გრძელდება მოზარდი ბილი ბეთსონის ისტორია, რომელიც ჯადოსნური სიტყვის "შაზამის" წარმოთქმისას ზრდასრულ სუპერგმირ ალტერ ეგოდ - შაზამად იქცევა... მისი ღვთაებრივი სხეულის მიუხედავად, იგი ძველებურად ბავშვი რჩება, რომელიც თავისი ზრდასრული ვერსიით ტკბება და შეუკავებელი გართობისთვის ახლადშეძენილ სუპერშესაძლებლობებს იყენებს. ღმერთების მიერ გაძლიერებული მთავარი გმირი და მისი მეგობრები ჯერ კიდევ სწავლობენ თავიანთი თინეიჯერული ცხოვრების დაბალანსებას ზრდასრული სუპერგმირების ალტერ ეგოებთან. მაგრამ როდესაც ატლასის ქალიშვილები, შურისმაძიებელი უძველესი ღმერთების ტრიო, ჩამოდიან დედამიწაზე დიდი ხნის წინ მოპარული მაგიის საძიებლად, რომელიც მათ მოპარეს, ბილი – იგივე შაზამი – და მისი ოჯახი იწყებენ ბრძოლას თავიანთი ზეშესაძლებლობებისთვის, სიცოცხლისთვის და მათი სამყაროს გადარჩენისთვის...
მკაცრი რეჟიმის ციხის კონტროლის საკუთარ ხელში აღებისა და თავის არმიაში სხვა პატიმრების გადმობირების შემდეგ, ლოს-ანჯელესის პოლიციის ასაფეთქებელი ნივთიერებების ყოფილი ექსპერტი და კრიმინალური საქმეების დამგეგმავი უპირისპირდება ბოროტმოქმედს მოლაპარაკებების დროს, რომელსაც მძევლად ჰყავს აყვანილი პატიმრები და საიდუმლო სამსახურის ყოფილი აგენტი, რომელიც თავის პატიმარ შვილს სტუმრობდა…
ჯულია, იძულებულია თავის ქმარს შეუერთდეს, როდესაც ის ახალ სამუშაოზე გადადის მშობლიურ რუმინეთში. სამსახიობი კარიერაზე უარის თქმის შემდეგ, ხშირად თავს მარტოსულად და დაუსაქმებლად გრძნობს. ერთ ღამეს, მისი პანორამული ფანჯრიდან ადამიანებზე დაკვირებისას, ის ბუნდოვან ფიგურას შეამჩნევს ახლომდებარე შენობაში, რომელიც თითქოს მისკენ იყურება. ცოტახანში, როცა ჯულია ადგილობრივ კინოთეატრში მარტო რჩება, იმის გრძნობა, რომ მას აკვირდებიან, ძლიერდება, და მთავარი გმირი დარწმნუნებული ხდება, რომ მას უთვალთვალებენ – შეიძლება ეს იგივე უცნობი მეზობელი იყოს? ამასობაში, სერიული მკვლელი, რომელიც ცნობილია როგორც ობობა, შიშის ზარს სცემს ქალაქს.
მთიან რაიონში მიმდინარე ექსპედიცია მოულოდნელად ტრაგედიად შემოტრიალდება. გადარჩენას მხოლოდ ერთი გოგონა ახერხებს. დაჭრილი და შიშისგან შეშლილი ადგილობრივ პოლიციას მიმართავს. შერიფს მისი ისტორიის არ სჯერა, მაგრამ შესამოწმებლად ექსპედიციას ამზადებს....
კრის ბელდენის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული კომედია, ნიუ-იორკში მცხოვრები ხშირად დეპრესიული, მთვრალი და მარტოხელა ხელოსანი მამაკაცის შესახებ, რომელსაც ცხოვრებაში ერთი წიგნიც არ წაუკითხავს. მას შეცდომით მიიწვევენ ცნობილ, მაგრამ კარჩაკეტილ მწერალ შაივერის მაგივრად უნივერსიტეტში, სადაც ის სიტყვით უნდა წარსდგეს. მთავარი გმირი მოულოდნელად აღტაცების საგანი და ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება მწერალთა კონფერენციაზე, რომელიც აღნიშნავს ნამდვილი ავტორის წიგნის 20 წლის იუბილეს. “შაივერი” როლში იჭრება და კონფერენციის ხელმძღვანელ ინგლისური ენის პროფესორთან აბავს რომანს, მაგრამ მალე ნამდვილი შაივერი გამოჩნდება.
