ჰონკონგის პოლიციელი ედი იანგი საიდუმლოებით მოცულ მედალიონს პოულობს, რომლის დახმარებით ის გადაიქცევა დაუმარცხებელ მებრძოლად ზეადამიანური ნიჭით. მისთვის ამ ძველებურ სამკაულის წართმევას ცდილობენ ძველი ორდენის წევრები...
პოლარული თოვლის დადნობის შემდეგ დედამიწა წყლით დაიტბორა. ფილმში ნაჩვენებია თუ როგორ ცდილობს თავის გადარჩენას ხალხი, რომლებიც ფაქტიურად წყალზე ცხოვრობენ. ყველას ვისაც უნდა, რომ თავი გადაირჩინოს უნდა მოძებნოს კუნძული, რომელზეც ლამაზი ქალი და მისი გოგონა ცხოვრობენ...
ქარხნის მუშა ჯერის პარანოიდული მიდრეკილებები აქვს და ხმები ჩაესმის. ის შემთხვევით თავისი კოლეგის სიკდვილის მიზეზი ხდება, მისი ბოროტი კატა და კეთილი ძაღლი კი მის დახმარებას ცდილობენ.
მშობლები გადაწყვეტენ,რომ თავიანთი ოთხი შვილი გაუშვან სოფელში ოჯახის მეგობართან.ბავშვები იქ აღმოაჩენენ კარადას რისი მეშვეობითაც ისენი ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდებიან.მაგრამ ყველაფერი ისე კარგად არ მთავრდება როგორც მათ წარმოედგინათ.ჯადოსნურ ქვეყანას ბოროტი ჯადოქარი ბატონობს.ბავშვებმა კი უნდა შეძლონ და დაამარცხონ ჯადოქარი...
ულამაზესი პრინცესა გიზელა, ბოროტმა დედოფალმა თავისი მუსიკალური, სიცოცხლით სავსე ქვეყნიდან თანამედროვე მანჰეტენის ქუჩებში გადაასახლა. ახალი უცნაური გარემოთი შოკირებულს და ამ ახალ ქაოსურ სამყაროში ბედს მინდობილს, მხოლოდ მაგია თუ უშველის...
სამეცნიერო ფანტასტიკური ზღაპარი უცხოპლანეტელის შესახებ, რომელიც დედამიწაზე დატოვეს, პატარა ბიჭუნამ იპოვნა და დაიმეგობრა. სტივენ სპილბერგის ეს გულისამაჩუყებელი ფანტასტიკა კომერციულად ყველა დროის ერთერთი ყველაზე წარმატებული ფილმია...
მატილდა - განსაკუთრებული გოგონაა. მას არაჩვეულებრივი უნარი აქვს, შეუძლია მრავალნიშნა ციფრების გამრავლება და გაყოფა, მზერით საგნების გადაადგილება და კიდევ ბევრი საოცარი რამ. მის მშობლებს არ აინტერესებთ გოგონას ეს ზებუნებრივი უნარი , ისინი მის მიმართ გულგრილნი არიან და საერთოდ არ აინტერესებთ თუ როგორ ცხოვრობს მათი შვილი. ერთადერთი რააც მათ სურთ ეს მატილდას მოცილებაა...
უამრავი წლის წინ პატარა ბავშვი სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალა და მასთან ერთად შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. საცოდავი პატარა ელფების შორის აღმოჩნდა, სადაც ერთერთი მათგანი მას იშვილებს. მას ახალ სახსლს მისცემენ, დღეიდან მას ბადი ჰქვია. წლების შემდეგ ის ეცდება ელფების და პიგმეების ჯადოსნურ სამყაროში გამყარებას და წინ წაწევას. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – ის ზედმეტად მაღალი და შესამჩნევია, იმისათვის, რომ ნამდვილი ელფი გახდეს...
