როდესაც ბრიუს უეინი დაინახავს, რომ მისი მშობლიური ქალაქი გოთჰემ სითი კრიმინალმა მოიცვა, ის გადაწყვეტს გაიდაიქცეს ბეტმენად. გმირად, რომელიც გოთჰემს ასე ძალიან სჭირდება...
რევოლუციური ტექნოლოგიის საშუალებით, რომელსაც მემკვიდრული ინფორმაციის გათავისუფლება შეუძლია, კალუმ ლინჩი გამოცდის მისი წინაპრის თავგადასავლებს მეთხუთმეტე საუკუნეში.
სასიკვდილო ვირუსმა ბრიტანეთის ყველა მოქალაქე იმსხვერპლა. ამერიკელთა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ საფრთხე ჩავლილია და კუნძულზე ჩასვლას გაბედავს. მალე ცხადი ხდება, რომ ვირუსი კვლავ ცოცხლობს და ახალ მსხვერპლს ელის...
28 დღის შემდეგ, რაც სასიკვდილო ვირუსი ბრიტანული კვლევითი დაწესებულებიდან გავრცელდა, ლონდონში გადარჩენილი ადამიანები ცდილობენ თავი დაიცვან და არ დაავადდნენ. ვირუსი ადამიანებს და ცხოველებს გადააქვთ და დაავადებულებს მანიაკებად აქცევს...
პარანოიკული ექშენ-თრილერი წარუმატებელი მწერლის შესახებ, რომლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება საიდუმლო აბის მიღების შემდეგ, რის დახმარებითაც ტვინის 100 პროცენტით გამოყენება და შენი თავის იდეალური ვერსიის შექმნაა შესაძლებელი. ეს არაბუნებრივი შესაძლებლობა მალე ბნელი ძალების ყურადღებას მიიპყრობს, რის გამოც მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.
მას შემდეგ რაც, სექსუალური თამაშისას მის ქმარს გულის შეტევა დაემართება და ჯერალდი საწოლზე მიბმული დარჩება, მისი ყველა შიში ერთად მოიყრის თავს და საძინებელი წამების საკნად გადაიქცევა...
აგენტი ლორიან ბროტონი საიდუმლო სადაზვერვო სააგენტოს ბრილიანტია. მისი უდიდებულესობა არა მხოლოდ ჯაშუშობის ოსტატია, არამედ საოცრად სექსუალური და ფეთქებადია. ის მაქსიმალურად იყენებს უნარებს შეუსრულებელი მისიების დროს. მას ბერლინში გააგზავნიან შეუფასებელი დოსიეს დასაბრუნებლად, სადაც აგენტ დევიდ პერსივალთან ერთად მოუწევს მუშაობა...
მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდა პირად მცველს დაავალებენ ასაკოვანი დაქირავებული მკვლელის დაცვას, რომელმაც ჩვენება უნდა მისცეს, საერთაშორისო სასამართლოში. ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობის არქონის მიუხედავად, გმირებს ყველა მათი უთანხმოებების დავიწყება მოუწევთ და იძულებულნი გახდებიან ერთად იმოქმედონ, რათა გაიქცნენ ინგლისიდან და დროულად მივიდნენ ჰააგის სასამართლოში...
მთავარ გმირს კვლავაც სურს პირველობა შეინარჩუნოს ტრასაზე, მაგრამ გამარჯვების მისაღწევად უფრო და უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდება. მას ახალი თავგადასავლები და დაბრკოლებები ელის წინ...
2154 წელი, არსებობენ ორი ტიპის ადამიანები: ძალიან მდიდრები, რომლებიც ცხოვრობენ კოსმოსურ სადგურ ელიზიუმზე, სადაც ყველას ყველაფერი აქვს და დანარჩენები, რომლებიც დანგრეულ, დაბინძურებულ დედამიწაზე აგრძელებენ ცხოვრებას...
დედამიწაზე მომხდარმა კატასტროფამ მოსახლეობა აიძულა დაეტოვიბინა პლანეტა. ფილმის სიუჟეტი კატასტროფიდან ათასი წლის შემდეგ ვითარდება. კაცობრიობისათვის ახალი სახლი პლანეტა სახელწოდებით „ „ნოვა პრაიმი“ გახდა. ლეგენდარული კაპიტანი საიფერ რეიჯი მორიგი დავალების შემდეგ ოჯახში ბრუნდება, სადაც მას 13 წლის შვილი კიტაი ელოდება. ასტეროიდული ქარიშხლის შემდეგ მათი თვითმფრინავი უცნობ და საშიშ პლანეტა დედამიწაზე ვარდება...
