ფილმი გადაღებულია რეალურ მოვლენებზე. 1961 წელი ბერლინში კედლის მშენებლობა მიმდინარეობს, ოლიმპიური ჩემპიონი ჰარი ყალბი პასპორტით კვეთს საზღვარს და უერთდება დისიდენტთა ჯგუფს, რათა მათთან ერთად 140 მეტრიანი გვირაბი გათხაროს კედლის ქვეშ...
ახალგაზრდა კერისს, ძლიერი ემოციების განცდა სურს, რის გამოც სისტემატიურად დადის უცნობი ადამიანების დაკრძალვებზე. ერთ-ერთ მათგანზე ის ტაილერს ხვდება, რომელიც გარდაცვლილ საცოლეს გლოვობს და უყვარდება...
ახალგაზრდა ექიმი ცდილობს შთაბეჭდილება მოახდინოს მის ხელმძღვანელობასა და თანამშრომელბზე. როდესაც კლინიკაში, სადაც ის მუშაობს 18 წლის პაციენტი გოგონახ ხვდება თირკმლის ინფექციით, ექიმი ერევა მის მკურნალობაში, რათა დიდი ხნით დატოვოს საავადმყოფოში...
ჟანა ფილოსოფიას ასწავლის ლიცეუმში. მის შეყვარებული დროებით მიემგზავრება ქალაქიდან. მიუხედავად იმისა, რომ ქალს ორივე სახლის გასაღები აქვს, არც ერთში არ სურს დაბრუნება. მისი სტუდენტი ნატაშა შესთავაზებს მამის მდიდრულ სახლში დარჩენას მასთან ერთად, სანამ იგი ცარიელია. ქალები დამეგობრდებიან, თუმცა ნატაშას მიზანია მამის საყვარელი ჟანათი ჩაანაცვლოს...
შოტლანდიის მთები 1700იანი წლები, რობ როი ცდილობს მართოს პატარა ქალაქი და ადგილობრივი დიდებულისგან იღებს სესხს, რათა მსხვილფეხა პირუტყვი შეიძინოს. როდესაც რობს ფულს მოპარავენ, ის იძულებული ხდება რობინ ჰუდივით იცხოვროს, რათა დაიცვას საკუთარი ოჯახი და სახელი...
პარიზის აეროპორტში ქალი და მამაკაცი ერთმანეთს გაიცნობენ. უამინდობის და გადადებული რეისების გამო ისინი დიდ დროს გაატარებენ ერთად და გრძნობა გაუჩნდებათ...
დაქორწინებული ქალი და მამაკაცი საშობაო საჩუქრების საყიდლებზე ხვდებიან ერთმანეთს შემდეგ მათი შემთხვევითი შეხვედრები გრძელდება მატარებელში, რომლითაც ყოველდღე სამსახურში დადიან. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, რაც სირთულეებს წარმოშობს ოჯახებში...
რა შეიძლება დაემუქროს მშვენიერ მომავალს? მხოლოდ საშინელი წარსული. ბრიტანული პარლამენტის დეპუტატი სერ რობერტ ჩილტერნი ცნობილია თავისი პატიოსნებით. ის და მისი მეუღლე ლედი ჩილტრენი მაღალი მორალის მაგალითად არიან ქცეულნი. თუმცა, ბატონი რობერტის წარსული არც თუ ისე სუფთაა...
ფილმი არის დევიდ და ქურთ სლოანებზე - მეომრებზე კალიფორნიის დინასტიიდან. დევიდი გარდაიცვლება ერთ-ერთ ორთაბრძოლაში - ჰონკ-გონკში. ამის გაგების შემდეგ ქურთი გაემართება ტაილანდში თავის მასწავლებელთან ნებისყოფის ასამაღლებლად, რომ გადაუხადოს სამგიერო ძმის მკვლელს...
მამაკაცი პროფესიონალი ავტომრბოლელია, ქალი - ლამაზი და ჭკვიანი. ორივე მათგანს თავისი სევდიანი წარსული აქვს. ახლა ისინი მარტოხელები არიან და მოგონებების სამყარო მთლიანად ეუფლება მათ არსებას, მაგრამ შემთხვევითი შეხვედრა, მოულოდნელად ძლიერი, ამაღელვებელი გრძნობა, ფილმის გმირებს, მარტოობისგან იხსნის...
ალადინი უსახლკარო ობოლია, რომელიც გამოგონილ სურვილის ქალაქში ცხოვრობს. მისი ცხოვრება იცვლება , როდესა ჟასმინი მას ჯადოსნურ სანათს აძლევს, რომელშიც ყოვლისშემძლე ჯინი ცხოვრობს...
