ჩარლტონ ჰესტონი ვარსკვლავებით მოჭედავს რენესანსის მხატვრის მიქელანჯელოს სიქსტის კაპელას პაპ იულიუს მეორისთვის.ესაა ეპიკური ადაპტაცია ირვინგ სთოუნის ნოველისა გადაღებული კაროლ რიდის მიერ ...
ოდესღაც მარინას დენიელი ერქვა და ის კაცი იყო, მაგრამ როგორც არ უნდა შეცვლილიყო ის გარეგნულად შინაგანად მაინც ქალად გრძნობდა თავს. იგი მის შეყვარებულთან ორლანდო ონეტოსთან ერთად იგუასუს ჩანჩქერზე მიდის. ცხოვრება მათ სიურპრიზს უმზადებს. ორლანდო საშინელი თავის ტკივილით იღვიძებს. ისინი საავადმყოფოში მიდიან, მაგრამ უკვე გვიანია, ორლანდო მკვდარია. მარინას მკვლელობაში ადანაშაულებენ...
ჯოანა სტეიტონი ძალაუფლების მოყვარე, კაპრიზული და საშინელი ხასიათის ქალია. ის იახტის მფლობელის ცოლია. ისინი გაჩერდებიან პატარა ქალაქში იახტის შესაკეთებლად. ამ დროს ჯოანა დაიქირავებს დურგალს ფეხსაცმელების კარადის გასაკეთებლად. მაგრამ გაკეთებული სამუშაოსთვის დინს ფულს არ გადაუხდიან, ჯოანა ხომ არასოდეს არაფრითაა კმაყოფილი. ამ ჯერად მისი კაპრიზები იმით მთავრდება, რომ ის იახტიდან გადავარდება და მეხსიერებას დაკარგავს. დინი კი ამ დროს შურისძიების გეგმას განახორციელებს: ის ჯოანას თავისთან წაიყვანს და მას თავისი ოთხი მოუსვენარი ბავშვის დედად და თავის ცოლად გამოაცხადებს...
ოთხი ახალგაზრდა ფოტოგრაფის რეალური ისტორია, სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის დროს. ისტორია მოგვითხრობს გრეგ მარინოვიჩის, კევინ კარტერის, კენ ოსტერბოეკის და ჟოაო სილვას არნახული სიმამაცის შესახებ. ფოტოჟურნალისტები ყველაფერზე მიდიან, რათა სანუკვარი კადრები გადაიღონ.
მთავარი გმირები, გიო (ლევან დობორჯგინიძე) და გოგლიკო (მიხეილ მესხი) მეგობრის თხოვნით მიემგზავრებიან აზერბაიჯანში, საქართველოში ნარკოტიკების ჩამოსატანად. გზად ყველაფერი იბნევა და ისინი აღმოჩნდებიან სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ეპიცენტრში. დაჭრილი გოგლიკო რჩება აზერბაიჯანელებთან, ხოლო გიო გადადის სომხების მხარეს...
ფილმის მთავარი გმირი კარა წლებია დედასთანაა ნაჩხუბარი. დედას დიდი ხანია შერიგება სურს, მაგრამ კარა წინააღმდეგია. როდესაც იგი ჩიკაგოში სამსახურს დაკარგავს გადაწყვეტს, რომ ეს სწორედ ის დროა, როდესაც შინ უნდა დაბრუნდეს და დედასთან ურთიერთობა აღადგინოს...
გჯერათ თუ არა, მაგრამ სტივ ჯობსს არაფერი გამოუგონია. ის არც ინჟინერი და არც მეცნიერი არ ყოფილა. მაგრამ მის გარეშე ჩვენ არასოდეს ვნახავდით Macintosh ან iMac-ს. არავინ არ მოუსმინენდა მუსიკას iPod-ით, არ დარეკავდა iPhone-ით და არ იხეტიალებდა ქსელში iPad-ით. ყოველი ახალი პროდუქტი მან წარადგინა როგორც ნაბიჯი მომავალისკენ და ამას წარმოუდგენლად მოხდენილად აკეთებდა. ჯობსი სავსე იყო პარადოქსებით: მეოცნებე, ქმედითი, ქარიზმატული ბოსი და ამავე დროს ავტორიტარული, დაუნდობელი კაცი სიდიდის მანიით. ის საკუთარ თავს პოზიცირებდა ჩვენი დროის მსოფლიოს უდიდესი კულტურულ და პოლიტიკურ ლიდერებს შორის. ფილმი ცდილობს პასუხი გასცეს კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა თვითნასწავლმა საკუთარი მნიშვნელობის გამწვავებული გრძნობით შეექმნა თანამედროვეობის უმსხვილესი კომპანია?...
