სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები კლინიკური სიკვდილის ხელოვნურად გამოწვევის გზით ცდილობენ გარდაცვალების ფენომენი გამოიკვლიონ, რის შედეგადაც თითოეულ მათგანს კოშმარული ხილვები ეწყება. სიტუაცია თანდათან უმართავი ხდება.
ნიუ-იორკის პოლიციის დეტექტივი ჯონ შაფტი დააკავებს ვოლტერ ვეიდ უმცროსს, რასისტულად მოტივირებული მკვლელობის ჩადენის გამო, მაგრამ ერთი მოწმე ქრება და ვეიდი შვეიცარიაში უჩინარდება. ორი წლის შემდეგ ის ბრუნდება რათა სასამართლოს წინაშე წარსდგეს, დარწმუნებულია რა, რომ ფული და გავლენა გადაარჩენს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან მოაკვლევინა თვითმხილველი...
თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ექსპედიციაში მყოფი კეიტ ლოიდი უერთდება ანტარქტიკაში მყოფ საერთაშორისო ჯგუფს, რომელმაც ძალიან დიდი აღმოჩენა გააკეთა, მაგრამ მათი სიხარული ძალიან ჩქარა შიშში გადაიზრდება, რადგან მათ მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა რაღაც საშიში და ამოუცნობი გაანთავისუფლა ყინულოვანი ციხიდან. შიში და პარანოია ეპიდემიის სისწრაფით ედება გმირებს, რადგანაც მათ მიერ განთავისუფლებულ სუბიექტს შეუძლია იმ ადამიანად გადაქცევა ვისაც შეეხება...
მას შემდეგ რაც მისი კარიერა განადგურდა, ბრწყინვალე მაგრამ ქედმაღალი ექიმი ახალ გამოწვევას იღებს ცხოვრებაში, როდესაც ჯადოქარი მას მფარველობაში აიყვანს და წვრთნის, რათა სამყარო დაიცვას ბოროტებისაგან...
დეტექტივი ემილიენი და სუპერმძღოლი დანიელი მარსელის ქუჩებში მოუხელთებელ მძარცველებს დასდევენ. ფილმის ბოლომდე შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ ვინ დარჩება გამარჯვებული.
მოხერხებული თაღლითი - ფრენკ აბიგაილ უმცროსი, თავს ასაღებს ექიმად, ადვოკატად და პილოტად და ყველაფერი ეს მანამ, სანამ 21 წლის გახდება. დოკუმენტების ოსტატურად გამყალბებელი, იგი ფედერალური ბიუროს აგენტ კარლ ჰენრატის ყურადღებას იპყრობს, რომელიც ფრენკის გისოსებს მიღმა მოთავსებას დაისახავს მიზნად..
ძლიერი ერისათვის რთული დრო დადგა: ქვეყანას თავს დაესხა მეომარი გუნების ტომი. მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული მულანი შეუერთდება სხვა მებრძოლებს და სახიფათო მოგზაურობაში წავა დათოვლილი მთებისკენ...
ბანკის მძარცველთა ბანდა ლოს-ანჯელესის ოკეანის პირა ქალაქიდან, ყოფილი პრეზიდენტების ნიღბებით ძარცვავენ. მათ რეიგანის, ნიქსონის, კარტერის და ჯონსოსნის ნიღბები უკეთიათ. ფბრ დარწმუნებულია, რომ ბანდის წევრები სერფერები არიან, ახალგაზრდა აგენტი ჯონი იუტა ცდილობს მათ რიგებში შეღწევას და ინფორმაციის მოპოვებას...
ლომის პატარა ბოკვერს სახელად სიმბას, ერთი სული აქვს სანამ მეფე გახდება, მაგრამ მის ბიძას სამეფო გვირგვინი თავისთვის უნდა და არაფერზე იხევს უკან მის მოსაპოვებლად, საკუთარი ძმის მოკვლაზეც კი...
