მაქსი მაჩოა, მარტოხელა რეტრივერის ჯიშის პოლიციის ძაღლი, რომელსაც უბრძაბენებენ, რომ გამოიძიოს ძაღლების შოუ. თავის პარტნიორ ადამიანთან ერთად, ის ცდილობს თავიდან აირიდოს მომავალი უბედურება...
ფილმი მოგვითხრობს გოგონას ისტორიას, რომელიც სახლში დაბრუნდება მას შემდეგ რაც მის დაბადების ადგილს ქალაქზე გაცვლის. იქ მას ისევ საკთარი სახლი და ხელგაშლილი ოჯახი დახვდება...
საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV სიცოცხლით ტკბება და დარწმუნებულია საკუთარ ძალაუფლებაში, ქვეყანა კი სიღატაკის ზღვარზე დგას. ყოფილი მუშკეტერები ათოსი, პართოსი და არამისი ეცდებიან გადაარჩინონ საიდუმლო პატიმარი, რომელიც შეიძლება საფრანგეთის აყვავების ერთადერთი იმედი აღმოჩნდეს. მხოლოდ ერთი კითხვა რჩება: დაეხმარებათ მათ თუ არა ერთგული მეგობარი, დარტანიანი...
ექიმი გელას დრამატული ისტორია: იგი მრავალი წლის განმავლობაში ცდილოს შექმნას წამალი კიბოს წინააღმდეგ. ფილმის მოქმედება ხდება მეოცე საუკუნის უაღრესად გაჭირვებულ პერიოდში. გელამ თითქმის მიაღწია თავის საწადელს, მაგრამ მას მთელი თავისი სიცოცხლის შრომა წყალში თავისსავე შვილმა ჩაუყარა, გოგონას მამა ფანატიკოსად ეჩვენებოდა და თავისი მოქმედებით იგი მამის "სენისგან" განკურნებას ცდილობდა. ციხიდან გამოსული დათო, ექიმის შვილი, ოჯახის დახმარებას ცდილობს და ფულის საშოვნელად ყაჩაღობს...
ოპერის თეატრის ორკესტრანტი გია, ერთი შეხედვით, ნიჭიერი, გულისხმიერი და საქმიანი კაცია – უამრავ ადამიანს იცნობს, ცდილობს ყველას დაეხმაროს, მუდამ სადღაც ეჩქარება, ვიღაცას რაღაცას პირდება – ძმა-ბიჭებს, გოგონებს, მოხუცებს, სტუმრებს, უცნობს თუ ნაცნობს, მაგრამ კვალს არსად ტოვებს, მნიშვნელოვანს არაფერს ქმნის. მოფუსფუსე ახალგაზრდის ცხოვრება უქმად, წვრილმანებში იხარჯება, ვერც საკუთარ თავს რგებს, ვერც სხვას...
19 წლის ბენ ბერნსი შობის დილას მოულოდნელად თავის სააგარაკო სახლში ბრუნდება. ბენის დედის, ჰოლისთვის, ეს ერთგვარად შვების მომგვრელი და სასიხარულოცაა, თუმცა სადარდებელიც, რადგან არ იცის, რამდენად „ „სუფთად“ გამოძვრება ბენი. 24 დაძაბული საათის შემდეგ, სიმართლე გარკვეულწილად გამჟღავნდება, ხოლო დედის სიყვარული მისი ვაჟისადმი გამოცდას გადის - მან შვილის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გააკეთოს...
დიდი ხნის შეყვარებულთან დაშორების შემდეგ კაილი უკავშირდება მისი სკოლისდროინდელ მეგობარ ნიკს. აღდგენილი მეგობრობის დახმარებით კაილი იყენებს ნიკის რესტორანს, რათა გაიმარჯვოს კოჭას კაცუნების ცხობის კონკურსში, რომელიც მას საკუთარი საცხობის გახსნაში დაეხმარება...