ფილმში აღწერილია პატარა ჩარლის ისტორია.მისი ოცნებაა მამასთან მიჩიგანში გაქცევა.შინ დაბრუნებისას ჩარლი ორ ირემს დაინახავს ,ერთი მძიმეთ დაჭრილი იყო და ჩარლი მის დახმარებას ცდილობს...
1960–იანი წლების კომედია. ამ წლებში იტალიაში ყველა ოცნებობდა სწრაფ გამდიდრებაზე. ალბერტო სორდი თამაშობს ფსევდო–ბიზნესმენს, რომელიც აკმაყოფილებს სიმდიდრის მოყვარული ცოლის ყველა სურვილს და ვარდება საშინელ ვალებში. სასოწარკვეთილი ის თანხმდება დიდი თანხის საფასურად გაყიდოს საკუთარი სხეულის ნაწილი...
დარტანიანი ინგლისიდან დაბრუნდა და დედოფლისთვის შეტყობინება მოაქვს. ბუკინგემმა განაცხადა, რომ ის მზადაა საფრანგეთს შეუტიოს. დარტანიანს აპატიმრებენ და ციხეში სვამენ, მუშკეტერები ფიქრობენ გაწირონ თუ არა მეგობარი...
ახალგაზრდა, დამწყები მომღერალი ქალი ნიუ-იორკში ნახევარძმასთან სტუმრად მემგზავრება. იქ ჩასული აღმოაჩენს, რომ მისი ძმა ბროდვეის ცნობილ კომპოზიტორთან მუშაობს მსახურად. სასიყვარული ინტრიგა მის ცხოვრებას მთლიანად ცვლის და კარიერის გაკეთებაში ეხმარება...
იმისთვის, რომ საუკეთესო მეგობარი ქორწილისგან იხსნას, ის ყველაფერზეა თანახმა - დაწვას ბინა, დაკარგოს სამსახური, მოკვდეს კიდეც. მაგრამ უნდა ეს ყველაფერი მის მეგობარს?...
ახალი წლის ღამე ყოველთვის სავსეა საოცარი სიურპრიზებით. ჩვენი დროის სასწაულები კი, ხშირად ტექნიკური პროგრესის ხარჯზე ხდება. მაგრამ ამაში თოვლის ბაბუას ხელიც ურევია, რომელიც შეიძლება ”ოცნების ტელეფონის” ჩვეულებრივი გამყიდველიც აღმოჩნდეს. ანდრეიმ ახალი ტელეფონი იყიდა და ახალ წელს უცხო ნომერი აკრიფა, რათა უცხო ადამიანისთვის მიელოცა ახალი წელი! მეგობრებს ასეთი ტრადიცია ქონდათ. ასე დაურეკა მან ალიონას, რომელიც სხვა დროში აღმოჩნდა. მასთან ახლა 2009 კი არა, 2008 წელი დგებოდა...
ძველ პარიზის სახლში ავსტრალიელი ულამაზესი ახალგაზრდა მსახიობი ჩასახლდება. სარას თავისუფალი მოქცევები სახლის ბინადრებს აღიზიანებს: მას მოყავს სახლში თავისი საყვარლები და არასოდეს კეტავს შემოსასვლელ კარს. და მხოლოდ სარას მეზობელმა, მოხუცებულმა ჩინელმა ზაომ იცის, რომ სარა ძალიან უბედურია, იმდენად, რომ მზადაა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. მოხიბლული თავისი ახალი ნაცნობის სასოწარკვეთილებით და ვნებით, მესიე ზაო შესთავაზებს მას უნიკალურ წამალს მოწყენილობისგან: მაგიურ ჩინურ კერძს და მეგობრულ ყურადღებას. ცოტა ხანში კი ის სარას კერპად აქცევს, საიდუმლო და სახიფათო...
