გუნარ კაასენი გახლდათ პირველი - 1925 წლის, დიფტერიის შრატის ნომში ჩამოსატან რბოლაში, რომელმაც 1925 წლის 3 თებერვალს ნომიდან 600-ზე მეტი მილის დაშორებით, ნენანადან ჩამოიტანა დიფტერიის შრატი ალასკაში. ეს იყო მარხილის ძაღლებისაგან შემდგარი რამოდენიმე ჯგუფის ერთობლივი რბოლა, რომლებმაც 1085 კმ დაფარეს 5 დღეში. რბოლის ყველაზე გრძელი და სახიფათო მონაკვეთი 146 კმ გაიარა ლეონარდ სეპალამ თავისი მარხილის მოწინავე ძაღლით - ციმბირული ჰასკით, სახელად - ტოგო.
როგორც სამაგალითო გოგონა, როზალინი ოცნებობდა ღირსეული კაცის პოვნაზე, მაგრამ ყველა რაინდი და კეთილშობილი ოჯახის წარმომადგენელი საკმაოდ გაუნათლებელი და მოსაწყენი ხალხი იყო. ამიტომ იგი დიდხანს იყო მარტო, სანამ არ გაიცნო ახალგაზრდა ბიჭი, სახელად რომეო. მან მაშინვე მოახდინა შთაბეჭდილება გოგონაზე, რადგან ძალიან საინტერესო იყო მასთან საუბარი, კომუნიკაცია ნებისმიერ თემაზე. თავად რომეომ კარგად იცოდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში გრძნობდა როზალინს, მაგრამ მანამდე ვერ შეამჩნია, ამიტომ ახლა მისთვის უკეთესი გზა არ არსებობს, რომ მოეწონოს. ამიტომ იწყებს მუშაობას! მთავარი გმირისა და რომეოს ურთიერთობა საკმაოდ სწრაფად ვითარდება, სანამ ბიჭი ჯულიეტას შეხვდა...
ჯონი - ადამიანი რომელსაც აქვს პარანორმალური შესაძლებლობები, იძიებს ახალ საქმეს. ამ დროის განმავლობაში მას მოუწევს 16 წლის შეშინებულ გოგონასთან ლაპარაკი. მთავარმა გმირმა უნდა გასცეს კითხვას პასუხი - ვინ არის ანა? გარემოებების მსხვერპლი თუ მკვლელი სოციოპატი...
წყვილების ოჯახის შესახებ შოკისმომგვრელი სიმართლის გარკვევის შემდეგ ორი შეყვარებული აღმოაჩენს, რომ ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან. ტესა აღარაა ისეთი საყვარელი, მარტივი და კეთილი გოგონა, რომელიც ჰარდინის გაცნობისას იყო. ჰარდინი კი თავის მხრივ სასტიკი და უხასიათო ხდება...
ჩიკის სურს, რომ ვიეტნამში მებრძოლ მეგობრებს დაეხმაროს. ამიტომ რაღაც სიგიჟეს ჩაიდენს - გადაწყვეტს, რომ მათ პირადად ჩაუტანოს ამერიკული ლუდი. კეთილი განზრახვით დაგეგმილი მოგზაურობა მალე ცვლის ჩიკის ცხოვრებას და მის ხედვას. დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე...
მამის ისტირია, რომელიც წლების შემდეგ პირველად რჩება მარტო, სანამ მისი ცოლი და შვილები სამოგზაუროდ არიან. ის ძველ მეგობარს უკავშირდება ველური უქმეების გასატარებლად...
ნორმან ლებრეხტის რომანის მოტივებზე დაფუძნებული ემოციური ამბავი ორი ბიჭის დრამატული ბედის შესახებ. მარტინ სიმონდსის მთელი თავისი ცხოვრება მისი “ძმის” და უჩვეულოდ საუკეთესო მეგობრის, პოლონელი ებრაელის და ვირტუოზი მევიოლინეს, დოვიდლ რაპაპორტის იდუმალი გაუჩინარება მოსვენებას არ აძლევს, რომელიც 1951 წელს ლონდონში მისი სადებიუტო კონცერტის დაწყებამდე გაქრა, რამაც მათ ოჯახს სირცხვილს და განადგურებას მოუტანს. ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ, მარტინი აღმოაჩენს, რომ დოვიდლი შესაძლოა ჯერ კიდევ ცოცხალი იყოს, და საკონტინენტთაშორისო ძიებაში მიდის, რათა იპოვოს და გაარკვიოს მისი გაუჩინარების საიდუმლო…
მიჩიგანის ციხიდან გაქცევის შემდეგ მომხიბვლელი კრიმინალი კანადაში ახალ ვინაობას იძენს და რეკორდული ოდენობის - 59 ბანკსა და საიუველირო მაღაზიას ძარცვავს. ამ დროს კი მის დაჭერას თავზეხელაღებული ოპერატიული ჯგუფი ცდილობს. დაფუძნებულია "გაქცეული ბანდიტის" ისტორიაზე.
