პოლიციელს ლოს-ანჟელესიდან მიყავს ჩადენილი დანაშაულის ეჭვმიტანილი. დიდი ხნის მგზავრობის მანძილზე ისინი სხვადასხვა ისტორიებში და თვალწარმტაც თავგადასავლებში ხვდებიან...
ეს არის კომედია ოჯახის შესახებ, რომლის ექვსი წევრი ერთდროულად განიცდის სულიერ კრიზისს. კრიზისისგან თავის დასაღწევად, ისინი გადაწყვეტენ მანქანით გაემგზავრონ სილამაზის კონკურსზე "პატარა მის ბედნიერება", რომელშიც მათი ქალიშვილი იღებს მონაწილეობას...
მრავალი წლის განმავლობაში სოციალურ მუშაკად მუშაობის შემდეგ ემილი ჯენკინსს სჯეროდა, რომ ყველაფერი აქვს ნანახი,სანამ 10 წლის ლილიტს და მის სასტიკ მშობლებს შეხვდებოდა. ემილის ყველაზე დიდი შიში მართლდება, როდესაც მშობლებს ბავშვისთვის ზიანის მიყენების მცდელობაში გამოიჭერს და ლილიტს მშობლებისგან კანონის ძალით წამოიყვანს. მალე ემილი გაარკვევს, რომ ეს უდანაშაულო გოგონა ბნელი ძალებით გარემოცულია და რაც უფრო ცდილობს მის დაცვას, მით უფრო საშინელ მოვლენებს აწყდება...
მდიდარი და სახელგანთქმული კომიკოსი ჯორჯ სიმონსი ბევრს არ ფიქრობდა იმაზე , თუ როგორ ეპყრობოდა ადამიანებს, სანამ ექიმმა მას შემაშფოთებელი ამბავი არ აუწყა. ახლა ჯორჯი იძულებულია, მის ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს გადახედოს...
ქალწულების ტერიტორია არის 2007 წლის ცომედია, რომელიც დაფუძნებულია ჯოვანო ბოკაჩოს "დეკამერონზე". ხულიგნური გამოხტომები და ნაზი სასიყვარულო ისტორიები, ცოდვა და უმანკობა, ცბიერება და მგრძნობიარება, შესანიშნავი პეიზაჟები და რომის, ფლორენციის და ტოსკანას პალაცო, ლამაზი სახეები და მდიდრული კოსტუმრბი – ირონიულ და პიკანტურ ნეველებში მარადიული "დეკამერონის ტრადიციებში. როგორც შვიდი საუკუნის წინ, ძველებურ ბოკაჩოს დროს, ახალგაზრდა სხეულები და სულები, ერთმანეთს სილამაზის და ვნების ექსტაზში შეერწყმევიან და დაამარცხებენ დაუნდობელ ჭირს და უმღერიან სიცოცხლის სიხარულის და სიყვარულის ჰიმნს...
მას შემდეგ რაც კრედიტ–ოფიცერმა კრისტინ ბრაუნმა ქალბატონი უარით გაისტუმრა და მასზე კრედიტი არ გასცა, მისი ერთდროს პერსპექტიული მომავალი უეცრად საშინელებით შეიცვალა. კრისტინი დარწმუნებულია, რომ იგი ბოშა ქალმა დაწყევლა, მაგრამ მისი საქმრო ამ თემას სკეპტიკურად უყურებს. მას ერთადერთი გზა დარჩა – მივიდეს მედიუმთან რომელიც ირწმუნება, რომ შეუძლია დახმარება, წყევლის მოხსნა და მისი ჯოჯოხეთში მოხვედრისგან გადარჩენა...
სემის გონებრივი განვითარება შვიდი წლის ბავშვის დონეზე შეჩერდა, მაგრამ ის შეძლებისდაგვარად ცდილობს საზოგადოების სრულყოფილი წევრი გახდეს. მას ყავს ქალიშვილი, რომელსაც თავად ზრდის, მაგრამ გადის შვიდი წელი და ლუსი მამაზე ჭკვიანი ხდება, რაც აიძულებს სოციალურ მუშაკებს სასამართლოზე ბავშვის ჩამორთმევის საკითხი დასვან...