სიმინდის ყანის ზღვარზე სოფლის სიღრმეში დგას სახლი. 10 წლის ტყუპები ელოდებიან დედის დაბრუნებას. როდესაც იგი ბრუნდება, მისი სახე დაბინტულია პლასტიკური ოპერაციის შემდეგ...
ვიკინგთა მეთაურის ვაჟმა დრაკონი უნდა მოკლას იმისათვის, რომ თავისი მეომრობა დაამტკიცოს. როცა ის მშიშარა დრაკონს შეხვდება, მიხვდება, რომ მისი მოკვლა სულაც აღარ სურს და მამამისის განაწყენების მიუხედავად, ბიჭი დრაკონს დაუმეგობრდება...
ძებნაში მყოფი ჰაკერი ერევა პოლიტიკაში. ამიტომ "მე-9 განყოფილება" საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი, იღებს დავალებას იპოვოს და შეაჩეროს იგი...
ფილმის მთავარი გმირი, გულზე ოპერაციის დროს, მოულოდნელად გონს მოდის. პარალიზებულ მდგომარეობაში მყოფს არც მოძრაობა შეუძლია და არც ხმის ამოღება, თუმცა ქირურგის სკალპელის ყველა შეხებას გრძნობს...
1945 წელი - პოლონეთი. მატილდა, ახალგაზრდა ფრანგი წითელი ჯვრის ექიმი, ასრულებს მისიას, დაეხმაროს ომში გადარჩენილებს. მატილდა შეხვდება ორსულ მონაზვნებს, რომლებიც იმალებიან. მათი ერთდერთი იმედი მატილდა გახდება...
პატარა ქალაქ მაინიში, შვიდი ბავშვი ცნობილი როგორც ‘ლუზერების კლუბი’ უპირისპირდება მონსტრს, რომელსაც შეუძლია მიიღოს კლოუნის სახელად 'პენივაისი' - ის ფორმა...
იმისთვის, რომ შეაჩერონ მსოფლიო მნიშვნელობის კატასტროფა, გენეტიკის დარგში მომუშავე მეცნიერებმა ჩაატარეს არაჩვეულებრივი ოპერაცია. მათ გარდაცვლილი CIA-ს თანამშრომლის ტვინში მყოფი ინფორმაცია და ჩვევები გადაიტანეს საშიში დამნაშავის სხეულში იმისთვის, რომ მან ბოლომდე მიიყვანოს აგენტის დაწყებული საქმე...
მოვლენები 1960 წლის გაზაფხულზე, ჯომოლუნგმას მყინვარწვერზე ვითარდება და ჩინელი მთამსვლელების ჯგუფის შესახებ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც დედამიწის ყველაზე მაღალ მწვერვალზე, ევერსტზე ასასვლელად ემზადებიან. მათი ამოცანა ყველაზე რთული ნაწილის გადალახვაა, რომელსაც ისინი მეორე საფეხურს უწოდებენ. ეს მათი მეხუთე მცდელობაა, ხოლო წინა ოთხი მთამსვლელების მარხით დასრულდა, ამიტომ ამჯერად გმირებმა თავიანთ დასახულ მიზანს აუცილებლად უნდა მიაღწიონ…
ობოლთა თავშესაფარში გატარებული რთული ბავშვობის შემდეგ ერთ-ერთმა ოჯახმა გადაწყვიტა ნიკას და რიჯელის შვილად აყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკას და რიჯელს ტკივილისა და გაჭირვების საერთო წარსული აერთიანებთ, ერთად ცხოვრება შეუძლებელი ჩანს, თუმცა მათ მოუწევთ იპოვონ გამბედაობა, მიიღონ ის ძალა, რომელიც მათ ერთმანეთისკენ იზიდავს, რომელსაც სიყვარული ჰქვია...
ლამაზმან ქლოიას მისი ფსიქოანალიტიკოსი პოლი შეუყვარდება. როდესაც წყვილი ერთად ცხოვრებას იწყებს, ქლოია ხვდება, რომ მისი შეყვარებული ის არაა, ვისაც თამაშობს....