რომანტიკული კომედია, ჩიკაგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული რენი ბატლერის შესახებ, რომელიც თავის საუკეთესო მეგობარ ლილისთან ერთად ინდონეზიაში მდებარე კუნძულ ბალიზე მიემგზავრება, სადაც ადგილობრივ ბიჭზე დაქორწინების ლილის მოულოდნელი გადაწყვეტილება, მისი განქორწინებული მშობლების გაერთიანებას და კუნძულზე ჩასვლას გამოიწვევს, რომლებიც ახლა მთელი ძალებით ცდილობენ, რომ მათი ქალიშვილი იგივე შეცდომის გამეორებსიგან გადაარჩინიონ, რომელიც მათ 25 წლის წინ დაუშვეს. იმავდროულად, რენი ბალიში რჩება და ამ პროცესში თავის სიყვარულს პოულობს ადგილობრივ ექიმთან.
სტუდენტისათვის, რომელიც გამოცდაზე ჩაიჭრა, პარიზში დასარჩენი ერთადერთი გზა ფიქტიური ქორწინებაა. საცოლის ასე სწრაფად პოვნა ადვილი არაა, მეგობარი კი ყოველთვის მზადაა დასახმარებლად...
ცნობილი ფრენჩაიზის პირველი ფილმის “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” პრემიერა 20 წლის წინ შედგა. სპეციალური რეტროსპექტივა სრულიად ახალი სიღრმისეული ინტერვიუებისა და მსახიობებთან საუბრების მეშვეობით შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხრობს, რომელიც თაყვანისმცემლებს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფრენჩაიზში ჯადოსნურ მოგზაურობაში იწვევს.
დეივიდ სთოუნი, ცნობილი, მაგრამ წარუმატებელი მწერალია, რომელიც სასოწარკვეთილი დასვენებას საჭიროებს. მისი ცხოვრება იცვლება, როდესაც მას მოულოდნელად ორგანიზებული დანაშაულის ევროპელი ნათლიმამა მეიერ ლანსკი დაურეკავს. პენსიაზე გასული განგსტერი მთავარ გმირს თავბრუდამხვევ ამბავს უყვება და კრიმინალური სინდიკატის ცნობილი ბოსის სახით თავისი ცხოვრების შესახებ წარმოუდგენელ სიმართლეს უმხელს. ათწლეულების განმავლობაში, ხელისუფლება ცდილობდა ლანსკის დამალული ქონებისთვის მიეგნო. შედეგად, ეს მათი უკანასკნელი შანსია დაიჭირონ განგსტერი სიკვდილის წინ; მაგრამ ლანსკი, როგორც ყოველთვის, ერთი ნაბიჯით უსწრებს FBI-ის, აგზავნის მათ გიჟურ რბოლაში, სადაც ის სამართალდამცავებს ყოველ ნაბიჯზე კვლავ უსწრებს და ჯობნის...
დანიელების ოჯახი სტუმრობს ნიდერლანდელების ოჯახს, რომელიც შვებულების დროს გაიცნო. მათი იდილია უქმეებზე სულ მალე ირღვევა, როცა უსიამოვნებებთან ერთად დეინები თავაზიანობის შენარჩუნებას ცდილობენ...
2013 წელს რაღაც საშინელი ხდება ლონდონის ეროვნულ გალერეაში. 1562 წელს მკვლელობის შეთქმულება მზადდება ელიზაბეტის ინგლისში. და სადღაც, კოსმოსში, ანტიკური ბრძოლა უახლოვდება გამანადგურებელ დასასრულს...
