თვალ-ყური ადევნეთ პოლ ატრეიდესის მითიურ მოგზაურობას ჩანისა და ფრემენთან ერთად. ის ომის გზაზეა იმ შეთქმულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ოჯახი გაანადგურა. პოლმა არჩევანი უნდა გააკეთოს, მისი ცხოვრების სიყვარულსა და სამყაროს ბედისწერას შორის, რომლის საზარელ მომავალსაც მხოლოდ ის ხედავს...
კგბ-ს ყოფილი ოფიცერი ანა, რომელიც ახლა შეფ-მზარეულია, ადგილობრივი მაფიის სამიზნე გახდება: მისი ქმრისგან ვალის ამოღების მიზნით, თავს დაესხმებიან მის ახალ რესტორანს. ახლა ანა უნდა დაეყრდნოს თავის მომაკვდინებელ უნარებს, რათა გადაარჩინოს თავისი რესტორანი და გადაურჩეს საბედისწერო ღამეს...
ალეხანდრო არის ელ სალვადორელი სათამაშოების დიზაინერი, რომელიც იბრძვის ნიუ-იორკის შტატში თავისი უჩვეულო იდეების გასაცოცხლებლად. როდესაც სამუშაო ვიზაზე დრო ამოიწურება, სამუშაო, რომელიც ეხმარება ხელოვნების სამყაროდან გარიყულს, მისი ერთადერთი იმედი ხდება ქვეყანაში დასარჩენად...
ანონიმური ახალგაზრდა აწარმოებს შურისძიების კამპანიას კორუმპირებული ლიდერების წინააღმდეგ, რომლებმაც მოკლეს მისი დედა და განაგრძობენ სისტემატიურ ტერორს ღარიბთა და უძლურთა მიმართ...
ალისა და სელინი ცხოვრობენ ტრადიციული ცხოვრების წესით იმავე ასაკის წარმატებულ ქმრებთან და ვაჟებთან ერთად. ცხოვრების სრულყოფილი ჰარმონია მოულოდნელად ირღვევა ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ...
მას შემდეგ რაც 12 წლის შარლოტა საიდუმლოდ აღზრდის ნიჭიერ ობობას, მას მოუწევს დაუსპირისპირდეს ფაქტებს მისი შინაური ცხოველის შესახებ და იბრძოლოს ოჯახის გადარჩენისთვის, როდესაც მომხიბვლელი არსება სწრაფად გადაიქცევა გიგანტურ, ხორცისმჭამელ ურჩხულად...
მოვლენები 1934 წელს ვითარდება და განდეგილი მილიარდერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ეპატიჟება ექვს, ერთი შეხედვით, უცნობ ადამიანს თავის კუნძულზე სამხრეთ ინგლისში. მოწვეულ სტუმრებს შორის ახალგაზრდა დამწყები დეტექტივი მირანდა გრინიც აღმოჩნდება. როდესაც ერთ-ერთ სტუმარს გარდაცვლილს იპოვიან, მირანდა ხვდება რა მიზნით აღმოჩნდა კუნძულზე, და ახლა მან უნდა გამოავლინოს მკვლელი, სანამ მისი ჯერი დადგება...
ორი უძველესი ტიტანი - გოძილა და კონგი - ერთმანეთს ლეგენდარულ ორთაბრძოლაში შეერკინებიან მას შემდეგ, რაც ადამიანები „თავისქალის კუნძულის“ საიდუმლოებით მოცულ ამბებში მათ შორის კავშირს აღმოაჩენენ...
მას შემდეგ, რაც უძველესი რელიკვიის აღმოჩენა ბოროტ ძალას აღვიძებს, მოჩვენებებზე მონადირეების ახალმა და ძველმა თაობებმა საკუთარი სამშობლოს დასაცავად ძალები უნდა გააერთიანონ და სამყარო მეორე დიდ გამყინვარებას გადაარჩინონ...
