დაძაბული და დინამიური ფილმი გადარჩენისათვის ბრძოლაზე - სპორტის სამყაროში. შერკინება ფეხბურთის მოედანზე არ მთავრდება. ოთხი წლის წინ საფეხბურთო გუნდი "მაიამის ზვიგენები" თავისი წარმატების მწვერვალზე იყო. ახლა კი მათ აღარ უმართლებთ. ყოველ კვირა დღეს შენ მიდიხარ სტადიონზე, რათა მოიგო ან წააგო. მთავარი აზრი კი იმაშია, შეძლებ თუ არა წააგო, როგორც ნამდვილი მამაკაცი...
ეს ისტორია, ცოდვის ქალაქში, ორი ადამიანის თავს დატრიალდა. აღვირახსნილი ღამის მეორე დილით წყვილი აღმოაჩენს, რომ დაქორწინებულები არიან. ერთ-ერთი მათგანი კი მეორის 25 ცენტიანით დიდ ჯეკპოტს მოხსნის. ჯეკპოტის დასაკუთრებისათვის ბრძოლის პროცესში კი მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ...
აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელ ქალს აგზავნიან ლონდონში, აშშ–ს საელჩოში. მან უნდა აღკვეთოს ტერორისტების ქვეყანაში შემოჭრა. თუმცა ყველაფერი ისე არ წავა, როგორც დაგეგმილი იყო. მოულოდნელად მთავარი მოქმედი პერსონაჟი თავად ხდება ეჭვმიტანილი. მას ბრალდებენ ისეთ დანაშაულში, რომლისთვისაც სასჯელი სიკვდილით დასჯაა. ქალი იძულებულია დაიმალოს, რათა დაამტკიცოს უდანაშაულობა და შეაჩეროს ნიუ–იორკში დაგეგმილი ტერორისტული აქტი...
შურისმაძიებელი სული კბილის ფორმას აიღებს ფერიისგან, რათა შური იძიოს ქალაქზე, რომელმაც ლინჩის წესით გაასამართლა ის 150 წლის წინ. მისი ერთადერთი მოწინააღმდე არის დედისერთა ბავშვი, უკვე გაზრდილი, რომელმაც გადაარჩინა ის მანამდე...
ახალგაზრდა წყვილი და ძებნილი დამნაშავე, მიტოვებულ ბენზინგასამართ სადგურზე ხაფანგში აღმოჩნდნენ. ისინი უნდა გაერთიანდნენ და საერთო ძალებით შეებრძოლონ საზარელ ქმნილებას, რომელიც ყველანაირად ცდილობს დააავადოს და მოკლას რაც შეიძლება მეტი ადამიანი...
მოქმედება ხდება ტოკიოში, ახლო მომავალში.ბოროტმა ჯადოქარმა რებიმ შეთანხმება დადო დემონთან:თუ მას ძალას მისცემენ, სანაცვლოდ იგი მთელს სამყაროს გადასცემს.კატასტროფის შემდეგ სიჯიუკუს ქალაქ ჯოჯოხეთს უწოდებენ...
გაწვრთნილი ცხოველებისგან შემდგარი საიდუმლო აგენტების ჯგუფი, მათ შორის ზღვის გოჭები: დარვინი, ხუარესი, ბლასტერი, თხუნელა სპექლსი და ბუზი სახელად მუჩი - ამერიკის მთავრობის მისიას ასრულებენ ბოროტი ძალის, ლეონარდ საბერის დასამარცხებლად, რომელსაც საყოფაცხოვრებო ტექნიკით მსოფლიოს განადგურება სურს. თუმცა მთავრობა ჯგუფის მისიას შეწყვეტს და მათ ცხოველების მაღაზიაში გაამწესებს. შეძლებენ თუ არა ისინი გაქცევას, არამზადის დამარცხებასა და მსოფლიოს გადარჩენას?...
მთავარი გმირი 13 წლის რუდოლფი განსხვავებულია მისი თანატოლებისაგან. ის ვამპირია, რომელიც იმ გუნდს ეკუთვნის, რომელიც ზიანს არ აყენებენ ადამიანებს, მაგრამ მათ განადგურება ემუქრებათ, ვამპირებზე მონადირის გამო, რომლის მთავარი ცხოვრების აზრი ვამპირების განადგურებაა. რუდოლფი დაუმეგობრდება მის თანატოლ ტონის, რომელიც აღფრთოვანებულია ვამპირებით. ისინი ერთად გადაწყვეტენ შეებრძოლონ და დაამარცხონ ვამპირებზე მონადირე...