სრულიად განსხვავებული წარმომავლობის ახალგაზრდა ბიჭს და გოგოს ერთმანეთი უყვარდებათ, თუმცა მათ ურთიერთობას დაბრკოლებას უქმნის ბიჭის პრობლემური წარსული და გოგოს ზედმეტად მზრუნველი მშობლები...
ფსიქოლოგიური თრილერი, ახალგაზრდა წყვილის სასიყვარულო ამბის შესახებ. მილიარდერის მოულოდნელი გარდაცვალება აირისისთვის და მისი მეგობრებისთვის არაპროგნოზირებადი მოვლენების ჯაჭვს გამოიწვევს…
18 წლის გოგონა დედასთან და მდიდარ მამინაცვალთან ერთად ამერიკიდან ლონდონში გადადის საცხოვრებლად. იგი ხვდება მამინაცვალის შვილს და უამრავი მცდელობის მიუხედავად, მათ შორის მიზიდულობა ჩნდება...
პადინგტონის ისტორია პერუში გრძელდება, როცა ის და ბრაუნები მათი საყვარელი დეიდის ლუსის მოსანახულებლად მიდიან. ამაღელვებელი თავგადასავალი იწყება, როცა იდუმალებით მოცული მოვლენები მათ მოულოდნელ მოგზაურობას აიძულებს ამაზონის გარშემო...
13 წლის სემ ქლიარი ეჭვობს, რომ მისი უჩვეულოდ კარჩაკეტილი მეზობელი მისტერ სმიტი სინამდვილეში ლეგენდარული თავზეხელაღებული სამარიტელია, რომელიც 20 წლის წინ მკვდრად გამოაცხადეს. დანაშაულის ზრდისა და ქაოსის პირას მისული ქალაქის გამო სემი მიზნად დაისახავს, რომ მისი მეზობელი სამალავიდან გამოიტყუოს და ქალაქი გადაარჩინოს...
კაიმანის კუნძულების მშვიდი ცხოვრება სრულდება, როდესაც მდიდარი ბიზნესმენები და მათი გაფუჭებული შთამომავლები დასახლდებიან იქ, რომლებიც სარგებლობენ გადასახადებისგან თავისუფალი ცხოვრების ფუფუნებითა და პრივილეგიებით ...
მიუხედავად მშობლების მცდელობისა, ნოა და ნიკი ერთმანეთს ჩამოაშორონ, ამ ორი ადამიანის სიყვარული შეურყეველია. თუმცა სამუშაო და კოლეჯი მათ ახალი ურთიერთობებისკენ უბიძგებს...
ოცი წლის დევიდი დღევანდელი დღით ცხოვრობს. ხან რა უცნაურ საქმეს მოკიდებს ხელს და ხან რას, რაიმე სერიოუზული გადაწყეტილების მისაღებად კი, თავს არიდებს - ეს მარტოხელა მეოცნებე კაცი ერთხელაც ახლადჩამოსული მეზობლით - ლენათი მოიხიბლება. თუმცა მისი ცხოვრების ეს ლაღი ტემპი შეიცვლება როდესაც მის უფროს დას მხეცურად მოკლავს თავდამსხმელი. დევიდმა თავის შვიდი წლის დისშვილს - ამანდას უნდა უპატრონოს...
2020 წლის კომედიის “მხოლოდ 30 დღე” გაგრძელება, მოუხერხებელი პოლიციელის, რეიანეს შესახებ, რომელიც “მხოლოდ 30 დღე”-ში გმირობების მიუხედავად, ამჯერად ყველაზე წარმოუდგენელი სიტუაციის წინაშე აღმოჩნდება: მისი ბებია გაიტაცა მექსიკურმა კარტელმა და ახლა მას მაქსიმუმ 3 დღე აქვს მის გასათავისუფლებლად...
ცეკვაზე შეყვარებულ, საშუალო სკოლის მოსწავლეს, დალასს გადაწყვეტილი აქვს მოხვდეს ქვეყნის საუკეთესო ხელოვნების სკოლაში. თუმცა, ეს ოცნება მოულოდნელად ჩაიშლება, როდესაც მის ცხოვრებაში ფეხბურთის ვარსკვლავი, დრეიტონი ჩნდება...