ჯერი შოუ და რეიჩელ ჰოლოუმენი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები არიან, რომლებიც უცნობი ქალბატონის უცნაურმა სატელეფონო ზარმა შეახვედრა. იგი ემუქრება მათ და მათი ახლობლების სიცოცხლეს და ამ ხერხით ჯერის და რეიჩელს სხვადასხვა სახიფათო სიტუაციებში აგდებს. ამ მწვავე სიტუაციაში ეს ორი რიგითი ადამიანი ქვეყნის ყველაზე სახიფათო ძებნილებად გამოცხადდებიან. მათ ერთად უნდა გაარკვიონ, თუ რა ხდება სინამდვილეში...
იქს ადამიანების გუნდი გზავნის ლოგანს წარსულში, რათა შეცვალონ მომავალში მომხდარი მოვლენები. ის იძულებულია იმოქმედოს ძალიან ფრთხილად, რომ ეს გლობალურად არ აისახოს ადამიანთა და მუტანტთა მომავალზე...
ახალდაქორწინებულ წყვილის ტედის და ტამის სურთ იყოლიონ ბავშვი, მაგრამ იმისთვის რომ მათ მოიპოვონ ეს უფლება ტედმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის იმსახურებს მამის სტატუსს...
დევიდ გეილი ადვოკატია. ის ცდილობს სიკვდილით დასჯის აკრძალვას. ბედის ირონიით ის თავად აღმოჩნდება სიკვდილმისჯილთა საკანში, განაჩენის აღსრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, გეილი ინტერვიუზე თანხმდება...
რეი სამაშველო ვერმტფრენის პილოტია, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე სხვებს ეხმარება. წლების განმავლობაში ის უამრავ საშინელ ამბავს შეესწრო და არაერთხელ მოხვედრილა რთულ სიტუაციებში. კალიფორნიას უეცრად თავს დაატყდა ძლიერი მიწისძვრა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა და მიწაში დიდი ბზარი გაჩნდა. ამ ქაოსში რეის უწევს თავისი ქალიშვილის მოძებნა. იმ იმედით, რომ მისი შვილი ჯერ კიდევ ცოცხალია, ის კატასტროფის ეპიცენტრში მიემგზავრება...
უახლოეს მომავალში, როდესაც კრივი მაღალტექნოლოგიური ხდება, ყოფილი მებრძოლი ჩარლი კენტონი, რომელმაც ფოლადის რობოტებთან შერკინება წააგო, მის ვაჟთან ერთად დაუმარცხებელი რობოტის შექმნას და გაწვრთნას გადაწყვეტს...
სკოლის აკაპელა "BARDEN BELLAS" ახლა უკვე მსოფლიო აკაპელების საერთაშორისო კონკურსში იღებს მონაწილეობას ამერიკის სახელით, რომელიც ჯერ არც ერთ ამერიკულ გუნდს არ მოუგია...
ახალგაზრდა იურისტი არტურ ქიპსი ჩადის შორეულ სოფელში გარდაცვლილი კლიენტის საბუთების მოსაწესრიგებლად. ამ პროცესში იგი საშინელ საიდუმლოს წააწყდება შავი ქალის შესახებ. ადგილობრივებისგან იგი ამ ქალზე ვერანაირ ინფორმაციას ვერ ღებულობს...
მილერის გზაჯვარედინი ძმები კოენების პირველი წარმატებული ფილმია, რომელმაც ფართო მაყურებლამდე მიაღწია. ერთ-ერთი საუკეთსო ფილმი მაფიაზე, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ტიპური მაფიოზური ფილმებისგან...
ფილმის მოქმედება ვითარდება კუნძულზე, რომელზეც კინგ-კონგი დაიჭირეს. მთვარი გმირი მოაწყობს ექსპედიციას კუნძულზე, რათა იპოვოს მისი დაკარგული ძმა და რაღაც საიდუმლო ნივთიერება...
გოგონა ღარიბ ოჯახში იზრდება. დედა ექცენტრიული მსახიობია, მამა - ალკოჰოლიკი. მშობლები ცდილობენ იმედი ჩაუნერგონ მის ბავშვურ წარმოსახვაში, რათა როგორმე ყურადღება გადაატანინონ სიღარიბიდან...
კორი ლამბერტი იპოვის გოგონას ნაწამებ სხეულს. იგი გადაწყვეტს დაეხმაროს ფედერალური ბიუროს აგენტს ჯეინ ბენერს, რომელიც ამ საქმეს იძიებს. მაგრამ შეძლებენ ისინი წინააღმდეგობა გაუწიონ ადგილს, სადაც თავად ბუნებაა გაჟღენთილი შურისძიების სურვილით...