გაბრაზებული მოზარდი გოგონა, რიტუალის დახმარებით ცდილობს გამოიძახოს ბოროტი სული დედამისის მოსაკლავად. ამის სანაცვლოდ კი ტყეში სრულიად სხვა რაღაცას აღვიძებს...
აზარტული თამაშების მოყვარული ძაღლი, სახელად ჩარლი, პიტბულის ხელით კვდება. სიკვდილის შემდეგ კი სამოთხეში აღმოჩნდება, რადგანაც ყველა ძაღლი სამოთხეში ხვდება. მაგრამ ჩარლის ისე უნდა შური იძიოს თავის მკვლელზე, რომ დედამიწაზე ბრუნდება...
ფილმი მოგვითხრობს თუ როგორ ჩამოყალიბდა ქანთრი სტილი. ჰენკ ვილიამსი ამ ჟანრის სულის ჩამდგმელია. ჰენკს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ სამწუხაროდ მას სცენაზე დიდხანს ნათება არ ეწერა, მისი კარიერა მის სიცოცხლესთან ერთად დასრულდა. მისი გარდაცვალების მიზეზად საბოლოდ მაინც ალკოჰოლი და ნარკოტიკები რჩება, რომლის საშუალებითც მომღერალი ცდილობდა ეპოვა ჰარმონია გარემოსთან...
მკვლევართა გუნდი მოგზაურობს ჩინეთში პრეისტორიული ცხოველების ძიებაში. შემთხვევით ისინი იპოვნიან ადგილს, სადაც დიდი ზომის მონსტრები არა მხოლოდ კარგად შენარჩუნებულან, არამედ ცხოვრობენ და ნადირობენ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა...
ფილმის მოქმედება საუდის არაბეთში ხდება. უცხოელი ჯარისკაცებისგან შემდგარ რაზმს დაკარგული თვითმფრინავის მოსაძებნად აგზავნიან, რომლის ბორტზეც სამხედროები იმყოფებოდნენ. კატასტროფის ადგილზე, დაღუპულთა შორის, კეისს პოულობენ უცნობი შიგთავსით, რომელიც ხელბორკილებით აქვს მიბმული მაღალი ჩინის პირს. ქვიშის ქარბუქში მოხდედრილი რაზმი უცნობ სოფელს აფარებს თავს, სადაც გაურკვეველი მისტიკური მოვლენები ხდება...
მეცხრამეტე საუკუნის ბოლო. ჯონა ჰექსი - მოხეტიალე დაქირავებული მკვლელია. მას ყველაზე უკანასკნელ შემთხვევაში მიმართავენ, როდესაც ადამიანის ან რაღაც არაადამიანურის დაჭერა სურთ. მიუხედავად იმისა, რომ ჰექსი ადამიანებს გაურბის, ერთ-ერთ ბორდელში მომუშავე ლეილასთან კონტაქტს მაინც არ წყვეტს. მას ახალი დავალება აქვს - უნდა მოძებნოს და დაიჭიროს ვუდუს შამანი კვენტინ ტერნბალი, რომელსაც განზრახული აქვს მიცვალებულთა არმიის შეკრება და სამხრეთის კონფედერატებისგან გაწმენდა...
ფილმის სიუჟრტი ვითარდება რომანტიულ ქალაქ რომში. ფილმი შედგება ოთხი ნაწილისგან, რომელთაგან ორი იტალიურ ენაზე მოგვითხრობს იტალიელებზე და დანარჩენი ორი, ინგლისრენოვანი ეძღვნება ამერიკელებს...
კრისტი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, ავარიიდან რამოდენიმე წლის შემდეგ, რომელშიც მისი უფროსი და დაიღუპა. საჭესთან კრისი იჯდა . იგი ხვდება , რომ მისი ყველა ღამის კოშმარი ახდა ან უნდა ახდეს...