15 წლის ღრმად მოაზროვნე ოლივერ ტეიტი ყველანაირი ძალით ცდლიობს დაიწყოს ურთიერთობა თავის თანაკლასელ მუქთმიან ეშმაკუნა გოგონა ჯორდანასთან. ამავდროულად, ოლივერის მშობლების ურთიერთობა ინგრევა და ანალოგიური პრობლემები იქმნება ჯორდანასთანაც...
მამინაცვალის მკვლელბის შემდეგ, რომელიც ნასვამ დგომარებობაში ცდილობდა არასრულწლოვანი ანას გაუპატიურებას, მას 4 წლით არასრულწლოვანთა კოლონიაში მოათავსებენ. იქ მას უქმნიან ტერორს თეთრი და შავ კანიანი ქალები, ასევე გარყვნილი ზედამხედველი...
საფრანგეთი, მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარი. სახელმწიფო, რომელიც მხარს ეკლესიას უჭერს, კრძალავს დიდროს "ენციკლოპედიის" პუბლიკაციას და გავრცელებას. თვითონ დიდრო კი, წიგნის ერთ-ერთ თავზე "ზნეობრიობა" მუშაობისას ერთდროულად იხლიჩება საყვარლების, ნერვიული ცოლის და ქალიშვილის შორის.იდუმალი და ლამაზი ტერბუშის ჩამოსვლა დიდროს ცხოვრებას ცვლის...
ჰუმანიტარული საგნების მასწავლებელს, შება ჰარტს თავის 15 წლის მოსწავლესთან საიდუმლო რომანი აქვს. მაგრამ ეს კავშირი შესაძლოა გამჟღავნდეს, რადგანაც ყველაფერი ცნობილი ხდება სხვა მასწავლებლისთვისაც...
მალჰოლენდ დრაივზე სამანქანო ავარიის შემდეგ ქალს ამნეზია ემართება, ირჩევს ახალ სახელს – რიტას, ფილმის „ „რიტა ჰეივორტ“–ის სარეკლამო აფიშიდან...
რიჩარდ დეინმა, მშვიდმა და უწყინარმა მამაკაცმა, შემთხვევით მოკლა თავის სახლში შემოპარული ყაჩაღი. პოლიციამ გამოავლინა გარდაცვლილი, ის აღმოჩნდა დიდი ხნის განმავლობაში ძებნილი, ცხედარი წაიღეს და სწრაფად დაკრძალეს. თუმცა, მალე გამოჩნდება გარდაცვლილის მამა, ბენ რასელი, რომელიც ცხოვრობს თავისი პრინციპით. ახლა დენს მოუწევს საკუთარი თავის და შვილის დაცვა...
ბოროტ დედოფალს სურს მდიდარ და სიმპათიურ პრინცს გაყვეს ცოლად რადგან ფიქრობს, რომ ამით მის ფინანსური პრობლემებს მოაგვარებს. ახლა მხოლოდ ერთი დაბრკოლებაა: პრინცი ულამაზეს ფიფქიაშია შეყვარებული. ფიფქია კი შვიდ ჯუჯასთან ერთად ბოროტების დასამარცხებლად დიდ ბრძოლას იწყებს...
ხანდახან ომშიც კი ზედმეტად ბევრი ადამიანი იღუპება და მოწინააღმდეგის ჯარისკაცის უკანასკნელი გამოხედვაც დიდხანს რჩება შენს მეხსიერებაში. მაგრამ ეს არაფერს ცვლის. სამსახურიდან გათავისუფლებული სერჟანტი დოკუმენტებს აყალბებს, საყვარელ ქალს ტოვებს და ფრონტზე ბრუნდება. ომში ყველა სხვადასხვა მიზნით მიდის, უკანაც განსხვავებული რამ მოაქვს. მაგრამ თუ კარგად დაუკვირდება, შესაძლოა იპოვოს ის, რაც შეიძლება მთელი ცხოვრების რწმენად ექცეს. მაინც რა შეიძლება დაგრჩეს ბრძოლიდან, რომელიც პატარა ბელგიურ სოფელ პაშენდალთან მოხდა?...