ამერიკული კლუბის ხუთი სტრიპტიზატორის კულისებს მიღმა ყოველდღიურობას ერთფეროვანს ვერ ვუწოდებთ. სექსუალური მაცდუნებელი ქალები ღამის ცვლაში მუშაობენ, დღისით კი ცხოვრობენ ჩვეულებრივი საზრუნავებით, ოცნებობენ ნათელ მომავალზე ...
უეიდ უილსონს TVA სთავაზობს ადგილს MCU-ში, მაგრამ ნაცვლად ამისა, ის იბირებს მისთვის მისაღებ ვულვერინის ვარიანტს, რათა გადაარჩინოს მისი სამყარო გარდაუვალი განადაგურებისგან...
დრამატული ამბავი, ერთი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენლების შესახებ, რომლებიც პორტუგალიის პატარა ქალაქ სინტრაში დასასვენებლად მიდიან. მათ კინოვარსკვლავი – ფრენკი შეკრებს, რომელიც გაიგებს, რომ იგი მძიმედ ავად არის. ფრენკი თავის ყოფილ და ნამდვილ ქმრებს, შვილს, დედინაცვალს და საუკეთესო მეგობარს მიიწვევს ვილაში, რომლებთანაც მას მალე მისი ამქვეყნიდან წასვლის შესახებ ამბის გაზიარება სურდა...
დედა ტერეზამ ღვთის მსახურებას 50 წელი შესწირა. იგი ყველას ეხმარებოდა, მაგრამ განსაკუთრებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მისი სახელი სიკეთის კეთების სინონიმად იქცა. მაგრამ როგორია იყო თვით დედა ტერეზა? იქნებ მისი საიდუმლო მისმა წერილებმა გასცეს...
სონიკი, ნაკლსი და თეილსი ერთიანდებიან ახალი ძლიერი მტრის - შედოუს წინააღმდეგ. ის საიდუმლოებით მოცული ბოროტმოქმედია, რომელსაც მათთვის აქამდე უცნობი ძალები აღმოაჩნდება. რადგან მტერი მასზე ძლიერია, სონიკის გუნდს მისთვის შეუფერებელი კავშირების დამყარება მოუწევს...
მარტოხელა დედა და მისი სამი შვილი გაჭირვებაში ცხოვრობენ. მამა ახლახანს გარდაიცვალა, დედა კი ნელ-ნელა დანაზოგს ხარჯავს. 14 წლის ჰაზელი აცნობიერებს, რომ ფერმის საქმე ცუდად მიდის, მისი ძმების კარიერა კი ბოლომდე გადავიდა რელსებიდან. ისინი თვლიან, რომ წელს არც თუ ისე მხიარული შობა ელით, თუმცა უცნაურ კოსტიუმში გამოწყობილ სანტა კლაუსს მანქანა მათ მამულზე გაუფუჭდება, ეს კი ბავშვებისა და მარტოხელა დედას ცხოვრებას მთლიანად შეცვლის...
ფილმი ბრუკლინში მცხოვრები ორი ოჯახის დრამატულად გადახლართული ბედის შესახებ გვიამბობს. ამ ორ ოჯახს შორის არსებული წონასწორობა მაშინ ირღვევა, როცა ჩნდება უცოელი გოგონა, სტუდენტი გაცვლითი პროგრამიდან...
ფილმის მთავარი გმირი, რომელიც ახლახან დაშორდა მეუღლეს, ცდილობს, აღზარდოს ორი ქალიშვილი, ასწავლოს სტუდენტებს, ეძებოს ახალი სიყვარული, თუმცა ამისთვის საჭიროა, ყოფილი ცოლი დაივიწყოს...
შვიდი კოლეჯის მეგობრის ისტორია, რომლებიც იკრიბებიან ერთად მას შემდეგ რაც ერთ-ერთი მათგანი თავის მოკვლას ცდის. მეგობრები რამდენიმე დღით ჩადიან რათა ალექს ყურადღება მიაქციონ, მაგრამ გულახდილი საუბრების შედეგად გამოაშკარავდება მრავალი წყენა...