ჰოლანდიის ახალგაზრდა მოცეკვავეთა ხუთი საუკეთესო ჯგუფი ნიუ-იორკში საერთაშორისო კონკურსზე გასაფრენად ემზადება. თუმცა აფრენამდე საათით ადრე პროექტს დაფინანსებას შეუწყვეტენ და გადადებენ.ამის შემდეგ ხუთი სასოწარკვეთილი მოცეკვავე ამერიკაში დამოუკიდებლად გამგზავრებას გადაწყვეტს. ისინი ფაქტობრივად არ იცნობენ ერთმანეთს.მათ ცარიელი ჯიბეები და მცირე გამოცდილება აქვთ. მათ მხოლოდ აშშ-ს უფასო ავიაბილეთები და გამარჯვების სურვილი აქვთ. გამოსავალი ერთია-ჩამოაყალიბონ საკუთარი ჯგუფი და კონკურსისთვის ერთად მოემზადონ,მაგრამ გადამწვეტ გამოსვლამდე მათ ნიუ-იორკში მთელი ორი კვირის განმავლობაში უფულოდ მოუწევთ ყოფნა...
ეს არის ფილმი რომელშიც ორი ახალგაზრდა ინდოელი გოგო და ამერიკელი ბიჭი ერთმანეთს შეხვდებიან და შეუყვარდებათ კიდეც ერთმანებთი,ამის მერე ბიჯი ჩავა ინდოეთში რათა გოგო კვლავ ნახოს,მაგრამ აქ სხვა პრობლემებს წააწყდება,ეს გოგო არის დანიშნული თავისივე ეროვნების ერთ მდიდარ და ამბიციურ პროდიუსერზე,რომელიც ასევე ძალიან ეჭვიანია... მოკლედ ძალიან საინტერესო სასიყვარული თავგადასავალია ასე რომ გადაწერეთ არ ინანებთ,თან ადვილად გასაგებია იმიტომ რომ ქართულ ენაზეა...
წარსულში ცნობილი მხატვარი, ფრენჰოფერი განმარტოებით ცხოვრობს საფრანგეთის სამხრეთში მდებარე პატარა სოფელში. ერთხელ მის მოსანახულებლად ახალგაზრდა კოლეგა ჩამოდის, რომელსაც თან ახლავს მშვენიერი მეგობარი ქალი - მარიანა. გოგონას დანახვისთანავე, ფრენჰოფერი გადაწყვიტავს დიდი ხნის მიტოვებული ნახატი დაასრულოს...
ბიჟენერ გვიდო იგონებს განსაკუთრებულად მყარ შუშას, რომელიც აძლევს მშვიდი ძილის საშუალებას იუველური მაღაზიების მფლობელებს. მაგრამ ეს გამოგონება ძალიან არმოსწონთ ქურდებს, და ისინი აგზავნიან ულამაზეს ქალს რომ შეიტყუონ გამომგონებელი საკუთარ რიგებში...
ფილმის მთავარი გმირი, უკვე ასაკში შესული ფილანტროპია, ის მიზნად ისახავს ახალდაქორწინებული წყვილის ურთიერთობა დაალაგოს და უხეშად ერევა ახალგაზრდა წყვილის პირად ცხოვრებაში...
ნენსი დრიუ, დეტექტივების მოყვარული ახალგაზრდა გოგონა, თავის მამასთან ერთად მიემგზავრება ლოს-ანჟელესში, სადაც გაუხსნელი დანაშაულის იდუმალი მოვლენების რიგში ჩათრეული ხდება, რომელიც ლამაზმანი-კინივარსკვლავის სიკვდილს უკავშირდება...
ინტერპოლის აგენტს ენიჭება სამიზნე აღმოსავლეთ ევროპის რაზმთან ერთად იარაღით და სხვა აკრძალული ნივთებით ვაჭრობის წინააღმდეგ მთელს ბალკანეთში. ერთ-ერთი შეტაკების დროს მისი რაზმელის სიკვდილი სიტუაციას ამძაფრებს...