2022 წლის კორეული კრიმინალური თრილერის მესამე ნაწილი, რომელიც აგრძელებს დეტექტივი მა სეოკ-დუს სახიფათო თავგადასავალს - მას შემდეგ, რაც ის ქალაქ გიმჩჰონის პოლიციის განყოფილებას დატოვებს და შეუერთდება დანაშაულთან ბრძოლის რეგიონულ საგამოძიებო ჯგუფს, რათა დაუპირისპირდეს ახალ კრიმინალურ შეთქმულებას და გაანდგუროს იაპონელი განგსტერები, რომლებიც კორეაში ჩადიან საზარელი დანაშაულების ჩასადენად…
ნამდვილი ისტორია განუყოფელი ძმების ფონ ერიხების შესახებ, რომლებმაც ისტორია შექმნეს პროფესიონალური ჭიდაობის ინტენსიურად კონკურენტულ სამყაროში 1980-იანი წლების დასაწყისში...
ოდესღაც ცნობილი ბავშვი დეტექტივი ახლა 32 წლისაა და დღესაც იდუმალებით მოცული საქმეების გახსნითაა დაკავებული , თუმცა ეს საქმეები ძირითადად ნაბახუსევსა და თვითმწუხარებას შეეხება. ერთ დღეს გულუბრყვილო კლიენტი მას პირველ ზრდასრულთა საქმეს მიუტანს და დაავალებს , რომ თავისი შეყვარებულის მკვლელი იპოვოს...
ახალგაზრდა ქეითი, ნიჭიერი მშვილდოსანია, რომელიც ოჯახთან ერთად დასასვენებლად იმყოფება, სადაც მათი მშვიდი არსებობა კოშმრად გადაიქცევა, როდესაც ისინი სახლში სასტიკი შემოჭრის დროს, დაქირავებულთა ჯგუფის ჩასაფრებაში მოხვდებიან. შედეგად, ქეითის ქმარს და ქალიშვილს ბოროტმოქმედები გაიტაცებენ, და ახლა სასოწარკვეთი მთავარი გმირი უნდა დაეყრდნოს თავის მშვილდოსნობის უნარებს, რათა დაამარცხოს მათი გამტაცებლები და გადაარჩინოს მისი ოჯახი....
ლაშქრობაში ხუთი ქალი მონაწილეობს, მაგრამ მხოლოდ ოთხი გამოდის მეორე მხარეს. ფედერალური აგენტები აარონ ფალკი და კარმენ კუპერი მიემართებიან მთებში იმ იმედით, რომ იპოვიან თავიანთ ინფორმატორს ჯერ კიდევ ცოცხალს...
ჯეიმი ნანობს შეყვარებულთან დაშორებას, მარიანს კი დასვენება ძალიან სჭირდება. როდესაც ისინი დასასვენებლად წასვლას გადაწყვეტენ, გზად მოულოდნელად ეყრებიან უნიჭო კრიმინალების ჯგუფს....
When three childhood best friends pull a prank that goes wrong, they invent the imaginary Ricky Stanicky to get them out of trouble. Twenty years later, they still use the nonexistent Ricky as a handy alibi for their immature behavior.
ბელა ბაქსტერს მკვდრეთით აღადგენს გენიოსი და არატრადიციული მეთოდების მიმდევარი მეცნიერი გოდვინ ბაქსტერი. ცხოვრებას მოწყურებული ბელა დუნკან უედერბერნთან, გაიძვერა და დაუმორჩილებელ იურისტთან ერთად გაიქცევა და კონტინენტების გარშემო მოგზაურობას დაიწყებს...
მოვლენები 1987 წელს დენვერში ვითარდება და ოთხი ახალაგაზრდა მეგობრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც საკულტო ბრიტანული როკ-ჯგუფის The Smiths-ის მოულოდნელი დაშლით შოკირებულები, წვეულებაზე მიდიან, რათა მათი მუსიკალური დანაკარგი იგლოვონ. ამავე დროს, ჯგუფის ერთ-ერთი იარაღით შეარეღებული ფიცხი გულშემატკივარი ადგილობრივ რადიო დიჯეის მძევლად აიყვანს და მას მხოლოდ The Smiths-ის ტრეკების დაკვრას აიძულებს. შედეგად, წვეულების დროს რადიოში გაჟღერებული მუსიკის ფონზე მეგობრები თვითშემეცნების გიჟურ მოგზაურობაში მიდიან, რომელიც მათ სამუდამოდ შეცვლის...