როდესაც დამწყები ახალგაზრდა მეზღვაური ჯესიკა უოტსონი გადაწყვეტს გახდეს ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც მარტო, შეუჩერებლად და დაუხმარებლად დედამიწის ირგვლივ ნავით იმოგზარებს, ბევრი ჩათვლის, რომ ახალგაზრდა გმირის მისია წარუმატებელი იქნება. მაგრამ მისი მწვრთნელისა და მენტორის, ბენ ბრაიანტისა და მისი მშობლების მხარდაჭერით, ჯესიკა მტკიცედ გადაწყვეტს გააკეთოს ის, რაც აქამდე შეუძლებლად ითვლებოდა. საბოლოოდ ის, ოკეანის ერთ-ერთ ყველაზე ურთულეს მონაკვეთს გაივლის 210 დღის განმავლობაში.
40 წლის ჟურნალისტი - საიმონ ლი, სტატიებს წერს ტურისტული ჟურნალისთვის. ერთხელაც გადაწყვეტს საკუთარი ცხოვრების შეცვლას. გაეყრება მეუღლეს - რობინს, რომელთანაც 16 წელი იცხოვრა. მწერლის კარიერა არ გამოსდის, ამიტომაც ცდილობს კინობიზნესში მოიხვეჭოს სახელი. იგი სხვადასხვა ცნობილ ადამიანებს სთავაზობს ფილმის გადაღებას სცენარზე, რომელიც თავისი დაუსრულებელი რომანის საფუძველზე დაწერა. ამ მცდელობების დროს იგი იცნობს შოუბიზნესში სახელგანთქმულ ადამიანებს...
ეს არის ყველასათვის საყვარელი ანიმაციური ფილმის მეორე ნაწილი, სადაც ერთმანეთის მტრები - ჩიტები და მწვანე გოჭები ქმნიან გუნდს და ემზადებიან ახალი თავგადასავლებისთვის...
მოზარდობის დროს საუკეთესო მეგობრები სესილია და ემა 10 წლის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს. ემა სესილიას წინასაქორწინო წვეულებაზე დაპატიჟებს, სადაც ის მოხვდება მოშორებით მდებარე ქოხში სკოლისდროინდელ მჩაგვრელთან და შურისძიების შანსთან ერთად.
როალდ დალის ამავე სახელწოდების საბავშვო რომანზე დაფუძნებული კლასიკური მიუზიკლის “მატილდა” რიმეიკი, ვუნდერკინდი პატარა გოგონას მატილდას შესახებ, რომელიც თავის უსიამოვნო მშობლებთან ცხოვრობს და დადის სკოლაში, რომელსაც მოძალადე დირექტორი მართავს, სადაც მისი კეთილი მასწავლებლის მის ჰანის სახით მონათესავე სულს აღმოაჩენს. შედეგად, ის იძულებული ხდება დაუპირისპირდეს საზოგადოებას, რომელიც უარს ამბობს მის მიღებაზე. მატილდა ცდილობს განავითაროს თავისი უჩვეულო შესაძლებლობები, ისწავლოს და შეიცნოს სამყარო, მაგრამ მოზარდები ყოველმხრივ ხელს უშლიან მის ცნობისმოყვარეობას და ცდილობენ შეზღუდონ იგი. მახვილი გონებითა და უზარმაზარი ფანტაზიით შეიარაღებული, ახალგაზრდა გმირი ბედავს სასწაულებრივად შეცვალოს თავისი ბედი.
ახალგაზრდა დომი ჯერ კიდევ დედასთან ერთად ცხოვრობს ლონდონში და ახლახან გაიგო, რომ მისი შეყვარებული ჯია ღალატობს თავის საუკეთესო მეგობარ ერიკთან. თავისუფლებისმოყვარე იასიმაც ასევე ცოტა ხნის წინ განიცადა მძიმე დაშორება. მოულოდნელად მათი გზები გადაიკვეთება, ამისთვის ყველაზე შეუფერებელ მომენტში, როდესაც ისინი ერთად აღმოჩნდებიან საერთო მეგობრის გამოფენაზე სამხატვრო გალერეაში. ახალგაზრდა ლონდონელი გმირები მთელი დღე დახეტიალობენ კარაოკე ბარებსა და სათამაშო მოედნებზეი. მაგრამ ამ დღეს დომს დანიშნული აქვს ყოფილთან უხერხული სადილი. შედეგად, იასიმი სადილზე თავს აჩვენებს დომის ახალ შეყვარებულად, რასაც მოჰყვება იმპულსური და მხიარული ქაოტური დღე, რა დროსაც სულ უფრო უახლოვდებიან საკუთარი გულის გახსნის შესაძლებობას.