როცა მერი გრიფიტი - ღვთისმოსავი ქრისტიანი იგებს, რომ მისი შვილი ბობი - გეია, ფიქრობს რომ ამ ცოდვას ღმერთი მხოლოდ ლოცვით შეუნდობს და მოუწოდებს ეკლესიაში ეძიოს ნუგეში. ბობი კი დედის ამ რეაქციისა და უიღბლო სიყვარულის გამო სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს...
ოცდაათიანი წლების ბოლოს არისტოკრატი ქალბატონი ბაი და ამერიკელი მისიონერი ექიმი ანდრე ერთმანეთს ხვდებიან. სიყვარული ბრმაა. ამჯერად მან დაოჯახებული ქალი და საეკლესიო მსახური აირჩია...
ეს დრამა მოგვითხრობს ლი ჰარვის და ჯონ ფ. კენედის ურთიერთკავშირების შესახებ, ორი კაცი რომელთა სიცოცხლე სავსე იყო აზრებით და მიზნებით. იქ სადაც მთავრდება კენედის გზა, გრძელდება ოსვალდის გზა მანამ, სანამ მასაც ტრაგიკულად არ კლავენ...
ახალგაზრდა, ჩაკეთილმა მწერალმა მეგობრებთან ერთად გაძარცვა ადგილობრივი კვების ობიექტი და გაემგზავრა მოგზაურობაში, რომელიც ნამდვილ გამოცდად იქცევა. მას მოუწევს მოიკრიბოს სიმამაცე და დაძლიოს შიში...
მთავარი გმირი პოლიციელია. დიდ ქალაქში ერთ დღეს ხდება სერიული მკვლელობები, რასაც ეწირება უამრავი პოლიციელი. გმირმა უნდა გამოიძიოს საქმე და დასაჯოს დამნაშავეები...
შელახული და დაშავებული ჩარლი ქანთრიმენი ჩამოკიდულია თავდაყირა ბუქარესტის ცენტრში. კიდევ წამი — და მის გულს გახვრეტს ტყვია და ახალგაზრდა ამერიკელი ტურისტის ცხოვრება შეწყდება. თუმცა რამდენიმე კვირის წინ ის ვერც კი წამოიდგენდა მსგავს ფინალს.
საიდუმლო აგენტი მიემგზავრება ლონდონში, რათა იპოვოს იქ სტენლი კუბრიკი და დაუკვეთოს მას ფილმი ასტრონავტების მთვარის ზედაპირზე დასხდომაზე, იმ შემთხვევისთვის, თუ რეალური მისია წარუმატებლად დასრულდება. თუმცა აგენტი გენიოსი რეჟისორის ნაცვლად აფერისტ ჯონის გაიცნობს, რომელიც სუპერ საიდუმლო ფილმის გადაღებას თავის თავზე იღებს...
ყოველ წელს, ათასწლეულების მანძილზე, ანტარქტიკის ყინულოვან უდაბნოში, საკვირველი მოგზაურობა იწყება. ათასობით საიმპერატორო პინგვინი ოკეანის სიღრმეებს ტოვებს და მიემართება ერთ-ერთი ყველაზე ცივი კონტინენტის სიღრმეებისკენ. პინგვინები მიზანდასახულად მიდიან იქ, სადაც თავის შთამომავლობას სიცოცხლეს მიანიჭებენ...
1965 წლის გადატრიალების შემდეგ ინდონეზიაში სამხედრო ფორმირებებმა სადისტურად მოკლა მილიონობით ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ კომუნიზმისადმი კეთილ-განწყობით. ეს ადამიანები დღემდე დაუსჯელად ცხოვრობენ და საკმაოდ გავლენიანი პირებიც კი არიან...
მარსელ განქსტერების მეთაური ბრუნდება ქალაქში ერთადერთი მიზნით - იმისთვის რომ შური იძიოს დაღუპულ მეგობრისათვის, მაგრამ ამჯერად მას მოუწევს პოლიციის კომისართან და განქსტერულ კლანთან ბრძოლა. მეგობრისთვის შური ნაძიები იქნება, მაგრამ მკვლელობები გრძელდება, და მშობლიურ ქალაქი იქნება ცივი და უცხო...
მშობლიური მაფიოზური კლანის განადგურების შემდეგ ანიკი იამამოტო, ზედმეტსახელად უფროსი ძმა, იაპონიიდან ამერიკაში გარბის. აქ მას არანაკლებ სასტიკი სამყარო ხვდება...