ჯეკი სთოუნი მიზანსწრაფულად გეგმავს ბანკის ძარცვას იმისთვის, რიმ მოხვდეს ციხეში რუსეთის კანონიერ ქურდთთან, ბალამთან. ბალამი გაცილებით მეტს წარმოადგენს ვიდრე დამნაშავე; ის ძალიან საშიში ავტორიტეტია, ის აკონტროლებს პოლიციას ციხიდან. მისი კამერა ფეშენებელური ცალკე მყოფი ოთახია, რომელიც შექმნილია მხოლოდ მისთვის. ციხის მეთვალყურესაც კი არ შეუძლია მიუახლოვდეს მის კამერას, მაგრამ მან არ იცის, რომ მასთან მოდის ჯეკი სამაგიეროს გადასახადათ. ბალამის ბრძანებით ჯეკის ოჯახის ყველა წევრი სიცოცხლეს გამოესალმა...
უზრუნველყოფილი ინგლისური ოჯახი ვაჟიშვილისთვის დაიქირავებს ძიძას ამერიკიდან. თავის მოვალეობის დაწყების დროს ძიძა მიხვდება, რომ უნდა მოუაროს ფაიფურის თოჯინას. მშობლები თოჯინას თვლიან ნამდვილ ბიჭად, რათა გადაიტანონ შვილის სიკვდილი უფრო ადვილად...
ცხოვრების ურთულეს დროს მეწიქვილე მის ქალიშვილს ეშმაკს მიჰყიდის. მისი სიწმინდის დახმარებით გოგონა თავის დაღწევას შეძლებს, მაგრამ ხელებს დაკარგავს. გზას ოჯახისაკენ იგი ხვდება წყლის ქალღმერთს, მებაღესა და პრინცს...
მევიოლინე სიდნი უეელსი მისმა დამ შემთხვევით ხუთი წლის ასაკში დააბრმავა. ის რქოვანის ოპერაციას გაიკეთებს და რეაბილიტაციის პროცესში გააცნობიერებს, რომ მკვდარ ხალხს ხედავს...
ფილმი მოგვითხრობს რთული ურთიერთობის შესახებ ორ ქალს შორის. ისინი 50-იანი წლების ნიუ-იორკში ცხოვრობენ. ერთ-ერთი ქალბატონი ახალგაზრდა მაღაზიის გამყიდველია, რომელიც ოცნებობს უფრო დიდ იდეალებზე, მეორე - გათხოვილი ქალია, ის უსიყვარულობას განიცდის...
ადელი ქალიშვილ სარასთან ერთად უელსის სანაპიროზე მოგზაურობს ქმრის, ჯეიმსის საპოვნელად, როდესაც სარა გაუჩინარდება.სხვა, თუმცა მსგავსი გარეგნობის გოგო გამოჩნდება და აცხადებს, რომ ის წარსულში მოკვდა. ადელი ცდილობს გაარკვიოს თუ რა დაემართა მის ქალიშვილს...
ის იყო სასიკვდილოდ განწირული, მაგრამ გადარჩა. ახლა მისი მისია შურისძიებაა და ტომის განადგურება. ის არის დიდებული მეომარი, რომელსაც ვოლკოდავს ეძახიან., ისაა სერი პსის ტომის უკანასკნელი მამაკაცი...
მიტჩ მაკდირს იურისპრუდენციაში დიდი მომავალი ელის. ის ფირმიდან სარფიან შემოთავაზებას მიიღებს და დიდი პრივილეგიებით, ფულით და საჩუქრებით თავბრუდახვეული კომპანიის ბნელ მხარეებს დიდად ყურადღებას არ აქცევს, სანამ მის ორ კოლეგას არ მოკლავენ. ინფორმაციის მისაღებად მას გამოძიების ფედერალური ბიურო უკავშირდება და მიტჩი ხვდება, რომ მისი ცხოვრება შეიძლება დაინგრეს, თუ ის სასწრაფოდ არჩევანს არ გააკეთებს...