განგაშის ხმა მოიცავს მძინარე ქალაქს. რისიც ეშინოდათ სეისმოლოგებს, ახდა - უძლიერესმა ტექტონიკურმა გადაადგილებამ გამოიწვია დიდი მთის მასივის ჩამოშლა და ამის გამო გიგანტური ცუნამი მოდის პირდაპირ ქალაქისკენ...
მას შემდეგ რაც დონი და ბრაიანი იყვნენ რიოში და გაძარცვეს ერთი ძლევამოსილი დამნაშავე, ისინი და მთელი მათი ჯგუფი დაიშალნენ მთელ მსოფლიოში. მათ რაღა თქმა უნდა გაინაწილეს 100 მილიონი დოლარი და ყველაფერი დაიწყეს თავიდან, ახალი სახელებით და ა.შ. მაგრამ მათ არ შეეძლოთ მშობლიურ ადგილებში დაბრუნება…
ბობ პარმა უარი თქვა თავის გმირულ წარსულზე, რათა დროს მორგებოდა როგორც სადაზღვევო ზარალის შემფასებელი და თავის ერთ დროს გმირ ცოლთან ერთად სამი შვილი აღეზარდა. საიდუმლო დავალების მიღების შემდეგ, ის კვლავ ირგებს თავის გმირულ სამოსს...
ყოფილი პოლიციელი ბრაინ ოკონორი ყოფილ პატიმართან დომ ტორეტოსთან ერთად კანონის საპირისპირო მხარეს არიან. მათ შემდეგ რაც ბრაიანმა და მიამ დონი დაიხსნეს, კანონისგან თავის დასაღწევად მათ მრავალი წინააღმდეგობა გადალახეს. ახლა ისინი რიო დე ჟანეიროში არიან და ბოლო საქმე უნდა განახორციელონ...
ჟან-დო და მარეკი პოლიციაში მუშაობენ და ერთად ებრძვიან ნარკობიზნესს. მარეკი ახალ განყოფილებაში გადაჰყავთ და ჯგუფური დანაშაულის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლის ტექნოლოგიების შემუშავებას. სულ მალე პირველი საქმე გამოჩნდება. უზარმაზარი სატვირთო მანქანები მაქსიმალური სისწრაფით სამხრეთ ესპანეთიდან ჩრდილოეთ საფრანგეთში მიექანებიან...
მორიგი დავალებისას კლავენ მკვლელს, რომლის სინდისზეც ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეა. იგი იმ ქვეყნიდან 24 საათით ბრუნდება, რათა შეძლოს მისი სულის გადარჩენა...
ციხის განაჩენის თავიდან ასაცილებლად, შონ ბოსუელი საცხოვრებლად მამასთან გაემგზავრება ტოკიოს ღარიბ უბანში. შონს ქუჩის მრბოლელთა არალეგალურ სამყაროში გამოიჭერენ...
ციყვისა და მისი მეგობარი ვირთხა ბადის თავგადასავალი გრძელდება! რას მოიფიქრებენ ისინი ამჯერად, ქალაქში ცხოვრება რომ შეძლონ? პატარა მხეცუნები, თხილის ძიებაში ახალ თავგადასავალს წააწყდებიან, რაც ხიფათებითაა აღსავსე. უკვე, ქალაქის არაერთმა მაცხოვრებელმა ჩაასო კბილი ამ პატარა ონავრებს. მაგრამ, კაკლის ძიებაში მეგობრები ახალ დამნაშავეებს გამოააშკარავებენ და ისინი მოულოდნელად, გმირები გახდებიან...
ქალაქში გადარჩენის მიზნით, განუყრელი მეგობრები - ციყვი ელიუკი და ვირთხა ბადი, გაემართებიან მაღაზიისკენ, სადაც მათი საყვარელი საკვები კაკალი ინახება. ისინი დაგეგმავენ ყველაზე დიდ ძარცვას, ძარცვის ისტორიაში. მათი მიზანია მაღაზიიდან მოიპარონ კაკალი, მაგრამ მათ არიციან, რომ კაკლების მაღაზია ბანკის მძარცველების საფარია, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ მოიპარონ ბანკიდან ფული და მიწისწქვეშა გვირაბის დახმარებით ფულის ჩანთები შეცვალონ კაკლის ჩანთებით...
ორმაგი თამაში, სადაც პოლიციის ოფიცერი ბრაიან ოკონერი და მისი მეგობარი, ყოფილი დამნაშავე რომან პირსი, ერთად "შავი" ფულის გადატანას ახორციელებენ მაიამიში მოქმედ კარტერ ვერონასთვის. რეალურად კი ისინი, ფარულ აგენტ მონიკა კლემენტესთან ერთად მუშაობენ ვერონას დასამარცხებლად...