ტომი და ჯერი ასაკში შესული წყვილია. დასვენების დღეებს ისინი ატარებენ თავინთ შვილებთან ერთად. ფილმში ვიხილავთ: სიყვარულს, სითბოს, იმედს, სასოწარკვეთილებას, ურთიერთობას, მარტოობას, დაბადებას, სიკვდილს, გაზაფხულს, ზაფხულს, შემოდგომას, ზამთარს მოკლედ ადამიანების ცხოვრებას....
დიდი ქალაქიდან პატარაში გადასული პატარა ბენი შობის დღესასწაულზე მოწყენილია: მამა დაკარგა სამსახური, დედა დაკავებულია საკუთარი საკონდიტრო მაღაზიის გახსნით, ხოლო ახალ სკოლაში ის განსაკუთრებით არ მოწონთ. ერთხელაც ელჭექის დროს ციდან ვარდება სანტა-კლაუსი და ბენის ცხოვრება მთლიანად შეიცვლება…
კომედია სამი მეგობარი გოგონას თავგადასავლების შესახებ. ისინი უკვე 15 წლისები არიან და მათ ცხოვრებაში პირველი სიყვარული შემოდის... და ყველაფერთან ერთად პირველი პრობლემებიც მოაქვს, რაც ამ ასაკში გრანდიოზულად გეჩვენება...
ფილმი მოგვითხრობს წარსუშლი არ შემდგარ წყვირზე, რომლებიც შემთხვევით ისეგ გადაივკეთა და განაახლებენ ურთიერთობას, პროცესში მოუწევთ ყველა ბარიერის გადალახვა, რომელიც ურთიერთობის ფორმირებას აფერხებს...
ახალგაზდა და უჩვეულოდ ნიჭიერი მოცეკვავეს, იულია ალჩანსკაიას გაუმართლებს, მას შეამჩნევს და დიდ სცენაზე წარმატებას უწინასწარმეტყველებს ყოფილი ბალეტის არტისტი მატოცკი. მაგრამ იმისათვის რომ ბრლიანტი გახდეს, საუკეთესო ალმასსაც კი სჭირდება დამუშავება. ფილმი მოგვითხრობს გზაზე , რომლის გავლახ ახალგაზრდა მოცეკვავეს მოუწია პრიმა მოცეკვავეობამდე...
მედი და კოული ახლო მეგობრები იყვნენ უმაღლეს სკოლაში გადასვლამდე. სკოლაში მედი უფრო პოპულარი გოგო გახდა, რამაც მედისა და კოულს შორის ბზარი გააჩინა. როდესაც კოული მოიწყენს იგი მედის შეურიგდება და გადაწყვეტენ ერთად მოუღონ ბოლო ბრძოლას გოგონებს შორის პოპულარობის მოსაპოვებლად...
ის ახალგაზრდა ბიჭია ამბიციების გარეშე, რომელიც მუდმივად ხვდება უცნაური უცხო (ბოროტ) პატიმრობის სერიებში. როცა მას შეუყვარდება შესანიშნავი გოგონა საიდუმლო წარსულით, ის მიდის მოგზაურობაში, რომლის დასასრულსაც ხვდება, რომ გაიზარდო - ეს სულაც არ არის...
კონკიას მშობლები დიდი ხანია დაიღუპნენ.ის დედინაცვალთან ცხოვრობს .რთულ ცხოვრებაზე ლაპარაკი მას მარტო მშობლების საფლავზე შეუძლია.მის ცხოვრებაში გამოჩნდება ახალგაზრდა პრინცი რომელიც დაიცავს და მოუტანს ბედნიერებას...
ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ორ უახლოვეს მეგობარზე .სოფის მეგობარი შება ცირკის სპილოა.პრობლემების გამო სპილო გაყიდეს.სოფი ვერ შეეგუა ამ ამბავს და გაემგზავრა მეგობრის დასაბრუნებლად...
მიშა, რუსეთის პრეზიდენტის განცახდების შემდეგ, რომლის თანახმადაც კომპანიებში დასაქმებულთა ორი პროცენტი უნარშეზღუდული უნდა იყოს, გადაწყვეტს ეტლში ჩაჯდეს და გასაუბრებაზე ისე წავიდეს...
