კოლინი მოუთმენლად ელის იმ დროს, როდესაც დასრულდება მისი გამოსასწორებელი სამუშაოები და დაუბრუნდება მშვიდ ოჯახურ ცხოვრებას. იგი ცდილობს გამოასწოროს მისი მეგობარი, რომელსაც დაუფიქრებელი საქციელის გამო ხშირად აქვს პრობლემები კანონთან. მაგრამ თავისუფლებამდე ერთი დღით ადრე კოლინი ხდება თვითმხილველი, თუ როგორ მოკლა პოლიციელმა უდანაშაულო აფროამერიკელი...
მას შემდეგ, რაც ბააბას ბავშვობის მეგობარს ნარკოდილერები მოუკლავენ, ის მაიამიში გადადის საცხოვრებლად, რათა ადგილობრივ ოფიცრებთან ერთად კრიმინალს ებრძოლოს...
თოვლის გამწმენდი სატვირთოს მძღოლი იწყებს შურისძიებას ნარკო დილერებზე, რომლებმაც მისი აზრით შვილი მოუკლეს. სიუჟეტი დაფუძნებულია 2014 წლის ნორვეგიულ ფილმზე სახელად "გაუჩინარების შემთხვევაში"...
სამი თინეიჯერი სექსუალურ ინტერნეტ-შემოთავაზებას პასუხობს, მაგრამ მათი ფანტაზიები მთავრდება, როდესაც გონების დაკარგვის შემდეგ გამოფხიზლებულები ხვდებიან, რომ რელიგიური ფანატიკოსების ტყვეები არიან...
დეტექტივი ახალგაზრდა გოგონების სერიული გაუპატიურებებისა და მკვლელობების საქმეს იძიებს. მას არ აქვს სუფთა წარსული, მაგრამ ახლა ცდილობს სამაგალითო მეოჯახე იყოს. გამოძიება მას არასწორ ადგილას მიიყვანს და იგი ხვდება, რომ მის ინფრომატორებს სხვა მიზნები აქვთ...
თვითმფრინავის ავარიის შემდეგ არქტიკაში ჩარჩენილი შუახნის მამაკაცი დილემის წინაშე დგას - ან დარჩეს თავის კარავში უსაფრთხოდ არაფრის მოლოდინში, ან შეუდგეს სახიფათო მოგზაურობას, რათა სიცოცხლე გადაირჩინოს...
ფილმი მოგვითხრობს ჰიკაფსა და მის ახალგაზრდა მეგობრებზე, რომლებიც თავიანთ მენტორსა და დამრიგებელს, გობერს, ლეგენდარული დრაკონის მოძებნასა და მოკვლაში ეხმარებიან. ესაა დამატებითი სერია ფილმისა „ „როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი“.
ახლო მომავალი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ გიგანტურ მეგაპოლისებში, რომლებიც თითქმის არ გადიან გარეუბნებში და არ ინტერესდებიან პრაქტიკულად არაფრით. არსებობს გამონაკლისი: თხუთმეტი წლის სარას არ შეუძლია შეეგუოს რუტინულ მექანიკურ გარემოებას. ადგილის ძიება ის მიყავს ლირიკოსთან, ვისგანაც იგი იგებს, რომ მისი რეალობა - ერთადერთი არაა. ასე იწყება სარას სახიფათო თავგადასავლები…
ფილმი მოგვითხრობს დედაზე, რომელიც ძალიან არის შეწუხებული თავისი ვაჟის მდგომარეობით. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვი არაადექვატურად იქცევა, დედა ფიქრობს, რომ მასზე ზებუნებრივი ძალები ახდენენ ზემოქმედებას...
როუზი ტელეპროდიუსერად მუშაობს და ახალგაზრდა ლამაზმანების გარემოცვაში სულ უფრო ნერვიულობს თავის ასაკის და წარუმატებელი ქორწინების გამო. მაგრამ მის ცხოვრებაში საოცრება ხდება, ის შეხვდება მამაკაცს, რომელის საკმაოდ პატარა ასაკის მიუხედავად, დაეხმარება მას არა მარტო ახალი გრძნობის აღმოჩენაში, არამედ თავდაჯერებულობის მოპოვებაშიც. ადამი, მიმზიდველი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ქალის ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის. ამ დროს როუზის ქალიშვილს თავისი პირველი სიყვარული ეწვევა.
ახალგაზრდა მეოცნებე გოგონა და მისი უცნაური მეგობარი ჯადოსნურ ცისფერ ზიზილებს და უძველეს სიმღერას გამოიყენებენ ყინულის დრაკონისგან სამყაროს გადასარჩენად...
