ხელისუფლების წარმომადგენელი სან-ფრანცისკოდან პატარა სასტუმროს შეიძენს ახალ ზელანდიაში, მიატოვებს ქალაქურ ცხოვრებას და ამ უძრავ ქონებას ერთი სიმპატიური მამაკაცის დახმარებით სრულიად ახალ სახეს მისცემს...
ფილმის მთავარი გმირი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ძაღლია, რომელიც აღმოაჩენს თავისი ცხოვრებისა და არსებობის აზრს იმ ადამიანებზე დაყრდნობით, რომლებსაც მას შეხვედრიან...
ორი პოპულარული თინეიჯერი, რომლებსაც ბავშვობიდან ახლო მეგობრობა აკავშირებთ, აღმოაჩენენ, რომ მათი ცხოვრება, ოჯახები და მეგობარი გოგონები სრულიად შეიცვალნენ, მეჩვიდმეტე დაბადებისდღის წვეულების ღამეს მომხდარი ინციდენტის შემდეგ...
ნიუ იორკში კოლეჯის სტუდენტი ალი და ნიჭიერი მხატვარი იმოგენი ერთამენთს ბარში შეხვდებიან. გზა ბედნიერებისკენ არც ისე მარტივია. პორნო ვარსკვლავი ცდილობს ალი ლოგინში ჩაითრიოს და დააშოროს ერთამენთს ახალგაზრდა წყვილი...
ფილმი უკეთებს ანალიზს თანამედროვე სამყაროში მიმიდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებს. ის წარმოადგენს ხალხისთვის თვალის ახელის რეალურ მცდელობას. ასევე გაეცნობით მოძრაობა ”პროექტ ვენერას” აქტივისტებს, რომლებიც თვლიან, რომ მოსახლეობას არ სჭირდება პოლიტიკოსები და ფინანსური სისტემა. მათი აზრით მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებს შეუძლია კაციობრიობა მშვიდობამდე მიიყვანოს...
ახალგაზრდა ბიჭს გარდაცვლილს იპოვნიან პენსილვანიის ერთ ქალაქში. დონალდი, ადგილობრივი დასუფთავების მანქანის მძღოლი, დეტექტივის როლს მოირგებს, წამოიწყებს რა სახიფათო გამოძიებას, რათა დაამტკიცოს, რომ ბიჭი მოკლულია.
ოლივერისა და ჯულიას ქალიშვილი სარა მოულოდნელად უჩინარდება. დრო მიდის, ახალი კი არაფერია, თუმცა ერთ დღეს, ოჯახი წერილს მიიღებს, სადაც უცნობი პიროვნება ამტკიცებს, რომ სარა მასთანაა და მის მშობლებთან მოლაპარაკება სურს.
სალვადორ მალო, ცნობილი კინორეჟისორი იხსენებს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს: დედას, მის საყვარლებს, მსახიობებს, რომლებთანაც მუშაობდა. სამოციანი წლების ვალენსიის პატარა სოფელს, მადრიდის ოთხმოციან წლებს, დღევანდელობას, როდესაც ის გრძნობს უზარმაზარ სიცარიელეს, სიკვდილთან პირისპირ მყოფი. ფილმების გადაღების გაგრძელების შეუძლებლობას. მალოს წარსულის გახსენება, შესაძლოა ერთადერთი რამ იყოს, რასაც მისი მომავალი ცხოვრების ხსნა შეუძლია...
ფილმი მოგვითხრობს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის ომის შესახებ. ფილმში დანახულია მოვლენები ამერიკელი ჟურნალისტის, მისი ოპერატორის და ქართველი მოქალაქეების თვალით...
ფილმი, რომელიც ერთ ღამეში ეტევა, მოგვითხრობს ისტორიას მოზარდ გოგოზე, რომელიც კარგავს უმცროს ძმას ჰელოუინზე. სკოლის პოლიტიკური დებატების ვარსკვლავი, რომელსაც შეიყვარებს ფილმის გმირი, დაეხმარება ძმის პოვნაში..