ელისონი - ახალგაზრდა ქალია, რომელსაც აქვს ნათელი მომავალი - ის წარმატებული კარიერის მქონე, მშვენიერი საცოლეა, ჰყავს მხარდამჭერი ოჯახი და მეგობრები. მაგრამ მისი სამყარო თვალის დახამხამებაში დაინგრევა, როდესაც წარმოუდგენელი ტრაგედია დაატყდება თავს. მომდევნო წლებში თავის მომავალ მამამთილთან მეგობრობა, აძლევს მას შანსს, რომ გაძლიერდეს და გააგრძელოს ცხოვრება...
ინესი წვალობს, თუმცა მაინც დამოუკიდებლად ცხოვრობს, ის 1990-იანი წლების ნიუ იორკში თავშესაფრიდან თავშესაფარში გადადის. მისი 6 წლის შვილი ტერი დროებით მეურვეთა ოჯახშია გაშვილებული, თუმცა ინესს არ უნდა შვილის დაკარგვა, ამიტომ მას იტაცებს, რათა ერთად ახალი ცხოვრება დაიწყონ. წლებთან ერთად ტერი იზრდება და საკმაოდ ჭკვიან მოზარდად იქცევა, თუმცა საიდუმლო, რომელმაც მათი ბედი განსაზღვრა, მათ ოჯახს განადგურებით ემუქრება.
პოლ გალიკოს ამავე სახელწოდების რომანის ახალი ადაპტაცია, რომელშიც მოვლენები 1950-იანი წლების ლონდონში ვითარდება და დაქვრივებული დამლაგებელი ქალის ადა ჰარისის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც Christian Dior-ის მაღალი მოდის კაბა სიგიჟემდე შეუყვარდება და ამ ხელოვნების ნიმუშის მიღებას გადაწყვეტს. მისი ოცნებების ასასრულებლად, თავდაუზოგავი მუშაობის, შიმშილისა და აზარტული თამაშების შემდეგ, მთავარი გმირი თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში მიდის პარიზში, რომელიც არა მხოლოდ მის საკუთარ მსოფლმხედველობას, არამედ Dior-ის სახლის მომავალსაც შეცვლის.
საინფორმაციო ტექნოლოგიების სკეპტიკურად განწყობილი სპეციალისტი თავის იმპროვიზირებულ ლაბორატორიაში ექსპერიმენტებს ატარებს - ცდილობს საკუთარი სმენის სერიოზულ დაქვეითებას უშველოს. მაგრამ სად მიიყვანს ეს კვლევა ? შეიხედეთ ამ უსახელო გმირის სამყაროში ამ იდუმალი და საზარელი ფილმის საშუალებით, რომელიც სუსტი ნერვების ადამიანებისთვის ნამდვილად არ შექმნილა.
სოფი იხსენებს საერთო სიხარულისა და არდადეგების წუთებს, რომლებიც მან მამასთან გაატარა ოცი წლის წინ. ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც ის სულ რაღაც 11 წლის იყო, გოგონამ ერთი კვირა გაატარა მამასთან, კალუმთან ერთად თურქეთის ბიუჯეტურ კურორტზე და ერთადგილიან საწოლს იზიარებდა მათ სასტუმრო ოთახში, რადგან ტურისტულმა აგენტმა ვერ შეძლო ორადგილიანი საწოლის დაჯავშნა. 31 წლის მამაკაცი სოფის დედას დაშორდა და ახლა ლონდონში ცხოვრობს, ხოლო ის დედასთან დარჩა ედინბურგში. ამიტომ მთავარი გმირი მოუთმენლად ელის მასთან დროის გატარებას.