ფილმის მოქმედება მიმდინარეობს პატარა დასახლებაში, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსთან მდებარეობს. რომანი და ლუსი - ორი ანთებული გული, დედამიწის დასალიერისკენ გაქცეულმა ამ ორმა ადამიანმა სწორედ ამ ადგილზე იპოვა ერთმანეთი...
რამოდენიმე ადამიანის ცხოვრება, რომელიც შემთხვევით გადაიკვეთა. მოქმედება ხდება მონტანაში. ფილმის მთავარი გმირები დაკავშირებულნი არიან ერთ ახალგაზრდა ადვოკატთან სხვადასხვა მიზეზებით...
ანტონ ჩეხოვის პიესის "თოლია"-ს ეკრანიზაცია. მსახიობი ირინა არკადინა თავის ძმას პიოტრ ნიკოლაევიჩ სორინს და ვაჟს კონსტანტინ ტრეპლევის ქალაქგარეთა სახლში სტუმრად ეწვევა. მასთან ერთად ბორის ალექსეევიჩ ტრიგორინი – ცნობილი და წარმატებული პროზაიკოსი ჩადის, რომელსაც მომხიბვლელი, ახალგაზრდა და უმწიკვლო, მეზობელი გოგონა – ნინა შეუყვარდება. ნინას უკვე დიდი ხანია კონსტანტინი – ახალბედა დრამატურგი უყვარს, რომლის პიესები მათ ვიწრო წრეში ვერ პოულობენ გაგებას. ეს რამდენიმე დღე გმირების ბედისთვის მხოლოდ საბედისწერო დასაწყისი აღმოჩდება…
ნამდვილი ამბავი პასტორ მაიკლ სპერლოკზე, რომელმაც მთელი ცხოვრება ადამიანების დახმარებას დაუთმო. ხალხის სამსახურში ყოფნა მისთვის არსებობის ჭეშმარიტი აზრი გახდება. ერთ დღეს მთავარი გმირი ხელისუფლებისგან შეტყობინებას იღებს, სადაც მას სხვა ქალაქში ვადაზე ადრე გადაყვანის შესახებ ატყობინებენ. ამ ამბავმა შეიძლება ბევრი ადამიანის ბედს ჯვარი დაასვას, რადგან ბოლო დროს, მის ეკლესიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ჩამოსული დევნილები ცხოვრობენ, რომლებსაც სახელმწიფოსგან მხარდაჭერა სჭირდებათ. მაგრამ მხოლოდ მთავარი გმირი ზრუნავს მათზე. საბოლოოდ მაიკლმა ყველაფერი გარისკა, რათა დაკეტვისგან გადაერჩინა მისი პატარა ეკლესია...
A mushroom trip brings free-spirited Elliott face-to-face with her 39-year-old self. But when Elliott's "old ass" delivers warnings to her younger self, Elliott realizes she has to rethink everything about her family, life and love.
უბრალო მუშათა კლასისის წარმომადგენელი - ჯო ბელი, ფეხით მიემართება მთელ კონტინენტურ შეერთებულ შტატებში, რათა საზოგადოების ყურადღება მიიპყროს ლგბტ მოზარდების სისტემატურ ბულინგისა და დევნაზე...
წარმატებული და ცნობილი, ნიჭიერი, მაგრამ უკვე „სამუდამოდ დაღლილი“ მსახიობი, რომელიც კარიერის დასასრულს ელოდება, თვითმკვლელობას ცდილობს. სიყვარული და მასზე ბევრად უმცროს გოგოსთან ურთიერთობა რადიკალურად ცვლის მის გეგმებს...
უსახლკარობის დასასრულის მომხრეები, აწყობენ ყოველწლიურ ტურნირს უსახლკაროებისთვის, რათა იასპარეზონ ფეხბურთის მატჩების სერიაში, რომელიც ცნობილია როგორც "The Homeless World Cup"...