ბოროტი ურდალაკი, რომელიც მოტყუებით ტელესკოპიდან ადამიანთა სამყაროში გადმოხტა უკვე დიდია და მისი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა. არტური საგონებელშია, როგორ ებრძოლოს ორმა მილიმეტრმა-ორ მეტრს. ახსენდება, რომ ბაბუას წიგნებს შორის ცრემლების ბოთლი ინახება, ურდალაკიც ამ ბოთლს ეძებს.ვინც პირველად იპოვის მისი იქნება. შეძლებს თუ არა არტური ჯარის გაღვიძებას,გადარჩენს თუ არა ქვეყნიერებას, სადაც ადამიანები უკვე ჩართულები არიან ორი სამყაროს ომში? იმისათვის, რომ პრინცესა სელენას სიყვარული შეინარჩუნოს, არტური უნდა დაუპირისპირდეს ბოროტ ურდალაკს, როგორც მინიპუტების სამყაროში, ასევე რეალურ ცხოვრებაშიც.
რა საზარელი გეგმების განხორციელებას აპირებს ურდალაკი, რათა დაიპყროს ახალი სამყარო, სადაც მოტყუებით გადავიდა? მშვენიერი პრინცესა სელინის სიყვარულის შესანარჩუნებლად, არტური მზადაა ურდალაკს შეებრძოლოს, როგორც მინიმოისების, ასევე რეალურ სამყაროში.
ათი წლის არტურის თავს საოცარი ამბები ხდება.ბებიის სახლი უნდათ წაართვან ვალების დაფარვის გულისთვის, და არც არავინ დაეხმარება მას ამ პრობლემის გადაჭრაში. შეიძლება ამ პრობლემიდან გამოსავალი ბაბუის განძშია დამალული, რომელიც დამალულია სადღაც მინიმოისების - ზღაპრულ პაწაწინა არსებების ქვეყანაში. მინიმოისების ქვეყანაში არტური პრინცესა სელენიას და მის ძმას ბარახლიუშს გაიცნობს. მათ უამრავი წარმტაცი თავგადასავლები ელოდებათ, საფრთხეები და ხრიკები გზაზე, რომელიც აკრძალული ქალაქისაკენ ნეკროპოლისისააკენ მიდის. იქ ბავშვებს მოუწევთ არაბავშური საშინელებების ნახვა საშინელი ურდალაკის სახით.
ტყის მცხოვრებლები, თავგადასავლების და უკეთესი ცხოვრების საძებნელად, თავიანთი მწვანე სამყაროს ფარგლებს სცილდებიან და ადამიანების საცხოვრებელი ადგილებისკენ მიემართებიან.
რეჟისორი ვუდი ალენი შეეცადა ვარსკვლავები შეეკრიბა და ძალები კლასიკური ამერიკული მუზიკის ჟანრში მოესინჯა. რომანტიკული კომედია სიყვარულზე და ურთიერთობებზე, რომლის სიუჟეტიც ნიუ-იორკში ვენეციასა და პარიზში ვითარდება...
თავგადასავალებით სავსე ამბავი იმპულსურ ქალთევზა პრინცესაზე სახელად არიელი, რომელსაც შეუყვარდება პრინცი ერიკი და ყველაფერს აკეთებს, რომ მასთან ერთად ყოფნის შანსი მიეცეს. დაუვიწყარი სიმღერები და პერსონაჟები,საზიზღარი ჯადოქარი ურსულას ჩათვლით...
მწერალი შემთხვევით წააწყდება დიდი ხნის დამალულ საიდუმლოს, როცა ინგლისის ყოფილი პრემიერ მინისტრის ადამ ლანგის მემუარების დასრულებას დათანხმდება მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსის ასისტენტი საიდუმლოებით მოცული უბედური შემთხვევის შედეგად დაიხრჩობა. რომან პოლანსკის დაძაბულ დრამაში, მთავარი გმირი გაიაზრებს, რომ მისი აღმოჩენა საფრთხეს უქმნის ზოგიერთ გავლენიან ადამიანს,ვინც ყველაფერზე წავა, რომ ლანგის წარსულის ზოგიერთი ეპიზოდი სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩეს...
ნამდვილი ამბავი პროზაიკოს აირის მარდოხის და მისი ქმრის, ჯონ ბეილეის სიყვარულის ისტორიაზე. სტუდენტობიდან დაწყებული, ალცჰეიმერის დაავადებასთან ბრძოლით დასრულებული.
ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ჭკუას კარგავს შოპინგებსა და ძვირფას ტანსაცმელზე, ცხოვრობს მუდმივ ომში მისი საბანკო ანგარიშის ლიმიტს და დიდი ქალაქის ცდუნებას შორის. ამავე დროს ის პროფესიით საფინანსო გამომცემლობის ჟურნალისტია, რომელიც სხვებს აძლევს რჩევებს,თუ როგორ უნდა განკარგო საკუთარი კაპიტალი.
ყველა იმსახურებს ლამაზ სასიყვარულო ისტორიას, მაგრამ 17 წლის საიმონ სპაიერისთვის ის ცოტა ჩახლართულია. ის ემზადება ოჯახსა და მეგობრებს გაუმხილოს, რომ გეია, თუმცა ჯერ კიდევ არ იცის მისი თანაკლასელის ვინაობა, რომელიც ონლაინ შეუყვარდა...
ოჯახური მოგზაურობა საშიში ხდება მას მერე, რაც ისინი ჩერდებიან ბანაკში პარკთან, რათა ნათესავებთან დარჩნენ. სიბნელის საფარს ქვეშ მათ სამი შენიღბული ფსიქოპათი ეწვევა...
დაწყებითი სკოლის დამთავრება ტაკაკის და მისი მეგობარი აკარისთვის გულდასაწყვეტი აღმოჩნდა. მშობლების გადასვლის გამო ისინი ერთად ვერ ისწავლიან საშუალო სკოლაში. თუმცა, ადამიანები იზრდებიან და მანძილებიც აღარ ეჩვენებათ ისეთი გიგანტურად, როგორც ბავშვობაში...
ფილმს საფუძვლად უდევს ანი პოუქსის მოთხრობა, ორი შეყვარებული კოვბოის და მათი ურთიერთობების შესახებ, რომლებიც ვაიომინგის მთებში, კუზიან მთაზე ცხვრების ფარის სამწყემსად მიდიან, სადაც ერთმანეთი შეუყვარდებათ. ფილმის მოქმედება 1963-1981 წლებში ვითარდება.
კალათბურთის გუნდის "ნიკსი" შავკანიანი გულშემატკივარი – ედი თავისი კვარტლის ბავშვებს ავარჯიშებს და ძალიან ბრაზდება, როდესაც მისი გუნდი მუდმივად აგებს. ყველაფერში კი ტრენერს ადანაშაულებს. ახალ მფლობელთან შემთხვევითი ნაცნობონის წყალობით, ის NBA-ის ახალი ტრენერი ხდება...
რენდი 80-იანი წლების ვარსკვლავი იყო, ახლა კი საკუთარი თავის მკრთალი ანარეკლია. მან ერთ-ერთი ბრძოლის დროს ინფარქტი მიიღო, რის გამოც ექიმებმა რინგზე გამოსვლა აუკრძალეს. ახლა ის ახალ ცხოვრებას იწყებს. მაგრამ ძველ მოწინააღმდეგესთან რევანშის აღების პერსპექტივა ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდება...
ამ გოგონებმა, რომლებიც უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის მხარდამჭერები არიან, იციან ყურადღება როგორ მოიბყრონ. მათ დანახვისას ბიჭებს სისხლის წნევა მკვეთრად იწევა. ისინი ენერგიულები, მომხიბვლელები და ზედმეტად სექსუალურები არიან. ბევრი მაყურებელი მათ სანახავად უფრო მიდის სტადიონზე, ვიდრე გუნდის მხარდასაჭერად. ისინი თავიანთი გუნდის წარმატებაზე ზრუნავენ. მათი მიმზიდველი მოძრაობები მამაკაცებს გულგრილს არ ტოვებს. მაგრამ, რადგან, ასეთი მხარდაჭერის გუნდი თითქმის ყველა უნივერსიტეტს აქვს, სხვადასხვა გუნდებიდან გოგოების შორის მწვავდებაარასახუმარო ბრძოლა საუკეთესოს წოდების მოსაპოვებლად. ისინი ყველაზე მოულოდნელ ხერხებს იყენებენ, ზოგჯერ კი საქმე ხელჩართული ჩხუბებით მთავრდება! მაგრამ, იმისათვის, რომ საუკეთესო გუნდათ ითვლებოდე ეროვნულ ჩემპიონატში უნდა გაიმარჯვო, ამას კი მხოლოდ ყველაზე ლამაზები ყველაზე ნიჭიერები, ყველაზე ჯამრთელები და სექსუალურები შესძლებენ...