ისტორია მოგვითხრობს მორისის - სულელი ქუჩის კატის ამბავს, რომელიც ფულის საშოვნელად იდეალურ სქემას ქმნის. ის პოულობს ბრიყვის გამომეტყველებიან ბავშვს, რომელიც ჩასაბერ საკრავზე უკრავს, თავისი ვირთხების ხროვა ჰყავს და უჩვეულოდ განათლებულია...
მხიარული და ამაღელვებელი ისტორია კალათბურთის ქვედა ლიგის ჯიუტი ყოფილი მწვრთნელის მარკუსის შესახებ, რომელსაც არაერთი შეცდომის შემდეგ, სასამართლო ინტელექტუალურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა კალათბურთის მოთამაშეთა გუნდის ხელმძღვანელობას და სპეციალურ ოლიმპიადაზე მონაწილეობას დაავალებს. არასრულყოფილი, მაგრამ თავდადებული მწვრთნელი მალევე ხვდება, რომ ეჭვების მიუხედავად, ამ გუნდს შეუძლია იმაზე შორს წასვლა, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდა…
მას შემდეგ, რაც საჯარო დაპირისპირება პოპულარულ ვიდეობლოგერს შერცხვენილს და აუდიტორიის გარეშე დატოვებს, ის თავისი გამომწერების დაბრუნებას გადაწყვეტს და მარტო მიდის იდუმალ სახლში, სადაც მოარული ხმების თანახმად მოჩვენებები არიან. მისი მიზანია მთელი ღამის განმავლობაში ლაივ სტრიმი და მაყურებელის მაქსიმალური რაოდენობის მოგროვება. მაგრამ მთავარი გმირი არ ელოდა, რომ მისი ვიზიტი გააბრაზებდა შურისმაძიებელ სულს, რომელიც ბლოგერის ტრიუმფალურ დაბრუნებას ნამდვილ კოშმარად და გადარჩენისთვის ბრძოლად გადააქცევს რეალურ დროში, რადგან ის ხვდება სახლის ბოროტ დემონს და მის ძლევამოსილ მიმდევრებს.
ორ დამნაშავეს გაქცევა სურს, თუმცა მათი ბოსი გაქცეულებს ხოცავს. ამიტომ როცა მათ ძარცვის ოპერაციაზე უშვებენ, ისინი ფულს ბოსს უმალავენ, თავისთვის იტოვებენ და პოლიციას მონასტერში, მონაზვნების ფორმაში გადაცმულები ემალებიან...
დოკუმენტური ფილმი ფორმულა 1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის ცხოვრების შესახებ. მილიონობით გულშემატკივარი მთელს მსოფლიოში აღფრთოვანებული იყო მისი გამბედაობით, გამარჯვების ჟინით და გმირის იმიჯით. ფილმი მრბოლელის თვისებების მეორე მხარეს ავლენს, რომელსაც ხშირად ხედავდნენ როგორც დაუნდობელ გამარჯვების მანქანას, ასევე იშვიათი ინტერვიუებით, საშინაო ვიდეოებით და აქამდე გამოუქვეყნებელი კადრებით, რომელიც ყურადღების ცენტრიდან შორს საკუთარ თავში დაურწმუნებლობის და დაუცველობის დასაძლევად მებრძოლ მამაკაცს ასახავს.
გალაქტიკური იმპერიის მოსახლეობა პროტესტს უცხადებს დიქტატორულ ხელისუფლებას, რომელიც მათ სამყაროზე მბრძანებლობს. აჯანყებულები იმპერატორზე თავდასხმისათვის ემზადებიან, ისინი იბრძვიან თავისუფლების მოსაპოვებლად...
ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე.18-ე საუკუნე, ინგლისი, დაიდო ელიზაბეტ ბელი სამეფო საზღვაო ფლოტის კაპიტანი ჯონ ლინდსის და შავკანიანი ქალის ქალიშვილია. გოგონა არისტოკრატულ გარემოში გაიზარდა, ის ბიძამ ლორდმა მენსფილდმა და მისმა მეუღლემ აღზარდეს...