კიევი, მეათე საუკუნის მიწურული. მამის სიკვდილის შემდეგ, ახალგარდა ვიკინგი ნოვგოროდის პრინცი დევნილია. მშვიდობისათვის მეტი მახვილია საჭირო, ვიდრე ომისათვის...
1997 წელი. რიო დე ჟანეიროში პაპის ვიზიტამდე, სპეციალური ბატალიონის კაპიტანი ამოწმებს რამდენად უსაფრთხოა მიმდებარე ტერიტორია. დათვალიერებისას ის აღმოაჩებს ნარკოდილერების სახიფათო დაჯგუფებას, რომლებიც განლაგებულები არიან იმ ადგილის ახლოს, სადაც პაპი უნდა გაჩერდეს...
მშვენიერი და მხიარული კეტი გადაწყვეტს კოლეჯში ჩაბარებამდე 1 წელი თავისი ცხოვრებით იცხოვროს. ის მოგზაურობს და საკუთარ თავს შეიცნობს, თან თავგადასავლებს აქვეყნებ ბლოგზე ანონიმურად...
"ლონდონის ბულვარი" არის ისტორია ციხიდან ახალ გამოსულ მამაკაცზე, რომელსაც ახალგაზრდა კინოვარსკვლავი შეუყვარდება. მას ბოროტ ბანდებთან ბრძოლა უწევს...
მამა და შვილი ვერ პოულობენ საერთო ენას, დედის გარდაცვალების შემდეგ. მამა სთავაზობს შვილს რომ წავიდნენ ტყეში გასასეირნებლად,რომ რამენაირად გამონახონ საერთო ენა და ურთიერთობა გამოასწორონ. ტყეში ყოფნის დროს დაინახავენ მდინარეში ორ ადამიანს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ, ერთი მათგანი პოლიციელია, ერთი დაქირავებული მკვლელი,რომელიც ცდილობს გაქცევას, მაგრამ ის ბორკილებითაა დაკავებული. მამა და შვილი გადაარჩენენ მათ და ეძებენ გზას უკან დასაბრუნებლად...
ჯარის ლეიტენანტი ფრედერიკ მანაიონი დააპატიმრეს ბარის მფლობელის ბარნი ქუილის მკვლელობისთვის. ის ამტკიცებს, რომ ბარმენმა ცემა და გააუპატიურა მისი ცოლი ლაურა. და, იმის მიუხედავად, რომ ლაურა თავისი ქმრის ვერსიას ადასტურებს, სასამართლოექსპერტი ვერ აღმოაჩენს მისი გაუპატიურების დამამტკიცებელ სამხილებს...
კრიმინალური კომედიის გმირს, იდეა, მოეპარა პასპორტი მისი მსგავსი ბიჭისათვის , კარგი მოეჩვენა. ის ხომ იმალება, მას შემდეგ რაც შეცდომით დაადანაშაულეს.მაგრამ მალევე მიხვდა , რომ დიდი შეცდომა დაუშვა. პასპორტის პატრონს მასზე ადრე ეძებდა პოლიცია და იგი ძალიან საშიში პიროვნებაა. მან სასწრაფოდ უნდა მოიფიქროს, როგორ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, რათა სხვისი დანაშაულის გამო არ მოუწიოს პასუხისგება...
ობოლი გოგონა ლიზი, ბრუკლინიდან მიემგზავრება ინგლისის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში, სადაც აღმოაჩენს საიდუმლო ბაღს, რომელიც თითქმის განადგურებულია, მაგრამ ლიზი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აღადგინოს ეს უნიკალური ადგილი და დაუბრუნოს მას ჯადოსნური თვისებები...
ბალკანეთი. მე–20 საუკუნის 90–იანი წლები. ისინი შეხდნენ და შეუყვარდათ ერთმანეთი თავდავიწყებით. შემდეგ დაიწყო ომი და მოისროლა ისინი ფრონტის ხაზის სხვადასხვა მხარეს. გოგონა აღმოჩნდა სამხედრო ტყვეთა ბანაკში და ისევ შეხვდა მას. მხოლოდ ახლა ისინი ერთმანეთის მტრები არიან...
ნაკლებადცნობილი მსახიობი ჯეკ ნოა ფილმის გადაღებებზე იმყოფება ქვეყანა პარადორში, რომელსაც მართავს დიქტატორი ალფონს სიმსი, მაგრამ როდესაც ის გულის შეტევით გარდაიცვლება, ჯეკი იღებს ახალ გამოწვევას და იწყებს მის ცხოვრებაში საუკეთესო როლის შესრულებას...