ჯარისკაცებს ეუბნებიან, რომ ორ კვირაში სახლში დაბრუნდებიან, ისინი ჩასაფრებულები არიან ერაყის ქალაქში. ჩვენ მივყვებით ოთხივე მათგანს - ქირურგი, რომელმაც დაინახა ყველაფერი. მასწავლებელი, რომელსაც ჰყავს მარტოხელა დედა და რომელმაც ხელი დაკარგა. ქვეითი, რომლის საუკეთესო მეგობარი მოკვდა დღეს და ჯარისკაცი, რომელიც ძლივს გადარჩა იმ წუთას, როცა მოკლა მოქალაქე ქალი...
რეი ბრედბერის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია. მომავლის სამყარო, რომელშიც ყველანაირი ბეჭდვითი გამოცემა ნადგურდება მეხანძრეთა სპეციალური რაზმების მეშვეობით, წიგნების მიმართ ინტერესი და მათი შენახვა კი კანონით ისჯება. სერჟანტი მონეგი ბრმად ასრულებს ბრძანებებს, მაგრამ კლარისასთან შეხვედრა აიძულებს გადახედოს საკუთარ ცხოვრებას...
სტალინგრადის ბრძოლა იყო ერთ-ერთი მთავარი მოვლენა მეორე მსოფლიო ომში. გერმანიის მთავარსარდლობას სურდა დაეპყრო ქალაქი სტალინგრადი და მდინარე ვოლგის მარცხენა სანაპირო, რომელზეც გადიოდა მთავარი სატრანსპორტო გზა ქვეყნის ევროპულ და აზიურ ნაწილებს შორის. სტალინგრადის დაპყრობით გერმანელებს გზა ეხსნებოდათ მთავარი ნავთობის საბადოებისაკენ - გროზნოსა და ბაქოსკენ. 1941 წლის ზამთარში, იმის გამო, რომ გერმანული არმია არ იყო მზად ზამთრის ომებისათვის, მათი შეტევა მოსკოვზე შეჩერდა და საბჭოთა ჯარების კონტრშეტევის შედეგად უკანაც დაიხიეს...
ლილო – ეს პატარა გოგონაა, რომელიც ჰავაის კუნძულებზე ცხოვრობს. ის ობოლია და ცხოვრობს თავის უფროს დასთან, ნანისთან ერთად. ლილოს უყვარს ცხოველები, მაგრამ ყველაზე ძალიან ის დაუმეგობრდა ძაღლს სახელად სტიჩი, რომელიც სინამდვილეში არაა ძაღლი, არამედ – შენიღბული უცხოპლანეტელი. საქმე ასე იყო: ერთი დამნაშავე სახელად სტიჩი გადაყავდათ ინტერგალაქტიკურ ციხეში, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა და დედამიწაზე დაეშვა, სადაც ლილოს შეხვდა. და აქ სტიჩმა ძაღლის იერი მიიღო, ინტერგალაქტიური პოლიციისგან დასამალად. ახლა სტიჩი სწავლობს იმას, რაც არ უსწავლია მანამდე – სხვებზე ზრუნვას...
ისინი აქ არიან... თავიდან ლანდებივით დამალობანას თამაშობენ ფრილინგების ქალაქგარეთა სახლში, მაგრამ ცოტა ხანში მართლა საშიში ხდება! იღუშება ღრუბლები, გაცოცხლებული ხეები აგრესიულად იქცევიან, პაწაწინა კეროლ ენ ფრილინგს კი უცნობი ძალა ჩაითრევს სპექტრალურ სიცარიელეში...
ფილმი იწყება მონტანას რანჩოს სახლში, ყოფილი CIA-ს ფაბრიკის მუშა ჯეიმს დიალის ირგვლივ. მას დაიყოლიებენ უკან დასაბრუნებლად ტერორისტის მოსაკლავად ლონდონში. ყველაფერი ცუდად მიდის, ის იძულებულია დაიმალოს, სადაც ხვდება 12 წლის გოგონას და უმეგობრდება...