პლანეტა პანდორას მკვიდრ ნა’ვი-ს ჰუმანოიდთა რასის ავატარის სხეულში მყოფი დედამიწელი ყოფილი ჯარისკაცის ჯეიკ სალის და მისი ცხოვრების თანამგზავრის ნეიტირის ამბის გაგრძელება, რომელიც მათი სიყვარულის და მათი ახალი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ერთად დარჩენისთვის. თუმცა, როდესაც ადრე დაწყებულის დასასრულებლად, ძველი საფრთხე დაბრუნდება, ჯეიკი თავისი პლანეტის დასაცავად ნეიტირისთან და ნა’ვი-ს რასის არმიასთან უნდა გაერთიანდეს, სადაც ახლა ისინი იძულებულნი არიან დატოვონ სახლი და შეისწავლონ პანდორას სხვადასხვა რეგიონები...
ნამდვილი ამბავი, რომელიც რევოლუციონერი აფრო-ამერიკელი ბიზნესმენების, ბერნად გარეტის და ჯო მორისის დრამატულ ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც 1960-იან წლებში ბიზნეს სფეროში რასისტულ-რეპრესიული პრობლემების მოსაგვარებლად თამამ და სარისკო გეგმას შეიმუშავებენ. ისინი სხვა აფრო-ამერიკელებს თავიანთი ამერიკული ოცნების განხორციელებაში ეხმარებოდნენ. გარეტის მეუღლესთან ერთად გმირები მუშათა კლასიდან თეთრკანიან, მეთ შტაინერს მათი მზარდი უძრავი ქონებისა და საბანკო საქმის წარმოების იმპერიის მდიდარ და პრივილეგირებულ სახედ განასახიერებაში ავარჯიშებენ, ხოლო თავად გარეტი და მორის დამლაგებელს და მძღოლს ანსახიერებენ. მათი წარმატება საბოლოოდ ფედერალური ბიუროს ყურადღებას იპყრობს, რაც საფრთხეს შეუქმნის ყველაფერს…
რეჟისორ ფლორიან ზელერის ამავე სახელწოდების პიესის მოტივებზე დაფუძნებული დრამატული ამბავი, რომელიც ოჯახური ურთიერთობების შესახებ მოგვითხრობს. მის ახალ პარტნიორთან, ემასთან და მათ შვილთან ერთად, ახალგაზრდა მამის პიტერის დატვირთული ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც მისი ყოფილი ცოლი კეიტი თავის მატყუარა, გაუცხოებულ და გაბორეტებულ თინეიჯერ ვაჟთან, ნიკოლასთან ერთად გამოჩნდება, რომელიც თვეებია სკოლას აცდენს. შედეგად, პიტერი მთელი ძალებით ცდილობს იყოს უკეთესი მამა და დაეხმაროს ვაჟიშვილს ოჯახური ბედნიერების ამ ინტიმურ და ინსტინქტურ მომენტებში. მაგრამ ნიკოლასის მძიმე მდგომარეობა ოჯახს საშიშ გზაზე აყენებს...
2017 წლის ფილმის “The Outlaws” სიქველი, რომელშიც მოქმედება სეულის ერთ-ერთ რაიონში ჩატარებული მაშტაბური რეიდის მოვლენებიდან ოთხი წლის შემდეგ ვითარდება. დეტექტივი მა სეოკ-დუ, კაპიტან ჩონ ილ-მანთან და მის გუნდთან ერთად, გაქცეული ეჭვმიტანილის ექსტრადაციის მიზნით მიემგზავრება ვიეტნამში, მაგრამ ჩამოსვლიდან მალევე აღმოაჩენს მკვლელობის დამატებით შემთხვევებს და სასტიკი მკლელის კან ჰე-სანის შესახებ შეიტყობს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ჩადის დანაშაულს ტურისტების წინააღმდეგ. ახლა კანის დასაჭერად, დეტექტივმა მამ და მისმა გუნდმა ძალ-ღონეს არ უნდა დაიშურონ...
დართ ვეიდერი მეორე "სიკვდილის ვარსკვლავს" ქმნის. ის ყველა ძალას იკრებს, რათა ამ სასიკვდილო იარაღით უკანასკნელი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს აჯანყებულებს და მათ მოკავშირეებს.
ეპიკური საგის გაგრძელება. გალაქტიკის ბრძოლა ბოროტი იმპერატორის წინააღმდეგ გრძელდება. პრინცესა ლეა იმპერიის ჯარების გამანადგურებელ შეტევას გადაურჩა. ლიუკ სქაიოუქერი ლეგენდარულ იოდას პოულობს და მისგან ჯედაის საიდუმლოებებს სწავლობს.