ტერი ვულფმაიერი, ქმრის გაუჩინარების შემდეგ, იძულებულია მარტომ გაზარგოს ჯიუტი ქალიშვილები. მისი ცხოვრება კიდევ უფრო მოუსვენარი ხდება მაშინ, როდესაც მას მეზობელი დენი შეუყვარდება...
ცნობილი ბრიტანელი მწერლის მარტინა კოულის ბესტსელერის ეკრანიზაცია. ფრედი ჯექსონი გამოდის ციხიდან, მისი ცოლი ოცნებობს მეუღლე წყნარ ცხოვრებას დაუბრუნდეს, თუმცა ეს ასე მარტივი არა, ფრედის ძველი ვალები აქვს გასასტუმრებელი...
დამწყები მომღერალი მსხვერპლად სწირავს თავის კარიერას და სხვებს უწერს ჰიტებს.ფილმი ეხება მის წარუმატებელ ქორწინებას, ოცნებების განხორციელებასა და საკუთარი ჰიტების ალბომის გამოსვლას...
ამ დრამატულ კომედიაში, ბარი ლევინსონი რადიო-რეპორტიორის, ადრიან კრონაუერის ყოველდღიურ ცხოვრებას წარმოგვიდგენს. საიგონში, ვიეტნამის ომის დროს, ადრიანი, რომლის როლსაც რობინ უილიამსი დამაჯერებლად ასრულებს, შეიარაღებული ძალების რადიო-სადგურის წამყვანია. თავისი სასაცილო პროვოკაციების გამო, მალე მას უფროსი აითვალწუნებს... დილა მშვიდობისა, ვიეტნამო!...
საბრძოლო ხელოვნების ყველაზე თვალწარმტაცი, ნოვატორული და გამაოგნებელი ასახვა კინოში, რაც კი აქამდე გადაუღიათ. ნამდვილი ამბავი იპ-მენის ლეგენდარული ცხოვრების ადრეულ პერიოდზე. კუნგ ფუს გენიალური ოსტატი, რომელიც შემდგომ ბრუს ლის აღმზრდელი გახდა...
მეცხრამეტე საუკუნის შუაწლები. ადა 6 წლის ასაკიდან არ ლაპარაკობს. მამამ ის მეორედ გაათხოვა, მამაკაცზე, რომელიც არასოდეს არ უნახავს. თავის პატარა ქალიშვილთან ერთად ის მშობლიური შოტლანდიიდან ახალ ზელანდიაში მიემგზავრება, სადაც მომავალი ქმარი ელოდება. ის უარს ამბობს ადას პიანინოს სახლში გადატანაზე. ამ ძლიერი ქალისთვის დუმილი სულაც არ არის თანხმობის ნიშანი. მაგრამ ადა ქმარს ვერ არწმუნებს, თუ რამდენად ძვირფასია მისთვის ეს ნივთი. პიანინოს სანაპიროზე ტოვებენ...
1929 წელი, ვიეტნამის ფრანგული კოლონია, საიგონი... ახალგაზრდა ფრანგი ქალი ბორანით ბრუნდება არდადეგებიდან. ბორანზე ის ხვდება ახალგაზრდა ჩინელ არისტოკრატს, რომელიც შესთავაზებს თავისი ლიმუზინით სახლში მიყვანას. მიუხედავად სოციალური ტაბუსა და რასობრივი ბარიერების, მათ შორის თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორია იწყება...
ლუსია, ახალგაზრდა ოფიციანტი მადრიდის რესტორანიდან, მიდის წყნარ და მშვიდ კუნძულზე ხმელთაშუა ზღვაზე მას შემდეგ, რაც გაიგებს თავისი შეყვარებულის გაუჩინარებაზე, რომელთანაც ექვსი წელი იცხოვრა...
გაზეთში უცნაური განცხადებით სტუდენტი ლუსი პოულობს იდუმალ სამუშაოს კლუბში. ღამე მას კეტავენ მძინარე მზეთუნახავის ოთახში, სადაც მას ძინავს ძლიერი ნარკოტიკის ზემოქმედებით მაშინ, როცა კლიენტი–მამაკაცები უკეთებენ მას იმას, რაც მათ მოეპრიანებათ...
ჯორჯი მარტოსული მოზარდია, რომელსაც არასდროს არ ესმოდა სკოლაში სწავლის აზრი. იგი უმეგობრდება სალის, პოპულარულ რთული ბუნების გოგოს და მასში მონათესავე სულს პოულობს...