ფილმი არის დალია უილიამსის,ახლგაზრდა ქალის ისტორია, რომელიც ძველ და მიტოვებულ სახლში გადადის საცხოვრებლად თავის ქალიშვილთან ერთად. ცოტა ხანში ისინი ხვდებიან, რომ სახლის ერთად-ერთი მაცხოვრებლები არ არიან, მათი მეზობელი - დიდი ხნის წინად მომკვდარი მეპატრონეა, რომელმაც სიმშვიდე ვერ მოიპოვა და ცარიელ სახლში არსებობისთვისაა განწირული...
პოლიციელი მეტსახელად ტყვია, რომლისთვისაც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ცხოვრების აზრია. ერთ დღეს ნარკომაფია გაიტაცებს მის შვილიშვილს, არ აცნობიერებენ, თუ რა უბედურება დაატყდება თავს. ტყვია კანონს საკუთარ ხელში მოაქცევს და იწყება მართლმსაჯულება...
საკუთარი დის მკვლელობის შემდეგ მაიკლ მაიერსს ფსიქიკურად დაავადებულთათვის განკუთვნილ სპეციალურ კლინიკაში მკურნალობდნენ. 17 წლის შემდეგ მან მოახერხა კლინიკიდან გაქცევა და მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა ახალი მსხვერპლის საძებნელად.
დამბო პატარა სპილოა, რომელიც დიდი ყურებით დაიბადა, რის გამოც თავდაუჯერებელია. მაგრმ მისი პატარა მეგობრის - თაგვი ტიმოტის დახმარებით იგი შეძლებს ყველანაერი სირთულეების გადალახვას...
არავის სჯერა თინეიჯერი ჩარლი ბრიუსტერის, როცა ის აღმოაჩენს, რომ მისი თავაზიანი ახალი მეზობელი, ჯერი დანდრიჯი ვამპირია. როცა სისხლისმწოველი იწყებს ჩარლიზე შეტევას, ის ცდილობს გახდეს მსახიობი პიტერ ვინსენტი მოჩვენებითი მონადირე, საუბედუროდ ვამპირი თვალს დაადგამს ჩარლის შეყვარებულსაც...
ამბიციურ ბოლო კლასის მოსწავლე მეთიუს პოლიტიკური კარიერის გაკეთება აქვს დაგეგმილი, ამ დროს კი 19 წლის უმშვენიერესი მეზობელი დენიელი შეუყვარდება. მეთიუს ნათელი მომავალი საფრთხის წინაშეა, რადგან ის აღმოაჩენს, რომ დენიელი ადრე პორნო ვარსკვლავი იყო. მეთიუ იძულებულია სიყვარულის გამო ცხოვრებისეული მიზნები გადააფასოს...
მისტიურ კუნძულ თემისკირაზე ცხოვრობს ერთი ძალიან ლამაზი, მომხიბვლელი და ძლიერი გოგონა სახელად დიანა. ამ კონძულზე შემთხვევით ჩამოვარდნილი პილოტი სტივ ტრევორია, დიანას მისიაა ტრევორი ცივილიზაციას დაუბრუნოს და ბოროტება გაანდაგუროს...
ახალ სახლში ოკეანის მიღმა, ამერიკული ოჯახი აღმოჩნდება სახელმწიფო გადატრიალების ცენტრში. ისინი ცდილობენ გაქცევას ადგილიდან სადაც უცხოელებს სასტიკად უსწორდებიან...
სიდნეი პრესკოტის დედის მკველობიდან ერთი წლის თავზე 2 სტუდენტს პოულობენ მოკლულს. როდესაც სერიული მკვლელი გამოჩნდება, სიდნეი ეჭვობს, რომ დედის და სტუდენტების სიკვდილი ერთმანეთთან კავშირშია. არავინაა უსაფრთხოდ, რადგან მკვლელი ყველას სათითაოდ კლავს...