როცა პატარა სამხედრო დანაყოფს მოულოდნელად დაესხმებიან თავს, შეერთებული შტატების არმიამ ბრძოლა მიწისქვეშ უნდა გააგრძელოს. ეს არის გადამწყვეტი მისია, ბრძოლა - რომელიც მათ აქამდე არასდროს გამოუცდიათ...
1950-იანი წლების ლონდონი, საჯარო სამსახურის უხასიათო მოხელე გადაწყვეტს შვებულება აიღოს, რათა საზარელი დიაგნოზის დასმის შემდეგ ნამდვილი ცხოვრება გამოსცადოს...
სეთ მაკფერლეინი მის ორიგინალურ იუმორს ამჯერად დიდ ეკრანზე გვაწვდის, როგორც სცენარის ავტორი, რეჟისორი და გამხმოვანებელი. ჯონ ბენეტის ბავშვობის სათამაშო დათუნია გაცოცხლდება, რომელსაც მარტო დარჩენა არ სურს...
სამეცნიერო-ფანტასტიკური თრილერი, რომელშიც მოვლენები უახლოეს მომავალში ვითარდება და ახალგაზრდა ასტრონავტის - მილსის შესახებ მოგვითხრობს, რომლის კოსმოსური ხომალდი მთელი რიგი მოვლენების შემდეგ, იდუმალ პლანეტაზე ჩამოვარდება, სადაც მთავარი გმირი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ ის რეალურად დედამიწაზე ჩამოვარდა… 65 მილიონი წლით უკან. ახლა გადარჩენის მხოლოდ ერთი შანსით, მილსმა და ერთადერთმა გადარჩენილმა გოგონამ, კოამ, უნდა გაიარონ უცნობი რელიეფი, რომელიც სავსეა საშიში პრეისტორიული არსებებით და გადარჩენენ ეპიკურ ბრძოლაში...
ანიმაციური სათავგადასავლო-კომედია შემსრულებელი ბადის შესახებ, რომელიც მუსიკალურ კონკურსზე გამოდის, მოულოდნელად აღიარებს, რომ არასოდეს არ სმენია ანგუს სკატერგუდის შესახებ. შედეგად, მთავარი გმირი იძულებულია შეუერთდეს შოუს, რათა ნებისმიერ ფასად დაიუბრუნოს როკ ლეგენდის წარსული დიდება და აღიდგინოს დაკარგული სახელი…
ჯუნის დედა კოლუმბიაში მოგზაურობისას მის ახალ შეყვარებულთან ერთად გაუჩინარდება. ჯუნის მიერ პასუხების ძიებას საერთაშორისო ბიუროკრატია აფერხებს. ათასობით მილის მოშორებით ლოს ანჯელესში ჯუნი ყოველგვარ უახლეს ტექნოლოგიას იყენებს, რათა დედა დროულად იპოვოს. თუმცა რაც უფრო ღრმად იწყებს ძიებას, უფრო მეტი უპასუხო კითხვა უჩნდება. როცა ჯუნი დედის საიდუმლოებებს ფარდას ახდის, მიხვდება, რომ თურმე მას საერთოდ არ იცნობდა.
დენი, არნოლტების ოჯახის თინეიჯერი ვაჟიშვილი უჩინარდება. საქმე ყველაზე გამორჩეულ დეტექტივს ფრანსუა ვისკონტის ეწერება. ცოლთან გაშორების გამო, მას უწევს რთულ საგამოძიებო პროცესს პრობლემური 16 წლის შვილის მარტო აღზრდა შეუთავსოს. როდესაც გაუჩინარებული ბიჭის ფრანგულის მასწავლებელი მომხდარის შესახებ იგებს, გამოძიებას საკუთარ თავს დამხმარედ სთავაზობს...
ედი დოდსონი ავეჯის მაღაზიის მფლობელია ლოს-ანჯელესში. ის იცნობდა ბევრ ცნობილ ადამიანს, მთელი ცხოვრება ერთობოდა, აწყობდა დაუვიწყარ მიღებებს. ერთხელაც ედის შეუყვარდა და იმისათვის, რომ ყურადღება მიექცია გადაწყვიტა გაეძარცვა ბანკი...