როდესაც ბავშვობის მეგობრები მაგალი და ბლანდინი მრავალი წლის შემდეგ ერთმანეთს გადაეკვეთებიან, გადაწყვეტენ - საბოლოოდ საოცნებო ერთობლივი შვებულება დაგეგმონ საბერძნეთში...
ფილმში მოვლენები ვითარდება სიდნეიში და მოგვითხრობს ორი ახალგაზრდა გმირის შესახებ, რომლებსაც ერთმანეთი კოლეჯიდან სძულთ, წლების შემდეგ იძულებულნი არიან თავი მოაჩვენეონ წყვილად საერთო მეგობრების ქორწილში, რომლის დროსაც ისინი უამრავ საშიშ თავგადასავალში ხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ, მოულოდნელად მათ შორის სიყვარული იღვიძებს, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ გაქცევას ყოველი სექსუალური კონტაქტის შემდეგ...
ფილმი შთაგონებულია პარიკმახერის წარმოუდგენელი ნამდვილი ისტორიით, რომელიც მარტო აგროვებს მთელ საზოგადოებას, რათა დაეხმაროს დაქვრივებულ მამას გადაარჩინოს თავისი კრიტიკულად დაავადებული ახალგაზრდა ქალიშვილის სიცოცხლე...
2017 წლის ფილმის “ალიბი.ქომ”-ის გაგრძელება, ახალგაზრდა გრეგის შესახებ, რომელიც იძულებულია თავისი სააგენტო ალიბი.ქომ დახუროს, მისი საცოლე ფლოს დაკარგვის შიშით. გრეგი სთხოვს მას, რომ ცოლად გაჰყვეს. მაგრამ ფლოს მშობლებს სურთ ქორწილამდე ჯერ გრეგის მშობლები გაიცნონ. შედეგად, თაღლითი მამისა და მომხიბვლელი მსახიობი დედის გამო, მთავარი გმირი გადაწყვეტს მისი მეგობრების დახმარებით ხელახლა გახსნას თავისი სააგენტო, რათა საბოლოო ალიბი მიიღოს და უფრო პრეზენტაბელური სახის ყალბი მშობლები იპოვოს. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო...
კასანდრა ვები დედაქალაქის ახალი ექიმია, რომელსაც ნათელმხილველობის ნიჭი აღმოაჩნდება. საკუთარ წარსულთან შეჯახების შემდეგ მას უწევს, დაიცვას სამი ახალგაზრდა ქალი მტრისგან, რომელსაც მათი განადგურება სურს...
მეცხრე საუკუნის ჩინეთი, კორუმპირებული მთავრობა მეამბოხეთა არმიასთან ე.წ. "მფრინავ ხანჯლებთან" აწარმოებს ბრძოლას. რომანტიული მებრძოლი მშვენიერ ამბოხებულს ტყვეობიდან დაიხსნის, რათა გოგონა კვლავ შეუერთდეს თავისიანებს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად სულაც არ არის...
უილი მიიჩნევს, რომ მათი შვილის სავარაუდო მკვლელობაში ეჭვმიტანილი, მისივე მეუღლე - როზალინდა, უდანაშაულოა, მაგრამ მოგვიანებით ის როზალინდას გამანადგურებელი წარსულის შესახებ საშინელ სიმართლეს შეიტყობს, რომელიც სხვა გაუხსნელ დანაშაულთან კავშირში აღმოჩნდება...
ოდრი ცდილობს შეაჩეროს მისი ძმა და გადააფიქრებინოს დაქორწინება ახალგაზრდა ფრანგ ქალზე, ჰემპტონში, წინასაქორწილო უქმეების განმავლობაში, რაც ასევე მის 40 წლის იუბილეს ემთხვევა. ის კარგავს კონტროლს და ცდილობს ჩაშალოს ქორწინების ცერემონიალი, მაგრამ საბოლოოდ თვალს უსწორებს სიმართლეს, რომ ვერ აღუდგება წინ ჭეშმარიტ სიყვარულს...
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, მარტოხელა ოქროს მაძიებელი ნაცისტების გზას კვეთს ჩრდილოეთ ფინეთში მდებარე თავის გადამწვარ მიწის სამალავში. როდესაც ნაცისტები იპარავენ მის ოქროს, ისინი სწრაფად აღმოაჩენენ, რომ ახლახან უჩვეულო მეშახტეს გადაეყარნენ. ლეგენდარული ყოფილი კომანდო წარმოუდგენელი სიმტკიცეს ავლენს და ერთი კაცი უპირისპირდება სიკვდილის რაზმს. მთავარი გმირი ყველაფერზე წავა ოქროს დასაბრუნებლად...