შობა ახლოვდება. მეგი, ერთი გამომცემლობის რედაქტორი თავისი უფროსის, ამანდასთვის, საკუთარი ინიციატივით პაემანის მოწყობას გეგმავს. მაჭანკლობა მეგისთვის ერთგვარი ჰობია, თუმცა მისი მაჭანკლობა აღარავის სჭირდება, როდესაც ჯექსონი, მისი ძველი, სტუდენტობისდროინდელი შეყვარებული, წარმატებული ავტორის რანგში გამოჩნდება რედაქციაში. მეგი დიდი სიამოვნებით უარყოფდა რაიმე შემორჩენილი გრძნობის არსებობას მის მიმართ, თუმცა ჯექსონი ასე ადვილად თავს არ ანებებს. ამანდა ჯექსონს თვალს დაადგამს, მეგის კი მოუწევს წარსულის გადაწყვეტილებას თვალი გაუსწოროს, რათა საშობაოდ ერთ კარგი წყვილი დააქორწინოს...
შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მწერალი კიმ როსი მიემგზავრება მწერლების კონცეფერენციაზე. იქ იგი ბევრ ახალ რამეს გაიგებს, იპოვის ახალ მეგობრებს, შეხვდება მის საყვარელ მწერალს. მაგრამ არასასიამოვნო სიურპრიზების გარეშეც არ ჩაივლის კონფერენცია...
პრინცი ევროპიდან შეხვდება მომხიბვლელ მიმტანს, მისი მოგზაურობისას ამერიკაში საშობაო არდადეგებზე. იგი ამერიკაში გაემგზავრა, რათა თავი აარიდოს დაგეგმილ ქორწინებას...
With the holiday season in full swing, Jen Taylor (Mowry-Hardict) is about to score a big promotion at the San Francisco ad agency where she works. But her life is unexpectedly turned upside down when she inherits a cozy inn in Alaska from her aunt. When she goes to inspect the property and meets handsome town attorney Steve Anderson (Mayes), she's surprised to find that nothing is what she expected. The small town community is full of fun and festive Christmas traditions and soon, Jen starts wondering if the inn might just be the place she belongs, and if Steve could be the Mr. Right she has been waiting for.
ბავშვობის სამ მეგობარს, სარას, რაილის და კეტის, განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებთ სარას სახლთან, რომელშიც ერთად მრავალი შობა გაატარეს. უკვე ზრდასრულები, ისინი კვლავ შეიკრიბნენ, რათა გადაარჩინონ სარას სახლი, იმ იმედით, რომ იქ კიდევ მრავალ დღესასწაულს გაატარებენ ერთად.
ბავშვებს მშობლების არჩევა რომ შეეძლოთ, ყველა 30 წლის სანის აირჩევდა. ის ხომ ყველაფრის უფლებას მოგცემდათ. ჭამე რამდენიც გინდა კეტჩუპი, სადაც გინდა იქ გადააფურთხე, თუ გინდა ქუჩაში ლასტებით იარე, არ დაიძინო, ხელებსაც ნუ დაიბან და საწოლიც არ გაასწორო...
დოკუმენტური ფილმი, რომელიც ახალშობილ მაიმუნზე გვიყვება. იგი და მისი დედა გადარჩენას ცდილობდნენ მაიმუნთა დინამურ ჯგუფში, რომლებიც სამხრეთ აზიის ანტიკურ ნანგრევებში, ჯუნგლებში ცხოვრობენ.
კორინას მობეზრდა მუდმივად მეჯვარედ ყოფნა. გადაწყვიტს მოიშოროს მომლოდინე გოგოს როლი და თამამად დაიწყებს პაემნებზე სიარულს. მხოლოდ დრო ცხადყოფს იქნება ის მუდმივად ხელისმომკიდის როლში, თუ მისი ცხოვრების სიყვარული კარზეა მომდგარი.
როდესაც ბეკას ძაღლი საშობაოდ სახლიდან გარბის, იგი იძულებულია დახმარებისთვის ყოფილ მეგობარ ბიჭს მიმართოს. ძებნის პროცესში ყველა ნაცნობი ადგილის მონახულება და წარსულის გახსენება უწევთ, რაც თითოეულ ერთად გატარებულ შობას ახსენებს მათ. შობის დილას ისინი პოულობენ ძაღლს და თავიდან აღმოაჩენენ გრძნობებს ერთმანეთს მიმართ...
ორი საყვარელი და ერთად ცხოვრობს. ერთს უყვარს საშობაო ფილმები, მეორე კი პროგნოზირებადად მიიჩნევს მათ. გოგოები მოულოდნელად, რაღაც ჯადოსნობის ძალით, საშობაო ფილმში გაიღვიძებენ...