1985 წელს მომხდარი ნამდვილი ამბავი ნარკობარონის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის, დაკარგული 70 ფუნტი კოკაინისა და შავი დათვის შესახებ. პოლიციელების, კრიმინალების, ტურისტებისა და თინეიჯერების უცნაური ჯგუფი იკრიბება ჯორჯიის ტყეში, სადაც უდანაშაულო 175 ფუნტიანმა შავმა დათვმა კოკაინით სავსე სპორტული ჩანთა გადაყლაპა, რომლის ღირებულება 15 მილიონი დოლარი იყო, რაც დათვის განრისხებას გამოიწვევს. სინამდვილეში, შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მკვდარი დათვის გვერდით 40 ცარიელი ნარკოტიკის პაკეტი იპოვა, რომლის სიკვდილის მიზეზი უდავოდ დოზის გადაჭარბება გახდა.
სამეცნიერო ფანტასტიკა, ჩინური წარმოშობის ამერიკელი მისის ვანის შესახებ, რომლის ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც გადასახადების გადახდისას მოულოდნელად მბრუნავი საოფისე სკამიდან პირდაპირ მულტისამყაროში მოხვდება. მთავარი გმირი ალტერნატიულ სამყაროდან თავის ქმარს ხვდება, რომელიც მას ეუბნება, რომ მან უნდა შეაჩეროს “დიდი ბოროტება”, რომელიც თითოეულ პარალელურ სამყაროში ვრცელდება და ახლა ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია გადაარჩინოს სამყარო გარდაუვალი სიკვდილისგან...
დრამატული ამბავი ახლაგაზრდა აფრო-ამერიკელი გეის, ელის ფრენჩის შესახებ, რომელიც დედისგან უარყოფილი და მომავლის იმედის გარეშე, გადაწყვეტს შეუერთდეს საზღვაო ქვეითთა კორპუსს, სადაც აკეთებს ყველაფერს, რათა წარმატებას მიაღწიოს სისტემაში, რომელიც მას განზე წევს. მაგრამ მაშინაც კი, როცა ის ებრძვის ღრმა ცრურწმენებს და საბაზისო ვარჯიშის დამქანცველ რუტინას, ახლაგაზრდა გმირი მოულოდნელად აღმოაჩენს ამხანაგობის სულს, ძალას და მხარდაჭერას ამ ახალ საზოგადოებაში, რაც ძნელად მიღებულ გრძნობას კუთვნილებას სძენს, რომელიც ელის პიროვნებას ჩამოაყალიბებს და სამუდამოდ შეცვლის მის ცხოვრებას...
როცა საუკეთესო მეგობრები და სრულიად საპირისპირო ადამიანები დები და პიტერი ერთი კვირით სახლებს გაცვლიან და ერთმანეთის ცხოვრებას გაეცნობიან, შესაძლოა, მათ სიყვარულიც იპოვონ...
ორი ძველი მეგობარი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება და მოუწევთ, ურთიერთობა დაუყოვნებლივ გაწყვიტონ, რასაც ორივესთვის შემაშფოთებელი შედეგები მოჰყვება...
ტუ შიაოი, იაო ზიშენი და ქი ჯინგშიანი სკოლის მოსწავლეები არიან პატარა ქალაქში ლანშიში, სამხრეთ ჩინეთში. ეს არის ისტორია ოცნებების, მეგობრობის, ოჯახისა და ახალგაზრდული პირველი სიყვარულის შესახებ.
ისტორია იწყება დაახლოებით 2000 წლის წინ, როდესაც ნაზა დრაკონების მეფემ ფენგშენ იანუიმ დაიპყრო. ახალგაზრდა დეტექტივი ლი იუნქსიანგი თანამედროვე სამყაროში ცხოვრობს და თავისუფალ დროს მოტო-რბოლებით ერთობა . თუმცა როცა ქედმღალი და მდიდარი უფროსის ვაჟი მას დაამარცხებს, საყვარელ ძრავს წაართმევს და მის ობოლ დას დაჭრის, მრისხანება ნამდვილ ცეცხლში გადაიზრდება. ნაზას ნამდვილი იდენტობა გამოაშკარავდება - ის აჯანყებული ღმერთია, ძალადობის მოყვარული ეგოცენტრული არსება. ის იუნქსიანგს ძალებს შემატებს და ძალაუფლებისკენ მიდრეკილს გახდის. დროა იუნქსიანგმა გადაწყვეტილება მიიღოს, ან დაემორჩილოს ნაზას ან ნამდვილი გმირი გახდეს...