შესანიშნავი მულტიპლიკაციური–სათამაშო ფილმი, გამომგონებლობის საოცრება, სადაც ერთად გამოდიან ნაციონალური კუმირი და სპორტის ვარსკვლავი მაიკალ ჯორდანი და ცნობილი ამერიკული მულტფილმების გმირი – ცნობილი ხუმარა კურდღელი ბაგზი ბანი. მაყურებლებს ფილმის გმირებთან ერთად მოუწვეთ დედამიწის და კოსმოსის შორის ფრენა, გადაადგილება კალათბურთის მოედნიდან ლეგენდარული პერსონაჟების 'შეშლილი მელოდიების' ქვეყანაში. ამ საოცრად მდიდრულ ორ და სამზომიან მულტიპლიკაციაში ყველა ეფექტებია დაცდილი, რომლებიც მანამ არასდროს გამოუყენებია ვინმეს, მხიარულება კი არც ერთი წამით არ ჩერდება. კურდღელი ბაგზ ბანიმ მოაწყო თავისთვის და თავისი გუნდისთვის მხიარული გამოცდა, მან შესთავაზა ძალების გაზომვა პაწაწინა უცხოპლანეტელ არსებებთან. ამ გადამწყვეტი მატჩის შედეგეზე დამოკიდებულია, დარჩებიან კი მულტიგმირები აქ თუ შეავსებენ ატრაქციონებს შორეული გალაქტიკის სიღმეში.
ცოდვების ქალაქის ბნელ ქუჩებში დუაიტი აპირებს შური იძიოს ქალზე,რომელმაც მას უღალატა. მისი სახელია ევა ლორდი, ამ დროს კი ნენსი ცდილობს შეეგუოს დეტექტივი ჰარტიგანის სიკვდილს...
საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, ქვეყანას სისხლიანი ტერორის ახალმა ტალღამ გადაუარა. რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი დანტონი, ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას და იწყებს მისი ყოფილი მოკავშირის, რობერსპიერის წინააღმდეგ ბრძოლას...
ნორვეგიელი მებრძოლთა გუნდი მიიღებს დავალებას მიაღწიოს ჩრდილო-დასავალეთ სანაპირომდე გემით სახელად "ბრატჰომი"და განახორციელოს დივერსია გერმანულ საავიაციო ბაზებზე. მაგრამ მისიამ ფიასკო ზღვაშივე განიცადა. გემს გერმანული გემი დაესხა თავს და ჩაძირა. ერთადერთი ადამიანი , რომელიც გადარჩა იან ბოლსრუდია. იგი მოახერხებს საპარომდე მისვლას და გარბის შვედეთის საზღვრისაკენ. მას დაედევნებიან. ქარბუქისას იგი გამოქვაბულს შეაფარებს თავს , რომელიც სასიკვდილო ხაფანგი აღმოჩნდება...
უფროსკლასელი ჯეფრი დამერი განიცდის მშობლების გარდაუვალ განქორწინებას, მეგობრებისა და ყურადღების უკმარისობას. მართლაც, ვის მოუნდება უცნაურ ბიჭთან მეგობრობა, რომელიც მკვდარ ცხოველებს აგროვებს , მჟავით ადნობს და ნახულობს რა აქვს შიგნით. ერთხელ ჯეფრი გადაწყვეტს სულელური საქციელით მიიქციოს სკოლასი ყურადღება. ეს სვლა გაამართლებს. ახლა მას მეგობრები ჰყავს...
როდესაც პოპულარული ლენდონ კარტერი სკოლის დრამატულ სპეკტაკლში მონაწილეობას მიიღებს მას ქალაქის თავის ქალიშვილი, ჯეიმი სულივანი შეუყვარდება. ჯეიმის გასაკეთებელი საქმეების სია აქვს ჩამოწერილი და კიდევ ძალიან დიდი საიდუმლო აქვს, რომელსაც ლენდონს არ უმხელს...
ყველასათვის ცნობილი კომედიის მესამე ნაწილში სინდი ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა დაეხმაროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, უცხოპლანეტელთა თავდასხმის მოგერიებაში...