დრამატული კომედია, იმედგაცრუებული ახალგაზრდა მოდის დიზაინერი გოგონას - სარას შესახებ, რომელიც იმ დროს, როცა მის დას ლუსის ცხოვრებაში გაუმართლა, თავად ცუდი იღბალით იტანჯება და თავის წარუმატებლობას ცუდ კარმას აბრალებს. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, ბედი მას თავის დასთან დააპირისპირებს, და მთელი რიგი მოვლენების და გაერთიანების სერია, მთავარ გმირს რადიკალურ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს…
ახალგაზრდა აქტივისტი რძის პროდუქტების რძის მეურნეობას ეწვევა, სადაც ახალი ზელანდიის ყველაზე ძლევამოსილი ინდუსტრიის გიგანტებს ამოიღებს მიზანში და გამოავლენს, რომ სასაქონლე მრეწველობამ საკუთარი თავი ამოწურა. მისი მოგზაურობა აღწერს არამხოლოდ მდგრადი განვითარების კრიზისს და სოფლის მეურნეობის ჩამოშლას, არამედ იმ გზებსაც, თუ როგორ უნდა შეცვალონ ახალმა ზელანდიამ და სხვა ქვეყნებმა არსებული ბედი...
ფილმი საფარქვეშ მომუშავე ბრიტანელი ჟურნალისტის ემი უიტაკერის შესახებ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს, რომელიც სოციალურ ქსელებში ISIS-ის მიერ ახალგაზრდა ევროპელი ქალების გადაბირების საქმის გამოძიებას და ტერორისტების გამოაშკარავებას გადაწყვეტს. შედეგად, მთავარი გმირი მელოდი ნელსონის ფსევდონიმით ფეისბუქის ახალ პროფილს და ქსელში ახლახან ისლამ მიღებული, ქალის სურათს ქმნის. მალე ემის სირიიდან ISIS-ის მებრძოლი, სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი ბილელი უკავშირდება და ისინი ერთმანეთთან რეგულარულად საუბარს იწყებენ, ცოტა ხნის შემდეგ, ემის ნამდვილი რომანტიკული გრძნობები უჩნდება ბილელის მიმართ...
ნარკოტიკებთან მებრძოლი დეტექტივების ჯგუფი ცდილობს კრიმინალური ორგანიზაცია ამხილოს. ამისათვის ფარულად უნდა იმოქმედონ და ერთ რესტორანში დაიწყებენ მუშაობას, რომელიც ქათმის არაჩვეულებრივი კერძებით გახდება ცნობილი. მოულოდნელი პოპულარობის წყალობით, დეტექტივები მათთვის სრულიად წარმოუდგენელ სიტუაციაში აღმოჩნდებიან...
მთავარი გმირი სახელად ქლინი ერთი პროვინციული ქალაქის ჩვეულებრივი მაცხოვრებელია. მას დროებით თინეიჯერი გოგონას მიხედვას სთხოვენ. ერთხელაც ქლინი გოგონას სახიფათო სიტუაციიდან დაიხსნის, რასაც სისხლის ღვრა მოჰყვება. მომხდარი მთავარ გმირს აიძულებს, რომ ის წარსული გაიხსენოს, რომლის დავიწყებაც ძალიან სურდა...
ისტორია ფეხბურთის ეროვნული ლიგის ყველაზე დასაფასებელ მოთამაშესა და პოპულარულ კიოტერბეკზე კურტ უორნერზე, რომელიც სუპერმარკეტში თაროების დალაგებიდან ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავად იქცა...
დაკარის პოპულარულ გარეუბანში ფუტურისტული კოშკის მშენებლობის მუშები, რომლებიც თვეებია ხელფასის გარეშე მუშაობენ, გადაწყვეტენ, რომ ქვეყანა ოკეანის გავლით დატოვონ და უკეთესი მომავლისკენ გაემართონ. მათ შორისაა სულეიმანი, რომელმაც ადას სიყვარული შეჰფიცა...
40 წელს გადაცილებული ქალი კარიერასა და პირად ცხოვრებაში რუტინას ვერ აღწევს თავს. ამიტომ გადაწყვეტს, რომ ცხოვრება ცოტათი შეცვალოს, თუმცა რიტუალი, რომელსაც ცდის, მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს...
სათავგადასავლო კომედია, რომელიც მამაცი მეკობრეების და ბანდიტების ავანტიურისტთა ჯგუფის შთამბეჭდავი ამბის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ბობოქარ ზღვაში მთელი ძალებით იბრძვიან კორეული დინასტიის, გორიოს სამეფო ოჯახის უკანასკნელი საგანძურის მოსაპოვებლად, რომელიც უკვალოდ გაუჩინარდა ჩოსონის დინასტიის დაარსების შემდეგ...
ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია, თანამედროვე ახალგაზრდა ქალის, ენი ელიოტის შესახებ, რომელიც თავის გაკოტრების ზღვარზე მყოფ ქედმაღალ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. შვიდი წლის წინ ენიმ გაბედული ფრედერიკ უენტვორტის სიყვარული უარყო, მაგრამ როდესაც ფრედერიკი კვლავ შეიჭრება მის ცხოვრებაში, ახალგაზრდა გმირი იძულებულია წარსულის უკან მოტოვებას და მისი გულის კარნახს შორის რთული არჩევანი გააკეთოს, როცა საქმე მეორე შანსს შეეხება...