ფილმი მოგვითხრობს 90 წლის კორეის ომგამოვლილ ვეტერანზე, რომელიც 3 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინის გადატანას ცდილობს ილინოისის გავლით - მექსიკელი ნარკოდილერისთვის...
იმ დროს, როდესაც ჯოანს სუპერმარკეტში მუშაობა უწევს, დანარჩენები თავგადასავლებში არიან ჩაფლულნი: კასანდრას ნიუ-იორკისკენ აქვს გეზი, ის ინტერნეტში გაცნობილ მეგობარს უნდა შეხვდებს, კერისი ქალთა უფლებებისათვის იბრძვის, შენონი კი მამასთან შესახვედრად მიდის. მაგრამ ბედი მათ ერთმანეთს ახვედრებს...
მოზარდი ფერადკანიანი გოგონა სახელად სტარი, ორი ცხოვრებით ცხოვრობს. მისი სახლი მდებარეობს საშიშ ღარიბ უბანში, სკოლა კი უზრუნველ თეთრკანიანთა საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. ორ სამყაროს შორის განსხვავება კიდევ უფრო აშკარა ხდება, როდესაც პოლიციელი - მის შეუიარაღებელ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილ მეგობარს მოკლავს, თვითონ კი ამ ამბის ერთადერთი მოწმე გახდება...
ჰიკკაპო ოცნებას აიხდენს და მშვიდობიან დრაკონს შექმნის, ეს აღმოჩენა ბევრ პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ როდესაც ჰიკკაპოსა და მის სოფელს საფრთხე შეექმნებათ, დრაკონსაც და მის მხედარსაც ურთულესი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ საკუთარი რასის გადასარჩენად...
როდესაც კოლეჯის დამამთავრებელი კურსის ბეჯითი მოსწავლე იღებს მცდარ გადაწყვეტილებას და უხვევს არასწორ შესახვევში, მისი მოგზაურობა კენტუკის გარეუბანში გადაიქცევა სიცოცხლისთვის ბრძოლაში...
როდესაც 12 წლის ჯონასის დედა სახლიდან მიდის, იგი ხდება ოჯახის უფროსი და მისი და-ძმის არაოფიციალური მეურვე. როდესაც ფული და საკვები გაუთავდებათ, ისინი საკუთარ სამყაროს მოიწყობენ. მათი სახლი მწერების და მისტიკის ბუდედ გადაიქცევა - ისინი მწერებს მოიშინაურებენ. მხოლოდ უსახლკარო ახალგაზრდა კაცთან მეგობრობა აძლევს ჯონას, მოზარდთა სამყაროში გადარჩენის იმედს...
ბიძია ფესტერის დაკარგვის შემდეგ 25 წელია გასული. მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი ბოროტმა ექიმმა გამოარკვია, ადამსების ფულის ხელში ჩასაგდებად, მათ ყალბი ფესტერი წარუდგინა. ახალგაზრდა ქალიშვილს უჩნდება ეჭვები ახალ ფესტერთან დაკავშირებით, მაგრამ ყალბი ბიძა კარგად ეგუება უცხო ოჯახს. შეძლებს კი, ექიმი, მისი ბოროტი გეგმის ბოლომდე მიყვანას და ადამსების ქონების ხელში ჩაგდებას?
მალე ლურჯი მოსავლის მთვარე ამოდის, რაც ფერიებს საშუალებას აძლევს ძვირფასი მთვარის ქვის მეშვეობით, აღადგინონ პიქსის მტვერის ხე – ჯადოქრობის საწყისი. როდესაც თინკერ ბელი შემთხვევით მთელ პიქსი ჰოლოუს საფრთხის წინაშე დააყენებს, მან უნდა გადალახოს ზღვა საიდუმლო მისიის შესასრულებლად და ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნოს.
მოვლენები ვითარდება სამი ძმის გარშემო, რომლებსაც ყოველთვის უყვარდა კონფლიქტები და კარგი ჩხუბი. მათ დაიქირავებენ გატაცებული ინვალიდი ბიჭის, ბებიასთან დასაბრუნებლად...
მრავალი წლის წინ ამ სახლში მოხდა ტრაგედია: ქმარმა მოკლა თავისი ცოლი, ხოლო მათი შვიდი წლის ბიჭის ტოშიოს ბედი უცნობია, ბიჭი გაქრა. მოკლულმა უბედურმა ქალმა დაწყევლა მკვლელი და ის ადგილი, სადაც ის შეხვდა სიკვდილს.
