის ყოფილი აგენტია, რომელიც თავის ოჯახთან ერთად მშვიდ, წყნარ ქალაქში გადადის საცხოვრებლად რათა ახალი ცხოვრება დაიწყოს. მაგრამ, როგორც ჩანს მშვიდი ცხოვრება და ფილი ერთმანეთს ვერ ეწყობიან, რადგან მალევე მისი და ნარკომოვაჭრეების გზები შემთხვევით იკვეთება და გმირს მოუწევს მეტამფეტამინების მეფედ წოდებულ გეიტორთან ურთიერთობის გარკვევა...
ინგლისი, XI-ე საუკუნე. 10 წლის რობ კოულის დედა კვდება საშინელ ტანჯვაში. არავინ იცის ამ ავადმყოფობის შესახებ და არც ერთი წამალი არ შველის საწყალ ქალს. სულიერად შერყეული პატარა რობი ცდილობს ამოიცნოს ეს საიდუმლო. მას მოუწევს დიდი გზის გავლა: ინგლისიდან-სპარსეთამდე. მისი მასწავლებლები გახდებიან ჯერ ჩვეულებრივი თაღლითი ბარბერი, შემდეგ კი დიადი ექიმი ავიცენა. ბრძენი მასწავლებელი ხედავს რობში მიდრეკილებას მედიცინის მიმართ, მაგრამ ურჩევს მას არ იჩქაროს და არ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილებები...
ჰალსს, არაპროგნოზირებად პრინცსა და ინგლისის ტახტის მემკვიდრეს, მეფე ჰენრი მეხუთედ აკურთხებენ, ტირანი მამის გარდაცვალების შემდეგ. ახლა ახალგაზრდა მეფემ უნდა წარმართოს სასახლის პოლიტიკა, აწარმოოს მამის მიერ წამოწყებული ომი და გაუმკლავდეს თავისი წარსულის ცხოვრების ემოციურ გადმონაშთებს...
სოფია დაიქირავებს იდუმალებით მოცულ სახლს, სადაც რიტუალის ჩასატარებლად ოკულტისტ ჯოზეფს მოიწვევს. თავდაპირველად იგი უარს ამბობს რიტუალის ჩატარებაზე, მაგრამ როდესაც გაიგებს რომ ქალმა ვაჟი დაკარგა და მასთან სურს დაკავშირება, დათანხმდება...
როდესაც იშვიათ და ეგზოტიკურ ცხოველებზე მონადირე და კოლექციონერი – ფრენკ ულოში, ფასდაუდებელი თეთრი იაგუარის ჩათვლით, ზოოპარკისთვის სასიკვდილოდ საშიშ ცხოველებს დაიჭერს, ის იმედოვნებს, რომ ეს მას დიდ მოგებას მოუტანს. მაგრამ გემზე, რომელსაც ფრენკის ძვირფასი ტვირთი გადააქვს, გისოსებში ორი მტაცებელი იმყოფება: დიდი კატა და პოლიტიკური მკვლელი, რომლის შეერთებულ შტატებში ექსტრადირება ხდება. მას შემდეგ, რაც მოულოდნელად მკვლელი გაქცევას მოახერხებს – ხოლო შემდეგ იაგუარს გაათავისუფლებს – მთელ გემს ტოტალურ ქაოსში ჩაძირავს…
სამი მეექვსე კლასელი ბიჭი გარბის სკოლიდან და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში ერთვება მას შემდეგ, რაც შემთხვევით მოიპარავენ ნარკოტიკებს და გადაიმტერებენ თინეიჯერ გოგონებს...
ამოუცნობ მთარგმნელს ბნელი წარსულით, დაკითხვაზე იბარებენ მას შემდეგ, რაც მისი ძველი მეგობარი, რომელიც მასსა და მის ფოტოგრაფ შეყვარებულს შორის ჩადგა, დაიკარგა და სავარაუდოდ გარდაცვლილია...
ელემენტარული სიკეთეც კი აუცილებლად ათბობს სხვას, თუნდაც შორეულ, გაყინულ ადგილას მყოფს. სმერსენსბურგის ახალი ფოსტალიონი ჯასპერი, უკიდურეს ჩრდილოეთით არსებულ ქალაქ სმირენსბურგში გაიგზავნება, სადაც მისი მოვალეობა წელიწადში მინიმუმ 6000 წერილის დამუშავებაა. ადგილზე ჩასვლისთანავე ბიჭი ომის ზონაში აღმოჩნდება: ორ ოჯახურ კლანს, საუკუნეების მანძილზე დაუნდობელი მტრობა აქვს გაჩაღებული. რა საკვირველია, ასეთ გარემოში წერილების დრო არ არის და ფოსტა უკვე დიდი ხანია საქათმედ იქცა. თითქმის სასოწარკვეთილი ჯასპერი სტუმრობს თოჯინების შემქმნელ კლაუსს და მათი ნაცნობობა საოცარ მოვლენებს ჩაუყრის საფუძველს...
როდესაც ახალი სათამაშო სახელად ფორკი უერთდება ვუდის და დანარჩენ გუნდს, იწყება მათი მოგზაურობა, რომლის მეშვეობითაც ძველი და ახალი მეგობრები აღმოაჩენენ იმას, თუ რამდენად დიდი შეიძლება იყოს სათამაშოების სამყარო...
კარატეს მასწავლებელი მიიაგი ტოვებს ლოს-ანჯელესს და მიემგზავრება ოკინავაში თავის მომაკვდავ მამასთან. დენიელი მიყვება მას მოგზაურობის დროს. სამშობლოში მიიაგი ხვდება თავის ძველ მტერს, დენიელი კი – ახალს იძენს...
ფილმი მოგვითხრობს გოგონაზე, რომელიც შურისძიებას გეგმავს ყოფილ შეყვარებულზე, რაც გამოწვეულია მისი მშობლიურ ქალაქში ახალ შეყვარებულთან ერთად დაბრუნებით...
და-ძმა პატარა ბიჭის ხმას გაიგებს, რომელიც საშველად უხმობს და მაღალი ბალახით დაფარულ თვალუწვდენელ მინდორში მის დასახმარებლად გაეშურება, თუმცა მალე მიხვდებიან, რომ შესაძლოა იქედან ვერც გამოაღწიონ და რომ ბალახში რაღაც ბოროტი იმალება...
ერთ პატარა მყუდრო ქალაქში მოულოდნელად ზომბები გაჩნდებიან და ქალაქს ატერორებენ. სამმა სათვალეებიანმა პოლიციის ოფიცერმა და უცნაურმა შოტლანდიელმა მორგის ექსპერტმა ერთიანი ძალებით უნდა დაამარცხონ ეს მკვდრეთით აღმდგარი ზომბები.
მომაკვდავის ჰოსპიტალიზაციისას ორმა პარამედიკოსმა იპოვა მილიონი დოლარი, მის ტანსაცმელში გამოკერებული. როდესაც პაციენტი კვდება, ისინი გადაწყვეტენ ფული დაიტოვონ, ამით კი ქაოსისა და ძალადობის გზას ადგებიან...