ორი „ „ვითომ-მეგობარი“ ლორენი და კეტი ერთად გადავლენ საცხოვრებლად კეტის ბებიის ბინაში ნიუ-იორკში, მას შემდეგ რაც ქირის გადახდას ვეღარ შეძლებენ. გოგოები სულ ჩხუბში არიან და ერთ საბედისწერო დღესაც, კეტის საძინებლიდან გამოსული ხმაურის გამო ოთახში შესული ლორენი პატარა „ „ბინძურ“საიდუმლოს გაიგებს. ეს გოგოებს კიდევ უფრო დაახლოვებს - ლორენი (ტვინი) და კეტი (ტალანტი) ძალიან წარმატებულ საქმეს წამოიწყებენ. მოგება იზრდება და გოგონებიც გადააფასებენ თავიანთ იმედებსა და ოცნებებს...
გუანტანამოს ყურეში მომხდარი მოვლენების შემდეგ ექვსი წელი გავიდა და ახლა ჰაროლდი და კუმარი ერთმანეთისგან დაშორებულები თავიანთი ცხოვრებით, ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად ცხოვრობენ. მაგრამ უეცრად კუმარი ჰაროლდის სახლის კარის ზღურბლზე აღმოჩნდება და შემთხვევით ჰაროლდის სიმამრის ნაძვის ხეს დაწვავს, ისინი იძულებულები არიან მთელს ნიუ-იორკში ახალი ნაძვის ხე ეძებონ. მოულოდნელობებით აღსავსე თავგადასავალი იწყება...
ჰაროლდი და კუმარი დაედევნენ გოგონას, რომელიც ჰაროლდს შეუყვარდა - ჰოლანდიაში. მაგრამ წყვილს გეგმების შეცვლა მოუწევს, იმიტომ, რომ კუმარს თვითფრინავში ტერორისტად აღიქვამენ...
გამოგონილი ისტორია, რომელიც ინსპირირებულია ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილი ქალი მოჭიდავეების პრომოუთერის - ჯეკი კალენის ამბით. ფილმში ასახულია მისი ბრძოლა გადარჩენისთვის და წარმატებები მამრობითი სქესის დომინანტ სპორტში...
განცალკევებით მცხოვრები ოჯახი, რომლის ოთხი წევრიც მოწამვლით გარდაიცვალა, რიტუალებისა და თილისმების დახმარებით ცდილობს მტრულად განწყობილი ქალაქელებისგან თავი დაიცვას...
ქეითი პიტერზეა დაქორწინებული და ახლა ის აინტერესებს, რა მოხდებოდა, მის ყოფილ შეყვარებულთან ტომთან რომ ყოფილიყო. რადგან თვითონ დაქორწინებულია, საუკეთესო მეგობარს, ემილის სთხოვს ტომთან ღამე გაატაროს და შემდეგ მოუყვეს ამის შესახებ. როცა ემილი ეტყვის, რომ ტომთან გატარებული ღამე არაჩვეულებრივი იყო, ქეითი ემილის დაშორდება და მის ქორწინებაშიც ბზარი გაჩნდება...
ალბერტ აინშტეინი ეხმარება ახალგაზრდა კაცს, რომელიც შეყვარებულია მის დისშვილზე - მიიპყროს მისი ყურადღება. თავის მოსაწონებლად ახალგაზრდა მამაკაცი უდიდეს ფიზიკოსად აჩვენებს რჩეულს თავს...
როდესაც ოფელია სრულწლოვანებას მიაღწევს, იგი დედოფალ გერტრუდას სეფექალი გახდება. გამორჩეული სულიერების მქონე ოფელია ჰამლეტის ყურადღებას მიიქცევს. სამეფოში ავხორცობა და ღალატი ბობოქრობს, ოფელია კი ჭეშმარიტ სიყვარულსა და საკუთარი ბედისწერას ებრძვის...
ბიჭის სხეულში გამომწყვდეული 15 წლის გოგონა ოცნებობს გახდეს ბალერინა. იგი საკუთარი სხეულის შესაძლებლობების ყოველგვარ ლიმიტს აჭარბებს, რათა მიაღწიოს სანუკვარ მიზანს...