ცხელი ზაფხული საფრანგეთის სამხრეთში, ახალგაზრდა სცენარისტი ამინი დროებით მშობლიურ მხარეში ბრუნდება. ბიძაშვილები, მეგობრები, სტუდენტები ნიცადან - ყველანი აქ იკლავენ წყურვილს, ცეკვავენ, ზღვაში ბანაობენ და კავდებიან სიყვარულით. ოფელიას ტონი უყვარს, მაგრამ კლემანზეა დანიშნული. შარლოტანსაც უყვარს ტონი, ტონის ქალები უყვარს, ისევე როგორც სელინი, მაგრამ სელინს გიჟური წვეულებები უფრო უყვარს. ამ ზაფხულის სიგიჟეში ამინი იწყებს სიყვარულის ძიებას...
სარა დესენის ამავე სახელწოდების თინეიჯერულ რომანზე დაფუძნებული რომანტიკული დრამა, ახალგაზრდა გოგონას ოდენის შესახებ, რომელიც კოლეჯში წასვლამდე ზაფხულში იდუმალ ბიჭს ილაის ხვდება, რომლესაც უძილობა აწუხებს, და ის გოგონას ღამის მეგზური ხდება. სანამ ზღვისპირა ქალაქ კოლბის სძინავს, ისინი ერთად ღამის მოგზაურობაში მიდიან, რათა დაეხმაროს ოდენს განიცადოს მხიარული და უდარდელი თინეიჯერული ცხოვრება, რომელიც არასოდეს იცოდა, რომ სურდა. ახლა, ზაფხულის ღამეების გაუთავებელი მარაგით, მათ შორის თითქმის ყველაფერი შეიძლება მოხდეს…
ციხეში მყოფი მისი ძმის სიცოცხლის გადასარჩენად, სატვირთოს მძღოლი სალი უხალისოდ თანახმდება გადაიტანოს კონტრაბანდული ტვირთი – გოგონა სახელად ლეილა. როდესაც ისინი იწყებენ სახიფათო მოგზაურობას შტატების საზღვრებთან, FBI-ის შეუპოვარი ოპერმუშაკი მათ კვალს მიჰყვება, რომელიც ახლა ყელაფერს გააკეთებს, რათა შეაჩეროს ადამიანებით ვაჭრობის ოპერაცია და სალი და ლეილა უსაფრთხო ადგილას მიიყვანოს...
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული სპორტული დრამა, სამი ნიგერიელ-ბერძენი ძმის პროფესიონალურ კალათბურთში აღზევების შესახებ. უკეთესი ცხოვრების ძიებაში, მათი მშობლები ვერა და ჩარლზი ნიგერიიდან საბერძნეთში გადავლენ, სადაც ისინი ბევრს მუშაობდნენ, რათა უზრუნველყოთ მათი ხუთი შვილი იმ დროს, როცა დეპორტაციის რეალობა საფრთხეს უქმნიდა შვილების ოცნებებს. იმისთვის, რომ გადასახადები გადაიხადონ, ოჯახი ერთად მუშაობს და ტურისტებზე ყიდის სუვენირებს ათენში. როდესაც შესაძლებლობა ჩნდება, ძმები თავიანთ იმედგაცრუებას გამოხატავენ კალათბურთის მოედნებზე. მაგრამ სწრაფად ხვდებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ სპორტში გამოცდილება არ აქვთ, ბუნებით ისინი ნიჭიერი მოთამაშეები არიან. საბოლოოდ, აგენტის დახმარებით ახალგაზრდა გმირები გადაწყვეტენ კარიერის გაგრძელებას NBA-ში...
ვუ-სიკ ჩოი („პარაზიტი“-დან) თამაშობს ერთერთს ორი პოლიციელიდან, რომლებიც ერთ გუნდად ცდილობენ გამოიძიონ საქმე, რომელიც მთელ პოლიციის ძალებს თავდაყირა აყენებს...