ინდი ახალ ეპოქაში ამოჰყოფს თავს და თავის დასამკვიდრებლად იბრძვის სამყაროში, რომელსაც ჩამორჩა. თუმცა როცა ნაცნობი ბოროტება ძველი მეტოქის სახით გამოჰყოფს საცეცებს, ინდის მოუწევს, ქუდი დაიხუროს და მათრახი მოიმარჯვოს, რათა დარწმუნდეს, რომ უძველესი და ძლიერი არტეფაქტი არასწორ ხელში არ აღმოჩნდეს...
ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ტომის, ოსეიჯის, წევრებს 1920-იან წლებში საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში ხოცავენ. იწყება ფედერალური ბიუროს მასშტაბური გამოძიება ჯეი ედგარ ჰუვერის ხელმძღვანელობით...
ფილმი გვიყვება ნაპოლეონ ბონაპარტეს ცხოვრებისა და მისი სწრაფი, დაუნდობელი გზის შესახებ იმპერატორობისკენ, პარალელურად კი ფილმში აღწერილია მისი არაჯანსაღი და ხშირად არამდგრადი ურთიერთობა მის მეუღლესთან და ერთადერთ ჭეშმარიტ სიყვარულთან ჯოზეფინთან...
მოვლენები შორეულ მომავალში ვითარდება და მოგვითხრობს გალაქტიკის შორეულ კუთხეში მდებარე კოლონიის შესახებ, რომლის მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკი ტირანის - ბალისარიუსის და მისი ჯარის ტერორის ქვეშ აღმოჩნდება. შედეგად, კოლონიის სასოწარკვეთილი მოქალაქეები იდუმალი წარსულის მქონე ახალგაზრდა ქალს - კორას, საშიშ მისიზე აგზავნიან, რათა მან იპოვოს მოკავშირეები და მეომრები ახლომდებარე პლანეტებზე, რომლებსაც შეუძლიათ მათი დაცვა…
ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის მოსალოდნელი ომის შუაგულში, სპეცრაზმის ყოფილ აგენტს ჯოშუას, რომელიც საკუთარი ცოლის გაუჩინარებას გლოვობს, დაიქირავებენ, რათა იპოვოს და მოკლას შემოქმედი - დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი. მან შეიმუშავა საიდუმლოებით მოცული იარაღი, რომელსაც ომის დასრულება და კაცობრიობის განადგურება შეუძლია...
ნამდვილი ამბავი ავიაკატასტროფის შესახებ. ტერორისტული საფრთხის გამოძიების დროს, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, კორეის ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ ეჭვმიტანილი ახლახან ავიდა საერთაშორისო რეისზე, რომელიც შეერთებულ შტატებში მიფრინვს. როდესაც იმავე რეისზე მყოფი სრულიად ჯანმრთელი მგზავრი მოულოდნელად კვდება შემზარავი სიკვდილით, პანიკა იფეთქებს როგორც ჰაერში, ასევე ხმელეთზე. ახლა საწვავის სტაბილურად ვარდნისა და დახმარებაზე საერთაშორისო უარის თქმის გამო, კაპიტანი და ეკიპაჟი იძულებულნი არიან მიიღონ უპრეცედენტო გადაუდებელი გადაწყვეტილებები მათი მგზავრების სიცოცხლის გადასარჩენად....
როდესაც უოკერების ოჯახის წევრები სხეულებს უცვლიან ერთმანეთს იშვიათი პლანეტარული განლაგების დროს, მათი მხიარული მოგზაურობა ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებისკენ - მათ იმაზე უფრო მეტად დააახლოვებს, ვიდრე ოდესმე ეგონათ...
DC-ის 2018 წლის ფილმის “აქვამენი“-ს გაგრძელება ატლანტიდის დედოფლის ვაჟის და შვიდი ზღვის მმართველის, ძლევამოსილი აქვამენის შესახებ, რომელიც ახლა შვილის აღზრდით და ატლანტიდის მართვითაა დაკავებული. მას კვლავ მოუწევს დაპირისპირება შავ მანტასთან, რომელიც ატლანტიდით შებყრობილ საზღვაო ბიოლოგ სტივენ შინთან ერთად მოქმედებს...