თრილერი ბიჭის შესახებ, რომელმაც საკუთარი ბავშვობის ფოტო ინტერნეტში დაკარგული ბავშვების ვებ–გვერდზე აღმოაჩინა და ახლა მისი წარსულის შესახებ სიმართლის გამოძიებას ცდილობს.
პირველი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომედიური საშინელებათა ფილმი სამი ჭკუამხიარული მკლვევარის შესახებ, რომლებიც ავ სულებს და მოჩვენებებს დევნიან ნიუ-იორკელთა სახლებიდან...
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ნაცისტები შავი მაგიის გამოყენებით ჯოჯოხეთის დემონს გამოიძახებენ, რომელმაც მათი აზრით მათ ომის მოგებაში უნდა დაეხმაროს, თუმცა ჰელბოი იზრდება და სიკეთეს უფრო ემსახურება, ვიდრე ბოროტებას...
როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებელი ქალი გაუჩინარდება და პოლიციას მისი არანაირი კვალი არა აქვს, მამამისი ექსტრასენს ქალს მიმართავს დასახმარებლად. ნელ-ნელა მას ხილვები დაეწყება, სადაც დაკარგულ ქალს ხელ-ფეხ შეკრულს გუბეში ხედავს. მისი ეს ხილვები მათ გვამამდე მიიყვანთ და ქმარს დაიჭერენ, მაგრამ ვინ მოკლა იგი სინამდვილეში?..
ტარზანი გორილების შორის გაიზარდა, გაუვალ ჯუნგლებში, სადაც ადამიანის ფეხი არ დამდგარა. მტრულად განწყობილ ცხოველთა სამყაროს დიდხანს არ უნდოდა სუსტი ბიჭი მიეღო. მალე ყველას თვალწინ სუსტი ბიჭუნა მამაც ვაჟკაცად იქცევა! ის პანტერაზე სწრაფი გახდა, ვეფხვზე ძლიერი, არწივზე თვალმახვილი, მაგრამ, როდესაც ტარზანი ჯუნგლების მეფე ხდება, მოულოდნელი შეხვედრა ელის, რომელიც თავიდან ბოლომდე ცვლის მის ცხოვრებას...
კენდი ხერონმა მთელი თავისი ბავშვობა აფრიკაში გაატარა თავის მშობლებთან–ბოტანიკოსებთან, და გადაწყვიტა, რომ ყველაფერი იცის წესის "გადარჩება ყველაზე ძლიერის" შესახებ, მაგრამ ჯუნგლების კანონი მთლიანად გადახედვას დაექვემდებარება, როდესაც ის 15 წლის ასაკში პირველად მოხვდება ჩვეულებრივ სკოლაში და შეუყვარდება ყველაზე ცბიერი გოგონას ყოფილი შეყვარებული...
ალადინი ქალაქელი ღარიბი ბიჭია რომლსაც ჰყავს მეგობარი მაიმუნი სახელად აბუ. იგი შეყვარებულია ულამაზეს პრინცესა ჟასმინზე. ალადინის მეშვეობით შეძლებს ბოროტი ჯაფარი ჯადოსნური ლამპარის მოპოვებას, რომელშიც სასწაულმოქმედი ჯინია გამომწყვდეული. მხოლოდ ალადინი და მისი მეგობრები შეძლებენ ჯაფარს ძალაუფლების მოპოვებაში ხელი შეუშალონ...
მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ოთხი თვე გავიდა. იგი ორსულად არის და მალე ბავშვი შეეძინება, მაგრამ მას შეშლილი ქალი უთვალთვალებს, რომელიც მისი ბავშვით ზედმეტად არის დაინტერესებული...
ფრენკი თავის ირგვლივ ანთებულ სანთლებს დადგავს და გახსნის აღმოსავლეთის ბაზარზე ნაყიდ ძველებურ ზარდახშას. ლეგენდის მიხედვით, მასში მყოფი დემონები, მეპატრონეს დაუვიწყარი და აუღწერელი სიამოვნების მონიჭება შეუძლიათ. მაგრამ ფრენკი ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს ზარდახშა ჯოჯოხეთის კარიბჭეს გასაღებია...