საშობაო ქორწილის ორგანიზება ნამდვილად განსაკუთრებული მოვლენაა მადლინ კრაგისთვის, რომელიც საქორწინო კაბების ბუტიკის მფლობელია. მადლენს ძალიან უყვარს პატარძლისათვის შესაფერისი კაბის შერჩევა და სრულყოფილი ღონისძიების გამართვა. რასაც იგი არ მოელოდა ის იყო, რომ ერთმა პიროვნებამ თავბრუ დაახვია - ეს პატარძლის არაჩვეულებრივი ძმა, კინოვარსკვლავი, ჯონი ბლეიკია. ჯონი თავისი დის გამო ჩამოვიდა და არა ვინმეს შესაყვარებლად. თუმცა მადლენი განსაკუთრბული ქალია, ვისაც კი ცხოვრებაში შეხვედრია. სრულყოფილი ქორწილის დაგეგმვა რომანტიკული ვახშმებითა და თოვლიან ქუჩებში სეირნობით გაგრძელდა. ჯონი უფრო მომხიბვლელი აღმონდა, ვიდრე მადლენს ეგონა. მაგრამ არის კი კინოვარსკლავი მზად მთელი სიხცოცხლის მანძილზე ერთ როლში იყოს?
ქლოიას ადგილობრივი საშობაო გამოფენის ორგანიზებას შესთავაზებენ, სადაც ევანს გაიცნობს. სამწუხაროდ ევანს სამსახურის გამო სხვა ქვეყანაში მოუწევს გამგზავრება. რა მოხდება ოთხი წლის შემდეგ? მათი ცხოვრება კვლავ ძველებურად მიედინება?
კეტრინი ექიმია, დევიდი პროფესორი, მათ მშვენიერი ვაჟი ჰყავთ. ერთი შეხედვით, ეს იდეალური ოჯახია. მაგრამ ერთხელ დევიდი თვითმფრინავზე აგვიანებს, როს გამოც თავისი დაბადების დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე ვერ ხვდება...
კინოვარსკვლავი ჯესიკა მაკელისი მისი პირველი ფილმის გადაღება პატარა ქალაქ ჰოუმსტედში გადაწყვეტს. ფილმი შობის საღამომდე უნდა გადაიღოს, მაგრამ ქალაქის მერს არ სურს ჰოლივუდმა ქალაქის ტრადიციები დაარღვიოს. ჯესიკას რთულ გარემოებაში უწევს მუშაობა...
ადამიანი-მაიმუნი, რომელიც სადღაც კონგოს ჯუნგლებშია ნაპოვნი და მილანშია გადაყვანილი. მხოლოდ ლაურას - ანთროპოლოგს სჯერა ადამიანური თვისებების ამ დაუმორჩილებელი ნახევრად ცხოველის, და მათი მიჩვევა ერთმანეთის მიმართ სიყვარულშიც კი გადაიზრდება...
მას შემდეგ, რაც ჯადოქარი შუა საუკუნეების რაინდს სადღესასწაულო სეზონის დროს ოჰაიოს აწმყოში ამოაყოფინებს თავს, იგი უმეგობრდება ჭკვიან და კეთილშობილ ბრუკს, სიყვარულში გულნატკენ მეცნიერს, რომელიც ეხმარება მას თანამედროვე სამყაროს ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავებაში და ასევე მთავარი მიზნის მიღწევაში - იპოვოს შინ დასაბრუნებელი გზა. თუმცა დრო გადის და ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან, რაც დააფიქრებს სერ კოოლს იმის თაობაზე სურს თუ არა უკან დაბრუნება...
საშუალო ზომის დარბაზი. ერთი მაგიდა, თორმეტი სკამი. თორმეტ ნაფიც მსაჯულს განაჩენი გამოაქვს 18 წლის ჩეჩენი მოზარდისთვის, რომელსაც ბრალად ედება თავისი მამობილის მკვლელობა, რომელიც რუსი ოფიცერი იყო. ყველა სამხილი მსჯავრდებულის წინააღმდეგაა და თერთმეტი მსაჯული მზადაა ბიჭი გაასამართლოს. მხოლოდ ერთი მსაჯულია დარწმუნებული, რომ ყველაფერი ისე ცალსახად არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და კოლეგებს სთავაზობს კიდევ უფრო დაფიქრებულად გადახედონ საქმეს...