ფილმი წარმოადგენს ადაპტირებულ ბესტსელერის ვერსიას, რომელიც დაფუძნებულია მედლინ სენთ ჯონის ნოველაზე. "ქალბატონები შავებში" კომედიური ჟანრის ფილმია, რომელშიც მოქმედება მიმდინარეობს 1959 წლის სიდნეიში. ეს არის საინტერესო და სახალისო ცხოვრება ქალბატონებისა, რომლებიც ერთ სამსახურში არიან დასაქმებულები...
ხელოვნების ნიმუშების ქურდობაში გაწაფული პირი იმ იმედით, რომ თავის კრიმინალურ ცხოვრების სტილს უკან მოიტოვებს, ერთ სექსუალურ პოლიციელ ქალს შეეკვრება, რათა უკანასკნელი ძარცვა თავიდან აიცილოს და ამ ყველფერიდან საბოლოოდ გათავისუფლდეს...
16 წლის სკოტი სახლიდან გაიქცევა გოგონასთან ერთად. განერვიულებული დედა თავის ძველ საყვარლებს დაურეკავს – წამატებულ ადვოკატს ჯეკ ლორენს და წარუმატებელ დრამატურგს - დეილ პატლის, ორივე მათგანს ეტყვის, რომ ზუსტად ისაა სკოტის ნამდვილი მამა...
ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში მოთხრობა მიაქვს. მისი განხილვის მოლოდინში გადის შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული... მოთხრობას არათუ არავინ კითხულობს, მისი ყველა არსებული ეგზემპლარიც უკვალოდ ქრება. ამ დაწესებულებაში ყველა თავისი საქმით არის გართული: დირექტორი მუდამ გადარბენაზეა – თათბირიდან ბანკში, ბანკიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ბანკეტზე და ასე დაუსრულებლად, რედაქტორებიდან ზოგი ფრანგულს სწავლობს, ზოგი კერავს, ზოგი საუზმეს იმზადებს, ვიღაც შვებულებაშია, ვიღაც – მივლინებაში, სხვები ჭადრაკს თამაშობენ. ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელნაწერებს კითხულობს, მღებავია...
სტუდენტ ზაზა ნაკაშიძეს, რომელსაც ჩხუბში მონაწილეობისთვის დააპატიმრებენ, უდანაშაულობის დამტკიცების იმედი არა აქვს. ციხის საკანში სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის დამნაშავეები შეყრილან. დროს განვლილ ცხოვრებაზე და დანაშაულის ჩადენის მიზეზებზე კამათში კლავენ. ქურდის, მკვლელის, სახელმწიფო ქონების გამფლანგველის, ყველაზე საშიში ბოროტმოქმედის სულშიც შეიძლება სათუთი გრძნობები იმალებოდეს...
ფილმი სოფლის ცხოვრებას ასახავს. სიუჟეტის მთავარ ხაზს მარიტასა და გედიას სიყვარულის ამბავი წარმოადგენს. მშვენიერი მარიტა იძულებული გახდება მამის ნებას დაჰყვეს და შეძლებულ შეთეს მისთხოვდეს, თუმცა მისი გული დიდი ხანია გედიას ეკუთვნის. ფილმი გადაღებულია გიორგი ლეონიძის მოთხრობების კრებულის "ნატვრის ხე" მიხედვით...
უოლტერ ფაბერი გადარჩა ავიაკატასტროფის დროს. გადატანილი კატასტროფის შემდეგ ფაბერი გემით მოგზაურობს, სადაც გაიცნობს ახალგაზრდა გოგონას და შეუყვარდება. ისინი საბერძნეთში გოგონას სახლში მიემგზავრებიან, ფაბერმა არ იცის რას უმზადებს ბედი. ფილმი წარმოადგენს მაქს ფრიშის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას...
ჰარი დინს აქვს მშვენიერი გეგმა - მოიპაროს ფასდაუდებელი ბიუსტი. გეგმის განხორციელება მისი მშვენიერი ცოლის ნიკოლის გარეშე წარმოუდგენელია. მას სწორედ მისი სილამაზე სჭირდება. მათ მოუწევთ კარგად მოინდომონ, რათა დასახულ მიზანს მიაღწიონ...