პროფესიით ჭურჭლის მრეცხავი, სინამდვილეში კი აფერისტი და ქურდბაცაცა, წარმოუდგენელ ავანტიურას ჩაიფიქრებს. მეუღლე ფრენსისთან და კიდევ თავისნაირ ”საქმიან ადამიანებთან” ერთად გადაწყვიტავს გვირაბი გათხაროს და ბანკი გაქურდოს...
დიუს ბიგალოუ აკვარიუმის მწმენდავი იყო, სანამ ჟიგოლო მამაკაცის სახლის დარაჯის დროებით სამსახურს იშოვნიდა. როდესაც დიუსს შემთხვევით სახლი შემოელეწება, იგი იძულებული ხდება ზიანი აანაზღაუროს, რისთვისაც თავად ხდება ჟიგოლო...
ფილმში მოთხრობილი ქალთა უფლებებისათვის მებრძოლთა რეალური ისტორია, ფემინიზმის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე. ფილმი ეფუძნება რეალურ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დიდ ბრიტანეთში მეოცე საუკუნის დასაწყისში...
ახალგაზრდა გოგონა პრია არის მუმბაის სატელეფონო ცენტრის ოპერატორი, რომელიც დაინტერესებულია ამერიკული კულტურით. მუშაობის დროს ის ტელეფონით გაიცნობს ამერიკელ ბიჭს, რომელთან შესახვედრადაც მიემგზავრება სან-ფრანცისკოში...
როდესაც მისი ალბომი აღარ გაიყიდება, პოპ სუპერსტარი უყურებს თუ როგორ იწყება მისი კარიერის ნგრევა. ის ყველაფერს ცდის დიდების დასაბრუნებლად, ყველაფერს გარდა თავისი ძველი ბენდის, სთაილ ბიჭების თავიდან აღდგენას...
ჩრდილოეთი პოლუსის საიდუმლოს გამხელის რისკის მიუხედავად, სკოტ კელვინი, შეთავსებით კი სანტა–კლაუსი თავის ცოლთან კეროლთან ერთად, დაპატიჟებს თავის ნათესავებს შობას...
ლოს-ანჯელესის პოლიციის ვეტერანი ჯო გეველანი და მისი ახალგაზრდა თანაშემწე კეისი ქოლდენი განთქმული რეპ-ჯუფის მკვლელობას იძიებენ. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობის უკან სერთეინი დგას, ცნობილი მენეჯერი, პრომოუთერი და გავლენიანი ლეიბლის მფლობელი. ის უკვე დიდი ხანია ეჭვის ქვეშ დგას სხვა რეპერების სიკვდილში, რომლებსაც მასთან კონტრაქტის დარღვევა მოუნდათ...
ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. საერთაშორისო ისტრიული პროექტი "სობიბორი" ეძღვნება საბჭოთა ოფიცერ ალექსანდერ პეჩერსკის გმირობას. დიდი პატრიოტული ომის დროს ის იყო ნაცისტურ კონცენტრაციულ ბანაკ სობიბორში, სადაც მან შეუძლებელი შეძლო - მხოლოდ სამ კვირაში დაგეგმა მასობრივი აჯანყება. აჯანყებულების ნაწილი შეიპყრეს და დახვრიტეს, ნაწილმა კი გაქცევა მოახერხა და პარტიზანებს შეუერთდა...
ტერორისტების ჯგუფი იტაცებს ცენტრალური დაზვერვის ბიუროს ყოფილ აგენტს, რათა საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენოს. მისი ვაჟი, რომელიც თავადაც აგენტია, არ ელოდება მთავრობის გადაწყვეტილებას და საკუთარი ძალებით ცდილობს მამის ტყვეობიდან დახსნას...
ხუთი მეგობარი ეწვევა უიქენდზე იმ ადგილს, სადაც სავარაუდო ხდებოდა სერიული მკვლელობები, ბევრი ფიქრობს რომ ეს მხოლოდ ქალაქის ლეგენდაა. მაგრამ ისინი ვერც კი იფიქრებდნენ, რომ ეს თავგადასავალი სახალისო მოგზაურობიდან იქცეოდა ხოცვა-ჟლეტად...
ფილმის მთავარი გმირი ქალია, სახელად ჯო, ის საკუთარ თავს თავად დაუსვამს ნიმფომანიის დიაგნოზს. ფილმში მოთხრობილია მისი ეროტიკული განცდების შესახებ დაბადებიდან 50 წლის ასაკამდე. ისტორიებს თავად მთავარი გმირი ყვება...