კეტი მეოცნებე მომღერალი და სიმღერების ავტორია, რომელსაც დიდი მიზნები აქვს. თუმცა მის ოცნებებს სასტიკი რეალობა უშლის ხელს - ცბიერი და ბოროტი დედინაცვლის ოჯახი და მოსაწყენი სამსახური - ის მომღერალ ელფად მუშაობს მილიარდერის ტერენს უინტერგარდენის "სანტა ლენდში".
რეალითი TV-ის პროდიუსერი სოფი მუშაობას იწყებს სადღესასწაულო შოუზე უილის, საოცრად სექსუალური ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ, რომლისთვისაც წლის ყოველი დღე შობის ზეიმია. სოფი მალე მიხვდება, რომ ჭკუა ეკეტება ამ ამოუცნობ, ნაკლებსარწმუნო ახალ ვარსკვლავზე, და ამასთანავე, შობისადმი დიდი ხნის დაკარგული რწმენა უახლდება...
ალდოვიაში საშობაო დღეებია, ხოლო სამეფო ოჯახში სადაცაა პატარა დაიბადება. დედოფალი ამბერი და მეფე რიჩარდი აპირებენ სამეფო საქმეებს ცოტახნით ჩამოშორდნენ და პირველი ბავშვის დაბადებისთვის მოემზადონ. თუმცა ჯერ პენგლიის მეფე ტაის და დედოფალ მინგს უნდა უმასპინძლონ, რათა 600 წლის წინათ დადებული ზავი განაახლონ. მაგრამ როდესაც შობისწინა ღამეს ქარბუქი დაატყდებათ თავს და ფასდაუდებელი ხელშეკრულება დაიკარგება, მშვიდობას საფრთხე შეექმენება და უძველესი წყევლაც შესაძლოა ამოქმედდეს...
ერთი წლის თავზე, მას შემდეგ რაც ამბერი რიჩარდს ტახტის დაცვაში დაეხმარა, ისინი გადაწყვეტენ ბედი საშობაო ქორწილში დაუკავშირონ ერთმანეთს. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა ამბერი თავის გადაწყვეტილებაში ვერ ერკვევა...
ქეითი, ტკბილეულის მწარმოებელი ფირმის - "ქენდი ქეინ" აღმასრულებელი დირექტორი, საშობაო პერიოდში გეიბს შეხვდება. მისი ვარაუდით, გეიბი სწორედ ის თაყვანისმცემელია, რომელიც მის კეთილისმსურველ დედას სურს გაურიგოს. გეიბი კი სინამდვილეში იმ ორგანიზაციაში მუშაობს, რომელიც სპეციალურად იქნა დაქირავებული, რათა "ქენდი ქეინის" საქმიანობა შეისწავლოს და ფირმა უფრო მომგებიანი გახადოს. ერთად დაიწყებენ რა მუშობას, გზებსაც გამონახავენ, როგორ განავითარონ ბიზნესი და იმასაც აღმოაჩენენ, რომ ბევრად მეტი აქვთ საერთო, ვიდრე საღი აზრი ბიზნესში...
აფრიკის „ „საფარი“-ში გამგზავრების წინა საღამოს, ქმრისგან უეცრად მიტოვებული ქალი მარტო მოგზაურობს კონტინენტზე, სადაც სპილოების დამცველს შხვდება...
მოქმედება რომაელების მიერ დაპყრობილ უელსში ხდება, პირველ საუკუნეში. ოთხი მეამბოხე ახალგაზრდა იძულებულია თავისი სოფლიდან გაიქცეს და ველურ გარემოში იცხოვროს, მას შემდეგ რაც შემთხვევით რომაელ ჯარისკაცს მოკლავენ, რაც ამბოხებას გამოიწვევს. ან ასეთ პირობებში ერთად ცხოვრება უნდა ისწავლონ ან არადა, რომის რისხვა დაატყდებათ თავს...