კრიმინალური თრილერი, ნოვატორი-რეპორტიორების შესახებ, რომლებმაც გაამხილეს 1960-იანი წლების ავადსახსენებილი “ბოსტონელი მგუდავის” მკვლელობების ამბავი. ფილმი მოგვითხრობს Record-American-ის ახალგაზრდა რეპორტიორის - ლორეტა მაკლაფლინის შესახებ, ვინც ხდება პირველი ჟურნალისტი, რომელიც მკვლელობებს ბოსტონელ მგუდავთან აკავშირებს. იმ დროს, როდესაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება იდუმალი მკვლელის მსხვერპლი, ლორეტა მთელი ძალებით ცდილობს გააგრძელოს გამოძიება თავის კოლეგასთან და ნდობით აღჭურვილ ჯინი კოულისთან ერთად, მაგრამ გმირები აღმოჩნდებიან ჩიხში იმ ეპოქაში გავრცელებული სექსიზმის გამო. თუმცა, მაკლაფლინი და კოული თამამად აგრძელებენ გამოძიებას, რითაც საკუთარ თავს დიდ საფრთხეში აგდებენ და რისკავენ სიცოცხლეს სიმართლის გასარკვევად...
ანიმაციური ფილმის “ჩექმებიანი კატა”-ს სიქველი, რომელშიც მოქმედება პირველი ფილმის მოვლენებიდან ორი თვის შემდეგ ვითარდება, როდესაც ჩექმებიანი კატა აღმოაჩენს, რომ თავგადასავლებისადმი მისმა გატაცებამ თავისი შედეგი მოიტანა: მას ახლა ცხრა სიცოცხლედან მხოლოდ ერთი დარჩა. შედეგად, მთავარი გმირი იწყებს ეპიკურ მოგზაურობას, რათა იპოვოს მისტიკური “უკანასკნელი სურვილი” და აღადგინოს თავისი ცხრა სიცოცხლე…
მირიამ ტეივზის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია იზოლირებული მენონიტების თემიდან ქალების ჯგუფის შესახებ, რომლებიც იკრიბებიან სათივეში, სადაც ისინი მთელი ძალებით ცდილობენ თავიანთი რწმენის შეჯერებას მამრობითი სქესის მრევლის მხრიდან სექსუალურ ძალადობის სერიასთან. მამაკაცების არყოფნაში, გულგატეხილი ქალები განიხილავენ სამ ვარიანტს: ან არაფერი გააკეთონ, ან დარჩნენ და შეებრძოლონ დანაშაულს, ან დატოვონ კოლონია. ზოგიერთი ქალი შიშობს, რომ წინააღმდეგობის ნებისმიერმა მოქმედებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ სამოთხეში მოხვედრას. სხვები კი მტკიცედ არიან დარწმუნებულნი, რომ ქმრებისა და ვაჟების გარეშე ვერ გადარჩებიან. თუმცა, ზოგიერთი ქალი მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა თავი დააღწიოს ცოლ-ქმრული ცხოვრების საშინელებას. ისინი ამტკიცებენ, რომ “სიმართლე უფრო ძლიერია”, ვიდრე საზოგადოების მიერ დაწესებული წესები.
ფილმი ჩვენი დროის გამორჩეული კორესპონდენტის - მერი ქოლვინის შესახებაა, რომელიც ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფება და მსოფლიოს სხვადასხვა ცხელი წერტილიდან საომარ ვითარებას აშუქებს...
ყოფილი ამერიკის ელჩი გაბონში ადანაშაულებს აშშ-ს პრეზიდენტს ერაყის ომის დაწყების მიზეზების ფალსიფიკაციაში. მთავრობა ცდილობს თავიდან მოიშოროს მათთვის საშიში მოწინააღმდეგე და გაზეთ "SUNDAY TIMES"-ში ბეჭდავენ სტატიას, სადაც ჯოზეფ უილსონის ცოლი ვალერი პლეიმი გამოცხადებულია ცრუ-ს აგენტად. გმირის ცხოვრება საფრთხეშია...