ანიმაცია გვიყვება ახალგაზრდა გოგონას აშას შესახებ, რომელიც ვარსკვლავს სურვილს ჩაუთქვამს და იღებს იმაზე პირდაპირ პასუხს, ვიდრე ელოდა, როცა ონავარი ვარსკვლავი მასთან დედამიწაზე ჩამოვა...
ემა და დეივი, ნიუ-ჯერსის გარეუბანში მცხოვრები ორი შვილის ახალგაზრდა მშობლები არიან, რომლებიც ალამაზებენ თავიანთი ქორწინების პიკანტურ წლისთავს ნიუ-იორკში როლური თამაშების ღამით. მაგრამ ყველაფერი სახიფათო ხდება, როდესაც ბობი ემას, როგორც საერთაშორისო მკვლელის საიდუმლო ცხოვრებას გამოავლენს, რომლის შესახებაც დეივმა არარაფერი იცის, რის გამოც მისი ოჯახი აღმოჩნდება საფრთხეში. ახლა ემა უნდა დაეყრდნოს თავის მომაკვდინებელ უნარებს და სიმტკიცე, რათა დაიცვას თავისი ოჯახი ნებისმიერ ფასად...
ბეისბოლის ბურთის ზომის სეტყვა, ძლიერი ქარი და მძვინვარე ტორნადოები სუპერუჯრედებს სასიკვდილოდ აქცევს, და როდესაცც უილიამ ბროდი პატარა ბიჭი იყო, ქარიშხალებზე ლეგენდარული მონადირე - მამამისი, ერთ-ერთმა მათგანმა მოკლა. ახლა მისი ოჯახის ბიზნესი თავზეხელაღებულ ტუროპერატორს, ზეინ როჯერსის ეკუთვნის, რომელიც ხედავს დოლარის ნიშნებს იქ, სადაც სხვები - ჭექა-ქუხილს. როცა მისი ბედი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქარიშხლის სახით ჩნდება, უილიამი ტოვებს დედას და სახლს, რათა გაერთიანდეს მამის ყოფილ პარტნიორთან, როი კამერონთან, რომელიც ძლივს გადაურჩა ტორნადოს. გმირები გადაწყვეტენ დაედევნონ ბუნების ერთ-ერთი ყველაზე საშინელ სტიქიურ ქმნილებას...
ბიოგრაფიული დრამა, რომელშიც მოვლენები ვითარდება 1957 წლის ზაფხულში და მოგვითხრობს იტალიელი დიზაინერის, მეწარმისა და მრბოლელის, ენცო ფერარის ცხოვრების შესახებ, რომელიც გახდა ავტოსპორტის ლეგენდა და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სპორტული მანქანის შემქმნელი. ყოფილი მრბოლელი ფერარი კრიზის განიცდის, ხოლო მისი კომპანია გაკოტრების პირასაა, რომელიც მან და მისმა მეუღლემ ლაურამ ნულიდან ააშენეს. იმ დროსა, როცა მათი მშფოთვარე ქორწინება მთელი ძალებით ებრძვის ვაჟის დაკარგვას, ის გადაწყვეტს აინაზღაუროს თავისი დანაკარგები და 1957 წლის საკულტო რბოლაში იღებს მონაწილეობას, რომლის დროსაც ფერარის ესპანელი მძღოლი ალფონსო დე პორტაგო დაიღუპა...
ისტორია ამბიციური სტუდენტის იგალ ამირის ცხოვრების შესახებ, რომელიც ამზადებდა ისრაელის პრემიერ მინისტრის იცხაკ რაბინის მკვლელობას. ახალგაზრდა კაცზე გავლენას ახდენს გარკვეული რელიგიური და პოლიტიკური ძალები, რომლებიც იგალს ცივსისხლიან მკვლელად აყალიბებენ...