მიწისძვრა არის 1974 წლის ამერიკულ უბედურებაზე გადაღებული ფილმი. ბრძოლა გადარჩენისთვის მიწისძვრის კატასტროფის შემდეგ, ლოს ანჯელესის უმეტესი ნაწილი დანგრეულია...
ნეი ორლეანი, მეოცე საუკუნის დასაწყისი, ჯაზის აღმოცენების ხანა. ახალგაზრდა შარლოტა ოცნებობს ფულის შეგროვებაზე და საკუთარი რესტორნის გახსნაზე. ერთხელაც მას ბაყაყად ქცეული, ბოროტი ჯადოქრის მიერ მოჯადოებული, პრინცი აკოცებს.
ფსიქოლოგიის პროფესორი გუდმანი სწავლობს სამი ადამიანის ისტორიას, რომლებიც თითქოს ზებუნებრივ ძალას შეხვდნენ: ღამის დარაჯს, მოზარდსა და ბიზნესმენს. სკეპტიკურად განწყობილი პროფესორი მაყურებლიდან აქტიურ წევრად გადაიქცევა , როდესაც შეტყობინებას მიიღებს იმ ქვეყნიდან...
ფილმში ახალგაზრდა შერიფი გადაწყვეტს გამოიძიოს მოვლენები, რომელთაც ადგილი ჰქონდა პირველ ნაწილში. გამოძიებას შერიფი მიჰყავს ფერმაში, სადაც ის გაიცნობს ოჯახს. დედა და ტყუპი ბიჭები მარტო ცხოვრობენ, ისინი გამოექცნენ მამას, რომელიც სასტიკად ეპყრობოდა მათ. შერიფი აღმოაჩენს, რომ ახლა ისინი კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე არიან, სასტიკი დემონი ბაგული, უთვალთვალებს მათ...
უფროსკლასელი კოეომი არარაგი, თავისთავს თვლიდა გაუგებარ და არაადამიანურ პიროვნებად, მარტოსულ მგლად, გულის სიღრმეში კი უბრალო სკოლის მოსწავლე იყო, რომელიც ოცნებობდა თავგადასავლებზე...
სილა მაკგოუენი ბავშვობაში ვარსკვლავი იყო, ამჟამად კი ძველი სახლების რესტავრაციითაა დაკავებული, ისეთივე სახლების, როგორიც მისი ბებიის სახლია ვირჯინიაში. ბებია 30 წლის წინ გარდაიცვალა, როგორც ამბობდნენ წამლების გადაჭარბებული დოზის გამო, და სილამ იყიდა სახლი მის გასარემონტებლად და ბედნიერად და მშვიდად მასში საცხოვრებლად, მას ხომ სერიოზული რომანი აქვს ახალ მეზობელთან, მომხიბვლელ ფორდ სოიერთან. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ღამის კოშმარები, რომლებიც სილას სტანჯავენ... მასში მას ბებია ევლინება...
ნავასი და არი - შესანიშნავი წყვილი და პროფესიონალი თაღლითები არიან. გოგონა - ლამაზმანია და აცდუნებს მდიდარ მამაკაცებს, ხოლო ბიჭი - სასტიკი ყაჩაღი, ვინც ქურდავს მათ. ყველაფერი იცვლება, როდესაც ნავასი და არი აირჩევენ ახალ მსხვერპლს - მდიდარი სიმპათიური მიკელი, რომელიც გოგონას შეუყვარდება უგონოდ...
ქალაქი გოთემი ტერორიზირებულია არა მარტო ჯოკერისა და პინგვინის გაქცევით,არამედ დრაკულას შემოსევის გამოც.შესძლებს თუ არა ბეტმენი სისხლიანი ვამპირის შეჩერებას, სანამ ის ქალაქს გაანადგურებს?...
თუმცა ჯერ ერთმანეთს არც კი იცნობენ, სარა და ჯონათანი უკვე შეყვარებულები არიან. შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ, ისინი იგრძნობენ, რომ ნამდვილი, ბუნებრივი ურთიერთშეთავსება აქვთ - მაგრამ ერთმანეთს მალევე შორდებიან. წლების შემდეგ, ორივე მათგანი კვლავ შეერთებას ცდილობს, მიუხედავად იმისა რომ ერთიც და მეორეც უკვე დანიშნულია. და მაინც, ნამდვილ სიყვარულს კიდევ ერთი შანსი რომ მისცენ, მათ პირველ რიგში ერთმანეთი ჰყავთ მოსაძებნი...
