სენტ-ტრინიანი - სულაც არ არის ჩვეულებრივი სკოლა გოგონებისთვის, რომლებიც არ ექვემდებარებიან კონტროლს. ურჩი გოგონები ცდილობენ სკოლა გაკოტრებისგან იხსნან...
ბიძია ანტუანი არის რეჟისორ კლოდ იუტრას შედევრი. ფილმი ჰუმანურობასა და პატიოსნებაზეა. ფილმი ასახავს ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრებას კაშკაკაშა სამთო ქალაქ კვებეკში...
კურორტის მენეჯერი კლერი ამზადებს საშობაოდ ოჯახს, მაგრამ როცა მისი ბაბუა აკეთებს განცხადებას და კვდება მოულოდნელად .კლერმა უნდა ამოხსნას ეშმაკურად ჭკვიანურად თავსატეხი რათა მიიღოს მემკვიდრეობა და გამოაშკარაოს მკვლელი...
სკრუგი არის ძველი ბიზნესმენი 1840 წლის ლონდონში. ერთ შობის წინადღით ის სტუმრობს მოჩვენება მარლის. მის მკვდარ ბიზნეს პარტნიორს. მარლი იწინასწარმეტყველებს რომ სკრუგი ესტუმრება 3 სულს, რომლებიც შეეცდებიან მის ცდუნებას და გზის არევას. შეძლევს სკრუგი შეცვალოს მისი გზები შობის აღნიშვნამდე?...
ლეგენდის მიხედვით ყოველ 25 წელში ანგელოზი სტუმრობს სოფელს სანთლის შემქმნელთან და ეხება მხოლოდ სანთელს. ვინც აანთებს პირველად მასზე გადავა შობის სასწაული...
დასასვენებელი სახლი ჰოლი ლოჯი საოცარი ადგილია. ყოველ წელს შობას აქ სასწაულები ხდება. მისი მაცხოვრებლები ყოველ წელს ბრუნდებიან იქ საშობაოდ, მაგრამ წელს ცუდი ამბავია - პანსიონი შეიძლება დახურონ...
ორმოცი წლის ანდრეასი საიდუმლო ვითარებებში უცნაურ ქალაქში მოხვდება - აბსოლუტური იდილია, კეთილმოწყობილი ქუჩები, მოწესრიგებული მოქალაქეები. მას სამუშაოზე დიდი კომპანიის ოფისში მიიღებენ კეთილგანწყობილი თანამშრომლებისა და უდაო სამუშაოს პირობების ვითარებაში. ანდრეასმა ცოლიც კი შეირთო და ცდილობს საოჯახო ყოფაცხოვრების მოწესრიგებას. მაგრამ ანდრეასი ვერ არის მშვიდად. ირგვლივ მყოფ ადამიანებს არანაირი ემოციები არ აქვთ, არსებობენ როგორც რობოტები, თითქოს რაღაც წესებს მიყვებიან. სეირნობის დროს ანდრეასი რკინის ბოცვებზე ჩამოცმულ მის თანამშრომლის გვამს ნახავს , რომელიც ოფისიდან გადმოვარდა...
ამერიკული ნამცხვარის სერიაში წარმოდგენილია მუსიკალური ბანაკი სტიფლერის უმცროსი ძმა მეტი განწირულია საზაფხულო არდაგეგები ბანაკში გაატაროს, სადაც ის უამრავ ხრიკს გამართავს ფარული კამერების მეშვეობით და ბევრ სხვა რამესაც. მის ყოფაქცევა ხდება აღმაშფოთებელი, ბანდის წევრთან სახელად ელაიზი მეგობრობის მერე.ჯიმის მამა კვლავ ჩნდება ბრძენი მრჩეველის სახით, რომელიც სცდილობს დაეხმაროს სტიფლერის უმცროს ძმას სწორ გზაზე დაბრუნება.
პროფესორი ჯოის რერდონი მოიწვევს ექვს ექსტრასენს სახიფათო ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად. მას დაგეგმილი აქვს ზებუნებრივი ძალების გაღვიძება, რომლებიც ამ სახლში ბინადრობენ. აუცილებელია ამ რიცხვის კალენდარში მონიშვნა. და, ყოველი შემთხვევისთვის, - სიცოცხლის დაიზღვევა. (სტივენ კინგის მოთხრობების ეკრანიზაცია) ...