აშშ-ს არმიის სერჟანტი უილ მონტგომერი დაბრუნდა ერაყიდან და ახალი მოვალეობა გაუჩნდა - მან დაღუპული ჯარისკაცების ქვრივებს პირადად უნდა აცნობოს, რომ მათი მეუღლეები ფრონტიდან ცოცხლები ვეღარ დაბრუნდებიან. ძნელია "სიკვდილის მოციქულის" ეთიკური დილემის წარმოდგენა, რადგან სერჟანტ მონგომერის ერთ-ერთი ქვრივის მიმართ გრძნობები გაუჩნდა...
ენცო, მეძებარი ძაღლი, თავის პატრონთან, ფორმულა ერთის მძღოლ დენისთან განსაკუთრებული კავშირის საშუალებით ისწავლის, რომ ტექნიკა, რაც საჭიროა სარბოლო ტრასაზე, შეიძლება მანაც გამოიყენოს თავისი ცხოვრების გზაზე...
ფილმი მოგვითხრობს ერთი შიშების მსხვერპლად ქცეული ბუღალტრის ისტორიას. ის გადაწყვეტს საბრძოლო ხელვონების წრეზე შესლვას, რაც მის ცხოვერბას რადიკალურაუდ შეცვლის...
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა იურისტის ისტორიას, რომელსაც მოუწევს ვენახში მუშაობა 6 თვის მანძილზე. თუ ის ამას წარმატებით შეძლებს ის ვენახის მფლობელი გახდება...
ალფა კენტავრზე მისიით გამგზავრებულ მილუტინს ქალი კიბორგი - ნიმანი 1345 - შეუერთდება, რომელიც ყველა მისი საჭიროების მოსაგვარებლად სპეციალურად შეიქმნა. თავდაპირველად სებასტიანი შეშფოთებულია, რადგან არ იცის რამდენად გააკონტროლებს მას. შემდეგ კი მობეზრდება კიდევაც ყველა მისი სურვილის ასე ადვილად შესრულება. ადამიანურ სიახლოვეს მოწყურებული, ნიმანის დაპროგრამებულ პასუხებს შეცვლის, მაგრამ ამით მისიის (და თავის საკუთარ) უსაფრთხობას რისკის ქვეშ აყენებს...
ორი სკოლის მოწაფე ობოლ ლეკვს - ბენჯის დაუმეგობრდება. როდესაც ბავშვებს მძარცველები მოიტაცებენ და სერიოზული საფრთხე დაემუქრებათ, ბენჯი მის მეგობართან ერთად მათ მხსნელად მოევლინებათ...
ჯოდი, სკოლაში ყველაზე მაღალი გოგონა, ყოველთვის უხერხულად გრძნობდა თავს საკუთარი სიმაღლის გამო. წლების მანძილზე მოხრილი დადიოდა და დაცინვის ობიექტიც იყო. ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ არ შეემჩნიათ. თუმცა, წლები გავიდა და ჯოდიმაც საბოლოოდ თავის თავში რწმენა იპოვნა...
მაიამის პატარა რელიგიური კომუნის გაღატაკებულ ლიდერს ფულს სთავაზობენ, რომ მისი ოჯახი დევნისგან იხსნას. მას წარმოდგენა არ აქვს, რომ სპონსორი ფედერალური ბიუროს აგენტზე მუშაობს, რომელიც ლიდერის კრიმინალში ჩათრევას გეგმავს მისი შეშლილი, რევოლუციური იდეების გაღვივების გზით...
ორი მფრინავი, ვიეტნამის ომის დროს მონაწილეობს ცრუ-ს კონტრაბანდულ ოპერაციებში ლაოსში. ისინი მზად არიან მიიტანონ ტვირთი ნებისმიერ ადგილას, ამისთვის კი მხოლოდ ფული გადახდაა საჭირო.
ლონდონში მცხოვრებ ამერიკელ მწერალს - სამსონ იანგს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არფერი შეუქმნია. იგი შემოქმედებით კრიზისშია, რასაც თან ერთვის სასიკვდილო დაავადება. მეორე გმირი კი ლამაზმანი ნიკოლა სიქსია. იგი ბარში ორ მამაკაცს გაიცნობს, რომლებიც მისი პოტენციური მკვლელები გახდებიან. ერთი წვრილმანი თაღლითია, მეორე კი თსვხედი არისტოკრატი. იანგი თვალს ადევნებს სამეულს, იმ იმედით რომ ახალი რომანისთვის მასალას იპოვის...