იურუდიული ფაკულტეტის სტუდენტი-დარბი შოუ, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს წევრების მკვლელობის შესახებ იგებს და იწყებს გამოძიებას, იმისთვის რომ გამოავლინოს ვინ არის ჩარეული აღნიშნულ დანაშაულში. დარბის შეყვარებული, რომელიც ამავდროულად მისი ლექტორიცაა, გოგონას მიერ მოგროვებულ მასალას თავის მეგობარს - FBI-ის კონსულტანს აძლევს. ამის შემდეგ ლექტორ-საყვარელს თავის მანქანაში აფეთქებენ, დარბიზე კი ნამდვილი ნადირობია იწყება...
ფილმი მოგვითხრობს შავ კანიანი პოლიციელის ისტორიას.ის შეხვდება სკოლის მეგობარს რომელსაც შემდეგ მოკლავენ .კვლელობის გამოსაძიებლად მას ჭირდება ლოს-ანჯელეში გამგზავრება...
ანა, 10 წლის ენერგიული გოგონაა, რომელიც აღმერთებს ხეებზე ცოცვას და სინათლის სიჩქარით ქროლვას. მის კლასში ახალი მოსწავლე იორენი გადმოდის, რომელიც დასახლდა სახლში, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობის აზრით მოჩვენებები ცხოვრობს.ანას უყვარდება პირველად ცხოვრებაში ახალი მოსწავლე, მაგრამ მას უამრავი კონკურენტი გოგონა ჰყავს...
სამი მოცეკვავე, ერთი ვეტერანი პერფომერი და ორი ამომავალი ვარსკვლავი არიან საუკეთესო მეგობრები. მათი ერთობლივი თავგადასავალი იწყება ახალ პროექტზე მუშაობისას, რომელსაც ძალიან სექსუალური დირექტორი ჰყავს...
შვიდწლიანი შესვენების შემდეგ დეტროიტელი პოლიციელი აქსელ ფოული ისევ იძულებული გახდა ბევერლი ჰილზის მეგობრები ენახულა..მას იქ საყვარელი შეფის მკვლელის ძიებამ მიიყვანა. საბოლოო ჯამში ატრაქციონების პარკი «საოცრებების სამყარო»,სადაც ბანდიტები ყალბ დოლარებს ბეჭდავდნენ, საომარი მოქმედებების ველად იქცა,ჩვენმა გმირმა კი მკვლელებზე შური იძია,სახელი გაითქვა და პარკის მომხიბვლელი მუშაკიც გაიცნო...
როდესაც მეცნიერები არქტიკაში აღმოაჩენენ რაღაცას, რაც დამარხული პირამიდა აღმოჩნდება, გამოსაძიებლად მკვლევართა ჯგუფი იგაზავნება. მათ არ იციან, რომ იქ უცხოპლანეტელები მტაცებლებთან საბრძოლველად გამოჰყავთ...
უცხოპლანეტელებმა თავის პლანეტაზე კლიმატური ცვლილებების გამო სწრაფი ევოლუცია განიცადეს . მათი წარმომადგენელი კლაატუ ჩამოდის დედამიწაზე, რათა შეაფასოს, რამდენად შეძლებს კაცობრიობა აიცილოს ის ეკოლოგიური ზიანი, რაც საკუთარ პლანეტას მიაყენა. როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მას არ მიიღებს,ის გადაწყვიტავს, რომ დედამიწა გადარჩება, ოღონდ ადამიანები უნდა გაანადგურონ...
როდესაც რიპლის ხომალდ–კაპსულას იპოვნიან 50 წლის შემდეგ, იგი აღმოაჩენს, რომ ტერაფორმერები არიან ყველა იმ პლანეტაზე,სადაც კი უცხო სახეობა ბინადრობს. როდესაც კომპანია აგზავნის კოლონისტების ოჯახს რიპლის მონაყოლის გამოსაძიებლად , პლანეტასთან და კოლონისტებთან ყველანაირი კონტაქტი იკარგება. რიპლის და კოლონიურ საზღვაო ქვეითებს ავალებენ, დაბრუნდნენ პლანეტაზე და გაარკვიონ რა ხდება...