After her girlfriend is imprisoned on fraud charges, Chela is forced to face a new reality. Driving for the first time in years, she begins to provide a local taxi service to a group of elderly wealthy ladies. As Chela settles into her new life, she encounters the much younger Angy, forging a fresh and invigorating new connection.
სამი ქალი, რომელთა შვილებიც ერთ კლასში სწავლობენ, იკრიბება სავახშმოდ, ღამით კი მოულოდნელი რამ ხდება, ქალები აღმოაჩენენ, რომ მათ გაცილებით მეტი აქვთ საერთო, ვიდრე ქორწინება და დედობაა...
მამისა და ქალიშვილის ურთიერთობის ისტორია, რომლებიც მანჰეტენზე ცხოვრობენ. დაქვრივებული კაცი ცდილობს 5 წლის გოგონა გაზარდოს, მისთვის ეს არც თუ ისე მარტივია...
სიუჟეტის ცენტრშია ორი ძმის ბედი, რომლებიც ხელმოკლე ოჯახიდან არიან. ციხიდან გამოსული 30 წლის ნიკი მძიმე მოგონებებს ალკოჰოლში ახშობს, მარტოობას კი სავარჯიშო დარბაზში ებრძვის. გაბოროტებას ისიც უმძაფრებს, რომ ნარკომან ძმასთან საერთო ენას ვერ პოულობს, რომელიც მალე ექვსი წლის შვილის მეურვეობის უფლებას დაკარგავს. სულიერი სიცარიელის და გაუცხოების ფესვები ღრმა ბავშვობაშია, როდესაც ძმების დაუდევრობამ ნამდვილი ტრაგედია გამოიწვია. დანაშაულის გრძნობას ისინი თვითგანადგურებამდე მიჰყავს. მხოლოდ საკუთარი თავის პატიება დაუბრუნებს მათ მომავლის იმედს.
16 წლის ლილია ცხოვრობს ყოფილი საბჭოთა კავშირის რომელიღაც ღარიბ, პატარა ქალაქში. მისი დედა წავიდა ამერიკაში ახალ საყვარელთან ერთად და ლილია ელოდება როდის გამოუგზავნიან მოწვევას. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ის ხვდება, რომ მიატოვეს. ლილიას ცხოვრებაში გამოჩნდება ზრდასრული მამაკაცი ანდრეი, რომელიც მას შვედეთში სთავაზობს წასვლას.
მთავარ გმირს მამამისი ჩაჰყავს ქალაქ ვარანასში, გარდაცვლილთა ქალაქში. მას მოუწევს გადალახოს მის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი და დაელოდოს მამამისის გარდაცვალებას წმინდა ქალაქში, რათა მან ხსნა იპოვოს...
დოკუმენტური ფილმი მისტერ სპოკის ვარსკვლავური გზის შესახებ და ასევე ლეონიდ ნიმოის შესახებ, რომელიც მისტერ სპოკის როლს თითქმის 50 წელი ასრულებდა. ფილმის სცენარი და რეჟისურა კი მის შვილს, ადამ ნიმოის, ეკუთვნის...
როდესაც იგებს რომ ის ერთადერთი შავკანიანი მამაკაცია იმ ადამიანებს შორის, ვინც, დასახლებისგან მოშორებით, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე შეიკრიბა, ტაირელი ნერვიულობას იწყებს. სასმელი და ტესტოსტერონი კონტროლის ზღვარს ცდება, ტარიელის სარისკო მდგომარეობა კი მალევე კოშმარში გადაიზრდება...
მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი ადამიანებისა და თვითმფრინავების შესახებ, რომელთაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება განაპირობეს. ფილმი, იმ ადამიანების დახმარებით, ვინც უშულოდ იყო მოვლენებში ჩართული, იკვლევს ისტორიას თუ როგორ გაჩნდა „ „სპიტფაიერი“, მისი ანალოგი „ „ჰოკერ ჰარიკეინი“ და მათი დიდი მეტოქე, მესერშმიდტი 109 ავიაციაში დიდი პროგრესის პერიოდში ( ორი ომის შუალედურ პერიოდში), და როგორ მოახერხეს პილოტებმა ბრძოლაში ჩაბმა ევროპის. აფრიკისა და აზიის ცაში სამი მილის სიმაღლეზე...