ადამ კლეი - პენსიაზე გასული სამთავრობო აგენტია, რომელიც ძლევამოსილ საიდუმლო ორგანიზაციაში მუშაობდა, კოდური სახელწოდებით “მეფუტკრეები”. ახლა იგი მეფუტკრეობას მისდევს. მაგრამ როდესაც კეთილი ქალი, რომელიც მასზე ზრუნავდა, ერთ დღეს, თაღლითობის მსხვერპლი გახდება და თავს მოიკლავს, შურისძიებით შეპყრობილი, იწყებს ერთპიროვნულ და დაუნდობელ ომს, რათა დამნაშავეებს პასუხი აგებინოს...
კოსმონავტების ჯგუფი ამოუცნობი სამყაროს გამოსაკვლევად მიემართება და თავისი ხომალდით დედამიწასთან ახლოს მდებარე შავ ხვრელში შეფრინდებიან. ის მათ საშუალებას მისცემს გადაადგილდნენ წარმოუდგენელ მანძილებზე...
ითან ჰანტი ერთგულ გუნდთან და მოკავშირეებთან ერთად ისევ კაცობრიობის გადარჩენას ცდილობს. გმირები იწყებენ ყველაზე სახიფათო მისიის შესრულებას: ნადირობენ ახალ საშინელ იარაღზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ კაცობრიობას...
1980-იან წლებში შეუმდგარი კომიკოსი სიგიჟის ზღვარზე მიდის ის და ქალაქ გოთემის დანაშაულით სავსე ცხოვების რიტმს უწყობს ფეხს, რა დროსაც ცნობილ პათოლოგიურ დამნაშავედ ყალიბდება...
ბიოგრაფიული დრამა, ებრაული სახელმწიფოს პირველი ქალი პრემიერ-მინისტრის – “ისრაელის რკინის ლედის”, გოლდა მეირის უკიდურესად დრამატული და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობების და საკამათო გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც მთავრობაში სერიოზული უთანხმოებების, დავების და განხეთქილების პირისპირ აღმოჩნდება, რაც საბოლოოდ 1973 წელს განკითხვის დღის ომის წარუმატებლობის მიზეზი გახდა…
სემი, ინტერიერის დიზაინერი, არდადეგებზე შინ ბრუნდება, რათა „ბელ ჰარბორის სასტუმრო“-ს განახლებაში მონაწილეობა მიიღოს. მასთან ერთად კუპმა უნდა იმუშაოს. პრობლემა ისაა, რომ ეს ის ბიჭია, რომელმაც წარსულში გული საშინლად ატკინა...თვითონ კი ის გოგონაა, რომელმაც ყველაფერი მიატოვა და გაიქცა...
სხვადასხვა ამბებისგან შემდგარი ისტორია, რომლის მთავარი გმირიც ჰენრი შუგარია. ადამიანი რომელსაც მოპარული წიგნის მეშვეობით მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლია...
ჰეჯ-ფონდში მოულოდნელი დაწინაურება ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობას კრახის ზღვარზე მიიყვანს, სადაც გაცილებით მეტი აღმოჩნდება სასწორზე, ვიდრე მათი ბოლოდროინდელი ნიშნობა. მაგრამ მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ მისი მონდომებული ბრძოლა პროფესიული და პირადი ცხოვრების დასაბალანსებლად მხოლოდ აისბერგის მწვერვალია თავის გაცვეთილ ურთიერთობაში.
აგენტი ემ-16 ორსონ ფორჩუნი და მისი გუნდი ფარულ ოპერაციაში დასახმარებლად ჰოლივუდის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავს ქირაობენ. ისინი იბრძვიან ახალი მომაკვდინებელი იარაღის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიო წესრიგს საფრთხეს უქმნის...
კაი ბერდის და მარტინ შერვინის წიგნზე “ამერიკელი პრომეთე: ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერის ტრიუმფი და ტრაგედია” დაფუძნებული კრისტოფერ ნოლანის ბიოგრაფიული დრამა, რომელიც 1943-1945 წლებში მანჰეტენის პროექტის დროს ლოს-ალამოსის ლაბორატორიის დირექტორის, ამერიკელი ფიზიკოს-თეორეტიკოსის რობერტ ოპენჰაიმერის, და მისი უდიდესი წვლილის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ხელმძღვანელობით შეიქმნა ისტორიაში პირველი ატომური ბომბი, რის გამოც მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც “ატომური ბომბის მამად”.