ემა ნეაპოლში ბრიტანეთის ელჩს – ლორდ ჰამილტონს გაიცნობს და მალე მისი ცოლი ხდება. ის ახალგაზრდა არ არის, მაგრამ აქვს დიდებული შინაგანი ბუნება და დახვეწილი მანერები. თუმცა, წარსული ნამდვილად არ აქვს სუფთა. თითოეული მათგანი თითქოს იღებს მას რაც უნდა, მაგრამ ბედნიერები მაინც არ არიან. ერთ–ერთ მაღალი დონის მიღებაზე ემა ნელსონს გაიცნობს და...
804 წელს ახალგაზრდა იაპონელი მოძღვარი მიდის იმპერატორის სასახლეში, რათა ეგზორციზმის სეანსი ჩაატაროს. მმართველი უცნაურ მდგომარეობაშია - ორი კვირაა თვალი არ მოუხუჭავს. მოძღვარი მის გადარჩენას ვერ ახერხებს და იმპერატორი იღუპება. მას ახალ იპერატორთან ერთად მოუწევს უცნაური მოვლენების გამოძიება, რომელიც შავ კატასთანაა დაკავშირებული...
მაქსი, აარონი და გლენი მხოლოდ საშუალო ან დაბალი დონის გოგონებთან ერთობიან. ბიჭებმა გადაწყვიტეს ისწავლონ როგორ მოხსნან ჰოლივუდის მაღალი კლასის ქალები. ისინი ხვდებიან ჰოლივუდელ კაზანოვას - ჯონი ეილაშს, რომელიც ასწავლის მათ როგორ მოიქცნენ. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა, გოგონები ორგანიზებულები არიან, და აქვთ თავიანთი გაერთიანება...
ფრანგ აგენტს ძალიან რთული დავალება აქვს, ის დაკარგავს სუნამოს, რომლის მეშვეობით შეგიძლია ადამიანს თავი შეაყვარო. მართალია ძალიან ხიფათიანი და დაბნეულია, მაგრამ ის მაინც მოხერხებულია და მზად არის ებრძოლოს ბოროტებას...
25 წლის ტურო ჩრდილოეთ ფინეთის პატარა სოფელში ცხოვრობს. მისი ერთადერთი გასართობი როკ ჯგუფში დაკვრაა, სადაც მეგობრებთან ერთად უკრავს. მათ არასოდეს ჰქონიათ კონცერტი და აი ეძლევათ შანსი დაუკრან ნორვეგიაში მეტალ ფესტივალზე. ისინი გადაწყვეტენ რადაც არ უნდა დაუჯდეთ წავიდნენ კონცერტზე...
ფიქრობთ, რომ იცით ალადინის ამბავი? ეს ასე არაა, თურმე ამ ამბავს კიდევ ბევრი უცნობი გვერდი აქვს. ჩვენ მოგითხრობთ ამ ამბავს სრულიად ახლებურად, მოგესალმებით ბაღდათის შუაგულში - განძის ქალაქი, რომლის ქუჩებში დაფრინავენ მფრინავი ხალიჩები, ჯადოქრები გთავაზობენ გაახალგაზრდავების ელექსირს, ხოლო ციხესიმაგრეში იტანჯება პრინცესა, რომელიც ზოგჯერ ფარულად გამოდის ქალაქში იმ დროს, როდესაც ქუჩებში მცველებს გაურბის მარჯვე ქურდბაცაცა - სახელად ალადინი…
1905 წელს რევოლუციონერი სუნ იატ-სენი ჰონკონგში ჩადის, რათა ტონგმენგჰუის წევრებთან ერთად ქინგის დინასტიის დამხობის გეგმა განიხილოს. თუმცა როდესაც ისინი გაიგებენ რომ მის მოსალკლავად დაქირავებული მკვლელები გაგზავნეს, ამ თავდასხმის აღსაკვეთად დამცველთა ჯგუფების მობილიზებას შეძლებენ...