კრის ბელი წარმოგვიდგენს დოკუმენტურ ფილმს წამლებზე, რომლებიც შეიცავს ოპიოიდს. მაგრამ ამერიკაში გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ასეთი წამლების წინააღმდეგნი არიან...
რეჟისორი სოფი ფაინსი გაერთიანდება ფილოსოფიურ პროვოკატორთან ჟიჟეკთან, რომელიც იყენებს მის განსხვავებულ და ჩამწვდომ იდეებს როგორც ცნობილ, ასევე ნაკლებად პოპულარულ ფილმებზე...
ახალი პიესის რეპეტიციისას, მოყვარული დრამატურგები კოლინი და ქეტრინი გაიგებენ, რომ მათი მეგობარი ჯორჯი მძიმედაა ავად და რამოდენიმე თვის სიცოცხლეღა დარჩა...
დოკუმენტური ფილმის სიუჟტის ეპიცენტრში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის უბრალოდ ქალები არიან, რომელთაც აღუწერელი ძალადობა გამოიარეს ოცწლიანი ომის დროს...
აი ვეივეი ცნობილია ბევრი რამით - დიდებული არქიტექტურა და პოლიტიკური აქტივიზმი. აკრძალვების მიუხედავად იგი აგრძელებდა მისი ხელოვნების დახმარებით ხალხის გაერთიანებას და მთავრობის წინააღმდეგ ამხედრებას. ამის საპასუხოდ ჩინეთის მთავრობამ მისი ბლოგი დახურა, იგი სცემეს, დაანგრიეს მისი ახლადაშენებული სტუდია ...
რადმილო და მარკო ახალგაზრდა გეების წყვილია, ისინი ყველაგან შეიძლება იყვნენ ბედნიერები გარდა სერბიისა. ახალგაზრდები ცდილობენ არ გაასაჯაროვონ ურთიერთობა, მაგრამ ყოველდღე ეჯახებიან ჰომოფობიას. მარკოს ოცნებაა ბელგრადში პირველი გეი აღლუმის ჩატარება, რაც "შეუსრულებელი მისიაა"...
ბარნი პენოფსკის ისტორია. სასმელების მოყვარული, მწეველი, ჰოკეის ფანატი საკმაოდ იმპულსური და გამაღიზიანებელი ადამიანი იყო. დროთა განმავლობაში მას ალცჰეიმერის დაავადება აღმოაჩნდა. ამის გამო მისი ცხოვრება უფრო არალოგიკური გახდა...
ფილმის მთავარი გმირი ოუენი სამ წლამდე ნორმალურად ვითარდებოდა. მაგრამ მოულოდნელად მან საუბარი შეწყვიტა, არ შეეძლო ემოციების გამოხატვა და კონტაქტი გარშემომყოფებთან. მას აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. წლების მანძილზე ოუენი და მისი ოჯხი ცილობდა კვლავ გამოენახა საერთო ენა. მას ძალიან უყვარდა დისენის მუტფილმები " ქალთევზა" და " მეფე ლომი". მათი დამხარებით მან შეძლო კონტაქტი დაემყარებინა გარე სამყაროსთან...
ჯონ მანი თავის შვილებთან - კრისთან და ტიმთან ერთად, ჯორჯიის პატარა სოფელში ცხოვრობს. ის თავის გარდაცვლილ მეუღლეს გლოვობს, ბიჭებს კი სხვა ხალხისგან იზოლირებაში ამყოფებს. ჯონის ძმა - დილი, ციხიდან გამოდის და მისი გამოჩენის შემდეგ ტიმის და კრისის წყნარი ცხოვრება მთავრდება.
30 წელი გავიდა 1984 წლიდან მას შემდეგ რაც კარბიდის ნარგავების დიფუნქცია მოხდა, შედეგები ტრაგიკულია. ესაა ისტორია ბოფალის ტრაგედიაზე, ერთ-ერთ უდიდეს კორპორაციულ სკანდალზე, რომელიც უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში მომხდარა. ესაა ადგილობრივი მოსახლეობის დრამატული დამოკიდებულება ქიმიურ ნარგავზე, რაც კატასტროფის სერიას იწვევს. აქ ჩანს კორპორაციის უპასუხისმგებლობა მსოფლიო განვითარებაში...