ტეხასელი სამართალდამცავი ფრედ ჰეიმერი იღებს დავალებას - გამოიჭიროს და გაანეიტრალოს ბანკების საშიში მძარცველები. მეწყვილესთან - მენი გოლტომთან ერთად, იგი ხელმძღვანელობს ოპერაციას ახალგაზრდა, მოუხელთებელი დამმნაშავე წყვილის, ბონისა და კლაიდის წინააღმდეგ...
გამოცდილ პოლიციელს და მის ახალგაზრდა ფეთქებად პარტნიორს მედიაში გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც ისინი ფიზიკურად ძალადობენ, სამსახურიდან დაითხოვენ. გამწარებულები, რადგანაც არც ფული აქვთ და არც სამსახური, კრიმინალურ სამყაროს მიაკითხავენ, რათა თავისი „ „კუთვნილი“ აიღონ, თუმცა სანაცვლოდ იმაზე ბევრად მეტს „ „მიიღებენ“, ვიდრე მოელიან...
The Justice League faces a powerful new threat — the Fatal Five! Superman, Batman and Wonder Woman seek answers as the time-traveling trio of Mano, Persuader and Tharok terrorize Metropolis in search of budding Green Lantern, Jessica Cruz. With her unwilling help, they aim to free remaining Fatal Five members Emerald Empress and Validus to carry out their sinister plan. But the Justice League has also discovered an ally from another time in the peculiar Star Boy — brimming with volatile power, could he be the key to thwarting the Fatal Five? An epic battle against ultimate evil awaits!
ხუთი ყოფილი სპეცრაზმელი სამხრეთ ამერიკის ნაკლებად დასახლებულ ზონაში სარისკო ძარცვას დაგეგმავენ. სპეცრაზმელები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ რეგიონის კრიმინალისგან გაწმენდას, მაგრამ უშედეგოდ. გმირები დაიღალნენ, თუ როგორ ამაოდ იღუპებიან მათი კოლეგები, და ამიტომ ადგილობრივი ნარკობარონის გაძარცვას გადაწყვეტენ...
ამერიკის ერთი პატარა ქალაქის ბაპტისტი მღვდლის ოჯახი გაიგებს, რომ მათი 19 წლის ვაჟი, ჯარედი - ჰომოსექსუალია. ჯარედს ულტიმატუმს წაუყენებენ: ან გეი კონვერტაციის თერაპიის პროგრამაში ჩაერთვება, ან სამუდამოდ გასახლებული და მოკვეთილ იქნება ოჯახიდან და გარიყული მეგობრებისგან...
თავდაცვის აგენტი დევიდ დანი ზებუნებრივ შესაძლებლობებს იყენებს, რათა კევინ ვენდელ კრამბის ადგილსამყოფელი დაადგინოს. ადამიანის, რომელშიც 24 სხვადასხვა პიროვნება ცხოვრობს...
რიგითი პოლიციელი, რომელიც ჩვეულებრივ ღამის ცვლაში მუშაობს, ქალაქის საავადმყოფოს მორგში, პირისპირ რჩება ერთ-ერთი ბოროტმლქმედის ცხედრის უცნაური ამბების წინაშე...
მარტოხელა სემი იდუმალ, ლამაზ ქალს ხვდება, რომელიც მის შენობაში განთავსებულ აუზში ცურავს. მეორე დილით, როდესაც ქალი მოულოდნელად უჩინარდება, სემი ლოს ანჟელესში მიემართება, რათა ფარდა ახადოს გაუჩინარების მიღმა დამალულ საიდუმლოს, ძიების პროცესში კი სკანდალითა და შეთქმულებით გარემოცულ სამყაროში უფრო და უფრო ეფლობა...
მატიასი ახალ ნოუთბუქს იყიდის, რომელშიც საიდუმლო ფაილებს აღმოაჩენს. საერთო ვიდეო საუბრისას იგი ამ ამბავს მეგობრებს უზიარებს, ამ დროს კი მათ ვიღაც უცნობი ერთვება საუბარში...
ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი – მელოდი, ქალთევზა არიელისა და პრინც ერიკის შვილია. მშობლები ძალიან ცდილობდნენ პატარა გოგონა ოკეანის უსიამოვნებებისგან ეხსნათ, თუმცა, არაფერი გამოუვიდათ. პატარა ქალთევზა ზღვაში გაიქცა და ბოროტი გრძნეულის, ურსულას, დას - მორგანს გადაეყარა...
ფილმის ეპიცენტრშია ექვსი ერთმანეთისთვის უცნობი პიროვნება, რომლებიც სასიკვდილო ოთახების ლაბირინთში აღმოჩნდებიან. იმისთვის, რომ გადარჩნენ მათ გამჭრიახობისა და ნებისყოფის გამოყენება მოუწევთ...
რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც წესით ვერასოდეს შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთი პარალიზებული არისტოკრატია, რომელიც უბედური შემთხვევის დროს დაშავდა და მეორე, მისი მომვლელი ახალგაზრდა მამაკაცი...
არტურ ქიური აღმოაჩენს, რომ ის ატლანტის წყალქვეშა სამეფოს მემკვიდრეა, რომელიც თავის ხალხს წინ უნდა გაუძღვეს და გახდეს ის გმირი, რომელიც სამყაროს ასე ძალიან სჭირდება...
1987 წელი. მდევრისგან თავდასაცავად ბამბლი, კალიფორნიის შტატის - პატარა ქალაქის, ავტომობილების სასაფლოზე იმალება, სწორედ იქ ცხოვრობს გოგონა ჩარლი. მას მალე 18 წელი შეუსრულდება. ის ცდილობს საკუთარი თავის დამკვიდრებას ამ ქვეყანაზე. სწორედ იგი იპოვნის დამტვრეულ ბამბლის და მოიყვანს გონზე. გოგონა მიხვდება, რომ ეს პატარა ყვითელი ფოლცვაგენი ხოჭო უბრალო მანქანა არ არის...
სათევზაო გემის კაპიტანს საკუთარი იდუმალი წარსული თავს ახსენებს მაშინ, როცა ყოფილი ცოლი მის ცხოვრებაში შეჭრას ისევ ცდილობს და თავს იმართლებს იმით, რომ დახმარება სჭირდება. ქალი მას აბამს ახალ რეალობაში, რომელშიც ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს...
სიცოცხლის წრე გრძელდება სიმბასთვის, ახლა ის მეფეა. სიმბას და ნალას ქალიშვილი კიარა მამასავით ინტერესიანია. მას მოეწონება კოვუ, სიმბას მოსისხლე მტრის ზირას ვაჟი. შეძლებს კი კოვუ პრინცესას გულის მოგებას?
წყვილის ერთი უხერხული პაემანი შობის წინა საღამოს თეატრალურ წარმოდგენაზე დასწრებით დასრულდება. თეატრში უცნაურ და საშიშ საშობაო ისტორიებს წარმოადგენენ, რომლის მონაწილენიც ყველანაირად ცდილობენ დღესასწაულზე დატრიალებული საშინელებები აიროდონ. ამ დღესასწაულებზე ბევრი რამის უნდა გეშინოდეს - მოსაწყენი წვეულებებიდან დაწყებული და შურისმაძიებელი მდევრებისა თუ უკვდავი დემონებით დამთავრებული...
კრიმინალური სინდიკატი, ელიტარული მკვლელების დაჯგუფებას მილიარდერის ქალიშვილის მკვლელობას შეუკვეთავს. მკვლელების პატარა ნაკლებად ცნობილი ბანდა კი მას მფარველობს და ყოველ ღონეს ხმარობს, რომ დაქირავებულებმა თავიანთ სამიზნეს ვერ მიაკვლიონ...
ტონი ლიპს დაიქირავებენ პიანისტ დონ შირლის სატარებლად - ამერიკის უკიდურეს სამხრეთში დაგეგმილი ტურის მანძილზე. ეს ის პერიოდია, როდესაც აფრო-ამერიკელები აიძულეს ალტერნატიული საცხოვრებელი მოენახათ გზამკვლევის - THE NEGRO MOTORIST GREEN BOOK- „ „ზანგი ავტომობილისტების მწვანე წიგნი“ - მიხედვით სეგრეგაციის შესახებ გამოცემული კანონების გამო, რომელიც მეისონ - დიქსონის სასაზღვრო ხაზს ქვემოთ ვრცელდებოდა...
ერიკ ფლინის ქრონიკა ადრეული ჰოლივუდის, ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს ზღვის თავგადასავლებზე. მის ეკიპაჟში არიან: მისი საუკეთესო მეგობარი, რისკიანი და კარგი ინტუიციის მქონე ახალგაზრდა რექსი, დიუკი, ჯენტლმენი კემბრიჯიდან და ჩარლი, წარსულში ნავის მფლობელი, ასაკოვანი და დეპრესიული მამაკაცი. ფლინი და მისი ეკიპაჟი გადააწყდებიან ულამაზეს ქალწულებს, მიწისქვეშა კრივის კლუბებს, პოლიციის რეიდებს, ბარის ჩხუბებს, სანამ იძულებულნი არიან თავის გადასარჩენად დაკავდნენ ოპიუმის კონტრაბანდით...