სიუჟეტის კვანძი 2008 წლის პრეზიდენტის არჩევნების დროს იხსნება და მოგვითხრობს მანჰეტენიდან მოწვეული გოგონას ისტორიაზე, რომელსაც სამსახურში და კლიენტებთან, მეგობარი ბიჭის გამო, მუდამ პრობლემები აქვს...
საცეკვაო სტუდიაში, რომელიც ემზადება ღია მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამეჯლისო ცეკვებში ლას-ვეგასში, გამოჩნდება ახალგაზრდა კუბელი რაფაელი. ის ჩამოდის ამერიკაში, იმისათვის რომ თავისი სანუკვარი სურვილი აისრულოს. სტუდიის დირექტორს ნიჭიერ ახალგაზრდა მოცეკვავეზე დიდ იმედებს ამყარებს. ლამაზმანის - რუბის მეთაურობის ქვეშ რაფაელი იწყებს მზადებას მომავალი შეჯიბრისთვის...
ხუთმა ახალგაზრდა სპორტსმენმა უნდა დაივიწყოს უთანხმოება და პირადი პრობლემები იმისათვის, რომ ერთიან გუნდად დაიცვან აშშ-ს ნაციონალური ნაკრების სახელი საერთაშორისო შეჯიბრზე კარატეში. ბრძენი მწვრთნელის ხელმძღანელობით მათ ეს გამოსდით, და ისინი თავის ოსტატობას დემონსტრირებას ახდენენ...
დეტეექტივი, რომელიც ემსხურება ჩინელ დიდგვაროვანს, იძულებულია გამოიძიოს ის უცნაური ამბავი, რაც ლოიანგში ხდება, რაშიც შედიან მისტიური მებრძოლები ნიღბებით, მელიები რომლებიც ადამიანთა ენაზე საუბრობენ და ქანდაკებები, რომლებიც ცოცხლდებიან...
ლეონ ბრონსტეინი მემარცხენეთა საზოგადოებრივი ხასიათის ისტორიას იკვლევს და გადაწყვეტს, რომ ის ცნობილი რევოლუციონერის თანამედროვე გარდასახვაა და კონკრეტულ მოქმედებებზე გადადის...
პატრიკს ერთი პრობლემა აქვს: სამი, თავისი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ჰიპოჰონდრიკია. გაუგებრობის შედეგად, სამი ფიქრობს, რომ სიცოცხლის უკანასკნელი სამი თვე დარჩა. იგი სთხოვს პატრიკს მასთან ერთად წავიდეს მსოფლიოს სხვა კიდეში სამკურნალოდ...
ფილმი მუსტანგი მოგვითხრობს ამბავს მოძალადე დამნაშავის - რომან კოლემანის შესახებ, რომელსაც ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს რეაბილიტაციის თერაპიის პროგრამაში, რომელიც მოიცავს ველური მუსტანგების მოთვინიერებას...
ახალგაზრდა მამაკაცი ათი წლის მანძილზე რეგულარულად გადიოდა კურსებს რეაბილიტაციის ცენტრში. საბოლოო ჯამში იგი ბრუნდება მშობლიურ მხარეში, სადაც ათი წელია არ ყოფილა და შეხვდება ძმას თავისი ცოლით, რომელზეც დიდი ხანია შეყვარებულია...
ქეითი, ევი და ჩარლი მთელი ცხოვრების მეგობრები არიან. ისინი მოსაწყენი რუტინული ცხოვრებით ცხვორობენ. ერთ დღესაც გადაწყვეტენ ქეითის 30 წლის იუბილე აღნიშნონ. წვეულება უბრალო უნდა ყოფილიყო, ამგრამ მოულოდნელად ყველაფერი არაკონტროლირებადი გახდება...
"შმალადინი" - არის ფრანგული კომედიური ჟანრის ფილმის, სახელად - "ალადინის ახალი თავგადასავლის" მეორე ნაწილი - ალადინის და პრინცესას სამეფოს თავს ესხმიან, ალადინს გაქცევა მოუწევს და პრინცესა ტყვედ ჩავარდება. ალადინი ცდილობს ტყვეობიდან იხსნას მისი ცხოვრების სიყვარული...