დიდი ხნის წინ მისტერ ექვსი იყო განგსტერი. ეს ის დრო იყო როდესაც ქურდებს დიდ პატივს სცემდნენ. როდესაც კრიმინალურმა სამყარომ პატივისცემა მოიპოვა. დღეისთვის კი მისტერ ექვსი დავიწყებას მიეცა, ერთ ღესაც მის შვილს პანკები დაესხმებიან თავს და გაიტაცებენ. მან იცის რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ შვილი დაიბრუნოს, ის იმ სამყაროს უნდა დაუბრუნდეს რომელიც ეგონა რომ უკან მოიტოვა...
გიდის როლში ალეკ ბოლდუინი და ჯეიმს ტობაკო გვევლინება. ფილმი ამოგზაურებს მაყურებელს კინოს პლანეტის განსხვავებულ ასპექტებში: კანის ფესტივალი, კინოხელოვნება, ფული, გლამური, სიკვდილი. ფილმი გადაღებულია კანის 65-ე ფესტივალის მიმდინარეობისას 2012 წელს.
ბრეტ ჰენსონი - ბოროტმოქმედია, რომელიც სულ ახლახან გამოუშვეს ციხიდან, სადაც მკვლელობისთვის ექვსი წელი იჯდა. მალე მას დაემგზავრებიან მოზარდი მარტინი და მისი მეგობარი გორდი. ამ მოგზაურობის ყველა მონაწილეს თავისი მიზანი აქვს: მარტინი მშობლებს გაურბის, გორდი კი ცდილობს მარტინთან ახლოს იყოს, ხოლო ბრეტმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ახალი ცხოვრების დაწყება, თუ წარსულში დაბრუნებას ამჯობინებს სადაც საყვარელი ქალი ელოდება.
დოკუმენტური ფილმის ავტორებს სურთ გვაჩვენონ გამოსასწორებელი ბანაკების რეალური სახე. პოპულარულმა მსახიობმა და მოჭიდავემ კარგად იცის რა არის ციხის რეალობა...
უდაბნო მოხავეს განცალკევებულ ნაწილზე, არის სკოლა, სადაც მასწავლებელი განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობა მოსწავლეებს. იგი მათ თანაგრძნობას და მომავლის იმედს ასწავლის. ყოველ დილას იგებს მიდიან თუ არა ისინი სკოლაში, დახმარება ხომ არ სჭირდებათ სკოლამდე მისვლისათვის...
დუბლინში ერთ ნარკოტიკებით გაჯერებულ უიკენდზე ჯეისონი თავის ცალკე მცხოვრებ, დიდი ხნის უნახავ ძმას შეხვდება, რომელიც გამოსწორების გზაზე შემდგარი უსახლკარო ნარკომანია...
ბრედი პატარაობიდანვე ტერეტის სინდრომით იტანჯება. ის ებრძვის ამ მძიმე დაავადებას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის მიზანს. მისი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის...
ჯეიმს უაიტი არის შეწუხებული, ცდილობს დარჩეს ნიუ-იორკში.ის ჰედონისტური ცხოვრებით ცხოვრობისგან თავის დაღწევას ცდილობს. მისი დედა ებრძვის სერიოზულ ავადმყოფობას...
სუ ცნობილი ეროტიული ჯურნალის წარმატებული მთავარი რედაქტორია, თუმცა იყო დრო როდესაც კოლეჯის დამთავრების შემდეგ ჩვეულებრივ ქარხანაში რიგით თანამდებობაზე მუშაობდა. მას მხოლოდ ერთი გარემოება გამოარჩევდა დანარჩენებისგან: როდესაც პატარა იყო დედამისმა და მისმა საყვარელმა, რომელიც კარის მეზობელი იყო, დინამიტით მოიკლეს თავი...
პერსპექტიული ჟურნალისტის ისტორია, რომლის რწმენაც დიდი გამოცდის წინაშე დგება მას შემდეგ, რაც ეცდება აიღოს ინტერვიუ ადამიანისგან, რომელიც თავს ღმერთს უწოდებს...