ცნობილი დირიჟორი მიემგზავრება იერუსალიმში ორკესტრთან ერთად. კონცერტის წინა დღეს იგი მიიღებს შეტყობინებას მისი ვაჟის სუიციდის შესახებ, რომელიც ისრაელში ცხოვრობდა. ამ რამოდენიმე დღეში იგი გადააფასებს მის ცხოვრებასა და ქმედებებს...
პატარძლები - ასე მოიხსენიებენ ციხეში, პატიმარ ქმრებთან, ხელის მოსაწერად მისულ ქალებს. მათ უმეტესობას ცხოვრების ნახევარი აქვთ ერთად გატარებული, მაგრამ ეს ფორმალობა გამორჩენიათ. ხელის მოწერა ქმრის ნახვის ერთადერთი საშუალებაა...
მოქმედება აფრიკის ერთ-ერთი ქვეყანაში მიმდინარეობს, რომელიც ამბოხებებმა მოიცვა. ფრანგი მარია უარს აცხადებს შვილთან ერთად სამშობლოში დაბრუნებაზე და თავის ყავის პლანტაციებში რჩება. მაგრამ მის ყოფილ ქმარს თავისი გეგმები აქვს...
ეს ფილმი არის ქართველ დიდებულ მხატვარ ნიკო ფიროსმანაშვილზე (1862-1918) უცნობი თვითნასწავლი მხატვარი ხეტიალობდა ქალაქის ქუჩებში და ხატავდა მის ნახატებს, ადგილობრივი ხალხი მას იცნობს როგორც ნიკოლა ფიროსმანს, რომ ის იყო კეთილი ადამიანი, მაგრამ არავინ იღებდა მის ნახატებს სერიოზულად, რომ ეყიდათ ისინი. ნიკოლა ხსნის საჭმლის მაღაზიას და ცოტახანში გაკოტრდება კიდეც, ის ფასდაკლებით ყიდდა კარაქსა და ყველს მათთვის ვისაც არ ქონდა ფული. იგი უკვე სერიოზულად იყო ავად მან დახატა მისი ბოლო ნახატი, რომელიც გაჟღენთილი იყო სინათლით და სიყვარულით...
ლუსინდა შეყვარებულის გარდაცვალების შემდეგ რთულად აღსაზრდელი მოზარდების სკოლაში მოხვდება. იქ იგი სიმპატიურ და იდუმალებითმოცულ დანიელს შეხვდება. გოგონა მიზნად დაისახავს გაარკვიოს რა უდევს მას გულში...
ფრენი ბრუნდება სახლში, როდესაც მისი ძმა უბედური შემთხვევის შედეგად კომაში ჩავარდება. ფრენი მუსიკოსია, მისი ფავორიტი შემშრულებელი ჯეიმს ფორესტერია, რომელთან ერთადაც ის ბრუკლინში სცენაზე გამოდის. მალე მათ შორის რომანტიკული ურთიერთობა იწყება...
ერნესტ ჰემინგუეის ნოველის ეკრანიზაცია. უკვე ოთხმოცდაოთხი დღეა რაც მოხუცი მეთევზე ზღვაში გადის და უკან ნადავლის გარეშე ბრუნდება. ის ძალიან ღარიბი და მარტოხელაა. მოხუცის ერთადერთი მეგობარი პატარა ბიჭია მეთევზეთა დასახლებიდან, რომელიც ბადის აკეცვაში ეხმარება და განიცდის მის წარუმატებლობას. დილაადრიან სანტიაგო კვლავ მიეშურება ზღვაში, წყალში სატყუარას უშვებს და ნელა მიჰყვება დინებას. მოულოდნელად ანკესი იჭიმება და რაღაც უშველებელი ძალა ქაჩავს ქვემოთ... ასე იწყება სანტიაგოს და უშველებელი თევზის დრამატული ორთაბრძოლა...
ნებისმიერი ადამიანი სიყვარულის ღირსია. ყველაზე უმაქნისო და წარუმატებელიც. ბაკალეიშიკის დამხმარეს ნორმანს ძალიან უნდოდა ყვარებდა და ვინმესთვის საყვარელი პიროვნება ყოფილიყო, მაგრამ... მეორე პუნქტში მას აშკარად არ გაუმართლა. სასოწარკვეთილებისგან ის მისი აღმატებულების სამხედრო–საზღვაო ფლოტში წავა სამსახუროდ. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო ამბები...