დომენიკ ტორეტო ლოს-ანჯელესის ქუჩის მრბოლელია და რამოდენიმე სერიოზული ძარცვის განხორციელებაშია ეჭვმიტანილი. როდესაც ბრაიან ოკონერი, ტორეტოს ბანდის წევრი გახდება, მას ტორეტოს და შეუყვარდება. ახლა მან უნდა გადაწყვიტოს ვის მხარეს აირჩევს: ბანდის, თუ ლოს-ანჯელესის პოლიციის...
ფილმის მთავარი გმირები ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ და სამივე მათგანს აკრძალული ჰქონდა გარე სამყაროსთან ყველანაირი კონტაქტი. დროთა განმავლობაში მეგობრები იგებენ, რომ სინამდვილეში ისინი კლონები არიან, რომლებსაც ორგანოების დონორობისთვის ზრდიდნენ...
წარმატებული გუნდის წამყვანი მოთანაშე, ბრენდონი, მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ თამაშს და კარიერას სამუდამოდ ემშვიდობება. ის იძულებულია შემოსავლის სხვა წყაროები ეძებოს. და აქ მას ცნობილი ბუკმეკერი უოლტერი ახსენდება, რომელიც წარსულში ბრენტონს თაღლითობებს სთავაზობდა, რომლებზეც ვარსკვლავი ყოველთვის მკაცრ უარს ამბობდა...
ფილმი მოგვითხრობს ისტორიას სამ ძმასა და მათ მამაზე, რომლებიც 1900-იან წლებში ამერიკაში ცხოვრობდნენ და თუ როგორ აისახა მათ ცხოვრებაში ბუნება, ისტორია, ომი და სიყვარული...
იდა „რედ“ უოკერი შესაძლოა ვერ გადაურჩეს ტერმინალურ ავადმყოფობას შეიარაღებული ძარცვისთვის პატიმრობაში. ის შვილს, უაიატს, ბოლო სამსახურისთვის და თავისუფლების დაბრუნების შანსისთვის დახმარების თხოვნით მიმართავს.
კიდევ ერთი ისტორია მეფე არტურისა და კამელოტის ლეგენდის შესახებ. არტურმა თავის სურვილის მიუხედავად ტახტი ლანსელოტს უნდა გადასცეს, გუინევრა კი თავისი ქმრის მიმართ ერთგულების და მისი მეტოქის სიყვარულს შორის იტანჯება ...
წლების განმავლობაში ციხეში ყოფნის შემდეგ, კაცი ცდილობს თავიდან დაიწყოს თავისი ცხოვრება, თუმცა მოულოდნელი ურთიერთობა აჩენს შოკისმომგვრელ სიმართლეს, რომელმაც შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს მისი ცხოვრება...
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალზე, რომელიც მეგობრებთან ერთად მიემგზავრება ევროპის მოსანახულებლად, სანამ წესრიგითა და გეგმებით სავსე ცხოვრებას დაიწყებს. მაგრამ ერთ უმნიშვნელოდ ჩასახლებულ ქალაქში, ბედი მოულოდნელად შეახვედრებს ჯეკს...
მომხიბვლელი მამაკაცი ესკორტის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც ის შეყვარებას იწყებს, რაც მას გამოწვევას უქმნის იმის აღმოჩენაში, თუ რა სურს და რა სჭირდება სინამდვილეში...
რუტინული ფულის აღების პროცესში შეუსაბამო ჯავშანმანქანის მძღოლები, რასელი და ტრევისი, დაუნდობელი დამნაშავეების ჩასაფრების მსხვერპლი ხდებიან, რომელსაც გამჭრიახი გენიოსი ზოი ხელმძღვანელობს.
კურიერი, რომელსაც ფული ძალიან სჭირდება, რადგან შესაძლოა სახლი დაკარგოს დათანხმდება შემოთავაზებას, რომელშიც ერთი წყვილი თავიანთი საშინლად მოუხერხებელი შვილისთვის შეყვარებულს ეძებს...
აირისისა და აიზეკის პირველი რომანტიკული შაბათ-კვირის გატარება, წარუმატებლად მიდის. აირისი დარწმუნებულია, რომ იპოვა იდეალური მამაკაცი და რომ ის უბრალოდ დაბნეულია, ამიტომ ის სულ უფრო სასაცილოდ და ირაციონალურად იქცევა, რათა აიზეკს დაუმტკიცოს, რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან დაბადებულები.
გერმანიაში გაზრდილი ქალი, სახელად მავი, თავისი თურქული დიდგვაროვანი წარმომავლობის შესახებ იგებს და ფუფუნების სამყაროში შედის, რაც ახალშეძენილი იდენტობის გარკვევისას საკუთარ ურთიერთობას გამოწვევის წინაშე აყენებს...