ნიჭიერი და ჭკვიანი ჰევენი ყველაზე უფროსია ხუთი უპოვარი ბავშვიდან, რომლებიც ერთ ქოხმახში ცხოვრობენ და არსებობისთვის იბრძვიან. უგულისყურობასა და შეურაყხყოფას მიჩვეული ჰევენი ერთ ბნელ საიდუმლოს აღმოაჩენს, რომელიც მის ოჯახს ეხება და რომელზედაც მას აქამდე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ეს ტრაგედია შინაგან სამყაროს უნგრევს, ის კი უნდა ეცადოს, რომ ამ ბოროტ და უცნობ სამყაროში როგორმე გზა გაიკვლიოს...
ღამის შოუს ლეგენდარული წამყვანის ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც ერთადერთ მწერალ ქალს აიყვანს სამსახურში. მისი ეს გადაწყვეტილება, რომელიც თავდაპირველად მრავალფეროვნების კუთხით წამოჭრილი პრობლემების მოგვარებით იყო განპირობებული, მოულოდნელ შედეგს მოიტანს - ამ ორ სხვა თაობისა და კულტურის ქალბატონს გესლიანი იუმორის სიყვარული გააერთიანებს.
ჯოზი ეიმსი, მას შემდეგ რაც ქმარს გაშორდა, სამუშაოს საძებნელად მშობლიურ ჩრდილოეთ მინესოტაში ბრუნდება. მას ორი შვილი ჰყავს და მათ უზრუნველსაყოფად იძულებულია ადგილობრივ მაღაროში იმუშაოს.
უმუშევარი მაიკ ალვარეზი ყველანაირი ძალებით ცდილობს რამენაირი შემოსავალი მაინც ნახოს. ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებაში ახალი გადაყვანილი ჯიმ დევიდი კი, თავის მძიმე სამუშაოს ეწევა ქალაქის ქუჩებში. მეგობრები ორი დღე ლოს-ანჟელესის ქუჩებში დაკატაობენ და უკან პრობლემებს ტოვებენ, რაც შემდეგ უკან უბრუნდებათ...
სკოლის ყველაზე პოპულარული ბიჭი მენდის ყველაზე მაგარ წვეულებაზე ეპატიჟება. მაგრამ ერთი პრობლემაა - მას ძალიან მკაცრი მშობლები ჰყავს. მენდის სახლიდან იმ პირობით უშვებენ, რომ ის მეგობრებთან ერთად სამეცადინოდ წავა, საიდანაც ყოველ ნახევარ საათში, მამას ვიდეოზარით დაუკავშირდება...
ფილმი მოგვითხრობს ამბავს, რომლის მიხედვითაც ორი ნიუ-იორკელ ახალგაზრდას ერთ დღეში უყვარდებათ ერთმანეთი მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. გოგონა გამოუსწორებელი რეალისტია, რომელსაც არ სჯერა სიყვარულის არსებობის, ბიჭი კი წიგნების მოყვარული რომანტიკოსი. ამბის ემოციური მხარე კი იმაში მდგომარეობს, რომ გოგონას ოჯახი დეპორტაციის მოლოდინშია იამაიკისკენ...
ფილმი მოგვითხრობს, ორი ძმის ისტორიას, რომლებიც საერთო მიზნისკენ მიისწრაფიან. ისინი ცდილობენ ორი განსხვავებული სამყაროს სარბიელი გაირბინონ - ერთის მხრივ საფეხბურთო კარიერა, მეორეს მხრივ კი ცხოვრება, რომელიც სამართლიანობას მაინც და მაინც არ იჩენს მათ მიმართ...
ჯერი შეფერდი იძულებულია არქტიკული ექსპედიცია მიატოვოს მოსალოდნელი ქარბუქის გამო. ის ექსპედიციაში მონაწილე ძაღლებს ადგილზე დატოვებს, რადგან ჰგონია, რომ უკან დაბრუნდება მათ წასაყვანად. სამწუხაროდ ექსპედიცია შეწყდება და ძაღლები ბუნებასთან მარტოდმარტო რჩებიან...