NASA-ს სატელიტის მექსიკაში ჩამოვარდნის შემდეგ 6 წელი გავიდა. ამერიკელი ჟურნალისტი თან ახლავს მოგზაურს, რომელიც კარანტინის ზონიდან ცდილობს მოხვდეს ამერიკის უსაფრთხო საზღვარზე...
ახალგაზდა წყვილი ჩადის მანჰეტენიდან კეთილმოწყობილ პროვინციულ ქალაქში სტეპფორდში და აღმოაჩენს, რომ ადგილობრივ მამაკაცებს ცოლების მაგივრად რობოტები ჰყავთ. კიბორგების გაყიდვა მიმდენარეობს ლოზუნგით: "იყიდე იდეალური ცოლი"...
ფილმში ნაჩვენებია ისტორია მეცნიერი - ბიოლოგისა, რომელიც დაინტერესბული იყო ცოცხალი არსებების ტელეპორტაციით. ერთხელ მის ლაბორატორიაში შეფრინდა ბუზი, იმის გამო რომ უცხო სხეული მოხვდა საექსპერიმენტო არეში, ხდება რთული გენეტიკური ცვლილებები, მეცნიერის გენომში ხდება ბუზის გენების ჩართვა, რის შემდეგაც ის თანდათანობით გადაიქცევა გიგანტურ ბუზად...
სმენადაქვეითებული მწერალი ქალი საცხოვრებლად განმარტოებით, სოფელში გადადის. მოულოდნელად ის მკვლელობის მომსწრე ხდება, თუმცა თვითმხილველის თავიდან მოშორების მიზნით სერიული მკვლელი ქალზეც იწყებს ნადირობას...
უცოლო მამაკაცის, ლეონარდის მეზობლად მომხიბვლელი მიშელი დაბინავდება. ახლა მამაკაცს მოუწევს რთული არჩევანის გაკეთება ოჯახის მეგობრის, რომელიც მის მშობლებს უნდათ მასზე მიათხოვონ, და ლამაზი, მაგრამ ძალიან ცვალებადი ხასიათის მქონე მეზობელს შორის...
გაკოტრებული ფერმერები, რომლებიც გადაიღალნენ საქათმეებზე ეშმაკი მელიის გამუდმებული თავდასხმებისგან, გადაწყვიტავენ არა მარტო მტერი, არამედ მთლიანად მისი მოდგმა გაანადგურონ...
ფილმი გადაღებულია ამერიკელი მოქალაქის - ბილ ჰეისის რეალური ისტორიის მიხედვით. უმნიშვნელო სამართალდარღვევისთვის თურქეთის სასამართლომ მას უპრეცედენტოდ დიდი ვადა მიუსაჯა. ჰეისი ძალადობისა და სიძულვილის სამყაროში აღმოჩნდა, სადაც ყოველი დღე შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს...
ტიმ ვაგნერი კომპანიის მუშაკია, რომელიც უფროსმა ყოველთვიურ ვახშამზე მიიწვია. აქ ყველაზე დიდ ხუმარად დასახელებულ სტუმარს სამსახურში დააწინაურებენ. სანამ ტიმი ბარის შეხვდებოდა იგი არ გეგმავდა ამ წვეულებაზე წასვლას...
დულჩე, რომელმაც ქმრის მკვლელობის გამო ოცდაათწლიანი სასჯელი მოიხადა, შინ ბრუნდება , დაწყევლილ სახლში , სადაც ეს საშინელი დანაშაული მოხდა. იდუმალ რაღაცას არც კი უფიქრია ამ წლების განმავლობაში სახლის დატოვება. დულჩე გადაწყვეტს გაიგოს რა ბინადრობს სახლში...
დედა-შვილს არც ისე კარგ პირობებში უწევს ცხოვრება რევოლუციის შემდგომ პერიოდში 80-იან წლებში. მათ უბედურებას ბოროტი სულიც ემატება, რომელიც მათ სახლში დასახლდა...