უმაღლესი სკოლის მოსწავლე გოგონა, სახელად ვადა მის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, თავის ცხოვრებაში რთული პერიოდის გადატანას, ტრაგედიისგან დატოვებული ფსიქოლოგიური ტრამის მოშუშებას, და ამავე დროს ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს. შედეგად ურთიერთობა ოჯახთან, მეგობრებთან და ასევე მისი მსოფლმხედველობა სამუდამოდ შეიცვლება…
ბოროტი დოქტორი რობოტნიკი და მისი მეწყვილე ნაკლსი მოულოდნელად დედამიწას ეწვევიან უძლეველი ზურმუხტის ძიებაში. სონიკი ახალ თანამოაზრეს, სახელად თეილსს შეიძენს და ზურმუხტის მოსაძებნად მიემართება, რათა ქვა არასწორ ხელში არაღმოჩნდეს...
ფილმი მოგვითხრობს ცნობილი ახალზელანდიელი ბერტა მონროს ცხოვრების ისტორიაზე, რომელმაც თავისი ცხოვრების უამრავი წელი მიახარჯა თავისი საყვარელი მოტოციკლის გადაკეთებას საშეჯიბრო ბოლიდში სიჩქარის რეკორდის დასამყარებლად. ეს მოტოციკლი მარკის "ინდიანი" იყო, გამოშვებული 1920 წელს და მის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 58 მილი/სთ აღწევდა. ოფიციალური რეკორდი (200 მილი/სთ) იყო დამყარებული! ეს 1967 წელს მოხდა...
დასავლეთ ამერიკაში დაბადებულ თავისუფალ ცხენს „შავ ლამაზმანს“ შეიპყრობენ და ბერტუიკის საჯინიბოში წაიყვანენ, სადაც ის მარჯვე მოზარდს - ჯო გრინს გაიცნობს. ერთად ისინი მრავალ სხვადასხვა ისტორიას, გამოწვევასა თუ თავგადასავალს გამოივლიან...
დოკუმენტური ფილმი კეიტ უინსლეტის გახმოვანებით, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი პიროვნებები და წამყვანი მეცნიერები ეკოლოგიურ და კლიმატურ კრიზისებზე, ადამიანის კვების გავლენებზე მოგვითხრობენ, და სპეციალურად ფოკუსირდებიან მეცხოველეობაზე, რათა გადმოგვცენ “მძიმე სიმართლე” ჩვენი გლობალურად ცვალებადი გარემოს შესახებ...
მუსიკის სფეროში მოღვაწე ჟურნალისტი თავის საოცნებო სამსახურს იშოვნის და სან-ფრანცისკოში გადადის საცხოვრებლად, როდესაც მისი ბოიფრენდი, რომელთანაც 9 წლის ურთიერთობა აკავშირებს, გამოუცხადებს, რომ მის მიტოვებას აპირებს. ამ ტკივილის გადასატანად ორ მეგობართან ერთად გიჟურ თავგადასავალს მოიწყობს ნიუ იორკში...
კეტრინი და იანი, ბედნიერ, მრავალწლიან ქორწინებაში იმყოფებიან. მას შემდეგ რაც იანმა გაყიდა თავისი ბიზნესი, ის ძალიან დაკავებულია ბონსაის ხეებით და დიდი ხნით ადრე დაგეგმილი მოგზაურობის გადადებას აგრძელებს. ყველაფერი უარესობისკენ მიდის, როდესაც მათი 27 წლის ქალიშვილი და მისი მეგობარი ბიჭი კარგავენ ბინას და მათ კარზე აკაკუნებენ.
გაბის, რომელსაც პარტნიორი 39-ე დაბადების დღეზე მიატოვებს, არა მარტო მარტოობის შიშებთან მოუწევს გამკლავება, არამედ იმის გააზრებასთანაც, თუ რას ნიშნავს ქალისთვის იყო მატროხელა...
დენი სანდერსი, ახალგაზრდა უმიზნო დამწყები მწერალია, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში და სოციალურ ქსელებში არ ჰყავს მეგობრები და, რაც ყველაზე ცუდია, არც გამომწერები, რომელიც ინსტაგრამისთვის ინსცენირებს მოგზაურობას პარიზში, იმ იმედით, რომ გააძლიერებს მის გავლენას სოციალურ ქსელებში. როდესაც საშინელი ინციდენტი ხდება პარიზში, დენი უნებურად კიდევ უფრო დიდ ტყუილში იძირება, ვიდრე იგი წარმოიდგენდა. შედეგად, ახალგაზრდა გმირი თავისი ოცნების ბიჭს, კოლინს გაიცნობს, და ახლა როგორც ინტერნეტის გავლენიანი ვარსკვლავი, საბოლოოდ იღებს ისეთ ცხოვრებას და აუდიტორიას, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა. მაგრამ ახლა როდის გაიბზარება ფასადი ეს მხოლოდ დროის საკითხია.